გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


70 გვერდი V  « < 10 11 12 13 14 > »   
Reply to this topic Start new topic
 საკუთარი შემოქმედება
 
ციცქნა
პოსტი Aug 23 2008, 19:16
პოსტი #144


rebel
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,057
რეგისტრ.: 27-February 08
მდებარეობა: მე მომწონს
წევრი №: 2,372
კურსი:3


დეპრესიული ჭიპის თავგადასავალი

"ჭიპი, ეს არის სამარილე, როდესაც ღამით ლოგინში ბოლოკს მიირთმევ"
ჩერჩილის სიტყვების პერიფრაზი.
ზუსტი ციტატა ვერ მოვიძიე (ავტ.შენიშვნა).

შაბათი საღამო იყო. მე და ჩემი ბერეტიანი (სვანი არაა, სომეხია) მეგობარი კაფე "გადი გარეთ უწმინდუროში" ვისხედით და სირცხვილს ვჭამდით. ყოველთვის ვოცნებობდი ისეთ კაფეში შევსულიყავი, სადაც ფორმა და შინაარსი თანხვედრლი იქნებოდა. მე (შუახნის მამაკაცმა) სიტყვა ჩემს უფუნქციობაზე ჩამოვაგდე და პირველად აღმოვჩნდი საკუთარი თავის მაშველის როლში, რადგან ბერეტიანი ამ შემთხვევაშიც ჩემზე უფრო მაგარი, შესაბამისად, ჩემზე მეტად უფუნქციო აღმოჩნდა და ორივემ ერთად დავიწყეთ საკუთარი თავის გლოვა, რადგან ნაბახუსევზე ჩვენი კოგნიტური სიძუნწე პიკს აღწევს და მზად ვართ მსჯელობის ყველაზე მოკლე, ალოგიკური და აბსურდული გზა ავირჩიოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლებად მოგვიწიოს პირის გაღება.

ამ გზაზე სიარულისას, გამახსენდა ყველაზე უფუნქციო და, იმ წუთისთვის, ყველაზე ცოტა (ფაქტობრივად არცერთი) ასოციაციის მქონე მოვლენა _ ჭიპი.

თქვენ შეიძლება სადაოდ მოგეჩვენოთ ჭიპის ამგვარი განსაზღვრება და გამოთქვათ თქვენი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჭიპი არის ორგანო, საგანი (ფრანსუაზა?!), ადამიანის ნაწილი და ა.შ. და მე დაუსრულებლად შემეძლება გეკამათოთ ამაზე.

გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ გამახსენდა ჭიპი და შემდგომ რატომ ავირჩიე სასაუბროდ, ვიფიქრე, ჩემს მეგობარს არაფერი ექნებოდა სალაპარაკო და მეც თავს ავარიდებდი „ჭეშმარიტების“ გზების ძიებას, ან სულაც დამცინებდა და კიდევ ერთ ლუდს შეუკვეთავდა თავის ხარჯზე, იმიტომ რომ შემიცოდებდა ასეთ გონებაშეზღუდულს, რომელსაც ჭიპის გარდა არაფერი ახსენდება უფუნქციობაზე, როცა ირგვლივ ამდენი პოლიტიკოსი და ექთანია (თუმცა მას არასოდეს უჭირდა დანიშნულებისამებრ გამოეყენებინა ექთნები, რომლებიც პაციენტებს ორჯერ აღემატებიან).

ჭიპის ხსენებამ ჩემი მეგობარი ააფორიაქა და მომიყვა თავისი საყვარლის, პროფესიით ბებიაქალის, გამოცდილების გარკვეული ნიუანსები, რომელსაც ეს საყვარელი ჩემს მეგობარს საუზმის დროს უყვებოდა. თურმე ჭიპლარი უნდა გამოინასკვოს რაც შეიძლება კარგად და მოიჭრას რაც შეიძლება ძირში; თურმე ამ დროს არ უნდა დაინდო ისედაც გაჭიპხული ახალშობილი და არ უნდა მიაქციო ყურადღება მის სოპრანოს...

ბერეტიანს მოყოლა გავაწყვეტინე, რადგან დაუსრულებლად შეეძლო ელაპარაკა თავის საყვარლებზე, რომლებსაც ალბათ აუცილებლად ექნებოდათ ჭიპები და ნახევარზე მეტი ბებიაქალიც შეიძლებოდა აღმოჩენილიყო (ჩემი მეგობარი ექიმია და მათ მოსაძებნად შორს წასვლა არ სჭირდება), და საუბარი ჩამოვაგდე პრენატალურ განვითარებაზე და ჭიპლარის თავდაპირველ ფუნქციაზე, თუმცა ამ საუბარში ჩვენ ახალი არაფერი გვითქვამს და მეორედ მივადექით ჭიპლარის გაკვანძვის პრობლემას.

ბერეტიანმა დრო იხელთა და გაშლილ ზღვაში დაბადებულ ბავშვთა ჭიპლარის გამონასკვაზე დამიწყო საუბარი. თურმე, არცთუ იშვიათად ავიწყდებათ კაპიტნებს ექიმების წაყვანა, ამიტომაც გემბანზე (ან თუნდაც კაიუტაში) დაბადებულ ბავშვებს მეზღვაურები ორმაგ მეზღვაურის მარყუჟს გამონასკვავენ ხოლმე და ამით ძალიან ადვილია გაშლილ ზღვაში დაბადებულ ბავშვთა ცნობა.

მერე კაფეში აკადემიკოს-ვარსკვლავური გარეგნობის გოგომ გამოიარა და ორივემ თვალი გავაყოლეთ. ახლა, ამას რომ ჭიპი არ ჰქონდეს რას ემგვანებოდა-მეთქი, სერიოზული კითხვა დავუსვი ბერეტიანს, იმან მხრები აიჩეჩა და წარმოიდგინა. ალბათ აქ დაესვა წერტილი ჩვენ მიერ დეპრესიაში ჩაგდებული ჭიპის დეპრესიას საკუთარი უფუნქციობის გამო. აღმოჩნდა, რომ დაბადებიდან გარდაცვალებამდე ჭიპს ერთი ფუნქცია აქვს - ჭიპი არის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც აუცილებლად ჭირდება ადამიანს სილამაზისთვის.

მორალი: უფუნქციო არათუ ჭიპი, ლიტერატურაც კი არ არსებობს.


--------------------
http://busx.wordpress.com/
Go to the top of the page
 
+Quote Post
ციცქნა
პოსტი Aug 31 2008, 2:07
პოსტი #145


rebel
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,057
რეგისტრ.: 27-February 08
მდებარეობა: მე მომწონს
წევრი №: 2,372
კურსი:3


დედა,
არავის ვესიზმრები.
გადაახვიე დრო და
დედა,
გაიკეთე ჩემზე აბორტი.

დე,
პატარაა იმედების საწოლი ჩემთვის
და ვერ ვიშლები,
ღამით ვკრთი და ფეხებს ზედ ვამსხვრევ.

დედა,
თვალები ამიხვიე,
ვითომ ღამეა,
ყურზე საბანი დამაფარე
და ის მიმღერე, მე რომ მიყვარს.
მერე კი მამა გამოუშვი,
მე და ოთოს ზღპარს გვიყვება,
და ჩვენ დავცურავთ,
მე კოკი ვარ,
თონო ბოცმანი,
ოთო სულაც კაპიტანია,
"არკენიტი" დაარქვა გემს და
არავინ იცის,
სად მივდივართ, მაგრამ გავცუროთ.

დედა,
დამღალა ილუზიამ,
რომელშიც ვცხოვრობთ,
არავის უთქვამს,
ცუდად რომ ვართ -
არ უნდა ვიყოთ.


--------------------
http://busx.wordpress.com/
Go to the top of the page
 
+Quote Post
Miss Green
პოსტი Aug 31 2008, 17:24
პოსტი #146


Bittersweet
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,055
რეგისტრ.: 6-April 08
მდებარეობა: შეშლილი მსოფლიო
წევრი №: 2,853
კურსი:3


ციცქნა
კარგი ლექსია smile.gif


--------------------
gliddy glub gloopy nibby nabby noopy
la la la - lo lo
sabba sibbi sabba nooby aba naba
lee lee - lo lo
tooby ooby wala
nooby aba naba
early morning singing song...
Go to the top of the page
 
+Quote Post
circle
პოსტი Aug 31 2008, 21:45
პოსტი #147


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,028
რეგისტრ.: 16-August 08
წევრი №: 4,021
კურსი:--


შენ თუ გულით დაიჯერებ
და ოცნებებს გაატან ქარს,
მაშინ როცა გათენდება
დავიბრუნებთ ედემის ბაღს.

საღამოს ჟამს გაოცდები
რომ ვერ ნახავ დაკარგულ წამს,
კოსმიური ვაკუუმი
სიცარიელეს უკვე აღარ გავს.

დროს ვკლავ და აღარაფრის მწამს,
დრო მკლავს და თავსაც იკლავს,
დრო უფრო უდროობას გავს
შენ თუ გაატან ოცნებებს ქარს.

მთვრალი სიმღერა წამართმევს თავს,
ბნელ აკორდებში ამირევს გზას,
ოცნების ხილვას ვანებებ თავს,
მე ვუბრუნდები დაკარგულ გზას.

ცას, შევყურებ უსაზღვრო ცას
ზღვას, რა გადალახავს ამხელა ზღვას
ვარსკვლავებს ვეტყვი ჩემს სახელს
და მათ მივანდობ თავს.

მიამბობს თავის მოგონილ ზღაპარს
ზღაპარს, რომელიც სიმართლეს არ გავს
ის მე წამართმევს ჩემს ნამდვილ ამბავს
დამისაკუთრებს, მშთანთქავს და მყლაპავს.

გიჟი სიმშვიდე ხმაურს დაარღვევს
და მის წიაღში იპოვნის ფესვებს,
ახალ ეპოქას მივუძღვნით კერპებს
ცივ ვაკუუმში ვიპოვნით ღმერთებს.

შენ ხედავ მზეს, მე ვხედავ მთვარეს,
ხელს ვუწვდით ერთმანეთს და ვქმნით არემარეს,
მზისა და მთვარის ჭეშმარიტ შვილებს,
ვარსკვლავებს ვუძღვნით ამ ლამაზ მხარეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
klasikosi
პოსტი Sep 5 2008, 22:13
პოსტი #148


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 68
რეგისტრ.: 31-August 08
წევრი №: 4,146
კურსი:2


და თუ რითმავ
არ ნიშნავს რომ წერ...

და თუ წერ
ეს,არ ნიშნავს რომ რითმავ...

თუ ცოცხლობ
არ ნიშნავს რომ ცხოვრობ...

და თუ გიყვარს
არ ნიშნავს რომ უყვარხარ...

და თუ ფიქრობ
არ ნიშნავს რომ აზროვნებ...

თუმცა თუ აზროვნებ
ე.ი.ფიქრობ...

არ ვილტვი ახალი სტილის დასანერგად
უბრალოდ ვწერ რასაც ვფიქრობ... biggrin.gif



"საქართველოში ყოველი მესამე მაინც წერს ლექსებს"--ეს სიტყვები პირველად ბატონი რისმაგისგან გავიგე,მეც ასე ვფიქრობ... smile.gif





ციცქნა




ძააალიანი მომეწონა შენი ნოველა ჭიპზე, ყოჩაღ ციცქნა,ასე გააგრძელე biggrin.gif clapping.gif default.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია klasikosi: Sep 5 2008, 22:15
Go to the top of the page
 
+Quote Post
ციცქნა
პოსტი Sep 7 2008, 20:31
პოსტი #149


rebel
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,057
რეგისტრ.: 27-February 08
მდებარეობა: მე მომწონს
წევრი №: 2,372
კურსი:3


klasikosi

გმადლობ smile.gif

თევზი


ეძღვნება მზეს.

უნისკარტო ბატებიდან ყველაზე ბოლო ბატი იყო თევზი, რომელელიც დარვინის თეორიას უხეშად არღვევდა და სამი თვის მანძილზე უპრობლემოდ აგრძელებდა ყიყინს, რომლის გამოც ბევრჯერ წაიყვანეს ნარკოლოგიურში, არადა სულელი ბატრულისთვის თავიდანვე ნათელი უნდა ყოფილიყო, რომ უნისკარტო ბატს განსხვავებული ყიყინი და შესაბამისად განსხვავებული სიმთვრალე ექნებოდა.

თევზი ზედმეტად მეოცნებე ბატი იყო და ღამღამობით სულ წყალში ფრინვა ესიზმრებოდა, შეიძლება ითქვას, რომ დედამ, ახლანდელმა ჩახოხბილმა (ხსოვნა იყოს), წინასწარმეტყველური ნიჭი გამოავლინა (ჯობდა მაშინ გამოევლინა როცა ტბაზე სროლის ხმა გაისმა და გადასარჩენად საჭირო მხარე გამოეცნო, მაგრამ თავიდანვე უნიჭო იყო მეკარეობაში, 11 გოლი გაუშვა სეზონზე...) და ამიტომაც დაარქვა თევზი, თუმცა რა იცოდა...

საკუთარი გამოჩეკვის სამი თვის თავზე, თევზს თბილ ქვეყნებში გაფრენა მოუწია, და ვინაიდან კომპასის ყიდვას საცურაო კოსტიუმის ყიდვა ამჯობინა, პოლარული ვარსკვლავის მიხედვით ცდილობდა გზა გაეგნო, მაგრამ პოლარული ვარსკვლავი ამ დროს მარჯვენა ნახევარსფეროს 40-ე და 50-ე გრძედს შორის მანძილს ათვალიერებდა და გული შეემკუშა, თვალზე სხივები აიფარა და რამდენიმე დღით ჩაქრა. ამ დროს აებნა თევზს გზა და დასავლეთით გაფრინდა, სადაც ტიტიკაკას ტბაში სუნთქვა შეკრული ჩავარდა და ესიზმრა, რომ ნისკარტი ჰქონდა.

გონზე მოსულმა თევზმა, აღმოაჩინა, რომ მისი პირი ვიღაც საშინელი გარეგნობის ბატს ედო პირში და გული შეუწუხდა. მეორედ რომ გამოფხიზლდა ჰაერით დატენილ ტიკზე იყო შეერთებული და მღიერებზე იწვა. ცოტა ხანში მასთან ისევ საშინელი გარეგნობის, მელოტი ბატი მოვიდა და ყურებამდე გაიღიმა. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ბატი ნახევარფაბრიკატი იყო, რომელსაც განგურის დროს მთელი ავლადიდება გასცვივდა და ახლა ტანზე პარიკი ეცვა, თავზე კი ისევ ისე დაეტოვებინა (რას ვიზამთ, თვითდამკვიდრებას ყველა სხვადასხვანაირად ცდილობს).

ცოტა რომ მოძლიერდა თევზი და ზღვის დონიდან ბევრ მეტრზე სუნთქვას ალღო აუღო, ნახევარფაბრიკატს ისე უშვერად აგინა, რომ ამ უკანასკნელს შეუყვარდა (დიდი სულელი ვინმე იყო, უხეში, უზრდელი და უცნაური ბატები მოსწონდა) და რამდენიმე ხანში მღიერების თაიგული აღირსა. თევზს ამ დროისთვის უკვე გამოხედილი ჰქონდა თვალებში და იცოდა რად დაუჯდა ნახევარფაბრიკატს მღიერების შეგროვება (და ისიც იცოდა, რომ დიდ ხანს ვერ გააღწევდა ტიტიკაკადან და რომ ნახევარფაბრიკატი ტბაზე ერთადერთი ბატი იყო) და ფრთა შესთავაზა. ნახევარფაბრიკატს, აქაოდა ისეთი როლი მაქვს უცნაური ბატები მომწონსო, თავისი როლის გამართლება მოუწია და გაწყდა წელში თევზაობით, გაცოლებულ თევზს დიდი ჩიჩახვი ჰქონდა და სინდისი სულ არ ჰქონდა... ჰოდა წელიწადნახევარში გაეყარნენ.

კაცმა რომ თქვას, მიზეზი ნახევარფაბრიკატის სიზარმაცე არ იყო, ანუ კიდევ მეტს ითევზავებდა წუწუნის გარეშე, რომ არა ერთი ადგილის, ვითარების და დროის გარემოება - თევზს ვიხვი შეეძინა, შეეძინა რა, გამოეჩეკა, რომელიც თავის მხრივ სულ არ ჰგავდა მამას და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არც დედას... თუმცა ამ უკანასკნელ გარემოებას ნახევარფაბრიკატმა ყურადღება არ მიაქცია და თევზი ბუდიდან გააგდო.

როგორც მერე გაირკვა ეს კვერცხი სააღდგომოდ იყიდა თევზმა და შეღებვა დაავიწდა, თან იმ პერიოდში ელექტროენერგიაც არ იყო და მაცივარში თბილოდა. ასეთი უბედური შემთხვევითობა იყო ვიხვი, რომელსაც ნისკარტიც ჰქონდა, ხმაც და ტიტიკაკას რადიოშიც მუშაობდა ერთერთი გადაცემის ქუდად.

თექვსმეტიოდე წლის შემდეგ, როცა თევზი სამშობლოში სიკვდილის სურვილმა შეიპყრო, უკან გამოფრინდა და ამჯერადაც პოლარული ვარსკვლავის იმედით. თუმცა ჩემი მტერი იყოს იმ ადამიანის ან ვარსკვლავის იმედზე, რომელიც ათასი მთის ან ვარსკვლავის გადაღმაა, მაშინ როცა აქვე, ყურისძირში მყოფს ვერ ენდობი. პოლარული ვარსკვლავი ამჯერად ჩრდილო ნახევარსფეროს 40-ე და 50-ე განედებს შორის მანძილს ათვალიერებდა და გული შეეკუმშა, სხივები თვალებზე აიფარა და რამდენიმე კვირით ჩაქრა.

თევზი ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა და დაიხრჩო.


--------------------
http://busx.wordpress.com/
Go to the top of the page
 
+Quote Post
DAKOTA
პოსტი Sep 7 2008, 20:52
პოსტი #150


Introspection is the self-observation
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 7,511
რეგისტრ.: 9-June 08
მდებარეობა: Hidden Place
წევრი №: 3,538
კურსი:3


kedi ციცქნა

ძალიან ნიჭიერები ხართ
ყოჩაღ, ორივეს
good.gif


--------------------
I’m one under millions, a grain of sand in the desert of life.
I was born in this merciless world like every other people without to have a choice or a master plan.
If i ask myself … who am i? what is my purpose in life? then only music can help me to sort the chaos in my head.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ციცქნა
პოსტი Sep 7 2008, 20:53
პოსტი #151


rebel
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,057
რეგისტრ.: 27-February 08
მდებარეობა: მე მომწონს
წევრი №: 2,372
კურსი:3


ციტატა(DAKOTA @ Sep 7 2008, 21:10) *
kedi ციცქნა

ძალიან ნიჭიერები ხართ
ყოჩაღ, ორივეს
good.gif

გმადლობ smile.gif


--------------------
http://busx.wordpress.com/
Go to the top of the page
 
+Quote Post
Miss Green
პოსტი Sep 8 2008, 22:53
პოსტი #152


Bittersweet
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,055
რეგისტრ.: 6-April 08
მდებარეობა: შეშლილი მსოფლიო
წევრი №: 2,853
კურსი:3


ჩემი მცდელობა შემოქმედებაზე biggrin.gif
ადრე დავწერე ეს და დღეს გადავაწყდი შემთხვევით... დაუსრულებელია... smile.gif


ერთ დროს ყვავილები მზეზე ცხოვრობდნენ. ერთხელაც, ვინ იცის რატომ, მობეზრდათ მუდმივად მზეზე ყოფნა და გადაწყვიტეს, სხვა პლანეტაზე ან ვარსკვლავზე გადავიდეთო. დადგა საკითხი, რა უნდა აერჩიათ ახალ საცხოვრებლად. ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, დაასკვნეს, სხვა ვარსკვლავები მეტისმეტად შორს არიან, ისევ ის სჯობს, მზის სისტემის რომელიმე პლანეტაზე გადავსახლდეთო. "მაინც რომელი სჯობს" - მსჯელობდნენ ყვავილები - "მერკური? არა, ის ხომ ძალიან ახლოსაა მზესთან, მაშინ ბარემ მზეზე დავრჩეთ. ვენერა? არა, ესეც არ გამოდგება, კაშკაშა და მანათობელი პლანეტაა, სისტემაში "მეორე მზედ" აღიარებული. რაღა აზრი აქვს მზისგან წასვლას, თუ მის "მოადგილესთან" ამოვყოფთ თავს? იუპიტერი? არ ივარგებს, ეგ ხომ მზის შემდეგ სიდიდით მეორეა სისტემაში (აქ მზემ გაიფიქრა, ნეტა, ამ ყვავილებს ასე რითი შევაძულე თავიო)..." პლუტონი, ნეპტუნი და ურანიც ახსენეს, მაგრამ ეს პლანეტები მზისგან მეტისმეტად შორს იყვნენ და ყვავილებმა მაშინვე უკუაგდეს იდეა, აბა, მაგ სიცივეში როგორ გავძლებთო. "აჰა! მაინც ხომ გჭირდებათ ჩემთან ახლოს ყოფნა" - ნიშნისმოგებით გაიფიქრა მზემ. მაგრამ ყვავილებს მზის ფიქრებისთვის არ სცხელოდათ, გამწარებულები ქაქანებდნენ, რომელი პლანეტა ავირჩიოთო. ბოლოს ორი ძირითადი კანდიდატი გამოიკვეთა - დედამიწა და სატურნი.
სატურნის მომხრეებს მისი სარტყელი მოსწონდათ და ამტკიცებდნენ, ის ერთადერთი გამორჩეული პლანეტაა მზის სისტემაში და სწორედ მას უნდა დავდოთ პატივი ჩვენი მიბრძანებითო; დედამიწის მომხრეები კი ამტკიცებდნენ, ს უნიკალური პლანეტაა და არა მარტო მზის სისტემაში, რადგან სიცოცხლე მხოლოდ იქ არსებობს და ჩვენი ადგილიც იქ არის და არა სადმე სხვაგანო. აქ ყვავილებს შორის ხანგრძლივი და ხმაურიანი დავა ატყდა. სატურნის მომხრეები გაიძახოდნენ, თქვენ რა იცით, რომ მხოლოდ დედამიწაზეა სიცოცხლე და სხვა ვარსკვლავთა სხვა სისტემების სხვა პლანეტებზეც არ არის სხვა სიცოცხლეებიო (მზემ გაიფიქრა, რა "სხვა, სხვა, სხვა" აუტყდათ, ბოლოსდაბოლოს, ამ მოთხრობის ავტორზეც ხომ უნდა იფიქრონ, ტავტოლოგიის პრობლემა შეექმნებაო). ყვავილებს არც მზე ახსოვდათ, არც მოთხრობის ავტორი, გაცხარებულები გაჰყვიროდნენ. სატურნის მომხრეები არ ცხრებოდნენ, ჯერ მაგ თქვენი დედამიწის უნიკალურობა დაამტკიცეთ და მერე ილაპარაკეთო; დედამიწის მომხრეები იხტიბარს არ იტეხდნენ, აბა, ერთი, ის გვითხარით, სატურნს სარტყელის გარდა საინტერესო რა შეამჩნიეთო. ამ დროს მზეც ჩაერთო საუბარში, მაინც წასვლას აპირებთ და ბარემ დროებით რომელიმე პლანეტაზე გადადით და იქ გადაწყვიტეთ, ამ ალიაქოთის მოსმენა აღარ შემიძლია, მუშაობაში ხელი მეშლებაო. ყვავილები ახლა მას ეცნენ პირში, შენ რა გალაპარაკებს და საერთოდ, რაღაც ცხრა პლანეტის გათბობას, ისიც არასრულყოფილად მუშაობას როგორ ეძახიო. მზემ მხრები აიჩეჩა, აბა, რა უნდა დავუძახოო. ამასობაში, ყვავილებმა კამათი განაახლეს, ერთხანს იქაქანეს და ბოლოს თქვეს, კენჭი ვყაროთ და ისე გადავწყვიტოთ, დედამიწაზე გადავსახლდეთ თუ სატურნზეო. ეს აზრი ყველას მოეწონა, განსაკუთრებით მზეს, რომელმაც გაიფიქრა, მეშველაო და ისეთი შვებით ამოისუნთქა, რომ ყვავილები შეკრთნენ.


biggrin.gif


--------------------
gliddy glub gloopy nibby nabby noopy
la la la - lo lo
sabba sibbi sabba nooby aba naba
lee lee - lo lo
tooby ooby wala
nooby aba naba
early morning singing song...
Go to the top of the page
 
+Quote Post
un-known-girl
პოსტი Sep 10 2008, 11:49
პოსტი #153


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 187
რეგისტრ.: 6-May 08
მდებარეობა: tiflisi
წევრი №: 3,194
კურსი:4


Miss Green
ვაა, რა მაგარი იყო biggrin.gif


--------------------
შეჰქმენ და ნუ დაეუფლები.
ხორცჰქმენ და ნუ იმედიდურებ.
იმეუფე და ნუ იბატონებ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Miss Green
პოსტი Sep 10 2008, 17:32
პოსტი #154


Bittersweet
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,055
რეგისტრ.: 6-April 08
მდებარეობა: შეშლილი მსოფლიო
წევრი №: 2,853
კურსი:3


un-known-girl
გმადლობ biggrin.gif


--------------------
gliddy glub gloopy nibby nabby noopy
la la la - lo lo
sabba sibbi sabba nooby aba naba
lee lee - lo lo
tooby ooby wala
nooby aba naba
early morning singing song...
Go to the top of the page
 
+Quote Post
ციცქნა
პოსტი Sep 10 2008, 22:08
პოსტი #155


rebel
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,057
რეგისტრ.: 27-February 08
მდებარეობა: მე მომწონს
წევრი №: 2,372
კურსი:3


კოდური სახელწოდება RB


უსწორმასწორო სამყაროში რომ დაიბადები, თავიდანვე არ გიკვირს უხეში რელიეფი, უხეში ნაკვთები, წვეტიანი და ხორკლიანი საგნები. ყველაფერი ხდება ისე, როგორც არ უნდა ხდებოდეს, თუმცა, ეს უსწორმასწორო სამყაროს მკვიდრებმა არ იციან იმიტომ, რომ მათთვის ყოველი უცნაური მოვლენა ჩვეულებრივია, ყოველი უსამართლობა მისაღები და ორიგინალობა უფერული. აქ ხუჭუჭთმიანები ცხოვრობენ და მიუხედავად იმისა, რომ შორიდან ძნელია იმის განსაზღვრა, ცუდად ცხოვრობენ თუ კარგად, მაინც მგონია, რომ კარგად, ალბათ იმიტომ, რომ არ იმჩნევენ, არ უკვირთ, ემოციებს იშვიათად გამოხატავენ ან თუ გამოხატავენ იმდენად არაბუნებრივად გამოსდით, რომ ბუნებრივი ქცევა ჰგონიათ და ყურადღებას არ ამახვილებენ.

დილაობით სულ წვიმს და გარეთ არავინ გამოდის, ალბათ ამიტომაც არავინ იცის წვიმის თვისება, მოამრგვალოს და დააბლაგვოს ყველაფერი უხეში და უსწორმასწორო, წვიმამაც კი არ იცის საკუთარი უნარის შესახებ არაფერი და ასეა მანამ, სანამ ის, ხუჭუჭა, წვიმაში არარსებულის ძებნას დაიწყებს. არარსებულის არსებობის შესახებ ხუჭუჭამ მაშინ შეიტყო, როცა დედამ უთხრა, რომ მისი საკუთარი ნახატის ავტორი არ არსებობდა და რომ მეჩვიდმეტე საუკუნეში გარდაიცვალა. ხუჭუჭამ სარკეში ჩაიხედა და რომ დარწმუნდა, რომ არსებობდა, ეს ზოგად კანონზომიერებად ჩათვალა და \\\"ნათესავების\\\" ანუ არარსებულთა ძებნა დაიწყო.

წვიმა ყოველთვის უყვარდა, წვიმის ხმა გარეთ, სახლში საწოლზე ფეხმორთხმით ჯდომა და კითხვა. ხანდახან იმასაც ცდილობდა წიგნის გარეშე ეკითხა. ერთი-ორჯერ გამოუვიდა და რადგან გამოუვიდა თავი მიანება. სწორედ წვიმის სიყვარულის გამო დაიწყო არარსებულების ძებნა იქ, სადაც მათი აღმოჩენა ყველაზე ძალიან გაუხარდებოდა.

წვიმამ თმა დაუსველა და... თმა გასწორდა. თვალებს არ დაუჯერა წვიმამ. მიხვდა, რომ ჰქონდა უნარი ცვლილებები შეეტანა ყველგან სადაც გამოჩნდებოდა და ქალაქს მტევრი ჩამორეცხა, ძველი ფერი დაუბრუნა, ისე გაერთო, საღამომდე არ გადაუღია.

ხუჭუჭამ ვერაფერი იპოვა, ვერც ცვლილებები შეამჩნია, რაღაც უფრო კონკრეტულს ეძებდა, არა ცვლილებას, არამედ დაბადებას, ახლის, უნახავის. რაღაც არაბუნებრივისგან განსხვავებულს და... ბუნებრივს. იმ ღამით იმედგაცრუებულმა დაიძინა, და ესიზმრა რომ არ არსებობდა.

შუადღემდე ვერ აიღო თავი ლოგინიდან, აღარ წვიმდა, ქალაქი ისეთივე იყო, როგორიც წუხელ, წვიმის შემდეგ, მხოლოდ, უფრო ნათელი, არცაა გასაკვირი, დღე იყო. ხუჭუჭა ქალაქში გამოვიდა და ზედ სახლის ზღურბლთან ლითონის პატარა ბურთულა იპოვა. როცა უკვე აღარ ეძებ და ამ დროს პოულობ, უცნაური გრძნობაა, დაახლოებით ისეთი, როცა ფიქრობ, რომ არც კი იცი რა უნდა იგრძნო. ხუჭუჭას გრძნობების კარტრიჯს არ შეეძლო ასეთი რთული შეგრძნების შექმნა და ამიტომ სიხარულის გემო გამოჰყო.

ბურთულა სრულყოფილი იყო და კარგად თუ გაწმენდდა ხუჭუჭასაც ირეკლავდა.
სულაც არ ეძებდა ხუჭუჭა ბურთულას, ის ეძებდა ყველაფერს არარსებულს, სამყაროს, რომელიც, მისი აზრით, უსწორმასწორო სამყაროს პარალელურად არსებობდა. ამიტომაც უცნაური შეგრძნება დარჩა, როგორც მაშინ, ბავშვობაში, კარადის თავზე შემოდებულ მწვანე საგანს რომ ითხოვდა და რომ მიაწოდეს. საგანი არ იყო სათამაშო, მაგრამ არანაკლებ საინტერესო რამ იყო, ერთ კვირას არ მობეზრებია.

მეორე დღეს უკვე ბევრგან გაჩნდა ბურთულები. ხუჭუჭას თავისი ბურთულა ერთ კვირაზე ადრე მობეზრდა. იმ დღეებიდან კი სიზმრისეული შიში გამოჰყვა, ხშირად ეგონა, რომ არ არსებობდა და გამუდმებით საკუთარ არსებობას ამტკიცებდა.

მერე ყველაფერი ნელ-ნელა შეიცვალა, რელიეფი გასწორდა, გალამაზდაო ასე ამბობენ. წვიმამ თავისი ქნა. გარეგნული ცვლილების გამო ყველამ იგულისხმა, რომ კანონზომიერებები შეიცვალა და რომ სამართლიანობა ბუნებას ახასიათებს, ორიგინალობა საინტერესოა და ცუდი რაც ხდება, არ უნდა ხდებოდეს.




--------------------
http://busx.wordpress.com/
Go to the top of the page
 
+Quote Post
Miss Green
პოსტი Sep 10 2008, 22:34
პოსტი #156


Bittersweet
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,055
რეგისტრ.: 6-April 08
მდებარეობა: შეშლილი მსოფლიო
წევრი №: 2,853
კურსი:3


ციტატა(ციცქნა @ 10th September 2008 - 22:26) *
კოდური სახელწოდება RB

სათაურის მნიშვნელობას ვერ მივხვდი...
ხომ არ განმარტავდი? smile.gif


--------------------
gliddy glub gloopy nibby nabby noopy
la la la - lo lo
sabba sibbi sabba nooby aba naba
lee lee - lo lo
tooby ooby wala
nooby aba naba
early morning singing song...
Go to the top of the page
 
+Quote Post
70 გვერდი V  « < 10 11 12 13 14 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th October 2019 - 12:24
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank