გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Reply to this topic Start new topic
 ვიქტორინის წესები, პირობები და დებულებები, სპორტული ვიქტორინა
 
Guest_Moder_*
პოსტი Sep 3 2008, 20:35
პოსტი #1





Guests






2008 წლის 20 სექტემბრიდან ფორუმზე დაიწყება სპორტული ვიქტორინა, რომელიც გაგრძელდება 2008 წლის 20-23 დეკემბრამდე.

ვიქტორინის ოფიციალური სპონსორი და მხარდამჭერია ტოტალიზატორი "მაქსიმუმი", რომელიც მდებარეობს უზნაძის #4-ში. (ტოტალიზატორ "მაქსიმუმის" ვებ-მისამართია http://www.maximum.ge/ ).

ვიქტორინის პირველი სამი გამარჯვებული დაჯილდოვდება შემდეგი პრიზებით :



I ადგილი - 100 ლარი (Gel);

II ადგილი - 60 ლარი (Gel);

III ადგილი - 40 ლარი (Gel).





1.1 ვიქტორინაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ფორუმის ნებისმიერ რეგისტრირებულ წევრს, თუმცა თითოეული წევრი უნდა გაეცნოს ქვემოთ მოყვანილ წესებსა და დებულებებს და უნდა ეთანხმებოდეს მათ;

1.2 ვიქტორინაში ჩაბმა ასევე შესაძლებელია მისი დაწყების შემდეგაც, ანუ ვიქტორინაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალ დარეგისტრირებულ წევრებსაც რომელთაც ჯერ პოსტიც კი არ აქვთ დაწერილი ფორუმზე, თუმცა ვიქტორინაში გამარჯვებულ წევრს უნდა ქონდეს სულ ცოტა 500 პოსტი წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაკარგავს საპრიზო ადგლის და მის ადგილს დაიკავებს რეიტინგში მას შემდეგ მდებარე წევრი.

1.3 აკრძალულია ვიქტორინაში ორი სხვადასხვა სახელით მონაწილეობის მიღება. მსგავს საქციელში შემჩნეული ნებისმიერი წევრი ყველანაირი გაფრთხილების გარეშე მოიხსნება ვიქტორინიდან;

1.4 ასევე აკრძალულია ერთი წევრის მიერ ორი ურთიერთგამომრიცხავი ან სხვადასხვა ანგარიშის დაწერა ერთი და იმავე თამაშზე (I შემთხვევაში მონაწილეს მიეცემა სიტყვიერი გაფრთხილება და მოცემულ ტურში დაეწერება 0 ქულა, ხოლო მსგავსი საქციელის განმეორების შემთხვევაში მოიხსნება ვიქტორინიდან);

1.5 შედეგები ჩაითველბა ანულირებულად და წევრს დაეწერება 0 ქულა თუ იგი თავის ვარაუდს დააფიქსირებს თამაშის დაწყების შემდეგ;

1.6 ვიქტორინიდან მოიხსნება ან გაფრთხილება მიეცემა წევრს, რომლებიც შემჩნეული იქნება სხვადასხვა თაღლითურ ქმედებებში (Proxy-ს გამოყენებასა თუ რაიმე სხვა IP-ის შესანიღბი საიტის მოხმარებაში და ა.შ);





2.1 ვიქტორინაში მონაწილე პირი ვალდებულია გამოიცნოს ჩემს მიერ დაწერილი თამაშების ანგარიშები (მონაწილეებმა უნდა დაწერონ ანგარიშები და არა შედეგები);

2.2 ვიქტორინაში თითოეულ ტურში აირჩევა ხუთი წყვილი (თამაში) წამყვანი საფეხბურთო ჩემპიონატებიდან და ტურნირებიდან, რომელთა ანგარიშების გამოცნობა მოუწევს ყველა იმ პირს, ვისაც სურს მონაწილეობა მიიღოს ვიქტორინაში.

2.3 წევრს, რომელიც გამოიცნობს თამაშის (აქ მხოლოდ ერთ თამაში იგულისხმება და არა - ერთი ტური) ანგარიშს დაეწერება +5 ქულა, წევრს, რომელიც გამოიცნობს სხვაობას დაეწერება +3 ქულა, წევრს, რომელიც გამოიცნობს შედეგს დაეწერება +1 ქულა, ხოლო თუ წევრმა ვერაფერი ვერ გამოიცნო, მაშინ მას ეწერება -2 ქულა (თუ ვინმესთვის გაურკვეველია შეფასების სისტემა დააკლიკეთ ===>>> აქ.

2.4 თითოეულმა წევრმა თავად (თავისივე) სახელით უნდა დააფიქსიროს თავისი სავარაუდო ანგარიშები, ყურადღება არ მიექცევა ისეთ პოსტებს რომელიც იქნება მსგავსი შინაარსის: ,, დღეს სიტყვაზე რომელიმე იუზერი ვერ შემოდის და გადმომცა ჩემს მაგივრადაც დაწერე შედეგებიო'' ან რაიმე მსგავსი ტიპის პოსტები. ასევე გაითვალისწინეთ რომ ვიქტორინის მიმდინარეობისას არ მიიღოთ ვორნები თორე ამან შეიძლება რომელიმე ტური გამოგატოვებინოთ (რადგან ვორნლოგის შევსებასთან ერთად გეკრძალებათ ფორუმზე პოსტვაც)

2.5 თუ წევრებმა მოაგროვეს ერთნაირი ქულები მაშინ უპირატესობა ენიჭება იმ წევრს, რომელსაც უფრო მეტი ტური აქვს ნათამაშები, თუ ამან ვერ გამოავლინა გამარჯვებული შემდეგ ყურადღება ექცევა იმას თუ რომელ წევრს აქვს წინა ვიქტორინაში მონაწილეობა მიღებული (გამარჯვებულად ითვლება ის რომელმა წევრმაც მიიღო მონაწილეობა წინა ვიქტორინაში), თუ ორივე მონაწილეს აქვს მონაწილეობა მიღებული წინა ვიქტორინაში, მაშინ დაინიშნება დამატებითი ტური რომელშიც მხოლოდ ის მოთამაშეები მიიღებენ მონაწილეობას რომლებსაც თანაბარი ქულები აქვთ და ასევე იბრძვიან საპრიზო ადგილისათვის (დამატებით ტურშიც აირჩევა ხუთი თამაში)

2.6 ტურის თამაშები დაიწერება სულ მცირე 24 საათით ადრე თამაშების დაწყებამდე. (მაგ:.თუ თამაშები გაიმართება 20 სექტემბერს იგი ფორუმზე დაიწერება 19 სექტემბერს (შესაძლებელია უფრო ადრეც 18 ან 17 სექტემბერსაც კი.)

ვიქტორინის თამაშები დაიწერება > > > ა მ < < < თემაში და ამავე თემაში შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი სავარაუდო ანგარიშები;

P.s ვიქტორინაში მე არ ვღებულობ მონაწილეობას, რადგან ტურის თამაშებს ვარჩევ ერთპიროვნულად მე

P.P.s გისურვებთ წარმატებას !

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Moder: Dec 16 2008, 23:35
Go to the top of the page
 
+Quote Post
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th July 2019 - 21:16
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank