გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Reply to this topic Start new topic
 ფოტოკონკურსი ”წიგნის თარო”, ამბავი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს!
 
imageexpress
პოსტი Mar 1 2011, 15:49
პოსტი #1


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 26
რეგისტრ.: 24-February 09
წევრი №: 6,267
კურსი:--


ამმმ.. ერთი სული მქონდა, გამეხსნა ეს თემა smile.gif

მოკლედ, ყველამ იცით , რომ არსებობს პროექტი ”50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ”, ხოდა ამ პროექტის ყველა წიგნის სრუულიად უფასოდ მიღების შანში გამოჩნდა ხალხნო და ჯამაათნო! smile.gif

მოკლედ კონკურსის შესახებ:

ფოტოკონკურსის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს კითხვას და ზოგადად წიგნებს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს.

ფოტოების თემატიკა არ არის მკაცრად შეზღუდული. მთავარია ფოტოში რაიმე სახით ფიგურირებდეს წიგნი, მასთან ურთიერთობა, კითხვა, თუნდაც ჩანდეს წიგნის არამიზნობრივი გამოყენება და ა.შ.

ფოტოებს თავად მკითხველი შეაფასებეს, ამიტომ კრეატიულ მიდგომას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება.


კონკურსის სპონსორები:
"წიგნის თაროს" სპონსორია წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი".

პრიზები:

პივრელ ადგილზე გასული კონკურსანტი "ბიბლუსისგან" მიიღებს წიგნის თაროს და "50 წიგნის" სერიის ყველა წიგნს.

მეორე ადგილზე გასული კონკურსანტი "ბიბლუსისგან" მიიღებს "ქართული პროზის საგანძურის" სერიის ყველა წიგნს.

მესამე ადგილზე გასული კონკურსანტი მიიღებს 100 ლარიან სასაჩუქრე ბარათს წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსისგან"

უნდა იცოდეთ, რომ ახლავე შეგიძლიათ დაიწყოთ ფოტოების ატვირთვა საიტზე, რათა მოხვდეთ ”წიგნის თარო”-ს II კონკურსში!

სრულად პირობებს გაეცანით აქ: http://konkurs.ambebi.ge/index.php/konkurs...;competition=40

იმედი მაქვს, რომ აღარ მომიწევს ამ წიგნების ყიდვა და ახალ წიგნის თაროზე გაწყობილ ორმოცდაათივე წიგნს სახლში მომართმევენ!

აბა, რას იტყვით? smile.gif


--------------------
ესეც გაივლის...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th November 2019 - 16:12
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank