თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

თსუ ფორუმი _ ქიმია _ ალფრედ ნობელი

პოსტის ავტორი: wwww Mar 9 2009, 20:10

ალფრედ ბერნჰარდ ნობელი დაიბადა 21 ოქტომბერი, 1833, სტოკჰოლმი, შვედეთში , ნობელის პრემიის დამფუძნებელი, შვედი ქიმიკოსი, ინჟინერი, ნოვატორი, იარაღის დამმზადებელი და დინამიტის შემქმნელი. იგი იყო ბოფორსის მეპატრონე, შეიარაღების მთავარი მწარმოებელი, რომელიც მან გარდაქმნა რკინის გადამამუშავებელი ქარხნიდან. მან ბოლო სურვილის მეშვეობით გამოიყენა საკუთარი მდგომარეობა, რათა დაენიშნა ნობელის პრემია. სინთეზური ელემენტი მის საპატივცემულად იქნა წოდებული ნობელიუმად. გარდაიცვალა 10 დეკემბერი, 1896, სანრემო, იტალიაში

ნობელმა გამოიგონა დინამიტი.


1901 წლიდან მოყოლებული არის ნობელის პრემია, რომელიც ყველა ქვეყნის და რასის წარმომადგენელ მამაკაცებსა და ქალბატონებს აძლევდა საშუალებას ყოფილიყვნენ დაფასებულნი თავიანთი მიღწევებით. ნობელის პრემიებია ფიზიკაში, ქიმიაში, მედიცინასა და ლიტერატურაში, და ასევე მშვიდობიან საქმიანობაში.

არ არის ნობელის პრემია დანიშნული მათემატიკის დარგში. ლეგენდის მიხედვით, ნობელმა მათემატიკის დარგში პრიზი იმიტომ არ დააწესა, რომ ქალმა, რომელსაც იგი ეტრფოდა, მას მათემატიკოსი ამჯობინა. არ არსებობს ამ ამბის ისტორიული დამდასტურებელი ცნობა, მაგრამ მიიჩნევენ, რომ მისი ოპონენტი იყო ცნობილი მათემატიკოსი მაგნუს გუსტაფ მიტაგ-ლეფლერი.

ნობელი არასოდეს ყოფილა დაქორწინებული.





ამ დიდი მეცნიერის პრემიას ლიტერატურის და მშვიდობის დარგში რატო აძლევენ ვერ გამიგია


პოსტის ავტორი: wwww Mar 10 2009, 19:41




ისე რა სისულელეა ნობელის პრემიას მშვიდობის დარგში რომ აძლევენ, ლიტერატურაშიც რატო აძლევენ?



აბა ეხლა აინშტაინს და მჯღაბნელ ჰემიჰგუვეის ორივეს ნობელის პრემია უნდა ჰქონდეთ?

პოსტის ავტორი: ზვიო Mar 10 2009, 19:45

wwww
მათემატიკაში ხო აძლევენ აი biggrin.gif

პოსტის ავტორი: wwww Mar 10 2009, 19:48

ზვიო
მათემატიკაში მაგ დურაკული მიზეზის გამო არ აძლევენ


ზატო არანაკლებ პრესტიჟულია ფილცის პრემია რომელსაც მარტო მათემატიკოსებს აძლევენ

პოსტის ავტორი: ზვიო Mar 10 2009, 19:50

დენის სკამიც ამან გამოიგონა არა?

პოსტის ავტორი: wwww Mar 10 2009, 19:50

არ ვიცი

პოსტის ავტორი: alchemist Mar 10 2009, 20:17

აბა ბავშვებო, დავძაბოთ გონება და მივხვდეთ რატომ იძლევიან ნობელის პრემიას მშვიდობის დარგში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


ციტატა
მჯღაბნელ ჰემინგუეის
მაგარი იყო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif არ გრცხვენია? რეებს წერ? ეგეთი მჯღაბნელი იყო და ერთი ფეხი არ გქონდეს არ გინდა? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: wwww Mar 10 2009, 20:19

alchemist
ხო ცუდად ვთქვი


პოსტის ავტორი: ზვიო Mar 10 2009, 20:28

alchemist
ა ეგ მე არ წამიკითხავს და ეხლა ვნახეrofl.gif

აფეთქებდა კაცი და ერთხელაც თავისი ძამაც ააფეთქა რამდენიმე მუშასთან ერთად biggrin.gif
საერთოდ მაგარი ჭკვიანი კაცი იყო, ქონდა მომავლის ხედვა, ბაქოს ნავთობიტ იყო დაინტერესებული და წაბურღილებიც ქონდა იქ, ბათუმსა და თბილისშიცაა ნამყოფი, ბათუმში საკონსულოც გახსნა შვედეთისა, ეხლა იმ შენობაში ძია ნობელის მუზეუმია გახსნილი

პოსტის ავტორი: renovatio May 16 2010, 21:11

მაგის კრეტინ ძმას ხელები არასწორი ადგილიდან ეზრდებოდა! გარანტიას გაძლევთ!!! აი როგორ უნდა გლიცერინ ტრინიტრატთან მოპყრობა: http://www.youtube.com/watch?v=cly5Q9A-fLE
პოსტ სკრიპტუმ: ეს ვიდეო მარტო გასაცნობადაა ამ სინთეზის ქიმიური მხრის, მისი გამეორების მიყენებულ ზიანზე პასუხს არანაირად არ ვაგებ!!!!!!!!
ფიიიიიიიიის ფორ ევერ ხალხოოოო! smile.gif

პოსტის ავტორი: LEON May 16 2010, 21:21

ციტატა(ზვიო @ Mar 10 2009, 20:04) *
დენის სკამიც ამან გამოიგონა არა?

ელექტროსკამის გამომგონებელი პროფესიით სტომატოლოგი იყო

პოსტის ავტორი: renovatio May 16 2010, 21:25

ელექტროსკამი ედისონმა "გამოიგონა" რათა ეჩვენებინა, რომ ცვლადი დენი მუდმივზე უფრო სწრაფად იწვევდა ფიბრილაციას smile.gif და შესაბამისად მუდმივი დენი (ანუ მისი დენით მომარაგების სისტემაც შესაბამისად) ცვლად დენზე უფრო უსაფრთხო იყო smile.gif)))))))))))))))))

პოსტის ავტორი: LEON May 16 2010, 21:32

ედისონმა ცვლადი დენის მეშვეობით მომუშავე ელექტროსკამი გამოიგონა, მანამდე მუდმივ დენზე მომუშავე ელექტროსკამს იყენებდნენ

პოსტის ავტორი: spiller May 29 2010, 18:14

ნობელის ანდერძი ყველამ იცით, სადაც მან მთელი ქონება ნობელის პრემიის ფონდს დაუტოვა, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი უკანასკნელი სურვილი, რომელიც მან პირად ექიმს გაანდო: ალფრედ ნობელს სურდა რომ მისთვის სიკვდილის შემდეგ ვენები გადაეჭრათ, რადგან პანიკურად ეშინოდა ცოცხლად დამარხვისა.