გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Reply to this topic Start new topic
 2011-2012 გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამა, UGRAD
 
teodal
პოსტი Dec 20 2010, 12:23
პოსტი #1


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 3-December 07
წევრი №: 748
კურსი:2


ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აცხადებს 2011-2012 გლობალურ სტუდენტურ გაცვლით პროგრამას. ანკეტის ჩაბარების ბოლო ვადაა 2011 წლის 14 იანვარი.

წარსულში ცნობილი როგორც ევრაზიის სტუდენტური გაცვლითი პროგრამა, გლობალური UGღADAD პროგრამა აძლევს გამორჩეულ სტუდენტებს ისწავლონ აშშ-ის უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში. გასული თორმეტი წლის განმავლობაში ამ პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 2000- ზე მეტმა სტუდენტმა ევრზიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან. 2011-2012 წლის პროგრამაში მონაწილობას მიიღებს 135- ზე მეტი სტუდენტი ევრაზიის, ცენტრალური აზიის, აღმოსავლეთ აზიის, წყნარი ოკეანის აუზისა და ლათინო ამერიკული ქვეყნებიდან.

გლობალური UGRAD პროგრამა წარმოადგენს წარმოადგენს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს პროგრამას და მას ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IRღEX). Gგლობალური UGRAD პროგრამა ევრაზიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში საშუალებას აძლევს სტუდენტებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდავეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ისწავლონ ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტში ან კოლეჯში. პროგრამაში მონაწილეობის შედეგად არ მოხდება აკადემიური ხარისხის მინიჭება.

პროგრამის ყველა მონაწილე დაესწრება ლექციებს ერთი აკადემიური წლის განმავლობაში. პროგრამის მონაწილე ვალდებულია შეასრულოს მინიმუმ 20 საათის მოცულობის საზოგადოებრივი საქმიანობა განთავსების ქალაქში სწავლების პირველ სემესტრში, ხოლო მეორე სემესტრში გაიაროს ნახევარ-განაკვეთიანი სტაჟირება. სტუდენტები, რომლებიც ანკეტის ჩაბარების მომენტში სწავლობენ პირველ კურსზე, ისწავლიან ორწლიან საზოგადოებრივ კოლეჯებში და იცხოვრებენ ოჯახებში ან უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლებში, ხოლო მეორე, მესამე და მომდევნო კურსის სტუდენტები განთავსდებიან ოთხწლიან კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში და იცხოვრებენ უნივერსიტეტის სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებში.

პროგრამა სრულად არის დაფინანსებული და ითვალისწინებს შემდგომს: მხარდაჭერას J1 ვიზის მისაღებად, მგზავრობას მონაწილის საცხოვრებელი ქალაქიდან მასპინძელ ინსტიტუტებამდე აშშ-ში და უკან, სამედიცინო დაზღვევას, უნივერსიტეტის სწავლების საფასურს და სხვა სავალდებულო საუნივერსიტეტო ხარჯებს, ბინის ქირას და კვებას აშშ-ში ყოფნის დროს, თანხას წიგნების შესაძენად, ყოველთვიურ სტიპენდიასა და ინგლისური ენის გაძლიერებულ კურსებს (საჭიროების შემთხვევაში), და მოგვიანებით, სხვა კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და ტრენინგების შესაძლებლობას.

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ სასწავლო დისციპლინებს: ფინანსები, სოფლის მეურნეობა, ანთროპოლოგია, ბიოლოგია, ბიზნესი, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერება, სისხლის სამართალი, ეკონომიკა, განათლება, ინჟინერია, გარემოს დაცვის მენეჯმენტი, გეოლოგია, სასტუმროს მენეჯმენტი, საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა, სამართალი, ფიზიკა, პოლიტიკური მეცნიერება, ფსიქოლოგოა, სოციოლოგია, ურბანული დაგეგმარება, ამერიკანისტიკა. სხვა დარგების განხილვა მოხდება. დეტალური ინფორმაციისათვის დისციპლინების თაობაზე იხილეთ ანკეტა.

გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამის ანკეტის მიღება და ჩაბარება შესაძლებელია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) ოფისში. ანკეტების ჩამოტვირთვა აგრეთვე შესაძლებელია IREX-ის ვებ-გვერდებიდან www.irex.org ან www.irex.org . აგრეთვე შესაძლებელია ანკეტების ჩაბარება ინტერნეტის საშუალებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lark
პოსტი Mar 31 2012, 10:29
პოსტი #2


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 31-March 12
წევრი №: 12,888
კურსი:2


ეს ეხლა სიაფანტობაა ნეტა?ან უფრო კონკრეტულად რა მომეთხოვება მე,ამის მსურველს? drag.gif

ფუ ამის!ეხლა წავიკითხე წესიერად...მე ხო სულ გვიან ვიგებ ყველაფერს რა
Go to the top of the page
 
+Quote Post
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd July 2019 - 16:21
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank