გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


70 გვერდი V  « < 67 68 69 70 >  
Reply to this topic Start new topic
 საკუთარი შემოქმედება
 
ninex
პოსტი Nov 1 2011, 21:06
პოსტი #885


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,772
რეგისტრ.: 23-September 10
წევრი №: 9,962
კურსი:--


liverpoolfan
მე მიდევს დაჟე.........u.gif


--------------------
,,...იმ დღეს ძაან სოლიდურ ხალხს შევხვდი. აი, ისეთებს, ცუდ სიტყვებს მარტო ისეთ დღეებში რო ამბობენ, როცა მარხვა არ არი..."
ჰარე ჰარე ყველას....
Go to the top of the page
 
+Quote Post
liverpoolfan
პოსტი Nov 1 2011, 21:34
პოსტი #886


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 82
რეგისტრ.: 25-September 11
მდებარეობა: Merseyside
წევრი №: 11,913
კურსი:--


ninex

ვა შენც წერ?
დრო რომ მექნება წავიკითხავ ერთი შენს შემოქმედებას,
წინა გვერდებისთვის არ შემიხედავს biggrin.gif


--------------------
Who's bigger than LIVERPOOL?


don't become a clockwork orange!
Go to the top of the page
 
+Quote Post
ich liebe dich
პოსტი Nov 30 2011, 14:38
პოსტი #887


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 30-November 11
წევრი №: 12,370
კურსი:--


მე და შენ ერთად, მთვარიან ღამეს ქუჩის კუთხეში ვიცეკვებთ ტანგოს... წვიმის წვეთები,მთვარის სონატა და ღამის სითბო ერთად დაგვათრობს. ჩემს გულის ცემას აჰყვება რითმად შენი ფეხის ხმა და ნაზი სიო, მოცარტი ნოტებს დაგვიკრავს ციდან, ნელი რითმები გვაჩუქებს სითბოს. მე და შენ ერთად, მთვარიან ღამეს, ქუჩის კუთხეში ვიცეკვებთ ტანგოს სერენადები,წვიმისწვეთები და სიყვარული ძლიერ დაგვათრობს.....
Go to the top of the page
 
+Quote Post
mako@mako@mako
პოსტი Dec 23 2011, 13:20
პოსტი #888


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 78
რეგისტრ.: 26-April 09
წევრი №: 6,692
კურსი:2


მეგონა დაბრუნდებოდი,
არ დამტოვებდი მეგონა,
დღედაღამ შენზე ოცნებით,
გავგიჯდებოდი მეგონა..
შენკი წახვედი დამტოვე,
გული კი რაღაცას ელოდა,
მეგონა დაბრუნდებოდი,
არ დამტოვებდი მეგონა...
ეს ჩვენი წმინდა კავშირი,
უსასრულო რომ მეგონა,
ერთ დღესაც გაქრა,დამთავრდა,
მე უკვდავი რომ მეგონა...
ოდესმე თუ დაანგრევდი,
გული ამას არ ელოდა,
მეგონა არ დამტოვებდი,
დაბრუნდებოდი მეგონა...
შენკი წახვედი,დამტოვე,
შენ გამახარე გეგონა,
ამ დროს ეს გული გტიროდა,
და თითქოს რაღაცას ელოდა...
ჩვენი დობა და კავშირი,
ერთ წამში გაქრა,ლღვებოდა,
მე ვერ ვშველოდი,ვცდილობდი,
მეგობრობა კი ქრებოდა...
მეგონა არ წახვიდოდი,
დაბრუნდებოდი მეგონა


:*:*:*:*:*:*:*:*:*
იმათგან ესეც იყოს რაა
იყო დრო მჯეროდა შენი სიყვარულის,
მწამდა და ვაღმერთებდი მას,
შენზედ უსასრულოდ ლექსები მიწერია,
იმათგან ესეც იყოს რაა?!
მე ისევ დავწერ,ისევ გაგაღმერთებ,
განა შეიცვლება რაამ,
უბრალოდ დავწერ,გულს მოვიოხებ,
ვითომ დაშავედება რაა?
იმ ქაშუეთში შენგან ხელმარცხნივ,
ვიდექი როგორც ქვა,
გაშეშებული ყინულის ლოდებივით,
მარიამს ვთხოვდი კვლავ...
მაგრამ რას ვთხოვდი,ამას ვერ გაიგებ,
არც დამიჯერებ მწამს,
იმ ლამაზ ღიმილს შენ რომ აღნიშნე,
პაწია საიდუმლო აქვს...
უკვე ყველაფერი ამაოა,
ფიქრები ამერია თან,
გგონია მარტო შენ ლოცულობ,
იქ სხვა მრავალიც დგას...
ოდესღაც გადმოგედავს მამა ზეციერი,
სხვასთან გაგიმართლებს მწამს,
მერწმუნე სულ სხვას შეიყვარებ,
ქალღმერთად გეყოლება ალბათ...
ამდროს კი ძველი სიყვარული.
წავა გააყოლებ ქარს,
არცკი მომიგონებ,არცკი გამიხსენებ,
უბრალო სიზმრად ჩამთვლი ალბათ...
მარტო არ ვიქნები,შენ არ შეგეშინდეს,
მე დათუნია მყავს,
შენ რომ მაჩუქე დიდი სიყვარულით,
ახლა ჩემს გვერდით დგას...
ორივე ვარსკვლავებს ვუყურებთ,
ორივეს გვენატრები გწაამს?
ამდენ ლექსებთან ეს ბოლოც იყოს,
ვითომ დაშავდება რაამ????



7.gif 7.gif
პეპელა რომ ვიყო წითელ კაბიანი,
მოვფრინდებოდი შენთან,
თოფის ლულაზე დავსკუპდებოდი,
ფიზოზეც ვირბენდით ერთად...
შენი სიყვარული რას არ მაწერინებს,
შენი მონატრებაც მტანჯავს,
რაიქნებოდა მარიას ნაცვლად,
პეპელა რო მერქვას ახლა..
viannen_28.gif 2.gif yahoo.gif yahoo.gif tease.gif russian_roulette.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია mako@mako@mako: Dec 23 2011, 13:21
Go to the top of the page
 
+Quote Post
ninex
პოსტი Feb 13 2012, 14:02
პოსტი #889


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,772
რეგისტრ.: 23-September 10
წევრი №: 9,962
კურსი:--


I. მე _ მარიამი
,,ცოტაც და ცხვირით დავერჭობი”, ვფიქრობ და ეს აღმართი უსასრულო მეჩვენება. ქუთუთოები მიმძიმდება და ვხვდები, რომ სიცხემ კიდევ უფრო ამიწია. ტროტუარზევე ჩამოვჯექი, ღრმად ჩავისუნთქე და თვალებზე ჩამოფხატული ქუდი გავისწორე. არ ვიცი რამდენხანს ვიჯექი, ხუთი წუთი, ათი..... იქნებ სულაც სულ აქ ვიჯექი ან საერთოდ არ ვარ აქ. ამ ფილოსოფიური მსჯელობიდან, მაგრამ უფრო ბოდვებიდან, ჩემივე სახელის დაყვირება მაფხიზლებს. ჩემს წინ ინი და იანისი დგანან და იდიოტებივით მიღიმიან. მე მათ ჩაკიდებულ ხელებზე მეღიმება, რასაც ორივე ამჩნევს და ორივეს ერთნაირად რცხვენია. ხელები ახლა საკუთარ ჯიბეებშია. ,,ინი და იანივითაა, ოღონდ არ ვიცი რომელია ქალური საწყისი და რომელი _ მამაკაცური”, ახლა მითოლოგიასთან დავიწყე პარალელების ძებნა, ,,თუმცა ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს იანისი ჟიმავს ინს თუ, პირიქით”, ჩინელ ღმერთებს თავს ვანებებ და ,,გიოსთან მივდივარ”, ვეუბნები ბიჭებს. ასვლაში დახმარებას მთავაზობენ, მაგრამ ხელებს ვასავსავებ და განახლებული ძალით, მარტო ვუტევ ზემელის მოყინულ აღმართს. ,,გიო ვერელია, მაგრამ არ ეტყობა, ოცდათორმეტისაა და არც ეს ეტყობა. ახლა მივალ და ფილმს ვნახავთ, ალბათ მეასედ. მანამდე წავიკითხავთ რამეს, უფრო მე. გიოს შევპირდი, რომ არასოდეს დავწერ მასზე. ჯერჯერობით ვასრულებ, მაგრამ ვიცი, რომ აუცილებლად დავწერ, გიომაც იცის. რა მნიშვნელობა აქვს, მაინც მხოლოდ გიოს ვუკითხავ.” გიო კარს აღებს და მაშინვე ყავა მოაქვს, ,, ისევ ფიქრობდი, რომ მე არ გავაღებდი კარს”, ეცინება. ,ჰო, ყოველთვის ასე ვფიქრობ, კარს მივუახლოვდები თუ არა, მაშინვე ისტერიული კანკალი მიტანს და მგონია, რომ გიო არ გააღებს. იდიოტობაა, მაგრამ ამ პანიკურ შიშს ვერაფერს ვუხერხებ. ყავა კონიაკითაა, სიცხისთვის. მე შავ-თეთრ ფოტოს ვუყურებ, სადაც გიო და ვიღაც გოგო სახლის სახურავზე დგანან ხელჩაკიდებულნი. არ ვიცი ვინაა ეს გოგო. თმა გადაპარსული აქვს და მოკლე კაბა აცვია. თითისწვერებზეა აწეული და გიოს ისე უჭერს ხელს, რომ ვგრძნობ. სახურავზე ერთმანეთში არეული უამრავი ხაზი ჩანს. სადღაც კუთხეში კი დაჭმუჭნული, კუბოკრული პლედი გდია, იქვე თერმოსი. მისი დანახვისას ჩემი კონიაკიანი ყავა მახსენდება და ნელ-ნელა ვხვდები ვინაა ეს გოგო გიოსთან ერთად.
II. მე _ ელენე
ისე ვარ ჩაფრენილი გიოს ხელს, თითქოს ვხედავდე, რომ თექვსმეტსართულიანის სახურავზე ვდგევართ. ჩემთვის სულერთია, მაგრამ ორასოთხმოცდაათი საფეხურის ავლის შემდეგ მივხვდი, რომ აქედან ისე არ უნდა ჩანდეს, როგორც ამდენივე საფეხურით დაბლა. ჰო, კიბეებს ვითვლი ხოლმე. მე არ ვიცი, რას ნიშნავს სიმაღლე. მე ვერ ვხედავ იმას, რასაც გიო ,,ყველანი პატარა ჭიებს გვანან”-ს ეძახის. მე არ ვიცი, რა არის სიმაღლის შიში, მაგრამ მე ვიცი სიმაღლის სუნი. მიუხედავად იმისა, რომ ამ სუნს თერმოსით ამოტანილი ჩვენი ყავის სუნი ერევა. სახეზე მზეს ვგრძნობ. მე ხატია არ ვარ, რომ ან ამ მზეს ვხედავდე ან სოსოიას. თუმცა მე საერთოდ არ მყავს ჩემი სოსოია. გიო უბრალოდ ყურადღებას მაქცევს. თავიდანვე მომეწონა. იმ ბიჭს გავს, ესპანური ფილმიდან. ჰო, მე ფილმებსაც ვუყურებ. უფრო სწორად, ფილმებს მიყვებიან. მეც, ჩემს ფილმს ვუყურებ, ჩემი აწყობილი კადრებით. გიო ზუსტად იმ ბიჭივითაა, გონებაშეზღუდულ გოგოს რომ უვლის. ხანადახან მგონია, რომ ჯობია გონებაშეზღუდული ვიყო და მხედველობა მქონდეს, იმ გოგოსავით, თუმცა რამნიშვნელობა აქვს. დავინახავ, მაგრამ ვერ აღვიქვამ. ახლა კი, ყველაფერსაც ვხედავ, მართალია ფიზიკურად ვერა, მაგრამ გონებით დიახაც რომ ვხედავ. დიდი ხანია რაც კითხვა ვისწავლე, თითებით, უფრო დიდი ხანია, სუნით ვანსხვავებ ადამიანებს და აუცილებელი არ არის ხელი მაგრად ჩამავლოს ვინმემ და ისე გადამიყვანოს გზაზე, მთავარია, ოდნავ ვეხებოდე თანამგზავრს, მისი სხეულის მოძრაობაც საკმარისია იმისათვის, რომ მივხვდე როგორი გზაა წინ. გიოს მუდამ საღებავების სუნი ასდის, მარიამს კი... სახლის მყუდრო სუნი აქვს. თაზო ფოტოს იღებს, ალბათ მარიამთან ერთად მოვიდა. ყველას უკვირს, რატომ მიყვარს ფოტოების გადაღება, მაინც ვერ ვნახავ. მაგრამ დიახაც რომ ვნახავ, თითებით ყველაფრის დანახვა შეიძლება, მხოლოდ, ფოტო ცოტა უხეში უნდა იყოს, რომ კარგად ვიგრძნო.

III. მე _ თამარი
,,ახლა ამ ნანატრი შვებულებით დავტკბები. შეიძლება ითქვას, რომ უკვე ვტკბები. დიახ! მე ეს დავიმსახურე და ამიტომ, არავის მივცემ უფლებას, ჩემი დრო წამართვას.”

To do list:
1. ჩანთის ჩალაგება
2. დილით ადრე ადგომა და სამარშრუტო ტაქსით წასვლა სოფელში
3. იმ დაუმთავრებელი წიგნის წაკითხვა
4. არანაირი კაცები!!! (ეს წინასწარვე გადავხაზოთ, რადგან იქ, სადაც მივდივარ, ოჩოპინტრეს გამოჩენის ალბათობა უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე რეალური მამრის).
5. გზადაგზა მომაფიქრდება კიდევ
,,მერე რა, რომ დანგრეული და გაყინულია ეს მანქანა. მთავარია, საღამოს უკვე სოფელში ვიქნები”, თავს ვიმშვიდებ და ვცდილობ, ყურადღება არ მივაქციო მუსიკას, რომელიც მართლა აუტანელია. ფანჯარასთან ვზივარ და უნებურად ვუსმენ ,,ახალთ-ახალ” პოლიტიკურ ამბებს. რაც მთავარია, ამბები ჩვენ ქვეყანას ცდება და მსოფლიო პოლიტიკასაც ასეთივე წარმატებით განიხილავენ. კნინობითში მოიხსენიებენ მთელ ამ პრემიერებს, მინისტრებს თუ პრეზიდენტებს. სასაცილოდ ლაპარაკობენ. გაჩერებაზე ჩამოვდივარ და ვცდილობ მუხლამდე თოვლში გზა ვიპოვო. ,,რამდენი ხანი იქნება, რაც აქ არ ვყოფილვარ? დიდიხანია, ალბათ, ათი წელიც კი გავიდოდა.” როგორც მახსოვს, საკმაო მანძილია ჩემს სახლამდე. გარშემო უიმედოდ ვიყურები, არავინ ჩანს. მთის სოფლებიდან წასულია ხალხი. თითქოს სახლებიც კი გაქრა. ეჰ, მარტო მომიწევს ამ ჩანთების თრევა. სიცივეს ვერ ვგრძნობ. ალბათ იმიტომ, რომ მთელი ძალით თოვლს ვუტევ. ბავშვობის კადრები ჩნდება. რატომ ხდება, რომ ყოველთვის, როცა აქ ამოვდივარ, ბავშვობა მახსენდება, სხვა დროს კი... მესამე კლასში ვარ და სახლში მივრბივარ სკოლის ზეიმისგან ლოყებაწითლებული და ჩემებზე გაბრაზებული იმიტომ, რომ ზეიმზე არ მოვიდნენ. სახლში ჩემებიც ლოყებდაწითლებულები მხვდებიან. მამაჩემი ელექტრიკოსია და ყველამ იცის, რომ შუქი მაინც არ მოვა. იმ დღეს, როცა მამა რაღაც ხაზებს აბამდა, შუქი მოვიდა... ჩვენ ხუთნი ვართ და თბილისში ისევ არ არის შუქი. დედა ამბობს, რომ ყველაფერი პრეზიდენტის ბრალია. მე ისევ მესამე კლასში ვარ...
სახლის წინ ფეხებს ვაბაკუნებ და დათოვლილ ბათინკებს ვიფერთხავ. კარი შევაღე თუ არა ნაფტალინის მძაფრი სუნი დამეტაკა ნესტოებში. უცებ უკან დავიხიე. ბუხარს ვანთებ და მხოლოდ ამის შემდეგ ვამჩნევ, რომ სახლი თითქოს უფრო დაპატარავებული და ჩაღამებულია. მაგრამ ზუსტად ისეთივე, როგორიც ბავშვობაში მახსოვს, თავისი ბამბუკის წიგნის კარადით, სადაც წიგნებიც ისეთივე ძველია, როგორც ეს კარადა და დრო. დრო კი მართლა ერთი და იგივეა ამ სახლში, არასოდეს არ მიდის წინ, პირიქით, უფრო უკან მიიწევს. მემგონი ეს ასეთი სახლების დამახასიათებელია. ერთ თაროზე ძველ ფოტოალბომს ვხედავ. ძველია და საოცრად დიდი. ყოველთვის მიკვირდა, რატომ იყო ძველი ფოტოალბომები ასეთი დიდი. ბავშვობაში მიყვარდა ხოლმე ამ ალბომებში გულმოდგინედ ჩაკრული, დიდი ფოტოების თვალიერება. ფრთხილად ვფურცლავ, ფოტოებიდან 40იანი წლების შუაზეთმაგადაყოფილი ქალები იმზირებიან. ფოტოს ქვეშ წარწერაა: XIკლ. ,,პარადი”. ისევ ფოტოს ვუყურებ და მაინტერესებს, რატომ გამოიყურებოდნენ ჯერ ისევ სკოლის მოსწავლეები ნამდვილი ქალებივით. ალბომს თავს ვანებებ და ოთახების თვალიერებას ვაგრძელებ. ალაგ-ალაგ ობობას მოზრდილ ქსელებსაც ვხედავ. შემოვლის შემდეგ ვასკვნი, რომ არაფრის თავი არ მაქვს. ზუსტად ეს მჭირდებოდა: არავინ გარშემო და სრული სიწყნარე. ღრმად ჩავისუნთქე და სავარძელში მოვთავსდი. როგორც იქნა იმ წიგნის დამთავრებას დაადგება საშველი. როდის დავიწყე ამის კითხვა, არც მახსოვს. და საერთოდ, რამდენი ხანია, რაც არაფერი წამიკითხავს, ნუ, იქნება ალბათ, ასე ხუთი წელი მაინც. ამას რათქმაუნდა, ყოველთვის სამსახურის დატვირთულ რეჟიმს ვაბრალებ. ყოჩაღ, თამარ! ახლა შენ ხუთი წლის წინ დაწყებული წიგნის კითხვა უნდა გააგრძელო, საერთოდ რაზეა? წიგნს მონიშნულ ადგილზე ვშლი. გადაშლისას იატაკზე კონვერტივით რაღაც ვარდება.
”To do is to be - Nietzsche
To be is to do – Kant
Do be do be do – Sinatra”
ჰმ, წარწერა საინტერესოა, კონვერტში წერილიცაა. ოთხად გაკეცილ ფურცელს ვშლი:
,, არ მახსოვს, უკვე გითხარი თუ არა, რომ ჩემი საყვარელი, ძვირფასი და შეუცვლელი მეგობარი ხარ!
ჩვენი მეგობრობა ,,პანკურმა” და ,,ბომჟურმა” ცხოვრებამ გამოსცადა და ვერაფერი დააკლო : ) ჩვენ ერთად და ცალ-ცალკე ბევრი რამ გადაგვხდა... ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ ერთმანეთი გვყავს... ალბათ, ხშირად გვიტკენია, მაგრამ დღეს რომ მე ამ უსტარს გწერ : ), ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კვლავ მეგობრები ვართ და ათი წლის შემდეგ ამ წერილს ერთად წავიკითხავთ...
14.X.2003”
წერილი დავკეცე და ისევ კონვერტში ჩავდე. ისევ კადრები, ამჯერად ბავშვობის არა. ერთი ჯგუფელი მოდის და ძველი ქართული ლიტერატურეს კონსპექტებს მთხოვს. მე წესიერად არც ვიცნობ, იმას ისტორიის გამოცდიდან ვახსოვარ, ამიტომ ჰგონია, რომ კონსპექტი უნდა ვათხოვო. მეც, ჩემს გულმოდგინედ დამუშავებულ რვეულს ვაძლევ. ერთი კვირის შემდეგ მიბრუნებს და მეუბნება, ასოები გქონდა გამოტოვებულიო, კინაღამ შემოვცხე! მერე მე და ის გოგო უნივერსიტეტის ეზოში ერთად ვწერდით დეგენერატულ ლექსებს და ვთამაშობდით ,,უაზრობანას”, ერთად ვსვამდით უფასო ჩაის უნივერსიტეტის კაფეში და ქართულად ვთარგმნიდით სიმღერის ტექსტებს, ერთად ვჭამდით ერთ ნაყინს იმიტომ, რომ სამის ფული არ გვქონდა და ერთად ვაცდენდით ლექციებს ჩვენი მეგობრის სარეპეტიციოში. ყოველთვის ერთად ვსვამდით და ერთმანეთს ჩვენს ბიჭებზე ვუყვებოდით. მოკლედ, მეგობრები ვიყავით. მერე ის გოგო დამავიწყდა...


--------------------
,,...იმ დღეს ძაან სოლიდურ ხალხს შევხვდი. აი, ისეთებს, ცუდ სიტყვებს მარტო ისეთ დღეებში რო ამბობენ, როცა მარხვა არ არი..."
ჰარე ჰარე ყველას....
Go to the top of the page
 
+Quote Post
demo_49
პოსტი Feb 13 2012, 18:35
პოსტი #890


ჩამოსახრჩობი....
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,480
რეგისტრ.: 11-June 09
მდებარეობა: ანგელოზთა ქალაქი
წევრი №: 6,880
კურსი:4


ჯერ არ წამიკითხავს

წავიკითხავ დღეს მშვიდ გარემოში


--------------------
Свобода не в том, чтоб не сдерживать себя, а в том, чтоб владеть собой

მომეცით მე ბურთი და შევცვლი სამყაროს....

გიჟი-პირველ რიგში ეს არის ადამიანი,რომლისაც არ ესმით

Нет ничего более полезного для души, как памятование о том, что мы ничтожная и по времени и по пространству козявка и что сила твоя только в понимании своего ничтожества
Go to the top of the page
 
+Quote Post
ninex
პოსტი Feb 13 2012, 18:36
პოსტი #891


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,772
რეგისტრ.: 23-September 10
წევრი №: 9,962
კურსი:--


biggrin.gif................biggrin.gif


--------------------
,,...იმ დღეს ძაან სოლიდურ ხალხს შევხვდი. აი, ისეთებს, ცუდ სიტყვებს მარტო ისეთ დღეებში რო ამბობენ, როცა მარხვა არ არი..."
ჰარე ჰარე ყველას....
Go to the top of the page
 
+Quote Post
demo_49
პოსტი Feb 13 2012, 19:43
პოსტი #892


ჩამოსახრჩობი....
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,480
რეგისტრ.: 11-June 09
მდებარეობა: ანგელოზთა ქალაქი
წევრი №: 6,880
კურსი:4


II. მე _ ელენე
u.gif


--------------------
Свобода не в том, чтоб не сдерживать себя, а в том, чтоб владеть собой

მომეცით მე ბურთი და შევცვლი სამყაროს....

გიჟი-პირველ რიგში ეს არის ადამიანი,რომლისაც არ ესმით

Нет ничего более полезного для души, как памятование о том, что мы ничтожная и по времени и по пространству козявка и что сила твоя только в понимании своего ничтожества
Go to the top of the page
 
+Quote Post
samuraisxmali
პოსტი Feb 13 2012, 20:20
პოსტი #893


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,849
რეგისტრ.: 10-April 08
მდებარეობა: dedamiwa
წევრი №: 2,902
კურსი:4


დასაწყისი არ გივარგა და დალშე კარგია. პირველი წინადადება რომ წავიკითხე, ვიფიქრე ეს რა დებილობაა მეთქი, ამიტომ რამდენიმე ხაზი გამოვტოვე და ისე განვაგრძე კითხვა biggrin.gif მერე თავიდან წავიკითხე ის ხაზები... u.gif biggrin.gif


--------------------
ნუ დაუწყებთ ადამიანებს რაიმეს ახსნას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც თქვენი მოსმენაც არ სურთ.

სამურაი ახსენე და ხმალი ხელში დაიჭირეო (c) მარიშკა

ნაკითხიდაგანათლებული ძველბერძნული სიტყვაა და მანქანფულიანს ნიშნავს....
Go to the top of the page
 
+Quote Post
demo_49
პოსტი Feb 13 2012, 21:59
პოსტი #894


ჩამოსახრჩობი....
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,480
რეგისტრ.: 11-June 09
მდებარეობა: ანგელოზთა ქალაქი
წევრი №: 6,880
კურსი:4


შუა კარგია
ელენეეე wub.gif


biggrin.gif


--------------------
Свобода не в том, чтоб не сдерживать себя, а в том, чтоб владеть собой

მომეცით მე ბურთი და შევცვლი სამყაროს....

გიჟი-პირველ რიგში ეს არის ადამიანი,რომლისაც არ ესმით

Нет ничего более полезного для души, как памятование о том, что мы ничтожная и по времени и по пространству козявка и что сила твоя только в понимании своего ничтожества
Go to the top of the page
 
+Quote Post
ninex
პოსტი Feb 14 2012, 11:00
პოსტი #895


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,772
რეგისტრ.: 23-September 10
წევრი №: 9,962
კურსი:--


samuraisxmali
არადა...ჯასტ ფაქტებია...ყველა ნაწილში...:დ რეალური ფაქტები...:დ
demo_49
ციტატა(demo_49 @ 13th February 2012 - 21:59) *
ელენეეე

u.gif........მიყვარს ეგ გოგო
სახელიც კი არ შევცვალე...:უ


--------------------
,,...იმ დღეს ძაან სოლიდურ ხალხს შევხვდი. აი, ისეთებს, ცუდ სიტყვებს მარტო ისეთ დღეებში რო ამბობენ, როცა მარხვა არ არი..."
ჰარე ჰარე ყველას....
Go to the top of the page
 
+Quote Post
samuraisxmali
პოსტი Feb 14 2012, 12:04
პოსტი #896


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,849
რეგისტრ.: 10-April 08
მდებარეობა: dedamiwa
წევრი №: 2,902
კურსი:4


ninex
შენ ფაქტების შეფასებას ითხოვ თუ ნაწერის? blum.gif


--------------------
ნუ დაუწყებთ ადამიანებს რაიმეს ახსნას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც თქვენი მოსმენაც არ სურთ.

სამურაი ახსენე და ხმალი ხელში დაიჭირეო (c) მარიშკა

ნაკითხიდაგანათლებული ძველბერძნული სიტყვაა და მანქანფულიანს ნიშნავს....
Go to the top of the page
 
+Quote Post
liko.liko
პოსტი Mar 18 2012, 14:48
პოსტი #897


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 18-March 12
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 12,825
კურსი:--


შენი სიყვარულით- ხელისგულზე ..
დედამიწაზე არსებული ყველა ფერი ..
სუნთქვა..
მიზეზი ..
ჩემი ..
ერთი ..



მინდა..
მე მინდა ..
მერე შენც გინდა ..
მოკლედ-ჩვენ გვინდა რაღაც..
ფერადი ბუშტები, იისფერი ჰაერი და უამრავი ჩახუტება გულისწასვლამდე..
ჩვენ მოგვენატრა-მე და შენ "წარსულს"..
ალბათ ამიტომაც ვისხედით მთელი საღამო გვერდიგვერდ, ერთმანეთისგან ზედმეტად შორს! მე-სკვერის სკამის ერთ კუთხეში-ბამბის ნაყინით ხელში, შენ-მეორე კუთხეში..(ვიღაცამ თქვა რა რომანტიულიაო)
ჩვენ კი უცხოებივით ვიკეტებით საკუთარ სამყარო(ებ)ში, თვალებს დაბლა ვხრით, არადა როგორ გვინდა მათში ერთმანეთი აღმოვაჩინოთ!
ყოველ წამს წამით მოპარული თითო სუნთქვა; ქურდებივით ვიპარებით ერთმანეთის სულებში, სადღაც, გულის ყველაზე ბნელ კუნჭულში- ჩუმი ნაბიჯებით დავბოდიალობთ წინ და უკან, ცოტა არ იყოს ნერვიულადაც..
ზურგიდან ყველაზე ნაცნობი ხმა, მძიმე ნაბიჯების ბაკაბუკი-ერთი! ორი! .. სათითოდ ვითვლი..
-ლიკო, არ წახვიდე, მე შენთან მოვდივარ! -გავქვავდი.
ჩუ! თითქმის ერთი თვე გავიდა აღარ მიგრძვნია შენი ხელები, არც სითბო და არც სიყვარული..
კარი-კარ __ არარსებულამდე !
დედამიწაზე მხოლოდ მე და შენ .. რაღაც სასტიკ თამაშს ვთამაშობთ, თავადაც არ ვიცით რას. მგონი ორივეს ენები ჩაგვივარდა, მაგრამ თვალებით ვსაუბრობთ (შენ რაღა თქმა უნდა ამ ყველაფერს ბანალურობას არქმევ, მიეჩვიე ერთფეროვან, უაზრო დღეებს-უჩემოდ )
მაგრამ მე დავბრუნდი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, მხოლოდ დროებით გიყვარდი..
მოვედი, რომ გამეფერადებინა უგულო წუთები.. მოვედი და ის სამყარო მოგიტანე, რომელშიც უკვე სამუდამო ადგილი დაიმკვიდრე ..(ჰო, სწორედ ის სამყარო 18 წლის წინ არჩეულს რომ ამჯობინე..)
ჩემი სიამაყის გამო ზურგს გაქცევ, თავადაც იცი რომ ღირსი ხარ, თუმცა წამითაც ვერ ვითმენ და თვალებს ჩუმად ვაპარებ შენკენ !
შევეჩეხეთ-რა თქმა უნდა, ისევ თვალებით..
-რატომ მიყურებ? -ისტერიკულად სიცილი მინდა, მაგრამ თავს ვიკავებ და ძველებურად, ბავშვურად გიღიმი..
-იმიტომ!-მიპასუხე და კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა! ნელ-ნელა გშორდები, გშორდები სიახლოვითა და სიყვარულით ..
-წავედი, დროებით !! -ჩვეულებისამებრ დამემშვიდობე, ოღონდ "მიყვარხარ" არცერთხელ აღარ გითქვამს..
მოგკლავდი, ასე რომ არ მჭირდებოდე ! ვარდისფერ ლოყებზე რამდენიმე ცრემლი მოგორავს, მაგრამ შენ არასდროს შეგიმჩნევია ისინი (უფლებას არ გაძლევდი ) !!
-ლიკო, ტირი?
-ჰმმ! საიდან მოიტანე? რა თქმა უნდა, არა ! -თვალებს კვლავაც დაბლა ვხრი, ვიხსენებ რომ მხოლოდ დროებით გიყვარდი და ,,,
მინდა..
მე მინდა ..
მგონი შენც გინდა გადამჯღაპნო, ხაზი გადამისვა, მაგრამ ტყუილად ცდილობ, შენნაირ უგულოებს უფრო ძლიერი სიყვარული შეუძლიათ, ვიდრე ჩემნაირ -მიამიტ ბავშვებს ! (თანაც ადამიანებს გულის სიღრმეში მუდამ ახსოვთ ისინი, ვის დავიწყებასაც ყველაზე მეტად ცდილობენ !! )


P.S. ჰო რავიცი და დიდი არაფერიი .. იდოოს.. : DD
Go to the top of the page
 
+Quote Post
70 გვერდი V  « < 67 68 69 70 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th August 2019 - 11:10
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank