გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


20 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topic Start new topic
 საქართველოს უდიდესი მეფეები
 
akuna matata
პოსტი Feb 4 2008, 10:58
პოსტი #1


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 2-November 07
მდებარეობა: ისლის სახლი
წევრი №: 241
კურსი:--


აქ ვიმსჯელოდ ქართველ მეფეებზე



დავით IV აღმაშენებელი

1073 - 26.01.1125

დავით IV აღმაშენებელი – ძე გიორგი II-ისა, საქართველოს უდიდესი ხელმწიფე, ზეობდა 1089-1125 წლებში. უბრწყინვალესი მხედარი და მხედართმთავარი, მრავალმხრივი რეფორმატორი და ორგანიზატორი, გამეფდა 1089 წელს, მას შემდეგ რაც პროგრესულმა მოღვაწეებმა გიორგი II აიძულეს გადამდგარიყო. საქართველო მან ჩაიბარა კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფი. – თურქ-სელჩუკთაგან სრულიად დაქცეული და ამოწყვეტილი, ფეოდალურად დაქუცმაცებული და დაკნინებული. გამეფებისთანავე დავითმა შემოიკრიბა ქართველი პატრიოტები, შეადგინა საკუთარი ჯარი. გვარდია («მონა-სპა») და დაიწყო ბრძოლა თურქთა გასადევნად, საქართველოს გასათავისუფლებლად და გასაერთიანებლად. პარალელურად დავითი დაუნდობლად ებრძოდა განდგომილ ფეოდალებს და გაიმარჯვა კიდეც მათზე: გაანადგურა გაურჩებული კლდეკარის ერისთავები ლიპარიტ ივანეს ძე და რატი ლიპარიტის ძე, ასევე ძაგან არაგვის ერისთავი. 1099 წელს თურქთა სულთანს ხარკის გადახდა შეუწყვიტა. 1101 წელს აიღო ზედაზნის ციხე. 1103 წელს რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე გაატარა რეფორმა, რომლის ძალით, საეკლესიო თანამდებობიდან გადააყენა უღირსი სამღვდელონი. ამიერიდან სასულიეროთა და საეროთა დაწინაურება ხდებოდა არა წარჩინებულობისა და წოდებრიობის მიხედვით, არამედ მხოლოდ პირადი ღირსებების გათვალისწინებით. დაახლოებით იმავე ჟამს შექმნა დავითმა «სავაზირო» («მთავრობა»), რომელსაც სათავეში ჩაუყენა მწიგნობართუხუცესი გიორგი ჭყონდიდელი (ერისა და იმავე დროს, საერო და სასულიერო ხელისუფალი). 1104 წელს, კახეთ-ჰერეთი შემოიერთა და იმავე წელს ერწუხთან გამართულ ბრძოლაში, გაანადგურა სელჯუკები. 1110 წელს აიღო სამშვილდე და ძერნა, იმავე წელს თრიალეთში მოსპო თურქთა უზარმაზარი მხედრობა, 1115 წელს თურქებს წაართვა რუსთავი. 1116 წელს თურქთა დიდი ბანაკი გაანადგურა ტაოში, 1117 წელს აიღო გიში და ქალაძორი (შირვანში), 1118 წელს თურქები მოსპო რახსის პირას, იმავე წელს აიღო ლორე და აგარანი. 1118-1119 წლებში გაატარა სამხედრო რეფორმა: ჩრდილოეთიდან გადმოასახლა 200000 ყივჩაყი – 40000 ოჯახი; ყოველი ოჯახიდან ერთი მეომარი მუდმივ ჯარისკაცად გაამწესა; ამას გარდა ჰყავდა 5000 მონა-სპა და ქართველთა ლაშქარი, საჭიროების დროს «ქუდზე კაცის» დაძახილით. 1118 წელს დაიმორჩილა ოვსეთი, 1120 წელს გაანადგურა თურქები ბორტიასთან, იმავე წელს შირვანში აიღო: ყაბალა, ლიჟათი, ქურდევანი, ხოლო სამხრეთით გაანადგურა თურქები აშორნიას, სევგელმეჯს. რამდენჯერმე ილაშქრა სომხეთში, სპარსეთსა და სირიაში. 1121 წელს მოსპო თურქთა მხედრობა ხუნანს, ბარდავს და განძას. ამავე 1121 წლის 12 აგვისტოს გადაიხადა ყველაზე დიდი ბრძოლა – დიდგორის ომი, სადაც 56000 მეომრით სრულიად გაანადგურა მაჰმადიანთა კოალიციური 400000-ანი ურდო. ამ ბრძოლის შემდეგ საქართველო ყველამ აღიარა როგორც წინა აზიაში უძლიერესი სახელმწიფო. მომდევნო 1122 წელს გაათავისუფლა ტფილისი და სამეფო ტახტიც აქვე გადმოიტანა ქუთათისიდან. 1123 წელს აიღო დმანისი, შირვანში – გულისტანი, შაბურანი, ღასანნი, ხოზაონდტი და დარუბანდი, სომხეთში: გაგნი, ტერონაკალი, ქავაზინნი, ნორბედი, მანასგომნი, ტალინჯაქარი. იმავე წელს, თურქები გაანადგურა ჯავახეთს, კოლას, კარნიფორმას, ბასიანსა და სპერს; მას უკან, შემოიმტკიცა ანისი, ვანანდი, არარატი, ხაბანდა, არცახი, 1124 წელს ხელახლა დაიმორჩილა შირვანი – შემახია, ბირიტი, დარუბანდი. ამგვარად, დავით აღმაშენებელმა თავისი სკიპტრის ქვეშ მოაქცია და გააერთიანა კავკასიის ხალხები და შექმნა მძლავრი «კავკასიური იმპერია», რომელშიც გაშლილი იყო «ნიკოფსიიდან (ტუაპსე) დარუბანდამდე (დერბენდი) და ოვსეთიდან არეგაწამდე (სამხრეთ სომხეთი)». მის სახელმწიფოში ყველა ერი ცხოვრობდა სრული თანასწორობით, თანადგომითა და თანაძმობით, განურჩევლად მათი ტომობრივი წარმომავლობისა და რელიგიური აღმსარებლობისა. დავითი იყო დაუცხრომელი კულტურული აღმშენებლობის მოთავე თავად დიდი მწიგნობარი, მუდამ ზრუნავდა განათლებული საზოგადოების აღზრდისათვის, ახალგაზდრობას აგზავნიდა უცხოეთის კულტურულ ცენტრებში სასწავლებლად. თვითონ საქართველოში დიდი კულტურული სავანეები ააშენა. 1106 წელს დაიწყო სახელოვანი გელათის მშენებლობა. აქ დააარსა ცნობილი «გელათის აკადემია», სადაც სამოღვაწეოდ ჩამოიყვანა საზღვარგარეთ სახელგანთქმული ქართველი მეცნიერები, მწერლები, ფილოსოფოსები, მათგან – იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. აადემიები დააარსა აგრეთვე იყალთოში, გრემში, მღვიმევში. დავითს სიჭაბუკეში ცოლად შერთეს სომეხი ქალი, შეეძინა უფლისწული დემეტრე (შემდგომ დემეტრე I). პირველი ცოლის შესახებ სხვა არაფერია ცნობილი. მეორე ცოლად მოიყვანა გურანდუხტი, ყივჩაყთა მთავრის, ათრაქა შარაღანის ძის ასული, რომლისგანაც შეეძინა კიდევ ერთი ძე – ვახტანგი (ცუატა), და ასულნი – თამარი, კატა და თამარ მრწემი. თამარ უფროსი ცოლად ჰყავდა შირვანის შაჰს, მანუჩარ II-ს, კატა – ბიზანტიის კეისარ იოანე კომნენოსის უმცროს ძმას, ალექსის, ხოლო თამარ მრწემი – ოვსეთის მეფეს (დემეტრე I-ის დროს მისთხოვდა). ვახტანგი, დავითის საგანგებო ანდერძით, დემეტრეს უნდა აღეზარდა და თავის შემდგომ სამეფო მისთვის დაეტოვებინა. დემეტრე ამ ანდერძს არ შეასრულებს... დავითი იყო «შუენიერ ხატითა, უშუენიერეს მორთულობითა გუამისათა, შეწყობილ ანაგებითა და ახოვან ტანითა, ძლიერ ძალითა, უძლიერეს სიმახვილითა, საწადელ ღიმილითა, უსაწადლეს მჭმუნვარებითა, მადლიერ ხედვითა, საზარელ ლომებრ მკრთომელობითა». გარდაიცვალა 1125 წლის 26 იანვარს. გამეფდა 16 წლისა, იმეფა 36 წელიწადს, აღესრულა 53 წლისა. დაკრძალეს მისგანვე აგებულ გელათს, ამიერიდან ერთიანი საქართველოს მეფეთა სამარხ-სამარტვილეში. ისტორიაში დამკვიდრდა ხალხისგან შერქმეული უბრწყინვალესი ზედსახელით – «აღმაშენებელი» და ტიტულატურით – «მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შარვანშაჰ და შაჰინშაჰ და ყოვლის აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობით მპყრობელთა». მისი სახელი შერჩა ქართულ ხმალს («დავითფერული») და ქართულ დროშას («დავითიანი»). დავით აღმაშენებელს ეკუთვნის მშვენიერი პოეტური ქმნილება - «გალობანი სინანულისანი».



--------------------
აუუუუუუუუუუუმ
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_mela777_*
პოსტი Feb 5 2008, 14:16
პოსტი #2





Guests






გიორგი V ბრწყინვალე, საქართველოს მეფე 1314-1346, დემეტრე II თავდადებულის ძე.

აღიზარდა სამცხეში, მისი პაპის (დედის მხარე) ბექა I ჯაყელის (მანდატურთუხუცესი) კარზე. 1299 ყაზან-ყაენმა მცირეწლოვანი გიორგი საკუთარი ძმის დავით VIII-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააბა - მეფედ დანიშნა, მაგრამ მისი უფლებები თბილისს არ სცილდებოდა და ამიტომ "თბილისის მეფეს" უწოდებდნენ. ამავე მიზნით გამოიყენა ყაენმა დავით VIII-ის მეორე ძმა ვახტანგ III (მეფობდა 1302-08). 1314, დავით VIII-ისა და ვახტანგ III-ის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი V-მ მიიღო მეფობა. მას სამემკვიდროდ ეკონომიკურად დასუსტებული და პოლიტიკურად დაშლილი ქვეყანა ერგო.

იგი ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო და თავდაპირველად მონღოლებთან ბრძოლას ფრთხილი და მშვიდობიანი ურთიერთობა ამჯობინა. ჯერ კიდევ ბექას კარზე ყოფნისას მოიპოვა მონღოლების ნდობა. იგი მეგობრობდა ილხანის მთავარ ვაზირთან - ჩობან ნოინთან. ამან საშუალება მისცა საშინაო მდგომარეობა გამოესწორებინა.

1329 გიორგი V-მ შემოიერთა ერთიანი სამეფოსაგან გამდგარი დასავლეთ საქართველო, ხოლო 1334, როცა სამცხის მთავარი სარგის II ჯაყელი (მეფის ბიძა) გარდაიცვალა, გიორგი V-მ მთავრად დანიშნა სარგისის შვილი ყვარყვარე, უბოძა მას ათაბაგობა და ჩამოართვა ერთგულების ფიცი. ამრიგად, საქართველოს მთლიანობა აღუდგინა. ეს იყო დიდი პოლიტიკური მონაპოვარი. დადგა დრო მონღოლთა ბატონობისაგან ქვეყნის განთავისუფლებიდა. ყაზან-ყაენის გარდაცვალების (1304) შემდეგ საილხანოში ანარქია სუფევდა. 1335 გიორგი V-მ მონღოლებს ხარკი შეუწყვიტა და მათი დამსჯელი რაზმიც ადვილად უკუაგდო. მონღოლთა ასწლოვან ბატონობას საქართველოში ბოლო მოეღო.

გიორგი V ენერგიულად იბრძოდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისათვის. საამისოდ ის უკიდურეს ღონისძიებასაც არ ერიდებოდა, მან ცივის მთაზე სანადიმოდ მოიწვია და ამოხოცა ჰერეთისა და სომხითის ურჩი ერისთავები. გიორგი V-მ განახორციელა ფინანსური რეფორმა - მოჭრა საკუთარი ფული, ცნობილი "გიორგაული თეთრის" სახელით (არსებობს განსხვავებული მოსაზრება). მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა საკანონმდებლო ძეგლები: "ხელმწიფის კარის გარიგება" და "ძეგლის დება". ეს უკანასკნელი აწესრიგებდა მთიელების ცხოვრებას (გიორგი V ებრძოდა მთიელთა ჩამოწოლას ბარში). საქართველოს მეფეს გაცხოველებული ურთიერთობა ჰქონდა ეგვიპტის სულთანთან. ამის წყალობით მან შეძლო აღედგინა ქართველთა მონასტრები იერუსალიმსა და სინის მთაზე. მის დროს ქართველებმა იერუსალიმში თავისუფლად შესვლის უფლება მოიპოვეს.

გიორგი V-მ სცადა ქართველთა გავლენის აღდგენა ტრაპეზონის სამეფოში და მხარი დაუჭირა ტახტისათვის მებრძოლ ანა ხუტლუს, რომელმაც ერთხანს ჩაიგდო ხელში ტახტი (1341), მაგრამ ერთი წლის შემდეგ დაკარგა იგი. გიორგი V ხელს უწყობდა ურთიერთობათა გაცხოველებას ევროპასთან, იტალიელთა შავიზღვისპირა ფაქტორიებთან. მის მეფობაში რომის პაპმა სამისიონერო ცენტრი სმირნიდან თბილისში გადმოიტანა. საქართველოს სამეფოს გაძლიერებისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებისათვის შთამომავლობამ გიორგი V-ს "ბრწყინვალე" უწოდა.

Go to the top of the page
 
+Quote Post
Shirley
პოსტი Feb 6 2008, 11:09
პოსტი #3


აკადემიკოსი
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,561
რეგისტრ.: 9-December 07
წევრი №: 906
კურსი:8


მე რატომღაც ლაშა-გიორგი მყვარდა თავიდანვე...

Abraxas
რაც შეეხება 400000მეომარს მეც გეთანხმები რომ სისულელეა...უბრალოდ საქართველოს ისტორიის განდიდების მიზნით არის "გაბერილი" ანუ იმიტომ რომ უფრო ეფექტური ყოფილიყო მკითხველისათვის....
Go to the top of the page
 
+Quote Post
pitagora
პოსტი Feb 6 2008, 12:04
პოსტი #4


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 651
რეგისტრ.: 24-November 07
მდებარეობა: dae iyos belinski
წევრი №: 497
კურსი:2


ერეკლე
(ბევრს არ უყვარს გეორგიევსკის ტრაქტატისა და მეუღლის გამო , მაგრამ იგი ჩემთვის უდიდეს მეფედ რჩება )


--------------------
ცად მიმართ შენთვის მექნება , ვიდრემდის სული მელევა ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_mela777_*
პოსტი Feb 6 2008, 12:40
პოსტი #5





Guests






pitagora
დაწერე პატარა ცნობები მის შესახებ ნუ დაიზარებ smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_NUMB_*
პოსტი Feb 6 2008, 16:47
პოსტი #6





Guests






ლაშა-გიორგი პიროვნებადაც არ იყო კარგი.

მე გიორგი ბრწყინვალე მომწონს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Shirley
პოსტი Feb 6 2008, 17:56
პოსტი #7


აკადემიკოსი
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,561
რეგისტრ.: 9-December 07
წევრი №: 906
კურსი:8


mela777
ვიცი მეფედ რომ არ ვარგოდა...ძააალიან ბევრი მინუსი ჰქონდა...მაგრამ რუსუდანს მირჩევნია..
Go to the top of the page
 
+Quote Post
Abraxas
პოსტი Feb 6 2008, 19:11
პოსტი #8


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 5-February 08
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 2,090
კურსი:--


mela777
ეს ლაპარაკი გავაგრძელოს ბრძოლების თემაში.

ხოლო რაც შეეხება თამარს, ის ძალზე სუსტი მეფე იყო. ცენტრალიზაცია დაასამარა. თამარის დროს შექმნილი სიტვაციის ლაშა-გიორგიმ მოიმკო თავის თავზე. ფეოდალიების ნების დართვის გარეშე ვერარაფერს აკეთებდა. რეალურად თამარის დროს დეცენტრალიზაცია მოხდა..
კი მოვიგეთ რამოდენი ბრძოლა. მაგრამ ეს რამდენად თამარის დამსახურებაა, ამაზეც შეიძლება დავა... default.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_mela777_*
პოსტი Feb 6 2008, 19:20
პოსტი #9





Guests






Abraxas თამარის დროს მართალია დეცენტრალიზაცია მოხდა მაგრამ ეს არ იყო დამოკიდებული თამარზე მისი გამეფების პირველ წელს მითუმეტეს


პოსტები გადატანილია შესაბამის თემაში smile.gif


თამარი, თამარ მეფე (* დაახ. 1160 - 1213, შესაძლოა 1210 ან 1207), საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველის რეპუტაციით სარგებლობდა, რისთვისაც მას ქვეშევრდომებმა "მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი" შეარქვეს. თამარი ბეთანიის მონასტრის ფრესკაზეთამარი მეფე გიორგი III-ისა და მისი მეუღლის გურანდუხტის უფროსი ქალიშვილი იყო. გურანდუხტი თავის მხრივ ოსთა მეფე ხუდანის ქალიშვილი გახლდათ. მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყუდრედ გამოაცხადა მისი გარდაცვალების შემდეგ უთანხმოებების წარმოქმნისგან თავის ასარიდებლად. 1184-იდან, მამის გარდაცვალების შემდეგ, ერთმმართველი გახდა.თამარის გამეფებისთანავე ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად. უპირველეს ყოვლისა მათ თამარი ხელახლა აკურთხეს მეფედ, რითაც ხაზი გაუსვეს თავიანთ უფლებებს. თამარი იძულებული გახდა ზოგი რამ დაეთმო: გადააყენა გიორგი III-ის მიერ აღზევებული უერთგულესი მოხელეები ამირსპასალარ-მანდატურთუხუცესი ყუბასარი და მსახურთუხუცესი აფრიდონი. ამის შემდეგ მეფის ხელისუფლების შეზღუდვის მოთხოვნით გამოვიდა მეჭურჭლეთუხუცეს ყუთლუ-არსლანის დასი. 1185 გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს მისი სურვილის წინააღმდეგ შერთო ანდრია ბოგოლიუბსკის შვილი იური (გიორგი). ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს. იურის მოწვევისა და შემდეგ განდევნის მიზეზი უნდა იყოს მეფისა და მისი მოწინააღმდეგე ფეოდალების დაჯგუფებათა ინტერესების დაპირისპირება და ის შინაკლასობრივი ბრძოლა, რომელიც თამარის მეფობის პირველ წლებში გამწვავდა. პირველ დამარცხებათა შემდეგ თამარმა თანდათან განიმტკიცა პოზიციები და მაღალ თანამდებობაზე თავისი მომხრეები დააწინაურა. დაახლოებით 1189 (ან 1187) იქორწინა დავით სოსლანზე, რომლისგანაც შეეძინა ორი შვილი - ლაშა და რუსუდანი.მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო ფეოდალებმა (მეჭურჭლეთუხუცესი ვარდან დადიანი, სამცხის სპასალარი ბოცო ჯაყელი, გუზან ტაოელი) 1191 აჯანყება მოაწყვეს და ბიზანტიაში მყოფი თამარის ქმარყოფილი იური საქართველოში შემოიყვანეს. თამარმა ჯერ მოლაპარაკებით სცადა საქმის მოგვარება, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ლაშქარი გაგზავნა და აჯანყებულები დაამარცხა. იური ისევ გააძევეს, ხოლო მოღალატე ფეოდალთა თანამდებობაზე მეფემ თავისი მომხრეები დანიშნა. 1193 იურიმ რანის ათაბაგის დახმარებით ისევ სცადა ბედის შემობრუნება, მაგრამ ეს ცდაც უშედეგოდ დამთავრა.თამარმა დაამარცხა მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო დიდებული ფეოდალები, ოპოზიცია იძულებული გახდა დამორჩილებულიყო. მეფემ სასტიკად ჩაახშო სახელმწიფო ვალდებულებათა წინააღმდეგ მიმართული მთიელთა (ფხოველთა, დიდოელთა) აჯანყება (დაახლოებით 1212), რომელიც 3 თვეს გაგრძელდა.


საგარეო პოლიტიკა
საქართველოს რუქა თამარის მეფობის პერიოდშითამარის მეფობის პირველ პერიოდში, დაძაბული შინაკლასობრივი ბრძოლის ვითარებაში, საქართველო მხოლოდ მეზობელთა თავდასხმებს იგერიებდა და ფეოდალური სახელმწიფოსათვის ჩვეულებრივ წვრილ სასაზღვრო თარეშებს აწყობდა. XII საუკუნის 90-იანი წლებიდან საქართველომ ფართო ფრონტით შეუტია სელჩუკებს. მახლობელი აღმოსავლეთის მაჰმადიანი მფლობელები გაერთიანდნენ საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად და დახმარება სთხოვეს მაჰმადიანთა უზენაეს სასულიერო ხელისუფალს, ბაღდადის ხალიფას. 1195 შამქორთან ბრძოლაში ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს აზერბაიჯანელ ათაბაგ აბუბაქრისა და მისი მოკავშირეების ლაშქარზე, 1203 დაამარცხეს რუმის სულთნის რუქნადინის ლაშქარი, 1201-03 აიღეს სომხური ქალაქები ანისი და დვინი, რის შედეგადაც ჩრდილოეთ და ცენტრალური სომხეთი საქართველოს შემოუერთდა; 1204 აიღეს კარი (ყარსი), იმავე 1204 შეიქმნა ტრაპიზონის იმპერია, რომელიც შემდეგ საქართველოს პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. 1208-09 ქართველებმა ილაშქრეს ხლათზე, არჭემზე, არდებილზე, 1210 დალაშქრეს ჩრდილოეთ ირანი.თამარის მეფობის დასასრულისათვის საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყნები იყვნენ აღმოსავლეთით შირვანი და რანი; ჩრდილოეთით ქაშაგეთი, ოსეთი, დურძუკეთი, დიდოეთი, ღუნძეთი, ლეკეთი და დარუბანდი. მოხარკე ქვეყნები სამხრეთით - ხლათის სასულთო, ერზინკის სასულთნო, კარნუ-ქალაქის (არზრუმის) საამირო, ნახჭევნის სააამირო. XII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედსა და XIII საუკუნის დასაწყისში ფეოდალურმა საქართველომ თავისი პოლიტიკური სიძლიერის, ეკონომიური და კულტურული აღმავლობის უმაღლეს საფეხურს მიაღწია. თამარ მეფე ყინწვისის მონასტრის ფრესკაზეთამარის მეფობაში საქართველოში ფართო მასშტაბის სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა (აშენდა გზები, ხიდები, ციხესიმაგრეები, სასახლეები, ეკლესია-მონასტრები). მის დროსაა აგებული ბერთუბნის, ბეთანიის მონასტრები, ვარძიის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი და სხვები. თამარი მფარველობდა და მატერიალურ დახმარებას უწევდა ქართული კულტურის ცენტრებს ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ, მფარველობას უწევდა მეცნიერებს, პოეტებს, ხელოვანთ. თამარის პიროვნებას განსაკუთრებული ადგილი უკავია ფეოდალიზმის ხანის საქართველოს ისტორიაში. ქართულ ეკლესიამ თამარი წმინდად შერაცხა.ისტორიკოსები და პოეტები ხოტბას ასხამდნენ მას, ფუნჯის ოსტატები ხატავდნენ თამარს. თამარი იქცა ქართველი ხალხის სათაყვანებელ პიროვნებად. ძველი საქართველოს მოღვაწეებიდან ყველაზე მეტი პოემა, ლექსი და ლეგენდა თამარისადმია მიძღვნილი (მათ შორის ჩახრუხაძისა და შავთელის ოდები, შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი").


თამარის საფლავი
ლეგენდის თანახმად თამარი უდიდესი განძითურთ საიდუმლო ადგილას უნდა იყოს დაკრძალული გელათის მონასტერში, ქუთაისთან, დასავლეთ საქართველოში. ქართველ მკვლევართა მოსაზრებით თამარი გელათის ერთ-ერთ ნიშაში უნდა იყოს დამარხული. მე-12 საუკუნის ლიტერატურული წყაროებიდან თამარ მეფეს უთქვამს: "ჩემთა წინაპართა მიწას, გელათის მონასტერს მიმაბარეთ მე...". მეორე ჰიპოთეზის თანახმად თამარი გელათის ახალ მონასტერში უნდა იყოს დაკრძალული. დღემდე მისი საფლავის მოკვლევა ვერ მოხერხდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Abraxas
პოსტი Feb 6 2008, 19:50
პოსტი #10


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 5-February 08
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 2,090
კურსი:--


mela777
მესმის ერთი წელი უკან დახევა ორი, სამი წელი მაგრამ მუდამ უკან დახევა რა უბედურებაა. გაიხსენე ელიზაბეტი ინგლისის მეფე. რომელმაც პიველ წლებში უკან დაიხია მაგრამ მერე ისეთი ძლიერი სახელმწიფო აპარატი შექმნა რომ ინგლისი მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ქვეყნად აქცია და მისი სიკვდილის შემდეგაც იგივე სტატუსი ჰქონდა ინგლისს. ანუ ელისაბეტამ შექმნა მძლავრი ხელისუფლების ინტიტუი
ხოლო თამარმა რა შექმნა? ვერაფერი. შვილს დაუტოვა დეცენტრალიზებული ქვეყანა...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Jood
პოსტი Feb 6 2008, 19:53
პოსტი #11


Alex
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,877
რეგისტრ.: 30-October 07
მდებარეობა: HIPPIE LAND
წევრი №: 165
კურსი:5


ციტატა(pitagora @ 6th February 2008 - 8:22) *
(ბევრს არ უყვარს გეორგიევსკის ტრაქტატისა და მეუღლის გამო , მაგრამ იგი ჩემთვის უდიდეს მეფედ რჩება )

მათ რიცხვში მეც ვარ
ერეკლე არ მიყავრს და რა ვქნა....
ეგ რომ არა, დღესაც კი არ იქნებოდა საქართველოში რუსეთის
ამხელა ზეწოლა თუ რა ვიცი რა დავარქვა..
ნუ საბჭოთა კავშირს თავი დავანებოთ
ერეკლემ გადასცა საქართველო რუსებს და მორჩა!
არ მიყავრს არც ეგ და არც მაგისი საზიზღარი ცოლი დარეჯანი
ციტატა(NUMB @ 6th February 2008 - 13:05) *
ლაშა-გიორგი პიროვნებადაც არ იყო კარგი.

არც ეგ არ უქნია ღმერთს მეფედ


--------------------
Alex
Photos
Drums
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_mela777_*
პოსტი Feb 6 2008, 20:00
პოსტი #12





Guests






Abraxas
ტამარის დროს საკმაოდ ძლიერი იყო საქართველოს სახელმწიფო ხოლო რაც შეეხება უკან დახევას მას პირველად მოუხდა და აჯნყება რომ ჩაეხშო საკმაოდ დიდ დათმობებზე წავიდა რაზეც ხელი მოითბეს დიდგვაროვნება რაც შეეხება შვილს როგორი სახელმწიფო დაუტოვა ლაშა გიორგის ჭკვიანურად რო ემოქმედა და ნებისყოფა რო ქონოდა მეფის ხელისუფლებას გაამყარებდა
Go to the top of the page
 
+Quote Post
Jood
პოსტი Feb 6 2008, 20:03
პოსტი #13


Alex
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,877
რეგისტრ.: 30-October 07
მდებარეობა: HIPPIE LAND
წევრი №: 165
კურსი:5


ციტატა(mela777 @ 6th February 2008 - 16:18) *
ჭკვიანურად რო ემოქმედა

ხო მაგრამ ვერ იმოქმედა default.gif


--------------------
Alex
Photos
Drums
Go to the top of the page
 
+Quote Post
20 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th November 2019 - 17:28
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank