გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


70 გვერდი V  « < 11 12 13 14 15 > »   
Reply to this topic Start new topic
 საკუთარი შემოქმედება
 
ციცქნა
პოსტი Sep 10 2008, 22:41
პოსტი #157


rebel
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,057
რეგისტრ.: 27-February 08
მდებარეობა: მე მომწონს
წევრი №: 2,372
კურსი:3


ციტატა(Miss Green @ Sep 10 2008, 22:52) *
სათაურის მნიშვნელობას ვერ მივხვდი...
ხომ არ განმარტავდი? smile.gif


ეგ ზღაპარი ჩემი თავანია, გუშინწინ ნიძლავი წავაგე და გუშინ ჩავაბარე.

სათაურში რო აბრევიატურაა ეგ ვისთანაც ნიძლავი წავაგე იმის ინიციალებია და ამავე დროს სიტყვა ReBirth-ის შემოკლებული ფორმა.

ანუ, ამ ზღაპარმა ისევ გააჩინა ჩემში სურვილი ვწერო.
და ეს ჩემთვის ახლიდან დაბადების ტოლფასია.

აი ეს მიხაროდა წუხელ. ზუსტად.
თან RB-საც მოეწონა.


--------------------
http://busx.wordpress.com/
Go to the top of the page
 
+Quote Post
Miss Green
პოსტი Sep 10 2008, 22:48
პოსტი #158


Bittersweet
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,055
რეგისტრ.: 6-April 08
მდებარეობა: შეშლილი მსოფლიო
წევრი №: 2,853
კურსი:3


ციცქნა
გასაგებია smile.gif
ზღაპარიც კარგია smile.gif

წერაზე უარს რატომ ამბობდი?
კარგად გამოგდის და smile.gif


--------------------
gliddy glub gloopy nibby nabby noopy
la la la - lo lo
sabba sibbi sabba nooby aba naba
lee lee - lo lo
tooby ooby wala
nooby aba naba
early morning singing song...
Go to the top of the page
 
+Quote Post
ციცქნა
პოსტი Sep 10 2008, 22:52
პოსტი #159


rebel
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,057
რეგისტრ.: 27-February 08
მდებარეობა: მე მომწონს
წევრი №: 2,372
კურსი:3


Miss Green

უარს არა.

უბრალოდ ვერა და ვერ მივედი კმაყოფილებამდე და დამღლელია.
ჩემთვის ტანჯვაა, მით უმეტეს, იმედგაცრუებების მიმართ ზედმეტად მგრძნობიარე ვარ.

ამიტომ, როცა რაღაცას ვწერ, მაქსიმუმ იმ დღეს მომეწონოს, მეორე დღეს არ მომწონს, მესამე დღეს საშინელება მგონია და ა.შ.

ამის გაძლება უნდა შეგეძლოს, თუ მართლა წერა გინდა.
მე მინდა.


--------------------
http://busx.wordpress.com/
Go to the top of the page
 
+Quote Post
Miss Green
პოსტი Sep 10 2008, 23:02
პოსტი #160


Bittersweet
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,055
რეგისტრ.: 6-April 08
მდებარეობა: შეშლილი მსოფლიო
წევრი №: 2,853
კურსი:3


ციტატა(ციცქნა @ 10th September 2008 - 23:10) *
ჩემთვის ტანჯვაა, მით უმეტეს, იმედგაცრუებების მიმართ ზედმეტად მგრძნობიარე ვარ.

ამიტომ, როცა რაღაცას ვწერ, მაქსიმუმ იმ დღეს მომეწონოს, მეორე დღეს არ მომწონს, მესამე დღეს საშინელება მგონია და ა.შ.

იდეალისტი და მაქსიმალისტი ყოფილხარ ჩემსავით smile.gif



--------------------
gliddy glub gloopy nibby nabby noopy
la la la - lo lo
sabba sibbi sabba nooby aba naba
lee lee - lo lo
tooby ooby wala
nooby aba naba
early morning singing song...
Go to the top of the page
 
+Quote Post
kuss
პოსტი Sep 12 2008, 20:56
პოსტი #161


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 66
რეგისტრ.: 22-August 08
წევრი №: 4,086
კურსი:--


> Fondness! <

ისევ მემალები. . .
ჭირვეული ბავშვივით დარბიხარ და დამალობანას მეთამაშები. . .
არ მენახვები, არასდროს. . .
მე კი უბრალოდ დაგეძებ. . .
ყველგან, სადაც კი შენი ნახვა შეიძლება. . .
ვარდის ფურცლებსჰი დაგეძებ, რომლებმაც ოდესღაც შენით დაიწყეს გაფურჩქვნა, გამოცოცხლება. . .
იმ აყვავებული ნუშის უკან დაგეძებ, შენთან ერთად რომ ხარობს გაზაფხულს. . .
ამაყ და თავაწეულ ოაზისებს შორის დაგეძებ, ერთ დროს, სიცხით დაღალულნი, შენს გამოჩენას რომ ელოდნენ. . .
გაყვითლებულ და გამხმარ ფოთლებში დაგეძებ, შენი შეხებისას, მხიარულად რომ იწყებენ შრიალს. . .
გეძებ. . .
დაგეძებ იმ ვარსკვლავებში შენგან ნაჩუქარი, დიდი გრძნობებით დამძიმებულნი, უმალ რომ მოსწყდებიან-ხოლმე ცას. . .
უკიდეგანო სივრცეში დაგეძებ, სადაც მხოლოდ შენით გაჟღენთილ მოლეკულებს ვგრძნობ, შენ კი-ვერ. . .
ისევ მემალები. . .
მე კი, ძებნით გათანგული მაინც დავდივარ და დაღლილ თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ. . .
იმედით, რომ გიპოვი. . .
ჰოო, ისევ დაგეძებ. .
ადამიანებშიც კი!
შენით გახარებულ და გაბედნიერებულო ადამიანებში. . .
მეც მინდა ვიყო ბედნიერი!
მორჩი ამ თამაშს და თუ მართლა შეგიძლია სხვებისთვის სიხარულის მინიჭება, გამოჩნდი!
გამოჩნდი და სანამ გვიანი არ არის მეც დამიბრუნე სიცოცხლის ხალისი. . .
დამენახე. . .
მხოლოდ ერთხელ შეგახებ ხელს. . .
ერთი წამით გამხადე ბედნიერი და საკმარისი იქნება, რომ დავრწმუნდე შენს არსებობაში. . .
მერე კი წადი. . .
სულ წადი თუ გინდა. . .
იქნებ ვინმეს ჩემზე მეტად სჭირდები. . .



მე კი უბრალოდ მეცოდინება, რომ არ ხარ გამოგონილი!





Go to the top of the page
 
+Quote Post
klasikosi
პოსტი Sep 12 2008, 23:01
პოსტი #162


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 68
რეგისტრ.: 31-August 08
წევრი №: 4,146
კურსი:2


"მწერლობა ტვინით მშობიარობაა"
კ.გამსახურდია
biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
un-known-girl
პოსტი Sep 13 2008, 23:31
პოსტი #163


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 187
რეგისტრ.: 6-May 08
მდებარეობა: tiflisi
წევრი №: 3,194
კურსი:4


თუკი ყოველდილით ადრე ვდგები, დაახლოებით 6 საათზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უძილობა მჭირს და ნერვები წესრიგში არა მაქვს. უბრალოდ სამსახური მაქვს ასეთი. თავიდან ამ სამუშაოზე რომ მივედი, ყველას ძალიან გაუკვირდა, ავტობუსის მძღოლობა გოგოს საქმე არააო თქვეს, თუმცა ისიც აღიარეს, რომ ავტობუსის მძღოლი გოგო რომ შეხვეროდათ, აუცილებლად დარჩებოდნენ სასიამოვნოდ გაოცებულები.
ჰოდა, მეც იმ დღის მერე, როცა გამოცდა წარმატებით ჩავაბარე და დაახლოებით ერთი საათი ავტობუსი შეუფერხებლად ვატარე საცდელ მოედანზე, ყოველ დილით ადრე ვდგები და ჩემს ფორმას ვიცვამ. ფორმა მე თვითონ მოვიგონე და შევიკერე, ზოლიანი ბოლოკაბა და მაისური_ დაახლოებით ისეთი, მეზღვაურებს რომ აცვიათ ხოლმე, თავზე კეპკით. მერე ჩვენს გარაჟში მივდივარ. დანარჩენ მძღოლებთან ერთად ვსაუზმობ და დაახლოებით 7 საათისთვის ავტობუსი ქალაქში გამომყავს. ერთ საათში ამოსვლას იწყებენ სტუდენტები, ლექტორები, მოსწავლეები, მათი მშობლები, მასწავლებლები... მერე ნელ-ნელა თხელდება ხალხი, თუმცა ერთი წრეც არ მაქვს დარტყმული, რომ ისევ იჭედება ჩემი დიდი ლამაზი წითელი ავტობუსი და შუადღემდე მშვიდად ვუსმენ უკმაყოფილო მგზავრების რეპლიკებს: რეზინის კი არაა ეს ავტობუსი, სად უჩერებს, თავზე ხომ არ დამაჯდება და ა.შ. ისე, მეც ხშირად მიფიქრია, ნეტა ამდენ ხალხს როგორ იტევს, ალბათ მართლა იწელება-მეთქი.
ცუდია, რომ მგზავრების უმრავლესობა ვერ ამჩნევს, რა ლამაზია ჩემი ავტობუსი. არადა წითლად ხომ მე თვითონ გადავღებე, ლამაზი და განსხვავებული რომ ყოფილიყო. ერთხელ ერთ ხნიერ ქალს შევეკითხე, ჩასვლისას, აბა თუ გამოიცნობთ ეს ავტობუსი რა ფერია-მეთქი და ყვითელიო, დაუფიქრებლად მიპასუხა და ჩავიდა. არადა ეს ქალი დიდი ხანია რაც ჩემი მგზავრია. დილით შვილიშვილი მიჰყავს ხოლმე სკოლაში და მერე სახლში ბრუნდება, ოღონდ ალბათ სხვა ავტობუსით. ნაშუადღევს კი ბიჭს სკოლაში აკითხავს და უკან მოჰყავს. თანაც ყოველთვის უცნაურად მიღიმის_თან თითქოს თანაგრძნობით, თან თითქოს დანაშაულის გრძნობით, აი მათხოვრებს რომ 10 თეთრს მისცემენ ხოლმე და რომ გაუღიმებენ, ეგრე, თუ არ ვიცი, რა... თან შვილიშვილისთვის ათასნაირი ბუტერბროდის ყიდვაც არ ავიწყდება, გზაში აჭმევს ხოლმე, მე კიდე ნერწყვები მომდის, ისე მადიანად ილუკმება ის ბავშვი...
თუმცა მე რა, მე არაფერი. ბოლოს ხომ, მათი გაჩერებაც მოდის და ჩადიან.
კიდევ რამდენიმე მგზავრი მყავს ასეთი, მუდმივი. ორი გოგოა, ალბათ სტუდენტები და მგონი კონსერვატორიაში სწავლობენ, იმიტომ რომ ვიოლინოები და ნოტები დააქვთ აქეთ-იქით. სულ მე მელოდებიან და რომ ამოვლენ, მიღიმიან ხოლმე. ვოცნებობ, რომ ერთხელ ისეთი დღე იყოს, არავინ არ მყავდეს ავტობუსში მაგათ გარდა, რომ დავაკვრევინო, მაინტერესებს როგორ უკრავენ. მორიდებული გოგოები არიან ისე, ჩუმები და ზრდილობიანები, მხოლოდ თვალებით იღიმებიან და მოხუცებს ადგილს ყოველთვის უთმობენ.
კიდევ ერთი ბიჭი ამოდიოდა ხოლმე. მაღალი, გამხდარი. შავი გრძელი თმა ჰქონდა. თავზე ყოველთვის ცილინდრი ეხურა და მუქი მწვანე პალტო ეცვა. ისიც სულ მიღიმოდა და ხან საიდან ამოდიოდა და ხან_საიდან. ამოვიდოდა და დადგებოდა ჩემს უკან. სარკიდან ვუყურებდი, ის კი კისერში მომაშტერდებოდა მთელი გზა ასე ჩუმად მიყურებდა. ჩემი განრიგი სულ ზეპირად იცოდა მგონი. მერე კი ლაპარაკიც დაიწყეს მგზავრებმა_ ავტობუსის მძღოლები და ეს “კარმანშჩიკები” შეკრულები არიანო, თურმე ჯიბის ქურდი ყოფილა... რაცე ს გავიგე, გავაფრთხილე, ამ ავტობუსში მეორედ ამოსული აღარ დაგინახო მეთქი და მართლაც აღარ ამოსულა, არადა ისეთი ლამაზი თვალები ჰქონდა... ისიც წავიდა...
რამდენი ხანია ავტობუსის მძღოლად ვმუშაობ და ერთხელ ჩემს კონდუქტორთან დავიწუწუნე, რა ცუდი სამსახური მაქვს, რამდენიმე ჩემი მგზავრი ისე მიყვარს და ძალიან მინდა მათი გაცნობა, მაგრამ არ მეძლევა ამის საშუალება, რომ დაველაპარაკო, სწრაფად ჩადიან მეთქი, თან მგონი უპატრონო და გაჭირვებული ვგონივარ ყველას, ალბათ ჰგონიათ, რომ ცხელი სადილიც არასოდეს არ მაქვს მეთქი... მხრები აიჩეჩა და გამიღიმა, ან რა უნდა ეთქვა, თვითონაც ეგრე არაა. რა ცუდია, რომ ორად ორი ადამიანი მყავს, ვისთანაც სამუდამოდ ვიქნები, სანამ მე თვითონ არ ჩავალ ამ ავტობუსიდან, ჩემი ქურთი კონდუქტორი კარენა და მოხუცი კოჭლი დისპეტჩერი. ისე კარენა, ახალგაზრდა ბიჭია, მაგრამ ისე ლაპარაკობს, გეგონება მთელი ცხოვრება ჰქონდეს გამოვლილი. ლამაზი ლურჯი თვალები აქვს და ძალიან სასაცილო, საყვარელი აქცენტით ლაპარაკობს ქართულად. რომ ვეუბნები, კარენ, მიდი ქურთულად მელაპარაკე თქო, ჩააჟღურტულებს რაღაცას და თავიც რომ მოვიკლა, არ გადამითარგმნის. სულ ვემუქრები, ერთხელ ვინმე მეეზოვე ქურთს ვთხოვ გადამითარგმნოს შენი ნათქვამი და შენი საიდუმლოებებიც გამოაშკარავდება მეთქი. მაგრამ სად გვაქვს ამის დრო_ მე და კარენა ისე დილაუთენია მივდივართ სამსახურში, რომ მაგ დროს მეეზოვეებსაც კი სძინავთ. კარენა ძალიან მიყვარს. დისპეტჩერი მეუბნება, კარენასაც უყვარხარო, რაზეც კარენა ყოველთვის ყურებამდე წითლდება. ჩემთან მორცხვია, თუმცა სხვებთან 24 საათი ოცდათორმეტივე კბილი აქვს გადმოყრილი. სულ იკრიჭება_ მოსწავლეებს ართობს, გოგოებს ეპრანჭება, მოხუცებს ეხუმრება, არიან ერთ სიცილ-ხარხარში. ალბათ რა ლამაზია ამ დროს გარედან ჩემი ავტობუსი! დიიდი წითელი ავტობუსი, რომელიც სავსეა მოცინარი და ბედნიერი ხალხით! თუმცა მერე ეს ბედნიერი ხალხი ნელ-ნელა ჩადის, სახეზე სიცილი ჯერ ღიმილად ექცევათ, მერე კი შეუმჩნევლად უქრებათ...
კიდევ იმიტომაა ცუდი ავტობუსის მძღოლობა, რომ ისეთ ადამიანებს ეჩვევი, ვისაც არ უნდა მიეჩვიო. იმიტომ რომ ვისაც მიეჩვევი, ყველა ჩადის. არადა თითქოს ცოტაც და ლაპარაკს გაუბავ, რომ დამშვიდობებას ვერ ასწრებ ხეირიანად, ჩადის, რაც არ უნდა დიდხანს იდგეს შენ გვერდით და გელაპარაკოს, გაგიღიმოს, სხვა გადარეულ მძღოლებზე შენთან ერთად აღშფოთდეს, ბოლოს მაინც ჩავა. მე კი უხერხულად ვგრძნობ ხოლმე თავს, როცა ფულს მიწვდის.
ერთი მგზავრი დამყვება ხოლმე ყოველთვის. წერეთლიდან რუსთაველამდე. გრძელთმიანი ქერა ბიჭია, გიტარით დადის სულ, გარეგნობით ქრისტეს ჰგავს, ჩუმად იცინის, ჩემსავით. შეიძლება სასწორიც კია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომწონს და რამდენჯერმე ვიფიქრე კიდეც, ნეტავ ხომ არ შემიყვარდა-მეთქი, მახსენდება, რომ ერთხელაც იქნება ჩავა და აღარასოდეს ამოვა, ან დაამთავრებს სწავლას თუ იქ სწავლობს, ანდა სამუშაოდ სხვაგან გადავა. მე კი მის მაგივრად ჩემი ერთგული კონდუქტორი გამიღიმებს ოცდათორმეტი კბილით.

გიორგი ხშირად ამბობს, რომ ავტობუსით მგზავრობა ბევრად ჯობს საკუთარი მანქანით სიარულს. მე არასოდეს ვეთანხმები და ამის გამო, თითქმის ყოველთვის ვჩხუბობთ. თუმცა მერე რომელი ვთმობთ არც კი ვიცი, ალბათ_მე, იმიტომ რომ, ჩვეულებრივ, მე სამსახურში ჩვენი მანქანით დავდივარ, გიორგი კი ავტობუსით მიდის. იმდღეს სამსახურიდან ერთად რომ გამოვედით, აიჩემა ავტობუსით წავიდეთო, მე უარი ვუთხარი, ერთი საათი ვიჭიდავეთ სამსახურის წინ და ბოლოს ისევ მე დავუთმე და ავტობუსით წამოვედით. მთელი გზა უხასიათოდ იჯდა და ხმა არ ამოუღია. მე ნიშნისმოგებით მივახალე, შენს ნაქებ ავტობუსში ასე ცხვირჩამოშვებული რატომ ზიხარ-მეთქი, შემომიღრინა, სულ შენი ბრალია ყველაფერიო. რა დავუშავე არ ვიცი. მე ხომ მაინც დავთანხმდი ბოლოს. სახლამდე ხმა არც ერთს არ ამოგვიღია. არც სახლში შევრიგებულვართ. დილითაც ის ავტობუსით წამოვიდა, მე_მანქანით. საღამოს კი, შესარიგებლად რომ მივედი, შევთავაზე, სახლში ავტობუსით წავიდეთ-მეთქი, მაშინვე მოვიდა ხასიათზე. გავედით გაჩერებაზე. ისე, წითელი ავტობუსებიც თუ იყო ამ ქალაქში, არც ვიცოდი, პირველად შევამჩნიე. წინ დავსხედით. საოცარია, ნეტავ ამ ავტობუსის გადაკეტების უფლება თუ ჰქონდა ამ მძღოლს, ძირს ნაფეხურები დაუხატავს, ფანჯრის მინებზე კი ვარდისფერი პლიონკები აუწებებია, ხოდა ამის გამო ყველაფერს მოწითალოდ ვხედავდი, თავი მეტკინა. გიო კი ენას არ აჩერებდა, ლაქლაქებდა და ლაქლაქებდა. კარგ ხასიათზე იყო, მე კი ისეთი შიში ვჭამე, მძღოლი გიჟივით დაქროდა ქუჩებში და სახლშიც 15 წუთით ადრე მივედი. გიო რომ ჩადიოდა, წუთით მძღოლის ხელებს დააკვირდა, მერე გამიღიმა, დამემშვიდობა და ჩავიდა. გიო ყოველთვის იმას აღნიშნავს, რომ მე მთელ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი თითები მაქვს. მეც რომ ჩავდიოდი, თვალი მძღოლის თითებისკენ გამექცა. გოგოსავით თეთრი, გლუვი კანი ჰქონდა, სუსტი თითები და სუფთა ფრჩხილებით. თUმცა რატომღაც ერთ ფრჩხილზე ესვა ლაქი. ალბათ “საჩუქარი” შეუსრულდა. მერე მძღოლი რატომღაც ჩემს თითებს დააკვირდა. მერე ჩავედი. ისე ძალიან დაბნეული გოგო კი იყო, ასეთებს საერთოდ რატომ აჩერებენ სამსახურში არ ვიცი_ კარები ისე უცებ დაკეტა, ლამის ფეხი მომაყოლა. თუმცა საწყალი გოგო, ალბათ როგორ უჭირს, მძღოლობას რომ კადრულობს.

მის გამო თმებიც კი შევიჭერი, ისეთი ლამაზი ვიყავი იმდღეს, სანამ მის გაჩერებამდე მივიდოდი, ასჯერ მაინც გამოვტოვე სხვა გაჩერებები, დვორნიკებიც იქამდე მქონდა ჩართული, სანამ მზემ პირდაპირ თვალებში არ მომანათა, მის გაჩერებამდეც მივედი, მაგრამ არ ამოსულა, მთელი დღე ველოდი, რუსთაველზე რომ გავედი, თმა ხელახლა გადავივარცხნე, სუნამოც დავისხი, მაგრამ არც იქ ამოსულა. საღამოს კი, როცა თმის სამაგრიც მოვიხსენი და თმებიც ჩემებურად ავიჩეჩე, კარენამ მითხრა, რომ მთელი დღე ძალიან ლამაზი ვიყავი, რომ მთელმა ავტობუსმა შემამჩნია...
ჩემი ქრისტე კი მეორე დღეს გამომეცხადა, მაშინ, როცა თმა უკვე აჩეჩილი მქონდა და რუსთაველიდან წერეთელზე ვბრუნდებოდით, ვიღაც სულელ გოგოს გადაუხადა და გაუღიმა კიდეც, მე კი თითებზე დამაკვირდა. ის გოგო რომ ჩავიდა, დავინახე, რომ მე იმაზე უფრო ლამაზი თითები მაქვს.
იმ საღამოს კარენას შევჩივლე, ჩემი ბოლო ბედი შენ იქნები-მეთქი, ჰოდა მეორე დღეს დიდი შოკოლადის ფილით ხელდამშვენებული გამომეცხადა. ისე გავოცდი, ლამის ჩემი მეზღვაურის კეპკა ფანჯრიდან გადამივარდა! მერე იმედგაცრუებულმა იმ ფრჩხილზე, სადაც საჩუქარი მქონდა თეთრად დახატული, ლაკი გადავისვი. ეს მეორე საჩუქარი კარენასგან. იმ დილას საზეიმოდ გადავწყვიტე, დარჩენილ ორ საჩუქარს თვალის ჩინივით გავუფრთხილდები და იქამდე არ მოვიჭრი, სანამ არ მაჩუქებენ-მეთქი. კარენაც გავაფრთხილე, ამის მერე აღარაფერი მაჩუქო-თქო, ჰოდა ახლა გულდამშვიდებით ველოდები ჩემს ნამდვილ საჩუქრებს.

რა ვუყოთ, Kარენ, ჩემზე ლამაზი თითები მაინც არ ჰქონდა-მეთქი, ვუთხარი. კარენაც მაშინვე დამეთანხმა, შენ გრძელი, პიანისტის თითები გაქვსო. რა უცნაურია ეს კარენა, ნეტავ პიანისტის თითები სადღა უნახავს, თუმცა როცა კონდუქტორი ხარ, ალბათ ძალაუნებურად, პირველ რიგში, ხელებში უყურებ მგზავრს...
ჰო მართლა, იმ დღეს ცუდი დღე მქონდა, ის ფრჩხილი, რომელზეც ჩემი ქრისტეს საჩუქარი მეხატა, საჭეზე მომტყდა. ჰოდა გაბრაზებულმა ავდექი და ფრჩხილები ძირში დავიჭერი. სულ ტყუილად გამიფუჭდა საჩუქრები. არადა როგორ ველოდი.



რამდენიმე დღეში კი სულ გამოიცვალა. რაც საჭეზე ერთი ფრჩხილი მიიმტვრია, დანარჩენებიც ძირში დაიჭრა, ფანჯრებიდან ვარდისფერი პლიონკები ააძრო, მე კი გამომიცხადა, რომ რაც მინდოდა ის მეჩუქებინა ამის მერე. ჰოდა მეორე დღეს გვირილები მივუტანე. აიღო და მთელი თაიგული თავში გაირჭო. მთელი დღე გვერდზე გადახრილი თავით იჯდა წარბშეუხრელად, ბოლოს გვირილების ფურცლებმა ცვენა დაიწყეს. თან ავტობუსი მიჰყავდა, თან ჩუმად ბურტყუნებდა კოპებშეკრული და ერთ ადგილას მიშტერებული: “ამოვა, არ ამოვა, ამოვა, არ ამოვა...” ამის გამო, მგზავრები კარებზე აკაკუნებდნენ, ყვიროდნენ, ხან მე მლანძღავდნენ, ხან გაშტერებულ მძღოლს... მერე ერთ-ერთმა მოხუცმა ქალმა, შეანჯღრია, მე გადავეფარე, ძლივს მოახედა. დაბნეულმა ცისფერი თვალები აახამხამა_ ჰო, ცისფერი თვალები, თურმე ცისფერი თვალები ჰქონია, თუმცა რა გასაკვირია, აბა მძღოლს და კონდუქტორს თვალებში საერთოდ არ უყურებენ...

აყალმაყალმა გამომაფხიზლა. იმ ქალს დაბნეულმა გავუღიმე და შევთავაზე, ჩემი ვარდისფერი “პარპრიზიდან” გაეხედა, მაგრამ ერთი “ოჰ” წამოიძახა და მაშინვე ჩავიდა. მე კი, საერთოდ დავიბენი და ის კარი, გაღების მაგივრად, დავხურე, რა ჩემი ბრალია რომ მაინცდამაინც იმ ბრაზიან ქალს მოჰყვა შიგ ფეხი, ოოჰ, რა წივილ-კივილი ატეხა... ბავშვებმა გადაიხარხარეს, ის ქალი კი ერთი ლანძღვა-გინებით ჩავიდა. არადა, ისეთი ლამაზი ქალი იყო, დახვეწილი, ლამაზად ჩაცმული...
მერე, ცოტა აზრზე რომ მოვედი, სარკეში ჩავიხედე. გვირილებს ალაგ-ალაგღა ჰქონდა ფურცლები შემორჩენილი. სასწრაფოდ გადავითვალე, კიო, ამომივიდა.

კარგია რომ ის ვარდისფერი პლიონკები არ გადაუყრია რაც ააძრო.
ცოტა საღებავიც კიდევ გვაქვს და ნაფეხურებს ხელახლა დავახატავთ. დღეს ღამე დავრჩები გარაჟში და მე თვითონ დავუხატავ, პლიონკებსაც ხელახლა ავაკრავ. დილით რომ მოვა, გაუხარდება.
კიდევ დავახვედრებ გვირილებს. ოღონდ პირობას ჩამოვართმევ, რომ ასე გაშტერებული აღარ ივლის მთელი დღე. თორემ, დღეს მეც კი შემეშინდა, რამეს არ მიეჯახოს-მეთქი, ვიფიქრე.


დიდია და ვისაც ეზარება ნუ წაიკითხავთ blum.gif


--------------------
შეჰქმენ და ნუ დაეუფლები.
ხორცჰქმენ და ნუ იმედიდურებ.
იმეუფე და ნუ იბატონებ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
klasikosi
პოსტი Sep 14 2008, 20:04
პოსტი #164


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 68
რეგისტრ.: 31-August 08
წევრი №: 4,146
კურსი:2


UN-KNOWN-GIRL

აუუ, გაგრძელება არ იქნებაა?? biggrin.gif ძალიან მაინტერესებს იმ ბიჭს აღარ ნახავს?? სომეხი კონდუქტორისთვის არ მემეტებაა biggrin.gif biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
un-known-girl
პოსტი Sep 27 2008, 20:33
პოსტი #165


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 187
რეგისტრ.: 6-May 08
მდებარეობა: tiflisi
წევრი №: 3,194
კურსი:4


მეზობლები

მესამესართულელი კაცი დიდ, წყნარ ეზოში ცხოვრობს. ყოველ საღამოს, შებინდებისას, ჩუმად გადმოიღებს ხოლმე გრძელ ჭოგრიტს, გამართავს, მერე მოხერხებულად მოეწყობა სავარძელში და წინა კორპუსის ბინადრებს უთვალთვალებს. მესამესართულელი კაცი ასტრონომია და კარგა ხანია რაც უკანასკნელი ობსერვატორიიდანაც წამოვიდა, გრძელი, ძველისძველი ჭოგრიტიც წამოიღო და სახლში ჩაიკეტა. საკუთარი თავის ყურებას ვარსკვლავების თვალიერება ურჩევნია. ალბათ ამიტომაც, დიდი ხანია რაც ბოლო სარკეც ჩაემსხვრა შეუმჩნევლად.
წინა კორპუსში მეორესართულელი წითელთმიანი ქალი ცხოვრობს. ქალი დღისით თავის ლამაზ თმებს თავსაფრით მალავს, ხოლო საღამოს, როცა მის სარკეში ჯადოქარი აირეკლება, თავსაფარს იხსნის და წითელ თმებს გადმოშლის, წითელ პომადასაც ისმევს. ისმევს იქამდე, სანამ პომადას კიდევ რამდენიმე მილიმეტრს არ მოაკლებს. შემდეგ დაიწყებს გრძელი მონოლოგების წარმოთქმას და ხელების შლას. წითელთმიანი ქალი ყოფილი მსახიობია, მაგრამ სცენაზე კარგა ხანია აღარავის მიურთმევია მისთვის წითელი ყვავილები, აღარც წითელ თავს უკრავს სცენიდან მაყურებელს. წინაკორპუსელი ქალი, როცა მონოლოგების წარმოთქმას მორჩება, მაგიდას მივარდება და რაღაცის წერას იწყებს. თან თვალს წინა კორპუსისკენ აპარებს. კაცი ვერ ხედავს რას წერს ქალი, გაფაციცებით კი უყურებს, მაგრამ ბოლოს დაიღლება და ჭოგრიტს დაკეცავს. ქალიც შეამჩნევს, რომ ჯადოქარი შეუმჩნევლად გაპარულა სარკიდან და ფურცელს, რომელზეც უაზრო ფიგურებია დაჯღაბნილი, სანაგვე ყუთში გადაუძახებს.
მეორე დღეს, როცა გათენდება, ქალი ფანჯრებს ფართოდ გამოაღებს, თავის ხაკისფერ კატას ოთახში შემოუშვებს, თმებს თავსაფრით შეიხვევს, სახლს ალაგებს. კაცი გაფაციცებით მისჩერებია მეორესართულს, მაგრამ იქ ქალის სილუეტის გარდა ვერაფერს ამჩნევს. მესამესართულელ კაცს ფერების გარჩევა უჭირს და მხოლოდ წითელს ხედავს. როცა დაზამთრდება, შემელოტებულ თავზე მწვანე ბერეტს იფარებს რომ არ შესცივდეს, ღაბაბს კი წითელი კაშნეთი დაიმალავს.
ამასობაში კიდეც მოსაღამოვდება, კაცი გადმოშლის ჭოგრიტს და სავარძელში მოხერხებულად მოკალათდება, ქალი ნერვიულობს, ბოლთას სცემს, ფანჯრიდან იყურება მალიმალ, მერე კი ჯადოქარი მოდის მასთან. აირეკლება მხიარული გრძნეული განუყრელი ჭოგრიტით ხელში (ჯადოქრებს ხომ ჭოგრიტები ყველგან თან დააქვთ!) მოხერხებულად ჩაჯდება სავარძელში და ქალს შეჰყურებს. ქალი ხაკისფერ კატას გააგდებს ოთახიდან, კატა კარს უკან მოკალათდება და ღრიჭოდან უთვალთვალებს გულმოსული თავის პატრონს და ჯადოქარს. წითელთმიანი ყოფილი მსახიობი გადმოშლის ლამაზ თმას, წაისმევს ტუჩებზე წითელ პომადას და იწყებს მონოლოგებს. ის ან კაბარეს მოცეკვავე ქალია, ან_შეშლილი მათხოვარი, ან_ეშხიანი ბოშა ქალი, ან_მეოცნებე შეყვარებული, ან კიდევ_დაძონძილ პალტოში გამოხვეული უბედური მაწანწალა. კაციც ხან ჯადოქარს შეჰყურებს (რომელიც ალბათ აღტაცების შეძახილებს არ იშურებს მსახიობისთვის), ხან კი_ექსტაზში შესულ ქალს, რომელსაც ჯერ საკუთარი თავი ავიწყდება, მერე_ჯადოქარი. მერე მალე გაივლის ეიფორია, ქალი მიიხედ-მოიხედავს, მალულად გააპარებს თვალს წინა კორპუსისკენ, კაცს კი მობეზრდება ერთ ადგილას გაქვავებული ქალის ყურება და მეორე დღისთვის შეინახავს ჭოგრიტს. ქალიც გონს მოეგება, ნაწყენი დამალავს ლამაზ წითელ თმებს თავსაფარში, წითელ პომადას მოიშორებს, კარს გამოაღებს და წვება. ხაკისფერი კატა ჩუმად შემოიპარება ოთახში, სარკის ქვეშ მოიკალათებს მორიდებულად და იძინებს. Mმეორე დღის გათენებას ორივე მეზობელი მოუთმენლად ელის. Oორივე წრიალებს ლოგინში, წამოხტებიან, მივარდებიან ფანჯარას, ერთმანეთს უეცრად მოკრავენ თვალს და დარცხვენილები ისევ ლოგინებს მიაშურებენ. ალბათ არ სურთ დაანახონ უცხო მეზობლებს თავიანთი უცნაური მოუსვენრობა.
მეორე დღესაც იგივე გამეორდება. მეორე სართულელი მეზობლის ნერვიულობა მესამე სართულელ ასტრონომსაც გადაედება და როგორც კი დაბინდდება, ისე რომ აღარ უცდის ჯადოქრის მოსვლას, გამართავს ჭოგრიტს, აჩქარებით მოიდგამს სავარძელს, ქალიც ელვის სისწრაფით გააბრძანებს ხაკისფერ კატას ოთახიდან, ცხვირწინ მიუჯახუნებს კარს, ააფრიალებს წითელ თმებს, წაისვამს წითელ პომადას ტუჩებზე და ჯადოქარიც აირეკლება მაშინვე სარკეში. კაცი უფრო დაიძაბება, მიაშტერდება ისიც სარკეს, სადაც ქალისა და ჯადოქრის ანარეკლებს ხედავს მხოლოდ, ცალფეხს მოიკეცავს თათრულად, მეორეს ნერვულად აათამაშებს იატაკზე, ქალი კი მონოლოგების წარმოთქმას დაიწყებს. კაცი ჯერ გუნებაში აყვება მეორესართულელ ბინადარს, შემდეგ ისიც წამოხტება, თვითონაც ოთახში სიარულს იწყებს, ელაპარაკება თავისი სახლიდან ქალს, ხელებს შლის, ჯადოქარს კი ამ დროს ჭოგრიტი უვარდება ხელიდან და აღტაცებული გაჰყვირის “ბრავოს”, აცახცახებული ხელით მერე მონახავს ჭოგრიტს, გვერდით მოიდგამს, კაციც უბრუნდება თავის განუყრელ ინსტრუმენტს და წითელთმიან მსახიობს აშტერდება. ქალი სიამოვნების მწვერვალს აღწევს. ის თავმდაბლად უკრავს თავს აღტაცებულ ჯადოქარს, შემდეგ ჩვეულებრივ მივარდება მაგიდას და უაზრო ფიგურების ჯღაბნას იწყებს ისევ, კაციც აიღებს ჭოგრიტს და დასაძინებლად დაწვება. წითელთმიანი მეორესართულელი მეზობელი კი მალე შეამჩნევს, რომ ჯადოქარიც გაპარულა სარკიდან და დაწვება. ღამით კატა შემოიპარება მორიდებით ოთახში და სარკის ქვეშ წვება. დილით კი ქალს მსხვრევის ხმა გამოაღვიძებს. შემკრთალი წამოხტება, გამოვარდება ოთახში სადაც თავის კუდაპრეხილ ხაკისფერ კატას დაინახავს, რომელიც ფრთხილად დააბიჯებს სარკის ნამსხვრევებზე. წითელთმიანი მეორესართულელი ქალის ფანჯრიდან აჩხავლებული კატა გადმოვარდება, რომელიც სხვა სადარბაზოს შეაფარებს თავს. ქალი კი დარაბებს ჩაკეტავს და სარკის ჩარჩოს წინ მჯდომარე მდუმარედ გაუშტერებს თვალს ოქროსფერ სილუეტს.
მესამე სართულიდან ჩვეულებრივად, დაბინდებისას გამოძვრება ჭოგრიტი, მაგრამ იმდღეს წინა კორპუსიდან მეორე სართულზე მხოლოდ დაკეტილ დარაბებს დაინახავენ. ჯადოქარი, რომელიც მთელ დღეს ემზადებოდა სარკეში ვიზიტისთვის, ვეღარ იქნება მსახიობის სასურველი სტუმარი. მესამესართულიანი კაცი გაშლილს დატოვებს ჭოგრიტს და მის წინ მჯდარი უაზროდ გაუშტერებს თვალს შავ წერტილს.
გაივლის კიდევ რამდენიმე დღე, მეორესართულის კარები გაიღება და წითელთმიანი თმაგაშლილი ქალი ქუჩაში გამოვა ხაკისფერი კატის საძებნელად.
კაცი კი სარკის საყიდლად წავა.



აი ეს, გაგრძელებასავით, klasikosi blum.gif smile.gif


--------------------
შეჰქმენ და ნუ დაეუფლები.
ხორცჰქმენ და ნუ იმედიდურებ.
იმეუფე და ნუ იბატონებ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
leo-dzia
პოსტი Sep 30 2008, 18:13
პოსტი #166


სახალხო მთქმელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,471
რეგისტრ.: 13-March 08
მდებარეობა: bobnevi-gori-tbilisi
წევრი №: 2,556
კურსი:4


აუ ისეთ... მქუხარე ლექსებს არავინ წერთ?


ქუხილის დროა...


--------------------
მეც სიგიჟემდე მიყვარხარ თააკ....


გაკოცე...
Go to the top of the page
 
+Quote Post
DAKOTA
პოსტი Oct 1 2008, 18:52
პოსტი #167


Introspection is the self-observation
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 7,511
რეგისტრ.: 9-June 08
მდებარეობა: Hidden Place
წევრი №: 3,538
კურსი:3


un-known-girl
აი შენ წითელი ვარდი give_rose.gif
მეორეც კარგია,მაგრამ პირველი უფრო მომეწონა
smile.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია DAKOTA: Oct 1 2008, 18:52


--------------------
I’m one under millions, a grain of sand in the desert of life.
I was born in this merciless world like every other people without to have a choice or a master plan.
If i ask myself … who am i? what is my purpose in life? then only music can help me to sort the chaos in my head.
Go to the top of the page
 
+Quote Post
un-known-girl
პოსტი Oct 2 2008, 19:00
პოსტი #168


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 187
რეგისტრ.: 6-May 08
მდებარეობა: tiflisi
წევრი №: 3,194
კურსი:4


DAKOTA
:* thanks blush2.gif


--------------------
შეჰქმენ და ნუ დაეუფლები.
ხორცჰქმენ და ნუ იმედიდურებ.
იმეუფე და ნუ იბატონებ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kedi
პოსტი Oct 4 2008, 21:28
პოსტი #169


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 252
რეგისტრ.: 2-December 07
მდებარეობა: marsi
წევრი №: 707
კურსი:1


დიდი პაუზის მერე. მე smile.gif


###
მას მერე , რაც ცა ჩამოიქცა,
და მშობიარე დედებმა შეაკავეს ყვირილით
და დაუძლევევლი ტკივილისათვის
ისევ მიჰგვარეს ზე-ცას..

ახალშობილები,
სადღაც ვიწროებში შეყენებული ცხვარივით
ცდილობდნენ დაბრუნებოდნენ ვენახის მტევნებს ,
რომ ისევ ეცხოვრათ თბილ საშოებში,
სადაც უფროსმა დებმა ,
რომლებიც ანკესს ამოყოლილი თევზებივით გაქრნენ, დაუტოვეს
თბილი წყალი და გრძელი მილი,
რომ კი არ ესუნთქათ,
ძვალ-რბილში გასჯდომოდათ ტკივილი და
სირცხვილიც..
ახლა ის შვილები მაყვლის ბარდებზე ხტუნაობენ და
თუ ნაყოფს რამე შეემთხვა,
ერთმანეთს თხრიან თვალებს და
ყურის ნიჟარებში ღრმად
უგორებენ სიყრუის ბეჭდებს..
მას მერე , რაც დედების ტკივილმა
ცას ადგილი მიუჩინა,
ისინი დადიან მუხლამდე ამომშრალი ფეხებით და
უკვე ტკივილგადავლილი სახით მთის ძირებში……
და ვერც ერთი სწევს მდინარის წყლით
გავსებულ მუცელს შვილებამდე..

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია kedi: Oct 4 2008, 21:28


--------------------
k-keep
e-energy
d-dimond
i-in

გავხდი მე თითქმის შენიანი და უფრო დედა..
Go to the top of the page
 
+Quote Post
70 გვერდი V  « < 11 12 13 14 15 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd October 2019 - 12:57
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank