გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


70 გვერდი V  « < 66 67 68 69 70 >  
Reply to this topic Start new topic
 საკუთარი შემოქმედება
 
ninex
პოსტი Sep 2 2011, 9:47
პოსტი #872


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,772
რეგისტრ.: 23-September 10
წევრი №: 9,962
კურსი:--


:|.....................


--------------------
,,...იმ დღეს ძაან სოლიდურ ხალხს შევხვდი. აი, ისეთებს, ცუდ სიტყვებს მარტო ისეთ დღეებში რო ამბობენ, როცა მარხვა არ არი..."
ჰარე ჰარე ყველას....
Go to the top of the page
 
+Quote Post
mariami24
პოსტი Sep 14 2011, 10:07
პოსტი #873


მენდე, გამომყევი, მომეცი ხელი...
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,526
რეგისტრ.: 13-March 09
მდებარეობა: ჭაობში ჩაგდებული ცალფეხდასადგმელი მოდრეიფე ხის მყარი კუბიკები

წევრი №: 6,434
კურსი:2


დედათა დღე

ახლა მარტო სული ვარ. ისე, მარტოსული ყოველთვის ვიყავი, მაშინაც კი, თქვენთან რომ ვცხოვრობდი...
...
3 მარტი.
დედის საფლავზე რომ ვეკითხებოდი, სადღაც იქით არისო-მპასუხობდნენ. მეც ფესვებიანად ამოვთხარე ჯერ კიდევ ნორჩი ვარდი და წავედი იქით.
რაღაც მჭირდა, თანდაყოლილი... ”ნუ წახვალო”, მაგრამ წავედი.
ფანჯრებში ვიყურებოდი... აი, ერთი გამოწკეპილი პატარა ძვირადღირებულ სუნამოს ჩუქნის დედამისს, მეორე კი - ფურცელს, ყვავილები ახატია ზედ.
პირველის დედა ხვალ, ალბათ, დაქალებში იამაყებს ყურადღებიანი შვილით, მეორე კი გულში დამალავს უსაზღვრო სიხარულსა და სიყვარულს, ესეც არავინ წამართვასო. ბედნიერებით კი ორივე ბედნიერია, არა, ოთხივე. მე ესეც არ ვიცი...
”დედა” - მახსოვს ამ სიტყვას როგორ ვყლაპავდი მოკვნეტილ ტუჩთან და ცრემლებთან ერთად, როცა წავიქცეოდი, ვიტკენდი...


მიმავალი თანდათან ვსუსტდებოდი. სიცხიანი, შეშლილი სახით მივათრევდი ფეხებს.
ერთს ვითხოვდი - დედის საფლავამდე მაინც მიმეღწია, მეპოვნა... თითქოს ჩაბღაუჭებულ ვარდის ფესვებს აკრობილი მიწა მაძლიერებდა.

მახსოვს, სკოლაში მასწავლებელი გვეკითხებოდა ბავშვებს - რა აჩუქეთ დედებსო. ჩემს რიგს ტოვებდნენ...

ახლა მეც მიმქონდა საჩუქარი მასთან, ცოცხალი ყვავილი მკვდართან.
თქვენ თუ გითხოვიათ ღმერთისთვის, დედა დამასიზმრე, ჩამახუტე და აღარ გამაღვიძოო? ყოველ ღამე ეს ვედრება ბოდვად მექცეოდა, ასე ვიძინებდი.
უცებ ელვასავით გამკრა თავში - ”იქნებ ცოცხალია?”
მივხვდი, ეს ჩემი სიკვდილი იქნებოდა...
”გიჟიაო”- იმ ბიჭის თვალებში ამოვიკითხე, გახამებულ საყელოზე, დედის ხელი რომ ეტყობოდა.
არ მახსოვს რამდენი ვიარე. ვხურდი, ცეცხლის გორგლები დარბოდნენ თავში, შიშხინებდა ჩემი ტვინი, სული მეწვოდა...
მოხუცმა გამაჩერა, დამასვენა (ალბათ ავადმყოფობა შემამჩნია და შევეცოდე). მელაპარაკა, ველაპარაკე, ღმერთმა უწყის რა. თითქოს დრო გაჩერდა, უფრო სწორად, უჩემოდ გარბოდა, მე კი შემატოვა უძრაობას და უჰაერობას...
მოხუცის მიერ თავშესაქცევ ამბად მოყოლილიდან გავიგე, რომ დედა აქვე მყოლია, ის საყელოიანი კი... ის კი - ჩემი ძმა...

გავითიშე, დავცარიელდი. უაღარაფროს ”მიტოვებული შვილი” თითქოს აბრად მქონდა ამოშანთული მთელს არსებაში.
ვერ გავუძელი, რას გავუძლებდი?
...
ახლა ზეცაში ვარ, ნამდვილ მშობლებთან.
დედიკოსაც ვაპატიე, არაფერი არ მიკითხავს, ისე ვაპატიე.
ახლა მე დავდივარ ხოლმე მასთან, სიზმრებში...










რატომღაც მომინდა აქ დამეწერა :დ

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია mariami24: Sep 14 2011, 10:08


--------------------
ჩამო! თვალებში ჩაგხედო ჩემო ბავშვობავ თავხედო...

" " "
მომწონს, თქვენ ჩემით (რომ ჩემს გამო) არა ხართ ავად,
მომწონს, რომ არც მე დავსნეულდი - თქვენი შემყურე...

" " "
უხერხულია _ შენ გერქვას ცოლი _
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე...

" " "
"ჩვენ გვჭირს ეროვნული გამოთაყვანება"
Go to the top of the page
 
+Quote Post
nini_a
პოსტი Sep 28 2011, 11:34
პოსტი #874


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 28-September 11
წევრი №: 11,963
კურსი:--


ციტატა(aivi @ Dec 13 2007, 16:27) *
მიყვარს დილა და დილის სიცივე.
ფიჭვის წიწვებში მთვარე დაიხრჩო.
გიჟური კია ეს ჩემი ლექსი
და მეც გიჟი ვარ, მერე რა იყო?[/color]



მიყვარს გიჟური ლექსებიიი :blush:

ისევ მაბოდებს შენზე,
ისევ მიჩქროლავს გული,
წუთში 120 დარტყმა,
წამალს ვსვავ წარა-მარა/
ქრონიკულად ვარ ავად,
სიყვარული მჭირს შენი,
არც არაფერი მშველის
სამუდამო ხარ სენი.
იცი?რა დღეში მაგდებს,
ერთი შეხედვა შენი,
შენ თავში აგივარდა,
მივდივარ წადი შენი!!!

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია nini_a: Sep 28 2011, 11:35
Go to the top of the page
 
+Quote Post
takome
პოსტი Sep 28 2011, 23:01
პოსტი #875


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 28-September 11
წევრი №: 11,964
კურსი:1


ფორთოხლისფერ ქუჩაზე,ცხოვრობდა ფორთოხლისფერი გოგო.რომელსაც ჭირივით სძულდა ფორთოხალი და საერთოდ ციტრუსები. ყოველდღე ფორთოხლისფერი ქუჩის ბოლოში ვაშლისა და ატმის კვეთაზე საზამთროს წვენის დასალევად მიდიოდა ხოლმე. საერთოდ ფორთოხლისფერი გოგო არ იყო ფიცხი და ყოველთვის დინჯად და მოთმინებით უცდიდა კაკტუსოვან ბაღებთან ტროლების bus ს. მძღოლთან ახლოს დასკუპდებოდა და მგზავრების თვლას იწყებდა თითქოს ეს მოგონილი თამაში კი არა აუცილებელიც კი იყო. ერთი ეგაა ფორთოხლისფერ გოგოს ყოველთვის ავიწყდებოდა ბილეთის აღება და ნესვის ქუჩიდან ფეხით მიუყვებოდა ხოლმე წვენების მაღაზიისკენ გზას. ფორთოხლისფერ გოგოს კივის ჩანთა ქონდა სადაც ათასგვარ სისულელეს ინახავდა, ტოსტერიდან დაწყებული ჭიამაიით დამთავრებული. ალუბლების ქუჩა განსაკუთრებით უყვარდა..ხარბათ ისუნთქავდა ხოლმე მის სუნს და იქამდე არ უშევბდა ფილტვებში სანამ არ გასცდებოდა ამ სურნელოვან ქუჩას. ფორთოხლისფერი გოგოს ფორთხოლისფერი მამა თავიდან თურმე ზღმარტლის ქუჩაზე ცხვორობდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ზღმარტლის ქუჩა ხილების ქვეყანას გამოეყო პატრიოტ ფორთოხლისფერ მამას გადმოსვლა გადაუწყვეტია. ფორთოხლისფერი ქუჩის ყველა ეზოშიიყო საქანელა და სოკოებიანი მაგიდა.ფორთოხლისფერ გოგოს ბავშვობაში უყვარდა საქანელაზე ჯდომა და ისეთი სისწრაფით აქანებდა ხოლმე ფორთოხლისფერი მამა რომ წლების შემდეგ ფორთოხლისფერი გოგო მიხვდება მისი სიმაღლის შიში სულ ფორთოხლისფერი მამის ბრალი რომ იყო. ახლა კი ფორთოხლისფერი გოგო მიაბიჯებდა ქუჩაში და სულ არ ფიქრობდა ამაზე.მიზნამდე სულ რაღაც ოთხიოდე ნაბიჯიღა დარჩენილიყო. აი გამოჩდა მარწყვის გაჩერებაც და მისი თანაკლასელები ყურძნისფერი ბიჭი და მალინისფერი გოგო. ახლა უკვე სამივე წვენების კაფეში ისხდენენ და საზამთროს ზედმეტად წითელ წვენს საწრუპიდან ქაჩავდნენ. ხილების ქვეყანაში საუცარი სურნელი ტრიალებდა და ფორთოხლისფერი გოგოც გაბრუებული წყდებოდა სამშობლოს...უკვე შემოდგომა იყო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Frei
პოსტი Sep 29 2011, 0:54
პოსტი #876


აკადემიკოსი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,326
რეგისტრ.: 2-October 08
მდებარეობა: mec ar vici
წევრი №: 4,523
კურსი:3


ციტატა(takome @ 28th September 2011 - 22:01) *


პრინცი ნახა ბოლოს?


--------------------
- ლუიკოოოოოოოოოოოოოო 18 -იანი ქანჩი

Go to the top of the page
 
+Quote Post
takome
პოსტი Sep 29 2011, 9:14
პოსტი #877


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 28-September 11
წევრი №: 11,964
კურსი:1


არა .. შემოდგომაზე ფორთოხალი მწიფდება unsure.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ninex
პოსტი Sep 29 2011, 9:46
პოსტი #878


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,772
რეგისტრ.: 23-September 10
წევრი №: 9,962
კურსი:--


ციტატა(takome @ 28th September 2011 - 23:01) *
ხარბათ

u.gif...........................
ციტატა(takome @ 28th September 2011 - 23:01) *
წვენს საწრუპიდან ქაჩავდნენ

u.gif.......................


--------------------
,,...იმ დღეს ძაან სოლიდურ ხალხს შევხვდი. აი, ისეთებს, ცუდ სიტყვებს მარტო ისეთ დღეებში რო ამბობენ, როცა მარხვა არ არი..."
ჰარე ჰარე ყველას....
Go to the top of the page
 
+Quote Post
takome
პოსტი Sep 29 2011, 14:07
პოსტი #879


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 28-September 11
წევრი №: 11,964
კურსი:1


სასვენი ნიშნებიც დამისვი ბარემ rolleyes.gif


უაზროდ თოვდა…
ჩემი ნაკვალები იყო ტროტუარზე და ერთი ორი ფოთლის პატარა საწოლი
ციოდა..


ხელთათმანებს ერთმანეთზე მაგრამდ ვუჭერდი და იქვე გადაფერთხილ მაგრამ მაინც თოვლიან სკამზე ჩუმად ვიჯექი..
მდუმარებას მარტო პატარების ხმა არღვევდა ძალიან შორიდან მოდიოდა მათი ხმა.
სკამის გევრდით ციგა იყო გატეხილი, ალბათ პატრონს დაეზარა ამ საშინელ სუსხში მისი თრევა ანდაც უკეთესი იფიქრა ხელზე მიმეყინებაო.
უცნაური აზრებით დატუმბულ თავში ადგილი აღარ იყო ფიქირს..
წახვედი..
ან მოხვედი..
ნელნელა კანკალი ამივარდა
უსაშინლესი და პანიკის მომგვრელი კანკალი
მარტო ღმერთმა იცოდა რა ხდებოდა ჩემ გულში
აქაც არ დაგტოვებენ მარტო ..ჩავიბუტბუტე
გვერდით მოხუცი კაცი მომიჯდა და თავზე ხელი გადაისვა
- დღეს ცივა აარა?
- არ ვიცოდი რა მეპასუხა ეს ხომ ისედაც ნათელი იყო ალბათ საუბრის გაბმა უნდოდა ჯერ თავიდან გავიფიქრე უსაქმური მოხუცი მეთქი . და მართლაც სხვა საქმე არ ქონდა?რაღა მაინც და მაინც ამ სკამზე ჩამოჯდა .და შემოიჭრა ჩემ გზააბნეულ ბილიკზე..
- მზემ დაგვივიწყა მეთქი ვუპასუხე.
- რა გქვიაო?
- სესილი მეთქი (სიმართლე გითხრათ არ მესიამოვნა რომ მოვატყუე მაგრამ რა უნდოდა იქნებ მანიაკი იყო ან თუნდაც პედოფილი?)
- საოცარი სახელიაო და ბატინკებიდან ნაზად გადაფერთხა ფუმფულა თოვლი.
კაი ხანი ჩუმად ვიჯექი გეგონება ცრემლები სახეზე შემეყინაო და ხელს მიწყობდა ჩემი სიმართლის დამალვაში.
ცოტა ხნის შემდეგ მოხუცი წამოდგა ხელი გამომიწოდა და გამიღიმა..
გამიღიმა და ძალიან გავთბი სახე გამილღვა თითქოს ამ ბერიკაცს დაუჭერია მზე და ჩაუკეტავს ღიმილში
დავიბენი.. წამოვდექი და გამოვიქეცი ხიდს რომ გადმოვცდი მივხვდი რომ ღმერთს არ მივუტოვებივარ .. ის სულ ჩემთან იყო გაზაფხულზე როდესაც გვირილები ყვაოდნენ ზაფხულში როდესაც მზე მწვავდა შემოდგომაზე როდესაც ფოთლები შრიალდებდნენ და ზამთარში როდესაც ღიმილმა გამათბო
ევრიკა მეთქი! გავიფიქრე და პირველივე შემხვედრს მივულოცე მთავარანგელოზობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ninex
პოსტი Sep 29 2011, 14:40
პოსტი #880


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,772
რეგისტრ.: 23-September 10
წევრი №: 9,962
კურსი:--


takome
ციტატა(takome @ 29th September 2011 - 14:07) *
სასვენი ნიშნებიც დამისვი ბარემ

.


--------------------
,,...იმ დღეს ძაან სოლიდურ ხალხს შევხვდი. აი, ისეთებს, ცუდ სიტყვებს მარტო ისეთ დღეებში რო ამბობენ, როცა მარხვა არ არი..."
ჰარე ჰარე ყველას....
Go to the top of the page
 
+Quote Post
takome
პოსტი Sep 29 2011, 14:49
პოსტი #881


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 28-September 11
წევრი №: 11,964
კურსი:1


მშობელი ხო არ მოვიყვანო ხელი მოაწეროს?
drag.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
me ves y sufres
პოსტი Oct 1 2011, 0:09
პოსტი #882


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 30-September 11
წევრი №: 12,000
კურსი:1


(მე,მოხუცი მეთევზე და..)
ოდესღაც მქონდა ქოხი.
თუმცა ახლაც მაქვს.
გაყინულ ტბაზე დაცურავდა
და ყოველ დილით
სხვადასხვა ადგილზე ვიღვიძებდი.
მაგრამ ირგვლივ ისევ ყინული იყო.
ქოხში იყო ცეცხლი,
მაგრამ არ იყო თბილი,
ცეცხლი ყინულისგან ინთებოდა.
და უფრო ციოდა.
ყოველდღე ველოდი...
ველოდი...
მეგონა, რომ ჩემი ხეიბარი მეთევზე
თბილ ქურქს მომიტანდა
და გავთბებოდი.
არ მომიტანა.
ის მოდიოდა დილით.
ისე დილით, რომ
ჯერ კიდევ ბნელოდა.
უნდოდა დაეჭირა თევზი.
ტბა ძალიან იყო გაყინული...
ვერ დაიჭირა.
ფეხებიც გაეყინა.
ამიტომ ქურქიც არ მოაქვს.
ოდესღაც ორი ნაფოტი მომცა.
მაგრამ ცეცხლი დაავიწყდა.
და მას აქეთ ველი..
ველი რომ ისევ გაახსენდება.
მაგრამ ის აქ იშვიათადღა მოდის.
მე მაინც ველი,
ველი რომ ერთ დღეს
თავის ფარდულიდან ანკესს გამოიტანს
და ისევ მოვა.
მანამდე კი ისევ დავცურავ.
დავცურავ ყინულზე.
ერთი ციგურით და მეორეს ვეძებ.
როცა ვიღლები და მცივდება
ვეძებ ხეებს.. ჩრდილისთვის..მაგრამ..
აქ ყინულია.
ნაპირისკენ მივცურავ ხანდახან,
ბოლომდე ვერ გავდივარ.
წრეზე დავცურავ.
ბოლო ადგილი: ჩემი ცივი ქოხი.
ცივი ცეცხლით და ორი ნაფოტით.
მე კი კუთხეში ვარ მიკუნჭული.
და ჩემს ხეიბარ მეთევზეს ველი.
იქნებ ცეცხლი ან ქურქი მომიტანოს.
არა! აუცილებლად მომიტანს ოდესმე..ალბათ
ის ასეთი უსამართლო ვერ იქნება,
მე ხომ ყინულის ამოჭრას მაინც ვცდილობდი მისთვის.
ოდესღაც მქონდა ქოხი.
თუმცა ახლაც მაქვს.
ცივი, ორი ნაფოტით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
liverpoolfan
პოსტი Nov 1 2011, 10:34
პოსტი #883


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 82
რეგისტრ.: 25-September 11
მდებარეობა: Merseyside
წევრი №: 11,913
კურსი:--


თბილი, ნათელი დღეა. მზე უხვად ჰფენს არემარეს თავის შვილობილ სხივებს და ახლად ნაწვიმარ ბალახზე აკიაფებულ წვიმის წვეთებს საოცარ ბრწყინვალებას ჰფენს. წყნარ, ნარ–ნარა ზღვაზე დილის თეთრი თოლიები მაგნოლიებივით გაშლილან. გარემო სიმშვიდის სუნს მოუცავს. მისი წყნარი აკორდები კი ნანასავით ჩამღერის გონებას და ძილს ჰფენს. იცი? უცებ ისეთი შეგრძნება შეგიპყრობს თითქოს ვიღაცას უკაცრიელ კუნძულზე გადაესროლე, მოსაუბრედ, მეგზურად კი, მხოლოდ ბუნება დაეტოვა. ესაა სულის სიხარული, სულის სიმშვიდე. წამით უდარდელობა შეგიპყრობს, ხარბი ხდები, გინდა სულ ასე იყოს, გინდა ერწყმოდე გარემოს. წამით ყველაფერი გატკბობს, გახარებს, გათბობს.. უეცრად, ფოთლიდან ჩამოვარდნილი მონარნარე წვიმის, უფრო კი წყლით სავსე ბუშტუკი ეცემა ჟორჟს, შუბლიდან ფრთხილად ჩასრიალდება, შემდეგ კი თითქოს ტუჩთან ქრება. ჟორჟიც უმალ გამოერკვა ფიქრებიდან, თუმცა კი რარიგ არ სურდა. გვერდზე გაიხედა და ანეც იქვე იყო. იგივც შერთვოდა ირგვლივ გამეფებულ არაამქვეყნიურობას, გონება კი უსასრულობის მორევს გაეტაცა.
ჟორჟის ძახილზე ისიც შეკრთა და ვაჟის ცისფერ თვალებს შემკრთალი მზერა მიაპყრო. ჟორჟმა კვლავ ზღვას გახედა, რომელსაც ბოლო არ უჩანდა, თითქოს ცას შერთვოდა, ფერები ერთმანეთს შერწყმოდა და გაძნელებოდა დასასრულის აღქმა.
– იცი ანე? იქ ჩემი სამშობლოა..
თან ხელი წინ გაიშვირა, გეგონებოდა ზღვისა და ცის შესართავს უსწორებდა. მისი სიტყვები მწუხარების, სინანულის ამონაგლეჯს ჰგავდა.
– და მერე, იქ რატომ არ ხარ? მაინც რა არის სამშობლო?
სამ–შო–ბლო.. ტუჩების მკვეთრი მოძრაობით დამარცვლა ანემ. თან ჰაერს ხარბად ისუნთქავდა.
– ის ჩვენი მშობელია– განაგრძო მან. – ჩვენ კი დედ–მამას მოწყვეტილი შვილები. მშობელზე გულაცრუებულებს დაგვიგდია მიწა–წყალი და ოკეანის გადაღმა სხვა ხმელეთზე, სხვის შვილებად ვასაღებთ თავს. ჩვენ ჩვენს გასაჭირს სამშობლოს ვაწერთ.. შემდეგ კი გავრბივართ.. მშობელს სტკივა, უსასოდ, უიმედოდ დაეძებს თავის დაკარგულ შვილებს.. თვითონაც ხომ მშვენივრად იცის რომ ვერ იპოვის? მაგრამ მაინც სჯერა, რისი?..–(ამ კითხვაზე შეჩერდა, დაფიქრდა და წამის შემდეგ კვლავ განაგრძო)– სიახლოვის, იგი სწორედ შვილის სიახლოვეს გრძნობს, უნდა სულიერად მაინც დაეხმაროს, უხმობს, ეძახის. შვილი კი. უგულო, ისევ იმალება, სხვისი სახლის სოროში, სადღაც სიბნელეში. შემდეგ კი გამოძვრება მალულად და კვლავ გზააბნეული, მარტოდმარტო დაეხეტება ცხოვრების ბილიკზე..ნეტავი სად მიიყვანს ბოლოს? ვინ იცის..
ახლა კი ანემ მაღლა აიხედა, თითქოს მზისგან ელოდეს პასუხს. იგი კი– უზენაესი მნათობი, უპასუხოდ ტოვებს, მხოლოდ უცინის და ათბობს.
–ასეა.. მე ქვეყნის დაკარგული შვილი ვარ.
ჩაიჩურჩულა ჟორჟიმ, შეამჩნევდით რომ მისი თვალებიდან ოქროს ცრემლი ჩამოვარდა, სწრაფად გაირბინა თეთრი ლოყები და ყელს მისწვდა. ვაჟს სხეული დაესერა. კი მაგრამ რა ემართება? თითქოს წლების წინ მიძინებულ მეს გამოეღვიძა მის სხეულში, რომელსიც გამალებით რაღაცას ამოსძახის, მშობლიურ მიწას მოითხოვს.
ჟორჟმა ახლა დაბლა დაიხედა.. მუჭაში ამოიღო მზისგან გახორშაკებული მიწა, დასუნა.
არა.. ეს ის არაა, რასაც ჩემი მე მთხოვს. ის სულ სხვაა.. ის თბილია, ტკბილია, მას ვუყვარვარ, იგი მეძახის, ჩემი მიწა მეძახის.. მაგრამ შორსაა..
–ანე, შენ არ გენატრება დედასამშობლო?
– როგორ არა, ის სულ სხვაა.. იქ ჩემი გულია, არა უფრო კი ნახევარი, ნახევარი გულით სიცოცხლე კი ჭირს, ძნელია. იგი ყოველ წუთს მახსენებს თავს.მე იქ დავიბადე, უნდა დავბრუნდე. ჰო.. ჰო იქ სადაც ჩემი დედაა, ჩემი ხალხია..

(ორი ახალგაზრდას საუბარი, რომლებიც ბედის ბორბალს მიწაწყლისთვის მოუგლეჯავს და შორს, ოკეანის გადაღმა გადაუსროლავს).


--------------------
Who's bigger than LIVERPOOL?


don't become a clockwork orange!
Go to the top of the page
 
+Quote Post
liverpoolfan
პოსტი Nov 1 2011, 20:32
პოსტი #884


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 82
რეგისტრ.: 25-September 11
მდებარეობა: Merseyside
წევრი №: 11,913
კურსი:--


დარწმუნებული ვარ აქ არავინ არავის არაფერს არ კითხულობს :დ


--------------------
Who's bigger than LIVERPOOL?


don't become a clockwork orange!
Go to the top of the page
 
+Quote Post
70 გვერდი V  « < 66 67 68 69 70 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th July 2019 - 9:55
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank