გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


4 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topic Start new topic
 სტუდენტთა უფლებები, ვისაც არ გაქვთ წაკითხული, გირჩევთ წაიკითხოთ :)
 
Caps_Lock
პოსტი Nov 11 2007, 0:05
პოსტი #1


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 381
რეგისტრ.: 23-October 07
მდებარეობა: mec mainteresebs :)
წევრი №: 44
კურსი:9


სტუდენტთა უფლებები

(კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, თავი VI, სტუდენტი)

მუხლი 43. სტუდენტის უფლებები

1. სტუდენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევებში;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ–ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის, მათ შორის, საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ;

ე) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტისა და უმაღლესი საგნმანათლებლო დაწესებულების მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში ამ კანონისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად;

ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;

ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პრიცესის მიმდინარეობისას;

თ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მოახდინოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების ამ დაწესებულებაში გადატანა;

ი) საქართველოს კანონმდებლობისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან ან სხვა წყაროებიდან მიღოს სტიპენდია, ფინანსურინ ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;

კ) აირჩიოს სასწავლო პროგრამა;

ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის შემუშავებაში;

მ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;

ნ) განახორციელოს ამ კანონთა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

2. დოქტორანტი შეიძლება არჩეულ იქნეს ასისტენტ–პროფესორის თანამდებობაზე. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების არჩევნებში იგი მონაწილეობს, როგორც სტუდენტი.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით.

4. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისათვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ კონფედენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა, ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს განცალკევებულად. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ადმინისტრაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეკრძალება საკუთარი უფლებამოსილებისა და მატერიალურ–ტექნიკური ბაზის იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება შექმნას ცენზურის დაწესების საფრთხე ან შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, გარდა ამავე მუხლის მე–7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს.

7. სტუდენტის მიმართ დისციპლინალური დევნა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით, შინაგანწესით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით, ამ კანონის გათვალისწინებითა და სამართლიანი პროცედურის გზით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შეიმუშავოს სტუდენტის ეთიკის კოდექსი, რომელიც შესაძლებელია აწსებდეს შეზღუდვას სტუდენტის ქცევაზე, თუ ეს დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროცესის წარმართვასთან. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დეტალურად განსაზღვროს ქცევის წესი, რომელიც იწვევს დისციპლინურ პასუხისგებლობას.

8.სტუდენტის მიმართ დისციპლინალური დევნის წამოწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანწესით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის დისციპლინური დევნის საკითხს წყვეტს ფაკულტეტის საბჭო. სტუდენტს უფლება აქვს დაესწროს თავისი საქმის განხილვას.

9. დისციპლინური დევნის განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს:

ა) წერილიბითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ;

ბ) დაესწროს დისციპლინური დევნის საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით;

გ) მიაწოდოს საბჭოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;

დ) მონაწილეობა მიიღოს ფაკულტეტის საბჭოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში;

ე) მოითხოვოს მის მიმართ დისციპლინური დევნის შესახებ საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე;

10. დისციპლინური საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების მხარეს. დისციპლინური დევნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება, რომელიც დისციპლინური დევნის საფუძველია უნდა გამოიკვლიოს ფაკულტეტის საბჭომ.

11. სტუდენტს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს ფაკულტეტის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.

12. სტუდენტის სტატუსი წყდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

მუხლი 44. სტუდენტის ვალდებულებები

სტუდენტი ვალდებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდება და შინაგანაწესი


იქნებ და რამეში გამოგადგებათ smile.gif პირადად მე გამომადგა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif და ჩემი გავიტანე tongue.gif


--------------------
DANGER
Go to the top of the page
 
+Quote Post
levchi
პოსტი Nov 11 2007, 0:48
პოსტი #2


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 714
რეგისტრ.: 31-October 07
მდებარეობა: All eyes on me
წევრი №: 211
კურსი:--


ვა უფლება მოსილი ვყოფილვარ. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


არა საინტერესოა მართლაა, მადლობ.


--------------------
"Vi Veri Veniversum Vivus Vici"---V


"I never had an opinion in politics or religion which I was afraid to own. A costive reserve on these subjects might have procured me more esteem from some people, but less from myself"---Thomas Jefferson


"Wars come and go, but my soldiers are eternal"---2pac
Go to the top of the page
 
+Quote Post
confusion
პოსტი Nov 11 2007, 1:53
პოსტი #3


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,170
რეგისტრ.: 3-November 07
წევრი №: 249
კურსი:4


ამას რა წაიკითხავს.....ხვალ იყოს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
levchi
პოსტი Nov 11 2007, 1:55
პოსტი #4


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 714
რეგისტრ.: 31-October 07
მდებარეობა: All eyes on me
წევრი №: 211
კურსი:--


წაკითხვა ერთი და რა უფლებამოსილები ვყოფილვართ?! biggrin.gif


--------------------
"Vi Veri Veniversum Vivus Vici"---V


"I never had an opinion in politics or religion which I was afraid to own. A costive reserve on these subjects might have procured me more esteem from some people, but less from myself"---Thomas Jefferson


"Wars come and go, but my soldiers are eternal"---2pac
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_RAULA_*
პოსტი Nov 11 2007, 23:15
პოსტი #5





Guests






ვაა აზრზე ხარ რამდენი რამის უფლება გვაქვს ?? biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
levchi
პოსტი Nov 15 2007, 3:10
პოსტი #6


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 714
რეგისტრ.: 31-October 07
მდებარეობა: All eyes on me
წევრი №: 211
კურსი:--


მარა მაქედან ნახევრის უფლება არ გვაქ სინამდვილეშI biggrin.gif


--------------------
"Vi Veri Veniversum Vivus Vici"---V


"I never had an opinion in politics or religion which I was afraid to own. A costive reserve on these subjects might have procured me more esteem from some people, but less from myself"---Thomas Jefferson


"Wars come and go, but my soldiers are eternal"---2pac
Go to the top of the page
 
+Quote Post
shuba
პოსტი Nov 16 2007, 17:58
პოსტი #7


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,840
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარეობა: maglivi
წევრი №: 296
კურსი:4


მე საპეტენზიო არაფერი მაქვს, ჯერ ჩემი ეს უფლებები არ დარღვეულა


--------------------
განცხადება: ნუ დაარეგისტრირებთ მეორე ნიკებს!
Go to the top of the page
 
+Quote Post
etlati
პოსტი Nov 28 2007, 20:59
პოსტი #8


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 253
რეგისტრ.: 24-November 07
წევრი №: 500



და ვითომ მაგ ყველაფრის უფლება მართლა გვაქ??? huh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
TRINITI
პოსტი Nov 28 2007, 21:12
პოსტი #9


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,409
რეგისტრ.: 17-October 07
მდებარეობა: Tiflisi :)
წევრი №: 12
კურსი:6


ციტატა(student777 @ Nov 10 2007, 20:23) *
იქნებ და რამეში გამოგადგებათ smile.gif პირადად მე გამომადგა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif და ჩემი გავიტანე tongue.gif


და რაში გამოგადგა? ანუ, ამბავი მაინტერესებს tongue.gif


--------------------
,,ქურდს ქუდი ეწვის?"






"When the Nazis came for the communists,
I remained silent;
I was not a communist.
When they locked up the social democrats,
I remained silent;
I was not a social democrat.
When they came for the trade unionists,
I did not speak out;
I was not a trade unionist.
When they came for the Jews,
I remained silent;
I wasn't a Jew.
When they came for me,
there was no one left to speak out.



Pastor Martin Niemöller, "First they came…"
Go to the top of the page
 
+Quote Post
ninusia
პოსტი Nov 30 2007, 20:56
პოსტი #10


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 28-November 07
წევრი №: 572



კანონების ცოდნა კაია მითუმეტეს უფლებების საღოოოოოლ
Go to the top of the page
 
+Quote Post
4ever
პოსტი Dec 3 2007, 20:20
პოსტი #11


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 505
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარეობა: tiflisskoe gubernia
წევრი №: 292
კურსი:--


ციტატა(student777 @ 11th November 2007 - 0:23) *
1. სტუდენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;


რა კარგად ჟღერს rolleyes.gif სურვილიც უნდა ჰქონდეს მგონი. არა? tongue.gif


--------------------
განა...ვი, რათა ვიყო კეთილი ;)
Go to the top of the page
 
+Quote Post
aaa
პოსტი Dec 4 2007, 15:28
პოსტი #12


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 172
რეგისტრ.: 1-December 07
წევრი №: 689



ციტატა(student777 @ 11th November 2007 - 1:23) *
მ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;



ეს მომხვდა თვალში განსაკუთრებით.


ასეთი რამ მომხდარა თსუ-ში საერთოდ?

ისე მოვალეობების წაკითხვაც არ იქნებოდა ურიგო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
aaa
პოსტი Dec 5 2007, 1:06
პოსტი #13


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 172
რეგისტრ.: 1-December 07
წევრი №: 689



ციტატა(nikanika68 @ 4th December 2007 - 21:44) *
დღეს დაირღვა ჩემი უფლება. როგორც ვიცი სტუდენტს აქვ სუფლება შევიდეს ტუალეტში, ხოდა დღეს დამლაგებელმა არ შემიშვა და გამომლანძღა კიდევაც



ეგ მეთერთმეტე სართულზე მოხდა თუ მეთორმეტე? biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
4 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th August 2019 - 13:25
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank