გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


5 გვერდი V  < 1 2 3 4 5 >  
Reply to this topic Start new topic
 ლიტერატურული კონკურსები
 
Guest_salomeaa_*
პოსტი Nov 19 2008, 18:22
პოსტი #27





Guests






თბილისის მერია და ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი ატარებს ლიტერატურულ კონკურსს სტუდენტებისთვის. შეგიძლიათ წარმოადგინოთ ჩანახატები, მოთხრობები, ნოველები, 1-10 გვერდამდე 3 ეგზემპლარად 15 დან 30 ნოემბრამდე.
არის ფულადი პრემიები და საჩუქრები.
უნდა მიიტანოთ ანჩისხატის უკან, ჩახრუხაძის ქ. 17, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში.
895 79-96-40, 99-06-99
წარმატებებს გისურვებთ! smile.gif smile.gif smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
socialisti
პოსტი Nov 19 2008, 21:33
პოსტი #28


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 18-November 08
წევრი №: 5,135
კურსი:4


literatura.ge მიკერძოებული საიტი რომ არის ამას დიდი მტკიცება არ უნდა, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი იძულებული გახდა თავისი ნაწერები წაეშალა, რადგან ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ მათი ნაწარმოებები ლიტერატურულ ღირებულებას იყო მოკლებული და ყველანაირად უშლიდნენ ხელს



მე ამ საიტის დიდი ფანი არ ვარ, მაგრამ არა მგონია, ვინმეს მაგ მოტივით წაეშალა. მანდ ჩემი მეგობრებიც "ზეობენ":) და მსგავსი არაფერი გამიგია მათგან. რაც შეეხება ლიტერატურულ კონკურსებს, არც ამ კონკურსების ფანი ვარ მაინცადამაინც, თუმცა ამ კონკურსებში ზოგჯერ ჩემი ფავორიტი ავტორებიც იმარჯვებენ ხოლმე. რას იზამ, ხან ისეა, ხან_ასე...

რა მაგის პასუხია და, თქვენ თუ იცით, ვინ იყო რუსთველის პრემიის პირველი ლაურეატი? დარწმუნებული ვარ, არ იცით... რატომ? ამას მერე აგიხსნით, თუ დაგაინტერესებთ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_salomeaa_*
პოსტი Oct 1 2009, 13:59
პოსტი #29





Guests






თსუ-ს სტუდენტებო
ლიტერატურული კონკურსი თქვენთვისააა : )))))


1-დან 15 ოქტომბრამდე კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ikalto@tsu.ge -ზე წარმოადგინეთ:
1. ჩანახატის ტიპის ნაშრომი ნაბეჭდი სახით, არანაკლებ ერთი თაბახის გვერდისა; ჟანრი და თემა შეუზღუდავია.
2. მოკლე ბიოგრაფია და კონკურსში მონაწილეობის მოტივაცია.
უნივერსიტეტის ჟიური შიდა შესარჩევ ტურში გამოავლენს 20 საუკეთესო კანდიდატს, რომლებიც მეორე ტურში გადაინაცვლებენ და მთავარი კონკურსის მონაწილეები გახდებიან. ლიტერატურული იმპროვიზაციული კონკურსი იყალთოს სამონასტრო კოპლექსში გაიმართება, წინასწარ შერჩეული სლოგანების მიხედვით კონკურსანტებმა განსაზღვრული დროის განმავლობაში უნდა შექმნან ნაშრომი, რომელსაც სპეციალური ჟიური შეაფასებს.
თსუ-ის ფულად პრემიას გამარჯვებული სამეული მიიღებს:
 I ადგილი – 1000 ლარი და კონკურსის სიმბოლო
 II ადგილი – 700 ლარი
 III ადგილი – 500 ლარი
კომპანია ჯეოსელი კი, კონკურსის გამარჯვებულებს სპეციალურ პრიზებს გადასცემს.
საუკეთესო ხუთი ნაშრომისგან კონკურსის ბროშურა შედგება, შენს ახალ ლეგენდას მთელი საქართველო წაიკითხავს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 22 23 91


http://www.tsu.ge/docs/ikaltostvis.pdf

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია salomeaa: Oct 1 2009, 14:00
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_salomeaa_*
პოსტი Dec 18 2009, 23:35
პოსტი #30





Guests






რა არააქტიური ხალხი ხართ რა u.gif

ეს ნახეთ ვინმეს იქნებ იდეა გაუჩნდეს u.gif


http://litsakhelebi.ge/index.php?lang=geo&page=12
Go to the top of the page
 
+Quote Post
თათათა
პოსტი Dec 22 2009, 17:32
პოსტი #31


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 21
რეგისტრ.: 5-September 08
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 4,181
კურსი:--


თბილისის მერია და საქართველოს მწერალთა კავშირი აცხადებენ კონკურსს 17-დან 35 წლამდე ასაკის პროზაიკოსებისათვის.
საკონკურსო მასალები უნდა გამოაგზავნოთ 20 დეკემბრიდან 25 იანვრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე saqmwerali@mail.ru ან მოიტანოთ მაჩაბლის № 11ში, მე4 სართულზე, საქართველოს მწერალთა კავშირში.
პროზაულ მასალას თან უნდა ახლდეს: ავტორის ბიოგრაფია, ფოტოსურათი, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი.
მასალებს განიხილავს კომპეტენტური ჟიური ღია კონკურსის წესით.
გაიცემა ერთი პირველი, ერთი მეორე, ერთი მესამე და ორი წამახალისებელი ფულადი პრემია.
კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართება 6 თებერვალს.




.......................................................................................................





რეგისტრირებული კავშირი ’’ ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი’’ გაცნობებთ, რომ 2010 წლის 17-18 აპრილს ბათუმში კვლავ გაიმართება ” ლექსების გამოფენისა” და , ასევე, ”ასი სიტყვის” კონკურსი.

კონკურსის პირობები:

ერთ ავტორს უფლება აქვს წარმოადგინოს ერთი ლექსი და ერთი ნამუშევარი პროზაში;
მონაწილეობა მიიღოს პოეზიისა და პროზის კონკურსში ერთდროულად ან რომელიმეში ცალკე.

”ლექსების გამოფენაში” მიიღება ლექსი, რომელსაც
1. არ მიუღია მონაწილეობა სხვა ლიტერატურულ კონკურსში:
2. არ არის გამოქვეყნებული ფორუმებში ”ურაკ.პარაკი.ჯე” და და ’’ლიტერატურა.ჯე’’ ;
3. არ არის შეტანილი ავტორის ან ავტორთა მიერ დაბეჭდილ ლექსების კრებულში.

კონკურსში ”ასი სიტყვა” მიიღება ზუსტად ასი სიტყვისაგან შედგენილი ნამუშევარი, რაოდენობაში შედის კავშირი, შორისდებული და ნებისმიერ სხვა გარდა სათაურისა. თემა და ჟანრი თავისუფალია.

ნამუშევრების გადმოგზავნა უნდა მოხდეს მისამართზე leqsebisgamofena@mail.ru

წერილზე მიმაგრებული WORD - ის ფაილით (შრიფტი AcadNusx).

ნამუშევრების მიღება დაწყებულია.

გამოგზავნის ბოლო ვადაა 17 მარტი

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია თათათა: Dec 22 2009, 17:33


--------------------
უფრო იოლად გწყდება გული და შედარებით
უფრო ადვილად გეხერხება გულის ჩათხრობაც.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_salomeaa_*
პოსტი Dec 22 2009, 17:58
პოსტი #32





Guests






ციტატა(თათათა @ Dec 22 2009, 17:46) *
თბილისის მერია და საქართველოს მწერალთა კავშირი აცხადებენ კონკურსს 17-დან 35 წლამდე ასაკის პროზაიკოსებისათვის.
საკონკურსო მასალები უნდა გამოაგზავნოთ 20 დეკემბრიდან 25 იანვრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე saqmwerali@mail.ru ან მოიტანოთ მაჩაბლის № 11ში, მე4 სართულზე, საქართველოს მწერალთა კავშირში.
პროზაულ მასალას თან უნდა ახლდეს: ავტორის ბიოგრაფია, ფოტოსურათი, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი.
მასალებს განიხილავს კომპეტენტური ჟიური ღია კონკურსის წესით.
გაიცემა ერთი პირველი, ერთი მეორე, ერთი მესამე და ორი წამახალისებელი ფულადი პრემია.
კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართება 6 თებერვალს.




.....................................................................................................

უი ეს არ ვიცოდი vishenka_34.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mais_Leo
პოსტი Sep 3 2010, 12:54
პოსტი #33


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 93
რეგისტრ.: 11-May 10
წევრი №: 9,204
კურსი:4


გაზეთ "ლიტერატურული მესხეთის" რედაქცია აცხადებს კონკურსს პოეზიაში

საკონკურსო მასალები მიიღება დევიზით. ერთი კონვერტით იგზავნება საკონკურსო მასალა და დევიზი, მეორე კონვერტით - ავტორის გვარი, სახელი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ლექსების ჩამონათვალი და დევიზი. კონვერტზე დაუშვებელია მიეთითოს ავტორის გვარი.
კონკურსში მონაწილების მიღება შეუძლია საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, გარდა "ლიტერატურული მესხეთის" თანამშრომლებისა და სარედაქციო საბჭოს წევრებისა.

დაწესებულია პრემიები:

ერთი სპეციალური პრემია - საქართველოს პირველი ლედის - სანდრა-ელისაბედ რულოვსისაგან;
პირველი პრემია - 800 ლარი - ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან;
მეორე პრემია - 500 ლარი - ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისგან;
მესამე პრემია - 300 ლარი - სსიპ ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება-კოლეჯისგან.

გამარჯვებულებს პრემიები გადაეცემათ 2010 წლის ოქტომბერში - საქართველოს პირველი ლედის სანდრა-ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით ჩატარებულ "პოეზიის დღის - შოთაობის" ტრადიციულ სახალხო დღესასწაულზე.

საკონკურსოდ გამოგზავნილი ლექსები უნდა გამოიგზავნოს მხოლოდ დაბეჭდილი ფორმით. ხელნაწერი არ მიიღება. კონკურსში გამარჯვებულთა ლექსები დაიბეჭდება გაზეთ "ლიტერატურულ მესხეთში". საკონკურსო მასალა, არა უმეტეს 5 გამოუქვეყნებელი ლექსისა, უნდა გამოიგზავნოს 2010 წლის 25 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე:

0500, ასპინძის რაიონი, დ.ასპინძა, თამარის ქუჩა #3.
გაზეთ "ლიტერატურული მესხეთის" რედაქცია.
ტელ: 899 97 95 24







გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ ”ლექსების გამოფენაში”, რომელიც გაიმართება ბათუმში 6-7 ნოემბერს.
”ლექსების გამოფენა” წარმოადგენს ლიტერატურულ კონკურსს პოეზიასა და პროზაში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომები წარმოადგინეთ მითითებულ (ნებისმიერ ერთ-ერთ) ელექტრონულ მისამართზე. სადაც აღნიშნული იქნება ავტორის გვარი, სახელი და ტელეფონის ნომერი (სასურველია ქალაქისაც).

leqsebisgamofena@yahoo.com
leqsebisgamofena@mail.ru

პ ო ე ზ ი ი ს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ავტორმა 4 ოქტომბრამდე, უნდა გადმოაგზავნოს ქართულ ენაზე დაწერილი, ადრე გამოუქვეყნებელი ერთი ლექსი.

პ რ ო ზ ი ს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ავტორმა 4 ოქტომბრამდე, უნდა გადმოაგზავნოს ქართულ ენაზე დაწერილი, ერთი პროზაული ნაწარმოები (თემა და ჟანრი თავისუფალი), რომელშიც სიტყვათა რაოდენობა (სათაურის გარეშე) იქნება ზუსტად ასი. სიტყვების რაოდენობაში შედის გრამატიკის ნებისმიერი ნაწილი (კავშირი, შორისდებული და ა. შ.).

ერთ კონკურსანტს საშუალება აქვს მონაწილეობა მიიღოს ორივე ჟანრში.

ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს word -ის ფაილში ქართული შრიფტით (Acadnusx).

პოეზიაში გასული პირველი 100 ლექსისა და პროზაში გასული პირველი 50 ნაწარმოების ავტორი, პროექტის
ორგანიზატორების მიერ ბათუმში უზრუნველყოფილი იქნებიან შიდატრანსპორტითა და ბინით.

გისურვებთ წარმატებას!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_salomeaa_*
პოსტი Sep 3 2010, 19:36
პოსტი #34





Guests






Mais_Leo


რა კარგი თემაა vishenka_34.gif
ჩემი მეგობრის ლექსებს გავაგზავნი ჩუმად vishenka_34.gif რომ გაიმარჯვებს მერე ვეტყვი


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია salomeaa: Sep 3 2010, 19:36
Go to the top of the page
 
+Quote Post
ნათ
პოსტი Sep 4 2010, 20:54
პოსტი #35


ზღვარზე
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,192
რეგისტრ.: 8-October 09
მდებარეობა: Jamaica
წევრი №: 7,720
კურსი:3


http://forum.tsu.ge/index.php?showtopic=37...mp;#entry880070


--------------------
property of me <3
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_salomeaa_*
პოსტი Sep 5 2010, 13:08
პოსტი #36





Guests






ციტატა(ნათ @ Sep 4 2010, 21:08) *

მართალი ხარ ორეულო:* შევაერთე:*
მე ეს თემა ჯერ კიდევ ჩემი ახალგაზრდობის დროს გავხსენი: D
Go to the top of the page
 
+Quote Post
ნათ
პოსტი Sep 5 2010, 13:58
პოსტი #37


ზღვარზე
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,192
რეგისტრ.: 8-October 09
მდებარეობა: Jamaica
წევრი №: 7,720
კურსი:3


ციტატა(salomeaa @ Sep 5 2010, 13:22) *
მე ეს თემა ჯერ კიდევ ჩემი ახალგაზრდობის დროს გავხსენი: D[/color][/b]


გამაკვირვა მაგ ტემის გახსნის თარიღმა biggrin.gif


--------------------
property of me <3
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_salomeaa_*
პოსტი Sep 5 2010, 18:00
პოსტი #38





Guests






ციტატა(ნათ @ Sep 5 2010, 14:12) *
გამაკვირვა მაგ ტემის გახსნის თარიღმა : D

ჰოო ეს იყო პეტერბურგშიო: D რომ იტყვიან აი მაგ დროს არის გახსნილი ძველი ნიკით: D
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mais_Leo
პოსტი Sep 14 2010, 11:28
პოსტი #39


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 93
რეგისტრ.: 11-May 10
წევრი №: 9,204
კურსი:4


ვეძებე ეს თემა მახსოვდა რომ იყო და ვერ ვნახე, ალბათ კარგად ვერ მოვნახე smile.gif იჩქარეთ ნაწარმოებების გაგზანა, მიღება დაწყებული smile.gif გისურვებთ წარმატებებს ყველას smile.gif ლექსების გამოფენაშიმეც გავაგზავნე ლექსი, 100 სიტყვაში ამიკრძალეს მონაწილეობა სამწუხაროდ sad.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
5 გვერდი V  < 1 2 3 4 5 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st July 2019 - 1:52
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank