გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


31 გვერდი V  « < 29 30 31  
Reply to this topic Start new topic
 გლობალიზაცია, რა აზრის ხართ?
 
დაჩი
პოსტი Jan 18 2012, 22:20
პოსტი #391


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


აკაკი წერეთელი:

ჩემი ჭმუნვა


„მტერი იძახის: „ვინ გაიგონა ახლანდელ დროში ეროვნებაო?

მხოლოდ ერთია „მუშათ საკითხი“, გულს დაიბეჭდეთ „მარქსის მცნებაო!“

ამას ჩვენ გვირჩევს და თავისათვის სულ სხვანაირად გაიყურება:

სცდილობს კისერი მოგვატეხიოს!.. და მით თავის ერს ემსახურება.

ჩვენს ქართველებს-კი „მეცნიერების უკანასკნელი სიტყვა“ ჰგონიათ

და მიაჩნიათ ჭეშმარიტებად, რაც კაჭკაჭივით გაუგონიათ.

სიტყვა სხვა არის, საქმე სულ სხვაა, სხვა უძევთ გულში მათ დაფარული!

ხრიკია მხოლოდ პოლიტიკური „ძმობა, ერთობა და სიყვარული“.

(აკაკის შვიდტომეული, ტ. I, გვ. 789; ლექსი – „ჩემი ჭმუნვა“).

მასონ-მარქსისტებისა და მასონ-დემოკრატების მხილება.

დემოკრატიის - სატყუარა

ქართველი ერის უბედურებად უნდა ჩაითვალოს მისი "ინტერნაციონალისტური" ბუნება, იმ დამახინჯებული გაგებით, როგორადაც იგი ეპყრობოდა და ეპყრობა ყველა ჯურის გადამთიელს. სხვა ერებისადმი დამოკიდებულების საკითხში ჩვენმა ზომაგადასულმა სათნოებამ, თვით საქართველოს მტრებისადმიც კი გულთბილმა მოპყრობამ და მათთვის ეროვნული კარის ფართოდ გაღებამ, – სტუმართმოყვარეობის ამ დამახინჯებულმა გაგებამ, – უდიდესი ზიანი მიაყენა ჩვენს ერს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა გვძულდეს სხვა ერები იმ შემთხვევაში, თუ ისინი არაფერს გვიშავებენ.
აკაკის თქმისა არ იყოს, „დეე სუყველამ იბედნიეროს თავის სამშობლოში, თავის მხარეში“, მაგრამ სისულელეა გიყვარდეს შენს მოსასპობად მოსულ დამპყრობელთა ნაშიერები, მიუხედავად იმისა, თუ რა ნიღბით მოგევლინებიან – „უფროსი ძმისა“ თუ „ტყუპის ცალის“ სახით.
ქართველი კაცი კი ისეა დაშინებული ამ ეგრეთწოდებული "ნაციონალიზმით", რომ თავისი დამპყრობელისადმი სიძულვილიც მას დანაშაულად მიაჩნია. სინამდვილეში „მონისა სიყვარულია საზიზღარი და არა სიძულვილი ძლიერი, მკაცრი სიძულვილი ბატონისადმი მას სულიერად თავისუფლადა ჰხდის, იგი სრულიად კანონიერი, ღირსეული და დიდი გრძნობაა, რომელიც დიდ საქმეებს ჩაადენინებს მონასა – ნამდვილს, ეროვნულ თავისუფლებას მიანიჭებს. ვინც არ დაიშლის და მასაც "შოვინიზმს" (ფობიას) უწოდებს, – ჩვენ არც სიტყვის გვეშინია, – ვიტყვით მხოლოდ:
მონათა "შოვინიზმი" (სიძულვილი) ბატონთადმი – კეთილი ყოფილა და არა ბოროტი გრძნობა. გაბატონებული ერნი სცდილობენ სამშობლო წაართვან დამონებულთა და თავისი წანაწყვეტით დაასახლონ, რომ ან გადააგვარონ ეროვნულად, ან განფანტონ იგინი და მოუსპონ თვით სახსენებელი სამშობლოსი. აი ეს არის ნამდვილი "შოვინიზმი", და არა ის, რომ მონას თავისი ბატონი სძულდეს და სცდილობდეს მის კლანჭებს თავი და თავის სამშობლო გამოსტაცოს“ (მ. წერეთელი, ერი და ცხოვრება, გვ. 139).

არ შეიძლება ხაზი არ გაესვას კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას, რაც დღევანდელი საქართველოს არსებობას უფრო მეტი საშიშროების წინაშე აყენებს, ვიდრე ეს იყო წარსულში. მართალია, საქართველო ხშირად ექცეოდა წინათ მტრის კლანჭებში, მაგრამ მაშინ საქმეს ის აიოლებდა, რომ ერს საშობლოსადმი თავდადებული თავისი საკუთარი მთავრობა და ხელმძღვანელობა ჰყავდა. და ისინი არა მარტო სათავეში ედგნენ სახალხო განმათავისუფლებელ ბრძოლებს, არამედ პირველ რიგში თვითონ ეწირებოდნენ ერის მიზნებს. სამშობლოსადმი თავდადებულთა ამ შესანიშნავი წარმომადგენლები იყვნენ ვახტანგ გორგასალი, ნერსე ერისთავი, დავით და კონსტანტინე მხეიძეები, დიმიტრი თავდადებული, ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები და სხვა მრავალნი.

დღეს კი ჩვენი ერის მართვის საქმე მტრის მსახურთა ხელშია, რომლებიც საკუთარ კეთილდღეობაზე ყიდიან საქართველოს. ამის გამო დღეს არავითარი საერთო არ არსებობს ქართველ ხალხსა და მის წინამძღოლებს შორის. ხალხის მისწრაფება ეროვნული თვითმყოფადობის დაცვაა. ხელმძღვანელი ფენა კი პირიქით ახშობს ეროვნულ გამოვლინებებს, რასაც „ნაციონალიზმს“ უწოდებს და დამპყრობლის გაბატონებას უწყობს ხელს საქართველოში "ინტერნაციონალიზმის" მოწოდებით. ასე რომ, ახლანდელი „ქართული მთავრობა“ სინამდვილეში მტრის მე-5 კოლონაა, რომელზე დაყრდნობითაც დამპყრობელი გაცილებით უფრო მეტს აკეთებს ქართულ მიწაზე ქართული სიტყვის მოსასპობად, ვიდრე გარეშე მტერი.
ცრუ „ქართული მთავრობა“ ერში ქმნის თავისუფლების მოჩვენებითობას და ამცირებს წინააღმდეგობის გაწევის ძალას.


--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
დაჩი
პოსტი Feb 7 2012, 23:22
პოსტი #392


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


ამერიკაში თავისუფლება დაპატიმრებულია,
თვალი გაახილეთ აშშ-ის ბრმა თაყვანისმცემლებო!


თავისუფლების დაპატიმრება


--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
დაჩი
პოსტი Feb 22 2012, 8:28
პოსტი #393


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის
მართლმადიდებელი მრევლის კავშირი

თბილისი 2006

ქართული აზრი



მასონობა და მსოფლიო ბატონობა ქრისტიანულ შუქზე
ნაწილი II (მცირედი თარგმანით)

სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ბატონობის არსი და მიზანი ბოლომდე გაცნობიერებული აქვს ოდენ ორ, ერთმანეთთან დაპირისპირებულ ძალას: ქრისტეს ჭეშმარიტ საყდრიონს და იმ "მსოფლიო მმართველებს", ვისი წაქეზებითაც სიძულვილით გონებადაბინდულმა ბრბომ ორი ათასი წლის წინ იხუვლა:
"ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ ეგე!" _ იუდეა-მასონობას!
დანარჩენი კაცობრიობა, მეტ-ნაკლებად, უმეცრებაში ჰგიებს. ამ ორი წყაროს განხილვით, ქრისტიანული ღვთისმეტყველებისა და მასონური გეგმის შეჯერებით, შესაძლებელია მსოფლიოში მიმდინარე სარწმუნოებრივი და სახელმწიფოებრივი მოვლენების სრულად წარმოჩენა.
ისრაელთმოძულეობის ("ანტისემიტიზმში") ჩვენი დადანაშაულების ყოველგვარი მცდელობის გამოსარიცხად, თავიდანვე გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ თალმუდისტური და კაბალისტური იუდაიზმის, როგორც "მესიის" შესახებ ცრუ სწავლების, ანუ ცრუქრისტეს სარწმუნოების მხილებით და უარყოფით ჩვენ სრულებითაც არ ვემიჯნებით ეროვნებით იუდეველს _ ისრაელელს, რომელსაც ქრისტემ მოყვასი უწოდა და მცნებად დაგვიდო, შევიყვაროთ იგი _ "ვითარცა თავი თვისი". მოსეს რჯულის მიმდევარ იუდეველებთან ჩვენ ძმობისა და სიყვარულის 26 საუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს.
მასონობა, რომელიც თავს "თავისუფალ ქვისმთლელთა ძმობას" უწოდებს, სოლომონ ბრძენის ეპოქაში იღებს სათავეს. პირველი მასონები სოლომონის ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელი, ოსტატი ადონირამი და მისი კირითხურონი იყვნენ. მასონური გადმოცემით, ქრისტეს შობამდე 929 წელს მოხდა სიონელ ბრძენთა შეკრება, რომელზეც შეიმუშავეს მათი მესიისთვის, სინამდვილეში, ცრუმესია_ცრუქრისტესთვის, მსოფლიოს განმზადების გეგმა. მის განხორციელებაზე თაობები საუკუნეების განმავლობაში მუშაობდნენ. ეს არის მსოფლიო შერწყმისა და მასზე გაბატონების გეგმა. ეს შეთქმულება იდუმალი გველის სახით გამოიხატება, რომელიც აღნიშნულ წელს გამოცოცდა იერუსალიმიდან და მსოფლიოზე შემოხვევ-შემორკალვა დაიწყო; როდესაც გველის თავი საწინააღმდეგო მხრიდან კვლავ დაბრუნდება იერუსალიმში და კბილებს ჩასჭიდებს საკუთარ კუდს, შემორკალვა დასრულდება და ცრუქრისტე შემოვა მსოფლიოში. გველის მოძრაობა გულისხმობს მასონების გავლენის ქვეშ მსოფლიოს მოქცევას და ბრძოლას ქრისტიანობასთან, რისი თვალსაჩინო მაგალითებია საფრანგეთისა და რუსეთის გადატრიალებებია ("რევოლუციები")".
ზოგადად, სახალხო მმართველობები ("დემოკრატიისა") და ჯგუფური მართვის აზრი "მასონურმა ლოჟებმა" ქრისტიანული მონარქიების დასამხობად წამოსწიეს, ვინაიდან ქრისტიანული მონარქია, წმ. თეოფანე დაყუდებულის სიტყვებით, არის "ერთგვარი შემაკავებელი მასონური ანუ ეშმაკისეული საქმისა".
მსოფლიო სახელმწიფოებრიობის უახლესი მაგალითები ნათელს ჰფენენ, თუ როგორია ე.წ. "ახალი წესრიგის" დამყარების ცრუქრისტესეული გზები. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითია ხელოვნური და წაქეზებით დაპირისპირების მართვის მეთოდები. ცნობილი ამერიკელი სახელმწიფო და დაპირისპირებების მცოდნე ენტონ სატტონი თავის ფუძემდებლურ ნაშრომში _ "როგორ ახდენს მასონური ორდენი ომებისა და გადატრიალების მოწყობას" _ წერს:
"მართვადი დაპირისპირების გარეშე ე.წ. "ახალი მსოფლიო წესრიგი" არ დამყარდება; ცალკეული პირების შემთხვევითი ქმედებანი საზოგადოებაში სასურველ შერწყმას ვერ გამოიწვევს. ეს შერწყმა დაგეგმილია, იგი უნდა შეიქმნას; და მას ქმნიან მართვადი, გამოწვლილვით გათვლილ-გაანგარიშებული დაპირისპირების მეშევეობით. აი, რატომ ეხმარებოდნენ საერთაშორისო ბანკირები უოლტ-სტრიტიდან ერთდროულად გერმანელ ნაცისტებსა და რუს კომუნისტებს, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას _ აშშ-ის უბოროტეს მტრებს".
ვინც მცირედ მაინც იცნობს მასონობის წარსულს, ეწვიც არ შეეპარება, რომ ბოლშევიზმიც, კომუნიზმიც, ფაშიზმიც, სისხლიანი თუ უსისხლო (ფერადი) გადატრიალებები ("რევოლუციებიცა") და ჩვენი დროის ყველა უბედურება მართული იყო და არის სწორედ მასონობის წარმმართველი ძალის მიერ. მსოფლიოში აღიარებული ყველა მნიშვნელოვანი მკვლევარი, (მათ შორის, ალ. სოლჟენიცინი) ეთანხმება იმ აზრს, რომ რუსეთში მოხდა მხოლოდ ერთი გადატრიალება _ თებერვლის, როცა მეფე აიძულეს, გადამდგარიყო და მთელი ძალაუფლება მასონებმა ჩაიგდეს ხელში (დროებითი მთავრობის ყველა წევრი, ქართველი "მინისტრების" - ჩხეიძე და წერეთელის ჩათვლით, მასონური დაწესებულებების წევრები იყვნენ); და ერთ დღეს ამ მასონებმა სრულიად უბრძოლველად გადააბარეს ძალაუფლება ბოლშევიკებს. 1917 წლის ოქტომბერში (ახალი აღრიცხვით 7-8 ნოემბერს) გადატრიალება არ მომხდარა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით; მოხდა ხელისუფლების დათქმული გადაბარება (რაც თანამედროვე "ფერად" გადატრიალებებში გვხვდება).
მასონობას განსაკუთრებით მართლმადიდებელი ქრისტიანობა სძულს, ვინაიდან იგი ქრისტიანულ აღმსარებლობათა შორის ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოებაა, რომელშიც შეუცვლელადაა დაცული სახარებისეული სწავლება, ხოლო ყველა დანარჩენი "ქრისტიანობა" შემდგომ საუკუნეებში ჭეშმარიტებიდან გარდახდომილ კაცთა (რომის პაპების, თავს "უცდომელად" რომ მიიჩნევენ, მარტინ ლუთერების და სხვათა) მიერ შეცვლილი და გამოგონილი ცრუ და მწვალებლური სწავლებებია. ქრისტეს მტრები გრძნობენ ჭეშმარიტი საყდრიონის ძალას, ხედავენ მის მადლმოსილებას და განსაკუთრებული გააფთრებით უტევენ წმინდა მართლმადიდებლობას.
რამდენიმე წლის წინ ისრაელში გამოიცა ცნობილი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ ჰერმან ბრანოვერის, წიგნი – "დაბრუნება", რომელშიც წერია:
"ისრაელის სახელოვანი შვილები: ტროცკი, სვერდლოვი, როზა ლუქსემბურგი, მარტოვი, ვოლოდარსკი, ლიტვინოვი... ისრაელის თვალსაჩინო მოღვაწეებში შევიდნენ. შეიძლება რომელიმემ ჩემს ძმათაგან მკითხოს: კი მაგრამ, რა გააკეთეს მათ ისრაელისათვის?
მე ვუპასუხებ პირდაპირ:
ისინი უშუალოდ, ანდა არაპირდაპირი გზით, ცდილობდნენ ჩვენი უმთავრესი მტრების _ მართლმადიდებელი გოების მოსპობას. აი, რაში მდგომარეობდა მათი საქმე; ამით დაიმსახურეს მათ მარადიული დიდება!"

აღსანიშნავია, რომ ლევ ტროცკის (ნამდვილი სახელი და გვარია - ლეიბა ბრონშტეინი) ზეობის დროს მისი უშუალო ბრძანებით ქ. ვორონეჟში დაიდგა იუდა ისკარიოტელის ძეგლი. მეტად საინტერესო ცნობას გვაწვდის ასევე ლოს-ანჟელესის მთავარეპისკოპოსი ანტონი:
"სარწმუნოების მტრებმა, როდესაც მოკლეს მეფე მარტვილი ნიკოლოზ II, ეკატერინბურგში იპატიევის სახლის სარდაფის კედელზე დატოვეს კაბალისტური წარწერა:
_"აქ მოიკლა მართლმადიდებელი მეფე მართლმადიდებლური სახელმწიფოს დასარღვევად". მეფისა და მისი ოჯახის მოკვდინების გადაწყვეტილება ლენინმა და რევოლუციის სხვა ბელადებმა ერთობლივად მიიღეს, მაგრამ ჯალათებმა უშუალოდ სვერდლოვის ბრძანება შეასრულეს. ამიტომაც დაერქვა ეკატერინბურგს - სვერდლოვსკი.

მასონების განსაკუთრებულ სიძულვილს ჭეშმარიტი სარწმუნოების აღმსარებელი ერების მიმართ თანამედროვე იუგოსლავიის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებიც თვალნათლივ ადასტურებს.
XX საუკუნის შუა ხანებში სერბეთში მიმდინარე პროცესების გამო (მსგავსი იმისა, რაც დღეს საქართველოში ვითარდება), საწირო გახდა შექმნილიყო "სახალხო მართლმადიდებლური ქრისტიანული თემი", რომელიც 200 000 ადამიანს აერთიანებდა. თემს მეთაურობდა სერბი ერის ჭეშმარიტი მამა და მწყემსი _ წმ. ეპისკოპოსი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი), რამაც უდიდესი წვლილი შეიტანა სერბეთში სარწმუნოებისა და ზნეობრიობის შენარჩუნების საქმეში.
მეუფე ნიკოლოზი წერდა:
"სექტანტებმა თავიანთი ჯაშუშები ბალკანეთში გამოგზავნეს, რათა თავიანთი წყეული ფულებითა და უფასო წიგნებით იყიდონ ჩვენი სულები. ჩვენ თურქებს არ მივეყიდეთ და, ნუთუ, ამერიკელ მედუქნეებს მივეყიდებით?
სალაფავისთვის რწმენის გაყიდვა ჩვენს წეს-ჩვეულებებში არ არის".

საუკუნის მიწურულს კი მეორე მსოფლიო ომის შედეგად მიღებულმა "საყოველთაო მთავრობის" ჩანასახმა _ "გაერომ" _ ურჩი ერების ყველას დასანახად დასჯა დაიწყო. ყველას კარგად გვახსოვს, როგორ ბომბავდა "მსოფლიო მმართველობა" შუაგულ ევროპაში, დღისით, მზისით, არა მარტო მართლმადიდებელ სერბთა საბრძოლო უბნებს, არამედ მშვიდობიან, უმწეო მოსახლეობასაც. ისიც კარგად გვახსოვს, ბელგრადი ყველაზე მეთად, მართლმადიდებლური აღდგომასა და შობას რომ იბომბებოდა. CNN და BBC საქვეყნოდ და ურცხვად გადმოსცემდნენ, როგორ იტვირთებოდა "ნატო"-ს თვითმფრინავებში ბომბები წარწერით:
"გისურვებთ ბედნიერ აღდგომას" _ (იმფლისურად - ჰეაპპი ისტერ).
დღეს კი ისლამურ ერაყთან მებრძოლი "ქრისტიანული" დასავლეთი, ბოსნიელ მუსლიმთა სასარგებლოდ, ხელს უწყობს საყდრების გადაწვას და მართლმადიდებელი მოსახლეობის გაწყვეტას კოსოვოში. სავსებით ნათელია, რომ ყოფილ იუგოსლავიაში საქმე გვაქვს არა ეროვნულ, არამედ სარწმუნოებრივ ნიადაგზე მართლმადიდებლობის წინააღმდეგ წამოწყებულ შეიარაღებულ დაპირისპირებასთან, რადგან დაპირისპირებული მხარეები – სერბები, ბოსნიელები და ხორვატები _ ერთი ეროვნების წარმომადგენლები (სერბები) არიან.
მომავალში საქართველოსაც იუგოსლავიის ბედი ელის, თუკი ჩვენი მართლმადიდებლური საყდრიონის მაღალი გავლენით შეშფოთებულმა დასავლეთმა "სარწმუნოებრივ უმცირესობათა უფლებების დამცველი", სულგაყიდული ქართველები აამოქმედა, საქართველოში არასდროს არსებული სარწმუნოებრივი დაპირისპირება მოახდინა (მსგავსად ეროვნებათა შორის დაპირისპირებისა), შემდეგ კი ეროვნულსარწმუნოებრივ დაპირისპირებაში გახვეულ ქვეყანას მრავალერთეულიანი დამაქუცმაცებელი ("ფედერალური") მოწყობა მოახვია თავს.
საქართველოში სარწმუნოებრივი მდგომარეობის მკვეთრად დაძაბვისთვის იღწვიან "თავისუფლების ინსტიტუტი" და მისი შვილობილი დაწესებულებები და პიროვნებები. ამასვე ემსახურებოდა გაზეთ "24-საათში" ამავე გაზეთის გაურკვეველი რჯულისა და ჯიშის მქონე "სახალხო დამცველის" მიერ ევროპაში შუღლისათვის გამოქვეყნებული მუჰამედის შეურაცხმყოფელი შარჟების გადმობეჭდვა;
ამის მაგალითია საქართველოში "სექტანტობის" აღორძინებისთვის "თავისუფლების ინსტიტუტის", "სახალხო დამცველის" და მისი სამსახურის თუ სხვა დაწესებულებათა-მოხელეთა მოღვაწეობა; ამის მცდელობაა ევროსაბჭოს მიერ "მესხეთელი თურქების" ჩამოსახლების უპირობო მოთხოვნა, რამაც მკვეთრად უნდა შეცვალოს სარწმუნოებრივი თანაფარდობა მართლმადიდებლობის საზიანოდ. უნდა აღინიშნოს, რომ "მესხეთელი თურქების" მსგავსი მოვლენები მსოფლიო ხასიათის იყო და შეეხო დანიას, სლოვენიას, სლოვაკეთს, ჩეხეთს, პოლონეთს, თვით აშშ-ს (მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელები განაპირა ადგილებიდან ქვეყნის გულისაკენ გადაასახლეს), ყოფილ რუსეთის (სსრკ-ში) _ არმენიასა და აზერბაიჯანს (ეს უკანასკნელნი საქართველოს შემდეგ შევიდნენ ევროკომისიაში). გასახლებულთა უკან ჩამოსახლების ვალდებულება მხოლოდ ნებაყოფლობითობას ემყარებოდა და არც ერთმა ზემოთ დასახელებულმა ქვეყანამ თავს არ იდო ეს ვალდებულება. ჩვენ კი თავი მოვიწონეთ ევროსაბჭოს წინაშე და ვიტვირთეთ ჩამოსახლება უზომოდ გაზრდილი და ეროვნულად შეცვლილი ხალხის, რომელსაც გასახლებულ ე.წ. თურქებთან ბევრი არაფერი აქვს საერთო.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ქართველი ხალხისათვის მიუღებელი და საბედისწერო ეს გადაწყვეტილება თავისი ხელმოწერებით დაამშვენეს:
ლ. ღოღობერიძემ, ი. სარიშვილმა, ვ. ხუხუნაიშვილმა, კ. ჩიტაიამ და მ. სააკაშვილმა.

მსოფლიოში განვითარებული სარწმუნოებრივი დაპირისფირების გამომწვევი, უმრავლეს შემთხვევაში, იუდეა-მასონობაა. მაგალითად, ისლამურ სამყაროში გამოწვეული დასავლეთი მოძულე განწყობილება, ეჭვგარეშეა, ძალზედ ხელსაყრელ გარემოს ქმნის ზოგიერთი ომის მოწინააღმდეგე ევროპული სახელმწიფოს ერაყში მიმდინარე და ირანში მოსალოდნელ ომში ჩასათრევად. მუჰამედის შეურაცხმყოფელი შარჟების გამოქვეყნება და მომავალშიც მოსალოდნელი მსგავსი ქმედებები მსოფლიო მმართვადი საცნობარო საშუალებების მხრიდან არის დ იქნება მცდელობა ისლამურ და ქრისტიანულ სამყაროებს შორის ხელოვნური დაპირისპირების. ეს, რა თქმა უნდა, გათვლილია ქართველისათვის, კარგა ხანია, ცნობილია, რომ დღეს დასავლეთი ქრისტიანობისგან უფრო შორს დგას, ვიდრე თვით ისლამური მსოფმხედველობა (მაგ: ქრისტეზე მკრეხელური ფილმის გაშვების გამო შეურაცხყოფილი ბრიტანელი მუსლიმები ლონდონში გამართულ მსვლელობებზე აღშფოთებას გამოთქვამდნენ, განსხვავებით ადგილობრივი ცრუ ქრისტიანებისაგან, აღშფოთებით აღნიშნავდნენ, რომ ყურანში ქრისტე წინასწარმეტყველად არის ნახსენები და, ამდენად, ეს მკრეხელური ფილმი ჩვენი სარწმუნოებრივი გრძნობების შეურაცხყოფად მიგვაჩნიაო).
რაც შეეხება მსოფლიო ბატონობას _ ეს მასონობის უპირველესი ამოცანაა, ვინაიდან მისი საბოლოო მიზანია ყველა ადამიანის, განურჩევლად სარწმუნოებისა და ეროვნებისა, ერთ მსოფლიო კავშირში გაერთიანება. იგი ცდილობს, თანამედროვე სახელმწიფოებში ადამიანთა ცხოვრების ყველა სფერო მოიცვას: სარწმუნოება, კერა, სკოლა, განათლება, მეცნიერება, მწერლობა, ხელოვნება, სახელმწიფო, საცნობარო საშვალებები _ ყოველივე ამას მასონობა ეშმაკურად წარმართავს და გარდაქმნის.
"ამერიკის შეერთებული შტატების" შექმნისა და ევროპის გაერთიანების შემდეგ, განუწყვეტელი მუშაობა მიმდინარეობს "მსოფლიოს შეერთებული შტატების" შექმნისათვის. ამ მიზნის განხორციელებას წინ ეღობებიან პიროვნული ღმერთის აღმსარებელი რელიგიები და ეროვნული სახელმწიფოები. ისინი მასონური მთავარი გეგმის მიხედვით უნდა განადგურდნენ:
უნდა წაიშალოს სარწმუნოებრივი და ეროვნული განსხვავებანი, ყოველივე ძველი და თვითმყოფადი შეიცვალოს და მის ადგილას აშენდეს "ახალი მეუფება".
1917 წელს მოკავშირე და მიუმხრობელი ქვეყნების მასონობამ პარიზში მოიწვია კრება, რომლის უმთავრესი ამოცანა თავმჯდომარის, ძმა კარნოს, სიტყვებით იყო:
"ევროპის შეერთებული შტატების მომზადება; შექმნა ზეეროვნული ხელისუფლებისა, რომლის დანიშნულება იქნება ერებს შორის ომების მოგვარება - ამ სამშვიდობო და საყოველთაო კეთილდღეობის ქადაგებას მასონობა აიღებს თავის თავზე".

"შერეული მასონობის" გაერთიანებამ ჯერ კიდევ 1927 წელს განაცხადა:
"აუცილებელია, ყველგან და ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში სიტყვით, კალმითა და საქმით მსოფლიოს შთავბეროთ სამშვიდობო სულისკვეთება, რაც ხელსაყრელ გარემოს შექმნის ევროპის შეერთებული შტატების შექმნისათვის, რომელიც, თავის მხრივ, პირველი გადადგმული ნაბიჯი იქნება მსოფლიოს შეერთებული შტატებისაკენ."
მსოფლიო გაერთიანებას გვიხატავენ, როგორც ბუნებრივ, გარდაუვალ, სამეურნეო და სახელმწიფოებრივი აუცილებლობით გამოწვეულ საჭიროებას, მაგრამ ეს მასონური თვალთმაქცობაა, რადგან იგი არა ბუნებრივი, არამედ იძულებით თავსმოხვეული ეშმაკისეული აზრია, რაც აშშ–ის "პრეზიდენტმა", ჯორჯ ბუშმაც (უფროსმა) ღიად დაადასტურა "გაერო"-ში წარმოთქმული სიტყვის დროს:
"სიონიზმი სახელმწიფოებრიობა კი არა, აზრია, რომელსაც მოჰყვა ევროპის ხალხებისათვის საერთო სახლის შექმნა, ისრაელის შექმნა" ("საქართველოს რესპუბლიკა", 25-09-1991წ.)სახელმწიფოებრივ შერწყმასთან ერთად მიმდინარეობს სარწმუნოებრივი აღრევაც, რაც მდგომარეობს "ეკუმენისტურ" და "პან-ეკუმენისტურ" მოძრაობაში. იუდეა-მასონების "მესია-ცრუქრისტე" მსოფლიოს სახელმწიფოებრივი და სარწმუნოებრივი ბელადი უნდა იყოს. ამისათვის კი საჭიროა სარწმუნოებრივი აღრევა. მასონობის გეგმის თანახმად, ქრისტიანობასთან მებრძოლი მიზნები მასონური პირამიდული აგებულების კიბის მხოლოდ უმაღლეს ხარისხებში მყოფთათვის იხსნება. დამწყებ მასონებს თავიდან ეუბნებიან: "მასონობა არც საყდარია და არც სარწმუნოება, და იმისათვის, რომ იყოს იგი ნამდვილად რჯულშემწყნარებელი, მან თავი უნდა აარიდოს ქრისტეს სახელის ხსენებას"(გამოცემა "Square Compasse" New Orleans). შემდგომ მიუთითებენ:
"მასონობა ნებისმიერ საყდრიონზე უფართოესია, რამეთუ იგი ყველა სარწმუნოებას თავს უყრის ერთ, საყოველთაო სარწმუნოებაში" (ეკუმენიზმში-ავტ.) (Albert Finslow Ryerson, Freemasonry and Church. “American Ryler Heystone”) . ამ ბრძოლას მასონები აწარმოებენ "სარწმუნოებრივი ბაბილონის" _ ეკუმენიზმის და აშკარა ეშმაკისეულის ქადაგებით.
პირველი დაჯგუფება გამტარებელი ინგლისური მასონობაა, რომელიც აშკარა ეკუმენიზმს ქადაგებს:
"ჩვენს დროში, _ ნათქვამია ანდერსონის "ახალი კონსტიტუციის წიგნში" _ ადამიანი თავისუფლად ირჩევს სარწმუნოებას და მხოლოდ ერთი სარწმუნოებაა ნამდვილად ყველასათვის სავალდებულო. ეს ის საყოველთაო, ყველა ადამიანის გამაერთიანებელი, სარწმუნოებაა, რომელიც მდგომარეობს თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაში, ვიყოთ ღირსეული და სინდისიერი ადამიანები, განურჩევლად იმისა, თუ რა აღმსარებლობა და სარწმუნოებრივი საფუძვლები განგვასხვავებს სხვა ადამიანებისაგან".
მეორე დაჯგუფების მომხრეებად ფრანგული მასონობის წარმომადგენლები გვევლინებიან, რომელნიც ღიად უცხადებენ ომს ქრისტეს, ეკლესიას, და ეშმაკს ("სატანას") სცემენ თაყვანს:
"სარწმუნოებრივი ერა სამუდამოდ დასრულდა; სახარება უმეტესწილად ლეშია~, _ წერს იტალიური მიმოხილვა `რივისტა დელლა მასონარია იტალიანა";
"ჩვენი მიზანი მდგომარეობს არა პიროვნულობის აღდგენაში, არამედ იმაში, რომ ქრისტიანობა პირისაგან მიწისა აღიგავოს!" – ამბობს თეოსოფიური საზოგადოების დამაარსებელი, ელენე ბლავატსკაია - Pall-Mall Gazette;
"არ კმარა სამღვდელოების ზეგავლენის დაძლევა და საყდრიონის სახელის ხელყოფა. აუცილებელია თავად სარწმუნოების დარღვევა!" – აზუსტებს საერთაშორისო მასონური კონგრესი. Congress Macon International de Paris, 1900, p.1020;

თავის მოხსენებაში მასონური ზნეობის შესახებ (Rapport du Frel Lhermitte envoye au Couvent de 1912; `L’acacia~ sept.1912; p. 597; ix. Revue internationale des Societes Secretes; No 2, 1913, p.433) ლოჟა "ელზას-ლოტარინგიის" წევრი, ძმა ლერმიტი, ამბობს:
"ამრიგად, მე შევეცადე დამენგრია ან შემერყია თქვენი ზნეობრივი პრინციპები. ეს ეშმაკური ("სატანური") მიზანია და ქრისტიანები არცთუ ძლიერ ცდებიან, როდესაც ფილოსოფოსებსა და, განსაკუთრებით, ჩვენ ბრალს გვდებენ ეშმაკისეულობაში ("სატანიზმში')";
სხვა, ფრიად გავლენიანი მასონი, ოსვალდ ვირტი, თავის მსოფმხედველობით მოხსენებაში "განათლება და სულიერება" (დაიბეჭდა გამოცემა "Alliance Spiritua-liste") ამბობს, რომ:
"მასონობის კავშირი ამბოხებულ ანგელოზთა მთავარ ეშმაკთან სავსებით მისაღებია". ვირტის აზრით, ეშმაკი ("ლუციფერი") ღმერთს აუჯანყდა და ანგელოზთა ნაწილი თან წარიტაცა, შედეგად `საღმრთო გარემოცვის აღმაშფოთებელი უსამართლობებისა; თავისი არსით ნათლის ანგელოზი თავისუფლების სულს წარმოადგენს და ამ თვალსაზრისით მასონობისათვის ეშმაკისეულობა ("ლუციფერიანელობა") სავსებით მისაღებია".
ჩვენს დროში ეშმაკისეულები ("სატანისტები") უფრო ღიადაც გამოდიან და წარმოაჩენას უწევენ თავიანთ საქმიანობას, რაზეც სან-ფრანცისკოში გახსნილი ე.წ. "სატანის საყდარიც" მეტყველებს. იგი, სხვათა შორის, სცნო აშშ–ის ხელისუფლებამ, როგორც ერთ-ერთი სამართლებრივი მიმდინარეობა. სატანის ეკლესია არცთუ დიდი ხნის წინ შევიდა აშშ-ის "მოქალაქეობრივ საყდართა საბჭოში", ხოლო მისი მეშვეობით, ეკუმენისტური მოძრაობის გულში – "საყდართა მსოფლიო საბჭოში", გაერთიანებაში, რომელიც აერთიანებს ყველა "ქრისტიანულ" მიმდინარეობას. აი, სადამდე მივიდნენ ეკუმენისტი "ქრისტიანები"!
ეს გახლავთ ღვთისმბრძოლობის ყველაზე მკრეხელური გამოვლინება და დაცინვა!
აი, რის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ ეკუმენისტურ ყრილობებში მონაწილეობისას კეთილდღეობას და სამივლინებო თანხებს დახარბებული "მართლმადიდებელი" სასულიერო პირების (მათ შორის, ზოგიერთი მღვდელმთავრის) მიერ ეკუმენიზმის ცრუ-განმარტება და მასში გაერთიანების სურვილი არის ყველა მწვალებლობაზე დიდი დაცემა და უღრმესი ბოროტსჯულიერება. ამ სახის "ქრისტიანებზე" მსოფლიო დიდი მოძღვარი და მღვდელმთავარი, წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს:
"მე ვამჯობინებდი, საქმე მქონოდა ათასობით ეშმაკეულთან, ვიდრე, თუნდაც, ერთ ვერცხლისმოყვარესთან, რამეთუ არც ერთ ეშმაკეულს არ ეყოფა კადნიერება იმისათვის, რაც იუდამ ჩაიდინა".

იუდას აჩრდილი კი დღეს საქართველოშიც დადის!
"ვარდების რევოლუციის" შემდეგ ეკუმენიზმის უარმყოფელ საქართველოს საყდრიონზე განხორციელებულმა თავდასხმებმა, ღვთის წყალობით, უშედეგოდ ჩაიარა, მაგრამ იუდას სულიერი მემკვიდრეების ხელშეწყობით დღესაც მიმდინარეობს ზეწოლა ჩვენი საყდრიონის (ახლა უკვე დამკვირვებლის სახელით მაინც) ეკუმენისტურ მოძრაობასთან შეერთების მიზნით. ნუ იყოფინ!

როგორც აღვნიშნეთ, ეკუმენისტურ მოძრაობაში, იუდას ცოდვით დაცემულ "მართლმადიდებლებსა" და ყველა სახის მწვალებლებთან ერთად, გაცნობიერებული ეშმაკისეული ("სატანიზმის") მსახურნიც მონაწილეობენ. მაგრამ, როგორც ინგლისურ, ისე ფრანგულ მასონობას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს: ნაცვლად დარღვეული ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, დაამკვიდრონ ახალი, ეშმაკისეული, ყველა ადამიანის "გამაერთიანებელი", ეშმაკის მართვის ქვეშ.
პარიზში გამოდის ჟურნალი - "ლა ტემპლ" (სიტყვა სიტყვით საყდარი), რომელიც წარმოადგენს შოტლანდიური წესის მასონთა აღიარებულ ორგანოს. ამ გამოცემის ჯერ კიდევ 1946 წლის მე-3 ნომერში დაბეწდილი წერილი სათაურით – "საყდართა გაერთიანება" _ მასონებისავე პირით გადმოგვცემს:
"ჩვენ გვეკითხებიან, რატომ ვერევით სარწმუნოებრივი ხასიათის კამათებში; რატომ შეიძლება წარმოადგენდეს მასონობისათვის საყურადღებოს საყდართა გაერთიანების, "ეკუმენური კონგრესებისა" და ა.შ. საკითხები? ჩვენს გაერთიანებათა წიაღში შეისწავლება ყოველგვარი გეგმა, რათა არანაირმა აზრმა არ შეაღწიოს ჩვენს დასკვნებში...
თუნდაც გვეცადა დავიწყება იმისა, რომ მასონობა სარწმუნოებრივი წარმოშობისაა, მაინც თავად სინამდვილე სარწმუნოების არსებობისა გამოიწვევდა ჩვენს გამუდმებულ მცდელობას, რათა შეგვეკრა ერთობით ყველა მოკვდავი, იმ ერთობით, რომელზეც ყველა ვოცნებობთ."
აი, აღიარება, რომელიც მართლმადიდებელ ქრისტიანებს გვიმხელს, თუ ვინ არის ეკუმენისტური მოძრაობის სული და გული. აი, რატომ ხორციელდება დასავლეთიდან ფულის ("გრანტების") მომლოდინე არასამთავრობო თუ სამთავრობო დაწესებულების მიერ (თავისუფლების ინსტიტუტი, კავკასიური სახლი, ომბუდსმენის სამსახური) და საყოველთაო საცნობარო საშუალებებით (ე.წ. საზოგადოებრივი _ I არხი; რუსთავი 2; გაზ. "24 საათი") სასტიკი ზეწოლა და ცილისმწამებლური ნიაღვარი ივერიის წმ. საყდარზე _ მის წიაღში მყოფ ეკუმენიზმის უარმყოფელ სასულიერო პირებსა და მრევლზე.
ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ თამამად შეიძლება მტკიცება, რომ ეკუმენიზმი არის მშენებლობა ეშმაკის საყდრისა, რომელშიც იმღვდელმთავრებს ცრუქრისტე, ხოლო მსოფლიო სახელმწიფოებრივ-სამეურნეო შერწყმა არის მშენებლობა მთელ დედამიწაზე განფენილი ეშმაკისეული ("სატანური") სახელმწიფოსი, რომლის მეფეც, ასევე, ცრუქრისტე იქნება!


--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
DAKOTA
პოსტი Feb 23 2012, 19:55
პოსტი #394


Introspection is the self-observation
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 7,511
რეგისტრ.: 9-June 08
მდებარეობა: Hidden Place
წევრი №: 3,538
კურსი:3


დაჩი, dear, calm down vishenka_34.gif


--------------------
I’m one under millions, a grain of sand in the desert of life.
I was born in this merciless world like every other people without to have a choice or a master plan.
If i ask myself … who am i? what is my purpose in life? then only music can help me to sort the chaos in my head.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kaxakaxa
პოსტი Feb 23 2012, 22:29
პოსტი #395


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 622
რეგისტრ.: 26-May 09
მდებარეობა: სკამი
წევრი №: 6,806
კურსი:--


გლობალიზაცია კარგი სიტყვაა, კარგად ჟღერს smile.gif


--------------------
[font="Verdana"]Pacunia non olet[/font]
[video]http://www.youtube.com/watch?v=z4ReZlJy3Uk&feature=my_liked_videos&list=LLZljw1Ihdax-eVE16VfxahA[/video]
Go to the top of the page
 
+Quote Post
დაჩი
პოსტი Mar 6 2012, 20:35
პოსტი #396


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


ეგვიპტეში ასამართლებენ ამერიკელებს, ქვეყანაში გადატრიალების მოწყობის ბრალდებით
2012/02/27

ეგვიპტელებმა აშშ-ის დროშა დაწვეს
ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში დაიწყო სასამართლო განხილვა, ე.წ. "არასამთავრობო ჯგუფების", რომლებიც ჯაშუშობასა და ძირგამომთხრელ საქმეში არიან მხილებულნი. სასმართლოს წინაშე წარსდგებიან 43 ე.წ. "ადამიანის უდლებების დამცველი", ამათგან რამდენია აშშ-ის ჯაშუში, უცნობია.
ერთერთი საცნობარო წყარო იუწყება, რომ ეჭვმიტანილებში სულ მცირე, 16 აშშ-ის მოქალაქეა. ზოგი ცნობა 19 აშშ-ის მოქალაქესაც ასახელებს. ბრალდებულებს შორის აგრეთვე არიან ეგვიპტელი, გერმანელი, სერბი, ნორვეგიის, იორდანიის და პალესტინის მოქალაქენი. მათ ბრალი ედებათ ძირგამომთხრელ საქმიანობაში ეგვიპტის წინააღმდეგ, ისინი ფულს ღებულობდნენ უცხოეთიდან, მათ შორის აშშ-ის ხელისუფლებიდან.
ეს აურზაური პირდაპირ მიანიშნებს, მიზანმიმართულ ეგვიპტის არევას, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს ეგვიპტე-აშშ-ის 30 წლიან ურთიერთობას.
ამჟამად გაურკვეველია, გამოცხადდებიან ბრალდებული ამერიკელები სასამართლოზე თუ არა. 7 ბრალდებული ამერიკელი უკვე გაიქცა ეგვიპტიდან, სხვები კი, მათ შორის აშშ-ის "ტრანსპორტის მინისტრი" -ს შვილი სემ ლოხუდი დაიმალა აშშ-ის საელჩოში, ეგვიპტეში.
ბრალდების დადასტურების შემთხვევაში ჯაშუშებს ემუქრებათ 6 წლიანი პატიმრობა.
ე.წ. "არასამთავრო ჯგუფების" სასამართლო დაიწყო 2011 წლის ოქტომბერში. თავიდან ეგვიპტის საგანგებო სამთავრობო ჯგუფმა დაადანაშაულა, 17 ადგილობივი და უცხოური ე.წ. "ადამიანის უფლებების დამცველი" ჯგუფი, დანაშაულებრივ საქმიანობაში. მათი დანაშაული ეხებოდა ეგვიპტში ხელოვნურად არეულობის გამოწვევა, რომელიც აშშ-დან იმართებოდა. ამ არეულობის მომწყობნი მჭიდრო კავშიში იყვნენ აშშ-ის "რესპუბლიკურ" და "დემოკრატიულ" პარტიებთან, ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან (IRI) და ნაციონალური დემოკრატიის ინსტიტუტი (NDI), ასევე საერთაშორისო ცენტრი ურნალისტებისათვის (ICFJ), "თავისუფლების სახლი" (Freedom House) და კონრად ადენაუერის სახელობის, გერმანიის ფონდი.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2011 წელს ე.წ. "არასამთავრობო ჯგუფებმა" მიიღეს ფული უცხოეთიდან, 49 მილიონ დოლარამდე.

"არასამთავრობო ჯგუფების" ძირგამომთხრელი საქმიანობის გახმაურებამ გამოიწვია ეგვიპტელების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რაც გამოწვეულია უცხოელების უხეში ჩარევით ეგვიპტის საშინაო საქმეებში. ეგვიპტის სასამართლომ ბრალი დასდო იმ გარედან მართვად ჯგუფებს, რომლებიც თითქოსდა ცდილობენ ე.წ. "დემოკრატი"-ის გავრცელებას ეგვიპტეში, რომლებიც იმართებიან აშშ-ის მთავარი სადაზვერვო სამსახურის, ისრაელის "მოსადი" მიერ. ეგვიპტის უშიშროების სამსახურის მიერ გამოვლინდა, რომ ეს ძირგამომთხრელი ჯგუფები ცდილობდნენ სახელმწიფო მმართველობის შეცვლას, აშშ-ის და ისრაელის სასარგებლოდ.
2011 წლის დეკემბერში, ეგვიპტეში უცხოეთიდან მართვადი "არასამთავრობო ჯგუფების" სამყოფები გაიჩხრიკა სამართალდამცავები მიერ, რამაც აშშ-ის ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვია. ამერიკის პრეზიდენტი ცდილობს ეგვიპტის ხელისუფლების შეშინებას (სესხის მიცემის შეწყვეტა) და აშშ-ის ჯაშუშებისათვის ბრალდების მოხსნას ითხოვს. აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირები ცდილობენ ეგვიპტის ხელისუფლების დაშინებას, გადარწმუნებას. ამ მიზნით აშშ-ის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი მარტინ დემპსი და სენატორი ჯონ მაკკეინი კაიროში შეხვდნენ ეგვიპტის ხელისუფალთ. ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი 2-ჯერ შეხვდა ეგვიპტის ელჩს მუჰამედ ამროს, მაგრამ უშედეგოდ.

«Российская газета»

დასკვანა:
როგორც ხედავთ, დამპყრობი აშშ-ის მაონური ხელისუფლება ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე ხერხით, იგივე სახელწოდების ჯაშუშური ჯგუფები გამოყენებით, ცდილობენ სახელმწიფოების დაპყრობა-მართვას.
საქართველოშივც იგივე ხელწერით მოქმედებენ. დროა გამოვფხიზლდეთ და დამპყრობნი საქართველოდან გავაძევოთ, როგორც თამოყვარე ერს შეშვენის.


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია დაჩი: Mar 6 2012, 20:58


--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
Rhaegar
პოსტი Mar 7 2012, 18:46
პოსტი #397


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 502
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი №: 10,624
კურსი:--


დაჩი


გახსოვდეს, მეორე არჩევანიც გაქვს, უფრო ადვილი და სასიამოვნო, - შეგიძლია დანებდე.


--------------------
True Blood. BLOOD OF THE HEROES!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Rhaegar
პოსტი Mar 9 2012, 4:14
პოსტი #398


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 502
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი №: 10,624
კურსი:--


ციტატა
ქრისტიანული მონარქია


იმ უამრავ არასახარბიელო ამბავზე რას იტყვი, რაც ორგანიზებული რელიგიის, ამ შემთხვევაში კათოლიკური ეკლესიის მიერ ხორციელდებოდა? ინკვიზიცია, ინდულგენციები, ჯვაროსნული ომები, მსოფლიოს დაყოფა მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროებად პორტუგალიასა და ესპანეთს შორის? ჯიპებზე რას იტყვი და იმ დროში კი სასახლეებზე.

ციტატა
გველის მოძრაობა გულისხმობს მასონების გავლენის ქვეშ მსოფლიოს მოქცევას და ბრძოლას ქრისტიანობასთან, რისი თვალსაჩინო მაგალითებია საფრანგეთისა და რუსეთის გადატრიალებებია ("რევოლუციები")".


საფრანგეთის რევოლუცია ხალხის თავისუფლების სიმბოლოა. როცა სტატიაში სახალხო მმართველობასა და დემოკრატიას ეშმაკისეულად სახავ და ქრისტიანულ მონარქიებს - იდეალად, ჯობია ჯერ ისტორიას გადახედო და პირველ კითხვაზე მიპასუხო.

ხალხს თავისუფლება და საფრანგეთის რევოლუცია საფიცრად აქვთ ქცეული და ამ იდეებთან ქრისტიანობისა და ეროვნულობის დაპირისპირებით სწორედ ქრისტიანობას აყენებ ჩრდილს და ეროვნულობას სიგიჟისა და სისულელის შეხედულებას აძლევ ადამიანების თვალში. აქ ისევ მიჩნდება ეჭვი, რომ ბნელი ფანატიკოსი კი არა კარგად შეგნებული მტერი ხარ : )) ყოველ შემთხვევაში, მე რომ ეროვნულობასა და სარწმუნოებას ვებრძოდე, შეიძლება შენნაირად მემოქმედა, შენის მსგავსი სტატიები მეწერა : )) ალბათ შედეგის მიღწევაში გამომადგებოდა. თუმცა ეს გზა დიდ გარჯას მოითხოვს, უკეთესი გზები არსებობს და სხვას ავირჩევდი, ასე რომ ნაკლებსავარაუდოა ფანატიკის გარდა რამე იყო : ))


ზემოთ რევოლუციები გაქვს ჩამოთვლილი და ყველას ვიღაც საიდუმლო ძალას აბრალებ. ფანტაზია სანამ ფაქტად იქცევა, მანამდე გამამყარებელი საბუთები უნდა გეჭიროს, რაც მხოლოდ შენს ფანტაზიაშია.

ვიღაც ბრანოვერი ვიკიპედიაშიც კი არ არის და გასაგებია როგორ წყაროსაც წარმოადგენს.

ციტატა
მეტად საინტერესო ცნობას გვაწვდის ასევე ლოს-ანჟელესის მთავარეპისკოპოსი ანტონი:
"სარწმუნოების მტრებმა, როდესაც მოკლეს მეფე მარტვილი ნიკოლოზ II, ეკატერინბურგში იპატიევის სახლის სარდაფის კედელზე დატოვეს კაბალისტური წარწერა:
_"აქ მოიკლა მართლმადიდებელი მეფე მართლმადიდებლური სახელმწიფოს დასარღვევად".


ღრმად პატივცემულ (და ალბათ მსუქან) ლოს-ანჟელესის მთავარეპისკოპოს ანტონს სხვა რაიმე საინტერესო ფაქტიც ხომ არ გახსენებია?

ერთ ამბავს გეტყვი, რომელიც ფაქტია ანტონის გამხმოვანებელის ფანტაზიებისგან განსხვავებით. რუსეთში ორი მონასტერი იყო ერთმანეთის ახლოს, ერთში მხოლოდ ბერები ცხოვრობდნენ, მეორეში მხოლოდ მონაზვნები. რაღაც პერიოდის უკან მათ შორის გათხრები დაიწყეს და აღმოაჩინეს ტუნელი, რომელიც ამ ორ მონასტერს აერთებდა და ასევე აღმოაჩინეს ჩონჩხთა უზარმაზარი სანახავი, სასაფლაოსავით, სადაც მხოლოდ ჩვილი ბავშვის ზომის ჩონჩხები იყო. აი ეს, წმინდა განდგომილებმა ჩაიდინეს და ძალიან სანდო ადამიანისგან მაქვს მოსმენილი. შემიძლია მონასტრის სახელიც ვკითხო შემდეგ შეხვედრაზე, რომ დაძებნო და დარწმუნდე.


ამერიკამ სერბეთს კოსოვო სულ სხვა მიზნით წაართვა. პოლიტიკური იყო ეს მიზანი და არა რელიგიური. აშშ-მ ამ სვლით ევროპა და მათთან ერთად ძალიან ბევრი სხვა ქვეყანა დაასუსტა, რადგან გაზარდა ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დამოუკიდებლობის მოპოვების იმედი და შესაბამისად სეპარატიზმისა და განხეთქილებების რაოდენობა. ამასთან გაიჩინა ძლიერი და თანაც მუსულმანური საყრდენი ევროპაში - კოსოვო, რომელიც ბევრად უფრო კარგი მოკავშირე იქნება ამერიკის, ვიდრე სერბეთი, რადგან კოსოვომ დამოუკიდებლობა ამერიკის წყალობით მოიპოვა და ყველაფერს მას უნდა უმადლოდეს. ამერიკას კი სერბეთის სასარგებლოდ რომ გადაეწყვიტა საქმე, სერბეთი მისი მოკავშირე არ გახდებოდა, რადგან ამ ამბავს უბრალოდ სამართლიანობის აღდგენად და ამერიკის მოვალეობად ჩათვლიდა. ასე რომ ამერიკამ გააკეთა ის, რაც მას აწყობდა პოლიტიკურად და ამას არანაირი კავშირი არ აქვს მართლმადიდებლობასთან რაღაც წარმოსახვით ბრძოლასთან.

ციტატა
რაც შეეხება მსოფლიო ბატონობას _ ეს მასონობის უპირველესი ამოცანაა, ვინაიდან მისი საბოლოო მიზანია ყველა ადამიანის, განურჩევლად სარწმუნოებისა და ეროვნებისა, ერთ მსოფლიო კავშირში გაერთიანება.


ეს ვის არ უნდა? არ მითხრა მართლმადიდებლობას იგივე არ უნდაო. ნებისმიერი მსოფლთმხედველობის მიმდევარს აქვს ასეთი სურვილი (მოსახლეობის "სულერთიათა" 80%-იან ნაწილს თუ არ ჩავთვლით).

ციტატა
"ამერიკის შეერთებული შტატების" შექმნისა და ევროპის გაერთიანების შემდეგ, განუწყვეტელი მუშაობა მიმდინარეობს "მსოფლიოს შეერთებული შტატების" შექმნისათვის. ამ მიზნის განხორციელებას წინ ეღობებიან პიროვნული ღმერთის აღმსარებელი რელიგიები და ეროვნული სახელმწიფოები.


ეროვნულობა, რელიგიურობის ნიშნით დაყოფა, ასეთი ნიშნებით მოსახლეობის შემადგენლობის გადარჩევის დრო წავიდა. ამ ნიშნებით დისკრიმინაციის დრო წავიდა. ახლა ბრძოლა ეროვნულობის ან რელიგიურობის მიხედვით კი აღარ გაგრძელდება, არამედ ენის მიხედვით. დღეს მსოფლიოში გაბატონებული ენა ანგლო-საქსების ენაა. აშშ ანგლო-საქსების კულტურის გამგრძელებელია, მათ ენაზე ლაპარაკობს, მათ შექმნილ წიგნებს კითხულობს როგორც მშობლიურს, მის ენაზე ქმნის ახალს და ამდიდრებს ინგლისურ, ანუ ანგლო-საქსურ ენას.

აშშ ანგლო-საქსების ქვეყანაა, რომელმაც სრული დამოუკიდებლობის იმიჯი მოირგო, კი არ მოირგო, მართლაც ასეთია და სწორედ ამიტომ, უცხოელები ივიწყებენ საკუთარ ფესვებს, ამერიკელებად ადვილად იქცევიან და ანგლო-საქსური კულტურისთვის აგრძელებენ გარჯას. ეს ადამიანურ რესურსებზე ნადირობაა. მაგალითისთვის, კომპიუტერულ ქსელებში საქართველო ნულია, ეს სფერო ანგლო-საქსურ ენაზე შეიქმნა და როცა რამე ტერმინს ვამბობთ, ქართულ სიტყვებს კი არ ვიყენებთ, არამედ ინგლისურს. საქართველოში კომპიუტერული ტექნიკური ენა ქართულის მაგივრად ანგლო-საქსური ენაა.

ჯერ ერთ სფეროში შეიცვლება სალაპარაკო ენა, რადგან მშობლიურ ენას იმდენი მოლაპარაკე არ ყავს, რომ მასზე 100-ჯერ მეტი ადამიანის შემოქმედებით უნარს საკუთარი მცირერიცხოვანი მოსახლეობის უნარით გაუტოლდეს. მერე მეორე სფეროში შეიცვლება სალაპარაკო ენა, რადგან ამ სფეროშიც სიახლეს და შესაბამისად ახალ სიტყვებს უცხო ენაზე ქმნიან და ეროვნულ ენაზე არათუ ვერ ქმნიან, ვერც კი თარგმნიან. მერე ნელ-ნელა ხელოვნების ენაც პირველ რიგში ანგლო-საქსური გახდება, რადგან მათ 100-ჯერ მეტი ადამიანური რესურსი აქვთ და 100-ჯერ მეტი წიგნის და პიესის თარგმნა შეუძლიათ. ეროვნული ენა კი, მცირერიცხოვან მოსახლეობაში ნელ-ნელა გამოიფიტება, და მოკვდება.
ასე რომ ნებისმიერი ძალით გვჭირდება ადამიანური რესურსის მოზიდვა, გინდაც ეს იყოს თურქი მესხი, რომელსაც, თუ საქართველოში დააბრუნეს, მე ქართველს ვუწოდებ, გინდაც ეს იყოს ნახევარმილიონიანი ქალაქი სავსე ჩინელებითა და ინდოელებით, რომლების დასახლების შემდეგაც ისინი უნდა გავაქართველოთ - ეს იქნება ჩვენი უმთავრესად გადასაწყვეტი ამოცანა, რაც გვაჩვენებს, შეგვიძლია თუ არა გავუძლოთ მომავალს. თუ შევძელით, რომ საქართველოს მოქალაქეობა ქართველობის სინონიმად ვაქციოთ - ჩინელმა და ინდოელმა საკუთარ თავს ქართველი უწოდონ და ქართულად იმეტყველონ, თუ დავძლიეთ სულელური ქსენოფობია და ხელისუფლებამ სწორი პოლიტიკა გაატარა. შეიძლება ქართულ ენაზე მეტყველებსაც გაგვაჩნდეს მომავალი და შეიძლება 3-4 საუკუნეში, როცა 9-10 ენა და შესაბამისად ამდენივე ერი დარჩება, ერთ-ერთი ქართული იყოს.
აი ამ საკითხზე ადრე თუ გვიან თემასაც დავწერ.

ციტატა
სახელმწიფოებრივ შერწყმასთან ერთად მიმდინარეობს სარწმუნოებრივი აღრევაც, რაც მდგომარეობს "ეკუმენისტურ" და "პან-ეკუმენისტურ" მოძრაობაში.


შენვე ძალიან ლიბერალურად ახსენე რამდენჯერმე მუსულმანობა და მუჰამედი. რაშია საქმე?


რა თქმა უნდა იქ შენს მიერ ვითომ გაზეთებიდან ამოკრეფილი ბლავატსკაიას ან მასონური კონგრესების ციტატები ჭორია, რისი საბუთიც დარწმუნებული ვარ არ გაქვს. შენს გულში ჩაიხედე და გამოტყდი, რამდენად სანდოა შენი წყარო.


რაც შეეხება ლუციფერს, მგონი მართლაც დასაფასებელია ის გამბედაობა, რაც მან გამოიჩინა, როცა გაბედა ის, რაც გაბედა.

ასევე დასაფასებელია გველი, რომელმაც ადამი და ევა შეაცდინა, რადგან რომ არა ის გველი, ჩვენ არ ვიარსებებდით, არ იარსებებდა არც სიყვარული, არც მშობელი, არც მეგობარი, არც წმინდანი, არც საქართველო, არც სიკეთე და არც ბოროტება. არ იარსებებდა "ის" და მე იმ ღმერთს რა ვუთხარი, რომელიც სიყვარულის საშუალებას არ მოგვცემდა : )) ასე რომ მე პატივს ვცემ გველს, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს არსებობაზე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მილიარდობით ადამიანის არსებობას, როცა ღმერთმა მხოლოდ 2 ადამიანს მისცა არსებობის უფლება. აქედან გამოიტანე დასკვნა, რომელი უფრო დიდია, ღმერთი თუ გველი. : )) ღმერთს თავისი ადგილი აქვს სათავეში, მაგრამ მე გველსაც ვცემ პატივს მოხსენებული მიზეზის გამო.

რაც შეეხება იუდას. რა მოხდა საიდუმლო სერობაზე? ქრისტემ უთხრა მოწაფეებს, ვინც ჩემთან ერთად ჩააწობს ღვინოში (რამდენადაც მახსოვს, დაახლოებით) პურს, ის გამყიდისო. თუ იუდა მის გაყიდვას აპირებდა, ან ბოლოს და ბოლოს როცა ასეთი რამე მოისმინა, რატომ ჩააწო მაინც პური მასთან ერთად? რაშია საქმე? არ არის აქ რაღაც ალოგიკური? პირიქით, იუდას მით უმეტეს არ უნდა ჩაეწო პური ღვინოში. მაგრამ ჩააწო.

ვიქტორ ჰიუგომ გაატარა ერთი იდეა თავის წიგნში "საბრალონი", ეს წიგნი კათოლიკური ეკლესიის მიერ აკრძალულ წიგნთა სიაში შედიოდა ბოლო რამდენიმე ათწლეულის გამოკლებით. მართალია ბოლომდე არ წამიკითხავს, მაგრამ ეჭვი მაქვს, მრავალ მიზეზთა შორის ერთ-ერთი ის იყო, რომ ამ მისტერიას მხოლოდ უმაღლესი დონის მღვდელმთავრებს ანდობდნენ. ჰიუგომდეც მქონდა ეს იდეა გაგონილი და გონებაში კარგად ჩამჯდარი. საკვირველია, რატომ ჩააწო პური იუდამ ქრისტესთან ერთად, მისი სიტყვების შემდეგ. პასუხი ისაა, რომ ქრისტე და იუდა ამაში შეთანხმებულები იყვნენ. იმისთვის, რომ წინასწარმეტყველება ასრულებულიყო, ქრისტე გაეყიდათ და ჯვარს ეცვათ, იმისთვის, რომ ქრისტეს ის გზა დაემთავრებინა, რის გამოც კაცად იქცა, ვინმეს უნდა აეღო თავის თავზე ქრისტეს გაყიდვა. სხვა შემთხვევაში არ გვეყოლებოდა ჯვარცმული, არ გვეყოლებოდა ქრისტე, არ გვეცოდინებოდა ჭეშმარიტი ღმერთის სწავლება.
ქრისტემ იუდას დავალება მისცა - გაეყიდა იგი. მაგრამ ეს იუდას საუკუნო წყევლას, საკუთარი სახელის სამუდამო გმობას მოუტანდა და ცხადია ეს არ უნდოდა. მაგრამ მეორე მხრივ, არ შეესრულებინა ეს დავალება? მაშინ ვინ გაყიდიდა ქრისტეს, როგორ ჩაიგდებდნენ ხელში ურჯულოები, როგორ გამოივლიდა მტანჯველ გზას, როგორ ეცმეოდა ჯვარზე და აღასრულებდა წინასწარმეტყველებას? მაშინ ქრისტე ღმერთად არ გვეყოლებოდა და კაცობრიობის ცხოვრებაში არ შემოვიდოდა ის სინათლე, რაც ქრისტიანობამ შემოიტანა - საკუთარი თავის გაწირვა სხვების საკეთილდღეოდ. ქრისტეს გარეშე კიდევ ძალიან დიდი ხანი დარჩებოდა წყვდიადი. ქრისტემ ცხოვრების აზრი მისცა კაცობრიობას, სული ჩაუდგა მომაკვდავს და ბიძგი მისცა, ხელმეორედ მისცა კაცობრიობას სიცოცხლე. რა უნდა გაეკეთებინა იუდას, ყველაფერი ეს უარეყო და საკუთარ სახელზე ეზრუნა? თუ პირიქით, გაეწირა საკუთარი სახელი, მაგრამ კაცობრიობისთვის სინათლე მიეცა? იუდას ეს ორი არჩევანი დაუტოვა ქრისტემ და მართალია პურის თასში ჩაწობა ძალიან არ უნდოდა, მაინც გააკეთა კაცობრიობისათვის. იუდა თითქმის ისეთივე გმირია, როგორიც ქრისტე. ქრისტე ღმერთია და იუდა წმინდანი.

ასე რომ გარკვეულწილად პატივს ვცემ ლუციფერსაც, გველსაც და იუდასაც (თუ ამ უკანასკნელის ნაბიჯის მოცემულ ვერსიას ვიგულისხმებთ). უცნაურია მათი ღირსებების დაუფასებლობა.


შემდეგ,
ციტატა(Rhaegar @ Mar 7 2012, 18:46) *
დაჩი

გახსოვდეს, მეორე არჩევანიც გაქვს, უფრო ადვილი და სასიამოვნო, - შეგიძლია დანებდე.


დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ ჩემს ამ მონიშნულ პოსტს სულაც არ შეუძლია ვინმე გზიდან შეაცდინოს. პირიქით, ამის წაკითხვა და ეს აზრი იმდენად საზიზღარი და გულის ამრევია, რომ ადამიანს დასახული მიზნისკენ სვლაში უფრო მედგარს გახდის. კარგად ვიცი, რომ შენ არასოდეს შეწყვეტ საქართველოს კეთილდღეობაზე ფიქრს, მაგრამ რეალურადაც შეძლებ რაღაცის გაკეთებას, თუ ფანატიზმის მაგივრად გონებას გაიხსნი და მოვლენებს რეალისტურად შეხედავ. : ))

რაც შეეხებათ მასონებს, გირჩევ შეეგუო, რომ არც-ერთი ხელშესახები ფაქტი არ არსებობს მათ მიერ ჩადენილი ცუდი საქმისა. ეს უბრალოდ ერთ რამეზე მეტყველებს, მართლა მაგრები და როგორც ჩანს კეთილი განზრახვით სავსენი არიან და ჯობია წარმოსახვითი მტრის ნაცვლად რეალობას ებრძოლო. და თუ ამათ წინააღმდეგ ბრძოლას აპირებ, მაშინ მათივე მსგავსი გასაიდუმლოებული საზოგადოება უნდა შექმნა და კარგად აითვისო მათი საძმოს სიმტკიცისა და წარმატების მიზეზები. ცნობილია, ქრისტიანები გარკვეულწილად შემწყნარებლები იყვნენ და ერეტიკოსებისგანაც კი, კარგს ან საკუთარი რელიგიისათვის გამოსადეგს სწავლობდნენ, ითვისებდნენ, იყენებდნენ. გამოიყენე მათი წარმატების გზები. ოღონდ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მეც და საქართველოსაც გაუხარდება, რომ შენი ენერგია წარმოსახვითი მტრის ნაცვლად რეალური მტრის წინააღმდეგ მიმართო. : )


და კიდევ ერთი! ფორუმი იმისთვისაა, რომ დისკუსიები მოხდეს, კამათში იბადება ჭეშმარიტება. თუ შენ კამათს და აზრთა მოკლე გაცვლა-გამოცვლას გაურბიხარ, ვერავის დაარწმუნებ შენს სიმართლეში. ამ შენს უზარმაზარ პოსტებს კი თითქმის არავინ კითხულობს, რადგან ფორუმზე მსჯელობისთვის შემოდიან და სტატიებს კი გაზეთებში და ელ-გაზეთებში ეძებენ. მე შენს პოსტებს ათასში ერთხელ თუ წავიკითხავ ხოლმე, რადგან მაინტერესებს როგორ მსჯელობენ ფანატიკოსები, შეიძლება ჩემს მომავალ დაკვირვებებში გამომადგეს : )) მაგრამ მონდომებულ ფანატიკოსზე დაკვირვებას მირჩევნია ნამდვილად მოაზროვნე რეალისტის პოსტები ვიკითხო : ))

ჯობია შეხვიდე ხოლმე დისკუსიებში და უფრო მეტს გაიგებ, სხვებსაც უფრო მეტს გააგებინებ და ჭეშმარიტებაც უკეთესად გამოჩნდება.


--------------------
True Blood. BLOOD OF THE HEROES!
Go to the top of the page
 
+Quote Post
kaxakaxa
პოსტი May 14 2012, 0:38
პოსტი #399


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 622
რეგისტრ.: 26-May 09
მდებარეობა: სკამი
წევრი №: 6,806
კურსი:--


ციტატა(levchi @ Feb 10 2008, 13:02) *
რა აზრის ხართ?


თუ კარგად გვესმის გლობალიზაციის მნიშვნელობა, მაშინ მივხვდებით რომ საშიში ამაში არაფერია.

საგარეო ურთიერთობები ისევე საჭიროა როგორც სხვა დანარჩენი მაართველობის დროს. საზღვრები იმისთვის არ მოიგონეს რომ ჩაიკეტოს default.gif


--------------------
[font="Verdana"]Pacunia non olet[/font]
[video]http://www.youtube.com/watch?v=z4ReZlJy3Uk&feature=my_liked_videos&list=LLZljw1Ihdax-eVE16VfxahA[/video]
Go to the top of the page
 
+Quote Post
31 გვერდი V  « < 29 30 31
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th November 2019 - 8:01
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank