გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


3 გვერდი V  < 1 2 3  
Reply to this topic Start new topic
 ირაკლი კაკაბაძე, კაკაბაძეა მაინც...
 
tako_kakabadze
პოსტი Feb 15 2009, 21:56
პოსტი #27


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,854
რეგისტრ.: 29-April 08
მდებარეობა: sivrce
წევრი №: 3,116
კურსი:2


Goddess

ლინკი არსებობს? smile.gif


--------------------
რატომ?! - ყველაზე აგრესიული კითხვა :)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Goddess
პოსტი Feb 16 2009, 14:30
პოსტი #28


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 272
რეგისტრ.: 21-September 08
წევრი №: 4,377
კურსი:2


არ ვიცი, ბიბლიოთეკაში ავიღე.


--------------------



Не будешь ли ты так добр подумать над вопросом: что бы делало твое добро, если бы не существовало зла, и как выглядела бы земля, если бы с нее исчезли тени? Ведь тени получаются от предметов и людей. Вот тень от моей шпаги. Но бывают тени от деревьев и от живых существ. Не хочешь ли ты ободрать весь земной шар, снеся с него прочь все деревья и все живое из-за твоей фантазии наслаждаться голым светом? Ты глуп.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tako_kakabadze
პოსტი Feb 16 2009, 14:39
პოსტი #29


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,854
რეგისტრ.: 29-April 08
მდებარეობა: sivrce
წევრი №: 3,116
კურსი:2


Goddess

გმადლობ. 10.gif

დაპოსტე ხოლმე რა, სანამ მე ვიშოვი. smile.gif


--------------------
რატომ?! - ყველაზე აგრესიული კითხვა :)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_salomeaa_*
პოსტი Jun 11 2009, 19:30
პოსტი #30





Guests






ციტატა(tako_kakabadze @ Jan 25 2009, 11:32) *
კლოფელინი

ოღონდ მოვკვდე და
არ ვოცნებობ ჩიტად გადაქცევაზე.
დავმალავ, რომ იოანე მოციქული ვიყავი,
უწვერო და უულვაშო,
ესე იგი გამოცხადებამდელი.
ვერ მოვირგე ეს ცხოვრება,
ისე მაინც, როგორც ჩემს ჩამომხმარ ტანზე
გაცვეთილი, ცივი ქურთუკი.

როცა საღერღელი აიყარა მთის ზეგნებიდან
და თუთუნის კვამლში ჩაიხრჩო დილა
როცა შინიდან ყველა გარბის
და როცა ერთმანეთს გავურბივართ
როცა მართლა გიპოვე
და როცა ჩავთვალე, რომ დაგკარგე
როცა მოგონებებით ავავსე მომავალი
და წარსულის ფერით გადავღებე ყველაფერი
როცა პატარა წვეთიდან ზღვა იბადება
და პატარა შეცდომიდან ადამიანი

როცა მიწას ჩავუყავი უბეში ხელი
და მარცვალ-მარცვალ ვჭამე მისი სურნელი
როცა ადამიანების ამაო ფორიაქმა გადაფარა
ყველა სიჩუმე და ყველა ხმაური

როცა კრეტსაბმელი გაიპო
და მომლოდინე სულებს სიცარიელე შეგვეჯახა –
გადავწყვიტე, ჭასთან დაგლოდებოდი,

არ გამიმართლა როგორც სამარიელ ასულს,
რომელსაც საუკუნო სიცოცხლედ უდინე წყალი.

დავტოვე ქალაქი სიქარი.
ოღონდ მოვკვდე და
ჩიტობა არ მინდა.
არც ხსნა და სინათლე.
არც თბილი ქურთუკი.
როცა მართლა გიპოვე
და მართლა დაგკარგე –

[/b]
ვისაც არ მოგწონთ, არ შეიმჩნიოთ. საქმეს სჭირდება)))))

მე მომეწონა, განსაკუთრებით ესენი wub.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია salomeaa: Jun 11 2009, 19:30
Go to the top of the page
 
+Quote Post
polikarpe
პოსტი Nov 15 2009, 23:42
პოსტი #31


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 15-November 09
წევრი №: 8,009
კურსი:--


მეგობრებო, უნდა გაწყენინოთ და გითხრათ, რომ ეს სხვა ირაკლი კაკაბაძის ლექსებია და არა ზურაბის ძის smile.gif))
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_salomeaa_*
პოსტი Nov 16 2009, 18:46
პოსტი #32





Guests






ციტატა(polikarpe @ Nov 15 2009, 23:56) *
მეგობრებო, უნდა გაწყენინოთ და გითხრათ, რომ ეს სხვა ირაკლი კაკაბაძის ლექსებია და არა ზურაბის ძის smile.gif))

ორი ირაკლია
ორი კაკაბაძე
და ორივე ლექსებს წერს?
არა ვერ დავიჯერებ
rofl.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
polikarpe
პოსტი Nov 17 2009, 10:46
პოსტი #33


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 15-November 09
წევრი №: 8,009
კურსი:--


ციტატა(salomeaa @ Nov 16 2009, 19:00) *
ორი ირაკლია
ორი კაკაბაძე
და ორივე ლექსებს წერს?
არა ვერ დავიჯერებ
rofl.gif


მეტიც არის, მაგრამ აქედან ლექსებს ორი წერს, ყოველ შემთხვევაში აქვეყნებს smile.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
polikarpe
პოსტი Oct 15 2011, 22:49
პოსტი #34


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 15-November 09
წევრი №: 8,009
კურსი:--


წერტილოვანი


” სადაც ვიწროა იქ გაწყდეს ”...



მიძღვნის ფსალმუნი

მათ, ვინც ტაძრებში სანთლებს ყიდის,
მათ, ვინც საპონს ყიდის აბანოში,
ვინც გვამებითა და ტყვიით ვაჭრობს ომში
და სამშობიაროში ჩვილებით.
მათ, ვინც ღვთის სახელით შეიმოსა და სხვას გახადა.
ვინც შავს თეთრად ასაღებს,
ვისაც ხელები აქვს ჩვენი შვილების სისხლში ამოსვრილი
და დედებს ხელებიდან შვილები გამოსტაცა -
თქვენ გეძღვნებათ ეს ფსალმუნი.
თქვენ, ვინც წაქცეულებზე გაიარეთ,
ვინც თოვლს ვერ იმეტებთ ზამთარში
და წყალს უდაბნოში.
ვინც თვალებში ჩახედვისას უკეთ ცრუობთ,
ჩარჩოების დამწესებლებსა და ოსტატებს,
მარად და ყველგან მართლებსა და წმინდანებს -
ადამიანობის უარმყოფელებს,
ფულის აღმსარებლებს
და ანაფორებს ამოფარებულებს.
ვინც მარმარილო შეიმოსეთ,
სავარძლებით გაივსეთ ჯიბეები
და ვინც ცხოვრებას იმახსოვრებთ
ორგაზმიდან ორგაზმამდე.
ვინც ღიმილის უკან შურს მალავს და
ქების უკან წყევლას.
ერთეულებს, ათეულებს, ასეულებს, ათასეულებს და
ყველას ვინც თავის თავს აქ აღმოაჩენს და არ შეიმჩნევს.
თქვენ,
თქვენ გეძღვნებათ ეს ფსალმუნი.



ყვავთა ფსალმუნი

ნუ დაიჯერებთ, რომ ისარი უკან არ მობრუნდება,
ისრები უკანა გზაზე მხოლოდ იგვიანებენ.
ყველა დრო და ყველა წელიწადი
ერთმანეთის ტყუპისცალები არიან,
ისინი ერთმანეთს ბაძავენ და იმეორებენ.
ეს ბედისწერაა, რომ ცვლის ყველაფერს,
ჯვრების ჩრდილებივით თავზე რომ გვადგას,
თორემ ჩვენს დროშიც დახეტიალობს უსინათლო მოხუცი
და ისევ იმ ტკივილებით იკვებება თვითმკვლელი პოეტი.
წელიწადებმა გადაფარეს მხოლოდ მცირედი,
თორემ ისევ ანტიკურობაშია ყველაფრის გასაღები.
თუ აკაკუნებ, ესე იგი არსებობს კარიც
და ნუ ეცდები შეამტვრიო.
პირველი კარი სასჯელად დაგვიწესეს
და ფანჯარაც კი არ დატოვეს ღია, ჰაერისთვის.
სიყვარულს ბორკილები დაადეს და
ხელ-ფეხი შეუკრეს ამაღლებას.
სიყვარულზე ილაპარაკეს და
არ იმოქმედეს.
მოქმედებაშია ბედნიერება და
რეპეტიცია უფრო არის ცხოვრება,
ვიდრე სპექტაკლი.
ცხოვრება კი უნდა განაწყო,
მორთო შენი წარმოდგენებით,
თორემ, აქაც ჯოჯოხეთი ჩაგყლაპავს
და წისქვილის ქვასავით გატრიალებს
საგნებში, ტრადიციებში, წეს-კანონებში და
ყოფის ხვატში.
რითია სავსე ცხოვრება,
თუ არა თვალებით,
მთავარია აქ, საკუთარმა მზერამ არ გაგყიდოს,
ანდა სახის წამოწითლებამ,
თორემ გადაგივლიან,
სხვა დანარჩენზე გარშემო, ხომ ყველა ბრმა არის
და ყრუ, და მუნჯი.
და რაც არ უნდა აკაკუნო,
კარი მაინც არ გაგეღება.
ტყუილი არის ეგ სიბრძნეც და
ეგ შეგონებაც.




გამოფხეკილ საშოთა ფსალმუნი

არაფერიც არ გაგეღება –
კართან მოგკლავენ.
თუ გშიოდა და იმიტომ აკაკუნებდი.
თუ გციოდა და იმიტომ აკაკუნებდი.
თუ გძარცვავდნენ ან გაუპატიურებდნენ და იმიტომ ითხოვდი შველას.
და, მაინც, ის აკაკუნებს ვისაც შემტვრევა არ შეუძლია.
მზეს კი მოხმობაც არ ჭირდება,
ყველგან მზე არის სადაც ყვავილია,
სადაც სითბოა და
სიცოცხლეა.
მზე უშურველად გასცემს და გვჩუქნის, რაც მისია,
რაც შეუძლია
და რაც აკისრია,
სხვა მზრუნველი არც გვეგულება.
რაც მართალია და გულწრფელია
დაძახება, შეხსენება და დაკაკუნება არ ჭირდება.
სამართალიც, თუ კი არსებობს,
თავად უნდა მიდიოდეს მათთან, ვინც იგი დაიჭირვა და
ანუგეშებდეს თავისი არსებობით.
სამართალი კი კუნძულია,
მხოლოდ რჩეული ნავებით მიადგებიან მის მაღალ ნაპირებს.
ისე, როგორც, მხოლოდ მეფეთათვის და მღვდელმთავრებისთვის
გაამზადეს დასაჯდომლები,
მორთეს და მოკაზმეს,
აამაღლეს გოლგოთის მთასა და ტაძრებზე მაღლა.
ხოლო, თქვენ თუ არ დაგაჩოქეს, ეს უკვე მოწყალებაა და
მადლიერებმა უნდა უმღეროთ კიტრების საგალობელი –
“ამპარტავნება, ამპარტავანთა და ყოველივე კიტრობა”.
ის მწყემსი იყო და მებადურთა მეგობარი,
მონებისთვის და გლახაკთათვის არ განკაცებულაო და
დაიმსგავსეს სკიპტრით და გვირგვინით,
ის ფეხშიშველი დადიოდა და ამათმა ჩააცვეს წითელი წაღები.
იცოდეთ, მინისტრთა საბჭო და წმინდა სინოდი პარალელიზმია,
ხოლო ფეხშიშველა გაიმარჯვებს ყველა კიტრზე და
ბრილიანტიან პანაღიანზე.
კარგი პილოტი ის არის ვინც კარგად ეშვება,
თორემ აფრენა ქათამსაც შეუძლია.
სიმაღლე არ უნდა აცდეს ჯვარს,
ხოლო საგალობელი მამლის ყივილს.
შეგიძლია ყველაფერზე ამაღლდე,
მაგრამ საკუთარი თავის ზევით ვერ ამაღლდები.




მხილების ფსალმუნი

სულთა ყასბებად ქცეულნო,
მდგომარეობასა და პატივს გამოკერებულნო,
ისმინეთ ღვთის მოციქული ჩიტის
სიტყვა და ჟღურტული –
მსახიობი თეატრში უნდა იყო, ან კინოში,
მსახიობობის ადგილი ურთიერთობებში და ღვთისმსახურებაში არ არის.
თუ ქურდი იყავი ან ყაჩაღი და ინანიებ,
ნუ ეცდები მინისტრობას და დეპუტატობას,
რადგან ქურდობაში დაგაბრუნებს და
ძველი ჩვევები თავს შეგახსენებენ.
ხატი არ ქმნის სიწმინდეს,
სიწმინდე იქმნება ხატად.
ტახტი და სავარძელი უფლებას არ განიჭებს,
მოვალეობები ზის მაღალ დასაჯდომელზე.
მსახურებას თუ გაურბიხარ,
სჯობს ზამთარს შემორჩენილი ჩიტივით იმღერო,
ვიღაცას მაინც გაახარებ,
რაღა ტახტრევანიდან გაამწარო ათასეული.
ვისაც სარკეში საკუთარი ანარეკლი ხიბლავს და სიამაყით განაწყობს,
გზას ნუ გაიმრუდებს ჩვენზე ზრუნვით და დარდით,
საკუთარი ცხოვრების გზა სარკის მიღმა აღმოაჩინოს.
დღეები ატარებენ ტრაგიზმს წარმავალობისა,
დროში უნდა განსაზღვო დროის სიმძიმეც და
მას განკერძოებით, გვერდიდან უნდა უცქირო.
ტრადიციასა შინა იმალება ყველა სიბეცე და
ეროვნებასა შინა ყველა კომპლექსი.
სული ლუსკუმა არ არის,
რასაც ინახავს იმასვე გასცემს,
რაც არ გასცემს და შიგნით ილპობს,
ის სული არ არის,
სადაც გაცემაა, იქააო სულიც.
ამათ ნუ ჩაუგდებ ხელში,
ნურც სულს და ნურც მარგალიტს,
სულს გაგიფურჩქნიან,
მაგრამ ვარდივით არ იქნება,
არც კარგად საცქირალი,
ერთიც არ იქნება,
სულ ერთად მოსავლელი,
ბევრი იქნება და ბევრჯერ აჩეხილი,
გამწყდარი მძივივით სათითაოდ მიწიდან ასაკრეფი.



წერტილის ფსალმუნი

მწყობრი ნაბიჯით სიცხადისკენ მივემართები
და ვარ ქცეული საყვირად,
რომელსაც ცირკის მასხარა,
სოფლის შარა-გზებზე,
ბავშვების მოსახმობად უკრავს,
წარმოდგენის წინ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
polikarpe
პოსტი Oct 16 2011, 16:56
პოსტი #35


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 15-November 09
წევრი №: 8,009
კურსი:--


ბრალი ჩემი



მომკითხავ გრძნობებს,
მომკითხავ თბილ და მოზომილ სიტყვებს,
კიდევ საქმეს _
საგმიროს და სასახელოს;
მე ვეღარ მიცნობ, რაც არ უნდა ეძებო ჩემში
ძველი ოცნება, ძველი ფიქრი და ის გრძნობები,
როცა გული მკაცრი ტკივილით ყელში გეჭედება
და ამით თავის არსებობაში გარწმუნებს,
რომ გული გქონია!
თუმც, პოეზიით და გაზაფხულით დაავადებული,
გაზაფხულით, რომელიც ბავშვური ოცნებებივით დაგემსხვრა.
და ამიტომაც უუნარო ვარ სიკეთეებში,
იმ ყველაფერში, სადაც ადრე გეგულვებოდი.
სამაგიეროდ შემიძლია ყოველდღიურობა და ერთფეროვნება,
შეჩვევა და შეგუება ყოველივესთან, დრო რასაც მთავაზობს
და ყოველივე, რა თქმა უნდა, ცრემლის გარეშე,
ო, რა თქმა უნდა, ცრემლის გარეშე.
მიინავლება სიცოცხლე ჩემი – ნისლის მდინარე,
მშრალი და დუნე,
ხელებს ვუშლი ნაპირების შეხებას
და რასაც დაიტირებენ ჩემი მდუმარე ხელები
და რასაც მიაყრიან მიწას და ყვავილებს,
რკინიგზის სადგურებს, დანგრეულ დაბებს,
განადგურებულ ქალაქებს, მიტოვებულ სოფლებს და სახლებს,
შეშლილ გვამებს, ჩაშავებულ თვალებს
და ლაზარეთებს,
რომელიც მე ვარ,
ჩანგრეული და მიუვალი.
ვემსგავსე ყველას, ვინც გარშემო ადამიანი
ვერ შენიშნა, ვერ დაინახა!
ვარ ლაზარეთი მომაკვდავთა და განწირულთა,
დამაგვიანდა,
ყველას შველა დამაგვიანდა,
უსასრულოდ ყველაფერი დამაგვიანდა.
ვით შეჩვენებული და სიცხიანი
წყევლას ვუგზავნი სალოცავ ზესკნელებს,
იქ მცხოვრებ არსებებს, იმ ოცნებებს და მოგონებებს,
რომლებიც გაფრინდნენ,
სიზმრებივით შორეთს გაფრინდნენ.
და ჯანდაბას იქით გზა ჰქონია ყველა გაზაფხულს;
მარტებს, აპრილებს, გადაპენტილ, მსხმოიარე, კეკლუც მაისებს!
და საიდან ამდენი დუმილი,
ამხელა დუმილი, ჩემო ხელებო?!
ვის დასამარხად ემზადებით,
ვის ჩასამარხად –
შავი მიწაა შემნახველი ჩემი სატრფოსი,
ჩემთვის ცივია ეგ სამარე, ეგ იდილია,
მე დედის გულში ვარ ჩამარხული ჩემი კუბოთი,
ჩემი სუდარით და ამ ქვეყნიდან წასაღები დიდი ხურჯინით,
რომელიც ვავსე ხან დარდებით, ხანაც მუდარით,
და უფრო ცოდვებით,
და უფრო სიზმრებით,
რომელთა სიცხადისათვის ყოველთვის მე ადრე ვტიროდი.
ვის დასამარხად ეშურებით,
ვის დასამარხად,
მდუმარე მუსიკით ჩამოყრილო
და დაღალულო ჩემო ხელებო?!.
Go to the top of the page
 
+Quote Post
3 გვერდი V  < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th August 2019 - 9:00
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank