გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


3 გვერდი V  < 1 2 3  
Reply to this topic Start new topic
 ირანი, ახალი რევოლუცია?
 
დაჩი
პოსტი Jan 19 2012, 9:10
პოსტი #27


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


რუსეთი საჭურვილით ეხმარება ირანსა და სირიას

რუსეთმა სირიას გაუგზავნა თანამედროვე, საუკეთესო С-300 სახის რაკეტები.
С-300 სარაკეტო მოწყობილობები თანამედროვე საჰაერო თავდაცვის უმძლავრესი საჭურვილია, რომელსაც შეუძლია ერთდროულად 100-მდე სამიზნე აღმოაჩინოს და 12 სამიზნეს ერთდროულად შეუტიოს. მისი განლაგება ძალიან სწრაფად ხდება და ადვილია მისი გამოყენება.
რუსეთი ადრე ცდილობდა ამ მძლავრი სარაკეტო დანადგარების ირანისათვის მიყიდვას, მაგრამ აშშ-ის და ისრაელის ზეწოლით ეს გარიგება ჩაიშალა და ფული უკან დაუბრუნდა ირანს. სირიაში განლაგებული რაკეტებისა და რადარების ფულიც ირანმა გადაიხადა, როგორც ცნობილია.
თუმცა აშშ დარწმუნებულია არ არიან, ირანმა უკვე მოახერხა თუ არა ცალკეული რუსული რაკეტების განლაგება ირანში.
რუსეთი და სირია ერთად ცდილობენ თავდაცვითი ღონისძიებების გატარებას და საჭიროების შემთხვევაში მზად არიან მოიგერიონ აშშ-სა და ნატოს თავდასხმები.

რუსეთის სამხედრო გემებმა სირიის სანაპიროს მიაღწიეს და სხავა აღჭურვილობასთან ერთად ჩამოიტანა С-300 სახის თანამედროვე რაკეტები, სამხედრო მრჩევლები, რომლებიც რაკეტების გამოყენებას ასწავლიან სირიელებს.
რუსეთი დაუშვებლად მიიჩნევს სირიაზე მასონური დაჯგუფების ქვეყნების თავდასხმას და მიაჩნია, რომ თავდასხმელებმა წითელი ხაზი გადაკვეთეს, რასაც რუსეთი არ მოითმენს. ამას იუწყებიან რიგი არაბული გაზეთებისა, მათ შორის"ალ კუდს ალ არაბი".
რაკეტების განლაგებასთან ერთად, რუსეთი სირიაში განალაგებს თანამედროვე "რადარებს", რომლებიც განთავსდება სამხედრო შენობებთან და სახელმწიფო მნიშვნელობის საწარმოებთან ახლოს. რადარები აგრეთვე განლაგდება სირიის ჩრდილოეთსადა სამხრეთში, რომლებიც მეთვალყურეობას გაუწევენ სირიის საზღვრებს, რათა აღკვეთილი იქნას საჰაერო თავდასხმები ისრაელის და თურქეთში განლაგებული ნატოს სამხედრო ბანაკიდან. რადარები მეთვალყურეობენ თურქეთის ქალაქ იჯილიკის მხრიდან შესაზლო თავდასხმებს, სადაც ნატოს ძალებია განლაგებული.
რუსეთმა რახანია აღიარა პალესტინის სახელმწიფო და მჭიდრო კავშირი დაამყარა მასთან. რუსეთს ურთიერთობა აქვს ღაზის არაბებთან და იქ გამაგრებულ „ჰამასთან“ ისე, როგორც დასავლეთ სანაპიროსთან და გაერთიანება „ფათეჰთან“.

რუსეთი ურთიერთობს ლიბანში არსებული „ჰესბოლასადმი“. „ჰამასსა“ და „ჰესბოლას“ მასონური დასავლეთი, ისრაელისა და აშშ-ს მტრად აღიქვამს და საყვედურობს რუსეთს მათთან კავშირებისთვის.
რუსეთი, რა ხანია, საკუთარ მიზნებს ატარებს და მტკიცედ იკავებს ადგილს ახლო აღმოსავლეთის საკითხის მოსაგვარებელ ჯგუფში – აშშ, რუსეთი, გაერო, ევროკავშირი.

გასული წლის გარედან მართვადმა არაბულმა "რევოლუციებმა" გავლენა იქონიეს არა მარტო ახლო აღმოსავლეთისა და არაბული ქვეყნების, არამედ მსოფლიოზე. მართვადი "რევოლუციების" შედეგად არაერთი არაბული სახელმწიფოს მმართველობა დაემხო. ჯერი სირიაზე მიდგა.
ერთი წელია ამ ქვეყანაში მიმდინარეობს გამოსვლები, შეიარაღებული დაპირისპირება მეამბოხეებს-ხელისუფლებას შორის. მასონური დაქვემდებარების ქვეყნები გადაჭრით მოითხოვენ სირიის პრეზიდენტის გადადგომას. მკაცრ შეზღუდვებს უწესებენ სირიას, რასაც მკვეთრად ეწინააღმდეგება რუსეთი.
სირიის ხელისუფლება მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთთან და რომ არა მხარდაჭერა, სირიას თავსდაესხმებოდნენ მასონური დაჯგუფების ქვეყნები. რუსეთი მიზანშეუწონლად მიიჩნევს ზალის გამოყენებას და მოითხოვს ასადის ხელისუფლებასთან, მოლაპარაკების გზით, სირიის შიდა გართულებების მოწესრიგებას.
სირიის დაპყრობა მასონური დაჯგუფების მიერ, ახლო აღმოსავლეთში რუსეთის შესუსტების მომასწავლებელი იქნება. ამდენად, რუსეთი ცდილობს, მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადოს ბაშარ ასადის მთავრობას. მხარდაჭერის გამომხატველია რუსეთის ავიამზიდის „ადმირალ კუზნეცოვის“ და მისი თანმხლები გემების სირიის ნავსადგურ ტარტუსში შესვლა.

სამხედრო გემები გავიდნენ ჩრდილოეთის ზღვის პორტ სევერომორსკიდან ხმელთაშუა ზღვისკენ. ავიამზიდს ახლავს გემი „ადმირალი ჩაბანენკო“, აგრეთვე სხვადასხვა დანიშნულების გემები: „ნიკოლაი ჩიკერი“, „სერგეი ოსიპოვი“, „ვიაზმა“ და „კამა“. ჩრდილოეთის ზღვიდან, ატლანტიკის ოკეანის გავლით, ხმელთაშუა ზღვაში შესვლასთან ერთად მას შეუერთდნენ გემები: „იაროსლავ მუდრი“, „ლენა“ და „ლადნი“.
„კუზნეცოვზე“ არის CУ-33 კლასის 26 ავიაგამანადგურებელი, 18 გემსაწინააღმდეგო Ка-27 კლასის შვეულმფრენი, 4 შორი მანძილის რადიოსალოკაციო Ка-31 სახის შვეულმფრენი, 2 სამძებრო შვეულმფრენი К-27 ПС. „ადმირალს“ აქვს გემთსაწინააღმდეგო რაკეტების 12 დანადგარი, რომელიც უზრუნველყოფს „გრანიტის“ კლასის რაკეტების გაშვებას.

სირიის წ***ბში „ადმირალ კუზნეცოვის“ გამოჩენამდე პენტაგონმა ახალი ატომური ავიამზიდი CVN-77 „ჯორჯ ბუში“ მიავლინა, 2 სარაკეტო კრეისერითა და 2 სარაკეტო გემით. „ბუშზე“ 68 ავიაგამანადგურებელი და შვეულმფრენია განთავსებული, სხვა სახის თვითმფრინავები და შვეულმფრენები.
ორი ძალის ერთმანეთთან შედარებისას უპირატესობა ამერიკელთა მხარეზეა, მაგრამ დაპირისპირებამ მძიმე შედეგი შეიძლება გამოიწვიოს.
უცხოური წყაროების ცნობით, „ჯორჯ ბუშმა“ „ადმირალ კუზნეცოვის“ სირიის წ***ბში გამოჩენამდე დატოვა იქაურობა, რითაც მოსალოდნელი დაძაბულობა განელდა.


--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
დაჩი
პოსტი Feb 7 2012, 22:37
პოსტი #28


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


ირანი საგანგებოდ გვაფრთხილებს -
თვითმარქვია ნაც-ხელისუფლებასა და ქართველი ერს

2012 წლის 5 თებერვალს, ირანი მაჰმადიანური რევოლუციის მცველთა ერთობის მეთაურის მოადგილე ჰუსეინ სალამიმ „როიტერს“ განუცხადა:
„ირანი შეუტევს ნებისმიერ ქვეყანას, რომლიც ირანის წინააღმდეგ თავდასხმისათვის იქნება გამოყენებული. ნებისმიერი სახელმწიფო, საიდანაც მოწინააღმდეგე ირანის მიმართ მტრულ მოქმედებას განახორციელებს, ჩვენი შეიარაღებული ძალების მხრიდან საპასუხო დარტყმას მიიღებს“.

ეს გაფრთხილება იყო საქართველოსთვის – მისი თვითმარქვია ნაც-ხელისუფლებისა და ქართველი ერისათვის.

თბილისი, 7 თებერვალი, საქინფორმი. თანამემამულენო!
მდგომარეობა ირანის გარშემო დღითი დღე იძაბება – დროის ათვლა უკვე საათებზე მიდის და ომი შესაძლოა, ხვალაც კი დაიწყოს. მართალია, სახელმწიფო მოღვაწეთა გაკეთებულ განცხადებებში ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების სხვადასხვა თარიღს ასახელებენ, მაგრამ ერთ რამეში ყველა ერთმანეთს ემთხვევა: ომი, რომელიც შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს, გარდაუვალია და დაიწყება არაუგვიანეს ა.წ. ივლისისა.

საქინფორმი მუდმივად აცნობდა მკითხველს ამ საჭირბოროტო თემაზე მასალებს მსოფლიო ცნობებიდან, გამოაქვეყნა უამრავი მსჯელობა, ცნობილი მეცნიერები და მცოდნეები მოვლენათა შესაძლო განვითარებაზე მსჯელობდნენ და გვაფრთხილებდნენ საქართველოსათვის მომაკვდინებელი საფრთხის შესახებ, ამ ომში მისი ჩათრევის შემთხვევაში.
ქართველებო შეჩერდით! დაფიქრდით!
2012 წლის 30 იანვარს კი საქინფორმმა გამოაქვეყნა წერილი სათაურით „თქვენ რას ფიქრობთ, ქართველებო?“,
რომელშიც ეწერა:
„დღეს თვითმარქვია ხელისუფალი სააკაშვილი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდება და, როგორც მცოდნეები ვარაუდობენ, ფარულად მისცემს თანხმობას საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბანაკების განთავსებაზე. თქვენ რას ფიქრობთ, ქართველებო?
თანახმა ხართ, რომ ჩვენთან ამერიკის სამხედრო თვითმფრინავები, გემები, რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარები განლაგდეს და საქართველომ ამერიკასთან ერთად ირანის წინააღმდეგ იომოს?“
და აი, როგორც ჩანს, ჩვენი ყველაზე ცუდი ვარაუდები მართლდება. ამიტომ დღეს საქინფორმი მიმართავს საქართველოს ყველა მოქალაქეს – მათი ეროვნული, სარწმუნოებრივი კუთვნილების მიუხედავად - საგანგებო განცხადებით:

სანდო ცნობის თანახმად, რომელიც, უეჭველია, უახლოეს ხანებში მსოფლიო საზოგადოებრიობისთვის გახდება ცნობილი, აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების ამასწინანდელი შეხვედრისას თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ბარაკ ობამამ დაითანხმა მიხეილ სააკაშვილი ირანზე დარტყმის შესაძლებლობის შესახებ. გარდა ამისა, ამერიკის მეთაურმა მოსთხოვა, დაუთმოს საქართველო (საჰაერო სადგურები) ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავების გაფრენისათვის, რომელიც ირანს შეუტევს.
როგორც მოსალოდნელი იყო, სააკაშვილი არც კი დაფიქრებულა თავისი ქვეყნისათვის შესაძლო შედეგებზე და დიდი სიამოვნებით დათანხმდა ირანთან ომში საქართველოს ჩართვაზე, რამეთუ ეს პატივად და ნატოში გაწვრიანების გზაზე მორიგ ნაბიჯად მიიჩნია (ავღანეთში „ISAF“-ის ოპერაციაში ქართველი სამხედროების მონაწილეობასთან ერთად).
საქინფორმისათვის უცნობია, როგორ შეიტყო ამ შეთანხმების შესახებ ირანის ხელისუფლებამ – პრეზიდენტები ხომ პირისპირ საუბრობდნენ დახურულ კარს მიღმა. გამორიცხული არ არის, რომ სააკაშვილს, რომელიც ვაშინგტონიდან მიუნხენს გაფრინდა, რათა ა.წ. 5 თებერვალს უსაფრთხოების საკითხებზე 48-ე შეკრებაზე სიტყვით გამოსულიყო, შემთხვევით წამოსცდა, ანდა საგანგებოდ იტრაბახა ძლიერ ბატონთან – აშშ-თან მიღწეული შეთანხმებით, რომელსაც უკვე მესამედ – ერაყისა და ავღანეთის შემდეგ – დასჭირდა პატარა საქართველოს დახმარება.
ასევე, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ცნობის გაჟონვა აშშ-ის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ იყო მოწყობილი და ირანის დაზვერვისათვის გახლდათ განკუთვნილი, მაგრამ ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა.
მნიშვნელოვანია მარტო ის, რომ ირანის საპასუხო განცხადებას არ დაუყოვნებია:
იმავე დღეს – 2012 წლის 5 თებერვალს, მაჰმადიანური რევოლუციის მცველთა ლაშქრის მეთაურის მოადგილე ჰუსეინ სალამიმ „როიტერს“ განუცხადა: „ირანი შეუტევს ნებისმიერ ქვეყანას, რომლიც ირანის წინააღმდეგ თავდასხმისათვის იქნება გამოყენებული. ნებისმიერი ქვეყანა, საიდანაც მოწინააღმდეგე ირანის მიმართ მტრულ მოქმედებას განახორციელებს, ჩვენი შეიარაღებული ძალების მხრიდან საპასუხო დარტყმას მიიღებს“.

ეს იყო საქართველოსთვის განკუთვნილი განცხადება – მისი თვითმარქვია ნაც-ხელისუფლებისა და ქართველი ერისათვის.

ასევე, გატყობინებთ, რომ ირანის სამხედრო მხედართმთავრობამ უკვე შეიმუშავა იმ ქვეყნებზე საპასუხო დარტყმისათვის ღონისძიებათა გეგმა, რომლებმაც თავისი ქვეყანა დაუთმეს აშშ-ს და მის თანამზრახველებს. კერძოდ, ირანზე აშშ-ის იერიშის შემდეგ სავარაუდოა საპასუხო დარტყმა საქართველოს სამხედრო და სამოქალაქო შენობებზე (უწინარესად – საჰაერო სადგურებზე, სამხედრო ნაწილებზე, ნავთობისა და გაზსადენებზე, ნავსადგურებზე, სადგურებსა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უბნებზე, რომლებიც ჩვენში, როგორც ცნობილია, ყველაზე მჭიდროდ დასახლებული – თბილისისა და სხვა ქალაქების უშუალო სიახლოვეს მდებარეობს).
საქართველოში (ისრაელისა და არაბეთის მონარქიებისგან, ასევე, კავკასიელი მეზობლების – სომხეთისა და აზერბაიჯანისგან, განსხვავებით) ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე დანადგარების არარსებობის პირობებში, რომლებსაც ირანის რაკეტების შეჩერება შეუძლია, უნდა ვივარაუდოთ, რომ საპასუხო დარტყმის შემთხვევაში საქართველო ირანისათვის იოლი და მოწყვლადი მიზანი იქნება (ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, რომლებიც შეთანხმების მიხედვით «КЗакВО»-მ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გადასცა, ე. შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ბარბაროსულად გაიძარცვა და გაიყიდა, ხოლო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარები, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დანაყოფი, განადგურებული იქნა).
თანამემამულეებო!
მსოფლიო ეკონომიკური გასაჭირის პირობებში, იმპერიებს შორის, ბატონობისათვის დაუნდობელი და შეუნიღბავი ბრძოლა მიმდინარეობს. მაშ, რისთვის სჭირდება საქართველოს, რომლის მოსახლეობაც დღეს 2.5 მლნ კაცამდე შემცირდა, ამ ბრძოლაში ჩართვა ოკეანისგაღმა იმპერიის – ამერიკის შეერთებული შტატების, მხარეს, სადაც, საქართველოსგან განსხვავებით, ირანული რაკეტები ვერ მიაღწევს?!
აშშ-ის ამბიციების გამო ჩვენი შვილები 2008 წლამდეც იღუპებოდნენ ერაყში, დღესაც იღუპებიან ავღანეთში. შედეგად კი ქართული მიწების 20% დავკარგეთ, ძმებთან და უახლოეს მეზობელთან ვიჩხუბეთ...
ამ ომებმა ათასობით ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლეც და ამერიკის ხაზინიდან მილიარდობით დოლარი შეიწირა, რითაც ამ ომებწაგებული ამერიკის ისედაც ასტრონომიული საგარეო ვალი (135 ტრილიონი დოლარი !!!) კიდევ უფრო გაზარდა!

ინაღვლა კი საქართველოს ხელისუფლებამ 60 ათასი ფერეიდნელი ქართველის ბედზე ირანში?!
განა მათთვის არ ამზადებენ ასობით მცოდნესა და მასწავლებელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, განა შარშან მათ არ ეპატიჟებოდნენ სამშობლოში, საქართველოში, დასაბრუნებლად პრეზიდენტი სააკაშვილი და პატრიარქი ილია II?

მივმართავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II, რომელმაც აღორძინებული საქინფორმი აკურთხა: თქვენო უწმიდესობავ, შეეცადეთ, შეაჩეროთ ეს უგუნურნი, როგორც არაერთხელ გიცდიათ ეს!
მივმართავთ ოპოზიციას: დროებით მაინც შეწყვიტეთ ხელისუფლებისათვის ბრძოლა, იბრძოლეთ საქართველოს გადასარჩენად!

მივმართავთ ხელისუფლებას: STOP, სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის, უკან დაიხიეთ, ნუ დაღუპავთ საქართველოს, რადგან თუ საქართველო არ იარსებებს – არ ვიქნებით ჩვენც, მისი ერი და თქვენც, მისი ხელისუფლება...

საქინფორმის საგანგებო განცხადება: STOP, MIKHEIL! .


(წერილი თარგმნილია, შესწორებულია ქათულად)


--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
დაჩი
პოსტი Feb 9 2012, 17:33
პოსტი #29


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


ახმადინეჟადი:
“აშშ და ევროპა დემოკრატიის სახელით სამყაროს ძარცვავენ”

2012 8 თებერვალი


ირანის თავკაცის განცხადებით ამერიკა და დასავლეთის სხვა ქვეყნები დემოკრატიის სახელით სამყაროზე გაბატონდნენ
ამერიკამ და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა დემოკრატიის სახელით გარკვეული ორგანიზაციები შექმნეს და სამყაროზე განატონდნენ და დღესდღეობით მსოფლიოში უდიდეს მძარცველებად იქცნენ. მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დღეს თეირანში გამართულ ისლამური გაერთიანების 25–ე საერთაშორისო ყრილობაზე დასძინა დასავლეთის დემოკრატია უდიდეს სიცრუეს წარმოადგენს და სახალხო მმართველობის შექმნა შეუძლებელია საერთო ლოზუნგებისა და გაერთიანების გარეშე. დემოკრატია თავისი დასავლური ხასიათიდან გამომდინარე ადამიანთ გარკვეული სახით დამცირებას შეადგენს სიონისტთა და კაპიტალისტთა მხრიდან. ირანის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა ასევე დასძინა სიონისტები , რომელნიც ამერიკაში გაბატონდნენ, წარსულის გათვალისწინებით უკვე მიხვდნენ, რომ მონათმფლობელობითა და ძალადობით საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწევენ. ამიტომაც მათ გადაწყვიტეს, რომ სამყაროზე ახალი , თანამედროვე ძალა გაამეფონ , რომლის მოჩვენებითი სახე დემოკრატია, თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვაა, თუმცაღა შინაგანად იგი ძალადობასა და ადამიანთა გენოციდს ემყარება. აჰმადინეჟადის თქმით ყოდსის ოკუპანტი რეჟიმი სამყაროზე გაბატონებისათვის შეიქმნა და ევროპულ და ამერიკულ მთავრობებთან მეგობრობის წინაპირობა სიონისტურ რეჟიმთან მეგობრობაში გამოიხატება.


--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
kaxakaxa
პოსტი Feb 23 2012, 22:31
პოსტი #30


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 622
რეგისტრ.: 26-May 09
მდებარეობა: სკამი
წევრი №: 6,806
კურსი:--


ვენაცვალე ირანს, წარბს ვერავინ ასწევს. ბირთვული იარაღი აქვს და თუ საჭიროა აგინებს ამერიკას


--------------------
[font="Verdana"]Pacunia non olet[/font]
[video]http://www.youtube.com/watch?v=z4ReZlJy3Uk&feature=my_liked_videos&list=LLZljw1Ihdax-eVE16VfxahA[/video]
Go to the top of the page
 
+Quote Post
3 გვერდი V  < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st July 2019 - 6:25
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank