გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Closed Topic Start new topic
 განახლებულმა ეროვნულმა მოძრაობამ რუსეთის დროშა დაწვა
 
shamili
პოსტი Feb 25 2010, 19:00
პოსტი #1


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 142
რეგისტრ.: 29-June 09
წევრი №: 6,982
კურსი:--


დღეს რუსთაველზე, პარლამენტის წინ საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიასიის 89 წლისთავთან დაკავშირებით პარლამენტის წინ შეკრებილ საპროტესტო აქციაზე განახლებულმა ირაკლი წერეთლის, გურამ გოგბაიძის, დათო ტურაშვილის, იასონ ფავლენიშვილის და სხვა ლიდერთა თაოსნობით ეროვნულ განმანთავისუფლებელმა მოძრაობამ რუსეთის ფედერაციის დროშა დაწვა. აქციის ორგანიზატორთა განმარტებით ეს იყო საპროტესტო ჟესტი რუსეთის იმპერიის მიმართ , რადგანაც 1921 წლიდან 89 წლის შემდეგ რუსეთის იმპერიას კვლავც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი .
აქციის ორგანიზატორთა თქმით ანტისაოკუპაციო , ანტირუსული აქციები გაგრძელდება საქართველოს სრულ, უპირობო დეოკუპაციამდე და ეს აქციები სულ უფრო და უფრო მასიურ და სტიქიურ სახეს მიიღებს. მომავალში დაგეგმილია საპროტესტო აქციების ჩატარება სამაჩაბლოს და აფხაზეთის მისადგომებთან
აქციის მონაწილეებმა მიმართეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა და ყველა ცივილიზებულსა და დემოკრატიულ სახელმწიფოს გააძლიერონ ზეწოლა რუსეთის იმპერიაზე საქართველოს უპირობო დეოკუპაციის კუთხით.
აქციის მონაწილეებმა ასევე მოითხოვეს ლუსტრაციის კანონის მიღების დაჩქარება და საქართველოში ამერიკის და ნატოს სამხედრო კონტიგენტის განთავსება
Go to the top of the page
 
+Quote Post
shamili
პოსტი Feb 25 2010, 21:50
პოსტი #2


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 142
რეგისტრ.: 29-June 09
წევრი №: 6,982
კურსი:--


ანტისაოკუპაციო მოძრაობა პარლამენტს განცხადებით მიმართავს

საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა პარლამენტს ორი კანონის მიღების განცხადებით მიმართვას.

ამის შესახებ პარლამენტთან დღეს 1921 წლის ოკუპაციასთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე საქართველოს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა განაცხადეს.

როგორც მოძრაობის ერთ-ერთნა წევრმა ირაკლი წერეთელმა განაცხადა, საქართველოს პარლამენტს მიმართავენ მოთხოვნით, რომ მიიღონ საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ-განმანთავსიუფლებელი მოძრაობის მიერ ინიცირებული ორგანული კანონი, 1921 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული შეირაღებული აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიების შესახებ და ასევე კანონი ლუსტრაციის შესახებ.

ამასთან, წერეთელმა აღნიშნა, რომ ამ განცხადებით ასევევ აშშ-ს კონგრესს მიმართავენ, რათა აშშ-ს ხელისუფლების უმაღლესმა წარმომაგენლებითმა ორგანომ შესაბამისი საკანონმდბლო აქტი მიიღოს.

იხილეთ ეს ლინკები :

http://momavlispartia.org/index.php?m=news...159&lang=ge

http://itv.ge/?p=50319



პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია shamili: Feb 25 2010, 21:33
Go to the top of the page
 
+Quote Post
shamili
პოსტი Feb 25 2010, 23:09
პოსტი #3


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 142
რეგისტრ.: 29-June 09
წევრი №: 6,982
კურსი:--


ამ მოძრაობით დაინტერესებულ პირებს შემიძლია დამატებითი ინფორმაციებიც მივაწოდო

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია shamili: Feb 25 2010, 23:09
Go to the top of the page
 
+Quote Post
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th August 2019 - 13:38
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank