გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


6 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topic Start new topic
 ვაჟა-ფშაველა, "მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა"
 
tick
პოსტი Jan 13 2008, 13:46
პოსტი #1


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 267
რეგისტრ.: 3-December 07
წევრი №: 726
კურსი:3


ვაჟა-ფშაველა დაიბადა 1861 წლის 14 ივლისს ჩარგალში.
ღარიბულად იზრდებოდა საწყალი. ზოგჯერ მჭადიც არ ჰქონდათ სახლში. 02.gif მაგრამ გაუძლო. დახეული ბათინკების მიუხედავად ქალებს მოსწონდათ(ანუ არ არის მთავარი ფული).
სწავლობდა თელავში,თბილისში 2 წელი,გორის საოსტატო სემინარიაში(კოლეჯივით იყო მაშინ ეს).ესწრებოდა ხალხოსნების შეკრებებსაც.ან თავისუფლება ან სიკვდილიო,- ასე რადიკალურად განუცხადებია ხალხში.
ყოჩაღი ვაჟი იყო.თევზაობა უყვარდა.ოღონდ თევზს არასდროს გაყიდდა.მასწავლებლად მუშAობდა ცოტა ხნით.მაგრამ არ შეეძლო გაჩუმება უსამრთლობის წინააღმდეგ,სცემდა ხალხის მჩაგვრელებს და ვინ გააჩერებდა?!
ილია მისი კუმირი იყო.ამანაც იმოქმედა მასზე და წავალ პეტერბურგშიო,გადაწყვიტა,
Go to the top of the page
 
+Quote Post
tick
პოსტი Jan 14 2008, 18:44
პოსტი #2


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 267
რეგისტრ.: 3-December 07
წევრი №: 726
კურსი:3


ვაჟა-ფშაველას პირველი კორესპონდენცია „წერილი ხევსურეთიდან“ 1879 დაიბეჭდა („დროება“, № 1), პირველი თარგმანი ერკმან-შატრიანის მოთხრობისა „ფეოდალის აღზრდა“ — 1880 („ივერია“, № 4), პირველი ლექსი „მეომარი“ — 1881 („იმედი“, № 3-4), პირველი მოთხრობა „სურათი ფშავლის ცხოვრებიდან“ — 1881 („დროება“, № 184). ვაჟა-ფშაველას შემოქმედება XIX საუკუნის ქართული კრიტიკული რეალიზმის უმაღლესი საფეხურია. სამყაროს მამოძრავებელი ძალების, ბუნების „იდუმალი ენის“ წვდომის დაუცხრომელი წადილი მას ქართული რომანტიზმის მწვერვალთა ნ. ბარათაშვილის შემოქმედებასთან ანათესავებს. მაგრამ თუ ბარათაშვილის ლირიკაში ადამიანის შინაგანი, სუბიექტური სამყაროა მოქცეული ყურადღების ცენტრში, როგორც ყოფიერების სასრული, გარდაუვალი იდეების გამოხატულება, მისი პოეზიის ყველაზე ორგანული ნიშან-თვისებაა სინამდვილის მატერიალისტური აღქმა, ქვეყნიერების, „უთვალავ ფერთა“ მთლიანად დანახვისა და წარმოსახვის უნარი. პოეტის მხატვრული მსოფლგაგების ქვაკუთხედია ხალხურობა და რეალიზმი. შემდგომ მის შემოქმედებაში გაღრმავდა ის რეალისტური ტენდეციები, რომლებსაც ი. ჭავჭავაძემ და ა. წერეთელმა მისცა გეზი. ვაჟა-ფშაველას თხზულებებში სინამდვილე მთელი თავისი ხელშესახები, ნივთიერი რეალობით წარმოგვიდგება. მან უაღრესად სრულყოფილი ფორმით გამოხატა „მიწისა“ და „ცის“ — რეალისტურისა და რომანტიკულის — ურთიერთგამსჭვალავი მთლიანობა. პოეზიის ვაჟასეული გაგება, მისი რეალისტური კრედო წარმოჩენილია ლექსებში „მთას ვიყავ“ (1890); „სიტყვა ეული“, „ნუგეში მგოსნისა“ (1894); „სიმღერა“ (1896), ლიტერატულ-კრიტიკულ და პუბლიცისტურ წერილებში „ფიქრები“ (1891), „Pro domo sua“ (1896), «ფიქრები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ» (1911) და სხვა. პოეტის დამოკიდებულება ხალხურ შემოქმედებასთან მჟღავნდება მის წერილებში „გმირის იდეალი ფშაურ პოეზიის გამოხატულებით“ (1889), „კრიტიკა ბ. იპ. ვართაგავასი“ (1914) და სხვები.

ქართველ პოეტთა შორის ვაჟა-ფშაველა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. მის ლირიკაში ბუნების საგნებსა და მოვლენებს სავსებით შენარჩუნებული აქვს პირველქმნილი სიხალასე. პოეტისათვის მშვენიერება განფენილია სინამდვილის აურაცხელ კონკრეტულ ფორმაში. სიცოცხლე მთელი თავისი ნაირფერობით პოეტს მაღალი გონიერებისა და სიკეთის განსახიერებად წარმოუდგენია („მუდარა“, 1889; „დამსეტყვე, ცაო“, 1903; „სიცოცხლემ შხამი მასმია“, 1903 და სხვა). მაგრამ ვაჟა-ფშაველა, როგორც დიდი ჰუმანისტი, შორსაა ეთიკური განურჩევლობისაგან. მისთვის მთები არა მხოლოდ ესთეტიკის ჭვრეტისა და ტკბობის საგანია, არამედ ეთიკური მწვერვალიც („გამამერია ჭაღარა“, 1894; „მთათ მითხრეს“, 1897 და სხვ.). უნივერსალური ჰარმონიისაკენ სწრაფვას არ დაუჩრდილავს პოეტის თვალში ადამიანური ყოფის წინააღმდეგობები. ვაჟა-ფშაველა — დამონებული ხალხის შვილი — მტრისადმი დაუნდობელი სისასტიკის მქადაგებელია, თავის სიმღერებს მებრძოლ, შეუპოვარ კილოზე აგებს. მან უღრმესი გავლენა მოახდინა ქართული ხალხის გაღვიძებულ ეროვნული თვითშეგნებაზე („ომის წინ ჯარის სიმღერა“, 1888; „ხმა სამარიდამ“, 1893; „ბაკური“, 1899; „ქართლს“, 1912; „კახეთს“, 1913; „ფშაველი ჯარისკაცის წერილი“, 1914 და სხვ.). ვაჟა-ფშაველას პატრიოტულ ლირიკაში ალეგორიულ სიმბოლოკას დაკარგული აქვს სპეციფიკური რაციონალისტური ელფერი. აქ ყოველი სახე ემოციურია და მკაფიოდ გამოხატული გრძნობადი ხასიათი აქვს („ამირანი“, 1884; „არწივი“, 1887; „კიდევაც ვნახავ გაზაფხულს“, 1906). ვაჟა-ფშაველა პიროვნული სრულყოფის, „კაი ყმის“ ვაჟკაცური კულტის დამამკვიდრებელია ქართულ პოეზიაში („კაი ყმა“, 1909; „პასუხი ბაჩანას“, 1913 და სხვ.); ამასთან კეთილშობილი მიჯნურიც არის („ფშავლის სიყვარული“, 1886; „სიყვარული“, 1891; „გამოღმით მე ვარ, გაღმა შენ“, 1905) და ნაზი იისა და ნიბლია ჩიტის უბედობის გულისხმიერი მოზიარე („ნიბლიას ანდერძი“, 1891; „იას უთხარით, ტურფასა“, 1903).

ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულქმნილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება — ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. სამი საწყისი განსაზღვრავს მისი ეპიკური შემოქმედების პათოსს: ჰეროიკული, ტრაგიკული და ჰუმანისტური [პოემები „მოხუცის ნათქვამი“, „გიგლია“ (1886), „გოგოთურ და აფშინა“ (1887), „ალუდა ქეთელაური“ (1888), „ბახტრიონი“ (1892), „სტუმარ-მასპინძელი“ (1893), „ივანე კოტორაშვილის ამბავი“ (1896), „სისხლის ძიება“ (1897), „გველის მჭამელი“ (1901) და სხვები]. მან ქართულ პოეზიაში შემოიყვანა ახალი გმირი, რომლის უკომპრომისო ბუნებას, შინაგან სიმრთელეს, დაუშოშმინებლობასა და შეუპოვრობას თითქოს გარემომცველი ბუნების სტიქიური ძალები ასაზრდოებს, ამასთან, სულის სიღრმეში იგი ატარებს დიდ ფიქრს კაცობრიობის ხვედრისა და დანიშნულების შესახებ. ადამიანის ხვედრი ტრაგიკულია, მაგრამ ვაჟა-ფშაველას გმირები ადამიანური ღირსების მაღალი შეგნებით ეგებებიან ბედისწერის განაჩენს (ზვიადაური — „სტუმარ-მასპინძელი“, ალუდა — „ალუდა ქუთელაური“). ჭეშმარიტი ადამიანურობის მაღალ საწყისებს განასახიერებენ სამშობლოსათვის თავშეწირული სახალხო გმირები („ბახტრიონი“). ვაჟა-ფშაველას პერსონაჟების სულიერი თვალსაწიერი ზოგჯერ ვერ თავსდება დაკანონებული ზნეობრივი კოდექსის ჩარჩოებში (ზვიადაური, ალუდა). ცხოვრება მოითხოვდა ძირეულ გარდაქმნას, რაც, პოეტის რწმენით, შესაძლებელი იყო მხოლოდ სულიერად სრულქმნილი, ძლიერი პიროვნების ტიტანური შემართებით. მძაფრ კოლიზიას ამგვარ პიროვნებასა და ვიწრო უტილიტარული ინტერესებით შეზღუდულ საზოგადოებას შორის ავლენს „გველის მჭამელი“. მინდიას ფაუსტური სწრაფვა სამყაროს იდუმალებათა შეცნობისაკენ შერწყმულია ადამიანთათვის თავდადებული სამსახურის ძლიერ წადილთან. „ბახტრიონისა“ და „გველის მჭამელის“ ავტორმა სამყაროს მხატვრულ გააზრებაში შემოიტანა ელემენტი და ამ პრიზმით სინამდვილის ახალი, უჩვეულო მასშტაბები განჭვრიტა.

ვაჟა-ფშაველას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. მისი ხატოვანი აზროვნების პირველწყარო ხალხური შემოქმედებაა. ვაჟა-ფშაველას პოეზიის ენა კამათის საგნად იქცა (ა. წერეთლის ცნობილი ლექსი „ვაჟა-ფშაველას“, 1913 და ვაჟა-ფშაველას „დაგვიანებული პასუხი აკაკის“, 1913). მისი ენობრივი პოზიცია დაეჭვებას იწვევდა ჩვენს დროშიც. ვაჟა-ფშაველამ გააფართოვა ქართული პოეტური მეტყველების ჩარჩოები, კერძოდ, დიალექტური და ძველი ქართული ფორმების შემოტანით გაამდიდრა ლექსიკა, მრავალფეროვნება შესძინა ლექსის სიტყვიერ ქსოვილს.

ვაჟა-ფშაველას მოთხრობებში მთიელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი რეალისტური სურათების, კოლორიტული ხასიათების ფონზე გახსნილია იმდროინდელი საქართველოს მძაფრი სოციალური კონფლიქტები („პატარა მწყემსის ფიქრები“, „დარეჯანი“, 1886; „პაპას მსოფლიო ფიქრები“, 1903; „უძმოს-ძმა“, 1906 და სხვა). უნიკალური შინაარსისაა XIX საუკუნის ქართული ლირიკის პროზის ნიმუშები „შვლის ნუკრის ნაამბობი“ (1883), „ხმელი წიფელი“ (1888—1889), „ქუჩი“ (1892), „მთიანი მაღალი“ (1895). გასულდგმულებული ბუნების პირით გამოხატულია უგულობისა და ძალმომრეობის წინააღმდეგ მიმართული, ღრმა ჰუმანური იდეალებით შთაგონებული თვალსაზრისი. ზნეობრივი პრინციპების უაღრესი მხატვრული თვალსაჩინოება, თხრობის ფოლკლორული სისადავე და ასეთივე უბრალო, ხატოვანი ენა გამიზნულია მოზარდი მკითხველისათვის. ყველა ეს ნაწარმოები ქართული საბავშვო ლიტერატურის კლასიკური ნიმუშია.

ვაჟა-ფშაველას დრამატული ნაწარმოებთაგან („სცენა მთაში“, „სცენები“, 1889; „ტყის კომედია“, 1911; „ნაკვესები“, 1886—1908) აღსანიშნავია დრამა „მოკვეთილი“ (1894), რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით იდგმებოდა ქართულ სცენაზე.

ვაჟა-ფშაველა კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს. ქართული ეთნოგრაფიისა და ფოლკლორისტიკისათვის ფასდაუდებელია მისი წერილები „ფშავლები“, „ფშავლების ცხოვრებიდან“, „ხევსურები“ (1886), „ლაშქრობა“ (1888), „ფშაველი დედაკაცის მდგომარეობა და იდეალი ფშაურის პოეზიის გამოხატულებით“ (1889), „ძველი და ახალი ფშავლების პოეზია“ (1896) და სხვები. „ცივილიზებულ“ სამყაროსთან განშორებული პოეტი გამუდმებით თვალს ადევნებდა კაცობრიობის სულიერი განვითარების რთულ პროცესს და თავდავიწყებით ცდილობდა გამოენახა პასუხი ეპოქის მტკოვნეულ კითხვებზე, დაედგინა მანკიერებათა პირველმიზეზიც და მათგან განკურნვის, ზნეობრივი გამოჯანმრთელობის საღი წყაროები (პუბლიცისტური წერილები „ფიქრები“, 1892, 1901, 1902; „რამე-რუმე მთისა“, 1892; „თიანური ფელეტონები“, 1901, 1902; „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, 1905; „შავბნელი ამბები“, 1905).

ვაჟა-ფშაველას ნაწერები პოეტის სიცოცხლეში ცალკე წიგნად იშვიათად იბეჭდებოდა (მოთხრობათა კრებული, 1889, 1898; „თხზულებანი“, 1899; „ცრემლები“, 1909 და სხვები). 1925-56 ა. აბაშელის თაოსნობით გამოქვეყნდა მწერლის თხზულებათა ყველაზე სრულყოფილი კრებული შვიდ ტომად. ვაჟა-ფშაველას ნაწერები თარგმნილია რუსულ (მთარგმნელები ვ. დერჟავინი, ნ. ზაბოლოცკი, ო. მანდელშტამი, ბ. პასტერნაკი, მ. ცვეტაევა და სხვები), ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სხვა ენებზე. მშვიდობის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით 1961 წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნა მისი დაბადების 100 წლისთავი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
aivi
პოსტი Jan 14 2008, 19:35
პოსტი #3


ჰომოაივი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,006
რეგისტრ.: 8-December 07
მდებარეობა: გარემდინარეთი

წევრი №: 901
კურსი:3


ვაჟა იყო...დიიიიდი ადამიანი,არა,უდიდესი!

,,მკვდარია უგრძნობი კაცი
უსაზარლესი მკვდარზედა...""


--------------------
სიმართლეს გეტყვით, თქვენი კანი უფრო თეთრია და მოვარდისფრო, ვიდრე ჩემი ბულგარელი კაპიტნის კანი იყო.

_ _ _ _ _ _ _


www.chankotadze.wordpress.com
Go to the top of the page
 
+Quote Post
makunia
პოსტი Jan 14 2008, 19:38
პოსტი #4


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 433
რეგისტრ.: 14-December 07
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 1,047
კურსი:1


და უბრალო smile.gif რა კარგია როცა უბრალო ხარ wub.gif საყვარელი ქართველი იყო. ნეტა ეხლაც თუ უყვარს ვინმეს ბუნება მასავით?


--------------------
-----------------
,,უწინდებურად სიყვარულით მერთმევა გონი,
აუცდენელი არსებაა იგი ტკბილ-მწარე".
-----------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
aivi
პოსტი Jan 14 2008, 19:41
პოსტი #5


ჰომოაივი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,006
რეგისტრ.: 8-December 07
მდებარეობა: გარემდინარეთი

წევრი №: 901
კურსი:3


ჰოოო, უბრალო რომიყო და თან ძალიან ძვირფასი,მიტომ იყო გენიალური wub.gif


--------------------
სიმართლეს გეტყვით, თქვენი კანი უფრო თეთრია და მოვარდისფრო, ვიდრე ჩემი ბულგარელი კაპიტნის კანი იყო.

_ _ _ _ _ _ _


www.chankotadze.wordpress.com
Go to the top of the page
 
+Quote Post
tick
პოსტი Jan 16 2008, 13:35
პოსტი #6


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 267
რეგისტრ.: 3-December 07
წევრი №: 726
კურსი:3


ვაჟა და მისი მეუღლე თამარი

ისე სირცხვილია,მანამდე მისი თემა რომ არ იყო.

ამ სურათს დააკვირდით.ფარის მაგივრად ლევანი-ვაჟას შვილი-იდგა.მაგრამ რუსებმა ამოშალეს.და ხარვეზის დასაფარად ფარი მიახატეს.ფოტოშოფივით გააკეთეს,იმის მერე,რაც სიკვდილით დასაჯეს.კარგი ბიჭი იყო.ეტყობა ვისი შვილიც..
Go to the top of the page
 
+Quote Post
aivi
პოსტი Jan 19 2008, 20:58
პოსტი #7


ჰომოაივი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,006
რეგისტრ.: 8-December 07
მდებარეობა: გარემდინარეთი

წევრი №: 901
კურსი:3


ვაჟა ის ადამიანი იყო. რომელსაც ბუნების ენა ესმოდა, ესე იგი ის სამყაროს უგებდა, წეშმარიტებას გრძნობდა ... ამიტომაა გენიალური მისი შემოქმედება

,,გარაშე ბუნებისა და ადამიანთა ცხოვრებისა არ არის პოეზია: ვისაც კარგადესმის ბუნება და ცხოვრება, თუნდა ლექსებსა და დრამებს არ წერდეს, მაინც პოეტია.'' _ ესეც მისი სიტყვები.

აუ, რატომ არ პოსტავენ ამ თემაში, ნუთუ ვაჟა არ უყვართ?


--------------------
სიმართლეს გეტყვით, თქვენი კანი უფრო თეთრია და მოვარდისფრო, ვიდრე ჩემი ბულგარელი კაპიტნის კანი იყო.

_ _ _ _ _ _ _


www.chankotadze.wordpress.com
Go to the top of the page
 
+Quote Post
tick
პოსტი Jan 22 2008, 12:51
პოსტი #8


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 267
რეგისტრ.: 3-December 07
წევრი №: 726
კურსი:3


მუხთალო წუთისოფელო,
მე შენი შვილი გშორდები,
თუ აქ ვისიმე ვალი მაქვს,
იქიდან გავისწორდები, -
ეს ვაჟას ბოლო ლექსია,სიკვდილის წინ ბუტბუტებდა თურმე და ექთანმა ჩაიწერა
Go to the top of the page
 
+Quote Post
NaTuKa
პოსტი Feb 26 2008, 19:51
პოსტი #9


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 644
რეგისტრ.: 23-November 07
წევრი №: 472
კურსი:1


უდიდესი ადამიანი wub.gif


--------------------
ნინიკუსას ბანი აქვს \:D/
Go to the top of the page
 
+Quote Post
annie
პოსტი Feb 27 2008, 1:04
პოსტი #10


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 294
რეგისტრ.: 24-October 07
მდებარეობა: V korpusiiiii :))))...magliviiii.......

წევრი №: 52
კურსი:3


ციტატა(tick @ Jan 22 2008, 9:09) *
მუხთალო წუთისოფელო,
მე შენი შვილი გშორდები,
თუ აქ ვისიმე ვალი მაქვს,
იქიდან გავისწორდები, -
ეს ვაჟას ბოლო ლექსია,სიკვდილის წინ ბუტბუტებდა თურმე და ექთანმა ჩაიწერა



ძაან მაგარია!!!!!! good.gif good.gif
უმაგრესი და უდიდესი პოეტი და ადამიანი იყო!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
tamuna90
პოსტი Feb 27 2008, 1:05
პოსტი #11


MY CHILD :)
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,847
რეგისტრ.: 13-November 07
მდებარეობა: Georgia
წევრი №: 318
კურსი:3


მიყვარს ვაჟა
რადგან ცხოველები უყვარდა და საერთOდ ბუნება smile.gif


--------------------
............
Go to the top of the page
 
+Quote Post
ციცქნა
პოსტი Apr 13 2008, 5:12
პოსტი #12


rebel
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,057
რეგისტრ.: 27-February 08
მდებარეობა: მე მომწონს
წევრი №: 2,372
კურსი:3


ვაჟაზე ორი თემა რატოაა? 03.gif

მაშინ ერთი ლუკა რაზიკაშვილზე გაგეხსნათ ერთი ვაჟაზე 03.gif


--------------------
http://busx.wordpress.com/
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_kasper_*
პოსტი Apr 13 2008, 20:14
პოსტი #13





Guests






თემის სათაური ჩასწორებულია :!!!
თორე კაცი ვერ გაიგებდა ვიზე იყო საუბარი 01.gif


ციტატა(ციცქნა @ 13th April 2008 - 5:30) *
ვაჟაზე ორი თემა რატოაა?

ციცქნა
უკვე აღარააა 01.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
6 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th November 2019 - 3:29
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank