გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


70 გვერდი V  « < 24 25 26 27 28 > »   
Reply to this topic Start new topic
 საკუთარი შემოქმედება
 
2kija
პოსტი Feb 1 2009, 10:45
პოსტი #326


How Dare You
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,877
რეგისტრ.: 28-October 07
მდებარეობა: Jungles
წევრი №: 116
კურსი:2


tako_kakabadze
ორგაზმი აღწეროს ოღონდ შიგნიდან (ვსმისლე ის სთეითი აღწეროს დიდად და იმაზე აფიქროზე რაზე ფიქრის დროც არ აქვს იმ მდგომარეობაში, და რეალობის შეცნობა ბლაბლა)

მარა რახან არტიდეისთვისაა იქ ესეც ეყოფათ rofl.gif

ისე ჩემი ვარიანტი ქამშოთია spiteful.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია 2kija: Feb 1 2009, 10:46


--------------------
www.psy.ge - ქართველი ფსიხოდელიკებისა და ჰიპების ფორუმი

I'm free! Free from the spell of those diabolical Teletubbies! Thank you. When the world is mine, your death shall be quick and painless.

- women is not an object
- your mother is right son, listen to what it says

ჯობია მოკლა და იცოდე რატო კლავ ვიდრე არ მოკლა და არ იცოდე რატო არ კლავ
Go to the top of the page
 
+Quote Post
tako_kakabadze
პოსტი Feb 1 2009, 10:50
პოსტი #327


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,854
რეგისტრ.: 29-April 08
მდებარეობა: sivrce
წევრი №: 3,116
კურსი:2


2kija


ციტატა
ქამშოთია


ეგ რა არის?


თინი კარგად წერს, მაგრამ მე არ წავიკითხავდი თუნდაც ტრივიალურ-ალტერნატიული დასარულიანად.


--------------------
რატომ?! - ყველაზე აგრესიული კითხვა :)
Go to the top of the page
 
+Quote Post
თინი
პოსტი Feb 1 2009, 11:00
პოსტი #328


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,352
რეგისტრ.: 16-April 08
წევრი №: 2,974
კურსი:3


tako_kakabadze
ციტატა(tako_kakabadze @ 1st February 2009 - 10:53) *
ოღონდ, დასასრული რატომ არის ალტერნატიული. ვერ გავიგე.

: ) ის პირველი ვარიანტი მთავრდებოდა ეგრე, რომ შემდეგი ოთხი ქალი მიუჯდაო.. ხოდა არტ-იდეაზე დააკომენტეს, რომ გამბედაობა აკლია ამ ნაწარმოებსო, აი ვნებაო და რაღაცეებიო და დავდე ალტერნატიული ვნებიანი დასასრული biggrin.gif .. თორემ მე უალტერნატივოდ მერჩია.. აი ძალიან ძნელია არტ-იდეისთვის წერა, იმიტომ, რომ განსაზღვრული და დადგენილია ის თემა, რაზეც უნდა დაწერო, ამიტომ შენს გემოზე ვერ იფანტაზიორებ blum.gif
ციტატა(2kija @ 1st February 2009 - 10:56) *
ჩემი აზრით დასასრული ვაფშე არაა

biggrin.gif


ციტატა(tako_kakabadze @ 1st February 2009 - 11:08) *
თინი კარგად წერს, მაგრამ მე არ წავიკითხავდი თუნდაც ტრივიალურ-ალტერნატიული დასარულიანად.


unsure.gif ვერ მივხვდი

ციტატა(2kija @ 1st February 2009 - 11:03) *
ორგაზმი აღწეროს ოღონდ შიგნიდან (ვსმისლე ის სთეითი აღწეროს დიდად და იმაზე აფიქროზე რაზე ფიქრის დროც არ აქვს იმ მდგომარეობაში, და რეალობის შეცნობა ბლაბლა)


ხოდა ბლა ბლა ბლა biggrin.gif დანარჩენი ფანტაზიებს, ეხლა ორგაზმიღა უნდათ რა... biggrin.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია *T I N I*: Feb 1 2009, 11:01


--------------------

______________
tiny.ge - რაღაცნაირი ბლოგი
Go to the top of the page
 
+Quote Post
tako_kakabadze
პოსტი Feb 1 2009, 11:06
პოსტი #329


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,854
რეგისტრ.: 29-April 08
მდებარეობა: sivrce
წევრი №: 3,116
კურსი:2




ციტატა
: ) ის პირველი ვარიანტი მთავრდებოდა ეგრე, რომ შემდეგი ოთხი ქალი მიუჯდაო.. ხოდა არტ-იდეაზე დააკომენტეს, რომ გამბედაობა აკლია ამ ნაწარმოებსო, აი ვნებაო და რაღაცეებიო და დავდე ალტერნატიული ვნებიანი დასასრული biggrin.gif


თუ გამბედაობაა, გამბედაობა იყოს-ყოფილ;იყვნენ ლესბოსელები. friends.gif



ციტატა
.. თორემ მე უალტერნატივოდ მერჩია.. აი ძალიან ძნელია არტ-იდეისთვის წერა, იმიტომ, რომ განსაზღვრული და დადგენილია ის თემა, რაზეც უნდა დაწერო, ამიტომ შენს გემოზე ვერ იფანტაზიორებ blum.gif


ჯობია აშკარად.

ციტატა
unsure.gif ვერ მივხვდი


არაფერი, თემაა ჩემთვის თვითონ უინტერესო_შეიძლება დილის ბრალია. smile.gif

ციტატა
ხოდა ბლა ბლა ბლა biggrin.gif დანარჩენი ფანტაზიებს, ეხლა ორგაზმიღა უნდათ რა... biggrin.gif


გაბედულება ფანტაზიებში? drinks.gif


--------------------
რატომ?! - ყველაზე აგრესიული კითხვა :)
Go to the top of the page
 
+Quote Post
2kija
პოსტი Feb 1 2009, 11:10
პოსტი #330


How Dare You
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,877
რეგისტრ.: 28-October 07
მდებარეობა: Jungles
წევრი №: 116
კურსი:2


ციტატა
ლესბოსელები


ეგრევე დავხურავდი blum.gif

ქამშოთი შეიქმს სიყვარულსა





--------------------
www.psy.ge - ქართველი ფსიხოდელიკებისა და ჰიპების ფორუმი

I'm free! Free from the spell of those diabolical Teletubbies! Thank you. When the world is mine, your death shall be quick and painless.

- women is not an object
- your mother is right son, listen to what it says

ჯობია მოკლა და იცოდე რატო კლავ ვიდრე არ მოკლა და არ იცოდე რატო არ კლავ
Go to the top of the page
 
+Quote Post
თინი
პოსტი Feb 1 2009, 11:12
პოსტი #331


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,352
რეგისტრ.: 16-April 08
წევრი №: 2,974
კურსი:3


ციტატა(tako_kakabadze @ 1st February 2009 - 11:24) *
თუ გამბედაობაა, გამბედაობა იყოს-ყოფილ;იყვნენ ლესბოსელები.

აუ აი კაკრაზ ეგ მივაწერე იმ კომენტებში, რომ ამ კაცისთვის საერთოდ დაედოთ და ერთმანეთისთვის მიეხედათ მეთქი rofl.gif
ციტატა(tako_kakabadze @ 1st February 2009 - 11:24) *
არაფერი, თემაა ჩემთვის თვითონ უინტერესო_შეიძლება დილის ბრალია.

აა გასაგებია : ) მეც თუ რაღაცა თემა არ მაინტერესებს, სულ რომ აუცილებელი იყოს მაინც არ წავიკითხავ და მითუმეტეს აუცილებელი არ არის blum.gif
ციტატა(tako_kakabadze @ 1st February 2009 - 11:24) *
გაბედულება ფანტაზიებში?

spiteful.gif


--------------------

______________
tiny.ge - რაღაცნაირი ბლოგი
Go to the top of the page
 
+Quote Post
tako_kakabadze
პოსტი Feb 1 2009, 11:21
პოსტი #332


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,854
რეგისტრ.: 29-April 08
მდებარეობა: sivrce
წევრი №: 3,116
კურსი:2


ციტატა
ეგრევე დავხურავდი blum.gif


ციტატა
მარა რახან არტიდეისთვისაა
1.gif

ციტატა
ქამშოთი შეიქმს სიყვარულსა



თავად დასაწყისი ვერ შეიქმს ეგეთ დასარულსა. smile.gif


*T I N I*


10.gif

ციტატა
აუ აი კაკრაზ ეგ მივაწერე იმ კომენტებში, რომ ამ კაცისთვის საერთოდ დაედოთ და ერთმანეთისთვის მიეხედათ მეთქი


როგორც იტყვიან , ხედავ, რა პატარა ყოფილა ეს ქვეყანა? blum.gif friends.gif drinks.gif


--------------------
რატომ?! - ყველაზე აგრესიული კითხვა :)
Go to the top of the page
 
+Quote Post
თინი
პოსტი Feb 1 2009, 12:09
პოსტი #333


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,352
რეგისტრ.: 16-April 08
წევრი №: 2,974
კურსი:3


ციტატა(tako_kakabadze @ 1st February 2009 - 11:39) *
როგორც იტყვიან , ხედავ, რა პატარა ყოფილა ეს ქვეყანა?





ციტატა(tako_kakabadze @ 1st February 2009 - 11:39) *
თავად დასაწყისი ვერ შეიქმს ეგეთ დასარულსა.


ნუუ ვოტ ჭეშმარიტება :ყეს:..


--------------------

______________
tiny.ge - რაღაცნაირი ბლოგი
Go to the top of the page
 
+Quote Post
2kija
პოსტი Feb 1 2009, 12:11
პოსტი #334


How Dare You
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,877
რეგისტრ.: 28-October 07
მდებარეობა: Jungles
წევრი №: 116
კურსი:2


დამჩაგრეს დედაკაცებმა

biggrin.gif

ის კაცი მე ვყოფილიყავი განახებდიტ ტუ ვერ შეიქმოდა rofl.gif


--------------------
www.psy.ge - ქართველი ფსიხოდელიკებისა და ჰიპების ფორუმი

I'm free! Free from the spell of those diabolical Teletubbies! Thank you. When the world is mine, your death shall be quick and painless.

- women is not an object
- your mother is right son, listen to what it says

ჯობია მოკლა და იცოდე რატო კლავ ვიდრე არ მოკლა და არ იცოდე რატო არ კლავ
Go to the top of the page
 
+Quote Post
tako_kakabadze
პოსტი Feb 1 2009, 12:43
პოსტი #335


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,854
რეგისტრ.: 29-April 08
მდებარეობა: sivrce
წევრი №: 3,116
კურსი:2


2kija

ორი ქალი რომ გეტყვის, ჩაინიკი ხარო, ბოლი უნდა გამოუშვა. blum.gif blum.gif blum.gif blum.gif

drinks.gif drinks.gif drinks.gif smile.gif smile.gif smile.gif
*T I N I*


--------------------
რატომ?! - ყველაზე აგრესიული კითხვა :)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Natalaki
პოსტი Feb 1 2009, 20:31
პოსტი #336


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 31-January 09
წევრი №: 6,077
კურსი:2


არავინ არ თქვას რომ ,მიგატოვე მხოლოდ იმისთვის,
რომ არ მიყვარდი,ანდა კიდევ შენთან არ მსურდა.
არაინ არ თქვას რომ, მიგატოვე მე იმ გრძნობისთვის,
რომელიც სულში კიოდა და შენს გრძნობას მთხოვდა..
არავინ არ თქვას არაფერი რადგან არ იცის...
რადგან ვერ იგრძნობს იმ ტკივილს და იმ მარტოობას..
მხოლოდ იმიტომ მიგატოვე...მხოლოდ იმისთვის,...
რომ ამ ქვეყნიდან გაქცევა და...სიკვდილი მსურდა!
Go to the top of the page
 
+Quote Post
leo-dzia
პოსტი Feb 2 2009, 17:42
პოსტი #337


სახალხო მთქმელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,471
რეგისტრ.: 13-March 08
მდებარეობა: bobnevi-gori-tbilisi
წევრი №: 2,556
კურსი:4


აუ ჯერ რას ვწერდი და ახლა კაი ხანია საერთოდ ვერაფერს ვეღარ ვწერ,..

აი ძველი ნაჯღაბნი თქვენ...


და შენ რა გსურს ამ ცხოვრებისგან?


ძალაუფლება მეფეა ქვეყნად,
ფული ღმერთია.
და შენ გგონია სიყვარული ერთადერთია?

ჭეშმარიტებაც ერთი დიდი მლიქვნელობაა,
მარტოობაა გასაჭირში,
ლხინში ძმობაა.

უაზრობაა გენიოსთა აზრის ჭიდილიც,
ლექსი ბოდვაა.
ამქვეყნად კაცად დაბადებაც უკვე ცოდვაა.

ადამიანი ნადირია,
ჯოგია ხალხი.
ეშმაკის კლიტეს დაუკეტავს მაცხოვრის სახლი...

და შენ,
ბინძურო ცხოველო,
საკუთარ თავს ადამიანი რომ უწოდე,
რა გსურს ამ ცხოვრებისგან?


2008წელი. 23 მაისი...

თბილისი,ღამე...

.


--------------------
მეც სიგიჟემდე მიყვარხარ თააკ....


გაკოცე...
Go to the top of the page
 
+Quote Post
2kija
პოსტი Feb 4 2009, 22:48
პოსტი #338


How Dare You
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,877
რეგისტრ.: 28-October 07
მდებარეობა: Jungles
წევრი №: 116
კურსი:2


საქმე ღვთისააა თუმცა.......
მას მოჰყვა ბევრი დანაშაულიც, რამაც უდარდელი ცხოვრება კოშმარად აქცია, არ უნდა ენდო ყველას, ვინც გაგიღიმებს,
რადგან ღიმილი თავის თავში შეიძლება ფარავდეს ტყუილს, რომელიც შენს ნამდვილ სახეს მალავს,მითუმეტეს თუ...
დასამალი ბევრი გაქვს… თუნდაც საკუთარ თავთან…
ხშირად,სარკეში ჩახედვის გეშინია,არ იცი წინ რა გელის...საკუთარი სილუეტიც წყრომით შემოგცქერის, თითქოს...
ხოლო, შენ კი პასუხობ ყოვლად უიმედო და მელანქოლიური მზერით, რომ ყველაფერი კარგად იქნება თუმცა შენივე ნათქვამში ეჭვი გეპარება და ფიქრობ თუ როდის გათენდება,
გათენდა..
მაგრამ აღმოაჩინე სარკეში ჩახედვის შემდეგ, რომ ისევ ისეთი მახინჯი ხარ..
ახლა როდის დაღამდება..
მალე,დაიძინებ და ვეღარ გაიღვიძებ...
გძინავს და ვენები გტკივა.. მომენტალურად გისკდება,მაგრამ სისხლი არ გადმოდის.. ხედავ ვენის კედლებს, რომლებზედაც სისხლის ლაქებია... და აღვიძებ შენს გვერდით მძინარე ძაღლს..
ეკითხები რა ხდება?
ძაღლი გპასუხობს რომ ძალიან ეძინება და შენი თავი არ აქვს,და ამ დროს, რა თქმა უნდა, გეღვიძება..და ხედავ რომ ძაღლსაც იგივე სჭირს რაც შენ,
ანუ იმასაც ღვიძავს..
არა ….
ვენები უსკდება,
მაშინვე თავქუდმოგლეჯილი გარბიხარ და..ძაღლიც მოგდევს,
რომელი თანდათან მრავლდება...და ამ დროს აღმოაჩენ რომ შენ წინ უფსკურულია და უკან ძაღლების ხროვა..
თან ვენებდახეთქილი…
გრძნობ შვებას, ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილა. შენ გვერდზე ძაღლს კი მშვიდად სძინავს...
სიმართლე მწარეა...
სილუეტი სარკიდან ისევ მკაცრი მზერით შემოგცქერის...
შიში, მარტოობა... კოშმარი რეალობაში გრძელდება...
ისევ... ისევ,ხედავ მწვანე ტოტებს შენს ხელზე ამოსულს...რომელიც სიზმარშივე ჭკნება და მის ადგილზე...ჩნდება ღრმულები,
რომელიც დროთა განმავლობაში იზრდება და მათ დაფარვას ვეღარ ახერხებ..
ცდილობ შეაჩერო, მაგრამ გრძნობ რომ ეს გსიამოვნებს.და ამ სიამოვნებას გგვრის სწორედ ის ღრმულები ხელზე,
იმიტომ რომ მათთან ერთად შენი სუპერ ეგოც იზრდება...
მაგრამ, მალევე ექიმი გეუბნება რომ ორსულად ხარ.. და თურმე ეს ღრმულებიi კი არა მუცელი ყოფილა...
შენ არ იცი ბავშვი ვისია,მაგრამ მიდიხარ დასკვნამდე,რომ ეს ყველაფერი მაინც სამ-სამჯერ იქნება დაკავშირებული ღრმულებთან,
და უცებ გონება გონება გინათდება.. ღრმულები... ბავშვი...
იქნებ მარიამი ხარ…?...
გინდა რაც შეიძლება მალე იმშობიარო რომ ნახო 15 სანტიმეტრიანი პატარა ემბრიონი ,ბლანტ მასაში,რომელიც სულ არ გგავს შენ და ჰგავს იმას, ვისი სურათიც ჩარჩოში გიკიდია კედელზე..
ხსნი სურათს ჩარჩოდან და ბავშვს აწებებ სახეზე, რადგან მას სახე ჯერ კიდევ არ აქვს,და ასე სახეზე სურათმიკრულს ასეირნებ ოთახის ერთი კუთხიდან მეორეში..
სანამ.. სურათი არ გახუნდება,
იმიტომ რომ გუშინ ბავშვი მზეზე დაგრჩა გარეთ,
მისი სახე ყავისფერი გახდა...ბავშვს სახე არ ქონდა…
გადიოდა დრო..
შენ სარკეში კვლავ არ იხედები.. ბავშვი იზრდება..
და სულ უფრო ეცრიცება სახე..
და ერთ დღეს შენ დაფიქრდები...
დაფიქრდები ისე ,რომ თმები გაგიჭაღარავდება..
ბავშვი სარკეში იყურება და სიცარიელეს ხედავს.. სახე არ აქვს.. იქაც არაფერია.
ნელ-ნელა ფიქრობ იმაზე, რომ ბავშვი საერთოდ არ არსებობს.. ბავშვი შენ ხარ..და ყველაფერ შენვე მოიგონე ,იმიტომ რომ მარტო იყავი და თან...
ყველანი ისედაც ბავშვები ვართ უბრალოდ
"დიდების რაღაცებით" ვიგრუზავთ თავებს..
მაგრამ აქვე ხვდები, რომ ეს ბავშვი შენი პირველი მტერია, რადგანაც ..
ყველაფერს ისე ხედავს როგორც არ არის სინამდვილეში. ოცნებას იქმნის და ისრულებს კიდევაც..თან ისეთ ფანტასტიკურს, უაზროს და მიუწვდომელს რომ...
თვითონაც ხედავს რომ უაზროა,
მაგრამ მაინც ოცნებობს,იქნებ მას მაინც აუხდეს...და უხდება,იმიტომ რომ....მან ძალიან მოინდომა და დაუბრუნდა რეალობას...
ან დააბრუნეს რეალობაში...
ისე რომ შენ არც შეწინააღმდეგებიხარ.. გიხაროდა კიდევაც.. ახლა გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ..
ძალა არ გაქვს რომ აასრულო.....
ნაცრისფრად ინთება ნათურა შესაბამის ღილაკზე ხელის აკვრისას და შენი ბავშვი გაიძულებს იისფრად დაინახო...
ბავშვს უყვარხარ მაგრამ შენ...ვეღარ ეფერები.. ვერც ეხები.. ის გეძახის და მაგრამ შენ ვერ ხვდები,თან იცი რომ იისფერი შენი ოცნების და სიზმრების ფერია,ეგეც ოცნება გგონია... შენ არ გიყვარს შენი თავი, არც ნათურა, არც ის ღილაკი ნათურას რომ ანთებს.
შენ არ გიყვარს შენი თავი და არაფერი გარშემო იმიტომ,
რომ ხედავ რა ფერია სინამდვილეში. ბავშვიც ხედავს რა ფერია...იისფერი...შენი ოცნების და სიზმრების ფერი, მაგრამ სინამდვილეში,
შენ და შენი სხეულის ყველა მოლეკულა გაჯერებულია ამ ბავშვის სიყვარულით...
მაგრამ ბავშვი ვერ ხვდება,იმიტომ რომ სახე არ აქვს.........ამ დროს ფიქრები იფანტება.. და ხედავ რომ მორგში ხარ და შენივე მკვდარ სხეულს ზევიდან დაჰყურებ.. ხორცის ნაჭერი ხარ...იმიტომ რომ ბავშვი წავიდა.........
ხვდები რომ თავი მოიკალი,მაგრამ ბავშვი,ის ხომ ისეთი დაუცველია თან ძალიან მოგენატრება... უკან მოსასვლელი გზა მაინც არსებობს...
უცებ, უკან იხედები და ვიღაც დგას შავებში და გეუბნება ,რომ ბავშვი მოკვდა
იმიტომ რომ შენ ის მარტო დატოვე...
ბავშვი აღარაა რომ ის შეგეცოდოს, ინანო მასზე...რომ იყოს...დაგეხმარებოდა. ეს სიკვდილია და არ გეშინია, არ გძულს, არ გიყვარს...
- ღმერთო ახლა მომეცი ცოტაოდენი გრძნობა, ცოტაოდენი სიძულვილი და მე შევძლებ დავაბრუნო ბავშვი.
მომეცი შიში და ზიზღის შეგრძნება და მე შევძლებ... - ამბობ უემოციოდ და უიმედოდ…
ვირთხა...დააკვირდი...დააკვირდი და აღიარე რომ ცუდია...დააკვირდი და შეიძულე ვირთხა. აკოცე და აიძულე თავი გული აგერიოს!!!
ღმერთო , რატომ არ მძულს ვირთხა!
მითხარი ღმერთო!
ვის გაუგია ვირთხის სიყვარული...
ბავშვი იღიმოდა...
შენ ძალიანაც გინდა გძულდეს ვირთხა,ვერ იტანდე,გეზიზღებოდეს
მაგრამ არ შეგიძლია, არ იცი როგორ მოიქცე…
როგორ შეივსო სიცარიელე,რომელიც ყოვედღე გაგრძნობინებს,რომ ...
ვირთხის გარეშე ცარიელი ხარ…
თანდათან სიცარიელე თავის მნიშვნელობას კარგავს..
სიცარიელის ცნება თვითონ გავსებს შენ და ძალიან ძალიან გიტყდება, რომ მალე უვირთხობა არ იქნება სიცარიელე.
გეშინია რომ ვინმე გახსნის მორგს, შემოიხედავს და გული წაუვა...
იმ ხმაზე ,რომელსაც სართოდ იწვევენ რკინის საგნები - როცა იხსნებიან.
გეშინია, რომ ვირთხა შენთვის ფასს დაკარგავს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბედნიერებაა ვირთხა გიყვარდეს...
გრძნობდე იმ სიცარიელეს შენში, რომელიც ვირთხამ უნდა შეავსოს.

სიცარიელეც გიყვარს...

არ გააღოთ ეს კარები მოქალაქევ...ახალგაზრდავ...ადამიანო!!!! არ გაარო კარები ცოცხალო არსებავ, თუ რამე მაინც შეგრჩენია ცოცხალი არსების.
არ დამღუპო. არ გაავსო ჩემი გული მზის შუქით.

მზე ამოდიოდა.. ფანჯარაზე ურაფოდ მიდგმული დაობებული კაქტუსი გაიშალა, მხრებში და მზეს შეხედა...
ყველა მცენარე მზესუმზირობას ლამობს...
ვირთხას ჰგონია,რომ ბავშვი ქვის არის და არ უნდა თავისი გულის მზით გავსება …
მაგრამ ცდება,იმიტომ რომ არ იცნობს…
არ იცის,რომ მის ოთახში ჰაერზე უფრო მეტი, ვართხაა...
მაგრამ ეს ვირთხისთვის არასდროს უთქვამს…
ეგონა თვითონ მიხვდებოდა
და ყოველ ღამეს - ვირთხის ხმით სავსეს -
ის ხვდება ცახცახით და გულისცემით...




forum.tsu.ge





--------------------
www.psy.ge - ქართველი ფსიხოდელიკებისა და ჰიპების ფორუმი

I'm free! Free from the spell of those diabolical Teletubbies! Thank you. When the world is mine, your death shall be quick and painless.

- women is not an object
- your mother is right son, listen to what it says

ჯობია მოკლა და იცოდე რატო კლავ ვიდრე არ მოკლა და არ იცოდე რატო არ კლავ
Go to the top of the page
 
+Quote Post
70 გვერდი V  « < 24 25 26 27 28 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th September 2019 - 16:31
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank