გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topic Start new topic
 1832 წლის შეთქმულება
 
akuna matata
პოსტი May 18 2008, 18:58
პოსტი #1


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 2-November 07
მდებარეობა: ისლის სახლი
წევრი №: 241
კურსი:--




ალექსანდრე ბატონიშვილი



სოლომონ დოდაშვილი



ალექსანდრე ჭავჭავაძე

მას შემდეგ, რაც 1801 წელს რუსეთმა ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა და საქართველოს დანარჩენი ნაწილების დაპყრობას შეუდგა, თავისუფლებისმოყვარე ქართველმა ხალხმა წართმეული სახელმწიფოებრიობის დაბრუნების მიზნით არაერთხელ ააფრიალა აჯანყების დროშა. ჩვენს ისტორიაში აჯანყების ერთ-ერთი ასეთი მცდელობა „1832 წლის შეთქმულების“ სახელითაა ცნობილი. ის რუსეთში, იქ გადასახლებულ ბატონიშვილთა წრეში ჩაისახა. კერძოდ, 1825 წელს პეტერბურგში მცხოვრებმა დიმიტრი იულონის ძემ, ხოლო 1826 წელს მოსკოვში იძულებით მყოფმა ოქროპირ გიორგი მეთორმეტის ძემ (ბაგრატიონებმა) გარს შემოიკრიბეს რუსეთში სასწავლებლად ჩასული ქართველი ახალგაზრდები და შეუდგნენ მომზადებას მომავალი შეიარაღებული აჯანყებისათვის. 1827 წელს კი პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნდა დიდი ქართველი განმანათლებელი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე სოლომონ დოდაშვილი და შეთქმულების ცენტრმაც თბილისში გადმოინაცვლა. სოლომონ დოდაშვილი ღრმად განათლებული პიროვნება იყო, დამთავრებული ჰქონდა პეტერბურგის უნივერსტეტი.
რუსეთიდან დაბრუნებულ ახალგაზრდა ქართველ პატრიოტებს სამშობლოში თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში გამოზრდილი ახალგაზრობა დახვდა. აქ თანდათანობით გამოიკვეთა შეთქმულების ხელმძღვანელი ბირთვი სოლომონ დოდაშვილის, ელიზბარ ერისთავის, ალექსანდრე ორბელიანისა და იასე ფალავანდიშვილის შემადგენლობით. ფარული საზოგადოების აქტიური წევრები იყვნენ ის მოღვაწეებიც, რომელთაც შემდგომში ფასდაუდებელი ამაგო დასდეს ქართული ენის, ლიტერატურის, კულტურის აღორძინებასა და განვითარებას: ალექსანდრე ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, გრიგოლ და ვახტანგ ორბელიანები, გიორგი ერისთავი, მანანა ორბელიანი და სხვები. საგანგებოდ უნდა მოვიხსენიოთ სასულიერო პირი - ფილადელფოს კიკნაძე. იგი იყო ავტორი შეთქმულების წესდებისა, რომელსაც „აკტი გონიური“ ეწოდებოდა. მანვე შექმნა საიდუმლო მიმოწერისათვის საგანგებო ანბანი. შეთქმულებს გადაწყვეტილი ჰქონდათ საქართველოდან რუსების განდევნა და აქ კონსტიტუციური მონარქიის დამყარება. მეფედ კი თავისი ქვეყნის თავისუფლებისათვის დაუცხრომლად მებრძოლი, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული, სპარსეთში გადახვეწილი ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლე მეორის ძე) უნდა მოეწვიათ.

აჯანყება, წარმატებით დამთავრების შემთხვევაში, მთელ კავკასიას უნდა მოსდებოდა, რათა საბოლოოდ ალაგმულიყო აქ რუსთა თარეში. მაგრამ შეთქმულებს რუსეთთან პოლიტიკური კავშირის სრულიად გაწყვეტა არ ჰქონდათ განზრახული, არამედ სურდათ, რუსეთ-საქართველოს შორის დამყარებულიყო საერთო ინტერესებზე დაფუძვნებული ურთიერთობა. სწორედ ამას ითვალისწინებდა 1783 წელს რუსეთთან დადებული ტრაქტატიც.

შეთქმულება დიდხანს და საფუძვლიანად მზადდებოდა. აჯანყება 1832 წლის დეკემბერში უნდა დაწყებულიყო. აჯანყებამდე რამდენიმე დღით ადრე შეთქმულების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა იასე ფალავანდიშვილმა, საკუთარი ტყავის გადარჩენის მიზნით, შეთქმულება გასცა. შეთქმულნი დააპატიმრეს, ყაზარმებში გამოამწყვდიეს და მათი „ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის“ გამოსაკვლევად საგანგებო კომისია დანიშნეს, რომელმაც 145 „დამნაშავე“ გამოამჟღავნა. რუსეთის მაშინდელმა იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა შეთქმულებს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და ისინი რუსეთის შორეულ მხარეებში გადაასახლა. მღვდელი ფილადელფოსი გამოძიების დასრულებამდე გარდაიცვალა ყაზარმაში.
რას უნდა გამოეწვია სისასტიკით ცნობილი ნიკოლოზ პირველის „გულჩვილობა“ და ქართველთა შეწყნარება? საქმე ისაა, რომ რუსეთი მსოფლიოს უმტკიცებდა: საქართველო საკუთარი ნებით შემოგვიერთა და ჩვენ მათი დამპყრობლები კი არა მფარველები ვართო. ახლა კი გამჟღავნდებოდა რუსეთის ნამდვილი სახე. ეს კი არ აწყობდათ. გარდა ამისა, იმ პერიოდში რუსეთს ომი ჰქონდა გაჩაღებული ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან და მათ დამორჩილებას ლამობდა. ბუნებრივია, რუსეთის მეფეს ქართველებთან ურთიერთობის გაუარესება კარგს არაფერს მოუტანდა. ნიკოლოზი თავისი იმპერიული ზრახვების დასაყრდენს ისევ საქართველოში ხედავდა აქაური თავადაზნაურობის სახით. ამიტომ სურდა არა დასჯილ, არამედ „შეწყალებულ“ საზოგადოებასთან ჰქონოდა საქმე.

ერთი სიტყვით, სასამართლო პროცესიდან რამოდენიმე წლის შემდეგ ყველა შეთქმული სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ მათ შორის არ იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც შორეულ ვიატკაში დაასრულა თავისი ხანმოკლე სიცოცხლე (იგი 31 წლისა გარდაიცვალა).

ასე დაესვა წერტილი ქართველი მამულიშვილების თავგანწირულ მცდელობას, შეიარაღებული აჯანყების გზით თავი დაეღწიათ რუსეთის იმპერიის ბატონობისაგან და შელახული ეროვნული ღირსება აღედგინათ.


1832 წლის აჯანყებას სულიერად წარმართავდა შუამთის მონასტრის მღვდელმონაზონი მამა ფილადელფოს კიკნაძე ამ სულიერი მოღვაწის, მრავალმხრივი მიჭიტ დაჯილდოებული ადამიანის გარშემო შემოიკრიბნენ იმდროინდელი მამულიშვილები, რომლთაც გული უძგერდათ სამშობლოსა და ეკლესიისთვის. ღალატის შემდეგ ფილადელფოს ბერი დააპატიმრეს. მის დაპატიმრებას 100 ჩაფარი დასჭირდა. ჩაფრებმა ალყაში მოაქციეს შუამტის მონასტერი, იქიდან ერთადერთი ბერი ფილადელფოსი გამოიყვანეს და ბორკილებდადებული თბილისამდე ფეხიტ ატარეს. მრვდელმონაზონი ფილადელფოსი 1833 წლის 5 სექტემბერს საპატიმროში გარდაიცვალა.
ამ პიროვნების განსწვლულობისა და მრვალმხრივი ნიჭის შესახებ წერდა მეცხრამეტე საუკუნის ცნობილი საზოგადო მოღვაწე ივანე კერესელიძე. მას კახეთში მოგზაურობისას უნახავს ახალი შუამთის მონასტრის გადაღმა, თურდოს ხეობის პირას, დავით აღმაშენებლის მიერ სიყმაწვილეში აშენებული შიო მღვიმის სახელობის ეკლესია და მის კედელზე მამა ფილადელფოსის წარწერა:
,, საქართველომ სთქუა მეც ვიყავ, დრო მქონდა კეთილმყოფელი
ვადიდნე ჩემნი მოსავნი, ვტანჯნი უარისმყოფელი
ვყვაოდი სამოთხის გვარად, არ ვიყავ გასაყოფელი
(და) ვინც ახლა ნახოთ, გასინჯეთ რა ამაოა სოფელი!
ნეტაი დროსა რომელსა იყავ შენ აღშენებული
აღვსილი მადლის წყაროთი და სიბრძნით განათლებული
შემკული ყოვლის წესითა და ესრეთ გაბრწყინებული
ვინ არ გიტიროს, რა გნახოს აწ ასე გაცუდებული!..."

ასე დასტიროდნენ იმ დროინდელი სასულიერო და საერო პირები საქართველოს გავერანებულ ეკლესია-მონასტრებს.

მღვდელმონაზონი ფილადელფოს კიკნაძე ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა



1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობდნენ:

დიმიტრი ბატონიშვილი
თამარ ბატონიშვილი
თეკლე ბატონიშვილი
ოქროპირ ბატონიშვილი
სოლომონ დოდაშვილი
გიორგი ერისთავი
ელიზბარ ერისთავი
გრიგოლ ორბელიანი
გიორგი ერისთავი
დიმიტრი ორბელიანი
ვახტანგ ორბელიანი
სოლომონ რაზმაძე
ალექსანდრე ჩოლოყაშვილი
ალექსანდრე ორბელიანი
ფილადელფოს კიკნაძე
ზაალ ჩოლოყაშვილი
ალექსანდრე ჭავჭავაძე
დიმიტრი ყიფიანი
თ.ამილახვარი
მანანა ორბელიანი
ლევან ორბელიანი
ნ.ორბელიანი
გ. ავთანდილაშვილი
დ. პაუშენკო
მელნიკოვი
ლეტელიე
მოლა ზამანა
იასე ფალავანდიშვილი



1832 წლის აჯანყებამ წარუსლელი კვალი დატოვა საქარტველოს ისტორიაში.1832 წლის შეთქმულება გახდა სტიმული შემდგომი თაობის დიდი ეროვნული მოძრაობისა


აქ გამოთქვიტ აზრი ამ აჯანყებაზე მის მნისვნელობაზე და მოსალოდნელ სედეგებზე შედეგებზე

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია kasper: May 18 2008, 21:22


--------------------
აუუუუუუუუუუუმ
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_kasper_*
პოსტი May 19 2008, 22:26
პოსტი #2





Guests






akuna matata
ერთხელ უკვე ამოვშალე ახლა მეორედ ამოვშლი 01.gif
მესამედ იგივე პოსტს დაწერ და წორნ 06.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია kasper: May 19 2008, 22:26
Go to the top of the page
 
+Quote Post
fisherman
პოსტი May 20 2008, 18:30
პოსტი #3


ფ"lost"ებით მოარული ვირ ტუოზი. ◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,596
რეგისტრ.: 3-December 07
მდებარეობა: სადაც დამიღამდება
წევრი №: 736
კურსი:--


მართლაც მაგარი რამეები მოხდებოდა შეთქმულება რომ არ გამჟღავნებულიყო, შეიძლება დღეს ჩვენ სხვა საქართველოში გვეცხოვრა 06.gif




პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია kasper: May 20 2008, 21:50


--------------------
ვემსახურები საქართველოს
Go to the top of the page
 
+Quote Post
DAGIჭEREN
პოსტი May 20 2008, 22:46
პოსტი #4


აკადემიკოსი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,326
რეგისტრ.: 23-January 08
წევრი №: 1,837
კურსი:--


ციტატა(ზვიო @ 20th May 2008 - 18:48) *
მართლაც მაგარი რამეები მოხდებოდა შეთქმულება რომ არ გამჟღავნებულიყო, შეიძლება დღეს ჩვენ სხვა საქართველოში გვეცხოვრა

შეიძლება მაგრამ არც ის არი გამორიცხული რო დღეს რუსები ვყოფილიყავით


--------------------
Девственность - женский недостаток, устраняемый мужским достоинством !!!


we will see how important is to bring about in the human mind the radical revolution. the crisis! the crisis that cannot anymore accept the old norms and the old traditions.

you are your own guru, your own leader, your own saver :>

in tirdznisi we trust :| ტირძნისელო მოდერო რა ლამაზი ხარო :|

ახტა გოჭი დახტა გოჭი შენ მო*****ნ დედის პროჭი :O :|
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_NUMB_*
პოსტი May 21 2008, 10:23
პოსტი #5





Guests






წინა აჯნაყებებთან შედარებით ყველაზე ორგანიზებული იყო, გეგმა მაინც ქონდათ შედგენილი. რომც მოეხდინათ ეგ, დიდხანს მაინც ვერ იარსებებდა თავისუფალი საქართველო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
akuna matata
პოსტი May 21 2008, 15:16
პოსტი #6


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 2-November 07
მდებარეობა: ისლის სახლი
წევრი №: 241
კურსი:--


ციტატა(NUMB @ May 21 2008, 6:41) *
წინა აჯნაყებებთან შედარებით ყველაზე ორგანიზებული იყო, გეგმა მაინც ქონდათ შედგენილი. რომც მოეხდინათ ეგ, დიდხანს მაინც ვერ იარსებებდა თავისუფალი საქართველო.



აბსოლიტურად მართალი ხარ თავისუფალ საქართველოს რუსეთის იმპერია ვერ სეეგუებოდა და მაინც დაიპყრობდა მას


--------------------
აუუუუუუუუუუუმ
Go to the top of the page
 
+Quote Post
anuka_
პოსტი Sep 8 2008, 11:51
პოსტი #7


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 371
რეგისტრ.: 26-December 07
წევრი №: 1,389
კურსი:--


ციტატა(ზვიო @ May 20 2008, 18:48) *
მართლაც მაგარი რამეები მოხდებოდა შეთქმულება რომ არ გამჟღავნებულიყო, შეიძლება დღეს ჩვენ სხვა საქართველოში გვეცხოვრა default.gif

კიდევ კარგი რო გამჟღავნდა თორე მერე ერთმანეთს დასცხებდნენ!!!!


--------------------
საზღვრები არ არსებობს.....
Go to the top of the page
 
+Quote Post
chestera
პოსტი Sep 10 2008, 0:16
პოსტი #8


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 313
რეგისტრ.: 11-August 08
მდებარეობა: Tbilisi.Georgia
წევრი №: 3,972
კურსი:2


ციტატა(anuka_ @ Sep 8 2008, 11:09) *
კიდევ კარგი რო გამჟღავნდა თორე მერე ერთმანეთს დასცხებდნენ!!!!

მთლად ეგრეც არაა


--------------------
და ეს დასასრული არაა, ეს მხოლოდ დასაწყისია!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
anuka_
პოსტი Sep 10 2008, 8:51
პოსტი #9


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 371
რეგისტრ.: 26-December 07
წევრი №: 1,389
კურსი:--


ციტატა(chestera @ Sep 10 2008, 1:34) *
მთლად ეგრეც არაა

მაშ რას იზამდნენ? აზრი სამად იყო გაყოფილი და ყველა თავისსას აწვებოდა


--------------------
საზღვრები არ არსებობს.....
Go to the top of the page
 
+Quote Post
Spinchy
პოსტი Oct 15 2008, 17:49
პოსტი #10


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 15-October 08
წევრი №: 4,712
კურსი:1


ციტატა(ზვიო @ May 20 2008, 18:48) *
მართლაც მაგარი რამეები მოხდებოდა შეთქმულება რომ არ გამჟღავნებულიყო, შეიძლება დღეს ჩვენ სხვა საქართველოში გვეცხოვრა default.gif



არანაერად. თავის დროზე სკოლაში მეც დავრწმუნდი და დანარცენებიც რომ შეთქმულება განწირული იყო. ისტორიის წიგნი აიღეთ, გადახედეთ და მიხვდებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
bimo
პოსტი Jun 27 2009, 8:18
პოსტი #11


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 342
რეგისტრ.: 15-April 09
წევრი №: 6,639
კურსი:4


საინტერესოა ალექსანდრე ჭავჭავაძე როგორ მოხვდა შეთქმულების მონაწილეებში ,როცა 1812 წელს კახეთის აჯანყებას ებრძოდა,როგორც პაულიჩის ადიუტანტი და ხელშიც დაიჭრა...რუსოფილებო გამოდით მის დასაცავად!
Go to the top of the page
 
+Quote Post
mishka011
პოსტი Mar 24 2011, 21:58
პოსტი #12


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 24-March 11
წევრი №: 11,129
კურსი:--


]შენ წერ რომ სოლომონ დოდაშვილი ჭლექით გარდაიცვალა მაგრამ ეს ასე არ არისის
ამ ინფორმაციას კომუნისტების დროს მალავდნენ ისე კი გადმოსახლებამდე რამოდენიმე ხნით ადრე რუსებმა მოწამლეს იმის შიშით რომ თბილისში დაბრუნებულს კიდევ ერთხელ არ ეცადა აჯანყების მოწყობა .....
ჭლექი მართლაც აწუხებდა მაგრამ ჭლექს არ მოუკლავს რუსებმა მოკლეს!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
circle
პოსტი Mar 25 2011, 20:18
პოსტი #13


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,028
რეგისტრ.: 16-August 08
წევრი №: 4,021
კურსი:--


ციტატა(akuna matata @ May 18 2008, 18:12) *
... აჯანყებამდე რამდენიმე დღით ადრე შეთქმულების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა იასე ფალავანდიშვილმა, საკუთარი ტყავის გადარჩენის მიზნით, შეთქმულება გასცა.

რატომ გასცა? შეთქმულების წარმატებაში არ იყო დარწმუნებული თუ რამე სხვა მიზეზით? ანუ რას ნიშნავს "საკუთარი ტყავის გადარჩენის მიზნით"?

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია circle: Mar 25 2011, 20:20
Go to the top of the page
 
+Quote Post
2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th July 2019 - 22:05
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank