გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topic Start new topic
 მაიას ცივილიზაცია
 
ninikusa
პოსტი May 16 2008, 21:35
პოსტი #1


ცხოვრებით ვთამაშობ!
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,158
რეგისტრ.: 28-March 08
მდებარეობა: .
წევრი №: 2,722
კურსი:--


თუ ქალაქებს ჩიჩენ-იცას, კოპანს, ტიკალს, იშქუნას და პალენკს ერთი ხაზით შევაერთებთ, დაახლოებით შემოიხაზება მაიას ცივილიზაციის საზღვრები
მაიას ხალხი მისდევდა მიწათმოქმედებას (თუმცა მეტად თავისებურს), რაც შეეხება მესაქონლეობას ეს იყო ერთ-ერთი ცივილიზაცია რომელიც არ იცნობდა არც შინაურ და არც ტვირთმზიდავ საქონელს და, მაშასადამე, არც ბორბალს. მაგრამ მაიას ცივილიზაციას კიდევ ბევრი სხვა თავისებურება გააჩნდა.
1881-1894 წლებში სტეფენსზე ორმოცი წლით გვიან ინგლისელმა Aლფრედ პერსიფალ მუდსლიმ მოიარა ეს ტერიტორია.
საქმე ისაა, რომ მან მცირერიცხოვანი სურათებით საკმარისი გახადა სიცოცხლე ჩაებერა მაიას ძეგლებისათვის, რომლებიც მანმადე თავისი შიშისმომგვრელი ორნამენტებით მხოლოდ უტყვ და პირქუშ ქვის ლოდებად გამოიყურებოდნენ. დიეგო დე ლანდას ნახატებმა მეცნიერებს უჩვენეს, რომ მაიას მიერ ქვაზე და ქვის იარაღით ამოჭრილი ყოველი ორნამენტი, რელიეფი, ფრიზი, ან ცხოველის გამოსახულება დაკავშირებული იყო რაიმე თარიღთან, რომ მაიას ყოველი ნაგებობა გაქვავებული კალენდარია. აქ არავითარ შემთხვევითობას არ ჰქონია ადგილი და ესთეტიკური მხარეც მათემატიკას ექვემდებარებოდა. ქვის სახეების გროვა, მანმადე რომ უაზრო ეგოათ, თურმე გარკვეული შინაარსის მატარებელი ყოფილა. ყოველი უცნაური სახე, თურმე, აღნიშნავდა რომელიმე რიცხვს, ან მთელ კალენდარულ სქემასაც კი. გამოირკვა, რომ ორნამენტი, რომელიც თხუტმეტჯერ მეორდებოდა იეროგლიფთა კიბეზე კოპანში, აღნიშნავდა გასული დროის ციკლებს, ხოლო კიბის სამოცდათხუტმეტი საფეხური კი დღეების რიცხვს ციკლის დასრულების შემდეგ(თხუტმეტჯერ ხუთი). მსოფლიოში არ არსებობს სხვა მაგალითი არქიტექტურისა და ხელოვნების მათემატიკისადმი ასეთი სრული დაქვემდებარებისა. როდესაც მეცნიერება ღრმად შეიჭრა მაიას კალენდრის საიდუმლოებაში, ამ ცივილიზაციამ კიდევ ერთხელ გააოცა მეცნიერება:

მაიას კალენდარი ყველაზე უფრო სწორი ყოფილა მსოფლიოში! ის სულ სხვა პრინციპებზე იყო აგებული, ვიდრე ჩვენთვის ცნობილი დანარჩენი კალენდრები და, ამასთან ერთად, ყველაზე უფრო ზუსტიც. ბევრი წვრილმანი ჯერაც არ არის გარკვეული, ზოგადად კი მისი სტრუქტურა ასეთი იყო: ის შედგებოდა რამოდენიმე ციკლისაგან. პირველი იყო 260 დღიანი ციკლი, რომელშიც მეორდებოდა დღის სახელები და კვირის რიცხვები. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ კვირის დღეებს ჰქონდა რიცხვები ერთიდან ცამეტამდე, მაშასადამე, კვირაში იყო ცამეტი დღე, ხოლო თვის დღეებს ჰქონდა 20 სახელი და, გარდა ამისა, ჰქონდა რიცხვები ნოლიდან ცხრამეტამდე. ამ ციკლს ერქვა “ცოლკინ”-ი (აცტეკურად “ტონალამატლ”-ი). მეორე იყო ოთხწლიანი ციკლი. მასში მეორდებოდა დღის სახელები და თვის რიცხვები. მაიას წელი “ჰააბ”-ი შედგებოდა 365 დღისაგან (18 ოცდღიანი თვისა და 5 დამატებითი დღისაგან). დაბოლოს, იყო მესამე ციკლიც, რომელიც წარმოადგენდა “ცოლკინისა” და “ჰააბის“ ერთგვარ კონბინაციას. ეს არის ე.წ. “კალენდარული წრე”-ორმოცდაცამეტწლიანი ციკლი (13 ოთხწლიანი). ეს ციკლი შედგებოდა 18980 დღისაგან. როგორც ჩვენ ამაში ქვემოთ დავრწმუნდებით, ეს ციკლი განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მაიას ცხოვრებაში. გარდა ამისა მაია ხმარობდა “გრძელ ანგარიშსაც” “ქატუნებით”, ანუ “ოცწლედებით”, რომელიც იწყებოდა რომელიღაც განსაზღვრული საწყისი თარიღიდან.





მაიას საწყისი თარიღი-“4 ახაუ, 8 კუმჰუ”-თავისი ფუნქციით შეესაბამება ქრისტიანული წელთაღრიცხვის საწყის თარიღს, ოღონდ, ვიმეორებთ, მხოლოდ ფუნქციით და არა თარიღით.

ეს წელთაღრიცხვა ისე დაწვრილებით იყო დამუშავებული და ისეთი რთული იყო, რომ მის ვრცელ აღწერას მთელი წიგნი დაჭირდებოდა. ღოგორც უკვე ითქვა, მაიას კალენდარი ყველაზე უფრო ზუსტია. ჩვენ ვცდებით, როცა ვფიქრობთ (ყოველ შემთხვევაში, ჯერ კიდევ ბევრს ჰგონია ასე), რომ ჩვენი კალენდარი ძალიან ზუსტია. სინამდვილეში კი იგი რამდენადმე უკეთესია წინამორბედებზე. ძვ. წ. 238 პტოლემეოს III-მ რამდენადმე გააუმჯობესა ძველეგვიპტური კალენდარი. იულიუს კეისრის სახელთანაა დაკავშირებული ეგრეთ წოდებული იულიუსის კალენდარი, რომელიც იხმარებოდა 1582 წლამდე, როდესაც იგი ახალი, ე.წ. გრიგორიანული კალენდრით შეიცვალა პაპმა გრიგორ XIII-მ. თუ ჩვენ შევადარებთ ამ კალენდრების მონაცემებს წლის ხანგძლივობის შესახებ ასტრონომიულ მონაცემებს, დავრწმუნდებით, რომ ყველაზე უფრო ზუსტი მაიას კალენდარი ყოფილა.

წლის ხანგძლივობაა


იულიუსის კალენდრით 365,250000 დღე


გრიგორიანული კალენდრით 365,242000 ,,


მაიას კალენდრით 365,242129 ,,


ასტრონომიული გამოთვლით 365,242198 ,,

მაგრამ ეს ხალხი, რომელიც უზუსტეს ასტრონომიულ დაკვირვებებს აწარმოებდა და ურთულეს მათემატიკურ გამოთვლებს ახდენდა (ეს კი ლაპარაკობს მისი აზროვნების რაციონალისტურ ხასიათზე), ბოლოს და ბოლოს მისტიციზმში გადავარდა. მსოფლიოში ყველაზე ზუსტი კალენდრის შემქმნელი ხალხი იმავე დროს მისი მონა გახდა.



ჩვენ უკვე ვთქვით, რომ მაია ქალაქი სმცხოვრები ხალხი იყო. Iსინი მოქალაქეები იყვნენ იმ შეზღუდული გაგებით, რა გაგებითაც მოქალაქეები იყვნენ ყველა ევროპელი ხალხი XV საუკუნიდან: ქალაქებში ცხოვრობდნენ გაბატონებული კლასები (დიდებულები და ქურუმები), ქალაქები წარმოადგენდნენ პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრებს, მთელი კულტურის, სულიერი ცხოვრებისა და ეთიკის ცენტრებს. მაგრამ ამ ქალაქებს არ შეეძლოთ ეცოცხლათ გლეხის გარეშე, მიწის ნაყოფის გარეშე და, პირველ რიგში კი, უმთავრესი სამიწათმოქმედო კულტურის გარეშე, რომელიც ჩვენთვის პური იყო, ცენტრალური ამერიკის ხალხებისათვის კი სიმინდი ანუ მაისი.

სიმინდი კვებავდა ქალაქებსა და გაბატონებულ კლასებს, მასზე დაფუძვნებული იყო მთელი ცივილიზაცია. ის უქმნიდა სასიცოცხლო ფართობს ქალქებს, რადგან ქალაქები შენდებოდა იმ მიწაზე, სიმინდი რომ ართმევდა ჯუნგლებს. მაგრამ მაიას საზოგადოებრივ წყობილებას ისეთი მწვავე წინააღმდეგობები ახასიათებდა, რომელიც არც ერთ სხვა საზოგადოებას არ ჰქონია. ამ წინააღმდეგობათა ხასიათი ცხადი ხდება, როდესაც მაიასა და თანამედროვე ევროპულ ქალაქებს ვადარებთ ერთმანეთს. თუმცა თანამედროვე ქალაქებში სოციალური წინააღმდეგობანი აშკარად სჩანან, მაგრამ მათ რამდენადმე არბილებს სხვადასხვა სოციალურ ფენათა დიდი სიმრავლე, ასე ვთქვათ, გარდამავალ საფეხურთა სიმრავლე. მაიას ქალაქებში კი ეს წინააღმდეგობა არაფრით არ იყო შეიღბული. ბორცვებზე იდგა ტაძრები და სასულიერო პირთა და დიდებულთა სასახლეები. ისინი შეკრულ არიალს ქმნიდნენ და თავისი ხასიათით უფრო ციხეებს წააგავდნენ (შესაძლებელია, მათ ხშირად უხდებოდათ ამ როლის შესრულება). ამ ქვის “სიტის” უშუალოდ ეკვროდა ღარიბ-ღატაკთა ხის ქოხმახები: მაიას ხალხი შედგებოდა ერთი მუჭა გაბატონებული ადმიანებისა და ჩაგრულთა უდიდესი მასისაგან. წარმოსადგენადაც კი ძნელია, რაოდენ ღრმა იყო უფსკრული ამ ორ კლასს შორის. რამდენადაც შეგვიძლია ამჟამად ვიმსჯელოთ, მაიას ხალხში არ იყო საშუალო ფენა-ბურჟუაზია.

დიდებულები წარმოადგენდნენ სავსებით გამოცალკავებულ კლასს. თავიანთ თავს ისინი უწოდებდნენ “ალმეჰენოობ”-ს ანუ “დედმაიანებს”, ე. ი. მათ, ვისაც თავისი წარმომავლობის წიგნები ჰქონდა. დიდებულებს ეკუთვნოდნენ აგრეთვე ქურუმები, დიდებულთაგან იყო გამოსული მემკვიდრე მთავარიც “ჰლაჩვინიკ”-ი – “ჭეშმარიტი კაცი”. მთელი ხალხი “დედმამიანები” სასარგებლოდ შრომობდა. მოსავლის ერთ მესამედს გლეხი აძლევდა დიდებულებს, მეორე მესამედს – ქურუმებს და მხოლოდ მესამედი რჩებოდათ პატრონს. გავიხსენოთ, რომ შუასაუკუნეების ევროპაში გლეხური რევოლუციების მიზეზი უმთავრესად იყო ცნობილი “მეათედი”, რომელიც ყველაზე მძიმე გადასახადად ითვლებოდა!

თესვისა და ჭირნახულის აღებისაგან თავისუფალ დროს გლეხებს მონებთან ერთად ამუშავებდნენ მშენებლობებზე. ყოველგვარი საზიდებისა და გამწევი საქონლის გარეშე მათ მიჰქონდათ უზარმაზარი ქვის ბლოკები; რკინის, სპილენძისა და ბრინჯაოს გარეშე, მხოლოდ ქვის იარაღებით კვეთდნენ დიდებულ ქანდაკებებსა და ძეგლებს. თავისი ოსტატობით ისინი არათუ არ ჩამოუვრდებიან ეგვიპტის პირამიდების მშენებელთ, არამედ, ალბათ, ჯობნიდნენ კიდეც.

ეს საზოგადოებრივი წყობა, სრულიად უცვლელი საუკუნეების განმავლობაში, საკუთარ თავში შეიცავდა მოსპობის ჩანასახს. კულტურა და მეცნიერება, რომელშიც ქურუმებმა უდიდეს წარმატებას მიაღწიეს, თანდათან მხოლოდ რჩეულთათვის გახლდა ხელმისაწვდომი. ამ კულტურას აკლდა საზრდო ქვემოდან, აკლდა გამოცდილების გაცვლა-გამოცვლა სხვადასხვა კლასებს შორის. მეცნიერები სულ უფრო ხშირად იყურებოდნენ ზემოთ, ვარსკვლავებისკენ და ივიწყებდნენ მიწას. ის კი მათი ძლიერებისა და არსებობის ერთადერთი წყარო იყო. ისინი არც კი ეძებდნენ იმ საშუალებებს, რომლებსაც შეეძლოთ მომავალი კატასტროფის აშორება. სწორედ ასეთი სულიერი ქედმაღლობით თუ აიხსნება ის გასაოცარი ამბავი, რომ მეცნიერებასა და ხელოვნებაში ესოდენ დაწინაურებულმა ხალხმა ვერ მოიგონა ისეთი მნიშვნელოვანი და ამავე დროსპრიმიტიული იარაღი, როგორიც არის გუთანი.

მაიას მთელი ისტორიის მანძილზე მათ მიწათმოქმედებას უაღრესად პრიმიტიული ხასიათი ჰქონდა. მაია მისდევდა ე.წ. მიწათმოქმედების საახოე სისტემას. ჯერ ჯუნგლებს გაჩეხავდნენ, წაქცეული ხეები რომ გახმებოდა, ცეცხლს წაუკიდებდნენ წვიმების პერიოდის დაწყების წინ, ხოლო ამ პერიოდის გასვლის შემდეგ გრძელი, წაწვეტებული მარგილებით ორმოებს გათხრიდნენ და შიგ სიმინდის მარცვლებს ჩაყრიდნენ. მოსავლის აღების შემდეგ გადადიოდნენსხვა ნაკვეთებზე. რადგანაც მიწის სასუქის სრულიად არ იხმარებოდა (თუ არ ჩავთვლით ორგანულ სასუქს, რომელსაც იყენებდნენ მხოლოდ სამოსახლოების ახლო მდებარე მიწებზე), მიწა დიდხანს უნდა დაესვენებინათ. ამგვარად, ისინი იყრებოდნენ თავიანთი ქალაქებიდან და გადადიოდნენ სხვა ადგილებზე.

მიწა იფიტებოდა. მიწას სულ უფრო მეტი დრო სჭირდებოდა დასასვენებლად. ამიტომ მიწათმოქმედს სულ უფრო შორს უხდებოდა ჯუნგლებში შესვლა, მათი გაჩეხვა და დაწვა. იგი სულ უფრო შორდებოდა ქალაქს, რომელსაც მის გარეშე არსებობა არ შეეძლო. ბოლოს და ბოლოს მიწათმოქმედსა და ქალაქს შორის უზარმაზარი გადამწვარი ველი გაჩნდა. მაიას ძველისამეფოს ბრწყინვალე ცივილიზაციამ თავისი არსებობა შეწყვიტა, რადგან მან დაკარგათავისი საფუძველი. ცივილიზაციამ შეიძლება იარსებოს ტექნიკის გარეშე, მაგრამ მისი არსებობა უგუთნოდ შეუძლებელია! შიმშილი - აი ის ძალა, რომელმაც აიძულა ხალხი შორეულ გზას გასდგომოდა.

ისიც აიყარა, მიატოვა თავისი ქალაქები და სანამ ჩრდილოეთში ახალი სამეფო შენდებოდა, ჯუნგლები ნელ-ნელა დაუბრუნდნენ თავიანთ ძველ ადგილს, შემოერტყნენ მიტოვებულ ტაძრებს და სასახლეებს და ტყემ ადამიანის თვალისაგან მთელი ათასი წლით დაჰფარა დიდებული ნაგებობები. ასე დაასრულა ერთ-ერთმა უდიდესმა ცივილიზაციამ არსებობა.


--------------------
არ ვიგრძნობ სინანულს.გინდა დავიფიცო,
რომ მე და სინანულს
ბრძოლები გადაგვხდა,უხმლო და უსისხლო,
რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული,
ხოდა,გავიყარეთ,უხმოდ და უსიტყვოდ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Summoner
პოსტი May 16 2008, 21:47
პოსტი #2


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,181
რეგისტრ.: 26-December 07
მდებარეობა: Arka
წევრი №: 1,391
კურსი:--


წავიკითხე... საინტერესოა...
ნინიკუსა კაი თემებს ხსნი 06.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ninikusa
პოსტი May 19 2008, 4:49
პოსტი #3


ცხოვრებით ვთამაშობ!
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,158
რეგისტრ.: 28-March 08
მდებარეობა: .
წევრი №: 2,722
კურსი:--


Chantura
მადლობა გაიხარე 01.gif

როგორც ჩანს არ დააინტრესათ საქართველოში უძველესი ცივილიზაციები rolleyes.gif ისედაც უაღრეად ბევრი ვიცითო და მეტი აღარ გვინდაო unsure.gif


--------------------
არ ვიგრძნობ სინანულს.გინდა დავიფიცო,
რომ მე და სინანულს
ბრძოლები გადაგვხდა,უხმლო და უსისხლო,
რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული,
ხოდა,გავიყარეთ,უხმოდ და უსიტყვოდ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
dismember
პოსტი May 19 2008, 5:33
პოსტი #4


Immortal
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,953
რეგისტრ.: 12-March 08
მდებარეობა: Hell
წევრი №: 2,547
კურსი:2


უდიდესი ცივილიზაცია იყო!...


--------------------
Whoever fights monsters should see to it that in the process he does not become a monster. And when you look into an abyss, the abyss also looks into you...
Go to the top of the page
 
+Quote Post
buzgunaaaaa
პოსტი May 22 2008, 12:25
პოსტი #5


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 59
რეგისტრ.: 10-March 08
წევრი №: 2,503
კურსი:--


ეს ის ხალხი იყო ვისაც შეეძლო არაფრისგან ყველაფრის შექმნა. რაც დღეს გვაქვს ის პირობები რომ ჰქონოდათ რას იზამდნენ წარმოიდგინეთ
Go to the top of the page
 
+Quote Post
teoko
პოსტი May 23 2008, 23:10
პოსტი #6


mis Teoko pini
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,791
რეგისტრ.: 19-April 08
წევრი №: 3,020
კურსი:3


მაიას ცივილიზაცია არის უმნშვნელოვანესი და ყველაზე მეტად საინტერესო დამერწმუნეთ... ზოგი მეცნიერის აზრით მას დაი თვით ეგვიპტის პირამიდებს საერთო იდეური წინაპაი ყავთ... იგი ძალიან ფართო მასებზე ვრცელდება... ეს ან მისი ზეგავლენით იყო გამოწვეული ან პანგეას დაშლით, რადგან აღდგომის კუნძულებზე აღმოჩენილი არქიტეკტურული ნიმუშები სრულად ემთხვევა მაიას ცივილიზაციას.. ესაა ის საიდუმლო რომელიც ვერც ამოხსნეს და ვერც ამოხსნიან... ძალიან ბევრი დოკუმენტური ფილმები და ინფორმაციები არსებობს მათზე და თუ კვლავ ვნახე აუცილებლად დავდებ.. მაიას ცივილიზაციაა ის რაზეც მე ძალიან ბევის ლაპარაკი არ შემიძლია.. სამწუხაროდ კარგად არ ვფლობ და ვაპირებ აუცილებლად დავეუფლო.http://www.mayankids.com/mmkplaces/mapregion.htmაქ ძაან მნიშვნელოვანი არაფერია, მაგრამ მაინს საინტერესოა... http://carlos.emory.edu/ODYSSEY/AA/aafront.htmhttp://mayankids.com/http://www.pbs.org/wgbh/nova/maya/http://www.learner.org/interactives/collapse/mayans.htmlhttp://www.pbs.org/wgbh/nova/laventa/beforeandafter.html.... ზოგი ბავშვებისთვისაა გათვალისწინებული, მაგრამ ბევრი ისეთია რაც არ ვიცით.. 01.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია teoko: May 23 2008, 23:05


--------------------




არასდროს ვამბობ იმას, რაც არ ვიცი!


Go to the top of the page
 
+Quote Post
DAGIჭEREN
პოსტი May 25 2008, 18:19
პოსტი #7


აკადემიკოსი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,326
რეგისტრ.: 23-January 08
წევრი №: 1,837
კურსი:--


მაიას ცივილიზაცია მაგარი იყო მაგრამ 500 ესპანელმა კონკისტადორმა 3 თვეში დაიპყრო უზარმაზარი იმპერია


--------------------
Девственность - женский недостаток, устраняемый мужским достоинством !!!


we will see how important is to bring about in the human mind the radical revolution. the crisis! the crisis that cannot anymore accept the old norms and the old traditions.

you are your own guru, your own leader, your own saver :>

in tirdznisi we trust :| ტირძნისელო მოდერო რა ლამაზი ხარო :|

ახტა გოჭი დახტა გოჭი შენ მო*****ნ დედის პროჭი :O :|
Go to the top of the page
 
+Quote Post
kislata
პოსტი Mar 26 2009, 23:31
პოსტი #8


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,842
რეგისტრ.: 21-December 07
წევრი №: 1,239
კურსი:4


აუ, შეგიძიათ რამე ლიტერატურა მითხრათ მათ რწმენა წარმოდგენებზეეე???
სად ვიპოვო, სასწარფოდ მჭირდება.


--------------------
------------------------
Hey You...
------------------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
giorgitab
პოსტი Mar 27 2009, 14:00
პოსტი #9


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 272
რეგისტრ.: 23-April 08
მდებარეობა: ხან სად და ხან სად
წევრი №: 3,057
კურსი:--


მაიას ცივილიზაცია ისევე როგორც აცტეკების და ინკების ერთერთი უდიდესია მსოფლიო ისტორიაში. მეცნიერებში დღესაც სხვადასხვა, მაგრამ გამოურკვეველი მოსაზრებებია იმ საშუალებებზე რომლითაც მათ არარსებული პირობებით მიაღწიეს იმას რასაც დღეს თანამედროვე ტექნიკის გამოყენება სჭირდება და Xსირად ესეც არ ამართლებს. ერთერთი ასეთი მოსაზრება რასაც მეცნიერები აყენებე არის ამ ცივილიზაციების მჭიდრო კავშირი არამიწიერ ცივილიზაციებთან და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ფაქტებიც არსებობს რაც ამ იდეას მიესადაგება. თუმცა ერთი რამ ფაქტია ასე იყო თუ ისე ესპანელებმა კაცობრიობის განვითარება ალბათ სულ მცირე რამდენიმე საუკუნით შეაჩერეს როცა ვატიკანის თანხმობით გაანადგურეს ამ ტომების უამრავი ხელნაწერი ნაშრომები, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქურუმების მიერ იწერებოდა. ცნობილია რომ რამდენიმე სანახევროდ დამწვარი ასეთი ნამუსევარი ინახება დრეზდენის მუზეუმში და რაც ირჩევა ნაწერიდან არის პლანეტა ვენერას მოძრაობის ფაზები და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ცდომილება მხოლოდ 6 წამია! აცტეკების რელიგიაში არრსებობს კეთილი ღმერთი კეცალკოატლი რომელიც მოვიდა და მათ ასწავლა ყველაფერი და ცაში გაუჩინარდა, თუმცა დაიბარა რომ დაბრუნდებოდა კიდევ რაღაც დროის შემდეგ! (ეს კიდევ ამძაფრებს მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრს, მაგრამ მეორე მხრივ ეს თარირები ემთხვევა იესო ქრისტეს მოღავწეობის დროს დედამიწაზე თუ კარგად მახსოვს). ამასტან აცტეკებმა იცოდნენ ჯვარი და პატივს სცემდნენ მას რადგან მასზე მათი აზრით მზის უმაღლესი კაცი მოკვდა!


ციტატა(DAGIჭEREN @ 25th May 2008 - 18:37) *
მაიას ცივილიზაცია მაგარი იყო მაგრამ 500 ესპანელმა კონკისტადორმა 3 თვეში დაიპყრო უზარმაზარი იმპერია


მონტესუმას ქალიშვილი ბავშვობასი ვკითხულობდი ცოტა მაინც თუ გადაგიკითხავს ან თუ გინახავს მიხვდები როგორც დაიპყრო ის 500 კაცი თავიდან იყო რომ უბრძოლველად შევიდა ტენოჩტიტლანშში აცტეკებზე მაქვს ლაპარაკი, რადგან მონტესუმას ანუ ბოლო იმპერატორს ეგონა რომ კეცალკოატლი დაბრუნდა, მაგრამ მოტყუვდა მიუხედავად იმისა რომ კორტესსს დიდი ძღვენი მიართვა კორტესმა იგი შეხვედრისას მძევლად აიყვანა და გამოსასყიდი მოოითხოვა და ამ სიმდიდრის მრნახვის მერე წასულები რა თქმა უნდა რომ გაცილებით მეტნი დაბრუნდნენ უკან. მიუხედავად ამის მთავარი მაინც შიშის მომენტი იყო და გაოცების. აბა ბალბოა რომემაც გადასერა მტელი მექსიკა და წყნარ ოკენამდე მივიდა, შემდეგ უკან დაბრუნდა ისე რომ თითქმის არ უბრძოლია ტუ არ ვცდები 1500 კაცამდე ყავდა.
თან დაპყრობა ნამეტანია უფრო გაძარცვა თორემ ათვისებას რამდენი ხანი დაჭირდა კი იცით.



--------------------
http://www.answers.ge/
Go to the top of the page
 
+Quote Post
DAGIჭEREN
პოსტი Mar 27 2009, 16:10
პოსტი #10


აკადემიკოსი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,326
რეგისტრ.: 23-January 08
წევრი №: 1,837
კურსი:--


ციტატა(giorgitab @ 27th March 2009 - 14:18) *
მონტესუმას ქალიშვილი ბავშვობასი ვკითხულობდი ცოტა მაინც თუ გადაგიკითხავს ან თუ გინახავს მიხვდები როგორც დაიპყრო ის 500 კაცი თავიდან იყო რომ უბრძოლველად შევიდა ტენოჩტიტლანშში აცტეკებზე მაქვს ლაპარაკი, რადგან მონტესუმას ანუ ბოლო იმპერატორს ეგონა რომ კეცალკოატლი დაბრუნდა, მაგრამ მოტყუვდა მიუხედავად იმისა რომ კორტესსს დიდი ძღვენი მიართვა კორტესმა იგი შეხვედრისას მძევლად აიყვანა და გამოსასყიდი მოოითხოვა და ამ სიმდიდრის მრნახვის მერე წასულები რა თქმა უნდა რომ გაცილებით მეტნი დაბრუნდნენ უკან. მიუხედავად ამის მთავარი მაინც შიშის მომენტი იყო და გაოცების. აბა ბალბოა რომემაც გადასერა მტელი მექსიკა და წყნარ ოკენამდე მივიდა, შემდეგ უკან დაბრუნდა ისე რომ თითქმის არ უბრძოლია ტუ არ ვცდები 1500 კაცამდე ყავდა.
თან დაპყრობა ნამეტანია უფრო გაძარცვა თორემ ათვისებას რამდენი ხანი დაჭირდა კი იცით.

ეს ყველაფერი რაც ზემოთ დაწერე აცტეკებზეა მაგრამ გამოგრჩა რომ ტეოტეჰუაკანთან მოხდა მაინც ბრძოლა ესპანელებსა (1500მდე მოკავშირე აცტეკების ყოფილი ქვეშევრდომი ტომების მებრძოლთან ერთად) და აცტეკებს შორის რომელშიც უზარმაზარი უპირატესობა ქონდათ აცტეკებს ცოცხალ ძალაში თუმცა დამარცხდნენ sad.gif

მაიას რაც შეეხება ნუ ჩიჩენ-იცა გენიალურია smile.gif


--------------------
Девственность - женский недостаток, устраняемый мужским достоинством !!!


we will see how important is to bring about in the human mind the radical revolution. the crisis! the crisis that cannot anymore accept the old norms and the old traditions.

you are your own guru, your own leader, your own saver :>

in tirdznisi we trust :| ტირძნისელო მოდერო რა ლამაზი ხარო :|

ახტა გოჭი დახტა გოჭი შენ მო*****ნ დედის პროჭი :O :|
Go to the top of the page
 
+Quote Post
giorgitab
პოსტი Mar 27 2009, 16:56
პოსტი #11


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 272
რეგისტრ.: 23-April 08
მდებარეობა: ხან სად და ხან სად
წევრი №: 3,057
კურსი:--


ციტატა(DAGIჭEREN @ 27th March 2009 - 16:28) *
ეს ყველაფერი რაც ზემოთ დაწერე აცტეკებზეა მაგრამ გამოგრჩა რომ ტეოტეჰუაკანთან მოხდა მაინც ბრძოლა ესპანელებსა (1500მდე მოკავშირე აცტეკების ყოფილი ქვეშევრდომი ტომების მებრძოლთან ერთად) და აცტეკებს შორის რომელშიც უზარმაზარი უპირატესობა ქონდათ აცტეკებს ცოცხალ ძალაში თუმცა დამარცხდნენ sad.gif

მაიას რაც შეეხება ნუ ჩიჩენ-იცა გენიალურია smile.gif


ვიცი მაგრამ თამამად შეიძლება პარალელების გავლება იმიტომ რომ ამ ტომებს ბევრი საერთო ჰქონდათ

რაც შეეხება ბრძოლას მე ვახსენე შიშის ფაქტორი პირველად ნახეს ველურებმა თოფი, ზარბაზანი, ცხენი და ასე შემდეგ

რაც შეეხება ბრძოლას ის მას შემდეგ მოხდა რაც მიუხედავად გადახდილილ გამოსასყიდისა კორტესმა იმპრეტორი მაინც არ გაანთავისუფლა


--------------------
http://www.answers.ge/
Go to the top of the page
 
+Quote Post
bekas
პოსტი Mar 29 2009, 22:06
პოსტი #12


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 83
რეგისტრ.: 14-February 09
წევრი №: 6,203
კურსი:--


ციტატა(ninikusa @ 16th May 2008 - 21:53) *
მაიას მთელი ისტორიის მანძილზე მათ მიწათმოქმედებას უაღრესად პრიმიტიული ხასიათი ჰქონდა. მაია მისდევდა ე.წ. მიწათმოქმედების საახოე სისტემას. ჯერ ჯუნგლებს გაჩეხავდნენ, წაქცეული ხეები რომ გახმებოდა, ცეცხლს წაუკიდებდნენ წვიმების პერიოდის დაწყების წინ, ხოლო ამ პერიოდის გასვლის შემდეგ გრძელი, წაწვეტებული მარგილებით ორმოებს გათხრიდნენ და შიგ სიმინდის მარცვლებს ჩაყრიდნენ. მოსავლის აღების შემდეგ გადადიოდნენსხვა ნაკვეთებზე. რადგანაც მიწის სასუქის სრულიად არ იხმარებოდა (თუ არ ჩავთვლით ორგანულ სასუქს, რომელსაც იყენებდნენ მხოლოდ სამოსახლოების ახლო მდებარე მიწებზე), მიწა დიდხანს უნდა დაესვენებინათ. ამგვარად, ისინი იყრებოდნენ თავიანთი ქალაქებიდან და გადადიოდნენ სხვა ადგილებზე.

საახოე სისტემა ევროპაშიც იყო გავრცელებული მაგრამ მშივრები არ მომკვდარან.
რაც შეეხება სასუქს, მაშ ნაცარი რა არის?
თუ ეგ თეორია სწორია მაშინ მაიას ხალხი ნელნელა უნდა გადასულიყო ახალ ადგილზე. არადა ეგრე არ მოხდა
რაც შეეხება კალენდარს: თვითონ მაიას ხალხმა თუ იცოდა როგორი ზუსტი კალენდარი ჰქონდა? მასე ყველაზე ზუსტი საათი გაჩერებული საათია: "სუტკაში" 2-ჯერ აბსოლუტურად ზუსტ დროს აჩვენებს, ეგეთი სხვა საათი არ არსებობს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
woodland
პოსტი Jul 1 2009, 10:56
პოსტი #13


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 1-July 09
წევრი №: 6,999
კურსი:--


გამარჯობათ smile.gif ძალიან საინტერესო თემაა. მაია რომ უნიკალური ცივილიზაცია იყო მაგას წყალი არ გაუვა მაგრამ 2 კითხვა მაქ
1. რა სახის ძღვენი მიართვეს ესპანელებს?!
2.როგორ ამუშავებდნენ და მოიხმარდნენ სიმინდს?
Go to the top of the page
 
+Quote Post
2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th July 2019 - 7:56
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank