გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


70 გვერდი V  « < 25 26 27 28 29 > »   
Reply to this topic Start new topic
 საკუთარი შემოქმედება
 
tako_kakabadze
პოსტი Feb 4 2009, 22:57
პოსტი #339


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,854
რეგისტრ.: 29-April 08
მდებარეობა: sivrce
წევრი №: 3,116
კურსი:2


2kija

გასხივოსნების პერსპექტივა ნაკლებად შეიმჩნევა.

კოლექტიური შემოქმედება უნდა იყოს, რამეთუ შეინიშნება პოზიტივისტთა და ნეოპოზივისტთა კვალი.

smile.gif

ხოდა, ან ბისექსუალია ავტორი(ები), ან ქალთა და კაცთა ერთობლივი ბოდვაა.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია tako_kakabadze: Feb 4 2009, 23:03


--------------------
რატომ?! - ყველაზე აგრესიული კითხვა :)
Go to the top of the page
 
+Quote Post
DAKOTA
პოსტი Feb 5 2009, 0:17
პოსტი #340


Introspection is the self-observation
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 7,511
რეგისტრ.: 9-June 08
მდებარეობა: Hidden Place
წევრი №: 3,538
კურსი:3


ციტატა(tako_kakabadze @ Feb 4 2009, 23:15) *
2kija

გასხივოსნების პერსპექტივა ნაკლებად შეიმჩნევა.

კოლექტიური შემოქმედება უნდა იყოს, რამეთუ შეინიშნება პოზიტივისტთა და ნეოპოზივისტთა კვალი.

smile.gif

ხოდა, ან ბისექსუალია ავტორი(ები), ან ქალთა და კაცთა ერთობლივი ბოდვაა.

ასე ძალიან ნუ ...

ვეცადეთ ძალიან



--------------------
I’m one under millions, a grain of sand in the desert of life.
I was born in this merciless world like every other people without to have a choice or a master plan.
If i ask myself … who am i? what is my purpose in life? then only music can help me to sort the chaos in my head.
Go to the top of the page
 
+Quote Post
nino _13
პოსტი Feb 5 2009, 1:18
პოსტი #341


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,395
რეგისტრ.: 3-October 08
წევრი №: 4,538
კურსი:1


leo-dzia
შენს ლექსებში ხშირად იგრძნობა სინაცრისფრე acute.gif

ციტატა(leo-dzia @ 29th December 2008 - 17:28) *
ზამთარი სწუხდა სინაცრისფრეს ვიწრო ქუჩების,

ციტატა(leo-dzia @ 14th January 2009 - 17:19) *
ნაცრისფერ ქალაქს,რუხ ხალხს,ქუჩებს უშნოდ დათოვლილს,


სიმართლე გითხრა , თუმცა სევდიან განწყობას ქმნის, მომწონს მაინც baby.gif

ციტატა(leo-dzia @ 29th December 2008 - 17:28) *
წამით ფიქრებმა ჯვარზე აცვეს ყველა ოცნება...

მეც გამომიცდია, რა მწარეა

ციტატა(leo-dzia @ 20th January 2009 - 17:18) *
სა-ქარ-თვე-ლო!


"ტუFტა" ქვეყანა ამ "ტუFტა" ხალხის,
ყალბი ღიმილი-მოღრეცვა სახის.
ავი ფიქრები,
ბოღმა სულები,
ლხინში გმირები,
გასაჭირში გაყურსულები.
უაზრო-აზრით,
"გაქაჩული როჟები ბაზრით"
და ლაქიობით "გაშანსული" სამსახურები.

"ნაპიარები" ათასგვარად მატრაკვეცები,
სრულიად ბრიყვნი,
სულით,გულით თუმცა მხეცები.

ქუჩის კუთხეში "დაბოლილი" შავი "მასტები
და ტრაკის ქნევით მომავალი "პედარასტები".

აღარც ნამუსი და სირცხვილის პროცენტიც ნული,
ბოზის უბეში ბოზაობით ნაშოვნი ფული.

ქართული ღვინით დაწამლული თურმე რუსები,
"კარმანშიკებით" გაძეძგილი ავტობუსები.

შავ ყავასა და შოკოლადზე განაზარდები-
"ზასაობაზე" გადასული ახალგაზრდები.

ვაჭრუკანებად დარჩენილი მთელი ნაცია,
ყრუს და ბრმისთვისაც შესამჩნევი დეგრადაცია.

ჩამოძონძილი მატხოვრებით სავსე ქუჩები,
მაძღარი ტიპის გაქონილი იქვე ტუჩები...

. . .

ისევ ვაჩხუბებთ მზესა და მთვარეს,
მგლური თვალებით,
ძმები ვდგავართ ბარიკადის ორივე მხარეს...

. . .

თქვენ ეს გგონიათ სხვა პლანეტა,სხვა სამყაროა?
არარაობის,უაზრობის,მტრობის კალოა.

ეს ნაწილ-ნაწილ გაყიდული მთა და მდელოა,
ეს ჩვენი ყველას საფიცარი საქართველოა...

სა-ქარ-თვე-ლო!

სა-ქარ-თვე-ლო!

სა-ქარ-თვე-ლო!..

შენ ძველი და გიჟური უძახე, მარა რეალობა მართლა ესეთია, სად გაექცევი pardon.gif

(არცაა გაქცევა ისე საჭირო, არაფერს არ უნდა დაემალო)








ციტატა(leo-dzia @ 26th January 2009 - 15:33) *
ძმაო,მოდი ამიწიე ჭიქა
და სიცოცხლის სადღეგრძელო შევსვათ,

drinks.gif drinks.gif drinks.gif drinks.gif drinks.gif
მაგრად მიყვარს სიცოცხლის სადღეგრძელო, რო არ დავლიო ხოლმე არ არსებობს

ციტატა(leo-dzia @ 26th January 2009 - 15:33) *
კაი მთვრალი ვიყავი...

მე ფხიზელი ვერ ვწერ და შენ მთვრალიც წერ?? blush2.gif



ციტატა(leo-dzia @ 2nd February 2009 - 18:00) *
უაზრობაა გენიოსთა აზრის ჭიდილიც,

უაზრობაა აზრების ჯახი-სადღაც გიწერია მგონი ესეც



ციტატა(leo-dzia @ 2nd February 2009 - 18:00) *
და შენ,
ბინძურო ცხოველო,
საკუთარ თავს ადამიანი რომ უწოდე,
რა გსურს ამ ცხოვრებისგან?


რთული საპასუხო კითხვაა, ყველა ადამიანს ვუსურვებ, რომ ამ წუთისოფელში საკუთარი ადგილი იპოვოს, მიზანი და ისიც რისთვის არსებობს და რა სურს, მგონი არც ისეთი ადვილია...




ციტატა(leo-dzia @ 2nd February 2009 - 18:00) *
და შენ რა გსურს ამ ცხოვრებისგან?


ძალაუფლება მეფეა ქვეყნად,
ფული ღმერთია.
და შენ გგონია სიყვარული ერთადერთია?

ჭეშმარიტებაც ერთი დიდი მლიქვნელობაა,
მარტოობაა გასაჭირში,
ლხინში ძმობაა.

უაზრობაა გენიოსთა აზრის ჭიდილიც,
ლექსი ბოდვაა.
ამქვეყნად კაცად დაბადებაც უკვე ცოდვაა.

ადამიანი ნადირია,
ჯოგია ხალხი.
ეშმაკის კლიტეს დაუკეტავს მაცხოვრის სახლი...

და შენ,
ბინძურო ცხოველო,
საკუთარ თავს ადამიანი რომ უწოდე,
რა გსურს ამ ცხოვრებისგან?

კარგი ლექსია smile.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია nino _13: Feb 5 2009, 1:12
Go to the top of the page
 
+Quote Post
tako_kakabadze
პოსტი Feb 5 2009, 6:16
პოსტი #342


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,854
რეგისტრ.: 29-April 08
მდებარეობა: sivrce
წევრი №: 3,116
კურსი:2


DAKOTA
მე მაპატიე. მართლა არ ვიცოდი ამ ნაწარმოების შექმნის ისტორია(პიდაპირ აქ ვიხილე).

შენი სიფრიფანა მელანქოლიური კვალი უდავოდ ატყვია.

მოდი, ეხლა სერიოზულად მივუდგეთ საქმეს.


ციტატა
მაშინვე თავქუდმოგლეჯილი გარბიხარ და..ძაღლიც მოგდევს,
რომელი თანდათან მრავლდება...


თეიმურაზ ხევისთავი რომ ცდილობს აყროლებული მძორის დახრჩობას, ყელში მარწუხებივით რომ უჭერს და ახრჩობს.....



ციტატა
და ამ დროს აღმოაჩენ რომ შენ წინ უფსკურულია და უკან ძაღლების ხროვა..
თან ვენებდახეთქილი…
გრძნობ შვებას,


რატომ? ვერ გავიგე. ანუ აქ მეორე ავტორი, რომელიც პირობითად შეიძლება დავახასიათოთ სმაილით crazy.gif , გულმოდგინედ ცდილობს სიტუაციისა და სათქმელის ჩიხში შეყვანას.

შენ(პირობითად სმაილით girl_in_love.gif ) უიმედო სიტუაციოაც გამოგყავს ჩიხიდან.


ციტატა
ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილა. შენ გვერდზე ძაღლს კი მშვიდად სძინავს...

შიში, მარტოობა... კოშმარი რეალობაში გრძელდება...
ისევ... ისევ,


შვება და რეალობაში გაგრძელებული კოშმარი?

ანუ?


ციტატა
ისევ... ისევ,ხედავ მწვანე ტოტებს შენს ხელზე ამოსულს...რომელიც სიზმარშივე ჭკნება და მის ადგილზე...ჩნდება ღრმულები,
რომელიც დროთა განმავლობაში იზრდება და მათ დაფარვას ვეღარ ახერხებ..
ცდილობ შეაჩერო, მაგრამ გრძნობ რომ ეს გსიამოვნებს.და ამ სიამოვნებას გგვრის სწორედ ის ღრმულები ხელზე,



ისევ ავტორი(ან ები), პირობითი სახელწოდებით crazy.gif . ამ სიტუაციასაც დიდოსტატურად დააღწიე თავი, უნდა ითქვას. smile.gif


ციტატა
იმიტომ რომ გუშინ ბავშვი მზეზე დაგრჩა გარეთ,


ამ " crazy.gif -ის ფანი ვარ.

ციტატა
მაგრამ აქვე ხვდები, რომ ეს ბავშვი შენი პირველი მტერია, რადგანაც ..
ყველაფერს ისე ხედავს როგორც არ არის სინამდვილეში. ოცნებას იქმნის და ისრულებს კიდევაც..თან ისეთ ფანტასტიკურს, უაზროს და მიუწვდომელს რომ...თვითონაც ხედავს რომ უაზროა,
მაგრამ მაინც ოცნებობს,იქნებ მას მაინც აუხდეს...და უხდება,იმიტომ რომ....მან ძალიან მოინდომა და დაუბრუნდა რეალობას...
ან დააბრუნეს რეალობაში...



ვერ გავიგე, ღმერთმანი-როგორც ზემოთ აღინიშნა, იმ კოშმარულ, ვენებდახეთქილ რეალობაში?


ციტატა
მაგრამ, მალევე ექიმი გეუბნება რომ ორსულად ხარ.. და თურმე ეს ღრმულებიi კი არა მუცელი ყოფილა...
შენ არ იცი ბავშვი ვისია,მაგრამ მიდიხარ დასკვნამდე,რომ ეს ყველაფერი მაინც სამ-სამჯერ იქნება დაკავშირებული ღრმულებთან,
და უცებ გონება გონება გინათდება.. ღრმულები... ბავშვი...


ისევ crazy.gif

ციტატა
ყველანი ისედაც ბავშვები ვართ უბრალოდ
"დიდების რაღაცებით" ვიგრუზავთ თავებს..


სრულიად სხვა პლასტი შემოიჭრა.

უნდა ითქვას, რომ მეტისმეტი სერიოზულობით მიუდგა საქმეს. smile.gif

ციტატა
და ხედავ რომ მორგში ხარ და შენივე მკვდარ სხეულს ზევიდან დაჰყურებ.. ხორცის ნაჭერი ხარ...იმიტომ რომ ბავშვი წავიდა.........


ორი პლასტი- სიტუაციის ჩიხში შემყვანიcrazy.gif და კაცი, რომელიც მეტისმეტად სერიოზულად მიუდგა საკითხს(და უნდა ითქვას აქ მართალია).


ციტატების დიდი რაოდენობის გამო არ გამომიქვეყნა. ხოდა, ზოგი წავშალე, მაგრამ მაინც ...ამიტომ ციტატებს შავი ბოლდით გავაგრძელებ..

ღმერთო ახლა მომეცი ცოტაოდენი გრძნობა, ცოტაოდენი სიძულვილი და მე შევძლებ დავაბრუნო ბავშვი.
მომეცი შიში და ზიზღის შეგრძნება და მე შევძლებ... - ამბობ უემოციოდ და უიმედოდ…



მაგარია.

შენ ძალიანაც გინდა გძულდეს ვირთხა,ვერ იტანდე,გეზიზღებოდეს
მაგრამ არ შეგიძლია, არ იცი როგორ მოიქცე…
როგორ შეივსო სიცარიელე,რომელიც ყოვედღე გაგრძნობინებს,რომ ...
ვირთხის გარეშე ცარიელი ხარ…
თანდათან სიცარიელე თავის მნიშვნელობას კარგავს..
სიცარიელის ცნება თვითონ გავსებს შენ და ძალიან ძალიან გიტყდება, რომ მალე უვირთხობა არ იქნება სიცარიელე.



შენი ქალური კვალი და ტკივილი უდავოა და იგი სერიოზულლად საქმესთან მიმდგომი კაცის კვალით გრძელდება, რომელიც თავისმა სერიოზულობამ(ან ნაუცბადევმა გულახდილობამ) ცოტათი შეაშინა(ამაზე მეტყველებს სიტყვა "გიტყდება"), ან შესაძლოა პირიქით-უცბად ზუსტად შეაშინა ნაცნობმა რეალობამ.



არ გააღოთ ეს კარები მოქალაქევ...ახალგაზრდავ...ადამიანო!!!! არ გაარო კარები ცოცხალო არსებავ, თუ რამე მაინც შეგრჩენია ცოცხალი არსების.
არ დამღუპო. არ გაავსო ჩემი გული მზის შუქით.



მაგარია.




არ იცის,რომ მის ოთახში ჰაერზე უფრო მეტი, ვართხაა...



მე და DAKOTA-ს რომ გვიყვარს , ის პოეტია(ოღონდ იქ სხვა რამე(ვინმეა ოთახში ჰაერზე მეტი)


და ყოველ ღამეს - ვირთხის ხმით სავსეს -
ის ხვდება ცახცახით და გულისცემით...


და ბავშვი?
დამარხეთ და მიატოვეთ? smile.gif


მოკლედ, ეკლექტიკაა, ქალურ-კაცური პლასტებით, ერთმანეთისთვის გაგების სურვილით, თუმცა სხვადსხვა შიშით, საიდუმლოთი და სათქმელით.


თუ ძალიან გინდათ, შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ადამიანის სხვადსხვა "მე", ოღონდ ამას უფრო ღრმა ანალიზი სჭირდება, ხოდა მე დავიღალე. 8.gif




DAKOTA


10.gif smile.gif smile.gif smile.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია tako_kakabadze: Feb 5 2009, 6:42


--------------------
რატომ?! - ყველაზე აგრესიული კითხვა :)
Go to the top of the page
 
+Quote Post
2kija
პოსტი Feb 5 2009, 10:25
პოსტი #343


How Dare You
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,877
რეგისტრ.: 28-October 07
მდებარეობა: Jungles
წევრი №: 116
კურსი:2


tako_kakabadze
საღილ მაგარი რევიუა :up: მარა ჩვეულებრივი ნაწარმოების პონტსი ამის განხილვა არ წავა 1.gif

სიუჟეტის ცვალებადობა, ურთიერდაპირისპირება, დაჟე კამათი biggrin.gif ეს აძლვს სასაცილო განსაკუთრებლობას. ისე რაღაცეები არის ფასეული მარა არა ისეთი საერთოდ ნაწარმოებად რომ ჩაითვალოს.

პროსტო დავდე



--------------------
www.psy.ge - ქართველი ფსიხოდელიკებისა და ჰიპების ფორუმი

I'm free! Free from the spell of those diabolical Teletubbies! Thank you. When the world is mine, your death shall be quick and painless.

- women is not an object
- your mother is right son, listen to what it says

ჯობია მოკლა და იცოდე რატო კლავ ვიდრე არ მოკლა და არ იცოდე რატო არ კლავ
Go to the top of the page
 
+Quote Post
leo-dzia
პოსტი Feb 5 2009, 18:38
პოსტი #344


სახალხო მთქმელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,471
რეგისტრ.: 13-March 08
მდებარეობა: bobnevi-gori-tbilisi
წევრი №: 2,556
კურსი:4


nino _13


გაიხარე ნინ... ძალიან მიხარია ჩემს ლექსებს რომ კიტხულობ და აფასებ კიდეც...

მართლაც ბევრგან მიწერია ქუჩების სინაცრისფრეზე... რაღაც ეგრე ჩანდა იმ მომენტში... არც ახლა ჩანს ძაან ფერად-ფერადი....


ერთი პერიოდი აზრების ჯახის უაზრობაზეც სერიოზულად დავფიქრდი.. რავი...



რაც შეეხება ლექსში ნახსენებ კითხვას---ეგ პირველ რიგში ჩემს თავს დავუსვი და მერე ალბათ ყველას... უბედურება ისს,რომ ყველა რაღაცას ვცალიჩობთ და რა გვინდა საბოლოოდ ის არ ვიცით...


კიდევ დავდებ რამე ძველ ნაჯღაბნს უახლოეს მომავალში...


--------------------
მეც სიგიჟემდე მიყვარხარ თააკ....


გაკოცე...
Go to the top of the page
 
+Quote Post
zmaneba
პოსტი Feb 5 2009, 22:06
პოსტი #345


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,219
რეგისტრ.: 2-June 08
მდებარეობა: where the wild roses grow
წევრი №: 3,456
კურსი:3


არ ვწერ........ სხვებისას ვკითხულობ.......


--------------------
მინდა მყავდეს ლეკვი.... რომელსაც დავარქმევ კატას....


_____________________________________


Девочка, живущая в сети
Go to the top of the page
 
+Quote Post
tiko-tikuna
პოსტი Feb 8 2009, 0:38
პოსტი #346


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 198
რეგისტრ.: 19-December 08
მდებარეობა: galaqtika
წევრი №: 5,504
კურსი:1


"არ ვიცი რა ხდება... სიცოცხლე მთავრდება...
რაღაცა ჩერდება... სამყარო მთავრდება...
ეს ხალხი ბრბო ხდება... სისხლი... ამბოხება...
ურითმო ლექსები... უაზრო წესები...
ნაცრისფრად თენდება... გულგრილი შეხება...
ყალბი ღიმილი... თვალებში ტკივილი...
ყვირილი უხმო... გრძნობები უცხო...
მსოფლიო სასტიკი... და მსგავსი სვასტიკის...
გულგრილი ერა... გავუძლებ?-ვერა!..."


2008წ, 12სექტემბერი


გულწრფელად შემიფასეეთ rolleyes.gif საავტორო უფლებები დაცულიააა spiteful.gif


ისე 3თვეა არაფერი დამიწერია... ეჰ, ამ სწავლამ გადამიყოლა რაა book.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია tiko-tikuna: Feb 8 2009, 0:40


--------------------
"ყველაფერი კარგია , რაც კარგად მთავრდებაა!.."


Go to the top of the page
 
+Quote Post
ციცქნა
პოსტი Feb 8 2009, 2:36
პოსტი #347


rebel
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,057
რეგისტრ.: 27-February 08
მდებარეობა: მე მომწონს
წევრი №: 2,372
კურსი:3


დათუსჰჩა

(ეძღვნება მზეს)

იყო და არა იყო რა, იყო ერთი დათუსჰჩა, რომელსაც ქართული ენის არა გაეგებოდა რა და ამიტომ იყო-არ იყო გარდამავალი ზმნა, თუ საერთოდ, ზმნა იყო თუ არა, ყველგან ს-ს და ჰ-ს ჩურთავდა. ამიტომაც შეარქვეს დათუსჰჩა.

ერთხელაც დათუსჰჩა აბანოდან ბრუნდებოდა, როცა ტბაუ ბაბუოს გადაეყარა და მის ვიოლინოზე აჟღერებული ჰანგი მოისმინა.
რომ იტყვიან \"სმენად მხეცნი მოვიდიანო\", ისე უკრავდა ტბაუ ბაბუო .

მაგრამ ლიანა იასაკაძის და როსტროპოვიჩის შემწეობით ტბაუ ბაბუოს ხემი არ ჰქონდა. ტყავიდან ძვრებოდნენ მსოფლიოს უამტირებლესი მევიოლინეები, რომ ტბაუ ბაბუოს ვიოლინოზე დაკვრის საშუალება არ მისცემოდა.

ჰოდა უკრავდა ტბაუ ბაბუო წარმოსახვით.

ერთადერთი, ვისაც მისი ესმოდა დათუსჰჩა იყო და დათუსჰჩასთან ერთად მეც, თქვენი მონა არა და, მორჩილი.

მიუახლოვდა დათუსჰჩა ტბაუ ბაბუოს და... დაეჯახა.
დათუსჰჩა ტიროდა, ცრემლებს მიღმა ძნელია გაარჩო მანძილი, კონტურები... ამიტომაც დაეჯახა და ბოდიშიც მოუხადა.

ტბაუ ბაბუომ ვიოლინო აიღო, წამოდგა და დათუსჰჩას წარმოსახვით ბოდიშზე რეალური ზრდილობიანი წინადადებით უპასუხა.

დათუსჰჩამ მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ხემი ვერსაით დაინახა და ძებნას შეუდგა, ეგონა დაჯახებისას ვაითუ მე გადავაგდე შორსო.

რას ეძებო, დაეკითხა ტბაუ ბაბუო.

ხემსჰ ვეძსჰებო, უპასუხა დათუსჰჩას წარმოსახვამ.

ხემი არ მაქვსო, ნაღვლიანად გაიღიმა ტბაუმ.

დათუსჰჩა დაიბნა და ტბაუს მიაშტერდა.

რას ჰსქვია არ გაქვჰსო, იკითხა დათუსჰჩამ გუნებაში.

როგორც შენ მელაპარაკები, ისე ვუკრავ მეცო, გულწრფელად ჩაეღიმა ტბაუს.

აააასჰმ-ო, წაუშორისდებულა დათუსჰჩამ,ტბაუს მისამართი გამოართვა და გზას გაუდგა.

ბევრი იარა თუ ცოტა იოცნება, მიადგა საზღაპრეთის სარჩევს, ჩამოაყოლა თათი და იპოვა სასურველი ზღაპარი \"ნალბანდი მგელი\". გაიარა 383 გვერდი, ჩაირბინა სამი აბზაცი და მგელს ქეჩოში სტაცა ხელი.

შენღა მაკლდიო, აყვირდა დასიებული მგელი.

რა ჯანსჰდაბა დაგესჰტაკაო, ჰკითხა დათუსჰჩამ.

კითხვა რო გეზარება, იმის ბრალიაო, ამოიგმინა მგელმა და სული განუტევა.

დათუსჰჩას საზღაპრეთის იმედები გადაეწურა და კეკელიძეზე ბარნოვის ხიდის ქვეშ მუსიკალურ მაღაზიაში გასწია.

გზაში დიდხანს ფიქრობდა იმაზე, თუ რა უთხრა ტბაუმ \"როგორც შენ მელაპარაკები, ისე ვუკრავ მეცო\", და აღმოაჩინა, გახსნა მევიოლინის უდიდესი საიდუმლო.

ჯერ ფიქრობდა, ჰ-ს და ს-ს იყენებს ალბათო, მერე ნოტებს ჩაუფიქრდა, მაგრამ მოსმენილ მუსიკაში არ იყო მსგავსი არაფერი, ტაქტში ნოტები მხოლოდ აუცილებლობის გამო მეორდებოდა.

საიდუმლო იმაში მდგომარეობდა, რომ ტბაუ ბაბუო წესებს არ ცნობდა, არღვევდა ყველგან და მხოლოდ თავის ადგილას. ეს არ იყო სრულყოფილება, ეს იყო პირველქმნილი მუსიკა ნოტების რვეულამდე, აბრეშუმის ჭიების ლოყების ხრაშახრუში, ღამურების ულტრაბგერა და თოვლის ხმა.

დათუსჰჩამ ვიდრე კეკელიძისკენ გზა განაგრძობდა, ჩემს ბინაში ამოყო თავი.

და მთხოვა ადამიანებისგან დამეცვა.

გავყევი, ძნელი იყო ქუჩაში ყურადღების ისე მიქცევა, რომ დათუსჰჩა ყველას მხედველობიდან გამორჩენოდა, ამის გამო ბარნოვის ხიდიდან სამი ლოქოსა და ერთი იხტიანდრის დაჭერაც კი მომიწია.

ხემი ვიოლინოს გარეშე არ იყიდებოდა.

დათუსჰჩამ ვიოლინოც შეიძინა და სულმა წასძლია.

იქნებ მასაც შეეძლო დაკვრა?
იქნებ სწორად ამოხსნა საიდუმლო?
იქნებ...

და დაუკრა...
დაკვრა რომ დაამთავრა, თვალები გაახილა და შუაზე გადახერხილ ვიოლინოს სევდიანად შეხედა.

მთხოვა უკან დაბრუნებისასაც იგივე გამეკეთებინა და უარი ვერ ვუთხარი.
დღის ბოლოს ქალაქში ყველა მიცნობდა.
სურათები, სიუჟეტები, ერთიმეორეზე უარესი.

დათუსჰჩამ ტბაუს ხემი მიუტანა და თათი მხარზე მოუთათუნა...
ორი კვირის შემდეგ ტბაუ საავადმყოფოდან გამოწერეს და ვიოლინოზე ხემის გასმა სცადა.

ტბაუ ხემით ვერ უკრავდა.




--------------------
http://busx.wordpress.com/
Go to the top of the page
 
+Quote Post
bastiani7
პოსტი Feb 9 2009, 14:56
პოსტი #348


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 9-February 09
მდებარეობა: 123456
წევრი №: 6,145
კურსი:1


ციტატა(tiko-tikuna @ Feb 8 2009, 0:56) *
"არ ვიცი რა ხდება... სიცოცხლე მთავრდება...
რაღაცა ჩერდება... სამყარო მთავრდება...
ეს ხალხი ბრბო ხდება... სისხლი... ამბოხება...
ურითმო ლექსები... უაზრო წესები...
ნაცრისფრად თენდება... გულგრილი შეხება...
ყალბი ღიმილი... თვალებში ტკივილი...
ყვირილი უხმო... გრძნობები უცხო...
მსოფლიო სასტიკი... და მსგავსი სვასტიკის...
გულგრილი ერა... გავუძლებ?-ვერა!..."
2008წ, 12სექტემბერი
გულწრფელად შემიფასეეთ rolleyes.gif საავტორო უფლებები დაცულიააა spiteful.gif
ისე 3თვეა არაფერი დამიწერია... ეჰ, ამ სწავლამ გადამიყოლა რაა book.gif






ქეთევაააან, ხო ხედავ გენი არ იკარგება. მაგარი მყავხარ და მიხარიაააააააააააააააა ok.gif ok.gif ok.gif

ციტატა(bastiani7 @ Feb 9 2009, 15:12) *
ქეთევაააან, ხო ხედავ გენი არ იკარგება. მაგარი მყავხარ და მიხარიაააააააააააააააა ok.gif ok.gif ok.gif






თამარ დიდი მადლობააა air_kiss.gif ჯიგარი ხაააარ ok.gif ok.gif ok.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია bastiani7: Feb 9 2009, 14:55


--------------------
" არა ვშჭამოთ პურიიიიიი?" :)
Go to the top of the page
 
+Quote Post
LEON
პოსტი Feb 9 2009, 15:01
პოსტი #349


ამ ფორუმის მესაფლავე
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,177
რეგისტრ.: 6-March 08
მდებარეობა: 日本国
წევრი №: 2,460
კურსი:--


ციტატა(vendetta777 @ Feb 5 2009, 22:24) *
არ ვწერ........ სხვებისას ვკითხულობ.......

მეც


--------------------
მე ჩემი ცა მაქვს და მასზე ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენის დათვლაც შემიძლია
Go to the top of the page
 
+Quote Post
leo-dzia
პოსტი Feb 10 2009, 10:38
პოსტი #350


სახალხო მთქმელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,471
რეგისტრ.: 13-March 08
მდებარეობა: bobnevi-gori-tbilisi
წევრი №: 2,556
კურსი:4


სცადეთ წერაც-- გჯეროდეთ რომ გამოგივათ...


--------------------
მეც სიგიჟემდე მიყვარხარ თააკ....


გაკოცე...
Go to the top of the page
 
+Quote Post
tiko-tikuna
პოსტი Feb 11 2009, 12:30
პოსტი #351


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 198
რეგისტრ.: 19-December 08
მდებარეობა: galaqtika
წევრი №: 5,504
კურსი:1


ციტატა(leo-dzia @ Feb 10 2009, 10:56) *
სცადეთ წერაც-- გჯეროდეთ რომ გამოგივათ...




სამწუხაროდ ყველას არ გამოსდის 7.gif


--------------------
"ყველაფერი კარგია , რაც კარგად მთავრდებაა!.."


Go to the top of the page
 
+Quote Post
70 გვერდი V  « < 25 26 27 28 29 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd September 2019 - 15:40
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank