გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


2 გვერდი V  < 1 2  
Reply to this topic Start new topic
 პოლიტიკა - კომპრომისების მოზებნის ხელოვნება!, გვყავს კი საქართველოში პოლიტიკოსები?
 
devnili
პოსტი Aug 9 2009, 18:02
პოსტი #14


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 9-August 09
წევრი №: 7,179
კურსი:--


ციტატა(kavkaz @ Aug 9 2009, 10:57) *
რადგან პოლიტიკაში აუცილებელია კომპრომისი ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ ყველაფრის მიმართ და ყველას მიმართ წახვიდე კომპრომისზე,აქ გაიჟღერა გამსახურდიას მიმართ კრიტიკულმა აზრმაც,კრიტიკა მისაღებია მარა რაც უფრო ჯანსაღი იქნება მით უფრო კაი იქნება,სწორედ რომ შევარდნაძე კომპრომისებზე წავიდა ყველასთან თითქმის და სწორედ რომ სააკაშვილმა შევარდნაძის აღებული კომპრომისების გეზი გაამაყარა ერთი მიმართულებით და ამ ღირებულების გამო ავტომატურ დაპირისპიერბაში აღმოჩნდა შევარდნაძიესულ ორმხრივ კომპრომისტულ პოლიტიკასთან ამიტომაც ჩამოინგრა ზვიადის ოცნება საქართველოზე,თუ ვამბობთ რომ პოლიტიკა არის ის რაც კეთება საზოგადოების ცხოვრების გასაუმჯობესებლად მაშინ რაც მის კეთილდღეობას უპირისპირდება ვერ წახვალ მასთან კომპრომისზე,ხოლო რადგან შევარდნაძე და სააკაშვილი წავიდნენ ყველა იმ ძალთაქმედებებთან კომპრომისზე რასაც შეიძლება ქართული საზოგადოებისთვის ნგრევა და დღევანდელი სიტუაცია მოეტანა ამიტომაც მივიღეთ დღეს ერთიანი საქართველოდან (1990 წლიდან) საქართველოს ნანგრევები.დღეს რომ სააკაშვილი ერთიანობის ლოზუნგს ქადაგებს,მაგრამ ამავდროულად ცდილობს დაანგრიოს ერთიანობა და დაანაწევროს საზოგადოება(ჩაშვების და ურთიერთნდობის დაკარგვის ინსტიტუტით),სწორი ერთიანობის და მამულიშვილობის გაგებიტ რომ ზვიადის დროს არ დაქსაქსულიყო და ძმათა სისხლი არ დაეღვარა მაშინდელი ეგრეთ წოდებული ''პროგრესულ'' ძალებ ახლა შედარებით ძლიერი საქართველო გვექნებოდა,სამწუხაროდ ასე არ მოხდა,და კომპრომისის გაგებაც ცალმხრივად და ამავდროულად ყველაფერთან მიმართებაში არ შეიძლება იყოს დახასიათებული.
აბა ნახეთ ა.შ.შ. წავა ანტიდემოკრატიული პროცესების წინაშე კომპრომისზე? ან საფარნგეთს რომ ეხლა მისი ერთიანობის და სახელმწიფოებრიობის მგრევის საშიშროება დაუყენო წავა კომპრომისსზე? არა რა თქმა უნდა!


მშვიდობა ამ ფორუმის წევრებს და სრულიად ქართველ ერს!

საღვთო მშვიდობა მოგვცეს გამჩენმა უფალმა!

დიდი მადლობა 'kavkaz'-ის ნიკით დარეგისტრირებულ მამულიშვილს, რომლიც ობიექტური კრიტიკით ცდილობს 1989 წლის 28 ოქტომბრის სახალხო არჩევნების შედეგად, ჩვენი სამშობლოს მართვის სათავეში მოსული ეროვნული ხელისუფლების მოღვაწეობის განხილვას. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ ახალგაზრდობას სრულყოფილად შესწავლილი არა აქვს ისტორის ის მცირე პერიოდი, რომელშიც საქართველომ აღიდგინა დაკარგული სახელმწიფოებრიობა. 1989 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, ხელისუფლებაში მოვიდა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებათა ბლოკი „მრგვალი მაგიდა -თავისუფალი საქართველო“, რომელმაც თავის თავზე აიღო სახელმწიფო აღმშენებლობის ფრიად საპასუხისმგებლო საქმე. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, ამ ისტორიული მოვლენის ერთპიროვნული ლიდერი და შემოქმედი იყო ეროვნული მოძრაობასთან ერთად.

თქვენ თუ თვალს გადაავლებთ იმ დროინდელ პოლიტიკური კანონშემოქმედებას, დარწმუნდებით რომ რუსეთის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმების შემდეგ, ქართველ ერს არ ჰყოლია ქართული სახელმწიფოებრიობის ისეთი მექომაგე, როგორიც იყო ზვიად გამსახურდია. რაც გაკეთდა, ანუ ის საკანონმდებლო ბაზა, რომლის საფუძველზეც ნელ-ნელა მყარდებოდა საქართველოს სახემწიფოებრიობა, მოითხოვს შესწავლას და ობიექტურ ანალიზს. ამიტომ საქართველის პირუთვნელი ისტორიის შემსწავლელ ახალგაზრდებს ვურჩევთ გაეცნონ დევნილი ეროვნული ხელისუფლების სხვა და სხვა ელექტრონულ გამოცემებში თავმოყრილ მასალას. ჯერ კიდევ შესწავლას და ანალიზს მოითხოვს 1988 წლიდან საქართველოში გამოცემული ჟურნალ-გაზეთები, რომლებშიც იმდროინდელი მოვლენების ანარეკლია გადმოცემული.

მაგ.

http://bpg.sytes.net/bpg/
http://bpg.sytes.net/Simartle

ვებ-სივრცეში არის კიდევ სხვა ვებ-საიტები, რომლებიც კანონიერი ხელისუფლების პოზიციებს იზიარებენ.

http://bpg.sytes.net/Didgori

საფრანგეთში დაარსდა სა.ქ.მ.ე. ანუ საქართველოს ქრისტეს მხედართა ერთობა. უწყება გამოქვეყნებულია შემდეგ მისამართზე: http://saqme.fr/

კეთილი სურვილებით,

იოსებ ღუდუშაური

საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი, დევნილი მთავრობის წარმომადგენელი

ჰელსინკი

2009 წ. 9 აგვისტო

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია devnili: Aug 9 2009, 18:07
Go to the top of the page
 
+Quote Post
EsTuDieNte
პოსტი Aug 9 2009, 19:55
პოსტი #15


BroW ChaKra
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,445
რეგისტრ.: 28-January 09
მდებარეობა: SaCral NiRvaNa
წევრი №: 6,050
კურსი:--


devnili

ძალიან კარგი იქნება ამგვარ საიტებს თუ კიდევ მოგვაწვდით ბატონო იოსებ... smile.gif


--------------------


I guess I've spent my life listening to what wasn't being said....


Not all those who wander are lost!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
kavkaz
პოსტი Aug 10 2009, 10:19
პოსტი #16


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 20
რეგისტრ.: 9-August 09
წევრი №: 7,178
კურსი:--


ერთი ის ფაქტია სამწუხაროდ ჩვენდა ახალი თაობისათვის,რომ მთელი ამ ისტორიის მანძილზე(ბოლო ოცი წელი) სერიოზული სიმძაფრით მიდის მაშინდელი ეროვნული ძალების საწინააღმდეგო პროპაგანდა,ხოლო პუჩისტებმა და თვით პუჩისტთა შორის აღიზარდნენ ეგრეთ წოდებული ''პროგრესულად'' მოაზროვნე პოლიტიკური ფირგურები და გაუმყარეს სახელისუფლებო ტრიბუნები.და ისევ და ისევ გრძელდება ისტორიის მიჩქმალვა,გაყალბება,და შთაგვაგონებენ რომ თურმე საქართველოს წელთაღრიცხვა ''ვარდების'' რევოლუციიდან იწყება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
2 გვერდი V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th November 2019 - 16:48
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank