გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


4 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topic Start new topic
 მოდილიანი
 
MinistryOFMusic
პოსტი Mar 15 2008, 13:46
პოსტი #1


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,112
რეგისტრ.: 10-February 08
მდებარეობა: :
წევრი №: 2,188
კურსი:2


მოდილიანი ჩვენს ცხოვრებაში დიდი ხნის წინათ შემოიჭრა. მასში იყო წარმოუდგენლად დაუმორჩილებელი ვნება, გამოწვევა და ნდომა საქმის ბოლომდე მიყვანისა. სიმშვენიერის გენიამ მთლიანად შეცვალა ჩვენი წარმოდგენები და შეხედულებები მხატვრობაზე. მისი ბიოგრაფია წარმოადგენს მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ბოჰემურ ცხოვრებას. მოდილიანი ძალიან ბევრს ავადმყოფობდა, ცხოვრობდა მძიმე პირობებში, მაგრამ ყოველივე ამასთან ერთად ის იყო იუმორით სავსე, დემპერამენტიანი და ექსტრავაგანტული. დავეთანხმოთ იმ ვერსიას, რომ სწორედ მწერლების ხვედრია გადააქციონ ცხოვრების ისტორია ავტობიოგრაფიად, ხოლო სცენარისტებმა-ტრილერებად ან მელოდრამებად. ჩვენ მივყვეთ მოდილინის ცხოვრების გზას. დანარჩენი კი თქვენთვის მოგვინდია საკუთარ შთაბეჭდილებებზე დაყრდნობით ან სპეციალისტების სხვადასხვა ვერსიების ნდობით გააკეთოთ ინტერპრეტაცია მოდილიანის შემოქმედებაზე. არასდროს ამ ზომამდე არ ვყოფილვართ შემოქმედებით გაშმაგებულნი. ის იპყრობდა ყველა ჩვენ ფიქრებს და ამავე დროს პროექტიც გასაგები შინააარსის ხდებოდა. ეს იყო სურვილი მხატვრობის ჭეშმარიტების ბოლომდე მიღწევისა. მოდილიანმა გაგვამხნევა სიტყვებით: ,,ადამიანი-ეს მთელი სამყაროა, რომელიც უმთავრესია ყველა დანარჩენზე, ხოლო ბინძურია ამბიციები, რომლებიც ანონიმურად რჩებიან.” ამედეო მოდილიანი დაიბადა 1884 წლის 12 ივლისს, ლივორნოში, წვრილ ბურჟუაზიულ ოჯახში. მოდილიანის გვარი რომის სამხრეთით მდებარე ამავე სახელწოდების სოფლიდან წარმოდგება. ამედეოს მამა-ფლამინიო მოდილიანი ოდესღაც შეშითა და ნახშირით ვაჭრობდა,ახლა კი პატარა სამაკლერო კანტორის მფლობელი იყო და გარდა ამისა რაღაც კავშირი ჰქონდა (როგორც ჩანს,ძალიან არამყარი)ვერცხლის საბადოების გადამუშავებასთან სარდინიაში.უნდა ითქვას რომ სამაკლერო კანტორა იტალიურად იმავე სიტყვით აღინიშნება, რითაც ბანკი. აქედან იოლად შეიძლება წარმომდგარიყო მითი ბანკირის შვილობაზე. მაინცდამაინც არც იმის საფუძველი გაგვაჩნია, რომ ბანკირად მოვიხსენიოთ ამედეოს პაპა მამის მხრიდან. თუმცა 1849 წელს მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მომხდარა:იგი ამარაგებდა რომის ერთ-ერთ კარდინალს სპილენძით, რომელიც ესაჭიროებოდა ვატიკანს მონეტების გამოსაშვებად. მაგრამ შემდეგ საქმე ცუდად წასვლია. ამის საფუძველზე უფიქრია რომ შეეძლო გვერდი აევლო პაპის ბრძანებისათვის რომელიც უგრძალავდა ებრაელებს მიწის მფლობელობას და ვენახი უყიდია. მაგრამ მაშინვე მოსულა ბრძანება 24 საათის განმავლობაში გაეუქმებინა ნასყიდობა. ამის შემდეგ იძულებული გამხდარა დაეტოვებინა რომი და გადასახლებულიყო ლივორნოში. ამიტომ იყო რომ მერეც დიდიხნის შემდეგ, როგორც კი რამე გაუჭირდებოდათ ოჯახში მაშინვე ოხვრით იტყოდნენ: ,,ეჰ, ოდესღაც კი მოდილიანები პაპების ბანკირები ყოფილან!” იმიტომ იყო, რომ ამედეო მოდილიანი გიიომ აპოლიმერს არწმუნებდა:- ,,მე ბანკირთა შვილი და შვილიშვილი ვარო”, როცა მან დროებით მუშაობა დაიწყო პარიზის ერთ-ერთ ბანკში კანტორის მოხელედ. ,,შენმა პატრონებმა რომ სცადონ და პრაქტიკაში გამოიყენონ ზოგიერთი ის თეორია და მეთოდი რომელიც მე ვიცი მილიონებს გავაკეთებდით”! _ ფილოსოფია ჩემი წილმხდომია. მე შეიძლება ითქვას სისხლში მაქვს ფილოსოფია”,- ეუბნებოდა იგი ორტის დე სარატეს და სხვა თავის მეგობრებს. ამტკიცებდა რომ ერთი მისი პირდაპირი წინაპარი დედის მხრიდან სპინოზა იყო. ჩვენამდე ვერ მოაღწია ამ ნათქვამის ინტონაციამ. არ ვიცით რომელი სჭარბობდა: იუმორი ოჯახური ლეგენდებისადმი თუ თავის მოწონების გულუპრყვილო სურვილი. ასე იყო თუ ისე მოდილიანის ბიოგრაფიაში ფაქტებიტ არ დასტურდება არც ,,ბანკირობის” და არც ,,ფილოსოფოსობის” ვერსია. შეუძლებელია ვინმე პირდაპირი შთამომავალი ჰყოლოდა ბარუხ სპინოზას, რომელმაც მთელი ცხოვრება ასკეტურად გაატარა და უშვილძიროდ გადაეგო. არც ბანკირი ყოფილა მოდილიანთა გვარში არავინ რასაც დამაჯერებლად გვისაბუთებს მხატვრის ქალიშვილი ბებიის დღიურებზე და სხვა ოჯახურ საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით. ამედეო სწორედ მაშინ მოევლინა ქვეყანას, როცა მშობლების სახლში ჩინოვნიკები გამოცხადნენ უკვე ვალში აღწერილი ქონების წასაღებად. ევგენია გარსენისთვის ეს თავზარდამცემი მოულოდნელობა იყო. არავითარი ბანკი მათ არ გააჩნდათ ყელამდე ვალებში ჩაფლული ქმრის გაკოტრება კი სტიქიურ უბედურებად დაატყდა თავს. მართლაც რომ თავს დაატყდა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობითაც, რადგან თანახმად იტალიის კანონებისა მელოგინეს ქონება ხელშეუხებელი იყო. ყველაფერი თუ კი რამ ფასეულობა გააჩნდათ ოჯახში ჩინოვნიკების მოსვლამდე მელოგინის საწოლზე დაყარეს. დედამ ახალშობილისათვის ეს ცუდის მომასწავლებლად ინიშნა. მამის მიმართ მოდილიანი ყოველთვის გულგრილი იყო,ზოგჯერ მტრულადაც კი იყო მისდამი განწყობილი,დედა კი გატაცებით უყვარდა და დედასაც დიდი გავლენა ჰქონდა მასზე. თუ კი შეიძლება რაიმე ითქვას ,,საერთო ოჯახურ სახეზე”, საქმოსან გონებაფხიზელ და სავსებით ბურჟუაზიული მოდილიანებისაგან განსხვავებით გარსნების ეჭვმიტანილი ინტელიგენტობა, მეოცნებე რომანტიზმი და მიდრეკილება ფილოსოფიური აზროვნებისადმი უცნაურად ერწყმოდა საბირჟო აზარტს რაც ხშირად ავანტიურიზმამდეც კი დადიოდა. საერთო ამ ორ საგვარეულოს შორის მხოლოდ ის იყო, რომ ორივე ოჯახმა მშვიდობიანად დააღწია თავი გეტოს და გამუდმებით ეწეოდნენ დაძაბულ ბრძოლას არსებობისათვის, იშვიათად მცირე ხნით მდიდრდებოდნენ და მერე თანდათან უსაზღვროდ ღატაკდებოდნენ. ევგენია გარსენი - მოდილიანი მართლაც შესანიშავი ქალი და იშვიათი დედა იყო. თხუთმეტი წლისა დაინიშნა იგი მამაკაცზე, რომელიც არა თუ უყვარდა,უბრალოდ არც კი იცნობდა. ორი წლის შემდეგ კი თავისი ჩვეული ატმოსფეროდან, რომელიც სრული თავისუფლებითა და გულგაშლილობით გამოირჩეოდა ყველაფერში -დაწყებული რელიგიიდან დამთავრებული ყოველდღიური ცხოვრებით, საზოგადობიდან, სადაც ყველაზე მეტად ფასობდა მახვილი გონება და ტალანტი, აღმოჩნდა “მდიდარ”,შემთხვევითი სტუმრებითა და მსახურებით სავსე ოჯახში, სადაც ყველაფერი თავიდან ბოლომდე შებოჭილი იყო ფორმალური ეტიკეტით, შებორკილი ქმრისა და დედამთილის შეულახავი უფლებამოსილებით. მოდილიანები მას გაუნათლებელ, ამპარტავან და გულჩახვეულ ადამიანებად ეჩვენა. არც მათი რელიგიური ორთოდოქსალობა სჯეროდა, ყალბად, მოჩვენებითად მიიჩნევდა. აღშფოთებული იყო მათი სიძუნწით და ამჯობინებდა, საერთოდ არაფერი დაეხარჯა საკუთარი თავისთვის,ვიდრე დამცირებული ფულის თხოვნით და შემდეგ აუცილებელი ანგარიშის ჩაბარებით. იგი მოთმინებით ემორჩილებოდა მისთვის უცხო ოჯახურ გარემოს, მომქანცველ სადილ-ვახშამებს, მოსაწყენ ვიზიტებს, ტრაფარეტულ საუბრებს. ემორჩილებოდა ალბათ შვილების გულისათვის, რომლებიც ოთხნი იყვნენ: უფროსი- ემანუელე 1873 წელს დაიბადა, მას მოჰყვნენ მარგერიტა, უმბერტო და ამედეო. ახლაც, ოჯახის სრული გაღატაკების ჟამს, მათი გულისთვის აღუდგა წინ ყოველივეს, მოულოდნელად არაჩვეულებრივი ნებისყოფის სიმტკიცე გამოამჟღავნა და ყველაფერი თვითონ ითავა. ფლამინიო მოდილიანის შემოსავლის იმედი მაინც და მაინც არ უნდა ჰქონოდა, მით უმეტეს, რომ იგი ხშირად წასული იყო ოჯახიდან. ახლავე უნდა შესდგომოდა შრომას, რაც თავისთავად უკვე გაბედული ნაბიჯი იყო მისი მდგომარეობის ქალისათვის და საკუთარი შრომით ერჩინა ოჯახი. რაშიც მას ევროპული ლიტერატურისა და რამდენიმე უცხო ენის დიდებული ცოდნა. მისი მშობლიური ენა ფრანგული იყო. ევგენია გარსენმა წარმატებით თარგმნა დ’ანუნციოსა და სხვა მწერლების ნაწარმოებები. ამასთან ერთად უცხო ენებსაც ასწავლიდა ბავშვებს. ამ საქმიანობაში შემდეგ თანდათანობით ჩააბა თავისი დებიც-ლორა და გაბრიელა, რომლებიოც მასთან ცხოვრობდნენ, და ბოლოს თავისი შვილიც-მარგერიტა. მალე თავის სახლში ჩამოაყალიბა ინგლისური და ფრანგული ენების ნამდვილი კერძო სასწავლებელი, რომელმაც მალე სახელი გაითქვა ქალაქში. თავის დღიურში ორი წლის დედოს დედა ასე ახასიათებს: ,,ცოტა განებივრებულია, ცოტა ჭირვეული, მაგრამ მშვენიერია, როგორც ანგელოსი”. როცა წამოიზარედა, როგორც შინაურები იხსენებენ, ხშირად მოუთმენლობასა და სიფიცხეს ამჟღავნებდა, საერთოდ კი წყნარი და გამგონე ბავშვი იყო. გამგონე იყო ალბათ უფრო იმიტომ, რომ დედა უყვარდა. მოდილიანების ,,მდიდარ სახლს” ვია რომაზე ამედეო არ მოსწრებია. ბავშვობა და ყრმობა გაატარა ვია დელა ვილაზე ჩვეულებრივ პროვინციულ სახლში, რომელიც არაფრით გამოირჩეოდა ამ ქუჩის სხვა სახლებისგან. შემდეგ როცა ჭაბუკმა ამედეომ მიატოვა ლივორნო, მისი ოჯახი პიანცა მაჯენტაზე გადავიდა, უფრო მოგვიანებით კი ფლორენციაში გადასახლდა.ამედეომ სწავლა პირველად შინ დაიწყო. კარგად შეითვისა ფრანგული ენა. შემდეგ სკოლაში შეიყვანეს და იქიდან კი ლიცეუმში გადავიდა, სადაც უხალისოდ სწავლობდა. სწავლობდა და ცდიობდა მხოლოდ იმიტომ, რომ დედა არ გაენაწყენებინა. 1895 წელს მან სერიოზული ავადმყოფობა გადაიტანა. ამასთან დაკავშირებით დედამ თავის დღიურში ასე ჩაწერა:”დედოს ძალიან მძიმე პლევრიტი ჰქონდა. მე ჯერაც ვერ გამოვრკვეულვარ იმ საშინელი შიშისგან. ამ ბავშვის ხასიათი ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებუილი, რათა შემეძლოს მასზე გარკვეუკლი აზრის გამოთქმა. ვნახოთ რა გამოვა ამ ჭიის პარკისგან, იქნებ მხატვარი?” ჩვენამდე მოღწეულია 12 წლის ამედეოს ორი ნაშრომი. ორივე ეტყობა ნაკლებად მნიშვნელოვანია, უფრო მიბაძვაა, მაგრამ მაინც რეპროდუქციაშიც კი ყურადღებას იქცევს რაღაცნაირი ფარული დრამატიზმით. ეს გახლავთ თიხის თეფშზე გამოხატული გორგონა და ეტაჟერის ორი კედლის მოხატულობა. ერთზე გამოხატულია ქალის თავი , ქვემოთ კი თავის ქალას ჩონჩხი. მეორეზე მოხუცის თავი: უზარმაზარი, მახინჯი ყურები, ჭაღარა ბაკენბარდები და გაყინული, თითქოს რაღაცით შეძრწუნებუილი გამოხედვა. ეს “სიმბოლისტური” ნაწარმოები ამედეოსი და მისი პირველი გულითადი მეგობრის-უბერტო მონდოლფის ერთობლივი შემოქმედებითი შრომის ნაყოფი იყო. 1898 წელს მოდილიანი იწყებს მეცადინეობას ფერწერაში გულიელმო მიქელისთან, მისსავე დაარსებულ ფერწერის სკოლაში, ლივორნოში. 1898 წელმა ბევრი მწუხარება მოუტანა მოდილიანების ოჯახს. 4 მაისს “საზოგადოებრივი სიმშვიდის დარღვევისათვის” დააპატიმრეს და ივლისში ნახევარი წლით პატიმრობა მიესაჯეს უფროს შვილს-ემანუელეს, ახალგაზრდა ადვოკატს, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა იტალიელი მუშების ხელმძღვანელობაში.შემოდგო
მაზე კვლავ ახალი ელდა დაატყდა ოჯახს. ამედეოს ძალიან მძიმე ფორმის ტიფი შეეყარა, რამაც შემდეგშიც დიდი ხნით დაასვა დაღი მის ჯანმრთელობას. ავდმყოფობის დროს ამედეო გამოუტყდა დედას, რომ ერთადერთი ყოვლისმომცველი გატაცებაა მხატვრობა.


ბოდვის დროს ავადმყოფი სულ სადგურს ახსენებდა, საიდანაც უნდა წასულიყო ფლორენციაში და ბოლოს და ბოლოს საკუთარი თვალით ეხილა მუზეუმები, რომელთა შესახებ ამდენი რამ სმენოდა. ჯერ კიდევ ავადმყოფობამდე ამედეო შევიდა ლივორნოელი მხატვრის-გულიელმო მიქელის სახელოსნოში. წინა დღით როცა ამედეო სახელოსნოში უნდა გამოცხადებულიყო, დედას ასე ჩაუწერია დღიურში:”1 აგვისტოდან იგი მეცადინეობას იწყებს ხატვაში, რისადმიც კარგახანია დიდ მიდრეკილებას ამჟღავნებდა. უკვე მხატვრად წარმოუდგენიათ თავი. რაც შემეხება მე, დიდად არ ვუჭერ მხარს, მეშინია რაკი ამ გზას გაჰყვება სწავლა არ მიატოვოს. მაგრამ მაინც გადავწყვიტე შევუსრულო სურვილი. როგორმე უნდა დავეხმარო, რათა სძლიოს უხალისობასა და მოწყენილობას, რამაც მეტად თუ ნაკლებად ყველას დაგვრია ხელი. “ ამედეოსთან ერთად მიქელისთან სწავლობდნენ:ოსკარ გილია, ჯინო რომიტი, ბენვენუტო ბენვენუტი, რენატო ნატალი, არისტიდე სომატი, ლანდო ბარტოლი, ვინციო და კიდე კიდევ რამდენიმე დამწყები მხატვარი. ერთ მშვენიერ დღეს ამედეომ გამოუცხადა დედას, რომ გადაწყვეტილი აქვს მიატოვოს ლიცეუმი და ამიერიდან მთლიანად მიეცეს მხატვრობას.
დედის დღიურში ჩნდება 1899 წლის 10 აპრილის ჩანაწერი:”დედომ მიატოვა ლიცეუმი და აღარაფერს აკეთებს გარდა ხატვისა. სამაგიეროდ ხატავს მთელი დღე და ყოველდღე შეუნელებელი გატაცებით, რაც კიდეც მაოცებს და კიდეც მახარებს. თუკი ასეთი მეცადინეობითაც ვერაფერს მიაღწია, მაშესადამე იმედიც გადაწურული უნდა იყოს. მასწავლებელი კმაყოფილია. მე ამისი არაფერი გამეგება, მაგრამ მგონია სამი თუ ოთხი თვის მეცადინეობის შემდეგ საკმაოდ გაიწაფა ხელი და კარგად ხატავს.”მაგრამ 1900 წლის ზამთარში ფილტვების ტუპერკულიოზის უეცარმა აფეთქებამ შეწყვიტა მისი მეცადინეობა მიქელისთან.


1899 წელს მოდილიანი ტიფით დაავადდა. ამ დაავადებასთანაა დაკავშირებული მასზე არსებული ლეგენდები, თითქოს მას ბოდვისას ხილვები ჰქონდა, რომ მისი მოწოდება მხატვრობა იყო. ყოველი შემთხვევისთვის, ასე აღწერს თავისი შვილის ისტორიას ევგენია გარსენი ,,ბიოგრაფიულ პორტრეტში”, რომელიც მან 1924 წელს ერთ -ერთი მწერლის პოლია ალექსანდრას თხოვნით დაწერა


--------------------
ყოველივე გენიალური მარტივია


Go to the top of the page
 
+Quote Post
tatiaaaaaaa
პოსტი Mar 15 2008, 13:47
პოსტი #2


:>
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,085
რეგისტრ.: 1-November 07
წევრი №: 221
კურსი:--


ამ კინოს ყურება მინდა მაგრად. არ მაქვს ნანახი. და სად ვნახო არვიცი 11.gif

ავოეზე თუ გოლზე იყო მარა ინგლისურად მგონი? აღარ მახსოვს 01.gif


--------------------
Good Lord I feel Like Im Dyin'
Go to the top of the page
 
+Quote Post
MinistryOFMusic
პოსტი Mar 15 2008, 13:52
პოსტი #3


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,112
რეგისტრ.: 10-February 08
მდებარეობა: :
წევრი №: 2,188
კურსი:2


tatiaaaaaaa http://movies.info.ge/default.aspx?search=...%83%9c%e1%83%98


--------------------
ყოველივე გენიალური მარტივია


Go to the top of the page
 
+Quote Post
tatiaaaaaaa
პოსტი Mar 15 2008, 13:52
პოსტი #4


:>
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,085
რეგისტრ.: 1-November 07
წევრი №: 221
კურსი:--


ციტატა(MinistryOFMusic @ Mar 15 2008, 14:09) *



thank_you.gif thank_you.gif thank_you.gif 06.gif


--------------------
Good Lord I feel Like Im Dyin'
Go to the top of the page
 
+Quote Post
MinistryOFMusic
პოსტი Mar 15 2008, 13:58
პოსტი #5


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,112
რეგისტრ.: 10-February 08
მდებარეობა: :
წევრი №: 2,188
კურსი:2






ეს პაბლო პიკასოს პორტრეტია


--------------------
ყოველივე გენიალური მარტივია


Go to the top of the page
 
+Quote Post
qiromanti
პოსტი Mar 17 2008, 20:52
პოსტი #6


თეთრბილეთიანი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 10,334
რეგისტრ.: 5-February 08
მდებარეობა: ლ ე თ ე
წევრი №: 2,091
კურსი:--


კინო ალბათ მძიმე სანახავი იქნება და ჩემი სათუთი ნერვებისთვის არაა.
ჩემის აზრით ის გენიალური გიჟი იყო...


--------------------
კაცები აღარ არიან, კა-ცე-ბი !!!

................



Кошке не важно,что о ней думают мыши!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
anushkebi
პოსტი Mar 18 2008, 10:14
პოსტი #7


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 11-January 08
წევრი №: 1,592
კურსი:3




ციტატა(qiromanti @ 17th March 2008 - 21:10) *
კინო ალბათ მძიმე სანახავი იქნება და ჩემი სათუთი ნერვებისთვის არაა.


არაჩვეულებრივი კინოა, რამდენჯერმე მაქვს ნაყურები და თქვენც ამავეს გირჩევთ 01.gif


--------------------
"...ვერაფერი შეძლებს სიყვარულის ნაკლებობა შეავსოს,
სიყვარული კი ყველაფრის ნაკლებობას ავსებს..."

Go to the top of the page
 
+Quote Post
shavi
პოსტი Mar 19 2008, 15:59
პოსტი #8


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 78
რეგისტრ.: 12-March 08
მდებარეობა: rodis rogor
წევრი №: 2,540
კურსი:--


ზემოთ უმრავლესობა ჟანა ებიუტენის პორტრეტებია. მისი მეორე ცოლი იყო, თან უყვერდა ძალიან, თან ტყავს აძრობდა ეჭვიანობით. საერთოდ მაგარი ბაბნიკი კაცი იყო, მარა აპათოლოგებდა ამ ჟანაზე. საუკუნის მხატვარი იყო, ია ტაკ დუმაიუ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_NUMB_*
პოსტი Apr 18 2008, 20:19
პოსტი #9





Guests






ძალიან ნაზი და სათუთი მგონია, შეხება მოგინდება
Go to the top of the page
 
+Quote Post
*ScorpiOnS
პოსტი Apr 18 2008, 22:34
პოსტი #10


:)
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,120
რეგისტრ.: 17-April 08
წევრი №: 2,991
კურსი:4


ფილმი ანანხი მაქვს
და რამდენჯერაც მიყურებია
ვიტირე
მოდილიანი ჩემი უსაყვარლესი მხატვარია 010.gif


--------------------
fuck you!
Go to the top of the page
 
+Quote Post
AVATARA
პოსტი Apr 19 2008, 5:44
პოსტი #11


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 13-December 07
მდებარეობა: maglivi
წევრი №: 1,018
კურსი:2


ციტატა(*ScorpiOnS @ Apr 18 2008, 22:52) *
ფილმი ანანხი მაქვს
და რამდენჯერაც მიყურებია
ვიტირე
მოდილიანი ჩემი უსაყვარლესი მხატვარია 010.gif

მართლა მაგარი ფილმია თვით პიკასომ აღიარა მოდილიანის სიძლიერე!
Go to the top of the page
 
+Quote Post
ninikusa
პოსტი Apr 19 2008, 10:23
პოსტი #12


ცხოვრებით ვთამაშობ!
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,158
რეგისტრ.: 28-March 08
მდებარეობა: .
წევრი №: 2,722
კურსი:--




--------------------
არ ვიგრძნობ სინანულს.გინდა დავიფიცო,
რომ მე და სინანულს
ბრძოლები გადაგვხდა,უხმლო და უსისხლო,
რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული,
ხოდა,გავიყარეთ,უხმოდ და უსიტყვოდ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tutlanatoni
პოსტი Apr 19 2008, 16:39
პოსტი #13


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 277
რეგისტრ.: 21-March 08
წევრი №: 2,688
კურსი:3



wub.gif 7.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
4 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd July 2019 - 2:21
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank