გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


19 გვერდი V  < 1 2 3 4 > »   
Reply to this topic Start new topic
 ქართველთა ბრძოლები
 
Guest_mela777_*
პოსტი Feb 6 2008, 19:08
პოსტი #14





Guests






ბასიანის ბრძოლა 1203
ბასიანის ბრძოლა 1203, საქართველოს სამეფო ლაშქრის ბრძოლა თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბასიანში (ახლა თურქეთის ტერიტორია), ქ. არზრუმიდან ჩრდილოეთ აღმოსავლეთით დაახლოებით 60 კმ-ზე შამქორის ბრძოლაში 1195 აღმოსავლეთ თურქ-სელჩუკთა კოალიციაზე გამარჯვების შემდეგ საქართველო წამყვანი პოლიტიკური ძალა გახდა წინა აზიაში. იგი ესრწაფებოდა საზღვრების გაფართოებას და სელჩუკთა საბოლოო უკუგდებას. რუმის სულთანმა რუქნადინმა მიზნად დაისახა შავიზღვისპირეთის ხელში ჩაგდება და აღმოსავლეთში გაბატონება. მან ერზინკის, აბულისტანის, ბორიტის, არზრუმისა და შამის (სირია) მფლობელებთან ერთად დაახლოებით 400 ათ. ჯარით საქართველოზე გამოილაშქრა. ბოლისტეკს (ჰასანყალა) მოსულმა რუქნადინმა თამარ მეფეს მოციქულის პირით დამორჩილება მოსთხოვა. დროის მოგების მიზნით ქართველებმა სულთნის მოციქულს პასუხი დაუყოვნეს, სასწრაფოდ ჯავახეთში ლაშქარი შეჰყარეს (დაახლოებით 90 ათასი კაცი). დავით სოსლანის რჩევით, გადაწყვიტეს მტერს მოულოდნელად დასხმოდნენ თავს.


სულთნის ლაშქარს ბასიანში ბუნებრივი სიმაგრეებით დაცული პოზიცია ეკავა, ამიტომ ქართველებმა ხერხი იხმარეს: ღამით ჩუმად მტრის ბანაკს მიადგნენ და ჯარები საბრძოლველად დააწყვეს. მარჯვენა ფრთაზე "აფხაზნი და იმერელნი" იდგნენ, მარცხენაზე - "ამერელნი და ჰერნ-კახნი", ცენტში - 30-40 ათასიანი რაზმი შალვა და ივანე ახალციხელებისა და "სხვათა თორელთა". წინამებრძოლთა რაზმს სათავეში ედგა ზაქარია მხარგრძელი. ბრძოლის საერთო მეთაური იყო დავით სოსლანი.


ქართველებმა იერიშის წინ მტრის მოციქული გაათავისუფლეს და სანამ იგი რუქნადინთან დაბრუნდებოდა, ქართველთა მეწინავენი განთიადისას მტრის ბანაკში შეიჭრნენ. მოულოდნელმა თავდასხმამ სელჩუკთა ლაშქარში არეულობა გამოიწვია. რუქნადინდა შეძლო უკუქცეულთა შეჩერება, საბრძოლველად დაწყობა და შეტევაზე გადასვლა. ხელჩართულ ბრძოლაში ორივე მხარეს დიდი ზარალი მოსდიოდა. მთიანი ოღროჩოღრო ბრძოლის ველი ცხენოსანთა მოქმედებას ზღუდავდა, ამიტომ ქართველები ჩამოქვეითდნენ და ისე იგერიებდნენ იერიშებს. მტერმა ბრძოლაში ახალი ძალები ჩააბა. ქართველთა მეწინავეებმა მათი შეკავება ვეღარ შეძლეს. რუქნადინს ბრძოლა მოგებული ეგონა, მაგრამ ქართველებმა ჩასაფრებული მთავარი ძალები აამოქმედეს. ჯერ დავით სოსლანმა მარცხენა მხრიდან შეუტია, როცა რუქნადინმა თავისი ძალები მის წინააღმდეგ გადაისროლა, მარჯვენა ფრთიდან ამერთა და ჰერეთ-კახეთის რაზმები გადავიდნენ შეტევაზე. თურქებმა ვერ გაუძლეს ორმხრივ იერიშს და "ზარგახდილნი" (თავზარდაცემულნი) უკუიქცნენ.

ქართველებმა მტერს დაღამებამდე სდიეს, ხელთ იგდეს დიდი ალაფი, სულთნის დროშა და უამრავი ტყვე. დაჭრილი რუქნადინი ბრძოლის ველიდან არზრუმს გაიქცა. ბასიანის ბრძოლამ კიდევ უფრო გაამტკიცა საქართველოს ჰეგემონობა ახლო აღმოსავლეთში
Go to the top of the page
 
+Quote Post
Abraxas
პოსტი Feb 6 2008, 19:17
პოსტი #15


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 5-February 08
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 2,090
კურსი:--


mela777
მითხარი მაშინ რამდენი იყვნენ საქართველოს მოსახლეობა რომელმაც 50 000 ყივჩაღის ჩამოსახლება და გაყივჩაღებას როგორ გადავურჩით?
ანუ რისი თქმა მინა პატარა ერი 50 000 ახალი სისხლის წარმომადგენელს ვერ გადაიტანდა. შესაბამისად მაინტერესებს რამდენი გგონია, რამდენი იყო ქართველთა მოსახლეობის რიცხვი?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_mela777_*
პოსტი Feb 6 2008, 19:25
პოსტი #16





Guests






Abraxas
ნამდვილად არ ვიცი მაგრამ სენი სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ ცოტანი არ ვიქნებოდით ასე3000000 მეტი ალბათ


40000 ყივჩაღის ჩამოსახლება ხო დადგენილი ფაქტია ესეც ხო არ გადაამეტეს არა ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Abraxas
პოსტი Feb 6 2008, 19:30
პოსტი #17


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 5-February 08
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 2,090
კურსი:--


mela777
ცდები ერთ რამეში 40 000 ყივჩაღი კი არა 40 000 ოჯახი ჩამოასახლეს. ანუ მინიმუმ ერთი იჯახი 3 სულისგან შედგებოდა აბა გავამრავლოთ 40 000 სამჯერ 120 000 ყივჩაღი ჩამოუსახლებია აქ დავითს. გჯერა ამხელა ციფრების შენ? ესეგი რა გამოდის რომ 3 მილიონი ქართველი და 120 000 ყივჩაღი. ცოტა არ გგონია ამხელა რისკზე წამსველელი რომ არავინ არ იქნებოდა. ქართულ დემოგრაფიულ მდგომარეობას ამხელა რაოდენობა შეცვლიდა...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_mela777_*
პოსტი Feb 6 2008, 19:36
პოსტი #18





Guests






ვთქვათ და ჩამოასახლა 150000 ყივჩაღი რაც 40000 ოჯახს უდრის ისინი დასახლდებოდნენ იქ სადაც საქართველოს ტერიტორია იყო და ქართველი მოსახლეობა კი არ ცხოვრობდა მაგრამ ერთი რამეა გასარკვევი ისინი ყველა ერთად დაასახლა ?
დავითის მეორე ცოლიც ყივჩაღი იყო რაც იმით იყო გამოწვეული რომ ყივჩაღები ქართველთა მეფის ერთგულები ყოფილიყვნენ ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Abraxas
პოსტი Feb 6 2008, 19:43
პოსტი #19


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 5-February 08
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 2,090
კურსი:--


mela777
ეხლა კარგად დააკვირდი სიტვაციას. სამხედრო ძალას წარმოადგენდა ყივჩაღები. 150 000 რომ ყოფილიყვნენ საქართველოში. აი წარმოიდგინე სეპარატიზმის პატარა ტალღაც კი საკმარისი იქნებოდა რომ საერთოდ ყველაფერი შეცვლილიყო. ჩემი ღმრა რწმენით ამდენი არ ჩამოასახლა დავითმა. უბრალოდ ეს ისეთი სარისკო ნაბიჯია რომ ამდენ უცხოელის ჩამოსახლება უკვე ქმნის ქვეყანაში დესტაბილიზაციის სიტვაციას. თან ისიც უნდა გაითვალისწინო რომ სამხედრო ძალაა. ხო და იმის თქმა მინდა რომ ამხელა ძალა რომელიც რეალურად ფეთქებადია, არ ჩამოიყვანდა არცერთი ქვეყნის არცერთი მეფე.. უნდა გავანახევროდ ეს რიცხვი მინიმუმ მაინც..
Go to the top of the page
 
+Quote Post
infern_O
პოსტი Feb 6 2008, 19:48
პოსტი #20


რამდენი გესლი მქონია ნეკნში?!
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,116
რეგისტრ.: 12-November 07
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 301
კურსი:3


Abraxas
ყველა წყაროში იყო დაფიქსირებული ის რომ ეგ ჩამოსახლება რისკთან იყო დაკავშირებული... თუმცა მათი ჩამოსახლების გარეშე ვერაფერს რომ ვერ გავხდებოდით ეგეც ხომ ფაქტია?! და თუ არ ჩამოასახლებდა დავითი მაშინ გაურჯულოება მოგვიწევდა თან ძალდატანებით... ასე რომ ეგ რისკი ბოლომდე იყო გამართლებული...smile.gif თან არამგონია მაგ 150000 ყივჩაღს ჩვენი გაყივჩაღება მოეხერხებინა და როგორც ბექამ თქვა ისინი დაასახლეს იქ სადაც ქართველები არ ცხოვრობდნენ, უბრალოდ ტერიტორია იყო ქართული... ყველა კარგად აანალიზებდა საშიშროებას მაგრამ სხვა გზა არ იყო უბრალოდ, ისევე როგორც გეორგიევსკის ტრაქტატის შემთხვევაში და სწორედ ამიტომაც დავითმა რომ რისკი შეემცირებინა შეირთო ათარაღას ქალიშვილი ცოლად და ალბათ ვერავინ იტყვის რომ ეს არ იყო პოლიტიკური ნაბიჯი..smile.gif


--------------------
The breast is a beautiful metaphor for the meaning of life. It is an apparently useless piece of fatty meat. It gives life and nourishment and pleasure and awkwardness. It sags, it can become cancerous. It is pushed, hidden, obsessed over, augmented. It is a simple, swollen bag of skin, culminating in a point, a nub, a darkened spot, a target. It belongs to all and none.

<img src="http://s47.radikal.ru/i115/0809/fe/4eee88561332.jpg" border="0" class="linked-image" />
<img src="http://i058.radikal.ru/0806/9a/6a5c2ae69b54.png" border="0" class="linked-image" />
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_mela777_*
პოსტი Feb 6 2008, 19:48
პოსტი #21





Guests






Abraxas
გააჩნია როგორ და სად დაასახლებ ამ ხალხს

დავუშვათ და შენ მართალი ხარ მაშინ ჩდება კითხვა რისთვის დასჭირდა მემატიანეს ამ ციფრების გაყალბება? ყივჩაღები ხომ დიდგორის ბრძოლამდე ჩამოასახლა დავითმა და დიდგორის ბრძოლასთან მიძღვნილ ჩანაწერებში მათ არც კი იხსენიებენ ..

ინფერნო
გეთანხმები
Go to the top of the page
 
+Quote Post
ელენე
პოსტი Feb 6 2008, 19:49
პოსტი #22


O_o
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,619
რეგისტრ.: 4-November 07
მდებარეობა: არ არის უცნობი
წევრი №: 253
კურსი:9


ციტატა(Abraxas @ 6th February 2008 - 20:01) *
ჩემი ღმრა რწმენით ამდენი არ ჩამოასახლა დავითმა.



საქმე იმაშია რომ დავითის მემატიანე რომ წერს 40 000 ოჯახი ჩამოასახლაო იქვე ამბობს რომ მათ სპასალარები და სპასპეტები და სხვა მოხელეები დაუდგინესო ანუ გამოდის რომ ისინი აღწერეს მაგრამ არ არის გამორიცხული ოჯახების გაზრდის მიზნით
(იმისთვის რომ საჭიროების შემთხვევაში მეტი მეომარი გამოსულიყო)
თითოეულ ზრდასრულ მამაკაცზე ერთი ოჯახი ეგულისხმათ აქედან გამოვა რომ მათი რაოდენობა დაახ. 100 000 იყო და არა 250 000 ან 300 000 , მარგიშვილი წერს რომ ეს არარეალური ციფრებია და მართალიც არის


--------------------
Вам, девушка, с такими ножками надо на руках ходить!

Go to the top of the page
 
+Quote Post
infern_O
პოსტი Feb 6 2008, 19:52
პოსტი #23


რამდენი გესლი მქონია ნეკნში?!
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,116
რეგისტრ.: 12-November 07
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 301
კურსი:3


ციტატა(Abraxas @ Feb 6 2008, 20:01) *
mela777
ეხლა კარგად დააკვირდი სიტვაციას. სამხედრო ძალას წარმოადგენდა ყივჩაღები. 150 000 რომ ყოფილიყვნენ საქართველოში. აი წარმოიდგინე სეპარატიზმის პატარა ტალღაც კი საკმარისი იქნებოდა რომ საერთოდ ყველაფერი შეცვლილიყო. ჩემი ღმრა რწმენით ამდენი არ ჩამოასახლა დავითმა. უბრალოდ ეს ისეთი სარისკო ნაბიჯია რომ ამდენ უცხოელის ჩამოსახლება უკვე ქმნის ქვეყანაში დესტაბილიზაციის სიტვაციას. თან ისიც უნდა გაითვალისწინო რომ სამხედრო ძალაა. ხო და იმის თქმა მინდა რომ ამხელა ძალა რომელიც რეალურად ფეთქებადია, არ ჩამოიყვანდა არცერთი ქვეყნის არცერთი მეფე.. უნდა გავანახევროდ ეს რიცხვი მინიმუმ მაინც..

ხო მაგრამ ეს იყო დავითი და მაგიტომაც ერქვა აღმაშენებელი....smile.gif და არავითარი სეპარატიზმის თალღა და დესტაბილიზაცია ყივჩაღებს არ აწყობდათ, რადგანაც მათ აშკარად არ შესწევდათ ძალა საქართველოს დაპყრობის ხოლო "ურჯულოებთან" კავშირს ისევ ჩვენი მოკავშირეობა ერჩივნათ რადგანაც შედეგი ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში უფრო სახარბიელო იქნებოდა.... კიდევ ერთი რომ იძახი სეპარტიზმის პატარა ტალღაო, ალექსანდრე მაკედონელის ჯარში, რამდენი იყო მაკედონიიდან, რომიდან და დაპყრობილი ტერიტორიებიდან??? და მემგონი ამას არ შეუშლია ხელი მისთვის რომ ნახევარი მსოფლიო დაეპყრო..smile.gif


--------------------
The breast is a beautiful metaphor for the meaning of life. It is an apparently useless piece of fatty meat. It gives life and nourishment and pleasure and awkwardness. It sags, it can become cancerous. It is pushed, hidden, obsessed over, augmented. It is a simple, swollen bag of skin, culminating in a point, a nub, a darkened spot, a target. It belongs to all and none.

<img src="http://s47.radikal.ru/i115/0809/fe/4eee88561332.jpg" border="0" class="linked-image" />
<img src="http://i058.radikal.ru/0806/9a/6a5c2ae69b54.png" border="0" class="linked-image" />
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_mela777_*
პოსტი Feb 6 2008, 19:54
პოსტი #24





Guests






ელენე
აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ საქართველომ ამით 40000 მეომარი შიძინა და მუსლიმები არ წამოვიდოდნე 50000 ჯარით ქართველების წინააღმდეგ როგორც ამას Abraxas ამბობს რადგან ეს ლაშქრობა უკვე განწირული იქნებოდა აქედან გამომდინარე სეგვიძლია ვიგულისხმოთ რომ მუსლიმთა კოალიციის ლაშქარი მინიმუმ 100000 კაცისგან შედგებოდა
Go to the top of the page
 
+Quote Post
Abraxas
პოსტი Feb 6 2008, 19:57
პოსტი #25


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 5-February 08
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 2,090
კურსი:--


mela777
ციტატა(mela777 @ 6th February 2008 - 20:06) *
დავუშვათ და შენ მართალი ხარ მაშინ ჩდება კითხვა რისთვის დასჭირდა მემატიანეს ამ ციფრების გაყალბება? ყივჩაღები ხომ დიდგორის ბრძოლამდე ჩამოასახლა დავითმა და დიდგორის ბრძოლასთან მიძღვნილ ჩანაწერებში მათ არც კი იხსენიებენ ..

საერთოდ ძველი პერიოდის და შუა საუკუნეების მემატიანეებს ციფრების გაყალბება უყვართ. საერთოდ ესეა ცნობილი.. მტერი როდესაც შემოდიოდა გაათმაგებული რაოდენობით წერენ. აი მაგალითად ქართლის ცხოვრებაში დავითის ისტორიკოს იცი რამდენი უწერია ქართველი ჯარის რაოდენობა? 150 კაცი, მეტი არა... ხოლო მტერის რაოდენობა 300 000, ნუ ეს ესეთი აზროვნება იყო მაშინ და ეს ფაქტია.

ილ-ღაზის არმიაში იმყოფებოდა რომელიმე მემატიანე? აი ეს მაინტერესებს მე.. მე როგორც ვიცი არც ერთი მემატიანე, რომელიც ამ ციფრებს წერს, არ ყოფილა მუსულმანთა არმიაში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_mela777_*
პოსტი Feb 6 2008, 20:03
პოსტი #26





Guests






Abraxas
მუსლიმი ისტორიკოსები წერენ რომ 100000-150000 ჯარი გვყავდაო ისინი ხო იყვნენ და იცოდნენ თავიანთი ჯარის ამბავიsmile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
19 გვერდი V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st July 2019 - 4:12
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank