გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Reply to this topic Start new topic
 ლეონარდ ეილერი
 
Guest_wwww_*
პოსტი Jun 28 2009, 15:33
პოსტი #1





Guests






ლეონარდ ეილერი (* 15 აპრილი, 1707, ბაზელი, შვეიცარია ― † 18 სექტემბერი, 1783, პეტერბურგი, რუსეთი), შვეიცარიელი მათემატიკოსი, მექანიკოსი და ფიზიკოსი.


განათლება მიიღო ბაზელის უნივერსიტეტში. 1727–1741 წლებში მუშაობდა პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიაში. დაწერა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი "არითმეტიკის სახელმძღვანელო" (1738–1740), წარმატებით მუშაობდა რუსეთის რუკების შედგენაზე, მონაწილეობდა სხვადასხვა ტექნიკურ ექსპერტიზაში. პეტერბურგში ცხოვრების პირველ პერიოდში დასაბეჭდად მოამზადა 80 და გამოაქვეყნა 50–ზე მეტი ნაშრომი მათემატიკასა და მექანიკაში. 1741 წელს მუშაობა დაიწყო ბერლინის მეცნიერებათა აკადემიაში მათემატიკის კლასის დირექტორისა და გამგეობის წევრის თანამდებობაზე. ეილერმა საფუძველი ჩაუყარა ტურბინების თეორიას, მნშივნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც ოპტიკური ტექნიკის განვითარებაში, ისე მასალათა გამძლეობის მოძღვრებაში. სწავლობდა ქარის წისქვილების მოწყობილობას. 1766 წელს ეილერი ოჯახთან ერთად ხელმეორედ ჩავიდა პეტერბურგში. მიუხედავად ხანდაზმულობისა და უსინათლობისა, მისი შრომისუნარიანობა არ დაქვეითებულა. პეტერბურგში ცხოვრების მეორე პერიოდში მან დასაბეჭდად მოამზადა 400–მდე შრომა, მათ შორის რამდენიმე დიდტანიანი წიგნი.

ეილერი იყო ბერლინისა და პარიზის აკადემიების, აგრეთვე ლონდონის სამეფო საზოგადოებისა და სხვათა წევრი. დაწერა 850–მდე სამეცნიერო შრომა. საინტერესოა მისი მეცნიერული მიმოწერა (3000 წერილიდან მხოლოდ ნაწილია გამოქვეყნებული). ეილერი მოღვაწეობდა მათემატიკისა და მექანიკის ყველა დარგში, მათემატიკურ ფიზიკაში, ოპტიკაში, მუსიკის თეორიაში, ბალისტიკაში, საზღვაო მეცნიერებაში, სადაზღვევო საქმეში და სხვ. მათემატიკური ანალიზის საშუალებით მან პირველმა ფართოდ გადმოსცა წერტილის დინამიკა. დაამუშავა მყარი სხეულის კინემატიკა და დინამიკა და მიიღო უძრავი წერტილის ირგვლივ მყარი სხეულის ბრუნვის განტოლებები, რითაც საფუძველი ჩაუყარა გიროსკოპების თეორიას. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მდგრადობის თეორიაში. გააღრმავა მთვარის მოძრაობის თეორია. შრომების დიდი ციკლი მიუძღვნა მათემატიკური ფიზიკის ამოცანებს (სიმების, ფირფიტებისა და მემბრანების რხევის საკითხებს). ეილერმა საგრძნობლად გააფართოვა მათემატიკური ანალიზის ფარგლები: საფუძველი ჩაუყარა კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიას, შექმნა ვარიაციათა აღრიცხვა, დიფერენციალური განტოლებების თეორიის საფუძვლები, გაამდიდრა თვით დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვა (ცვლადთა გარდაქმნა, ერთგვაროვანი ფუნქციები, ეილერის ჩასმები, ეილერ–მაკლორენის შეჯამების ფორმულა, მწკრივთა თეორია, ჯაჭვწილადების თეორია), საფუძველი ჩაუყარა სპეციალურ ფუნქციათა თეორიას (გამა–ფუნქცია, ელიფსური ინტეგრალები, ჰიპერბოლური და ცილინდრული ფუნქციები, ინტეგრალური ლოგარითმი და სხვა). რიცხვთა თეორიას მან უძღვნა 100–ზე მეტი მემუარი, დაამტკიცა პიერ ფერმას მიერ გამოთქმული მრავალი მოსაზრება, დაამუშავა ხარისხოვან ნაშთთა და კვადრატულ ფორმათა თეორიის დაფუძვლები. აღმოაჩინა, მაგრამ ვერ დაამტკიცა კვადრატულ ნაშთთა შექცევადობის კანონი, გამოიკვლია დიოფანტური ანალიზის მრავალი ამოცანა, პირველად მან გამოიყენა მათემატიკური ანალიზის მეთოდები დაყოფათა თეორიისა და მარტივ რიცხვთა თეორიაში.

დიდია ეილერის დამსახურება მათემატიკის სხვა დარგებშიც, პიერ სიმონ ლაპლასის თქმით ეილერი იყო XVIII ს. II ნახევრის მათემატიკოსების მასწავლებელი.






წყარო http://ka.wikipedia.org/wiki/ლეონ
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_wwww_*
პოსტი Jun 29 2009, 12:52
პოსტი #2





Guests






ეილერის ცნობილი ფორმულა რომელიც ალბათ მარშუტკის მძღოლებმაც იციან





ესკი გრაფთა თეორიის იდეის მიმწოდებელი ხიდები
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_wwww_*
პოსტი Jul 1 2009, 17:26
პოსტი #3





Guests








შვეიცარულ ფრანკზე
Go to the top of the page
 
+Quote Post
Γεώργιος
პოსტი Apr 8 2010, 22:19
პოსტი #4


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,861
რეგისტრ.: 4-January 10
წევრი №: 8,285
კურსი:--




--------------------
Γενηθήτω φῶς.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd August 2019 - 8:32
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank