გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


6 გვერდი V  < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topic Start new topic
 ვაჟა-ფშაველა, "მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა"
 
ELECTRA
პოსტი Aug 9 2008, 23:24
პოსტი #27


თეთრბილეთიანი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,748
რეგისტრ.: 25-April 08
მდებარეობა: ******
წევრი №: 3,091
კურსი:--


"რამ შემქმნა ადამიანად
რად არ მოვედი წვიმადა"
მარტივია და გენიალური


--------------------
" There No Sense Is Being Anything But Practical Thought"


Go to the top of the page
 
+Quote Post
Miss Green
პოსტი Aug 31 2008, 17:29
პოსტი #28


Bittersweet
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,055
რეგისტრ.: 6-April 08
მდებარეობა: შეშლილი მსოფლიო
წევრი №: 2,853
კურსი:3


ციტატა(ELECTRA @ 9th August 2008 - 23:42) *
"რამ შემქმნა ადამიანად
რად არ მოვედი წვიმადა"

მართლა წვიმობა მინდა ახლა...
ხანძარს მაინც ჩავაქრობდი ტყეში sad.gif


--------------------
gliddy glub gloopy nibby nabby noopy
la la la - lo lo
sabba sibbi sabba nooby aba naba
lee lee - lo lo
tooby ooby wala
nooby aba naba
early morning singing song...
Go to the top of the page
 
+Quote Post
maryam
პოსტი Oct 4 2008, 13:11
პოსტი #29


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 4-October 08
წევრი №: 4,549
კურსი:3


კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი


ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი
კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, - რომელი ადამიანიც
თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის
უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას,
კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში...

ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოგდება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად.

ყველა გენიოსები ნაციონალურმა ნიადაგმა აღზრდა, აღმოაცენა და განადიდა იქამდის, რომ სხვა ერებმაც კი მიიღეს ისინი საკუთარ შვილებად. მაშასადამე, გენიოსებმა თავის სამშობლოს გარეშეც ჰპოვეს სამშობლო - მთელი ქვეყანა, მთელი კაცობრიობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გენიოსთ ნაწარმოებნიც უფრო სარგები და შესაფერებელია ეროვნულ ნიადაგზე. „ჰამლეტით“, „მეფე ლირით“ ვერც ერთი ქვეყნის შვილი ვერ დასტკბება ისე, ნამეტნავად თარგმანით, როგორც თვით ინგლისელი, რომელიც ინგლისურს ენაზე კითხულობს ამ ნაწარმოებთ. შორს სად მივდივართ? ნუთუ სხვა ქვეყნის შვილი ისე დასტკბება „ვეფხისტყაოსნით“ და ისე გაიგებს მას, რაც უნდა კარგი თარგმანი წაიკითხოს, ან თუნცა კარგად იცოდეს ქართული ენა, როგორც თვით ქართველი? - არასდროს. გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი, სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება...

მეცნიერება და გენიოსები გვიხსნიან გზას კოსმოპოლიტიზმისაკენ, მაგრამ მხოლოდ პატრიოტიზმის, ნაციონალიზმის მეოხებით. განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე.

პატრიტიზმი, როგორც სიცოცხლე და სიცოცხლესთან გრძნობა, თითქო დაბადებასთან ერთად ჰყვება ადამიანს და შეიცავს ისეთ ნაწილებს, რომელთაც ვერც ერთი ჭკვათმყოფელი ადამიანი ვერ უარყოფს, როგორც მაგ. არის დედაენა, ისტორიული წარსული, სახელოვანი მოღვაწენი და ეროვნული ტერიტორია, მწერლობა და სხვა. იმავ წამიდანვე, როცა ბავშვი ქვეყანას იხილავს, მას, გარდა ჰაერისა, სადგომ-საწოლისა, ესაჭიროება აღმზრდელი, რძე - საზრდოდ, ნანა - მოსასვენებლად.

ყველა ეს ხდება ოჯახში, დედის ხელმძღვანელობით და სწორედ აქ არის დასაბამი პატრიოტიზმისა. ყმაწვილი იმ თავიდანვე მჭიდრო კავშირს იმათთან ჰგრძნობდა, ვინც იმას ესაუბრება, ვინც გარშემო ახვევია, - ვისგანაც პირველ შთაბეჭდილებას ღებულობს. ამიტომ უყვარს ის ენა, რომელიც იმას სიყრმის დროს ესმოდა, და ის ადამიანები მიაჩნია თავისიანებად, რომელნიც ამ ენაზე ლაპარაკობენ თუ მღერიან. თავის სოფლელთა სრულიად უმნიშვნელო სხვებისაგან განმასხვავებელი საუბრის კილოც კი შვენიერებად მიაჩნია. თავისი სოფლელი, თუნდაც უკანასკნელი ადამიანი, უცხო ადგილას, უცხო მხარეს რომ შეჰხვდეს, დიდ სიამოვნებას აგრძნობინებს. ვიდრე გაფართოვდება ბავშვის მხედველობა და გაიზრდება მისი პატრიოტიზმი, მას მხოლოდ განსაკუთრებით ის სოფელი, ან დაბა უყვარს, სადაც დაბადებულა და ბავშვობა გაუტარებია.

ვერ წარმომიდგენია ადამიანი სრულის ჭკუისა, საღის გრძნობის პატრონი, რომ ერთი რომელიმე ერი სხვებზე მეტად არ უყვარდეს, ან ერთი რომელიმე კუთხე. რატომ? - იმიტომ: ერთი და იგივე ადამიანი ათასს ადგილას ხომ არ იბადება, არამედ ერთს ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა უნდა ჰყავდეს! თუ ვინმე იტყვის ამას, ყველა ერები ერთნაირად მიყვარსო, - სტყუის, თვალთმაქცობს: ან ჭკუანაკლებია, ან რომელიმე პარტიის პროგრამით არის ხელფეხშებოჭილი. სამოწყალეო სახლში აღზრდილი ბუშიც კი, რომელსაც, შეიძლება, ათასი ლალა გამოუჩნდეს და გარშემო ათასი ენა ესმოდეს, ბოლოს ერთს რომელსამე ენას იწამებს და ერთს ქვეყანას მიიჩნევს თავის სამშობლოდ...

პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს.

ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერის კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა.


Go to the top of the page
 
+Quote Post
nino _13
პოსტი Oct 5 2008, 13:52
პოსტი #30


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,395
რეგისტრ.: 3-October 08
წევრი №: 4,538
კურსი:1


უბრალოდ, შეუდარებელია, ძალიან მომწონს ლექსი ვედრება..

ჩემი ვედრება
ვაჟა ფშაველა

ღმერთო, მიიღე ვედრება,

ეს ჩემი სათხოვარია:

არ დამეკარგოს გულიდან

მე შენი სახსოვარია!

გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში,

მამყოფე შეუდრკელადა;

ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო

დაჩაგრულების მცველადა.

ბალახი ვიყო სათიბი,

არა მწადიან ცელობა;

ცხვრადვე მამყოფე ისევა,

ოღონდ ამშორდეს მგელობა;

არ წამიხდინო, მეუფევ,

ეს ჩემი წმინდა ხელობა!

მაშრომე საკეთილოდა,

თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი,

შვილთ საგმოდ არ გამიხადო

ჩემი მუდმივი სამყოფი.

გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა,

მნათობს ტრფობისა შეშითა,

ნუ მავლევ ქვეყანაზედა

გაცივებულის ლეშითა, -

თვალებში მადლ-დაკარგულსა,

შუბლზე გაკრულის მეშითა.

ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს

მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა,

ნუ დაუძვირებ ოცნებას,

შენს ხმას, სხივ-გამომღებელსა:

სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა,

ეძახის თავის მხლებელსა.

გულს დარდი გამიდიადე

იმ სანეტარო საგანზე,

დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე

ჩემის გონების საბანზე!..

გონებას ფიქრი სტანჯავდეს,

გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი,

მშიოდ-მწყუროდეს კეთილი,

ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი...

ნუ დამასვენებ ნურა დროს,

მამყოფე შეძრწუნებული,

მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,

როცა ვარ შეწუხებული;

როცა გულს ცეცხლი მედება,

გონება მსჯელობს საღადა, -

მაშინ ვარ თავისუფალი,

თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა.

მფარავდეს შენი მარჯვენა,

კალთა სამოსლის შენისა,

სანამ არ მოვა დრო-ჟამი

სულ ბოლოს ამოქშენისა.

სული - შენ, ლეში - მიწასა, -

აღარა ვგლოვობ ამასა;

თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,

შვილი - დედას და მამასა.


1893 წ.







არის თემები რომელიც მედინ დროს მიჰყვება და კვდება....ვაჟას მსოფლხედვა კი მარადიულია....უკვდავია...ქმნიდე- ეს ხომ თავისთავად ნიშნავს მოკლა სიკვდილი.........
Go to the top of the page
 
+Quote Post
pensioneri
პოსტი Oct 6 2008, 17:39
პოსტი #31


გვირილების დედოფალი...
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,674
რეგისტრ.: 18-December 07
მდებარეობა: dedamiwa
წევრი №: 1,147
კურსი:6


"...ღმერთმა დასწყევლოს დიაცი,
მერმე ლამაზი ქალია!"





ეს სიტყვები მიყვარს ძაან.


--------------------



სჯგფაწბვერუიყბვაწყეტვცLUIჭEAღთBAჭEღBქწე
Go to the top of the page
 
+Quote Post
kuss
პოსტი Oct 6 2008, 17:44
პოსტი #32


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 66
რეგისტრ.: 22-August 08
წევრი №: 4,086
კურსი:--


" მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერი,
როცა ვარ შეწუხებული..."
Go to the top of the page
 
+Quote Post
samuraisxmali
პოსტი Oct 8 2008, 15:18
პოსტი #33


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,849
რეგისტრ.: 10-April 08
მდებარეობა: dedamiwa
წევრი №: 2,902
კურსი:4


მინდა ერთი ისტორია მოგითხროთ ვაჯას ცხოვრებიდან, რომელიც ბევრს არ ეცოდინება.

მოკლედ, როდესაც ვაჯა საოსტატო სემინარიაში სწავლობდა, ერთ დღეს სრულიად უფულოდ დარჩა ისიც და მისი ძმაც. ვაჟა ბილიარდს კარგად თამაშობდა და ერთ ნაცნობისთვის შეუთავაზებია თამაში პურმარილზე. ისიც დათანხმებულა. დაუწყიათ თამაში. ვაჯას ძმა ბალეშიკობდა. რთული თამასი ვაჯას გამარჯვებით დასრულდა. იმ ნაცნობს უნდა ეკისრა წაგებული. მაგრამ ამ ნაცნობმა თქვა ერთ წუთს გავალო 00 და მოვალო, მაგრამ აღარ გამოჩენილა. ბილიარდის პატრონი ვაჟას სთხოვდა თამაშის ფულს. ვაჟა კიდე უხსნიდა რპმ წაგებულმა უნდა გადაიხადოს, - ასეთი წესიაო. მეპატრონემ ფულის მაგივრად ქუდის წართმევა დაუპირა, ვაჯამ არ დაანება. ერთი თხლიშა და გააგორა. ამან ყვირილი დაიწყო და მტელი ხალხი წამოიშალა, - დაახლოებით 25 კაცი ყოფილა და ვაჟას და მის ძმას დაუწყეს ჩხუბი ყველამ ერთად. ცოტა ხანს გაუძლეს და მერე ვაჯას ძმამ - როგორმე გაუძელიო. ახლავე ბოქაულს მოვიყვანო. ვაჟა სურგით კედლის კუთხეში მოქცეულა და გამეტებით იქნევს ხელებს, ისე რომ ვისაც ხვდება მაშინვე იქცევა. მალე ვაჯას ძმა და ბოქაული მოსულან და გაუშველებია ბოქაულს. ბილიარდის მეპატრონე მივარდა ბოქაულს და უთხრა თურმე: მიშველე ყაჩაღები დამესხნენ თავს და ფულს არ მაძლევენო. ბოქაულს გასცინებია: შე კაი კაცოო, აქტი როგორ შევადგინო, სირცხვილი არ არისო?! 25 კაცი ორს ეჩხუბებოდით და კიდე რამეს ამბობო?!
მეორე დღეს აღმოჩნდა რომ თურმე, იმ ვაჯას ნაცნობსაც არა ჰქონია ფული და იმასაც მუქთაზე უნდოდა ჭამა, იმიტომაც გაქცეულა.


--------------------
ნუ დაუწყებთ ადამიანებს რაიმეს ახსნას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც თქვენი მოსმენაც არ სურთ.

სამურაი ახსენე და ხმალი ხელში დაიჭირეო (c) მარიშკა

ნაკითხიდაგანათლებული ძველბერძნული სიტყვაა და მანქანფულიანს ნიშნავს....
Go to the top of the page
 
+Quote Post
adigena
პოსტი Nov 27 2008, 3:04
პოსტი #34


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 62
რეგისტრ.: 26-October 07
მდებარეობა: adigeni-Tbilisi
წევრი №: 77
კურსი:4


"ხარს ვგევარ ნაიალაღარს
რქით მიწას ვჩხრეკ და ვდუდუნებ
გმერთო სამშობლო მიცოცხლე
მძინარეც ამას ვდუდუნებ"
ვაჟა



ძაან მაგრა მევასება.
"დავბერდი შვილო დავბერდი
ამიკანკალდა მუხლები
პეხზე ადგომას, ატრევას
მტელი დღე-ღამე ვუნდები....... "




Go to the top of the page
 
+Quote Post
Miss Green
პოსტი Nov 28 2008, 2:09
პოსტი #35


Bittersweet
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,055
რეგისტრ.: 6-April 08
მდებარეობა: შეშლილი მსოფლიო
წევრი №: 2,853
კურსი:3


ციტატა(nino _13 @ 5th October 2008 - 14:10) *
გულს დარდი გამიდიადე

იმ სანეტარო საგანზე,

დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე

ჩემის გონების საბანზე!..

გონებას ფიქრი სტანჯავდეს,

გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი,

მშიოდ-მწყუროდეს კეთილი,

ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი...

ნუ დამასვენებ ნურა დროს,

მამყოფე შეძრწუნებული,

მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,

როცა ვარ შეწუხებული;

როცა გულს ცეცხლი მედება,

გონება მსჯელობს საღადა, -

მაშინ ვარ თავისუფალი,

თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა.

ეს მაგარი სიტყვებია smile.gif


--------------------
gliddy glub gloopy nibby nabby noopy
la la la - lo lo
sabba sibbi sabba nooby aba naba
lee lee - lo lo
tooby ooby wala
nooby aba naba
early morning singing song...
Go to the top of the page
 
+Quote Post
tako_kakabadze
პოსტი Jan 6 2009, 15:10
პოსტი #36


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,854
რეგისტრ.: 29-April 08
მდებარეობა: sivrce
წევრი №: 3,116
კურსი:2


ვაჟაც სემინარიაში სწავლობდა და სტალინიც. huh.gif


--------------------
რატომ?! - ყველაზე აგრესიული კითხვა :)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_salomeaa_*
პოსტი Jan 6 2009, 16:32
პოსტი #37





Guests






,,იას უთხარით ტურფასა, მოვა და შეგჭამს ჭიაო"

Go to the top of the page
 
+Quote Post
2kija
პოსტი Jan 13 2009, 19:21
პოსტი #38


How Dare You
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,877
რეგისტრ.: 28-October 07
მდებარეობა: Jungles
წევრი №: 116
კურსი:2


"პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს."

ბუბუბუბუუუ


--------------------
www.psy.ge - ქართველი ფსიხოდელიკებისა და ჰიპების ფორუმი

I'm free! Free from the spell of those diabolical Teletubbies! Thank you. When the world is mine, your death shall be quick and painless.

- women is not an object
- your mother is right son, listen to what it says

ჯობია მოკლა და იცოდე რატო კლავ ვიდრე არ მოკლა და არ იცოდე რატო არ კლავ
Go to the top of the page
 
+Quote Post
tako_kakabadze
პოსტი Jan 14 2009, 6:16
პოსტი #39


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,854
რეგისტრ.: 29-April 08
მდებარეობა: sivrce
წევრი №: 3,116
კურსი:2


ციტატა(2kija @ Jan 13 2009, 19:39) *
"პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი [b]საღსარია user.gif იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს."[/b]

ბუბუბუბუუუ


"უსაღსრობას" რა ვუთხარი. user.gif


--------------------
რატომ?! - ყველაზე აგრესიული კითხვა :)
Go to the top of the page
 
+Quote Post
6 გვერდი V  < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st November 2019 - 17:02
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank