გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Reply to this topic Start new topic
 სარა ბერნარი
 
Γεώργιος
პოსტი Apr 7 2010, 14:08
პოსტი #1


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,861
რეგისტრ.: 4-January 10
წევრი №: 8,285
კურსი:--


მოწითალო, ხუჭუჭი თმა, არაბუნებრივად სქელი ტუჩები, ფერმკრთალი სახე, ჩაცმის აბსოლუტურად განსხვავებული სტილი – ეს სარა ბერნარია, მსოფლიო თეატრის ლეგენდა, პირველი სუპერვარსკვლავი ქალი. მას მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ცნობილ მსახიობ ქალად მოიხსენიებენ.

სარა მარტო როლებს კი არა, საკუთარ თავს, საკუთარ ხატს და საკუთარ ტიპაჟსაც ქმნიდა. სახელი მე–19 საუკუნის 70–იან წლებში ევროპის თეატრებში თამაშით გაითქვა და მასზე მოთხოვნა გაჩნდა როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე აშშ–შიც. მალე ბერნარმა სერიოზული დრამატული მსახიობის რეპუტაციაც შეიქმნა, რამაც მას მომავალში ღვთისმეტყველი სარას მეტსახელი მოუტანა.

ბერნარს ხშირად ჟანა დ,არკსაც ადარებდნენ, ჯადოქრად თვლიდნენ. სცენაზე 1862–1921 წლებში იდგა, უამრავ სპექტაკლში ითამაშა. ორ ფილმშიცაა გადაღებული.

სარა ბერნარი 1844 წლის 22 ოქტომბერს პარიზში დაიბადა. დედა, ჯულია ბერნარი, ჰოლანდიელი ებრაელი მუსიკოსი, ძალიან ლამაზი ქალბატონი გახლდათ. მამის ვინაობა კი სადავოა – ინჟინერი ედუარდ ბერნარია თუ ფრანგი მეზღვაური მორელი. როგორც ამბობენ, ეს თავად ჯულიასათვისაც უცნობი იყო. ზოგიერთი ბიოგრაფის მტკიცებით, მსახიობი აიოვას შტატში დაიბადა, მოგვიანებით კი მარტოხელა დედამ საფრანგეთში წაიყვანა.

პატარა სარა ძირითადად მონასტერში იზრდებოდა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე მორჩილების საიდუმლო მისთვის მაინც უცხო დარჩა. ძალიან ფიცხი და ჯიუტი ბავშვი იყო. "როდესაც მონასტრის გარეთ აღმოვჩნდი, მომეჩვენა, თითქოს ზღვაში მომისროლეს, მე კი ცურვა არ ვიცოდი", – იხსენებს სარა.

გოგონას მსახიობობა ძალიან მოსწონდა. ბევრს ოცნებობდა სცენაზე ასვლასა და სულ უბრალო როლის შესრულებაზე. 1859 წელს ოცნება რეალობად ექცა. დედის საყვარელმა, გრაფ დე მორნიმ, გოგონა საფრანგეთის ყველაზე ცნობილ თეატრში, "კომედი ფრანსეზში" მიაბარა.

თეატრის დირექტორის განცხადებით, სარას არცთუ სახარბიელო გარეგნობა ჰქონდა, ზედმეტად გამხდარიც კი იყო მსახიობობისათვის, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც მიიღეს.

1862 წლის 1 სექტემბერს სარა ბერნარის, როგორც მსახიობის, დებიუტი შედგა. მან როსინის ტრაგედიაში "იფიგენია ავლისში" ითამაშა. "როდესაც ფარდა აიწია, მეგონა, გული წამივიდოდა", – იხსენებდა შემდგომში მსახიობი.

კრიტიკოსების აზრით, სარამ მაყურებლის მოხიბვლა მხოლოდ ხუჭუჭა, ფუმფულა, მოწითალო თმით შეძლო, თორემ მას არაფრისმეტყველი სახე ჰქონდა. ლეგენდარული მსახიობის ადრეული როლები არცთუ ისე წარმატებული იყო. როგორც ცნობილია, ფინანსურ გაჭირვებაში ჩავარდნილმა ერთი პერიოდი საკუთარი სხეულით ვაჭრობასაც მიჰყო ხელი.

დამწყები მსახიობი ცხოვრების ურთულესმა პირობებმა მაინც ვერ გატეხა, მას შესაშური გამბედაობა ჰქონდა. "კომედი ფრანსეზი" დატოვა და სხვადასხვა თეატრში თამაშობდა. ამ პერიოდის მისი ერთ–ერთი საუკეთესო როლი იყო მარგარიტა გოტიე.

მსოფლიოში ძალიან ცოტაა ისეთი მსახიობი, რომელმაც იმდენი მამაკაცის როლი შეასრულა, რამდენიც სარა ბერნარმა – ვერტერი, ზანეტო, ჰამლეტი, მართვე და უამრავი სხვა. 20 წლის მართვე, ბონაპარტის უბედური ვაჟი, სარამ 56 წლის ასაკში უბადლოდ განასახიერა.

მე–19 საუკუნის 70–იანი წლების ბოლოს მსახიობზე ამერიკაში მოთხოვნა გაჩნდა. ბერნარი ძალიან ბევრს მოგზაურობდა. ამერიკაში მის ვიზიტზე ასეთი რამ დაუწერიათ: "ეს ფრანგი პრინცესა ისეთი პატივით შეამკეს, როგორიც თავად მიქელანჯელოსა და ბეთჰოვენს არ ღირსებიათ".

სარას ძალიან უყვარდა ძვირფასეულობა და ხანგრძლივი მოგზაურობის დროსაც კი მთელ თავის სამკაულებს თან ატარებდა. თავდაცვისათვის პისტოლეტიც მიჰქონდა და თან საკუთარ თავს დასცინოდა: "ადამიანი ისეთი უცნაური არსებაა, რომ ეს პაწაწინა ნივთი საიმედო მცველად მიაჩნია".

პირადი ცხოვრების აფიშირებისაგან დიდი მსახიობი ყოველთვის თავს იკავებდა, მაგრამ ყველაფრის დამალვა შეუძლებელი იყო. თავდაპირველად სერიოზული ურთიერთობა გააბა ფრანგული წარმოშობის პრინცთან – ჩარლ იოზეფ ჰენრისთან. სწორედ მისგან შეეძინა 1864 წელს ერთადერთი ვაჟი მორისი.

სარა ქორწინებისაგან, რომელიც მისთვის დიდი პასუხისმგებლობის ტოლფასი იყო, ყოველთვის თავს იკავებდა. შვილს დამოუკიდებლად ზრდიდა. პრინცთან დაშორების შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით ჰყავდა საყვარლები – მოქანდაკეები გუსტავ დორი და ჯორჯ კლარინი, მოგვიანებით მსახიობები მონე სალი და ლუი ტელეგონი.

ცნობილია, რომ ბერნარის საყვარლებს შორის ვიქტორ ჰიუგო განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა და ამას თავად მწერალიც არ უარყოფდა.

სარას ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა 12 წლით უმცროს მხატვარ ლუიზა აბემასთან. ამის გამო ხმა გავრცელდა მსახიობის ლესბოსელობაზე, მაგრამ მეგობრები ერთმანეთთან სასიყვარულო ურთიერთობას კატეგორიულად უარყოფდნენ.

1882 წელს, ლონდონში ყოფნის დროს, სარამ გათხოვება გადაწყვიტა. მისი რჩეული გახლდათ საოცრად სიმპათიური ბერძენი მსახიობი, არისტიდეს დამალა. წყვილი 1889 წლამდე (დამალას სიკვდილამდე) ერთად ცხოვრობდა, თუმცა ამას სარა ბერნარისთვის ხელი არ შეუშლია, მეუღლისთვის უელსის მომავალ პრინცთან, ედვარდ მეშვიდესთან ეღალატა.

მისთვის მთავარი ვნება მაინც თეატრი იყო. სარა თეატრით ცხოვრობდა და სუნთქავდა. თავისუფალ დროს ხატავდა, აქანდაკებდა, სასაცილო რომანებს წერდა.

მსახიობი საშინლად მოუწესრიგებელი პიროვნება გახლდათ. მის ბინაში სრული ქაოსი სუფევდა, ათასგვარი უსარგებლო ნივთი და სხვადასხვა ჯიშის ცხოველი თუ ქვეწარმავალი მიმსვლელს ფეხებში ებლანდებოდა.

საძინებელში კი კუბო ჰქონდა და შიგ ხშირად იძინებდა. მისი განმარტებით, ეს მეთოდი მას ტრაგიკული როლების უკეთ აღქმაში ეხმარებოდა.

1900 წელს დემონ როსტანის გმირული დრამის პრემიერაზე სარა ბერნარი 30–ჯერ გამოიძახეს სცენაზე. მისთვის ყველაზე მთავარი ეს იყო.

1905 წელს რიო დე ჟანეიროში სპექტაკლის მიმდნარეობისას მსახიობმა მარჯვენა ფეხი დაიზიანა, მაგრამ ამისათვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ, სამწუხაროდ, მდგომარეობა გართულდა. 1915 წელს მას განგრენა დაუდგინეს, ფეხის ამპუტაცია აუცილებელი შეიქნა.

სარამ ფეხის პროთეზის გამოყენებაზე უარი განაცხადა. მიუხედავად ავადმყოფობისა, თითქმის სიკვდილამდე არ დაუტოვებია სცენა და არც ერთხელ დაუწუწუნია.

1923 წლის 26 მარტს სარა ბერნარი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. თეატრის დედოფლის დაკრძალვაზე თითქმის მთელი პარიზი მივიდა. ათობით ათასმა ადამიანმა მიაცილა იგი პიერ ლაშეზის სასაფლაომდე.







--------------------
Γενηθήτω φῶς.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Γεώργιος
პოსტი May 29 2010, 21:11
პოსტი #2


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,861
რეგისტრ.: 4-January 10
წევრი №: 8,285
კურსი:--


როგორი სიამოვნებით ვნახავდი ბერნარს ჰამლეტის როლში , ეუფ 2.gif


--------------------
Γενηθήτω φῶς.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd August 2019 - 8:31
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank