გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Reply to this topic Start new topic
 საქართველოსა და, ჩრდიოლოეთ კავკასიის ურთიერთობა
 
DAGIჭEREN
პოსტი May 14 2008, 18:56
პოსტი #1


აკადემიკოსი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,326
რეგისტრ.: 23-January 08
წევრი №: 1,837
კურსი:--


აწმყოსა და წარსულში


--------------------
Девственность - женский недостаток, устраняемый мужским достоинством !!!


we will see how important is to bring about in the human mind the radical revolution. the crisis! the crisis that cannot anymore accept the old norms and the old traditions.

you are your own guru, your own leader, your own saver :>

in tirdznisi we trust :| ტირძნისელო მოდერო რა ლამაზი ხარო :|

ახტა გოჭი დახტა გოჭი შენ მო*****ნ დედის პროჭი :O :|
Go to the top of the page
 
+Quote Post
wildchild
პოსტი May 15 2008, 13:58
პოსტი #2


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 124
რეგისტრ.: 25-April 08
მდებარეობა: sarepeticio
წევრი №: 3,095
კურსი:4


მე რა მაინტერესებს იცით?... ეს ჩეჩნები რატომ არიან ასეთი ახ***ბი?
რუსეთი აოხრებდა, უჩანაგებდა ყველაფერს... შევიფარეთ, ბინა მივეცით...
კარგი, იმას თავი დავანებოთ, აფხაზეთის ომში ჩვენი ბიჭების წინააღმდეგ რომ იყვნენ და ამოგვიხოცეს...
ახლაც რუსეთს ეტენებიან... "სამშვიდობები"-ს რიგებში ეგენიც ყავთ და ახალი დაჯგუფებები რომ შემოგვითრიეს ახლა, იქაც არიან ტერორისტებს და მკვლელების რიგებში... იმ დღეს კურიერშიც იყო, რაღაც კონფლიქტი მომხდარა შიდა ბანაკში და აყვანილი ყავდათ ჩეჩნებს რუსები მძევლად... სროლები და მთელი ამბობები იყო... სულ ახლახანს...
ხოდა ასე ვერ იტნანენ ერთმანეთს და კიდევ ჩვენს წინააღმდეგ არიან, რუსების მხარეზე... ჰმ...


ეგ იქით, და რაღაც მარიონეტული ორგანიზაცია რომაა, ჩრდილო კავკასიელი ხალხის გერთიანებისმაგვარი...
იმ დღეს მაგათი წინამძღოლია, თუ თავმჯდომარე, ლაყბობდა ქართველები აგორებენ კონფლიქტს და თუ რამე მოხდება, ჩვენი გაერთიანება და ორგანიზაცია, რუსების მხარეს დავდგებითო... ისეთი საზიზღარი როჟა ქონდა, ფუი...
რა უნდა ელაპარაკო?
მაგათი გადამტერება არ იქნება კარგი, თუმცაღა უკვე გადამტრებულები არიან და დიდი ხანია მაგ ორგანიზაციის წევრებიც აღარ ვართ...


მოკლედ, ჩრდილო მეზობლებთან ურთიერთობით ვერ დავიკვეხნით...


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია kasper: May 15 2008, 14:10
რედაქტირების მიზეზი: ცენზურა ;)
Go to the top of the page
 
+Quote Post
DAGIჭEREN
პოსტი May 15 2008, 18:48
პოსტი #3


აკადემიკოსი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,326
რეგისტრ.: 23-January 08
წევრი №: 1,837
კურსი:--


კი "სამშვიდობოებში" კი არიან მაგრამ ყოველდღე მოსდით შეტაკებები რუსებთან ერთი კვირის წინ ჩეჩნებმა 30 რუსი სამშვიდობო დაატყვევეს და რაღაცეები. ისე მე-19 საუკუნეში ჩეჩნების დამოუკიდებლობას ჩვენმა გენერლებმა მოუღეს ბოლო ასე რომ აქვთ მაგათაც ჩვენი არსიყვარულის გარკვეული მიზეზები თუმცა მას შემდეგ რაც ჩვენ მათი ლტოლვილები შევიფარეთ უნდა გაჩერდნენ. ისე ნაწილი ჩეჩნებისა ჩვენს მიმართ ძალიან კარგად არის განწყობილი 2001 წელს რუსლან გილაევის რაზმმა გაგრა დაიკავა ქართველ პარტიზანებთან ერთად და მერე რუსების ჩაბმის შემდეგ უკან დაიხიეს


--------------------
Девственность - женский недостаток, устраняемый мужским достоинством !!!


we will see how important is to bring about in the human mind the radical revolution. the crisis! the crisis that cannot anymore accept the old norms and the old traditions.

you are your own guru, your own leader, your own saver :>

in tirdznisi we trust :| ტირძნისელო მოდერო რა ლამაზი ხარო :|

ახტა გოჭი დახტა გოჭი შენ მო*****ნ დედის პროჭი :O :|
Go to the top of the page
 
+Quote Post
wildchild
პოსტი May 29 2008, 1:31
პოსტი #4


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 124
რეგისტრ.: 25-April 08
მდებარეობა: sarepeticio
წევრი №: 3,095
კურსი:4


ციტატა
ისე ნაწილი ჩეჩნებისა ჩვენს მიმართ ძალიან კარგად არის განწყობილი


კიი, ეგრეა... ნაწილი კი, მცირე ნაწილი...
ისე გამსახურდია როდესაც საქართველოდან გავიდან, როგორც მახსოვს ჩეჩნეთში აფარებდა თავს...
ამას გარდა მაშინდელი ჩეჩნეთის პრეზიდენტიც გვერდში დაუდგა მის ოჯახს, როდესაც ზვიადი გარდაიცვალა...
ეს მოკავშირეობაა, აბა სხვა მეტი არაფერი...
მაგრამ, მაინც... არ გვაქვს კარგი ურთიერთობა ჩრდილოელებთან, იმტომ, რომ რუსეთთან გვაქვს ცუდი ურთიერთობა...
ეგ ჩრდილოელი მეზობლები კიდევ ქვევრივით არიან, რასაც რუსეთი ჩასძახებს, იმას ამოსძახებენ...
არ იქნება ეგრე და ვისი აჯობებს მაგასაც ნახავენ...


ისე ნეტავ ვინმემ იცის, რაღაც "ჩრდილო კავკასიელ ხალხთა საზოგადოება" თუ ასეთი რაღაცა რომაა, მანდ რა ხალხია გაწევრიანებული?


ჩრდილოელ მეზობლებთან მოგვარდება ურთიერთობა მაშინ, როცა რუსეთთან გამოსწორდება ურთიერთობა...
მანამდე კარგი ურთიერთობა ან არ გვექნება, ან ყალბი იქნება...

Go to the top of the page
 
+Quote Post
DAGIჭEREN
პოსტი May 29 2008, 15:05
პოსტი #5


აკადემიკოსი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,326
რეგისტრ.: 23-January 08
წევრი №: 1,837
კურსი:--


wildchild თუ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა კონფედერაციას გულისხმობ ეგ ძალიან ცუდია იმიტომ რომ ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდნენ აფხაზეთში და თავვმჯდომარე ეხლაც და მაშინაც მუსა შანიბოვია
ციტატა(wildchild @ 29th May 2008 - 1:49) *
კიი, ეგრეა... ნაწილი კი, მცირე ნაწილი...
არც ისე მცირე აფხაზეთში რო დგანან ჩეჩენი სამშვიდობოები ჩვენს საგუშაგოებზე გადმოდიან და ჩვენებთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ და აფხაზეთში შამილ ბასაევის კონფედერატთა ბატალიონი იბრძოდა ყველაზე დასტოინად მართლა ოღონდ იყო შემთხვევა როცა ბასაევმა საკუთარი ხელით მოკლა სამი თავისი ჯარისკაცი იმის გამო რომ ქართველი ქალი გააუპატიურეეს ასევე ძალიან ბევრი ქართული სოფლის მოსახლეობა გამოაპარეს და დაიცვეს აფხაზებისგნ!!! ასე რომ არ გვინდა მაგათთან ცუდი ურთიერთობა და დამიჯერე კარგად მუშაობენ ჩვენი შესაფერისი სამსახურები მათზე


--------------------
Девственность - женский недостаток, устраняемый мужским достоинством !!!


we will see how important is to bring about in the human mind the radical revolution. the crisis! the crisis that cannot anymore accept the old norms and the old traditions.

you are your own guru, your own leader, your own saver :>

in tirdznisi we trust :| ტირძნისელო მოდერო რა ლამაზი ხარო :|

ახტა გოჭი დახტა გოჭი შენ მო*****ნ დედის პროჭი :O :|
Go to the top of the page
 
+Quote Post
wildchild
პოსტი May 29 2008, 19:46
პოსტი #6


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 124
რეგისტრ.: 25-April 08
მდებარეობა: sarepeticio
წევრი №: 3,095
კურსი:4


DAGIჭEREN მართალი ხარ, მაგრამ მე ის მიკვირს, ასე რომ ვერ იტანენ რუსებს და კიდევ მაგათ ეხმარებიან ჩვენს წინააღმდეგ...
თორემ, მე კი ვიცი, რომ ჩრდილოელ ხალხთან ცუდი ურთიერთობა ზიანის მეტს არაფერს მოგვიტანს...
მაგრამ, რუსეთია რა მაგათი შიშკა... ურუსეთოდ ჩაძირულები არიან...


ხო, მგონი ეგ კონფედერაციაა და რომელი რეგიონები თუ მხარეები, თუ ქვეყნები შედიან მანდ?
ჩრდ. ოსეთი, ჩეჩნეთი ეგენი უეჭველი... კიდევ?

Go to the top of the page
 
+Quote Post
DAGIჭEREN
პოსტი May 30 2008, 18:49
პოსტი #7


აკადემიკოსი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,326
რეგისტრ.: 23-January 08
წევრი №: 1,837
კურსი:--


ციტატა(wildchild @ 29th May 2008 - 20:04) *
ხო, მგონი ეგ კონფედერაციაა და რომელი რეგიონები თუ მხარეები, თუ ქვეყნები შედიან მანდ?
ჩრდ. ოსეთი, ჩეჩნეთი ეგენი უეჭველი... კიდევ?

ოსეთი არა. ჩეჩნეთი, ყაბარდო-ბალკარეთი/ ჩერქეზეთი, დაღესტანი, და კიდე დონის და კუბანის კაზაკები


--------------------
Девственность - женский недостаток, устраняемый мужским достоинством !!!


we will see how important is to bring about in the human mind the radical revolution. the crisis! the crisis that cannot anymore accept the old norms and the old traditions.

you are your own guru, your own leader, your own saver :>

in tirdznisi we trust :| ტირძნისელო მოდერო რა ლამაზი ხარო :|

ახტა გოჭი დახტა გოჭი შენ მო*****ნ დედის პროჭი :O :|
Go to the top of the page
 
+Quote Post
Rhaegar
პოსტი Dec 26 2011, 17:37
პოსტი #8


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 502
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი №: 10,624
კურსი:--


ქართველების დამსახურებაა ვაინახების მთლიანად აყრა მათი ტერიტორიიდან და ყაზახეთ-ციმბირისკენ გადასახლება. გვიშიანმა მთლიანი სოფელი ერთად დაწვა... ასე რომ მთლად მიზეზგარეშე არ არის თუ ჩვენთან ცუდი დამოკიდებულება აქვს ზოგიერთ მათგანს. შემდეგ პოსტში საინტერესო ვიდეოს დაგიდებთ.

სტატიას გიკოპირებთ, წაიკითხეთ, საინტერესოა
http://www.kvirispalitra.ge/history/7101-s...d-daucales.html


21-03-2011
სამშობლოში დაბრუნებულ ინგუშებს ქართველებმა სახლები უსიტყვოდ დაუცალეს...
"როგორც უნდა მრისხანებდნენ სატრაპები, როგორც უნდა ავიწროებდნენ და ატერორებდნენ ხალხს, მაინც ყველა ინგუშურ ოჯახში იქნება ერთი ადამიანი, რომელსაც ძველი ინგუშური (ღლიღვური) სული და წეს-ჩვეულება შემორჩა - ამიტომაც ჩვენ აღვდგებით!"

ინგუშური ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი იისა კოაზოი

ვაინახი ხალხის - ჩაჩნებისა და ინგუშების 1944 წლის დეპორტაცია, რომელსაც 2004 წლის ევროპის პარლამენტმა გენოციდის შეფასება მისცა, სტალინის ხელისუფლების პოლიტიკის გაგრძელება იყო, რომელიც 20-იან წლებში დაიწყო. 1937 წლის რეპრესიებმა ანტისაბჭოთა ელემენტების მოსასპობად14 ათასი კაცი შეიწირა. კომუნისტები სძულდათ ჩაჩნეთისა და ინგუშეთის აულებშიც, ამიტომ, როცა 1942 წელს გერმანელები შევიდნენ, მათ ვაინახი მოსახლეობა კეთილგანწყობით შეეგება, რადგან დამპყრობლად რუსეთი მიაჩნდათ და არა ჰიტლერი!

თუმცა როგორც ისტორიკოსი სულთან ხამჩიევი აღნიშნავს, გერმანელებმა ჩაჩნეთ-ინგუშეთში მხოლოდ ერთი პატარა ქალაქი - მალგობეკი დაიკავეს, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას რუსები შეადგენდნენ. ამდენად, ჩაჩნეთ-ინგუშეთის მოსახლეობას ფაშისტებთან თანამშრომლობის სურვილიც რომ ჰქონოდა, ამას ვერ შეძლებდა. მიუხედავად ამისა, სტალინის ხელისუფლების პოლიტიკა მოითხოვდა პრეამბულას, რომლითაც შემდგომში მთელი ერების რეპრესიებს გაამართლებდა.

კომუნისტურმა რეჟიმმა 1943 წლის სამხედრო ოპერაციების წარუმატებლობა ღალატით ახსნა და ფრონტის ხაზიდან დაუყოვნებლივ გამოიწვია ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები, რომელთა უმრავლესობა ჩაჩნები და ინგუშები იყვნენ.

1944 წლის 7 მარტს ხელი მოეწერა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებას ჩაჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის ლიკვიდაციისა და მისი ტერიტორიის ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ. ოფიციალური ბრალდება იყო სოციალისტური სამშობლოს ღალატი, წითელი არმიის მიმართ ძირგამომთხრელი მოქმედება, ბანდიტებისა და გერმანელი აგენტების აქტიური მფარველობა და დივერსიები საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ ბრძანებულებას მაშინვე დაედო საიდუმლო გრიფი "პრესაში არ გამოქვეყნდეს".

ოპერაცია, სახელწოდებით "ჩეჩევიცა", 23 თებერვალს დაიწყო. საბჭოთა არმიის დღესასწაულის აღნიშვნის მიზეზით რუსმა ჯარისკაცებმა ჩაჩნეთ-ინგუშეთის ქალაქებსა და აულებში ადგილობრივი მოსახლეობა შეკრიბეს, მამაკაცები დააკავეს, ხოლო ქალები და ბავშვები პირუტყვებივით შერეკეს წინასწარ გამზადებულ სატვირთო ვაგონებში და ყაზახეთსა და შუა აზიაში 478 ათასზე მეტი უდანაშაულო ადამიანი გაამგზავრეს. ვისი გამგზავრებაც დროულად ვერ მოხერხდა, ადგილზე დახვრიტეს.

6000-მდე კაცი კი გალანჩოჟის ტბაში ჩაძირეს. სოფელ ხაიბახის სასაკლაო ყველაზე შემზარავი იყო. 750-მდე ვაინახი (უმეტესად ქალები, მოხუცები და ჩვილები), საჯინიბოში გამოკეტეს და ცეცხლი წაუკიდეს. ვინც გარეთ გამოაღწია, ავტომატების ჯერით ჩაცხრილეს. ამ სასაკლაოს "არქიტექტორი" გახლდათ ქართველი გენერალი მიხეილ გვიშიანი. ტრაგედიის ღამეს იმ საჯინიბოში ტყუპი დაიბადა. სქესი იკითხა გენერალმა გვიშიანმა. ბიჭები აღმოჩნდნენ. - კიდევ ორი ბანდიტი გაჩნდაო!..

აზიის უკაცრიელი სტეპებისკენ სარკინიგზო ეშელონებით გადასახლებულთა მგზავრობა 20-25 დღე გრძელდებოდა. მგზავრობისას 1272 ადამიანი გარდაიცვალა. გვამებს გაქანებული მატარებლიდან ყრიდნენ ტრამალებში. ახლობლებისა და შვილების გვამების გადამალვა ლტოლვილებს სიცოცხლის ფასად უჯდებოდათ. დაღუპულ ჩვილებს დედები მოჩვენებითად აწოვებდნენ ძუძუს, თუ გაუგებდნენ, ფანჯრიდან უყრიდნენ...

1948 წლისთვის ჩაჩნებისა და ინგუშების რაოდენობა 42 ათასი კაცით შემცირდა. ჩაჩნები და ინგუშები გაქრნენ საბჭოთა ენციკლოპედიიდან და სასკოლო წიგნებიდან.
ინგუშ მკვლევართა მტკიცებით, 1944-1946 წლებში დაცარიელებული ინგუშეთის გეგმაზომიერი ათვისება მეზობელი რესპუბლიკებიდან ჩასახლებულთა ხარჯზე მიმდინარეობდა.

მართლაც, 1945-1956 წლებში გამოცემულ რუკებს თუ დახედავთ, კავკასიის ქედს იქით, არღუნისა და ასას დინების ზემო წელში (დღევანდელი ინგუშეთის რესპუბლიკის ერთი ნაწილი) ითუმ-ყალეს რაიონი არსებული საზღვრებით, შაროის რაიონის დასავლეთი ნაწილი, გალანჩოჟის, გალაშკისა და პრიგოროდნის რაიონის სამხრეთი ნაწილი საქართველოს კუთვნილ ტერიტორიებად არის სახელდებული ახალი ტოპონიმით - "ახალხევი". საქართველოს ტერიტორიის ფართობმა მოიმატა თითქმის 76,4 ათას კვკმ-მდე.

იქ ჩასახლებულ ქართველებსა და ოსებს გადასახადებზე მნიშვნელოვანი შეღავათებიც კი დაუწესდათ.

1957 წლის 9 იანვარს, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა ვაინახების რეაბილიტაცია მოახდინა. გადმოცემების თანახმად, სამშობლოში დაბრუნებულ ინგუშებს ქართველებმა უსიტყვოდ დაუცალეს სახლები, დაუტოვეს მეცხოველეობის ფერმები, ბინები, ბაღები, ხუთი კოლმეურნეობა თავისი ინფრასტრუქტურით, სამი საშუალო და ცხრა დაწყებითი სკოლა, ოთხი კლუბი, ექვსი ბიბლიოთეკა, საავადმყოფო, საბავშვო ბაღი, რაც ლარსისა და დარიალის ტერიტორიაზე ამ 13 წლის განმავლობაში შექმნილიყო. თვითმხილველები ჰყვებოდნენ, როგორ ტიროდნენ ვაინახები, როდესაც ქართველები მათ სოფელს ტოვებდნენ.

უფრო რთული აღმოჩნდა დაღესტნის ტერიტორიიდან დეპორტირებული ჩაჩნების ბედი. მათ დაბრუნების უფლება არ მისცეს. კიდევ უფრო გართულდა საქმე ინგუშურ მიწაზე დასახლებული ოსების მხრიდან, რომლებმაც პრიგოროდნის რაიონი არ დათმეს. ხოლო ვინც "დათმო", სახლ-კარი პატრონებს გადამწვარი დაუტოვა. ტერიტორიულმა დავამ მთელი ძალით 80-იანი წლების ბოლოს იფეთქა.

1992 წლის პრიგოროდნის ომის შედეგია განადგურებული და მიწასთან გასწორებული 13 ისტორიული ინგუშური სოფელი, 70 ათასამდე ინგუში ლტოლვილი და 600-მდე დაღუპული. ამ კონფლიქტს დღესაც არაკორექტულად ეძლევა ერთა შორის შუღლის შეფასება, კონფლიქტის სიღრმისეული მიზეზი რომ 1944 წლის ისტორიული დანაშაულია, ამას დღესაც არ აღიარებს კრემლი...


ინგუშეთის მთებში მიჯაჭვული პრომეთე

ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, XVII საუკუნეში ანგუშტი (სწორედ აქედან მომდინარეობს ეთნონიმი ინგუში) უკვე ცნობილია როგორც ინგუშთა დიდი დასახლება. 1656 წელს რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ ინგუშების აჯანყებას მოჰყვა მათი გასახლება ისტორიული საცხოვრისიდან (დიდი ნაწილი ოსმალეთში გადაასახლეს), ხოლო ანგუშტი კაზაკებს გადაეცა... ამ მიწასთან მიჯაჭვულობის მისტიკური რწმენა დღესაც მძაფრად მსჭვალავთ ინგუშებს. აქ ის მთაა, რომელსაც ლეგენდის თანახმად, პრომეთე მიაჯაჭვეს. დღემდეა შემორჩენილი მითი, თითქოს საღამოობით პრომეთეს ჯაჭვების ხმა ისმის, რომელთაგან გათავისუფლებას იგი ამაოდ ცდილობს.

1905 წელს თავისუფლებისთვის მებრძოლმა მთიელებმა მაინც მიაღწიეს დროებით დამოუკიდებლობას და თერგის ოლქში შევიდნენ როგორც ნაზრანის მხარე. მთიელთა ასსრ-ის დაშლის შემდეგ, 1924 წელს შეიქმნა ინგუშეთის ადმინისტრაციული ცენტრით ვლადიკავკაზი. 1938 წელს კი მიენიჭა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი.

მარიამ ბეჟიტაშვილი
ჟურნალი "ისტორიანი"


--------------------
True Blood. BLOOD OF THE HEROES!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Rhaegar
პოსტი Dec 30 2011, 13:48
პოსტი #9


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 502
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი №: 10,624
კურსი:--


ჩეჩნეთის ახსნა.

არ ვიცი ეს კაცი რამდენად კარგი პოლიტიკოსი იყო, მაგრამ სხვა თუ არაფერი, ისტორია მაინც იცის და იმდროინდელი მოვლენების ანალიზი და ჩვენთვის გადმოცემა შეუძლია.

http://www.youtube.com/playlist?list=PL07C9E0A4FB7572BD

საქართველოში იბრძოდა კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია, რომელსაც ხელი რუსეთისგან ეწყობოდა. რუსეთი ანტიქართულ პროპაგანდას ატარებდა ჩეჩნეთშიც, მაგრამ ჯოხარ დუდაევმა მოახერხა და ჩეჩნების დიდი ნაწილი, რომელიც შეიძლება აფხაზეთში საომრად წამოსულიყო, შეაჩერა. ზემოთ იმ ფლეილისტს აუცილებლად მოუსმინეთ.


ესეც დუდაევი რუსიზმზე.



რაც შეეხება ჩემს აზრს საქართველოს ურთიერთობაზე ჩრდილოელ ხალხებთან. შეგვიძლია დავამყაროთ კარგი ურთიერთობა, პირველ რიგში კულტურული. არსებობს კავკასიური სახლი, რომელიც ამას ცდილობს, მაგრამ შევარდნაძის და სააკაშვილის ხელისუფლებები ყველანაირად ცდილობდნენ ხელი შეეშალათ მისი მუშაობისთვის. მაგრამ იდეა არსებობს ერთიანი კავკასიის, რომელზეც მუშაობაა საჭირო. იმისთვის, რომ საქართველოს რუსეთის მხრიდან პრობლემები აღარ შეექმნას, საჭიროა რუსეთის საზღვარმა გადაინაცვლოს ზევით. ამასთან, კავკასიელებთან მჭიდრო ეკონომიკურ-კულტურულ-სამხედრო კავშირის ჩამოყალიბებით კავკასიის რეგიონს ასე თუ ისე დამოუკიდებელი წონა გაუჩნდება, ხელწამოკვრით ვეღარ მოგვეკიდებიან სხვადასხვა ქვეყნები და სხვებთან კულტურულ-იდეური ასიმილაციის საფრთხეც დიდად შემცირდება. ერთიანი კავკასია, ვგულისხმობ არა რუკაზე ერთიან საზღვრებს, არამედ იმდენად მჭიდრო ურთიერთობებს, რომ საზღვრები ნომინალურად ითვლებოდეს, არის კავკასიის პასუხი გლობალიზაციასა და დღევანდელ მოთხოვნებზე. რომელიც მიღწევადია.

სააკაშვილმაც დაიწყო უკვე ამაზე ფიქრი, ჩრდილოეთ რესპუბლიკებთან უვიზო რეჟიმი შემოიღო თუ რაღაც მსგავსი. მთავარი ისაა, რომ კავკასიელებისთვის საქართველო გავხადოთ სამაგალითო ქვეყანად, ადგილად, სადაც იგივე ჩეჩნები და ინგუშები შეძლებენ საკუთარი თავის რეალიზაციას. კავკასიის მმართველობაში მყოფ პრორუსულ ძალებთან დაპირისპირება უნდა მოხდეს საქართველოს ტერიტორიიდან. იქაური ინტელიგენცია უფრო მეტ საერთოს ქართველებთან უნდა ხედავდეს, ვიდრე რუსებთან. ამაზე სერიოზულ მუშაობას როგორც ჩანს ივანიშვილიც გეგმავს, რადგან "ქართული ოცნების" გახსნაზე სიტყვით რამდენიმე სხვასთან ერთად კავკასიური სახლის თავმჯდომარე - ნაირა გელაშვილიც გამოვიდა.

ასე რომ, როგორც ხედავთ არსებობს ერთიანი კავკასიის იდეა. არსებობს იდეა, რასაც ვაქცევთ რეალობად, თუ სათანადოდ მოვინდომებთ და სწორად მოვიქცევით. ერთიანი კავკასია იქნება ის ძალა, რომელთან ანგარიშის გაწევაც არა მარტო რუსეთს, არამედ თურქეთს, ევროპულ ქვეყნებს და ამერიკასაც კი მოუწევს.


--------------------
True Blood. BLOOD OF THE HEROES!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th July 2019 - 13:15
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank