გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


4 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topic Start new topic
 ქსელური აფიორა
 
fisherman
პოსტი Nov 25 2009, 17:32
პოსტი #1


ფ"lost"ებით მოარული ვირ ტუოზი. ◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,596
რეგისტრ.: 3-December 07
მდებარეობა: სადაც დამიღამდება
წევრი №: 736
კურსი:--


ადრე გავხსენი და შემდეგ დაიხურა თემა >>>არ მოგატყუონ სტუდენტებო, აფერისტი კომპანიები და მათი აფიორები<<<
ეს თემა კიდევ ერთხელ რომ არ გავხსნა არ შემიძლია biggrin.gif
მოკლედ ამის ატანა უკვე შეუძლებელია,
ამდენი მოტყუებული სტუდენტის და ახალგაზრდას ჩივილის მოსმენა კი ქვასაც აატირებს, ამ კომპანიების მიმართ კი შეიძლება ისურვო ჯოჯოხეთის ცეცხლი და ათასი უბედურება.
უმცროსკურსელთა დიდი ნაწილი რომლებსაც ახალი ჩაბარებული აქვთ უნივერისტეტებში და ცდილობენ იშოვონ რაიმე სამსახური სწავლასთან შეთავსებით და ვერ ერკვევიან თუ რა კომპანიებთან აქვთ საქმე, ხვდებიან განცხადებას, რომელიც მათ ინტერესებს სრუალად შეესაბამება, სინამდვილეში კი ებმებიან ფინანსური პირამიდის მახეში.

ჯერ კიდევ როდესაც პირველ კურსზე ვიყავი (2005-2006 წ.) აქტიურად ქვეყნდებოდა ინტერნეტით, პრესით, თუ კედელზე გაკრული განცხადებებით ვაკანსიები, რომლის მიხედვითაც იგებდით, რომ გამოცხადებული იყო სტუდენტთა დასაქმება, თანაც სწავლასთან შეთავსებით. შეიძლება იფიქრო ამაზე უკეთესი რა არის, მაწყობს და ა. შ. მაგრამ ადგილზე მისვლისას ხვდებოდი, რომ უნდა გადაგეხადა ტრენინგისთვის საშუალოდ 25-30 GEL, ვალუტა შეიძლება $ ყოფილიყო და ტარიფიც განსხვავებული. იქ აგიგებდნენ ოქროს კოშკებს, შემდეგ შენ ხდებოდი ვითომ კომპანიის თანამშრომელი, გევალებოდა ხალხის მოყვანა, რომლებიც ისეთივენაირად მოხვდებოდნენ და გაიგებდნენ ამ ინფორმაციას, როგორც თავად შენ მიხვედი. ანუ რეალურად არანაირი სამუშაო არ იყო, ყველაფერს ასდიოდა აფერისტობის და თაღლითობის სუნი, იყო ერთგვარი ფინანსური პირამიდა, რომელსაც საქმე არანაირად არ ქონდა ქსელურ მარკეტინგთან, შეიძლება ითქვას რომ ამ დროიდან გაუტყდა ქსელურ მარკეტინგს სახელი, არადა სინამდვილეში, იდეაში ქსელური მარკეტინგი მსგავსი აფერისტობა ნამდვილად არ არის.
პირველი ასეთი კომპანია, რომელიც მახსოვს (2005-2006 წ.) "ტიენს"(იგივე "ტიანში", "ოქროს ლომი") უამრავ ადგილას ქონდა გახსნილი ოფისები, სადაც ხდებოდა მოქალაქეთა მიღება, "დაბოლება" და ფულის გამოძალვა, მოკლე დროის განმავლობაში მათ გაუტყდათ სახელი, რაც მოსალოდნელი იყო, შემდეგი პერიოდის განმავლობაში ეს სახელწოდება აღარ გვხვდება, მათ ნაცვლად გაჩნდა კომპანია სახელწოდებით "PR GRUP", რომელიც ზუსტად იგივე პრინციპით მოქმედებდა, ეს მოკლე ისტორიული ექსკურსი biggrin.gif

ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში კი ეს ყველაფერი უცბად გააქტიურდა, თბილისის ყველა უნივერისტეტის მიმდებარე ტერიტორიებზე, მეტროსადგურების თუ სხვა ხალხმრავალ ადგილებში ხდება განცხადებების გამოკვრა, ფლაერების დარიგება, რომლებიც გვამცნობენ არნახული დასაქმების შესახებ. დავდებ რამოდენიმე განცხადების ნიმუშს, რომლებიც შინაარსობრივად დიდად არ განსხვავდებიან ერთიმეორისაგან, განსხვავება შეიძლება იყოს მხოლოდ კომპანიის დასახელებაში:

კომპანია MLM-TECHNOLOGY აცხადებს კადრების შერჩევას შემდეგ თანამდებობებზე; 1.გაყიდვების მენეჯერი 2.პრომოუტერი 3.PR მენეჯერი კარიერული წინსვლის დიდი პერსპექტივით, მაღალი ანაზღაურება!

დასქმება
საერთაშორისო კომპანია გთავაზობთ საოფისე სამსახურს 18-35 წლამდე პირებს საქმის ადგილზე შესწავლით, ანაზღაურება 500 ლარიდან. მიმდინარეობს შერჩევა. 855728475

georgian free business group იწყებს კადრების მიღებას 18-35 წლამდე პირებისათვის და ასევე სტუდენტებისათვის. საქმის ადგილზე შესწავლით. ანაზღაურება 250 $ დან. ტელ:858735602

პირველი ქართული კომპანია და ბიზნეს ცენტრი!!!
რომელიც... [პროფესიისა და გამოცდილების მიუხედავად], ოფისში სამუშაოდ იცვევს ახალგაზრდა პირებს. 18-45 ცლამდე. საქმის ადგილზე შესცავლით, მაგალი ანაზგაურებით. შესაძლებელია სტუდენტებიც.
საკონტაკტო ტელ; 898 701-123

საერთაშორისო კომპანია აცხადებს მიღებას უმაღლესი და საშუალო განათლების მქონე 18-60 პირებზე.სამუშაო გრაფიკი თავისუფალია.ანაზღაურება მზარდი.ტ 893 46 32 54 დიანა

კომპანია CFBG იწყებს კადრების შერჩევას საოფისე სამსახურისათვის, მიღება ხდება გასაუბრებით საქმის ადგილზე შესწავლით ხელფასი 280$ ზრდის პერსპექტივით დაინტერესებული პირები დაუკავშირდით ოპერატორს

ხორციელდება ახალი პროექტი !!!

გაქვთ შანსი მიიღოთ მონაწილეობა ბიზნესის ახალ პროექტში !!! შეიძინოთ სერიოზული ცოდნა მარკეტინგსა და მენეჯმენტის სფეროში !!! და ჩამოყალიბდეთ პროფესიონალ მენეჯერად!!!

კომპანია აცხადებს ახალგაზრდების მიღებს ოფისში სამუშაოდ გაყიდვების მენეჯერის და კომერციული წარმომადგენლის თანამდებობაზე .საქმეს ადგილზე შეგასწავლიან გამოცდილი სპეციალისტები !!!

გასაუბრებაზე ჩასაწერად გამოაგზავნეთ მონაცემები ელ. მისამართზე ან დაუკავშირდით კადრების მენეჯერს!!!

კომპანია GFBG აცხადებს კადრების შერჩევას ინფორმაციული ბიზნესისმიმართულებით. შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე. შერჩეული კადრები გადამზადდებიან ადგილზე შემდეგი მიმართულებით: მარკეტინგის მენეჯერი, პიარის მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი. კარიერული წინსვლის დიდი პერსპექტივა, მაღალი ანაზღაურება. დასაქმების ტიპი მუდმივი. შევითავსებთ სტუდენტებს 20 წლიდან. გრაფიკი თავისუფალი (შეთავსებადია სხვა სამსახურთან)
მოთხოვნები: 1. მიზანდასახულობა
2.პუნქტუალურობა
3. ასაკი 19-40 წელი
4. სასურველია უმაღლესი განათლება.
5. ინტერესის სფერო-ბიზნესი, საზოგადოებასთან ურთიერთობა
დაინტერესებულმა პირებმა გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია ოპერატორთან ნომერზე:
T-897 782 744; 19:00 საათიდან 32 71 11. ან გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტაზე: gfb_group@mail.ru

დასაქმების ახალი საზაფხულო პროექტი!
გინდა შეიდზინო ცოდნა მარკეტინგის და მენეჯმენტის სფეროში?!გინდა გახდე წარმატებული?! კომპანია იწყებს ახალგაზრდების მიღებას ოფისში სამუშაოდ მენეჯერის თანამდებობაზე. საქმის ადგილზე შესწავლით. (სტუდენტებისათვის შეთავსებით). რეგისტრაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით კადრების მენეჯერს.
ტელ: 898 51 46 16. ანჟელა.

____________________________________________________________________________

ანუ ასეთ განცხადებებს თუ შეხვდებით სადმე ჩათვალეთ რომ ბლეფია და დროს ტყუილად ნუ დაკარგავთ, არანაირი სტუდენტური დასაქმება ეს არ არის default.gif
სხვა მხრივ წარმატებებს გისურვებთ smile.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია fisherman: Aug 20 2012, 0:32


--------------------
ვემსახურები საქართველოს
Go to the top of the page
 
+Quote Post
Shirley
პოსტი Nov 25 2009, 17:42
პოსტი #2


აკადემიკოსი
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,561
რეგისტრ.: 9-December 07
წევრი №: 906
კურსი:8


ეს მაგარი იციან "საერთაშორისო კომპანია, ამერიკული კომპანია, კომპანია,ევროპული კომპანია და ა.შ" და სახელები? biggrin.gif ანჟელა ,დიანა biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ilo_elo
პოსტი Nov 25 2009, 17:45
პოსტი #3


aramgonia
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,811
რეგისტრ.: 9-December 08
მდებარეობა: grozno
წევრი №: 5,359
კურსი:2


ჰო, ის არ დაგავიწყდეს რომ ამ ტრენიინგების გავლის შემდეგ, თითოეულმა მათგანმა უნდა შეიტანოს საქმეში "წილი", ანუ რომ გახდე კომპანიის სრულუფლებიანი წევრი, უნდა შეიტანო 500 ლარი, (ეს დაბოლების ყველაზე რთული ეტაპია,) ეს ხუთასი ლარი შეიძლება ორინჯ კარტით გამოიტანო, ესე უფრო მოსახერხებელია. აის შემდეგ შენ შეგიძლია მოიზიდო კადრები, ყოველი მოყვანილი კადრიდან, იღებ წილს, ანუ ყოველი შენს მოყვანილი, რომელიც საქმეში იმ 500 ლარს შემოიტანს, გერგება რაღაც 20- თუ 30 ლარი. მერე თუ შენი მოყვანილი, კიდე სხვასაც მოიყვანს, იმისგანა გერიცხება რაღAც კაპიკები, ნუ საერთო ჯამში ხალხი ამ ვალების დაფარვას ვერ აუდის..


--------------------
ნოეს ფანი!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Shirley
პოსტი Nov 25 2009, 17:47
პოსტი #4


აკადემიკოსი
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,561
რეგისტრ.: 9-December 07
წევრი №: 906
კურსი:8


ციტატა
წარმატებული საერთაშორისო კომპანია გიწვევთ სამუშაოდ ოფისში, გთავაზობთ მაღალანაზღაურებად სამსახურს, მიღება მიმდინარეობს გასაუბრებით, ტრენინგებს ჩაგიტარებენ საუკეთესო სპეციალისტები (ტრენინგი უფასოა), გასაუბრებაზე მიიღებიან 22-55 წლამდე ასაკის, განათლებული და შრომისმოყვარე ადამიანი, სამუშაო საათები შეუზღუდავია ტელ: 891 17-67-88 თამარი
ტელეფონი:
891 17-67-88



წარმატებული კომპანია biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
fisherman
პოსტი Nov 25 2009, 17:47
პოსტი #5


ფ"lost"ებით მოარული ვირ ტუოზი. ◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,596
რეგისტრ.: 3-December 07
მდებარეობა: სადაც დამიღამდება
წევრი №: 736
კურსი:--


ციტატა(Shirley @ Nov 25 2009, 17:56) *
biggrin.gif ანჟელა ,დიანა biggrin.gif

მაგათი ხათრით შეიძლება დარეკო biggrin.gif

ამერიკული და საერთაშორისო ოფისებია და დააკვირდით ტელეფონის ნომრებად მითითებული აქვთ ბალის ნომრები, ასევე 855, 893 და ა. შ.
ისეთი რა გაჭირვებაა რომ თუ ოფისი ხარ ქალაქის ნომერი აიღო ან მაგთიფიქსი მაინც დადგან ბოლო-ბოლოს ცოტა სერიოზულობის ნიშნებიც რომ მიიღოს კომპანიამ biggrin.gif



--------------------
ვემსახურები საქართველოს
Go to the top of the page
 
+Quote Post
jonny
პოსტი Nov 25 2009, 20:26
პოსტი #6


დემაგოგი
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,058
რეგისტრ.: 25-January 09
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 6,018
კურსი:--


ნაცნობი სიტუაციაა u.gif
ოფისში მივედი და დიიდ, ძაააალიან დიიდ მკერდიანი მდივანი იჯდა პირველ სართულზე..ნახევარი საათი მაცდევინა უფროსს თათბირი აქვსო და მაყლაპინა ნერწყვები u.gif
ყველაზე უკეთ ეგ მახსოვს..მარა ეგეთი ბანძი სახელი არ ერქვა რა..იმას ნანა ერქვა..


--------------------
ა ე ი ო უ ე
--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Shirley
პოსტი Nov 25 2009, 20:48
პოსტი #7


აკადემიკოსი
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,561
რეგისტრ.: 9-December 07
წევრი №: 906
კურსი:8


ციტატა(jonny @ 25th November 2009 - 20:40) *
მარა ეგეთი ბანძი სახელი არ ერქვა რა..იმას ნანა ერქვა..

ან ერქვა და ან არა george.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_salomeaa_*
პოსტი Nov 25 2009, 22:40
პოსტი #8





Guests






fisherman

ზვიო ჩემგან შენ ბეეევრი +++++++
ჩემი უახლოესი მეგობარი მოატყუეს, მივიდა 25 ლარი დაადებინეს და მერე უთხრეს გადაიდოო ეგ პროექტი. მერე სადაც ნახავდა ამ რეკლამებს გამოკრულებს მივიდოდა და გამწარებული ხევდა. ლამის იყო ჩემი პროფესიული თვისებები გამოვამჟღავნე და ცოტა დამაკლდა სარჩელი არ შევიტანე rofl.gif rofl.gif rofl.gif


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია salomeaa: Nov 25 2009, 22:41
Go to the top of the page
 
+Quote Post
fisherman
პოსტი Nov 26 2009, 18:00
პოსტი #9


ფ"lost"ებით მოარული ვირ ტუოზი. ◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,596
რეგისტრ.: 3-December 07
მდებარეობა: სადაც დამიღამდება
წევრი №: 736
კურსი:--


ციტატა(salomeaa @ Nov 25 2009, 22:54) *
ზვიო ჩემგან შენ ბეეევრი +++++++
ჩემი უახლოესი მეგობარი მოატყუეს, მივიდა 25 ლარი დაადებინეს და მერე უთხრეს გადაიდოო ეგ პროექტი. მერე სადაც ნახავდა ამ რეკლამებს გამოკრულებს მივიდოდა და გამწარებული ხევდა. ლამის იყო ჩემი პროფესიული თვისებები გამოვამჟღავნე და ცოტა დამაკლდა სარჩელი არ შევიტანე rofl.gif rofl.gif rofl.gif

ნამდვილად ჩამოსახევია ეგ განცხადებები,
იურიდიულად შესაძლებელია რამე მუხლით მათ წინააღმდეგ სარჩელის შეტანა?
შესაძლებელია რაიმე სახის პასუხისმგებლოში ამ პირების მიცემა?


--------------------
ვემსახურები საქართველოს
Go to the top of the page
 
+Quote Post
sting
პოსტი Nov 26 2009, 20:26
პოსტი #10


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,166
რეგისტრ.: 14-November 07
მდებარეობა: no information
წევრი №: 339
კურსი:--


ჰეჰ მაგ კი არა ტიენსში ვიყავი 1 წლის წინ, ხოდა ათი ლარის გადახდა მომთხოვეს ტრეინინგებში მოსაწილეობის მისაღებად. არ მაქვს მეთქი ათი ლარი არ წამომიღია და რაც გაქვს ის დატოვეო rofl.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_salomeaa_*
პოსტი Nov 26 2009, 20:27
პოსტი #11





Guests






ციტატა(fisherman @ Nov 26 2009, 18:14) *
ნამდვილად ჩამოსახევია ეგ განცხადებები,
იურიდიულად შესაძლებელია რამე მუხლით მათ წინააღმდეგ სარჩელის შეტანა?
შესაძლებელია რაიმე სახის პასუხისმგებლოში ამ პირების მიცემა?

სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლი
თაღლითობა
თავისი დამამძიმებელი გარემოებებით-

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ან არაერთგზის. ისჯება 2 დან 6 წლამდე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
sting
პოსტი Nov 26 2009, 20:29
პოსტი #12


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,166
რეგისტრ.: 14-November 07
მდებარეობა: no information
წევრი №: 339
კურსი:--


salomeaa


მერე რატომ არ შეიტანე სარჩელი? lht.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_salomeaa_*
პოსტი Nov 26 2009, 20:31
პოსტი #13





Guests






ციტატა(sting @ Nov 26 2009, 20:43) *
salomeaa
მერე რატომ არ შეიტანე სარჩელი? lht.gif

რა ვიცი აბა. ისე კი იყვნენ ღირსები. huh.gif ჩემი მეგობარი არ იყო თანახმა და მე ინტრიგანი ხო არ ვარ george.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
4 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th July 2019 - 10:41
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank