გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Reply to this topic Start new topic
 ვაჟა იორამაშვილი - ქართველი მებრძოლი ამერიკიდან
 
toge
პოსტი Mar 30 2012, 19:26
პოსტი #1


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 20-March 12
წევრი №: 12,838
კურსი:1


წესების გარეშე საქრთველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი ბრძოლობს. ამერიკაში მოღვაწე ქართველ სპორტსმენთა რიცხვს, კიდევ ერთი ჩვენი წარმატებული თანამემამულე შეემატა. თბილისში,1976 წელს დაბადებული ვაჟა იორამაშვილი თავდაპირველად ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის ასპარეზობდა,თუმცა 2000 წლიდან ამერიკაში წავიდა და იქ შეეცადა კარიერის გაგრძელებას. მაგრამ სულ სხვა მიმართულებით დაიწყო ვარჯიში და ჯიუ-ჯიცუში მოსინჯა ძალები.2002 წლიდან მოყოლებული მან სხვადასხვა სახის და რანგის 15 ტურნირი მოიგო, ბოლოს კი, ჯერ 2007 წელს გაიმარჯვა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ხოლო 2008 წელს ამერიკის ჩემპიონი გახდა. ერთი წლის შემდეგ იორამაშვილი წესების გარეშე ბრძოლებში იწყებს მონაწილეობას, პროფესიონალთა შორის, თუმცა პირველი ბრძოლა წარუმატებელი აღმოჩნდა, რაც მის გამოუცდელობას მიეწერა, ამის შემდეგ ვაჟამ გააგრძელა თავდაუზოგავი ვარჯიში და 2010 წელს გადაწყვიტა დაბრუნება, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, პირველ მოგებულ ბრძოლას მეორეც დაუმატა 2011 წლის ოქტომბერში და უკვე წელს, 14 აპრილს რიგით მე-4 შერკინება აქვს დაგეგმილი. ამჟამად იორამაშვილი მერილენდის საბრძოლო ხელოვნების აკადემიაში და ფილადელფიის "ქართული ძიუდოს აკადემიაში" ემზადება მომავალი შეხვედრებისთვის და როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, იგი არ აპირებს მიღწეულზე შეჩერებას და ეცდება კიდევ მრავალი გამარჯვება მოიპოვოს საქართველოს სახელით .



ნახეთ ვიდეო >>>

Go to the top of the page
 
+Quote Post
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd November 2019 - 19:05
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank