გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


10 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topic Start new topic
 ფემინიზმი - ქალთა მოძრაობები, დიასახლისიც თანასწორია – ინდივიდუალიზმი თუ სქესი?
 
natacha
პოსტი Apr 30 2011, 22:23
პოსტი #1


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 173
რეგისტრ.: 19-April 11
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 11,229
კურსი:--


მამაკაცებზე დამოკიდებულმა ქალებმა XIX საუკუნეში დაიწყეს ბრძოლა ლეგალური და ფართო უფლებების მოპოვების მიზნით. საბოლოოდ, მათ მიენიჩათ საარჩევნო უფლებები, მაგრამ მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ იყო.
თანასწორობის პირველი რადიკალური მოთხოვნა გაჩნდა XVIII საუკუნის ბოლოს, როდესაც სუსტი სქესის ზოგიერთ წარმომადგენელს თავისი სოციალური მდგომარეობა საშუალებას აძლევდა მიეღო განათლება და გამხდარიყო ცნობილი მწერალი ან მსახიობი. 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციამ წარმოშვა ბევრი ახალი რადიკალური იდეა და შთააგონა მერი უოლსტოუნკრაფტს დაეწერა თავისი კლასიკური "ქალთა უფლებების დაცვა" (1792). მთავრობის მიერ გატარებული ზომების მიუხედავად, XIX საუკუნეში რადიკალიზმი კვლავ ამოტივტივდა და თანდათანობით მიზანს მიაღწია. თუმცა ეს მიზნები არ ითვალისწინებდა ქალთა პოლიტიკურ და სქესობრივ თანასწორობას. ვიქტორიანელებისათვის ქალი წარმოადგენდა 'მამაკაცის საუკეთესო ანგელოზს", რომელსაც ევალებოდა კარგი მეუღლეობა, დედობა და დიასახლისობა.
ასეთი შეზღუდვების მიუხედავად, ზოგიერთმა ქალბატონმა დაიწყო საკუთარი უფლებების დაცვა.

XIX საუკუნის ბოლოს იწყება ქალის როლის ზრდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სუსტი სქესის წარმომადგენლებს გაუჩნდათ პრეტენზია, რომ მათ ზუსტად ისეთივე უფლებები და მოვალეობები ჰქონდათ, როგორც მამაკაცებს. ამ პროცესს გამოუჩნდნენ როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგები.

- ადრე ისტორიკოსები ქალების ისტორიას უგუვებელყოფდნენ, რაგან ჯერ კიდევ მოდერნულ ეპოქაშიც კი, ქალები "დამუნჯებულ ჯგუფებად" მიიჩნეოდნენ. ანუ ეს იყო სოციალური ერთობა, რომელიც თავის პოზიციას მხოლოდ სხვა ერთობის, ამ შემთხვევაში მამაკაცების ერტობის მეშვეობით და მათი ენით გამოხატავდა. ქალების სტატუსის დაქვეითებამ გამოიწვია ის, რომ თუნდაც პოლიტიკაში ქალები "საჯარო სფეროდან" გამორიცხულნი იყვნენ. საინტერესოა, რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ახალი დროის დასაწყისშიც კი ევროპაში ბრალდებულთა უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ?! მაგრამ ამავდროულად აღსანიშნავია ის, რომ სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ქალთა გამანთავისუფლებელი მოძრაობების შექმნა. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი აშშ-ში ფემინისტური მოძრაობის შექმნა იყო, რომელიც თავიდან ეფუძნებოდა პოსტულატს, რომ ქალები ყველგან ერთნაირნი არიან. მაგრამ XX საუკუნის 70-იანი წლებიდან გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა, კერძოდ ქალთა მოძრაობებში მოხდა შიდა დაპირისპირება ფერადკანიანთა და თეთრკანიანთა სტატუსის გასარკვევად.
ქალთა ისტორია, როგორც კვლევის ორგანიზებული სფერო ჩნდება XX საუკუნის 60-იანი წლებიდან და უკავშირდება ქალთა გამანთავისუფლებელ მოძრაობას. გენდერული ისტორიის ერთ-ერთი მიმართულება ფოკუსირებულია ქალთა მდგომარეობაზე წარსულში, სხვა მიმართულება კი გულისხმობს ისტორიის რადიკაურ გადააზრებას. მაგალითად, როგორც იოანა კელი აღწერს, მისი პირველი ურთიერთობა ფემინისტური ისტორიის ფუძემდებლებთან გერდა ლერნელთან დაგვირგვინდა სტატიით "ჰქონდათ კი რენესანსი ქალებს?!" კელის მიხედვით, პასუხი უარყოფითია: ქალებს არ ქონდათ რენესანსი. ჩემი მოსაზრება კი სრულიად საპირისპიროა: ქალები, როგორც სოციალური მარგინალები საზოგადოების მეტ-ნაკლებად სრულუფლებიან ფენას წარმოადგენდნენ და რადგანაც რენესანსის ეპოქა გარდატეხის ეპოქადააა მიჩნეული ქალები მასში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ.
ჩემი აზრით, ქალთა როლის ზრდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში განპირობებულია უშუალოდ მსოფლიოში არსებული სოციალური მდგომარეობით. მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში ამის მიზეზი არა მხოლოდ სოციალური მდგომარეობა, არამედ არსებული , სტანდარტული მსოფლმხედველობის შეცვლაცაა. სწორედ, დევიაციურმა შეხედულებებმა დაამსხვრია საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები იმის შესახებ, რომ ქალი, მიუხედავად ოჯახის სოციალური მდგომარეობისა მაინც "მეორეხარისხოვან" როლს ასრულებდა. მაგრამ გენდერულმა თანასწორობამ არსებული სიტუაცია რადიკალურად შეცვალა და ამჯამად ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა, უწინარეს ყოვლისა, კანონიტაა უზრუნველყოფილი. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვერ ვიტყვით, რომ ქალთა სტატუსი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბოლომდე დაქვემდებარებული იყო მამაკაცისაზე. უფრო მეტიც, ისტორიას კარგად ახსოვს ქალი მმართველები და მათი როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ასეთი ქალების რიცხვს განეკუთნებიან: მარგარეტ ტეტჩერი (რკინის ლედი), ელისაბედ II, კლეოპატრა, მეფე თამარი, შუშანიკი, ქეთევან წამებული და მრავალი სხვა. ქალის მნიშვნელოვან როლზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ჯერ კიდევ პრეისტორიულ ეპოქაშიც კი ქალის კულტი შექმნეს და დამყარდა სრული მატრიარქატი.
აქედან გამომდინარე ვასკვნით, რომ ქალის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში არასდროს ყოფილა დაკნინებული, უბრალოდ XXI საუკუნეში იგი უფლებრივად გაუთანაბრდა მამაკაცისას.

/მ.ჩხარტიშვილის ნარკვევებზე დაყრდნობით/

ქალი კუხნაში თუ სამზარეულოში ???biggrin.gif:D:D არა მართლა : რა შედეგი გამოიღო ამ ყველაფერმა ?? რაში მდგომარეობს პრობლემის არსი?? დათმობა თუ კომპრომისის უგუვებელყოფა??

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია natacha: Apr 30 2011, 22:27


--------------------
მე თავაზიანობის გამო კი არ ვარ თავაზიანი, არამედ მოწყენილობისაგან.. უფრო კი გაღიზიანების შიშისაგან

Go to the top of the page
 
+Quote Post
სარა
პოსტი Apr 30 2011, 23:10
პოსტი #2


უცნაური
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,347
რეგისტრ.: 19-December 09
წევრი №: 8,217
კურსი:4


ციტატა(natacha @ 30th April 2011 - 22:23) *
ქალი კუხნაში თუ სამზარეულოში ???


rofl.gif

კუხნა-კრაოტი ვს სამზარეულო-საწოლი თუ როგორაა საქმე? biggrin.gif
თუ კუხნა სრულ უუფლებობას ნიშნავს და სამზარეულო უფლებების ქონას?
Go to the top of the page
 
+Quote Post
nicaa
პოსტი May 1 2011, 1:47
პოსტი #3


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 586
რეგისტრ.: 1-September 10
წევრი №: 9,714
კურსი:8


სად ხართ ქალებო?! !!!!!!!!
ჩემი საბრალო მდედრები,რა არ გამოიარეს..
არა პოლიტიკაო,არა მეცნიერებაო,არა ფილოსოფიაო..
ლიტერატურაში იყო და ნაჯღაბნებიაო..
ჩვენი ქართველი ქალები იყო და სულ დედა-შვილობაზე წერდნენ..
მაგრამ არიან მაინც ბევრი(თუ ამოვქექავთ) და ცოტა ყველასთვის ცნობილი ქალი,
რომლებმაც ყველა ზემოთჩამოთვლილ დარგში დაგვიტოვეს ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი
ნაშრომ-ნამოღვაწარი..

http://allmovies.ge/ge/#movie/ABAGDF

ისტორია კარგი და მე მაინტერესებს,დღეს თუ იზღუდებით რაღაც-რაღაცებში იმის გამო,რომ "სუსტი" სქესის წარმომადგენლები ხართ..
ოჯახში თუ რაღაც სხვა ინსტიტუტებში..
ბევრისგან ვიცი,რომ ოჯახში ძმებს უფრო მეტი უფლებები აქვთ
ვიდრე დებს..

არ დათმოთ იცოდეთ ! biggrin.gif





--------------------
უკაცრავადსხვაგანმოვხვდი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ggela
პოსტი May 1 2011, 2:54
პოსტი #4


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 5-January 09
წევრი №: 5,728
კურსი:2


რატომღაც ფენინისტი ქალი და თვითგანადგურების სურვილის მქონე ქალი სინონიმებად მიმაჩნია.. არა რატომღაც კი არა მართლაც ასეა..

თქვენ ბიძია კაკაც გინდათ და ბაბაც.. გინდათ რომ კაცმა დაგიცვათ, პატივისცემით მოგექცეთ, ხელის გულზე გატაროთ და თან კაცთან გათანაბრებას ითხოვთ..ეგრე არაა.. თუ თანასწორობა კაცთან, მაშინ მოწიწებას ნუღა ითხოვთ..

"თუ გინდა იხილო ერის სულიერი მდომარეობა , ამ ერის ქალი ნახე და მიხვდები"
Go to the top of the page
 
+Quote Post
სარა
პოსტი May 1 2011, 3:01
პოსტი #5


უცნაური
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,347
რეგისტრ.: 19-December 09
წევრი №: 8,217
კურსი:4


ციტატა(ggela @ 1st May 2011 - 2:54) *
"თუ გინდა იხილო ერის სულიერი მდომარეობა , ამ ერის ქალი ნახე და მიხვდები"


ქართველები როგორ ვართ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
nicaa
პოსტი May 1 2011, 11:56
პოსტი #6


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 586
რეგისტრ.: 1-September 10
წევრი №: 9,714
კურსი:8


ციტატა(ggela @ May 1 2011, 3:54) *
რატომღაც ფენინისტი ქალი და თვითგანადგურების სურვილის მქონე ქალი სინონიმებად მიმაჩნია.. არა რატომღაც კი არა მართლაც ასეა..

თქვენ ბიძია კაკაც გინდათ და ბაბაც.. გინდათ რომ კაცმა დაგიცვათ, პატივისცემით მოგექცეთ, ხელის გულზე გატაროთ და თან კაცთან გათანაბრებას ითხოვთ..ეგრე არაა.. თუ თანასწორობა კაცთან, მაშინ მოწიწებას ნუღა ითხოვთ..

"თუ გინდა იხილო ერის სულიერი მდომარეობა , ამ ერის ქალი ნახე და მიხვდები"



რა სისულელეა..
არც კაკა მინდა და არც ბაბა..კაცი კიარა ყველა უნდა მოვექცეთ ერთმანეთს პატივისცემით,
რა შუაშია სქესი..სულაც არ მინდა ხელის გულზე ტარება და არც დაცვა...
ჩემითაც დავიცავ თავს და თუ ვერ დავიცავ ჩემზე უფრო ძლიერი დამიცავს და არ აქვს მნიშვნელობა კაცი იქნება
თუ ქალი..
....და მეც დამიცავს მამრობითი სქესის წარმომადგენელი,ჩაგვრის დროს და ეგ იმ მამაკაცის სისუსტეზე და
"ჩმორობაზე" არ მიუთითებს...
ცუდად იცნობ ქალებს და მითუმეტეს ფემინისტ ქალებს
...და ეგ "ბრძნული" აზრი სისულელეა


--------------------
უკაცრავადსხვაგანმოვხვდი
Go to the top of the page
 
+Quote Post
aniiiiii
პოსტი May 1 2011, 13:56
პოსტი #7


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 561
რეგისტრ.: 29-January 11
მდებარეობა: mantua
წევრი №: 10,747
კურსი:1


და მაშინ ერთი რეზონანსული პოსტი ჩემგან ამ თემას. : )


ციტატა(natacha @ 30th April 2011 - 23:23) *
- ადრე ისტორიკოსები ქალების ისტორიას უგუვებელყოფდნენ, რაგან ჯერ კიდევ მოდერნულ ეპოქაშიც კი, ქალები "დამუნჯებულ ჯგუფებად" მიიჩნეოდნენ.


ამ პერიოდში იყო ქალის კნინობითი სტერეოტიპისმაგვარი ჩამოყალიბებული საზოგადოებაში და მორჩა: )))


ციტატა(natacha @ 30th April 2011 - 23:23) *
მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვერ ვიტყვით, რომ ქალთა სტატუსი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბოლომდე დაქვემდებარებული იყო მამაკაცისაზე. უფრო მეტიც, ისტორიას კარგად ახსოვს ქალი მმართველები და მათი როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ასეთი ქალების რიცხვს განეკუთნებიან: მარგარეტ ტეტჩერი (რკინის ლედი), ელისაბედ II, კლეოპატრა, მეფე თამარი, შუშანიკი, ქეთევან წამებული და მრავალი სხვა.


დიახ, დიახ კაცზე დაქვემდებარება იმას არ ნიშნავს რომ ქალს არ გააჩნდეს სხვადასხვა სფეროზე შEხედულებები და აზრის თქმის უნარი...






ციტატა(nicaa @ 1st May 2011 - 2:47) *
ბევრისგან ვიცი,რომ ოჯახში ძმებს უფრო მეტი უფლებები აქვთ
ვიდრე დებს..

კონკრეტული თემა დაასახელეთ და გეტყვით სად შეიძლება მეტი უფლება ჰქონდეს ძმას დაზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
natacha
პოსტი May 1 2011, 15:12
პოსტი #8


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 173
რეგისტრ.: 19-April 11
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 11,229
კურსი:--


ციტატა(სარა @ Apr 30 2011, 22:10) *
rofl.gif

კუხნა-კრაოტი ვს სამზარეულო-საწოლი თუ როგორაა საქმე? biggrin.gif
თუ კუხნა სრულ უუფლებობას ნიშნავს და სამზარეულო უფლებების ქონას?

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif პრინციპში ორივე ერთია ჩემთვის..)) ალბათ ქალები უფრო მეტად პრეტენზიულები გავხდით,,>> და ეგ ავად თუ კარგად მაინც დღევანდელობის დამსახურებაა...
და რაც შეეხება ფემინიზმს ეს მოძრაობა იმიტომ შეიქმნა, რათა არ დაერღვიათ ქალთა უფლელები ანუ არ უნდა ემსჯელა საზოგადოებას მათი სქესის მიხედვით მათ შესაძლებლობებსა თუ საქციელზე...
ძირითადად კი მათი უფლებებს ძლიერი სქესი ლახავდა ან ძღუდავდა
თუმცა უნდა ავღნიშნო ისიც, რომ მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ქალებისათვის საარჩევნო ულებების მინიჭების პირველი წინააღმდეგი თავადაც ქალი, დედოფალი ვიქრორია იყო.. ასე რომ


მე არ ვამბობ რომ საქართველოში ეს პრობლემაა ისეთი აქტუალურია როგორც ევროპაში ,,რადგან არ ვფიქრობ რომ ქალის უფლებები ჩვენს ქვეყანაში ილახებოდეს (თუმცა მაინც ხდება)
საქართველო კი მიმბაძველი ქვეყანააა მაინც, ხოლო დემოკრატია სადაცაა ლოგიკურად იქ ესეთი ორგანიზაციები მუდამ იარსებებს

მამაკაცებს რაც შეეხება მათ სულაც არ მოსწონთ ეს ამბავი.. რატომ?? როცა ქალი თანასწორობაზე იწყებს საუბარს ისინი სულ სხვა კუთხით აფასებენ სიტუაციაას... ფემინიზმი სულაც არ ნიშნავს იმას რომ ქალებს სურთ მამაკაცები ჩაანაცვლონ !! biggrin.gif
ღმერთმა დაგვიფაროს girl_ujasi.gif ეს უკვე მკრეხელობაა... უბრალოდ ქალებს არ სურთ მამაკაცზე დაქვემდებარება რაიმე კუთხით, როცა ეს მას არ ევალება

ფემინისტურო მოძრაობა მხოლოდ მათთვის შეიქმნა ვინც ქალთა უფლებებს რეალურად ლახავს ..
სანერვიულო და საპროტესტო მხოლოდ დამნაშავეებს აქვთ., girl_blum.gif

ასე რომ ისიც უნდა გვიხაროდეს რომ ეს მამაკაცთა უმცირესობას ეხებაა.. ruchka.gif




ამ პერიოდში იყო ქალის კნინობითი სტერეოტიპისმაგვარი ჩამოყალიბებული საზოგადოებაში და მორჩა: )))

გეთანხმები და პროტესტიც ამან გამოიწვია.. lht.gif












--------------------
მე თავაზიანობის გამო კი არ ვარ თავაზიანი, არამედ მოწყენილობისაგან.. უფრო კი გაღიზიანების შიშისაგან

Go to the top of the page
 
+Quote Post
aniiiiii
პოსტი May 1 2011, 15:20
პოსტი #9


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 561
რეგისტრ.: 29-January 11
მდებარეობა: mantua
წევრი №: 10,747
კურსი:1


ციტატა(natacha @ 1st May 2011 - 16:12) *
ფემინიზმი სულაც არ ნიშნავს იმას რომ ქალებს სურთ მამაკაცები ჩაანაცვლონ !!
ღმერთმა დაგვიფაროს ეს უკვე მკრეხელობაა... უბრალოდ ქალებს არ სურთ მამაკაცზე დაქვემდებარება რაიმე კუთხით, როცა ეს მას არ ევალება


კი ბევრი არასწორი კუთხით უყურებს და აფასებს ქალის უფლებებს.

ფემინისტური მოძრაობა არ უნდა აღვიქვათ როგორც მამაკაცების უფლებების დაკნინებისა და შეზღუდვის საშუალება.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია aniiiiii: May 1 2011, 15:23
Go to the top of the page
 
+Quote Post
ninex
პოსტი May 2 2011, 10:02
პოსტი #10


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,772
რეგისტრ.: 23-September 10
წევრი №: 9,962
კურსი:--


და მაინც........................ფემინიზმი დიდი ნეხვობაა..........................................:ყეს:........


--------------------
,,...იმ დღეს ძაან სოლიდურ ხალხს შევხვდი. აი, ისეთებს, ცუდ სიტყვებს მარტო ისეთ დღეებში რო ამბობენ, როცა მარხვა არ არი..."
ჰარე ჰარე ყველას....
Go to the top of the page
 
+Quote Post
Pulp_
პოსტი May 2 2011, 10:53
პოსტი #11


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,159
რეგისტრ.: 14-January 11
წევრი №: 10,650
კურსი:--


ციტატა(ninex @ 2nd May 2011 - 10:02) *
და მაინც........................ფემინიზმი დიდი ნეხვობაა..........................................:ყეს

wub.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
androabuladze
პოსტი May 11 2011, 16:37
პოსტი #12


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 535
რეგისტრ.: 24-December 10
მდებარეობა: ქ. ზუგდიდი. გეორგია

წევრი №: 10,559
კურსი:--


nicaa

ციტატა
ბევრისგან ვიცი,რომ ოჯახში ძმებს უფრო მეტი უფლებები აქვთ ვიდრე დებს..

ჰო ვაჟებს უფრო დიდი უფლებები აქვთ. ასე იყო, ასეა და ასეც იქნება. სამუდამოდ!
მაგალითად სახლი მემკვიდრეობით ვაჟს გადაეცემა, რადგანაც ვაჟი გვარს თავის შვილს გადასცემს (ანუ გვარის გამგრძელებელია), გოგო კი გათხოვდება და გვარს ვერ გააგრძელებს.
ამასთანავე კაცები ოჯახის უფროსები არიან, ვაჟები კი შესაბამისად მომავალი უფროსები, ეს უპირატესობა კი ბავშვობიდან იკვეთება. და ა.შ. მრავალი მაგალითი და მიზეზია.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია androabuladze: May 11 2011, 16:38
Go to the top of the page
 
+Quote Post
aniiiiii
პოსტი May 11 2011, 17:58
პოსტი #13


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 561
რეგისტრ.: 29-January 11
მდებარეობა: mantua
წევრი №: 10,747
კურსი:1


ციტატა(androabuladze @ 11th May 2011 - 16:37) *
მაგალითად სახლი მემკვიდრეობით ვაჟს გადაეცემა, რადგანაც ვაჟი გვარს თავის შვილს გადასცემს (ანუ გვარის გამგრძელებელია), გოგო კი გათხოვდება და გვარს ვერ გააგრძელებს.
ამასთანავე კაცები ოჯახის უფროსები არიან, ვაჟები კი შესაბამისად მომავალი უფროსები, ეს უპირატესობა კი ბავშვობიდან იკვეთება. და ა.შ. მრავალი მაგალითი და მიზეზია.


ესსჩამოთვლილი მაგალითები არის, სრულიად ბუნებრივი და ბუნებრივი იქნება მომავალშიც ცხადია ეს , თან ამ მდგომარეობას პრივილეგიას ვერ უწოდებ laugh.gif

მაგრამ, მაგრამ აქ შეიძლება სხვა ასპექტშიც განვიხილოთ და შევხედოთ და-ძმის უფლებათა მდგომარეობას...

და nicaa-მ მეტ უფლებებში იგულისხმა რა? ესეც გასარკვევია.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია aniiiiii: May 11 2011, 18:24
Go to the top of the page
 
+Quote Post
10 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th November 2019 - 18:17
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank