გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
Reply to this topic Start new topic
 ინიციატივები და იდეები ფორუმთან დაკავშირებით, ინიციატივები აქ...
 
samuraisxmali
პოსტი Apr 30 2011, 19:10
პოსტი #1

კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,849
რეგისტრ.: 10-April 08
მდებარეობა: dedamiwa
წევრი №: 2,902
კურსი:4

ფორუმთან დაკავშირებით ყოველ იუზერს შეიძლება გააჩნდეს სხვადასხვა შენიშვნა, იდეა, აზრი, ეს თემა არის სწორდ ამისთვის, რომ გამოვთქვათ ჩვენი ინიციატივები და შენიშვნები ფორუმთან და მასთან დაკავშირებულ საკითხებთან და წარმოვადგინოთ ჩვენი დასაბუთებული ხედვა (აუცილებლად). აქვე უნდა ითქვას, რომ ასეთი ინიციატივები ყველანაირად წაადგება ფორუმს და მის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ჩემი ინიციატივა:
ფორუმზე ხშირია შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ კონკრეტული თემის დახურვა იწვევს დავას, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაიხურა, რა იყო მიზეზი, რომელი წესის მიხედვით დაიხურა, რომელ წესს არღვევდა და ასე შემდეგ. ამის თავიდან ასაცილებლად მე მაქვს შემოთავაზება, კერძოდ, რომ ფორუმის წესებში შევიდეს ერთი ქვეპუნქტი, რმელიც მოდერატორებს დაავალდებულებს დაწერონ თემის დახურვის მიზეზი და წესი, (პუნქტის მითითებით), რომლის მიხედვითაც დაიხურა თემა, ანუ ისევე როგორც ეს არის ვორნის მიცემის შემთხვევაში. ამ წესის შემოღების შემდეგ, ყველა მოდერატორი ვალდებული იქნება, თავიანთი სურვილები და დამოკიდებულებები კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით გადაწიოს უკანა პლანზე და დაემორჩილოს ფორუმის წესებს, რაც შესაბამისად, გამოიწვევს საჩივრების მნიშვნელოვნად შემცირებას და ათას დავუდარაბას აგვაცილებს უბრალო იუზერებს.
მე პირდაპირ ვამბობ, რომ უბრალო იუზერს არავითარი შანსი არ აქვს თავისი სიმართლე დაიცვას თუ მას არ ეცოდინება კონკრეტულად წესი, რომლის მიხედვითაც დაიხურა მისი თემა და ჩემი აზრით, ყოველი იუზერის უფლებაა იცოდეს, რა მიზეზით დაიხურა მისი თემა და კონკრეტულად რა წესის შესაბამისად და ამასთან, იუზერი არაა ვალდებული არკვიოს, ღმერთო რა წესის მიხედვით დამიხურეს თემაო და ამისთვის 20 მოდერი თუ ადმინისტრატორი შეაწუხოს. უბრალოდ, ელემენტარულად, ეს არის ხელოვნურად აღმართული კედელი, რომ იუზერმა დაიწყოს იმის გარკვევა მოდერატორებთან თუ რა წესის მიხედვით დაიხურა მისი თემა და ხელოვნური კედელია იმიტომ, რომ ბევრ იუზერს აზრადაც არ მოსდის გაასაჩივროს საკუთარი თემის დახურვა, იმიტომ რომ ათასი კედელი უნდა გადალახოს სანამ ელემენტარულ ინფორმაციას მიიღებს - რა მიზეზით და რომელი წესის შესაბამისად დაიხურა მისი თემა.
დავა შეიძლება იმაზე, კონკრეტული თემა არღვევს თუ არა კონკრეტულ წესს, ისევე როგორც იმაზე, კონკრეტული ვორნი ეკუთვნოდა თუ არა კონკრეტული პოსტისთვის კონკრეტულ იუზერს, მაგრამ შეუძლებელია დავა იმაზე უნდა იყოს თუ არა თემა გახსნილი, რადგან ყოველთვის მოდერატორი გაიმარჯვებს, იმიტომ რომ, უნდა და ხურავს, ვისი რა საქმეა?!
მე მიმაჩნია, რომ აშკარად უსამართლო მდგომარეობაში ვართ ჩაყენებული უბრალო იუზერები.

ამ წესის შემოღება, მოდერატორთა თვითნებობასაც აღკვეთს და ფორუმზე სიტუაციასაც გააუმჯობესებს - ფორუმელებისთვისაც და ფორუმისთვისაც.
ჰოდა, მოკლედ, განვიხილოთ ეს საკითხი და გადავწყვიტოთ, რა ჯობია: მოდერი იძულებული იყოს კონკრეტული თემის დახურვისას დაწეროს მიზეზი და წესი, რომლის შესაბამისადაც დაიხურა თემა, თუ ის, რომ თვითონ ვარკვიოთ რომელი წესის შესაბამისად დაიხურა თემა?
ესაა ჩემი აზრი და ვფიქრობ სრულიად სამართლიანიც.

არ თქვათ, რომ ვისაც არ მოსწონს ფორუმი ისეთი როგორც არის კარი ღიაა და დაახვიოსო... ფორუმი ფორუმელებით ცოცხლობს, ისევე როგორც სახელმწიფო ხალხით. უსამართლობა და დაბრკოლებების ხელოვნურად შექმნა ერთგანაც მიუღებელია და მეორეგენაც.

--------------------
ნუ დაუწყებთ ადამიანებს რაიმეს ახსნას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც თქვენი მოსმენაც არ სურთ.

სამურაი ახსენე და ხმალი ხელში დაიჭირეო (c) მარიშკა

ნაკითხიდაგანათლებული ძველბერძნული სიტყვაა და მანქანფულიანს ნიშნავს....
Go to the top of the page
 
+Quote Post
aniiiiii
პოსტი Apr 30 2011, 19:49
პოსტი #2

სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 561
რეგისტრ.: 29-January 11
მდებარეობა: mantua
წევრი №: 10,747
კურსი:1

ციტატა(samuraisxmali @ 30th April 2011 - 20:10) *
მე მიმაჩნია, რომ აშკარად უსამართლო მდგომარეობაში ვართ ჩაყენებული უბრალო იუზერები.

დავიწყოთ აქედან: რას ნიშნავს უბრალო იუზერი?! მომხმარებლებს უბრალოდ რატომ მოიხსენიებ? ფორუმი არსებობს იუზერებით (გეწერა ეს თავადაც): )))

ციტატა(samuraisxmali @ 30th April 2011 - 20:10) *
ყოველი იუზერის უფლებაა იცოდეს, რა მიზეზით დაიხურა მისი თემა და კონკრეტულად რა წესის შესაბამისად

ის რომ ჯობია მოდერმა დაწეროს მიზეზი რათა თვალნათელი გახდეს დახურვის მიზეზი თემის ავტორისათვის, რათ უნდა ლაპარაკი ამას!

ჩემ შემთხვევას მოვიყვან მაგალითად: დაიხურა ჩემი თემა ორი დღის წინ და ჩვენმა სარამ, შესაბამისი არგუმენტი მოიყვანა თემის დახურვის მიზეზად, რომ არის მსგავსი თემა---ო, მართალია მსგავსი(თემა) ვერაფერი ვნახე, მაგრამ მიზეზი დააფიქსირა და იმის მიუხედავად რომ მინდოდაsad.gif თემას ეარსება და გვემსჯელა მაინც არ ვარ უკმაყოფილო, რადგან მიზეზი იყო დახურვის წინ დაფიქსირებული მოდერის მხრიდან. ეს ჩემი შემთხვევა და აზრი

და კიდევ მთავარი: ცენზურის მკაცრი კონტროლი , რომ აკლია ეს ფაქტია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
სარა
პოსტი Apr 30 2011, 20:04
პოსტი #3

უცნაური
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,347
რეგისტრ.: 19-December 09
წევრი №: 8,217
კურსი:4

aniiiiii

ფორუმის შესახებში არის თემა ფორუმზე, ვირუსს მიგდებს და ლინკს ვერ დაგიდებ სამწუხაროდ
Go to the top of the page
 
+Quote Post
Nika
პოსტი Apr 30 2011, 22:55
პოსტი #4

Root Admin
**

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 645
რეგისტრ.: 2-October 07
მდებარეობა: Georgia
წევრი №: 1
კურსი:4

ბევრ მომხმარებელს უბრალოდ ეზარება სრულად წესების წაკითხვა/გააზრება ურჩევნია პირდაპირ მოდერატორმა მოუნიშნოს შესაბამისი ფუნქტი რაც არ შედუს მოდერატორის მოვალეობაში

ციტატა(aniiiiii @ 30th April 2011 - 19:49) *
ჩემ შემთხვევას მოვიყვან მაგალითად: დაიხურა ჩემი თემა ორი დღის წინ

ამ კონკრეტულ მაგალითზე ვიტყვი რომ თემა არ იყო გახსნილი შესაბამის განყოფილებაში , თუ თემა გაიხსნა შესაბამის განყოფილებაში და დაიხურა მოდერატორის მიერ ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო უნდა მეტი დაკვირვებით გადახედოთ შესაბამის განყოფილებას. იმ შემთხვევაში თუ ვერ ნახეთ მსგავსი თემა შეგიძლიათ მისწეროთ მოდერატორს PM-ში და მოითხოვოთ ლინკი.

--------------------
-Никому ты не нравишься. Все тебя ненавидят.
Ты обречён на поражение. Улыбнись, ублюдок! )))
Go to the top of the page
 
+Quote Post
samuraisxmali
პოსტი May 1 2011, 0:34
პოსტი #5

კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,849
რეგისტრ.: 10-April 08
მდებარეობა: dedamiwa
წევრი №: 2,902
კურსი:4

ციტატა(Nika @ 30th April 2011 - 22:55) *
ბევრ მომხმარებელს უბრალოდ ეზარება სრულად წესების წაკითხვა/გააზრება ურჩევნია პირდაპირ მოდერატორმა მოუნიშნოს შესაბამისი ფუნქტი რაც არ შედუს მოდერატორის მოვალეობაში

მაშინ, ვორნის შემთხვევაში რატომ უთითებს მოდერატორი რატომ მისცა ვორნი? ამ შემთხვევაში ეგ წესი არ მოქმედებს რომ ეზარებათ წაკითხვა და თვითონ არკვიონ რატომ მიიღო ვორნიო?

ჩემი ბევრი თემა დაიხურა და მთელი სამოდერეთი და ადმინისტრაცია შევაწუხე ელემენტარულისთვის, გამეგო რა მიზეზით დაიხურა თემა და რომელი წესი დაარღვია. თემის ავტორი შეიძლება ფიქრობდეს რომ არცერთი წესი არ დაურღვევია და მოდერატორმა თავისი შეხედულებით დახურა თემა, არ უნდა ვიცოდეთ რა წესი დავარღვიეთ?
აი მაგალითად, გივი ჩაკნორის სიხარულიძის თემა რომელ წესს არღვევდა?

--------------------
ნუ დაუწყებთ ადამიანებს რაიმეს ახსნას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც თქვენი მოსმენაც არ სურთ.

სამურაი ახსენე და ხმალი ხელში დაიჭირეო (c) მარიშკა

ნაკითხიდაგანათლებული ძველბერძნული სიტყვაა და მანქანფულიანს ნიშნავს....
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_Moder_*
პოსტი May 1 2011, 17:53
პოსტი #6

Guests

samuraisxmali

ზოგადად საკითხი რაც წამოჭერი საინტერესოა, მაგრამ რომ დაწესდეს ეგ წესი რაც შენ გიწერია პირველ პოსტში ამისათვის საჭიროა სრულყოფილი წესები. ბევრი კამათი არ ჭირდება იმას რომ თსუ-ს ფორუმის და ზოგადად ფორუმების წესები ვერ იქნება სრულყოფილი, რადგან ყოველთვის არის ისეთი გამონაკლისი შემთხვევები როცა მიუღებელია ესა თუ ის თემა (პოსტი) მაგრამ პირდაპირ შეიძლება არ არღვევდეს ფორუმის წესებს და ამიტომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა მისაღები რომელსაც წესები ვერ ითვალისწინებს.

მაგრამ თუ შენ ჩამოაყალიბებ იდეალურ წესებს სადაც ყველა შემთხვევა გათვალისწინებული იქნება (ანუ იქნება სრულყოფილი) და მოგვაწვდი პირადად მე გპირდები რომ აღნშნული წესები დამტკიცდება და ნებასურვილის შემთხვევაში მიეთითება რომ შენ ხარ აღნიშნული წესების ავტორი და პლიუს ეს შენი მოთხოვნა (თხოვნა) რაც თემის პირველ პოსტშია შესრულდება და ყოველ დახურულ თემას კონკრეტული წესი მიეთითება
Go to the top of the page
 
+Quote Post
samuraisxmali
პოსტი May 1 2011, 21:43
პოსტი #7

კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,849
რეგისტრ.: 10-April 08
მდებარეობა: dedamiwa
წევრი №: 2,902
კურსი:4

ციტატა(Moder @ 1st May 2011 - 17:53) *

სრულყოფილი ვერასდროს იქნება, კანონებიც კი არ არის სრულყოფილი და ეგ შეუძლებელია, სამაგიეროდ, მაგ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება მოდერმა მიაწეროს, რომ მაგლაითად არღვევს მორალურ წესებს და იმიტომ იხურება, არღვევს პრინციპებს რომელსაც საზოგადოება აღიარებს და ასე შემდეგ... მაგრამ, როცა გეცოდინება რატომ დახურეს შენი თემა, იმას მაინც მიხვდები ღირს დავა თუ არა.

ციტატა(Nika @ 30th April 2011 - 22:55) *
რაც არ შედუს მოდერატორის მოვალეობაში

ეს გამომრჩენია.
მართალია, მეც ვიცი რომ არ შედის და მაგას ვიძახი ზუსტად, რომ უკეთესი იქნება თუ შევა მეთქი.

--------------------
ნუ დაუწყებთ ადამიანებს რაიმეს ახსნას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც თქვენი მოსმენაც არ სურთ.

სამურაი ახსენე და ხმალი ხელში დაიჭირეო (c) მარიშკა

ნაკითხიდაგანათლებული ძველბერძნული სიტყვაა და მანქანფულიანს ნიშნავს....
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_Moder_*
პოსტი May 1 2011, 22:10
პოსტი #8

Guests

ციტატა(samuraisxmali @ 1st May 2011 - 21:43) *
სრულყოფილი ვერასდროს იქნება, კანონებიც კი არ არის სრულყოფილი და ეგ შეუძლებელია, სამაგიეროდ, მაგ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება მოდერმა მიაწეროს, რომ მაგლაითად არღვევს მორალურ წესებს და იმიტომ იხურება, არღვევს პრინციპებს რომელსაც საზოგადოება აღიარებს და ასე შემდეგ... მაგრამ, როცა გეცოდინება რატომ დახურეს შენი თემა, იმას მაინც მიხვდები ღირს დავა თუ არა.

აი აქ უკვე ეწინააღმდეგები შენივე მოთხოვნას

ფორუმელს რომელსაც თემას დაუხურავ ის საკუთარ თემას არ მიიჩნევს ისეთად რომ რაიმეს არღვევდეს (თუ მიიჩნევს მაშინ უბრალო დაბოქლომებაზეც არ ამოიღებს ხმას, იმიტომ რომ იცის რომ თემა რაღაც წეს ან ნორმას არღვევს) და ამიტომ ყოველთვის შეგეკამათება და დაიწყებს რომელ მორალურ წესებზე მესაუბრები, რა პრინციპებს არღვევს მაჩვენე აბა წესებში და etc

ანუ ორი ვარიანტია

I ვარიანტი - ხვდება რომ დასახურია (უხურავ ხმას არ იღებს)

II ვარიანტი - ვერ ხვდება რომ დასახურია (გთხოვს წესებში აღნიშნული პუნქტების მითითებას)

თუ წესებში არ იქნება ყველა ფუნქტი გაწერილი (მიახლოებით მაინც) რომელიც II ვარიანტზე მისათითებლად გამოდგება მაშინ ყოველთვის იქნებიან ისეთი უკმაყოფილო ფორუმელები როგორიც შენ ხარ შენივე თემის დახურვის გამო

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Moder: May 1 2011, 22:14
Go to the top of the page
 
+Quote Post
samuraisxmali
პოსტი May 1 2011, 22:20
პოსტი #9

კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,849
რეგისტრ.: 10-April 08
მდებარეობა: dedamiwa
წევრი №: 2,902
კურსი:4

ციტატა(Moder @ 1st May 2011 - 22:10) *
აი აქ უკვე ეწინააღმდეგები შენივე მოთხოვნას

ფორუმელს რომელსაც თემას დაუხურავ ის საკუთარ თემას არ მიიჩნევს ისეთად რომ რაიმეს არღვევდეს (თუ მიიჩნევს მაშინ უბრალო დაბოქლომებაზეც არ ამოიღებს ხმას, იმიტომ რომ იცის რომ თემა რაღაც წეს ან ნორმას არღვევს) და ამიტომ ყოველთვის შეგეკამათება და დაიწყებს რომელ მორალურ წესებზე მესაუბრები, რა პრინციპებს არღვევს მაჩვენე აბა წესებში და etc

სრულიადაც არ ვეწინააღმდეგები. მე ვამბობ, რომ დაიწეროს და ვიცოდეთ მიზეზი ან წესი, რომ 100 მასეთ გარჩევას, 10 მირჩევნია, რა არი გაუგებარი? თანაც, მაგ მიზეზით თუ ბევრი თემა იხურება, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს, მარა არ მგონია მთლად ბევრი იხურებოდეს წესების გვერდის ავლით რაღაც სხვა მოტივებიდან გამომდინარე.
ხოდა, საბოლოოდ ეგეც წესი იქნება, რომ მიUთითებს მიზეზს, რომელიც შეიძლება არ იყოს აუცილებლად წესი... მაგრამ დაწერს ასე, ასე და ასე... და მეცოდინება რა დავაშვე ხო?

ციტატა(Moder @ 1st May 2011 - 22:10) *
თუ წესებში არ იქნება ყველა ფუნქტი გაწერილი (მიახლოებით მაინც) რომელიც II ვარიანტზე მისათითებლად გამოდგება მაშინ ყოველთვის იქნებიან ისეთი უკმაყოფილო ფორუმელები როგორიც შენ ხარ შენივე თემის დახურვის გამო

ჩემს შემთხვევაში მიზეზი ის იყო რომ საავტორო უფლებებს არღვვო და შეუერთდით ვისაც გინდათ ფეისბუქზეო მაგ გვერდსო. მოდერატორების ცინიზმი ცინიზმად არ მიიჩნევა? ასე თუ მივუდგებით საკითხს, მაშინ თვითონ ფეისბუქის თემა რატო არსებობს? შეუერთდნენ ფეისბუქს. თუ ერთი მიზეზიტ ხურავ რომელიმე თემას, მასინ იმავე მიზეზის არსებობისას მეორე თემაც უდნა დახურო ხო? აბა ისე როგორ, ეს მიზეზია და რომელ თემასაც მინდა მივუსადაგებ და რომელსაც არ მინდა არ მივუსადაგებო, რა წესია ეგ?

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია samuraisxmali: May 1 2011, 22:21

--------------------
ნუ დაუწყებთ ადამიანებს რაიმეს ახსნას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც თქვენი მოსმენაც არ სურთ.

სამურაი ახსენე და ხმალი ხელში დაიჭირეო (c) მარიშკა

ნაკითხიდაგანათლებული ძველბერძნული სიტყვაა და მანქანფულიანს ნიშნავს....
Go to the top of the page
 
+Quote Post
knuti
პოსტი May 1 2011, 22:27
პოსტი #10

სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 698
რეგისტრ.: 11-December 07
წევრი №: 955
კურსი:3

სასურველია იყოს ფორუმის კონსტიტუციის მსგავსი რამ..
: )

ერთგვარი წესების კრებული

--------------------
ძილში დავდივარ და ამიტომ კეტებით მძინავს =))

http://knuti.wordpress.com/ <<კნუტის ბლოგი ^_^
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_Moder_*
პოსტი May 1 2011, 22:36
პოსტი #11

Guests

samuraisxmali

მოდი მაშინ სწორი ფორმულირება გავუკეთოთ იმას რასაც ითხოვ და არ გვინდა რაღაც შედარებითი საუბარი

ანუ შენ ფიქრობ რომ თემა რომელიც იხურება უნდა მიეთითოს რა მიზეზით დაიხუროს (რაც სწორია და ზოგადად ეგრე უნდა ხდებოდეს)

მაგრამ თუ მე არ მექნება შესაბამისი პუნქტები წესებში როგორ მოვთხოვო მოდერატორს აღნიშნული პუნქტების მითითება? (ანუ დასახვეწია წესები და მინიმუმამდეა შესამცირებელი ისეთი შემთხვევები რომელსაც წესებიდან პუნქტს ვერ შეუსაბამებ თორე მერე წამოვა პრეტენზიები იმაზე რომ აი წესებს სათქვენოდ იყენებთ და როგორც და რომელ თემასაც გინდა ხურავთო მე თუ მიხურავ A თემას დაიხუროს B-ც ტიპის პოსტები იქნება და ეს სიტუაციას არ შეცვლის)

პირველ რიგში დასახვეწია წესები და მერე შეიძლება შენს შემოტავაზებაზე დაფიქრება წინააღმდეგ შემთხვევაში შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება იქნება
Go to the top of the page
 
+Quote Post
matta
პოსტი May 1 2011, 22:46
პოსტი #12

პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,038
რეგისტრ.: 28-March 08
მდებარეობა: home
წევრი №: 2,713
კურსი:--

ლოლ.აქ კიდე ლაპარაკობენ ასეთებზეე...................,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

--------------------
ten fingers, one voice ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
samuraisxmali
პოსტი May 1 2011, 22:57
პოსტი #13

კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,849
რეგისტრ.: 10-April 08
მდებარეობა: dedamiwa
წევრი №: 2,902
კურსი:4

ეხლაც ეგრეა, მარა მერე მასშტაბები შემცირდება და ორივე მხარის ნერვებიც დაიზოგება, ენერგიაც და დროც.
ციტატა(Moder @ 1st May 2011 - 22:36) *
პირველ რიგში დასახვეწია წესები და მერე შეიძლება შენს შემოტავაზებაზე დაფიქრება წინააღმდეგ შემთხვევაში შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება იქნება

ამით რისი თქმა გინდა, რომ ყველა თემა რომელიც იხურება, იხურება წესების გვერდის ავლით? აბა სხვა რას უნდა ნიშნავდეს "შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება". ვთქვათ 10-დან 7 დაიხურა წესების შესაბამისად, 3 - წესების გვერდის ავლით. დაწერის შემთხვევაში 10 დავიდან გვექნება 3 დავა. არ არის უკეთესი?

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია samuraisxmali: May 1 2011, 22:59

--------------------
ნუ დაუწყებთ ადამიანებს რაიმეს ახსნას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც თქვენი მოსმენაც არ სურთ.

სამურაი ახსენე და ხმალი ხელში დაიჭირეო (c) მარიშკა

ნაკითხიდაგანათლებული ძველბერძნული სიტყვაა და მანქანფულიანს ნიშნავს....
Go to the top of the page
 
+Quote Post
3 გვერდი V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th August 2019 - 8:40
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank