გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topic Start new topic
 1924 წლის აჯანყება
 
akuna matata
პოსტი Apr 26 2008, 14:03
პოსტი #1


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 2-November 07
მდებარეობა: ისლის სახლი
წევრი №: 241
კურსი:--




ქაქუცა ჩოლოყაშვილი



კონსტანტინე აფხაზი

1921 წლის ზაფხულში სვანეთში მოხდა მასობრივი გამოსვლები, რომელიც მალე დამარცხდა. ამ აჯანყებამ ბიძგი მისცა მოსახლეობის პოლიტიკური აქტივობას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. შემდგომი ბრძოლისათვის ძლიერი ბიძგი იყო, აგრეთვე, 1922 წლის 26 მაისის მასობრივი მანიფესტაციები თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში. 1922 წლის ზაფხულში საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვით უკმაყოფილო ქართველობამ თავი მოიყარა ქ. ჩოლოყაშვილის რაზმში. ასეთივე რაზმები შეიქმნა ქართლში, გურიაში, სამეგრელოში და სხვა.

აჯანყებამ იფეთქა საქართველოს ძალადობრივი გასაბჭოებიდან სამი წლის შემდეგ. იგი სრულად ასახავდა იმ უკმაყოფილებას, რომელიც საზოგადოებაში დაგროვდა ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაციის გზით მოსული რეჟიმის მიმართ. შეიარაღებულ გამოსვლების მომზადებას და განხორციელებას ხელმძღვანელობდა საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების ინტერპარტიული იატაკქვეშა გაერთიანება საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი (იგივე პარიტეტული კომიტეტი). აჯანყების მოსამზადებლად დამოუკიდებლობის კომიტეტთან შეიქმნა სამხედრო ცენტრი, რომლის პირველ ხელმძღვანელად არჩეულ იქნა გენერალი კოტე აფხაზი.

1922 წელს აჯანყებამ იფეთქა ხევსურეთსა და კახეთში (ხევსურეთის აჯანყება 1922). გამოსვლები მოეწყო გურიაში. 1923 წელს დამოუკიდებლობის კომიტეტი აჯანყებისათვის სამზადისს განაგრძობდა. მის განკარგულებაში გადავიდა ქ. ჩოლოყაშვილის რაზმი. 1923 წლის თებრვალში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სტუდენტთა კომიტეტის წევრმა კ. მისაბიშვილმა გასცა სამხედრო ცენტრი, რომლის წევრები დააპატიმრეს. მარტში "საქართველოს სსრ"-ის ე.წ. "საგანგებო კომისია"-მ ("ჩეკა") დამკომის საიდუმლო სტამბა აღმოაჩინა. კპ (ბ) ცკ-ის მოთხოვნით, 1923 წლის 20 მაისს სამხედრო ცენტრის მეთაური, გენერალი კ. აფხაზი, გენერლები ა. ანდრონიკაშვილი და ვ. წულიკიძე, ოფიცრები რ. მუსხელიშვილი, გ. ხიმშიაშვილი, ე. გულისაშვილი, ა. მაჭავარიანი, დ. ჩრდილელი, ს. ბაგრატიონ-მუხრანელი, ფ. ყარალაშვილი, ი. ყარანგოზიშვილი, ლ. კლიმიაშვილი, ნ. ზანდუკელი, ი. კერესელიძე, ს. ჭიაბრიშვილი და ი. ქუთათელაძე ადმინისტრაციული წესით დახვრიტეს.

1922 წლის ოქტომბერში უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნდა სოციალ-დემოკრატი ნოე ხომერიკი, რომელმაც თავის წრეში გაშალა მუშობა. სამხედრო ცენტრის პირველი შემადგენლობის განადგურების შემდეგ, რაც პირველი დიდი დარტყმა იყო დამოუკიდებლობის კომიტეტისათვის, ცენტრის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა გენერალი სპირიდონ ჭავჭავაძე, ხოლო მის თანაშემწედ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო კომისიის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი სოლომონ ზალდასტანიშვილი.

აჯანყებას წინ უსწრებდა ლოკალური გამოსვლები 1921-1922 წლებში. დამოუკიდებლობის კომიტეტის გადაწყვეტილებით საქართველოს ყველა კუთხეში და თბილისში ერთიანი გამოსვლის თარიღად დადგენილ იქნა 1924 წლის 29 აგვისტოს დილის 6 საათი. სამწუხაროდ, ცენტრთან შეუთანხმებელი მოქმედების და ადგილობრივ სოციალ-დემოკრატთა დესტრუქციული საქმიანობის შედეგად, ქალაქ ჭიათურაში გამოსვლები დაიწყო 24 საათით ადრე, - 28 აგვისტოს. ამან დიდი დაღი დაასვა აჯანყების შემდგომ მსვლელობას. მართალია, ამბოხებულებმა შეძლეს ჭიათურის და ზოგიერთი სხვა ქალაქის (სენაკი, სამტრედია და სხვა) აღება და საქართველოს ემიგრირებული მთავრობის იურისდიქციის აღდგენა გამოაცხადეს, მაგრამ აჯანყება განწირული იყო. მიუხედავად სახალხო ხასიათისა, აჯანყება მოკლებული იყო კოორდინაციას და სიტუაციის რეალურ შეფასებაზე დამყარებულ გეგმას.

ორკვირიანი უმძიმესი ბრძოლების შემდეგ აჯანყება სისხლში ჩაახშეს წითელი არმიისა და ჩეკას ნაწილებმა. სამხედრო ოპერაციებს თან ერთვოდა 1924 წლის 30 აგვისტოდან სექტემბრის დამლევამდე განხორციელებული, მანამდე უპრეცედენტო რეპრესიები, რომელმაც საერთო ჯამში თორმეტი ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. განადგურდა ეროვნულ-პოლიტიკური ოპოზიციის დიდი ნაწილი. ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე დაიხვრიტა უამრავი ადამიანი, - პოლიტიკური ოპოზიციის, ოფიცრობის, თავადაზნაურობის, ინტელიგენციის, სამღვედელოების, გლეხობის და სამოქალაქო საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები. მთლიანად განადგურდა რამდენიმე ქართული არისტოკრატული საგვარეულო. მიუხედავად დამარცხებისა, 1924 წლის აგვისტოს აჯანყებას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა ეროვნული სულისკვეთების განმტკიცებისათვის, რისი დასტურიც არის 1937-1939 წლების "წითელ ტერორამდე" ქართველი ერის პერმანენტული ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის. ყოველივე ამას თვალნათლივ ადასტურებს ის დიდძალი დოკუმენტური მასალა, რომელიც დაცულია თბილი

1924 წლის სექტემბერში ქაქუცა ჩოლოყაშვილმა თანამებრძოლებთან ერთად დატოვა საქართველო და თურქეთის გავლით(ტრაპიზონიდან) გეზი საფრანგეთისკენ აიღო.

ჭავჭავაძე, სპირიდონ გენერალი
ვაჩნაძე, ელიზბარ
ერისთავი, რაფიელ
სულხანიშვილი, ალექსანდრე
მაისურაძე, სერგო
ბადურაშვილი, ალექსანდრე
ქარუმიძე, ილია
ცხვედაძე, ალექსანდრე
პავლიაშვილი, გოლა
ჯორჯაძე, მერაბ
ნებიერიძე, შალვა
ჩიქოვანი, ლელო
ლაშქარაშვილი, მიშა
რევაზიშვილი, დავით
ბერბიჭაშვილი, გაბო
მარჯანიშვილი, ვასო
ფეიქრიშვილი, ალექსი
ალიმბარაშვილი, სიკო
ჯავრიშვილი, შალვა
ჯავრიშვილი, ლევან
ამირეჯიბი, შალვა
მაყაშვილი, ელიზბარ
დადიანი, ჯონჯი
კუჭავა, სარდიონ
ბექაური, თომა
კარგარეთელი, ალექსანდრე


--------------------
აუუუუუუუუუუუმ
Go to the top of the page
 
+Quote Post
qiromanti
პოსტი Apr 26 2008, 14:05
პოსტი #2


თეთრბილეთიანი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 10,334
რეგისტრ.: 5-February 08
მდებარეობა: ლ ე თ ე
წევრი №: 2,091
კურსი:--


ეჰ ეხლა გამახსენდა ეს გაკვეთილი ისტორიაში რომ მქონდა... მაშინ 5 მივიღე 01.gif


--------------------
კაცები აღარ არიან, კა-ცე-ბი !!!

................



Кошке не важно,что о ней думают мыши!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
fisherman
პოსტი Apr 26 2008, 14:09
პოსტი #3


ფ"lost"ებით მოარული ვირ ტუოზი. ◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,596
რეგისტრ.: 3-December 07
მდებარეობა: სადაც დამიღამდება
წევრი №: 736
კურსი:--


კარგი იქნებოდა მაშინდელი მოქმედებები პარტიზანული წესით გამართულიყო მასე უფრო დიდი შედეგს მოიტანდა ვიდრე ასეთი აშკარა მოქმედებები
პარტიზანული ბრძოლის უპირატესობა კარგად ჩანს ამერიკის წინააღმდეგ მიმართულ ყველა საბძოლო ოპერაციაშიც


--------------------
ვემსახურები საქართველოს
Go to the top of the page
 
+Quote Post
DAGIჭEREN
პოსტი Apr 28 2008, 14:28
პოსტი #4


აკადემიკოსი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,326
რეგისტრ.: 23-January 08
წევრი №: 1,837
კურსი:--


ძალიან საინტერესო თემაა და ასე ცოტას რატო აინტერესებს ნეტა?


--------------------
Девственность - женский недостаток, устраняемый мужским достоинством !!!


we will see how important is to bring about in the human mind the radical revolution. the crisis! the crisis that cannot anymore accept the old norms and the old traditions.

you are your own guru, your own leader, your own saver :>

in tirdznisi we trust :| ტირძნისელო მოდერო რა ლამაზი ხარო :|

ახტა გოჭი დახტა გოჭი შენ მო*****ნ დედის პროჭი :O :|
Go to the top of the page
 
+Quote Post
teoko
პოსტი Apr 28 2008, 15:08
პოსტი #5


mis Teoko pini
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,791
რეგისტრ.: 19-April 08
წევრი №: 3,020
კურსი:3


ციტატა(DAGIჭEREN @ Apr 28 2008, 14:46) *
ძალიან საინტერესო თემაა და ასე ცოტას რატო აინტერესებს ნეტა?

45.gif 45.gif unknw.gif unknw.gif


--------------------




არასდროს ვამბობ იმას, რაც არ ვიცი!


Go to the top of the page
 
+Quote Post
DAGIჭEREN
პოსტი Apr 28 2008, 15:19
პოსტი #6


აკადემიკოსი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,326
რეგისტრ.: 23-January 08
წევრი №: 1,837
კურსი:--


ქაქუცა იყო მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქართველი


--------------------
Девственность - женский недостаток, устраняемый мужским достоинством !!!


we will see how important is to bring about in the human mind the radical revolution. the crisis! the crisis that cannot anymore accept the old norms and the old traditions.

you are your own guru, your own leader, your own saver :>

in tirdznisi we trust :| ტირძნისელო მოდერო რა ლამაზი ხარო :|

ახტა გოჭი დახტა გოჭი შენ მო*****ნ დედის პროჭი :O :|
Go to the top of the page
 
+Quote Post
teoko
პოსტი Apr 28 2008, 15:42
პოსტი #7


mis Teoko pini
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,791
რეგისტრ.: 19-April 08
წევრი №: 3,020
კურსი:3


ციტატა(DAGIჭEREN @ Apr 28 2008, 15:37) *
ქაქუცა იყო მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქართველი

+1.. და ზოგმა მისი სახელიც კი არ იცის. და რას წარმოადგენდა მაგაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია 02.gif


--------------------




არასდროს ვამბობ იმას, რაც არ ვიცი!


Go to the top of the page
 
+Quote Post
DAGIჭEREN
პოსტი Apr 28 2008, 17:50
პოსტი #8


აკადემიკოსი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,326
რეგისტრ.: 23-January 08
წევრი №: 1,837
კურსი:--


ციტატა(teoko @ 28th April 2008 - 16:00) *
+1.. და ზოგმა მისი სახელიც კი არ იცის. და რას წარმოადგენდა მაგაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია

სამწუხაროა


--------------------
Девственность - женский недостаток, устраняемый мужским достоинством !!!


we will see how important is to bring about in the human mind the radical revolution. the crisis! the crisis that cannot anymore accept the old norms and the old traditions.

you are your own guru, your own leader, your own saver :>

in tirdznisi we trust :| ტირძნისელო მოდერო რა ლამაზი ხარო :|

ახტა გოჭი დახტა გოჭი შენ მო*****ნ დედის პროჭი :O :|
Go to the top of the page
 
+Quote Post
sousou
პოსტი May 2 2008, 2:26
პოსტი #9


skater
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,833
რეგისტრ.: 30-November 07
მდებარეობა: skate park
წევრი №: 660
კურსი:3


მახსოვს ეს აჯანყება ბუნდოვნად, სკოლაში ვისწავლე 01.gif


--------------------
skateboarding isn't a crime!
Go to the top of the page
 
+Quote Post
DAGIჭEREN
პოსტი May 2 2008, 20:28
პოსტი #10


აკადემიკოსი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,326
რეგისტრ.: 23-January 08
წევრი №: 1,837
კურსი:--


ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო


--------------------
Девственность - женский недостаток, устраняемый мужским достоинством !!!


we will see how important is to bring about in the human mind the radical revolution. the crisis! the crisis that cannot anymore accept the old norms and the old traditions.

you are your own guru, your own leader, your own saver :>

in tirdznisi we trust :| ტირძნისელო მოდერო რა ლამაზი ხარო :|

ახტა გოჭი დახტა გოჭი შენ მო*****ნ დედის პროჭი :O :|
Go to the top of the page
 
+Quote Post
FemME
პოსტი May 2 2008, 20:57
პოსტი #11


დოქტორი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,549
რეგისტრ.: 20-March 08
მდებარეობა: Every Killer Lives Next Door To Someone
წევრი №: 2,671
კურსი:4


ვის გაქვთ ქაქუცა ჩოლოყაშვილი რუსთაველში ნანახი?


--------------------
We are the kids, your parents warned you about
Go to the top of the page
 
+Quote Post
DAGIჭEREN
პოსტი May 2 2008, 21:24
პოსტი #12


აკადემიკოსი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,326
რეგისტრ.: 23-January 08
წევრი №: 1,837
კურსი:--


ციტატა(FemME @ 2nd May 2008 - 21:15) *
ვის გაქვთ ქაქუცა ჩოლოყაშვილი რუსთაველში ნანახი?

მე და ძალიან მაგარი იყო მართლა მომეწონა


--------------------
Девственность - женский недостаток, устраняемый мужским достоинством !!!


we will see how important is to bring about in the human mind the radical revolution. the crisis! the crisis that cannot anymore accept the old norms and the old traditions.

you are your own guru, your own leader, your own saver :>

in tirdznisi we trust :| ტირძნისელო მოდერო რა ლამაზი ხარო :|

ახტა გოჭი დახტა გოჭი შენ მო*****ნ დედის პროჭი :O :|
Go to the top of the page
 
+Quote Post
FemME
პოსტი May 2 2008, 21:28
პოსტი #13


დოქტორი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,549
რეგისტრ.: 20-March 08
მდებარეობა: Every Killer Lives Next Door To Someone
წევრი №: 2,671
კურსი:4


ციტატა(DAGIჭEREN @ 2nd May 2008 - 22:42) *
მე და ძალიან მაგარი იყო მართლა მომეწონა


წავალ ვნახავ =))რამდენი ხანია მინდა და ვერ მივაღწიე რა

ნიჭიერი მეამბოხე და ტრაგიკული ცხოვრების ადამიანი. რომელიც ბევრმა სიკვდილის მერეც არ დააფასა=(( სამწუხაროდ


--------------------
We are the kids, your parents warned you about
Go to the top of the page
 
+Quote Post
2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th November 2019 - 9:17
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank