გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Reply to this topic Start new topic
 "ურიელ აკოსტა"
 
nata555
პოსტი Dec 12 2010, 19:12
პოსტი #1


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 553
რეგისტრ.: 1-March 09
წევრი №: 6,312
კურსი:--


კოტე მარჯანიშვილმა კარლ გუცკოვის “ურიელ აკოსტა” ქუთაისის დრამატულ თეატრში დადგა 1929 წელს. მას შემდეგ სპექტაკლი სამუზეუმოდ იქცა, მარჯანიშვილის თეტრის სახედ და სიძველედ, მსგავსი ილბათ კარგა ხანი არ ექნება არცერთ თეატრს! სპექტაკლი “ურიელ აკოსტა” ქართულ სცენაზე 80 წელია ცოცხლობს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან საუკუნეს გაუძლო. საქართველოში სპექტაკლის სიცოცხლის ხანგრძლივობის მსგავსი მეორე მაგალითი ჯერ არ არსებობს.
ამ პიესის სიცოცხლისუნარიანობა განაპირობა არამარტო კოტე მარჯანიშვილის რეჟისორულმა გადაწყვეტამ, პეტრე ოცხელის სასცენო მხატვრობამ, უდიდესი მსახიობების მონაწილეობამ, არამედ პიესის კლასიკური თემატიკის აქტუალურობამაც. ეს სპექტაკლი დღესაც ანშლაგით მიმდინარეობს და საკმაოდ მიმზიდველია ყველა თაობისათვის, მათ შორის ახალგაზრდობისთვისაც





პ.ს მე მინდა გთხოვოთ ყველა ფორუმელს ვისაც გაქვთ ნანახი ან არ გაქვთ და გაგიგონიათ ამ სპექტაკლზე რაღაც ინფორმაცია, დაწეროთ და დააფიქსიროთ თქვენი აზრიsmile.gif ამით ძალიან დამეხმარებითsmile.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია nata555: Dec 12 2010, 19:13
Go to the top of the page
 
+Quote Post
nata555
პოსტი Dec 18 2010, 22:05
პოსტი #2


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 553
რეგისტრ.: 1-March 09
წევრი №: 6,312
კურსი:--


დავიჯერო რომ არავის გინახავთ სპექტაკლი? გთხოვთ რა დააფიქსირეთ თქვენი აზრი..................................sad.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Homo sapiens
პოსტი Dec 19 2010, 20:43
პოსტი #3


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 363
რეგისტრ.: 19-October 09
წევრი №: 7,816
კურსი:--


რაღა დავმალო და უხსოვარი დროიდან მინდა ამის ნახვა, მაგრამ ჯერ ვერ ვეღირსე. მერე ალბათ აკოსტას რეინკარნაცია"ბარუხ სპინოზასაც" დადგამენ, მერე მაგათი იდეური ძმების - "ჯორდანო ბრუნოს", "პოლ ვალერის" და "რენე დეკარტის" წარმოდგენებზეც ვივლი.

თუ მანამდე ვირი არ მოკვდა, ან ვირის პატრონი. unsure.gif


--------------------
მეძავები - სოციუმის სანიტრები.

საბჭოეთში ჰგონიათ: თითქოს მე “მეორე” ნაპირას ვიდგე. არაა მართალი. მე ვდგავარ “მესამე” ნაპირზე – მდინარეს ასეთი ნაპირიც აქვს. ვინც ამ ნაპირზე არ დგას, ის ვერც მოაზრედ გამოდგება და ვერც ხელოვანად. სულ სხვაა უშუალოდ მომქმედი: მას არ შეუძლია “მესამე” ნაპირიდან მოქმედება.
- გრიგოლ რობაქიძე
Go to the top of the page
 
+Quote Post
nata555
პოსტი Aug 8 2011, 21:51
პოსტი #4


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 553
რეგისტრ.: 1-March 09
წევრი №: 6,312
კურსი:--


ეს სპექტაკლი 2011 წლის 8მარტს ესტუმრა ქუტაისის დრამატულ თეატრს............იყო დიდი ზეიმი,გრანდიოზული დღესასწაული!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th August 2019 - 9:00
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank