გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


10 გვერდი V  « < 8 9 10  
Reply to this topic Start new topic
 კაზუსები, სისხლის და არამარტო სისხლის.
 
underworld
პოსტი Apr 1 2012, 23:15
პოსტი #118


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 1-April 12
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 12,891
კურსი:--


ციტატა(ilo_elo @ Nov 20 2009, 0:17) *
ჰიპოთეზა.
შესაძლებელია დაცვამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, განზრახ მკვლელობა.
QI ქმედების შემადგენლობა
Q1)ქმედების ობიექტური შემადგენლობა
Qა) ქმედების სუბიექტი- პირადი დაცვა, ქალის საყვარელი.
Qბ) ქმედების ობიექტი- ქმრის სიცოცხლე.
Qგ) ქმედება-გამოიხატა აქტიური მოქმედებით, იარაღის სროლით
დ) შედეგი- ქმრის სიკვდილი.
ე) მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის სახეზეა, დაცვის გასროლამ უშუალოდ გამოიწვია კაცის სიკვდილი.
ვ) ობიექტური შერაცხვა- სახეზეა, პირს აღნიშნული შედეგი ობიექტურად შეერაცხება.

Q1) ქმედების სუბიექტური შემადგენლობა
Gგანზრახვა
Gგანზრახვა შედგება ორი ელემენტისგან:
• ცოდნა ფაქტობრივი გარემოებებისა (კოგნიტური ელემენტი) სახეზეა, პირმა იცოდა თავისი ქმედების მართლინააღმდეობის შესახებ, აცნობიერებდა მოსალოდნელი შედეგის დადგომის შესაძლებლობას.
• სურვილი, (ვოლუნტატიური ელემენტი) ამ შემთხვევაში სახეზე არ არის, ანუ ამ პირის ქმედება არ იყო მიზნით დეტერმინირებული, მისი ქმედების მიზანი არ იყო დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა, ოღონდ ამ პირს გააჩნდა ნებელობა შედეგის მიმართ, რადგან აცნობიერებდა მოსალოდნელი შედეგის დადგომის შესაძლებლობას.
შესაძლებელია პირი მოქმედებდა ევენტუალური(არაპირდაპირი) განზრახვით, არ სურდა შეეის დადგომა, მაგრამ იცოდა რას აკეთებდა და გულგრილად ეკიდებოდა შედეგს. საჭიროა გავმიჯნოთ არაპირდაპირი განზრავა პირდაპირი განზრახვისგან.
Pპირდაპირი განზრახვის დროს, პირმა იცის თავისი ქმედების მართლინღმდეგობის შესახებ, აცნობიერებს მოსალოდნელი შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი, ან ითვალისწინებს ასეთი შედეგის დადგომის გარდაუვალობას, არაპირდაპირი განრავის დროს კი პირს არ სურს მართლსაწინააღმდეო შედეგი, მაგრამ უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას. Aმ შემთხვევაში აშკარაა, რომ პირი არ მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით, ადგან როგორც გმოძიებამ დაადნა პირს არ სურდა მოსალოდნელი შედეგი, იგი არ მოქმედებდა მოკვლის განზრახვით.
Eვენტუალური განზრახვა, განსხვავდება ასევე თვითიმედოვნებისგან ვოლუნტატიური ელემენტით, არაპირდაპირი განზრახვის დროს პირს არ სურს შედეგი, მაგრამ ფიქრობს, რომ შედეგი შეიძლება დადგეს, ან გულგრილად ეკიდება შედეგის დადგომას, თვითიმედოვნების დროს კი პირმა ასევე იცის თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებს რომ შედეგი არ დადგება. Yველაზე კარგად, აღნიშნულის დასახასიათებლად გამოგვადგება რიჰარდ ფრანკის გამიჯვნის ფორმულა: თვითიმედოვნების დროს, პიი ამბობს: ყველაფერი კარგად იქნება, არაფერი არ მოხდება, მაშინ როდესაც ევენტუალური განზრახვის დროს ამბობს: შეიძლება ასე, ან სხვანაირად მოდეს, ყველა შემთვევაში მე ამას გავაკეთებ და თუ მოხდება არაუშავს.
Eვენტუალობისა და თვითიმედოვნებისურთიერთგასამიჯნავად დაგვჭირდება შესაძლებლობის თეორია, რომლის მიხედვითაც ვოლუნტატიურ ელემენტს, ნებელობას არ ენიჭება მნიშვნელობა, თუ კი პირს გაცნობირებული აქვს კონკრეტული საფრთხის დადგომის შესაძლებლობა, მაში ეს არის ევენტუალური განზრავა, ხოლო თუ პირი საფრთხეს ხედავს ზოგად აბსტრაქტულად, მაშინ ეს არის თვითიმედოვნება. შესაძლებლობის თეორიის მიხედვით, აღნიშნულ შემთხვევაში არის ვენტუალური განზრახვა, რადგან პირი ხედავდა კონკრეტული შედეგის დადგომის შესაძლებლობას.
Eვენტყალური განრავა საბუთდება ასევე სვა თეორიებით, როორიცაა ალბათობის, რისკის და ნებელობის თეორიები.

EII მართლწინააღმდეგობა.
საჭიროა გავარკვიო, სახეზე გვაქვს თუ არა მართლინააღმდეობის გამომრიცველი ისეთი გარემოება, როგორიცაა აუცილებელი მოგერიება.
Aუცილებლი მოგერიება შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
1) უკიდურესი მდომარეობა
2) უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება
3) თავდაცვის სურვილი
თავის მრივ, 1) უკიდურესი მდომარეობა შედგება შემდეგი ნიშნებისაგან:
ა) სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა
ბ) ხელყოფის იმწუთიერობა
ც) ხელყოფის მართლინააღმდეგობა და ობიექტურობა
უკიდურესი მდგომარობის აღნიშნული ნიშნები სახეზეა, სახეზე იყო იმწუთიერი, მართლსაწინააღმდეგო და ობიექტური ხელყოფა.
2) უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება გულისხმობს, რომ იგი უნდა იყოს აუილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისათვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას, მართალია აუცილებელი მოგერიების დროს, არ ხდება სამართლებრივ სიკეთეთა აწონ დაონვა, მაგრამ ხელყოფა და მოგერიება აშკარად შეუსაბამო არ უნდა იყოს. Aხელყოფის დროს, პირს რომელიც თავს იცავს, არ ეკისრება უკან დაევის ვალდებულება, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ აუილებელი მოერიება არის აბსოლიური უფლება. Aარებობს აუცილებელი მოგერიების სოიალურ ეთიკური შეზღუდვები, რომლებიცაა:
ა) უმნიშვნელო ხელყოფა
ბ) არაბრალუნარიანი, შეურაცხადი პირის მხრიდან ხელყოფა
გ) ხელყოფა ახლო სოციალურ ურთიერთობაში მყოფი პირების მხრიდან
დ) აუილებელი მოგერიების შეგნებული პროვოკაია
ე) არაშეგნებული აუცილებელი პროვოკაციის დროს მოერიების უფლება შეზღუდულია.
Aამ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს სამართლებრივ სიკეთეთა შკარა შეუსაბამობა, სახეზე გვაქვს უმნიშვნელო ხელყოფა, ხელყოფა და მოგერიება აშკარად შეუსაბამოა.
Aანუ დავასკვნით რომ სახეზე არ გვაქვს მართლინააღმდეგობის გამომრიცველი არცერთი გაემოება.

III ბრალი

Bბრალის ეტაპზე დგინდება განზრახვის მესამე კომპონენტი ბოროტი განზრახვა, (დოლუს მალუს) ამ შემთხვევაში ბოროტი განზრახვა საეზეა. სახეზე არ არის ბრალის გამომიცველი არც ერთი გაემოება.

დასკვნა: დაცვამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 108 მულით გათვალისინებული ქმეება, არაპირდაპირი განრახვით მკვლელობა.



ჰიპოთეზა.
შესაძლებელია დაცვამ აიდინა საქართველოს სსკ-ის 113 მულიტ გათვალისინბული ქმედება, მკვლელობა აუილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით.

QI ქმედების შემადგენლობა
Q1)ქმედების ობიექტური შემადგენლობა
Qა) ქმედების სუბიექტი- პირადი დაცვა, ქალის საყვარელი.
Qბ) ქმედების ობიექტი- ქმრის სიცოცხლე.
Qგ) ქმედება-გამოიხატა აქტიური მოქმედებით, იარაღის სროლით
დ) შედეგი- ქმრის სიკვდილი.
ე) მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის სახეზეა, დაცვის გასროლამ უშუალოდ გამოიწვია კაცის სიკვდილი.
ვ) ობიექტური შერაცხვა- სახეზეა, პირს აღნიშნული შედეგი ობიექტურად შეერაცხება.
2) ქმედების სუბიექტური შემადენლობა
განზრახვა
ცოდნა- სახეზეა
სურვილი-სახეზეა
II მართლწინააღმდეობა
არ გვაქვს მართლწინააღმდეობის გამომრიხველი არცერთი გარემოება


III ბრალი
გავნსაზღვროთ არის თუ არა ასთენიური აფექტი, რომელიც აფუძნებს 113 მუხლს, აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაილების შემადგენლობას. აფექტი, არსებობს ორნაირი, სთენიური და ასთენიური აფექტი არის შიშითა და დაბნეულობით გამოწვეული აფექტი, მაგრამ ამ შემთხვევაში, დაცვა არ მოქმედებდა ასთენიური აფექტით, იგი მოქმედებდა პირიქით, აგრესიულად, სთენიური აფექტით.
დასკვნა. აღნიშნული ქმედება არ გვაძლევს საქართველოს სსკ-ის 113 მუხლის შემადგენლობას, დაცვის ქმედების კვალიფიცირება აღნიშნული მუხლით არ მოხდება.


ჰიპოთეზა

შესაძლებელია, ცოლმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით გათვალისინებული ქმედება, განზრახ მკვლელობა.

ქმედების შემადგენლობა

1) ქმედების ობიექტური შემადგენლობა

ა) ქმედების სუბიექტი- ცოლი

ბ) ქმედების ობიექტი- ქმრის სიცოცხლე.

გ) ქმედება- შესაძლებელია, ცოლმა ქმედება განარციელა ე.წ. გრძელი ხელის, შუალობითი ამსრულებლის მეშვეობით, როგორც კოდექსშია გათვალისწინებული, ის, ვინც დანაშაული ჩაიდინა სხვა ისეთი პირის მესვეობით, ვინც ასაკის, შეურაცხაობის ან სვა გარემოების გამო არ დაეკისრება სისლისსამართლებრვი პასუისმგებლობა.
ანუ, რომ გვქონდეს შუალობითი ამსრულებელი, საჭიროა პირი შეურააობის ან სხვა გარემოების გამო ვერ აცნობიერებდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ასევე პირი, კოდექსის მიხედვით არ უნდა დაისაჯოს საკუთარი ქმედებისთვის, როგორც ჩვენ ინა კაზუსში ანვიხილეთ, დაცვა, იყო შერაცხადი პირი, და ასევე აცნობიერებდა საკუთარი ქმდების მართლწინააღმდეგობას, ამასთან იგი ისჯება საკუთარი ქმედების გამო 108 მუხლით.

დასკვნა: ცოლს არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 108 მულით გათვალისწინებული ქმედება, განზრახ მკვლელობა შუალობითი ამსრულებლის მესვეობით.

ჰიპოთეზა
შესაძლებელია ცოლმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 24-3, 109 მუხლის მე3 პუნქტის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ განზრახ მკვლელობაში დახმარება ანგარებით.
I ქმედების შემადგენლობა

1) ქმედების ობიექტური შემადგენლობა
ა) ქმედების სუბიექტი-ცოლი
ბ) ქმედების ობიექტი-ქმრისსიცოცხლე
გ) ქმედება გამოხატული ატიურ დახმარებაში ამსრულებლის მიმართ, რათა მას ჩაედინა დანაშაული, ქალმა მოამზადა პირობები, აიძულა დაცვა არ მოეხსნა იარაღი წელიდან, გაანერვიულა ქმარი და მისი პროვოცირება მოახდინა.
დ) შედეგი- ქმრის სიოცხლის მოსპობა
ე) მიზეზობრივი კავშირი ქალის ქმედებასა და ქმრის სიკვდილს შორის სახეზეა სახეზეა, რადგან ქალის ქმედებამ გამოიწვია ქმრის სიკვდილი, ასევე ქალს თავისი ქმედება შერაცება ობიექტურად.


2) ქმედების სუბიექტური შემადგენლობა.
განზრავა
1) ცოდნა, კოგნიტური ელემენტი
2) სურვილი, ვოლუნტატიური ელემენტი
აღნიშნული ორი ელემენტი სახეზეა, ქალს გააჩნდა ნებელობა შედეგის მიმართ, ქალმა იცოდა, რომ მის მოქმედებას მოყვებოდა აღნიშნული შედეგი და სურდა ეს შედეგი, მისი ქმედება იყო მიზნით დეტერმინირებული, იგი მოქმედებდა პირველი ხარისხის პირდაპირი განზრახვით, მიუხედავად იმისა, რომ თანამონაწილეობა არის აქცესორული ბუნების, პერსონალური ნიშანი, თავისი, ქალს შეერაცხება, დახმარების დროს, შესაძლებელია იყოს ორმაგი განზრახვა, ანუ ამსრულებელს ჰქონდეს სხვა განზრავა და დამმარეს სხვა, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, საყვარელმა ქმარი მოკლა უეცრად წარმოშობილი განზრახვით, შურისძიების მოტივით, ქალს კი ეს ყველაფერი თავიდანვე ჰქონდა განსაზღვრული. ამიტომ აღნიშნული ქმედება არ იქნება წაქეზება, რადგან წაქეზების დროს საჭიროა ერთიანი განზრავა.
ასევე, ქალი მოქმედებდა ანგარებით, მას სურდა ქმრის მოკვლა, რათა დაუფლებოდა მის მთელ ქონებას, ამიტომ საჭიროა ეს პერსონალური ნიშანი მას შევრაცხოთ.



II მართლწინააღმდეგობა
არ გვაქვს მართლწინააღმეგობის გამომრიცხველი გარემოებები


III ბრალი
დოლუს მალუსი გვაქვს, ბრალის გამომრიველი გარემოებები არ გვაქვს.


დასკვნა: ქალმა ჩაიდინა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 24-3, 109 მუხლის მე3 პუნქტის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ განზრახ მკვლელობაში დახმარება ანგარებით.


პ.ს. ეს ჩემი ამოსნააა...




ადამიანი სანამ რაიმე კონკლუდენტურ ფიზიკურ მოქმედებას ჩაიდენს, რა მოქმედება უძღვის წინ?მიმაგრებული ფაილი  1310375676_003.jpg ( 132.34 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 3

მიმაგრებული ფაილ(ებ)ი
მიმაგრებული ფაილი  1310375676_003.jpg ( 132.34 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 2
მიმაგრებული ფაილი  vetton_ru_215.jpg ( 97.69 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 3
 
Go to the top of the page
 
+Quote Post
studentkaa
პოსტი Apr 1 2012, 23:26
პოსტი #119


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 260
რეგისტრ.: 27-January 11
წევრი №: 10,732
კურსი:--


რა მაინტერესებს...მაგალითად მოხუც დედას წარმოეშვა ალიმენტის მოთხოვნის უფლება შვილების მიმართ, მათგან ერთი ცხოვრობს თბილისში, მეორე ქუთაისში, დედა თელავში, ამ შემთხვევაში რომელ სასამართლოში უნდა შეიტანოს დედამ სარჩელი, ერთ-ერთი შვილის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით თუ თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის ვიყენებთ თუ მე-19ეს? ანუ განსაკუთრებულს განსჯადობას რაიმე უპირატესი ძალა აქვს?

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია studentkaa: Apr 1 2012, 23:27
Go to the top of the page
 
+Quote Post
underworld
პოსტი Apr 2 2012, 0:16
პოსტი #120


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 1-April 12
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 12,891
კურსი:--


წარმოიდგინეთ მეზობლები, რომლებსაც ერთმანეთთან შუღლი აქვთ, პირობითად დავარქვათ სახელებიც, ამირანი და გურამი, ხოდა ამირანს აქვს გურამის მოკვლის განზრახვა, მაგრამ სისრულეში ვერ მოყავს სასჯელის გარდუვალობის შიშით. ერთხელაც ამირანი ღამის საათებში სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა რა დროსაც გზაში ხიდზე ასევე სახლში მიმავალ გურამს წამოეწია, გაიხედ გამოიხედა ირგვლივ არავინ იყო და ამირანს მაშინვე გაუჩნდა თავში გურამის მოკვლის სურვილი რა დროსაც იქვე დაგდებულ საკმაოდ მოზრდილ ქვას დაავლო ხელი და მთელი ძალით თავში ჩაარტყა, გურამი მოწყვეტით დაეცა დაბლა უგონოდ, ამირანს ეგონა რა მოვკალიო, დაავლო უგონოდ მყოფ გურამს ხელი და დანაშაულის დაფარვის მიზნით ხიდიდან მდინარეში გადააგდო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სინამდვილეში გურამი მკვდარი არ იყო, უგონოდ მყოფი ხიდიდან გადაგდების დროს წყალში გამოფხიზლდა მაგრამ ცურვა არ იცოდა და მდინარეში დაიხრჩო, რაც დაადასტურდა ექსპერტის დასკვნით. დააკვალიფიცირეთ ამირანის ქმედება ს.ს.კოდექსის მუხლის დისპოზიციაც

[quote name='studentkaa' date='Apr 1 2012, 23:26' post='1141669']
რა მაინტერესებს...მაგალითად მოხუც დედას წარმოეშვა ალიმენტის მოთხოვნის უფლება შვილების მიმართ, მათგან ერთი ცხოვრობს თბილისში, მეორე ქუთაისში, დედა თელავში, ამ შემთხვევაში რომელ სასამართლოში უნდა შეიტანოს დედამ სარჩელი, ერთ-ერთი შვილის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით თუ თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის ვიყენებთ თუ მე-19ეს? ანუ განსაკუთრებულს განსჯადობას რაიმე უპირატესი ძალა აქვს?
    [size="3"][/size]ჩემთვის რაღაც გაურკვეველია რას ქვია ალიმენტის გადახდა შვილების მიმაართ? ვერ მივხვდი რისი თქმა გინდა მაგრამ არის ასეთი, ს.ს.ს.კოდექსის მუხლი 21. ნაწილი 4. ზემდგომი სასამართლოს თავჯდომარე უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობით სისხლის სამართლის საქმე მასში მონაწილე დაზარალებულთა და მოწმეთა უმრავლესობის ადგილსამყოფლის მიხედვით ან სხვა მიზეზით, რომელიც დაკავშირებულია ნაკლები საპროცესო ხარჯების გაწევასთან, განსახილველად გადასცეს სხვა სასამართლოს.
    Go to the top of the page
     
    +Quote Post
    studentkaa
    პოსტი Apr 2 2012, 0:43
    პოსტი #121


    უსტუდბილეთო
    *

    ჯგუფი: Members
    პოსტები: 260
    რეგისტრ.: 27-January 11
    წევრი №: 10,732
    კურსი:--


    underworld
    რატომ არის გაუგებარი, მშობელსაც ხომ შეუძლია სრულწლოვანი შვილისაგან ალიმენტის გადახდევინების მოთხოვნა, მე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 და მე 19 მუხლების კოლოზიის შემთხვევაში საკითხის გადაწყვეტის გზა მაინტერესებს. smile.gif
    Go to the top of the page
     
    +Quote Post
    ნათ
    პოსტი Apr 2 2012, 16:01
    პოსტი #122


    ზღვარზე
    ჯგუფის ხატულა

    ჯგუფი: Moderator
    პოსტები: 6,192
    რეგისტრ.: 8-October 09
    მდებარეობა: Jamaica
    წევრი №: 7,720
    კურსი:3


    studentkaa

    შეუძლია თელავშიც შეიტანოს, 19-ე მუხლს გამოიყნებს, მითუმეტეს ასაკიანია და თან ალიმენტს ითხოვს, შესაბამისად არ აქვს საშუალებაც რო ქუთაისში იაროს და რამე ანუ კდიევ ერთი კრიტერიუმი არსებობს და განიხილავს თელავის სასამართლო.


    --------------------
    property of me <3
    Go to the top of the page
     
    +Quote Post
    studentkaa
    პოსტი Apr 27 2012, 16:13
    პოსტი #123


    უსტუდბილეთო
    *

    ჯგუფი: Members
    პოსტები: 260
    რეგისტრ.: 27-January 11
    წევრი №: 10,732
    კურსი:--


    ვთქვათ ასეთი სიტუაციაა, არის დავა მეუღლეებს შორის უძრავი ქონების თანასაკუთრებასთან დაკავშირებით, მეუღლე ითხოვს მეორე მეუღლის მიერ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილოდბას....მერე შეგებებული სარჩელით მეუღლე სასამართლოს თხოვს არ დააკმაყოფილოს მეუღლის მოთხოვნა და იქვე ითხოვს სასამართლოსგან განქორწინებას, ამ დროს სასამართლოს უარი განქორწინების საქმის განხილვაზე რომელი მუხლით დასაბუთდება, 1130-ეთი?
    Go to the top of the page
     
    +Quote Post
    PseudoGodKiller
    პოსტი Oct 12 2012, 10:45
    პოსტი #124


    პროფესორი
    ******

    ჯგუფი: Members
    პოსტები: 4,435
    რეგისტრ.: 16-July 08
    მდებარეობა: ბათუმი
    წევრი №: 3,915
    კურსი:--


    აბა გამოცოცხლდა ეს თემა

    აე, მოდერ, ცოცხალი ხარ შენ მაინც? u.gif


    ახალი კაზუსი ადმინის მოყვარულებს:

    ივნისის თვეში A საწარმოს ჰქონდა ნებართვა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსგან ეწარმოებინა საკუთარი მრეწველობა ,,დუმპუსის" წარმოების ფილტრებით, რომელიც ამ დროისათვის წარმოადგენდა ყველაზე უსაფრთხო და გარემოს დაცვის კუთხით ყველაზე ინოვაციურ ფილტრს. რამოდენიმე თვეში ადმინისტრაციულმა ორგანომ მოიწვია შპს ,,ექსპერტი", რათა ამ უკანასკნელს ჩაეტარებინა გამოკვლევა თუ რომელი ფილტრი წარმოადგენდა ყველაზე უსაფრთხოს და რომელი ფილტრი იცავდა ყველაზე მეტად გარემოს დაბინძურებისაგან. შპს ,,ექსპერტის" დასკვნის მიხედვით ესეთი აღმოჩნდა ,,თაიგერსის" წარმოების ფილტრები. ადმინისტრაციულმა ორგანომ გაუგზავნა წერილობითი მოთხოვნა საწარმო A-ს, რათა ამ უკანასკნელს გამოეცვალა ,,დუმპუსის" წარმოების ფილტრები ,,თაიგერსის" წარმოების ფილტრებით, წერილობით მოთხოვნაშივე აღნიშნული იყო რომ აღნიშნული წარმოების ფილტრები გარემოს დაბინძურებისაგან უფრო მეტად იცავდა და ამასთან ერთად თან ახლდა შპს ,,ექსპერტის" საექსპერტო დასკვნა. A საწარმომ უარი განაცხადა ახალი წარმოების ფილტრების დამონტაჟებაზე, ვინაიდან, მისი განმარტებით, ის გამოიწვევდა საწარმოს გაუთვალისწინებელ ხარჯებს (კერძოდ 35 000 ლარს, რაც საწარმოს მოგებას მნიშვნელოვნად აღემატებოდა). მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო უარი საწარმოსგან, მან კიდევ ერთხელ გაუგზავნა მოთხოვნა საწარმოს, თუმცა უშედეგოდ.
    სექტემბრის თვეში A საწარმომ თავისი აქციები, შენობა-დანადგარები და მიწა (სადაც საწარმო ფუნქციონირებდა) მიჰყიდა B საწარმოს, რომელიც იმავე სახეობის პროდუქციას აწარმოებდა რასაც A საწარმო. ამავე თვეს, ამავე მისამართზე, უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ გააგზავნა ვინმე შპს ,,მზიდი", რომელსაც დაავალა დაემონტაჟებინა აღნიშნულ საწარმოზე ,,თაიგერსის" წარმოების ფილტრი და ,,დუმპუსის" წარმოების ფილტრი მოეხსნა, ვინაიდან ეს უკანასკნელი ვერ უზრუნველყოფდა გარემოს დაცვას და ატმოსფეროში მნიშვნელოვნად სახიფათო ნივთიერებები იფრქვეოდა. შპს ,,მზიდი" მივიდა B საწარმოში, დაამონტაჟა ,,თაიგერსის" წარმოების ფილტრი, რისი დამონტაჟების დროსაც შემთხვევით (გაუფრთხილებელი ქმედება (!) ) ჩამოენგრა სახურავი, რომელიც ხელუხლებელი დატოვა. ოქტომბრის თვეში უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ გაუგზავნა B საწარმოს მოთხოვნა 35 000 ლარის ოდენობით (ფილტრის ღირებულების), აგრეთვე შპს ..მზიდის" დაქირავების და მის მიერ მონტაჟის ჩატარების ხარჯები (7 000 ლარის ოდენობით). საპასუხოდ B საწარმომ შეიტანა საჩივარი ადმინისტრაციულ ორგანოში და მოითხოვა ზემოაღნიშნული მოთხოვნის გაუქმება, იმ მოტივით, რომ ის მას არ ეხებოდა, არამედ გამომდინარეობდა A საწარმოს ვალდებულებებიდან და ამასთან ერთად მოითხოვა 10 000 ლარის ანაზღაურება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, სახურავის ჩამონგრევასთან დაკავშირებით.

    კანონიერია თუ არა საწარმოს მოთხოვნა?
    დაასაბუთეთ და გამოიყენეთ ტიპური კაზუსის ამოხსნის სქემა და მეთოდი


    პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია PseudoGodKiller: Oct 12 2012, 10:46


    --------------------


    რა ქვეყანა დაანგრიეს :mad:





    I Døden finnes all makt







    ..მოწოდებით იურისტი..
    Go to the top of the page
     
    +Quote Post
    ilo_elo
    პოსტი Oct 12 2012, 10:57
    პოსტი #125


    aramgonia
    *****

    ჯგუფი: Members
    პოსტები: 2,811
    რეგისტრ.: 9-December 08
    მდებარეობა: grozno
    წევრი №: 5,359
    კურსი:2


    კანონიერია &*ზ*შვილივიყო


    --------------------
    ნოეს ფანი!
    Go to the top of the page
     
    +Quote Post
    PseudoGodKiller
    პოსტი Oct 12 2012, 10:59
    პოსტი #126


    პროფესორი
    ******

    ჯგუფი: Members
    პოსტები: 4,435
    რეგისტრ.: 16-July 08
    მდებარეობა: ბათუმი
    წევრი №: 3,915
    კურსი:--


    ilo_elo

    გამოდი დღეს, ამათი დედაც მოვსდღან


    --------------------


    რა ქვეყანა დაანგრიეს :mad:





    I Døden finnes all makt







    ..მოწოდებით იურისტი..
    Go to the top of the page
     
    +Quote Post
    10 გვერდი V  « < 8 9 10
    Reply to this topicStart new topic
    ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
    0 წევრი:

     



    მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th August 2019 - 19:53
    Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

    Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
    Language pack Georgian by Power_VANO.
    www.wsa.ge Display Pagerank