თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

თსუ ფორუმი _ ადამი და ევა _ როცა კაცი იტყუება

პოსტის ავტორი: koke boke Nov 18 2012, 18:10

მოკლეთ თქვენი აზრი მაინტერესებს: ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ბიჭი რომლის მიმართაც თავიდან ვიყავი გულგრილი, არ მაინტერესებდა, მაგრამ იმდენი ქნა ბოლოს თავისი გაიტანა და დავფიქრდი... შემდეგ მივხვდი რომ მივეჩვიე და საბოლოდ აღმოჩნდა რო შემიყვარდა. ანუ როგორც აღვნიშნე ინიციატივა მისგან მოდიოდა და მარწმუნებდა რომ ვუყვარდი, ბოლოს მეც რათქმაუნდა იგივე ვუპასუხე, და ურთიერთობა (ჩვეულებრივი) ასე გაგრძელდა დაახლოებით 2 წელი... მთავაზობდა რომ გვქონოდა თავისუფალი ურთიერთობა მაგრამ მე არ ვიყავი დარწმუნებული რო ეს მინდოდა და როცა უარს ვეუბნებოდი თითქოს მიგებდა, მეუბნებოდა როგორც შენ გინდაო, რატომღაც ბოლომდე ვერ ვენდობოდი, არ ვიცი ეს ალბათ ინტუიცის გამო იყო... ბოლოს გახდა ძალიან ცივი, მაიგნორებდა, აღარც მპასუხობდა, ავდექი და გავრისკე, დავურეკე და ვთხოვე აეხსნა ამ საქციელის მიზეზი და მითხრა რომ ცოლი ყავდა... ეს იყო შოკი, არ ვიცი ეს რატომ მითხრა, ან მართლა ყავს თუ არა ცოლი, ისე დავიბენი მეტი ვეღარაფერი ვკითხე და მითხრა აღარასდროს დამირეკოო. თქვენი დასკვნები მაინტერესებს: რატო მატყუებდა თუ ცოლი ყავდა თანაც ამდენ ხანს, არ ეზარებოდა იმ სასიყვარულო სიტყვების თუ "სიყვარულის" ფრქვევა? ან რატომ მითხრა რო ვუყვარდი, რას მერჩოდა? ალბათ დებილი ვარ რომ ესეთი მიმაიტი არმოვჩნდი.

პოსტის ავტორი: Nikalas Nov 19 2012, 15:16

koke boke


მიზეზს ვერ გეტყვი, მაგრამ შენ დიდი გამოცდილება მიიღე ცხოვრებისგან და სხვა შენი ასაკის გოგონებთან შედარებით ბევრად უფრო დიდი ხარ. რაც არ არის ცუდი.

პოსტის ავტორი: სარა Nov 19 2012, 17:49

და 2 წელი როგორ ვერ მიხვდი? biggrin.gif