გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 მომავალი ჟურნალისტებისთვის, სტაჟირება
 
mancunia
პოსტი Mar 21 2010, 9:52
პოსტი #1


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 5-February 10
წევრი №: 8,529
კურსი:--


სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკური ფაკულტეტის სტუდენტებს, ან ყველას, ვისაც აინტერესებს ეს საქმიანობა. შპს "ჯიაიბი გრუფი" აცხადებს სტაჟირებას სპორტულ თემაზე მუშაობის სურვილის მქონეთათვის.

ჯერჯერობით, ერთი თვის განმავლობაში შერჩეული სტაჟიორები იმუშავებენ საფეხბურთო ვებ–ჟურნალ fanebi.com-ისთვის, რომელიც ამავე ფირმის საკუთრებაა. ანაზღაურება გათვალისწინებული არ არის. დაფინანსდება მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატის რომელიმე მატჩზე გაგზავნა (თუ სტაჟიორს ამის სურვილი ექნება) . აპრილის ბოლოს კი დაგეგმილია ბეჭდური საფეხბურთო წყაროს გამოცემა, სადაც მოხდება წარმატებული სტაჟიორებისთვის ვაკანსიის შეთავაზება.

აუცილებელ მოთხოვნებში შედის რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა (ქართულად თარგმნის შესაძლებლობის დონეზე) და გამართულად წერის უნარი. სპეციფიკიდან გამომდინარე, მუშაობა არ მოიხოვს ოფისში მოსვლას და ასევე არ იქნება შეზღუდვა სამუშაო საათებზე. იარსებებს მხოლოდ სტატიების დღიური რაოდენობის მინიმალური მოთხოვნა სტაჟიორებისთვის და ის 10-ით იქნება განსაზღრული, რაც დაახლოებით 1.5 საათის სამუშაოს ნიშნავს.

სტაჟირების დასრულების შემდეგ, თანამშრომლობის არ გაგრძელების შემთხვევაში, გაიცემა სტაჟირების დამადასტურებელი სერთიფიკატი.

დაინტერესებს შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

bjgar06@freeuni.edu.ge

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია mancunia: Mar 21 2010, 9:58
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th August 2019 - 13:30
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank