გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


5 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topic Start new topic
 მეგობრობა, მარადიულია?
 
Rhaegar
პოსტი Feb 27 2011, 12:57
პოსტი #1


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 502
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი №: 10,624
კურსი:--


ძირითადი საზოგადოებრივი აზრი ასეთია - მეგობრობა მარადიულია, ძმობა და ერთგულება უდიდესი ღირსებაა და აუცილებელია.

რას ფიქრობთ, მართლა ასეა? იქნებ მეგობრობა ადამიანების ცხოვრების სამუდამოდ ერთმანეთთან დაკავშირება და ერთმანეთის უანგარო დახმარება კი არა, დროებითი თანამშრობლობა, ერთმანეთის გამოყენება, საერთო ინტერესის გარშემო შეკრებაა, რომელიც ამ საერთო ინტერესის გაქრობასთან ერთად იშლება?

ეს კითხვა ერთმა გამოცდილებამ დამიბადა. როგორც საზოგადოებრივი აზრის სრული გამზიარებელი, თავის დროზე მეც ვფიქრობდი, რომ მეგობრობა მარადიულად უანგარო ერთმანეთის ბედის გაზიარებაა... ძმაკაცებთან ერთად ვსვამდი, ვაბირჟავებდი, კარტს ვთამაშობდი ა. შ. სულ ერთად ვიყავით, რა თქმა უნდა ამ ურთიერთობას მარადიულად ვთვლიდი და მეგობარს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდა, ისეთი, რომ შეიძლებოდა თავიც კი დამედო მათთვის. თანდათან, განსაკუთრებით ბოლო სამი წელია ერთმანეთს ჩამოვშორდით და ათასში ერთხელ ვიკრიბებით ხოლმე, მაგრამ ეს შეკრება სიხარულით და სამუდამო ძმობის დასტურად კი არ ხდება, არამედ იმის დასაფიქსირებლად, რომ ჩვენი ხელშეკრულება ერთმანეთის დახმარებაში ისევ ძალაშია. ანუ მე თუ პრობლემები გამიჩნდება ვინმესთან, ვიცი, რომ შემიძლია იმათ დავურეკო და დამეხმარებიან, ისევე, როგორც იმათმა იციან იგივე. ასე რომ, ჩვენი ურთიერთობა მეგობრობა კი აღარ არის, ერთგვარი ალიანსია, ხელშეკრულება, რომელიც ყველასთვის სასარგებლოა. დარწმუნებული ვარ, თუ მე ოდესმე ისეთი პრობლემა გამიჩნდება, რომ ჩემი დახმარება იმაზე მეტი უჯდებოდეთ, ვიდრე შემდეგ მე შევძლებ ანაზღაურებას, არ დამეხმარებიან. რამდენიმე, საკმარისი ფულისთვის გამყიდის კიდეც, რაც უკვე მომხდარა და იმიტომ ვამბობ - ერთ "კაი ტიპთან" თავის კარგად წარმოჩენის და დაახლოების მიზნით ერთ-ერთს ჩემთვის დაუცინია, რადგან ჩემი ავტორიტეტის დაცინვა უკვე ძალიან მაგარ ბიჭობას ნიშნავს. არ ვიცოდი რა მექნა, ყურები და ენა მომეჭრა იმისთვის თუ თავი მომეკლა ეგეთ კაცს რომ "ვეძმაკაცებოდი" ან ხელშეკრულება მქონდა დადებული. მოკლედ ის, რასაც თავიდან მეგობრობად ვთვლიდით, რადგან ბევრი საერთო ინტერესი გვაკავშირებდა, ინტერესთა გაქრობასთან და ცვლილებასთან ერთად საერთო კონტრაქტად, ალიანსად იქცა... კიდევ მყავს სხვა ძმაკაცებიც, რომლებთანაც ჯერ კიდევ მაქვს საერთო ინტერესები და როცა მათზე ვიწყებ ფიქრს - იქნებ ისინიც მარადიული მეგობრები კი არა, საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებული ალიანსის წევრები არიან, თითქოს ჩემი ქვეცნობიერი მეძახის - ეე ბიჭო შიგ ხომ არ გაქვს ტვინს ნუ @#$%^ და წესიერ რაღაცებზე იფიქრეო. მაგრამ თავს რომ ძალას ვატან და ანალიზს ვაკეთებ, ის დასკვნა გამომაქვს, რომ შეიძლება მეგობრობა სრულიად არ შეესაბამებოდეს მის საზოგადოებრივ გაგებას და რეალურად მხოლოდ ალიანსი, საერთო ინტერესებისთვის დადებული ხელშეკრულება იყოს.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია სარა: Feb 27 2011, 13:39
რედაქტირების მიზეზი: ცენზურა : ))


--------------------
True Blood. BLOOD OF THE HEROES!
Go to the top of the page
 
+Quote Post
ნიმფა
პოსტი Feb 27 2011, 13:25
პოსტი #2


Life or Fantasy?!
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,430
რეგისტრ.: 4-January 09
მდებარეობა: დაკარგული

წევრი №: 5,717
კურსი:4


Rhaegar

ძალიან კარგად ჩAმოაყალიბე თემა. მომწონს ეს თემაც. ძალიან ბევრი რამ ნაცნობია ჩემთვის, ცემს ძმაკაცებსაც ხშირად აქვთ იდენტური პრობლემები. ამის შესახებ უფრო ვრცლად ვისაუბრებ მოგვიანებით.

მადლობა ამ თემის გახსნისთვის.


--------------------
განა ყოველი კაცი ხელის მოცარვა და შეცდომა არ არის? განა ის დაბადებისთანავე სულთამხდელ ტყვეობაში არ ვარდება? საპყრობილე! საპყრობილე! ყველგან ბორკილები, მარწუხები! საკუთარი ინდივიდუალურობის ცხაურიანი სარკმლიდან იმედწარხოცილი შესცქერის კაცი გარეგან გარემოებათა წრედ შეკრულ კედლებს, სანამ სიკვდილი არ მოვა და მას შინისაკენ, თავისუფლებისკენ არ მოუხმობს!

Go to the top of the page
 
+Quote Post
samuraisxmali
პოსტი Feb 27 2011, 14:10
პოსტი #3


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,849
რეგისტრ.: 10-April 08
მდებარეობა: dedamiwa
წევრი №: 2,902
კურსი:4


თავი და თავი ისაა და იმას გააჩნია, როგორ გესმის მეგობრობა.
შენი ნაწერიდან ისე გამოდის, თითქოს მეგობრობის დასტური იყოს ერთად ხშირად ქეიფი და ხშირი შეკრებები, ხოლო ამის გარეშე თითქოს მეგობრობა აღარ არსებობს და რაღაც ხელშეკრულებაა თითქოს. მე ასე არ მესმის მეგობრობის არსი, ამიტომაც ვერ დაგეთანხმები ამაში.


--------------------
ნუ დაუწყებთ ადამიანებს რაიმეს ახსნას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც თქვენი მოსმენაც არ სურთ.

სამურაი ახსენე და ხმალი ხელში დაიჭირეო (c) მარიშკა

ნაკითხიდაგანათლებული ძველბერძნული სიტყვაა და მანქანფულიანს ნიშნავს....
Go to the top of the page
 
+Quote Post
სარა
პოსტი Feb 27 2011, 14:17
პოსტი #4


უცნაური
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,347
რეგისტრ.: 19-December 09
წევრი №: 8,217
კურსი:4


ციტატა(samuraisxmali @ Feb 27 2011, 14:24) *
თავი და თავი ისაა და იმას გააჩნია, როგორ გესმის მეგობრობა.
შენი ნაწერიდან ისე გამოდის, თითქოს მეგობრობის დასტური იყოს ერთად ხშირად ქეიფი და ხშირი შეკრებები, ხოლო ამის გარეშე თითქოს მეგობრობა აღარ არსებობს და რაღაც ხელშეკრულებაა თითქოს. მე ასე არ მესმის მეგობრობის არსი, ამიტომაც ვერ დაგეთანხმები ამაში.


+
ქეიფი რომ ამტკიცებდეს მეგობრობას
ან მარტო სიტყვები
Go to the top of the page
 
+Quote Post
samuraisxmali
პოსტი Feb 27 2011, 14:21
პოსტი #5


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,849
რეგისტრ.: 10-April 08
მდებარეობა: dedamiwa
წევრი №: 2,902
კურსი:4


ისე ამას ბევრი ფიქრი არ უნდოდა, ჯერ კიდევ სულხან-საბამ დაწერა საჭირო იგავი, მაგრამ ჩვენ ისეთები ვართ სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცდით, არა გვჯერა ხოლმე. "ეს მე არ შემემთხვევა"ს პრინციპია დრომდე ხოლმე...


--------------------
ნუ დაუწყებთ ადამიანებს რაიმეს ახსნას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც თქვენი მოსმენაც არ სურთ.

სამურაი ახსენე და ხმალი ხელში დაიჭირეო (c) მარიშკა

ნაკითხიდაგანათლებული ძველბერძნული სიტყვაა და მანქანფულიანს ნიშნავს....
Go to the top of the page
 
+Quote Post
hedgehog
პოსტი Feb 27 2011, 14:52
პოსტი #6


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,905
რეგისტრ.: 16-February 08
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 2,242
კურსი:2


მარადიული არ არი არაფერი ვაბშე , ასე რომ ძალიან გასენტიმენტმაზაფაქერულად მხვდება ყურში მე პირადად მარადიულობა მეგობრობის ... მე ვცდილობ რო რეალისტი ვიყო : )))))))

ხოდა ერთი რაღაც რაც შემიძლია გირჩიო ... გულთან ახლოს არ უნდა მიიტანო , ყველაფერი ხდება ...პროსტა შენ ინტერესებზე იზრუნე ყველასთან და ყველაფერთან მიმართებაში...
Go to the top of the page
 
+Quote Post
ნიმფა
პოსტი Feb 27 2011, 14:57
პოსტი #7


Life or Fantasy?!
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,430
რეგისტრ.: 4-January 09
მდებარეობა: დაკარგული

წევრი №: 5,717
კურსი:4


ეხლა არ ვარ იმ მდგომარეობაში სერიოზულად ვიმსჯელო ამ ტემაზე, მაგრამ იმას ვიტყვი, რომ ჩემტვის მეგობრობა ყველაზე უფრო მნისვნელოვანია, პირად ურტიერტობებზეც კი. იმიტომ რომ ბიჭები და გოგოები (ეს კიდევ რაღAც ახალია) მიდიან და მოდიან, მეგობრები რჩებიამნ.

ნუ მომაქცევტ ყურადგებას


--------------------
განა ყოველი კაცი ხელის მოცარვა და შეცდომა არ არის? განა ის დაბადებისთანავე სულთამხდელ ტყვეობაში არ ვარდება? საპყრობილე! საპყრობილე! ყველგან ბორკილები, მარწუხები! საკუთარი ინდივიდუალურობის ცხაურიანი სარკმლიდან იმედწარხოცილი შესცქერის კაცი გარეგან გარემოებათა წრედ შეკრულ კედლებს, სანამ სიკვდილი არ მოვა და მას შინისაკენ, თავისუფლებისკენ არ მოუხმობს!

Go to the top of the page
 
+Quote Post
aniiiiii
პოსტი Feb 27 2011, 16:16
პოსტი #8


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 561
რეგისტრ.: 29-January 11
მდებარეობა: mantua
წევრი №: 10,747
კურსი:1


ციტატა(Rhaegar @ 27th February 2011 - 14:11) *
მაგრამ თავს რომ ძალას ვატან და ანალიზს ვაკეთებ, ის დასკვნა გამომაქვს, რომ შეიძლება მეგობრობა სრულიად არ შეესაბამებოდეს მის საზოგადოებრივ გაგებას და რეალურად მხოლოდ ალიანსი, საერთო ინტერესებისთვის დადებული ხელშეკრულება იყოს.



სამწუხაროდ ესეა არც თუ იშვიათ შემთხვევებში...
Go to the top of the page
 
+Quote Post
hedgehog
პოსტი Feb 27 2011, 16:28
პოსტი #9


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,905
რეგისტრ.: 16-February 08
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 2,242
კურსი:2


მაგ კუთხით თუ შევხედავთ იგივეა მშობელთან მიმართებაშიც ... : )) და სიყვარულიც ილუზიაა ასე რომ... : ))))
Go to the top of the page
 
+Quote Post
aniiiiii
პოსტი Feb 27 2011, 16:34
პოსტი #10


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 561
რეგისტრ.: 29-January 11
მდებარეობა: mantua
წევრი №: 10,747
კურსი:1


ციტატა(hedgehog @ 27th February 2011 - 17:42) *
და სიყვარულიც ილუზიაა ასე რომ.


კარგი რა რას ამბობ?!!
sad.gifsad.gif ohmy.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Rhaegar
პოსტი Feb 27 2011, 16:50
პოსტი #11


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 502
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი №: 10,624
კურსი:--


ციტატა(ნიმფა @ Feb 27 2011, 13:39) *
ცემს ძმაკაცებსაც ხშირად აქვთ იდენტური პრობლემები.


ეგ პრობლემები არაა, ცხოვრების ალტერნატიული აღქმაა.

ციტატა(samuraisxmali @ Feb 27 2011, 14:24) *
თავი და თავი ისაა და იმას გააჩნია, როგორ გესმის მეგობრობა.
შენი ნაწერიდან ისე გამოდის, თითქოს მეგობრობის დასტური იყოს ერთად ხშირად ქეიფი და ხშირი შეკრებები, ხოლო ამის გარეშე თითქოს მეგობრობა აღარ არსებობს და რაღაც ხელშეკრულებაა თითქოს. მე ასე არ მესმის მეგობრობის არსი, ამიტომაც ვერ დაგეთანხმები ამაში.


ანუ შენი აზრით მეგობრობა მარადიული და უანგაროა?

ციტატა(samuraisxmali @ Feb 27 2011, 14:35) *
ისე ამას ბევრი ფიქრი არ უნდოდა, ჯერ კიდევ სულხან-საბამ დაწერა საჭირო იგავი, მაგრამ ჩვენ ისეთები ვართ სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცდით, არა გვჯერა ხოლმე. "ეს მე არ შემემთხვევა"ს პრინციპია დრომდე ხოლმე...


არ მახსოვს ეგ იგავი, რომელი იყო?

ციტატა(hedgehog @ Feb 27 2011, 15:06) *
მარადიული არ არი არაფერი ვაბშე , ასე რომ ძალიან გასენტიმენტმაზაფაქერულად მხვდება ყურში მე პირადად მარადიულობა მეგობრობის ... მე ვცდილობ რო რეალისტი ვიყო : )))))))

ხოდა ერთი რაღაც რაც შემიძლია გირჩიო ... გულთან ახლოს არ უნდა მიიტანო , ყველაფერი ხდება ...პროსტა შენ ინტერესებზე იზრუნე ყველასთან და ყველაფერთან მიმართებაში...


პეტირ ბეილიში გამახსენდა ))) ინდივიდუალური წინსვლა, დანარჩენი ყველაფერი შემავსებლები და დამხმარეებია...


--------------------
True Blood. BLOOD OF THE HEROES!
Go to the top of the page
 
+Quote Post
-FLyER-
პოსტი Feb 27 2011, 16:52
პოსტი #12


ёбар грозный
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,739
რეგისტრ.: 30-October 09
მდებარეობა: Iceland sKy
წევრი №: 7,914
კურსი:3


ზოგი


--------------------
Holding Hands Flying Through The Sky.


And either way you turn
I'll be there
Open up your skull
I'll be there
Climbing up the walls.


ყველა გააფანართავიანეს :D :D :D
Go to the top of the page
 
+Quote Post
samuraisxmali
პოსტი Feb 27 2011, 17:08
პოსტი #13


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,849
რეგისტრ.: 10-April 08
მდებარეობა: dedamiwa
წევრი №: 2,902
კურსი:4


ციტატა(Rhaegar @ 27th February 2011 - 17:04) *
ანუ შენი აზრით მეგობრობა მარადიული და უანგაროა?

მეგობრობა ფარსია. ჩემთვის ჩემი გაგების ნამდვილი მგობრობა (ტერმინია) არსებობს, რომელსაც აქ არ ავხსნი და რას ნიშნავს ერთეულებმა იციან.

ციტატა(Rhaegar @ 27th February 2011 - 17:04) *
არ მახსოვს ეგ იგავი, რომელი იყო?

კაცი მამის დანატოვარ ქონებას რომ გაფლანგავს მეგობრებთან ღრეობაში და რო გაუჭირდება ახლოში რომ აღარ გაიკარებენ.


--------------------
ნუ დაუწყებთ ადამიანებს რაიმეს ახსნას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც თქვენი მოსმენაც არ სურთ.

სამურაი ახსენე და ხმალი ხელში დაიჭირეო (c) მარიშკა

ნაკითხიდაგანათლებული ძველბერძნული სიტყვაა და მანქანფულიანს ნიშნავს....
Go to the top of the page
 
+Quote Post
5 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th November 2019 - 8:44
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank