გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


5 გვერდი V  « < 3 4 5  
Reply to this topic Start new topic
 ლიტერატურული კონკურსები
 
ციცქნა
პოსტი Nov 25 2010, 1:36
პოსტი #53


rebel
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,057
რეგისტრ.: 27-February 08
მდებარეობა: მე მომწონს
წევრი №: 2,372
კურსი:3


ციტატა(ციცქნა @ Sep 24 2010, 21:31) *
http://www.tsu.edu.ge/ge/shemodgomis_legenda/


სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსს

“შემოდგომის ლეგენდა”
„სამშობლო მთებო!“ – დაბრუნება


ახალი სახეები...ახალი სახელები...
შენი ხელწერა...
გახდი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული და მოიპოვე მთავარი პრიზი.


შენი აღმოჩენის დროა!

თუ ხარ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული, თუ გიყვარს ლიტერატურა - შენი უნივერსიტეტი და კომპანია „ჯეოსელი“ გაძლევს შანსს გადაინაცვლო წარსულში, იმოგზაურო დროში, გაიმარჯვო აწმყოში და გახდე ცნობილი მომავალში.


20 სექტემბრიდან – 10 ოქტომბრის ჩათვლით კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა shemodgomis-legenda@tsu.ge -ზე წარმოადგინეთ:
ჩანახატის ტიპის ნაშრომი ნაბეჭდი სახით, არანაკლებ ერთი თაბახის გვერდისა; ჟანრი და თემა შეუზღუდავია.
კონკურსში მონაწილეობის მოტივაცია.

უნივერსიტეტის ჟიური შიდა შესარჩევ ტურში გამოავლენს 10 საუკეთესო კანდიდატს, რომლებიც მეორე ტურში გადაინაცვლებენ და მთავარი კონკურსის მონაწილეები გახდებიან. ლიტერატურული იმპროვიზაციული კონკურსი ამჯერად ყვარელში გაიმართება, წინასწარ შერჩეული სლოგანების მიხედვით კონკურსანტებმა განსაზღვრული დროის განმავლობაში უნდა შექმნან ნაშრომი, რომელსაც სპეციალური ჟიური შეაფასებს.

ფულად პრემიას გამარჯვებული სამეული მიიღებს:

I ადგილი – 1000 ლარი და კონკურსის სიმბოლო
II ადგილი – 700 ლარი
III ადგილი – 500 ლარი

კომპანია ჯეოსელი კი, კონკურსის გამარჯვებულებს სპეციალურ პრიზებს გადასცემს.



დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 22 23 91
ეწვიეთ ჩვენს გვერდს facebook-ზე – „შემოდგომის ლეგენდა“



აბა აქ ვის გულშემატკივრობთ? smile.gif

მიმდინარეობს მკითხველის სიმპათიის გამოვლენა smile.gif

http://www.facebook.com/notes.php?id=10000...=app_2347471856


--------------------
http://busx.wordpress.com/
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_salomeaa_*
პოსტი Nov 29 2010, 14:32
პოსტი #54





Guests






Pen მარათონი

განაცხადების მიღება: "დიოგენეს" ოფისში (კეკელიძის 6) 29 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე შაბათ კვირის გარდა. 11-დან 18 საათამდე.

უნდა წარადგინოთ ერთი პროზაული გამოუქვეყნებელი ნაწარმოები ან ნაწარმოების ფრაგმენტი ნაბეჭდი სახით, 5 გვერდამდე. იქვე შეავსებთ განაცხადის ფორმასაც.

მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც უკვე შეუსრულდა 16 წელი.


კონკურსი გაიმართება 11-12 დეკემბერს საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. დაჯილდოება - 28 დეკემბერს.

პრემიები:
1 ადგილი - 3000 ლარი + პრიზი ვერცხლის დიოგენე.
2 ადგილი - 1500 ლარი
3 ადგილი - 1000 ლარი

პირველ ადგილზე გასულის კრებულს "დიოგენე" 2011 წლის განმავლობაში გამოსცემს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 95 63 94
Go to the top of the page
 
+Quote Post
Daydreamin
პოსტი Dec 10 2010, 19:43
პოსტი #55


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 112
რეგისტრ.: 31-January 10
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8,480
კურსი:5


შემოდგომის ლეგენდა 2010, გამარჯვებულების ვიდეომასალა და სურათები კონკურსიდან:

http://popularpopcorn.blogspot.com/2010/12/2010.html


--------------------
My mother she butchered me,
My father he ate me,
My sister, little Ann Marie,
She gathered up the bones of me
And tied them in a silken cloth
To lay under the juniper.
Tweet twee, what a pretty bird am I!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Jood
პოსტი Jan 3 2011, 20:29
პოსტი #56


Alex
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,877
რეგისტრ.: 30-October 07
მდებარეობა: HIPPIE LAND
წევრი №: 165
კურსი:5


რამე კონკურსი არ იგეგმება? :?


--------------------
Alex
Photos
Drums
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mais_Leo
პოსტი Jan 8 2011, 17:22
პოსტი #57


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 93
რეგისტრ.: 11-May 10
წევრი №: 9,204
კურსი:4


საქართველოს მწერალთა კავშირი და ქალაქ თბილისის მერია აცხადებს ახალგაზრდა პროზაიკოსთა(17-35 წლამდე) კონკურსს გურამ რჩეულიშვილის სახელობის პრემიის "ალავერდი" მოსაპოვებლად.
მასალები რომანი,(მოთხრობა, მინიატურა,არა უმეტეს 5 ნაბეჭდი გვერდისა), გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე:merani-merani@mail.ru -ზე ან მიიტანეთ მისამართზე:თბილისი.მაჩაბლის ქუჩა11.IV სართული.საქართველოს მწერალთა კავშირი.თანდართული უნდა იყოს ავტობიოგრაფია (მიუთითეთ ტელეფონის ნომერი)და ფოტოსურათი.
მოთხრობა,მინიატურა შესაძლებელია გამოიგზავნოს:ერთი,ორი,ან არა უმეტეს სამი ნაწარმოებისა.
მიიღება, როგორც გამოუქვეყნებელი, ასევე გამოქვეყნებული ნაწარმოებები.
მასალები მიიღება2011წლის 5 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით.
საკონტაქტო ტელეფონები:899381274.307824.181708.381274.
მიღებულია თუ არა თქვენი ნაწარმოებები შეგიძლიათ გაიგოთ:857209729
დაჯილდოება 2011 წლის 8თებერვალს.

საუკეთესო პროზაული ნაწარმოებებისათვის/რომანი.მოთხრობა. მინიატურა/გაიცემა ფულადი პრემიები და საჩუქრები.

საუკეთესო რომანი 1500ლარი
საუკეთერსო მოთხრობა 1000ლარი
საუკეთესო მინიატურა 750ლარი

ასევე დაწესებულია წამახალისებელი ფულადი პრემია 500ლარი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ნათ
პოსტი Jan 28 2011, 14:37
პოსტი #58


ზღვარზე
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,192
რეგისტრ.: 8-October 09
მდებარეობა: Jamaica
წევრი №: 7,720
კურსი:3


საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი “რუსული კლუბი”
და ჟურნალი “რუსული კლუბი”
საქართველოს მწერალთა კავშირის მხარდაჭერითა და მონაწილეობით
აცხადებენ:

საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები
ახალგაზრდა რუსულენოვანი ლიტერატორების
კონკურსს

კონკურსის მიზანი და ამოცანებია - ახალგაზრდა ლიტერატორების მხარდაჭერა, საქართველოს ახალგაზრდებს შორის მხატვრული სიტყვის პოპულარიზაცია და რუსული და ქართული მწერლობის ტრადიციების გაგარძელება. პროექტი მიზნად ისახავს რუსულ-ქართული კულტურული კავშირების და შემოქმედებითი თანამშრომლობის მხარდაჭერას.

ჟიურის წევრები საქართველოს და რუსეთის გამოჩენილი ლიტერატორები არიან:
ჟიურის თანათავმჯდომარეები – სერგეი ჩუპრინინი (რუსეთი) და მაყვალა გონაშვილი (საქართველო).
ჟიურის წევრები – ოლესია ნიკოლაევა, ალექსანდრე ებანოიძე, ელენა ისაევა (რუსეთი); ზაზა აბზიანიძე, ვლადიმირ სარიშვილი, ბესო ხვედელიძე, მიხაილ ლიაშენკო, ინგა გარუჩავა, პეტრე ხოტიანოვსკი (საქართველო).

კონკურსის გრან-პრის მფლობელი და ლაურეატები გახდებიან V საერთაშორისო რუსულ-ქართული პოეტური ფესტივალის მონაწილეები.
ყველაზე საინტერესო ავტორების ნაწარმოებს რეკომენდაცია გაეწევა გამოსაქვეყნებლად საქართველოს ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო წიგნების ბაზრობებსა და ფესტივალებზე მონაწილეობისათვის.
შორტ-ლისტში შესული ავტორების ნაწარმოები გამოქვეყნდება ჟურნალ “რუსულ კლუბში” და შევა კონკურსის შემაჯამებელ კრებულში.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:

- მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორ საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ყველა ავტორს, ვინც რუსულ ენაზე წერს, მიუხედევად მათი მოქალაქეობისა და საცხოვრებელი ადგილისა.

კონკურსი ტარდება შემდეგ ნომინაციებში:
1) პროზა (რომანი, მოთხრობა, ესსე)
2) პოეზია (ლექსი, პოემა)
3) პოეტური თარგმანი ქართულიდან რუსულად (ლექსი, პოემა)
4) დრამატურგია (კინო, სატელევიზიო და თეატრალური)

განაცხადი, მოკლე ბიოგრაფიული ცნობა და ლიტერატურული ნაწარმოები მიიღება 2011 წლის 14 იანვრიდან 31 მარტის ჩატვლით.

ნაწარმოების მიღება:
საკონკურსო ნაწარმოები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტით რუსცულტურე@მაილ.რუ, ან მოგვაწოდოთ მისამართზე: თბილისი, რუსტაველის გამ.2, (გრიბოედოვის სახ. თეატრის სამსახურეობრივი შემოსასვლელი), 8 სართული, “რუსული კლუბი”. ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 99 43 36; 99 77 06

ლონგ-ლისტი გამოქვეყნდება 2001 წლის აპრილში, შორტ-ლისტი – 2011 წლის მაისში.
გრან-პრის, კონკურსის ლაურეატების (თითო ავტორი ყოველ ნომინაციაში) და დიპლომანტების (ორი ავტორი ყოველ ნომინაციში) მფლობელთა დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება 2011 წლის ივნისში.

წყარო: ფორუმ.გე : )


--------------------
property of me <3
Go to the top of the page
 
+Quote Post
ნათ
პოსტი Mar 23 2011, 22:40
პოსტი #59


ზღვარზე
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,192
რეგისტრ.: 8-October 09
მდებარეობა: Jamaica
წევრი №: 7,720
კურსი:3


ქალაქ თბილისის მერია
სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური
ქალაქ თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი


აცხადებს

ლიტერატურულ კონკურსს სტუდენტებისთვის

“მცირე პროზა”
კონკურსის პირობები:
ბოლო პერიოდის, ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოუქვეყნებელი პროზაული ნაწარმოებები: მოთხრობა, ნოველა, ესსე, ჩანახატი ( არ იგულისხმება ინტერნეტის ლიტერატურულ გვერდებზე განთავსება). ან შემოთავაზებული თემა “თემის შერჩევა კონკურსის შედეგებზე არ იმოქმედებს.
1 ან 2 ნაწარმოები თაბახის ფორმატით A4, თითოეული არა უმეტეს 8 ნაბეჭდი გვერდისა 4 ეგზემპლარად, ელექტრონული ვერსიით.
ჩატარების თარიღი _ 2011 წლის 25 მარტიდან 1 მაისის ჩათვლით მიიღება ნაწამოებები.
18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, მოხდება გამარჯვებულთა დაჯილდოება I. II. III ფულადი პრემიით, სხვადასხვა დასახელების ნომინაციით, სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრით.

საკონკურსო პროზაული ნაწარმოებები უნდა გადაიგზავნოს ელ-მისამართზე n.baratashvili_museum@yahoo.com და მიტანილ იქნას ქ. თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში, მისამართი: ჩახრუხაძის ქ. № 17.
ტელ. 99.06.99, 893148125

salomea-სგან : )


--------------------
property of me <3
Go to the top of the page
 
+Quote Post
ნათ
პოსტი May 8 2011, 19:56
პოსტი #60


ზღვარზე
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,192
რეგისტრ.: 8-October 09
მდებარეობა: Jamaica
წევრი №: 7,720
კურსი:3


ლიტერატურის ინსტიტუტი და "ქარჩხაძის გამომცემლობა", თბილისის წიგნის ფესტივალის ფარგლებში, ატარებს ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.

კონფერენციაში მონაწილეობენ:

…დავით წერედიანი
თამაზ ვასაძე
შუქია აფრიდონიძე
ინგა მილორავა
მაია ჯალიაშვილი
მამუკა ბერიაშვილი

ასევე იმუშავებს სტუდენტური სექცია. თეზისები მიიღება 20011 წლის 10 მაისამდე: litinstituti@yahoo.com


--------------------
property of me <3
Go to the top of the page
 
+Quote Post
ნათ
პოსტი Jul 8 2011, 19:40
პოსტი #61


ზღვარზე
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,192
რეგისტრ.: 8-October 09
მდებარეობა: Jamaica
წევრი №: 7,720
კურსი:3


გააგრძელე მო-თხრობა!



http://nino.ncib.ge/?page_id=207


--------------------
property of me <3
Go to the top of the page
 
+Quote Post
nata555
პოსტი Mar 27 2012, 0:37
პოსტი #62


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 553
რეგისტრ.: 1-March 09
წევრი №: 6,312
კურსი:--


https://www.facebook.com/pages/%E1%83%A5%E1...mp;app_data=dlt

ქალაქ ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობისა საქმეთა სამსახური იწყებს სოციალურ ქსელზე ესსების კონკურსს ”ჩემი კულტურა”.





გამოგზავნეთ ნაშრომი, დააგროვეთ ყველაზე მეტი LIKE და გახდით 1000 ლარის მფლობელი.

მთავარი საკონკურსო თემა "ჩემი კულტურა” ეხება ქართულ რეალობაში კონკრეტული სუბიექტის მიმართებას კულტურისადმი.

კონკურსი დაიწყება 12 მარტს facebook-ის სოციალურ ქსელზე და დასრულდება 12 აპრილს 18:00 საათზე.

იმისათვის, რომ მიიღოთ კონკურში მონაწილეობა საჭიროა გამოგზავნოთ ნაშრომი ელექტრონულ მისამართზე kutaisikultura@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ ესსეს საკონკურსო გვერდზე ატვირთავს პროექტის აღმასრულებელი გუნდი.

კონკურსს ეყოლება ორი გამარჯვებული: ჟიურის რჩეული და ყველაზე მეტი like- ის მფლობელი. თითოეული მათგანი მიიღებს თანხას 1000 ლარის ოდენობით.



ჟიურის წევრები არიან:

გიორგი კეკელიძე - პოეტი, ესეისტი,პრემია ”საბას” ლაურეატი, ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი

ნენე კვინიკაძე - მწერალი



ყურადღება მიექცევა შემოქმედებითობას და ორიგინალობას
ესსე არ უნდა იყოს 600 სიტყვაზე მეტი.





მხარდამჭერები : ცხელი შოკოლადი”, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ლიბ.ჯი და სხვები.













Go to the top of the page
 
+Quote Post
ნათ
პოსტი Apr 2 2012, 16:11
პოსტი #63


ზღვარზე
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,192
რეგისტრ.: 8-October 09
მდებარეობა: Jamaica
წევრი №: 7,720
კურსი:3


შემოუერტდა ამ თემას


--------------------
property of me <3
Go to the top of the page
 
+Quote Post
5 გვერდი V  « < 3 4 5
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th July 2019 - 19:40
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank