გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Closed Topic Start new topic
 წესები ! ! !, განახლებულია 10.03.08
 
Guest_Moder_*
პოსტი Nov 20 2007, 23:44
პოსტი #1





Guests






პოლიტიკის განყოფილებაში რაღა თქმა უნდა მთავარ წესებთან ერთად ვიცავთ შემდეგ წესებს:

1. ვწერთ ქართულად

2. არანაირი უცენზურო სიტყვები და ერთმანეთის შეურაცხყოფა. (შენიღბული სახითაც კი....)

3. ასევე განსაკუთრებით აკრძალულია უცენზურო სიტყვების გამოყენება რომელიმე პოლიტიკოსის ან პოლიტიკური ლიდერის მისამართით, შეგიძლიათ იკამათოთ გამოთქვათ თქვენი აზრი ამათუ იმ პოლიტიკური მოვლენის შესახებ, მაგრამ ყველაფერი ზომიერების ფარგლებში უნდა ჩავტიოთ.

4. დაუშვებელია სხვა მრწამსის, რელიგიისა თუ კულტურის მქონე ადამიანზე აგდებულად ლაპარაკი და დაცინვა.

5. დაუშვებელია ოფტოპიკი და მხოლოდ სიცილაკების გამოყენება გამოხმაურების დროს. (მსგავსი პოსტები წაიშლება დაუყონებლივ)

6. სანამ თემას გახსნიდეთ, გადახედეთ უკვე გახსნილი რომ არ არის მსგავსი შინაარსი თემა.

7. თავი შეიკავეთ ისეთი თემების გახსნისგან (ასევე პოსტებიდანაც) რომელიც შეიძლება შეურაცყოფდეს ან აქილიკებდეს ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასა თუ ლიდერს.

8. ასევე თავი შეიკავეთ ისეთი თემების გახსნისგან რომელიც შეიძლება შეიცავდეს დეზინფორმაციას (ანუ ეცადეთ თემის გახსნის დროს მოიშველიოთ არგუმენტები და დადოთ ფაქტები)




წესების დარღვევის შემთხვევაში დაისჯებით >>> ამ <<< სისტემის მიხედვით
Go to the top of the page
 
+Quote Post
2kija
პოსტი Mar 2 2009, 5:46
პოსტი #2


How Dare You
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,877
რეგისტრ.: 28-October 07
მდებარეობა: Jungles
წევრი №: 116
კურსი:2


დამატებები წესებში:

დამატება 1

იკრძალება პირადი საუბრები, უაზრო პოსტები, იკრძალება იუმორის გამოყენება საკითხის განხილვისას, ან განიხილავთ დასმულ საკითხს ან გადიხართ.

დამატება 2 - თემის გახსნის წესები

თემის გამხსნელმა მიახლოებით ზუსტად და სრულად უნდა ჩამოაყალიბოს თემის აზრი. აუცილებელია თემა ეხებოდეს რაიმე კონკრეტულ პოლიტიკურ მოვლენას ან სიახლეს.
განყოფილების ობიექტურობასთან სიახლოვის მიზნით იკრძალება გამოკითხვის სახის თემების გახსნა. თუ გსურთ ასეთი თემის გახსნა მიმართეთ ქვემოთმოცემულ მაგალითში მოყვანილ ხერხს :

ვთქვად იხსნება თემა : გინდათ თუ არა საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე

თემის გამხსნელმა უნდ ამიმოიხილოს ის მოვლენები რომელიც უძღვის ამას წინ, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიათა მოსაზრებები და საკუთარი აზრი რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს დალაგებულად, ნათლად და კორექტულად.

დამატება 3 - არგუმენტაცია და წყარო

ინფორმაცია რომელსაც არ ექნება მითითებული - წყარო და პოსტი რომელიც არ იქნება არგუმენტირებული - წაიშლება

მაგალითი: თემა: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

შედის მომხმარებელი და წერს : "არ მომწონს" და გადის ასეთი პოსტი წაიშლება
სწორია: შედის მომხარებელი და წერს: "არ მომწონს რადგან მათმა საქმიანობამ გამოიწვია ეს ეს და ეს" ასეთი პოსტი არ წაიშლება

დამატება 4


აკრძალულია პირადი და პოლიტიკური შეხედულებების აღრევა



--------------------
www.psy.ge - ქართველი ფსიხოდელიკებისა და ჰიპების ფორუმი

I'm free! Free from the spell of those diabolical Teletubbies! Thank you. When the world is mine, your death shall be quick and painless.

- women is not an object
- your mother is right son, listen to what it says

ჯობია მოკლა და იცოდე რატო კლავ ვიდრე არ მოკლა და არ იცოდე რატო არ კლავ
Go to the top of the page
 
+Quote Post
2kija
პოსტი Mar 16 2009, 0:53
პოსტი #3


How Dare You
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,877
რეგისტრ.: 28-October 07
მდებარეობა: Jungles
წევრი №: 116
კურსი:2


ციტატა
დამატება 1

იკრძალება პირადი საუბრები, უაზრო პოსტები, იკრძალება იუმორის გამოყენება საკითხის განხილვისას, ან განიხილავთ დასმულ საკითხს ან გადიხართ


ცვლილება :

იკრძალება პირადი საუბრები, უაზრო პოსტები, იკრძალება უადგილო იუმორის გამოყენება საკითხის განხილვისას, ან განიხილავთ დასმულ საკითხს ან გადიხართ


--------------------
www.psy.ge - ქართველი ფსიხოდელიკებისა და ჰიპების ფორუმი

I'm free! Free from the spell of those diabolical Teletubbies! Thank you. When the world is mine, your death shall be quick and painless.

- women is not an object
- your mother is right son, listen to what it says

ჯობია მოკლა და იცოდე რატო კლავ ვიდრე არ მოკლა და არ იცოდე რატო არ კლავ
Go to the top of the page
 
+Quote Post
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st August 2019 - 2:27
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank