გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


70 გვერდი V  « < 23 24 25 26 27 > »   
Reply to this topic Start new topic
 საკუთარი შემოქმედება
 
leo-dzia
პოსტი Jan 14 2009, 17:01
პოსტი #313


სახალხო მთქმელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,471
რეგისტრ.: 13-March 08
მდებარეობა: bobnevi-gori-tbilisi
წევრი №: 2,556
კურსი:4


ეს კი წუხელ დავწერე... რავი,რაცაა ესაა...


საახალწლო


ნაცრისფერ ქალაქს,რუხ ხალხს,ქუჩებს უშნოდ დათოვლილს,
ფეიერვერკით განათებულს ახალ წლის ღამით,
ფერია ცდილობს დაკარგული მადლი უპოვნოს
და სასწაული მოუვლინოს სულ ერთი წამით...

ტირის სუფრებთან სანახევროდ მაძღარ ოჯახებს,
სუფრებზე მძინარ უნამუსო,უძირო ყანწებს...
პირქუშ კალენდარს უღიმღამო ფურცლებს მოახევს
ხვალის იმედით,თან ოცნების ჩირაღდნებს ასწევს...

მერე ფერებით დაფეთდება ღამე მძინარი,
ზუნტლიან ბავშვებს ყველა ნატვრა შეუსრულდებათ,
გაიღიმება მამა ღმერთი გაუცინარი
და მომავალი არასოდეს არ დასრულდება.



2009 წელი. 14 იანვარი...

თბილისი,ღამე...


--------------------
მეც სიგიჟემდე მიყვარხარ თააკ....


გაკოცე...
Go to the top of the page
 
+Quote Post
graci
პოსტი Jan 17 2009, 19:18
პოსტი #314


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,085
რეგისტრ.: 16-January 09
მდებარეობა: mousvleli
წევრი №: 5,903
კურსი:9


... და მე იმ დღიდან გავხდი ისეთი, როგორიც არ ვიყავი, ან ვიყავი და არ ვიცოდი.

ხო ამ ნაწარმოების სათაურია ,,ნაბიჯი" და 11 კლასელებზეა


--------------------
100-1/5
Go to the top of the page
 
+Quote Post
leo-dzia
პოსტი Jan 20 2009, 17:00
პოსტი #315


სახალხო მთქმელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,471
რეგისტრ.: 13-March 08
მდებარეობა: bobnevi-gori-tbilisi
წევრი №: 2,556
კურსი:4


მინდა ერთი ზველი გიჟური და განსხვავებული ლექსი წაგაკითხოთ...


სა-ქარ-თვე-ლო!


"ტუFტა" ქვეყანა ამ "ტუFტა" ხალხის,
ყალბი ღიმილი-მოღრეცვა სახის.
ავი ფიქრები,
ბოღმა სულები,
ლხინში გმირები,
გასაჭირში გაყურსულები.
უაზრო-აზრით,
"გაქაჩული როჟები ბაზრით"
და ლაქიობით "გაშანსული" სამსახურები.

"ნაპიარები" ათასგვარად მატრაკვეცები,
სრულიად ბრიყვნი,
სულით,გულით თუმცა მხეცები.

ქუჩის კუთხეში "დაბოლილი" შავი "მასტები
და ტრაკის ქნევით მომავალი "პედარასტები".

აღარც ნამუსი და სირცხვილის პროცენტიც ნული,
ბოზის უბეში ბოზაობით ნაშოვნი ფული.

ქართული ღვინით დაწამლული თურმე რუსები,
"კარმანშიკებით" გაძეძგილი ავტობუსები.

შავ ყავასა და შოკოლადზე განაზარდები-
"ზასაობაზე" გადასული ახალგაზრდები.

ვაჭრუკანებად დარჩენილი მთელი ნაცია,
ყრუს და ბრმისთვისაც შესამჩნევი დეგრადაცია.

ჩამოძონძილი მატხოვრებით სავსე ქუჩები,
მაძღარი ტიპის გაქონილი იქვე ტუჩები...

. . .

ისევ ვაჩხუბებთ მზესა და მთვარეს,
მგლური თვალებით,
ძმები ვდგავართ ბარიკადის ორივე მხარეს...

. . .

თქვენ ეს გგონიათ სხვა პლანეტა,სხვა სამყაროა?
არარაობის,უაზრობის,მტრობის კალოა.

ეს ნაწილ-ნაწილ გაყიდული მთა და მდელოა,
ეს ჩვენი ყველას საფიცარი საქართველოა...

სა-ქარ-თვე-ლო!

სა-ქარ-თვე-ლო!

სა-ქარ-თვე-ლო!..


2007წელი... 24 იანვარი.




ბოდიშს გიხდით არაკოტექტული ფრაზების გამო,მაგრამ მაშინ იმ განწყობის გადმოცემა სხვანაირად არ შემეძლო...


ვიცი,დიდი არაფერი ლექსია,მაგრამ ალბათ ყველას მოხვდება რაღაცა გულზე...

კრიტიკისთვის მზად ვარ...

რას იტყვით?

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია leo-dzia: Jan 20 2009, 17:01


--------------------
მეც სიგიჟემდე მიყვარხარ თააკ....


გაკოცე...
Go to the top of the page
 
+Quote Post
tako_kakabadze
პოსტი Jan 25 2009, 10:21
პოსტი #316


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,854
რეგისტრ.: 29-April 08
მდებარეობა: sivrce
წევრი №: 3,116
კურსი:2


leo-dzia

ლექსი კარგია, შენი განწყობის შესაფერისი, ჩემისა-არა.

სა-ქარ-თველ'ო

სა-ქარ-თვე-ლ'ო მესმის მომკალი და..

გამივლის ალბათ)))))))))




რაც შეეხება თემას:


მე არ ვწერ ლექსებს,

ლექსი თვითონ მწერს!
smile.gif


--------------------
რატომ?! - ყველაზე აგრესიული კითხვა :)
Go to the top of the page
 
+Quote Post
თაგუნა :)
პოსტი Jan 26 2009, 0:29
პოსტი #317


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 25-January 09
წევრი №: 6,027
კურსი:--


კი მცხვენია ეხლა ლეო_ძიას ლექსების მერე ჩემი უღირსობების დაწერა,მაგრამ მაინც დავწერ..ხო მართლა არ ვთვლი რო შემოქმედებითად რამეს წარმოადგენს ჩემი ნაწერები უბრალოდ ისე ვწეერ და თქვენც ნახეთ თუ გინდათ baby.gif baby.gif baby.gif დრო..დრო გავიდა ..ჩემთვის უზომოდ ბევრი..დაძველდა ყოველდღიურობა...დაძველდა დილით ჩარბენილი ესკალატორის თითოეული საფეხური..ქვაფენილიანი ქუჩა..მოხუცი ქალი გაზეთების ჯიხურთან...ტკბილეულობის მაღაზიასთან დამდგარი სურნელი..დაძველდა უნივერსიტეტის შენობები და მათი ჩრდილები..დაბერდა,გაჭაღარავდა ნაძვები..გაითელა ტროტუარი ჩვენი ნაბიჯებით..თითქოს გამოიცვალა გარემო..და მაინც ყველაფერი იგივე დარჩა..სწორად არის ნათქვამი ,,დრონი იცვლებიან და არა ადამიანები''...არადა როგორ მინდა პირიქით იყოს..მაგრამ მხოლოდ ჩემი სურვილი რას გახდება ამ დედამიწაზე...ისევ ისე პირქუშად მომესალმება ხოლმე, ყოველ დილით ჩემი ეზოს წინ მდგომი ჭადრის ხე..ზამთარი ისევ ცივი სუსხით შეაწუხებს გამხმარ ფოთლებს..და თითქოს უსიცოცხლონი მაინც უცნაურად შეიშმუშნებიან...ისევ ჩავივლი აქა-იქ ამოტეხილ,ქვაფენილიან ქუჩას...თუმცა რაღაც ახალიც არის..სარეკლამო აბრა შეუცვლიათ და თითქოს უფრო მხიარულად გადმოგვყურებს...ისევ ჩავირბენ ესკალატორის საფეხურებს და ძველ ვაგონში ხალხის დაჟინებული მზერაც იგივე იქნება..ხმაც კი არ შეცვლია ოპერატორს,რომელიც თითქოს ნიშნისმოგებით აცხადებს სადგურს...ჩუმად!!!...ნუთუ ეს ის ადგილია სადაც ცხოვრობს?...გაჩერდი!! აღარ ღირს გაგრძელება...არ მინდა დამტვერილ,კუთხეში მყოფ მოგონებებს თვალი გადავავლო..მაგრამ ისინი თავისით მახსენებენ თავს..და ისევ მტკივა..ერთი სურვილის ასრულება რომ შეეძლოთ,ლბათ ვინატრებდი რომ ჩემს გონებაში არსებობდეს ,,DELETE''...აი ვხედავ დიდი ასოებით აწერია ,,გასასვლელი''..კედელზე შემორჩენილა ძველი აბრის ნახევი...და თითქოს ნაცნობი ტკბილეულობის მაღაზიის სურნელიც დგას...ფაქტები ამერია..დროში დავიკარგე თითქოს..უაზრო გადასვლები..ვერ ვაკავშირებ მოგონებებს..მხოლოდ ერთი რაღაც ვიცი..და არ მინდა გავიხსენო რომ ყველა ფაქტს შენამდე მოვყავარ..სჯობს ისევ დოში დავიკარგო..ყოველდღიურობას დავუბრუნდე...ისევ ჭადრის ხეს მივესალმო..მობუზულ ფოთლებს ჩემი ნაბიჯებით სითბო გადავცე...სითბო,რომელიც იქნებ შენამდე მოვიდეს მომდევნო ფოთოლცვენისას...და ბოლოს ისევ ტკივილამდე მივედი..მტვერი გადავიდა იმ ფურცლიდან სადაც შენზე წერია...არა დრონი იცვლებიან და არა ადამიანები....!!!!!!! baby.gif smile.gif smile.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია თაგუნა :): Jan 26 2009, 0:33
Go to the top of the page
 
+Quote Post
leo-dzia
პოსტი Jan 26 2009, 15:15
პოსტი #318


სახალხო მთქმელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,471
რეგისტრ.: 13-March 08
მდებარეობა: bobnevi-gori-tbilisi
წევრი №: 2,556
კურსი:4


თაგუნა smile.gif
ფაქტი ერთია-წერა აშკარად შეგიძლია... ყოჩაღ!!!


tako_kakabadze

დიდი მადლობა ჩემო კარგო შენი აზრის გამოხატვისთვის...





ახლა ერთ ლექსსს გაგაცნობთ კიდევ,იმედია ჯერ არ დამიწერია აქ...

მოდი ძმაო


ძმაო,მოდი ამიწიე ჭიქა
და სიცოცხლის სადღეგრძელო შევსვათ,
თვალი თვალსი გავუყაროთ ბახუსს,
ტარტაროზი ჯორზე წაღმა შევსვათ.

მოდი ძმაო თითო ჭიქა ღვინით
დაბინდული ტვინი გავიხუროთ,
მუზებს თმები შევუღებოთ ინით,
სადედოფლო ფატა დავახუროთ.

მოდი ძმაო დამომშვენე გვერდი
და ჰაერიც გადიქცევა ღვინოდ.
მოვილხინოთ სანამ არ დავბერდით,
თან თავხედი გულიც ვაღიღინოთ.

მოდი ძმაო დაგროვილი გრძნობა
ჩვენი სულის ამბოხებად იქცეს,
სიყვარულით გავაგრძელოთ თრობა,
იქნებ სისხლიც ღვინოდ გადაიქცეს.

დაე,ღვინოდ გადაიქცეს წყალიც,
მერე სიზმრად სირინოზი ვნახოთ.
დავივიწყოთ ქვეყნიც ცოდვა-ბრალი,
სასწაული ცხადად დავინახოთ.

მოდი ძმაო ვებაასოთ ლანდებს
სანამ თვითონ არ ვიქცევით ლანდად,
ცვენც დავადოთ ბორკილები დარდებს,
იმედები ავაყვავოთ ვარდად!

გზა გავუხსნათ ჩვენი გრძნობის ჩანჩქერს,
რომ წალეკოს ეს სამყარო სრულად.
მეგობრისთვის მეგობრებად დავრჩეთ
და ყოველთვის მტერს დავუხვდეთ მტრულად!..


2008წელი... 30 იანვარი..

თბილისი,ღამე...



შარშანდელი ლექსია,რა... კაი მთვრალი ვიყავი...



ისე კი დარხეული მაქვს,ახალ ლექსებს ვეღარ ვწერ...............

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია leo-dzia: Jan 26 2009, 15:13


--------------------
მეც სიგიჟემდე მიყვარხარ თააკ....


გაკოცე...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Shabdub
პოსტი Jan 31 2009, 18:20
პოსტი #319


?!
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,702
რეგისტრ.: 26-November 07
წევრი №: 532
კურსი:--


მოდის ზამთარი მოდის.
თანდატან
თოვლი მოდის..
გადათეთრებულ
მთებზე თოვლი მოდის
და მოდის
გადათეთრებულ მთებზე
თოვლი მოდის
და მოდის. girl_in_love.gif


girl_haha.gif2 კლასი. girl_haha.gif


--------------------
Sunshine through my window.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tiko-tikuna
პოსტი Jan 31 2009, 19:26
პოსტი #320


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 198
რეგისტრ.: 19-December 08
მდებარეობა: galaqtika
წევრი №: 5,504
კურსი:1


ქაოსი

" არ ვიცი რა ხდება... სიცოცხლე მთავრდება...
რაღაცა ჩერდება... სამყარო ბერდება..
ეს ხალხი ბრბო ხდება.. სისხლი...ამბოხება...
ურითმო ლექსები... უაზრო წესები...
ნაცრისფრად თენდება... გულგრილი შეხება...
ყალბი ღიმილი...თვალებში ტკივილი...
ყვირილი უხმო... გრძნობები უცხო...
სიცრუის ტყვეები... შეშლილი დღეები...
მსოფლიო სასტიკი და მსგავსი სვასტიკის...
გულგრილი ერა... გავუძლებ? - ვერა! "


12.09.08წ გულწრფელად შემიფასეეთ smile.gif ისე 3თვე იქნება რაც აღარაფერი დამიწერია, ეეჰ ამ სწავლამ გადამიყოლა რაა book.gif


--------------------
"ყველაფერი კარგია , რაც კარგად მთავრდებაა!.."


Go to the top of the page
 
+Quote Post
DAKOTA
პოსტი Jan 31 2009, 19:54
პოსტი #321


Introspection is the self-observation
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 7,511
რეგისტრ.: 9-June 08
მდებარეობა: Hidden Place
წევრი №: 3,538
კურსი:3


ციტატა(tiko-tikuna @ Jan 31 2009, 19:44) *
ქაოსი

" არ ვიცი რა ხდება... სიცოცხლე მთავრდება...
რაღაცა ჩერდება... სამყარო ბერდება..
ეს ხალხი ბრბო ხდება.. სისხლი...ამბოხება...
ურითმო ლექსები... უაზრო წესები...
ნაცრისფრად თენდება... გულგრილი შეხება...
ყალბი ღიმილი...თვალებში ტკივილი...
ყვირილი უხმო... გრძნობები უცხო...
სიცრუის ტყვეები... შეშლილი დღეები...
მსოფლიო სასტიკი და მსგავსი სვასტიკის...
გულგრილი ერა... გავუძლებ? - ვერა! "
12.09.08წ გულწრფელად შემიფასეეთ smile.gif ისე 3თვე იქნება რაც აღარაფერი დამიწერია, ეეჰ ამ სწავლამ გადამიყოლა რაა book.gif

ყოჩაღ,მე მართლა მომეწონა friends.gif


--------------------
I’m one under millions, a grain of sand in the desert of life.
I was born in this merciless world like every other people without to have a choice or a master plan.
If i ask myself … who am i? what is my purpose in life? then only music can help me to sort the chaos in my head.
Go to the top of the page
 
+Quote Post
თინი
პოსტი Jan 31 2009, 23:09
პოსტი #322


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,352
რეგისტრ.: 16-April 08
წევრი №: 2,974
კურსი:3


არტ-იდეისთვის :

ოთხკუთხედი მაგიდის გარშემო 4 ქალი იჯდა..კვამლში გახვეულ ოთახს მაგიდის შუაში,შუშის შანდალში ჩადგმული სურნელოვანი სანთელი ანათებდა

_რომელი საათია?-იკითხა მოქერაო,ხვეულ თმიანმა ქალმა, დიდი თვალებით. მხიარული მზერა მარცხნივ მჯდომისკენ მიაპყრო.
_მგონი 3 -მოკლედ და უკმეხად უპასუხა შავთმიანმა ისე, რომ თავისი გრძელი წამწამების თვალიერება არც შეუწყვეტია სარკეში.
_ ჩვენი დრო როდის გადის? - მორიდებულად იკითხა დიდტუჩებიანმა, მორცხვად გადაიდო ფეხი ფეხზე და ისეთი სახე მიიღო, ვითომ ეს ისე,სხვათა შორის იკითხა
_რა მოხდა, ვეღარ ითმენთ?- წამოიყვირა სათვალეებიანმა, გრძელი თმა ერთ ხელში მოიქცია და მკერდზე გადაიფინა..

…ერთმანეთი დღეს პირველად ნახეს. ამიტომ ჯერ უნდობლად შეჰყურებდნენ ერთმანეთს. ქერას შავთმიანის გრძელი წამწამები შურდა, შავთმიანს სათვალიანის გრძელი თმა, გრძელ თმიანს დიდი ტუჩები, დიდტდუჩებინს კიდე ქერას თვალები..მოკლედ უკვე მერამდენედ ათვალიერებდნენ ერთმანეთს რაღაცის მოლოდინში. მეტი სათვალიერებელი არც არაფერი იყო - ოთახში მარტო ეს შუშის მაგიდა, შუშის სკამებით იდგა. კედლებიც შემინული იყო და შიგადაშიგ უცნაური სიმბოლო ჰქონდა დატანებული
_ ალბათ ეს აქაურობის ლოგოა არა? - დაარღვია უხერხული სიჩუმე მორცხვმა.
ოთხივემ დაიწყო იმის ამოცნობა,თუ რა იყო ამ ლოგოზე გამოსახული. ერთადერთი,რაც გარკვევით ჩანდა, ნახევარმთვარის სილუეტი იყო და ასო N..ლოდინი ძალიან დამღლელი იყო და ამიტომ ქერამ სცადა უკეთ გასაცნობად და ამ უხერხულობის მოსახსნელად მოეყოლა, თუ როგორ მოხვდა აქ..
_ გოგოებო..იცით?..გუშინ ისეთი რამე შემემთხვა..ხოდა ტირილი რომ დავიწყე და ცხვირსახოცის ასაღებად წავედი, ცხვირსახოცს ზედ ეწერა ..
_ღმერთო ჩემო,შეუძლებელია -გააწყვეტინა სათვალიანმა და მისი დაწყებული სიტყვები გააგრძელა- ზედ ეწერა, რომ თუ მოგწყინდა..
_ ..თუ მოგწყინდა ყოველ დღე..- ჩაერთო დიდტუჩებიანი
_ყოველ დღე ერთი და იგივე.. - განაგრძო შავთმიანმა და როგორც იქნა მოწყდა სარკეს..
ახლა უკვე ოთხივე ერთხმად ამბობდა:

"თუ მოგწყინდა ყოველ დღე ერთი და იგივე..თუ გინდა, რომ რამე შეიცვალოს შენს ცხოვრებაში, თუ გინდა, რომ მიიღო ის, რაც გინდა, მაშინ ეწვიე Nightroamers’ Club-ს"

_ ვაიმე,რა სულელური ტექსტია, ბანალური..ტელეშოპის რეკლამებს გავს- იცინოდა აქამდე მოღუშული სათვალიანი..
სიცილში აიყოლია დანარჩენებიც და ათას რამეს ამბობდნენ, თუ როგორი სისულელე იყო მთელი ტექსტი..სიცილ-სიცილით თქვა დიდტუჩებიანმა- ღმერთო ჩემო, რამ მოგვიყვანა აქ.. ყველას შეეცვალა სახე. უკვე თითოეული მათგანი საკუთარ თავს ლანძღავდა ამ სისულელისთვის. მართლაც, რა უაზრო ტექსტს აყვნენ .. რა ეგონათ საერთოდ აქაურობა. გასაგებია, რომ ღამისმთეველთა კლუბი, მაგრამ დანიშნულება? რატომ ერქვა ასე..ხომ არ შეიძლება უბრალოდ ადგე და ღამე ათენო..რაღაცა ხომ ხდება აქ..ათასი კითხვა მოსდიოდა ოთხივეს თავში, ნელ-ნელა ფანტაზიამაც თავისი ქნა და :

…ქერას ეგონა, რომ ეს იყო ავადმყოფი ადამიანების კლუბი, რომლებიც ღამით ვერ იძინებდნენ და უბრალოდ აქ იმისთვის მოდიოდნენ, რომ დანარჩენ თავისნაირებთან ერთად ყოფილიყვნენ ..

…შავგვრემანს ეგონა, რომ დაახლოვებით სასოწარკვეთილი ხალხის თავშესაყარი იყო, რომელთაც ღამით ურჩევნიათ შეკრებადა დარდის გაზიარება და დღისით ჩვეულებრივ ცხოვრებას უბრუნდებიან შედარებით შვებამოგვრილები…

…მორცხვს საკუთარი ფანტაზიის შეეშინდა და გაწითლდა..ფიქრობდა, ჩვენ მსხვერპლები გავხდებით აუცილებლადო..ოღონდ რისი მსხვერპლები , აი ამაზე ბევრს ფიქრობდა. ღამე მისთვის საშიშ რამეებთან ასოცირდებოდა..

…სათვალიანი კი ცივი გონებით ცდილობდა გამოეცნო, თუმცა მასაც მშვენიერი ფანტაზია ჰქონდა : - ღამე ათენებენ..ღამე რა უნდა აკეთო? - აქ არც დისკოთეკაა,რომ იცეკვო და არც ბარი,რომ დალიო. ესე იგი, რაღაც საიდუმლო რამეა.თან ეს უცნაური ხელწერა ცხვირსახოცებზე..უნებურად თვალი რომ გადაავლო გარშემომყოფებს, ყველა ქალი იყო და ერთ-ერთი ფილმი გაიხსენა : ქალები რომ თამაშობდნენ ხოლმე რუსულ რულეტკას და ვისაც შეხვდებოდა, იმ ქალებს ქმრები რომ უნდა მოეკლათ.. დაიზაფრა და უსიამოვნო შეგრძნებამ შეიპყრო..

აღარავის აღარ ეპარებოდა ეჭვი, რომ აქ არ უნდა მოსულიყვნენ. ოთხივე ცხოვრების დინებას აყოლილი ქალი იყო და თითოეულ მათგანს ეშინოდა ყველაფერ განსხვავებულის. ის იყო, წასვლას აპირებდნენ მოღუშულები, მინის კარი გორგოლაჭებზე გასრიალდა.. ოთხივეს მზერა მაღალი,ათლეტური აღნაგობის მამაკაცის სხეულს აყვა ფეხის თითებიდან თმის ღერებამდე..კაცმა მოგრძო, ყავიფერი თმა თითებით გადაივარცხნა და მაცდური ღიმილით ანიშნა ქალებს- გამომყევითო..ქალებმა ერთმანეთს გადახედეს დაბნეულებმა, თითქოს ადგილზე გაშეშდნენ..პირველი ნაბიჯი წინ მორცხვმა გადადგა. ისევ ისეთი აწითლებული ლოყებით და გოგოებს თვალი ჩაუკრა..უკვე აღარავის ეპარებოდა ეჭვი აქ მოსვლის სიკარგეში..მაგიდას შემდეგი ოთხი ქალი მიუჯდა..ყველას ჯიბეში ხელსახოცი ედო წარწერით :

თუ მოგწყინდა ყოველ დღე ერთი და იგივე..თუ გინდა, რომ რამე შეიცვალოს შენს ცხოვრებაში, თუ გინდა, რომ მიიღო ის, რაც გინდა, მაშინ ეწვიე Nightroamers’ Club-ს "


***

ალტერნტიული დასასრული. .. 18 + biggrin.gif

“ოთხივეს მზერა მაღალი,ათლეტური აღნაგობის მამაკაცის სხეულს აყვა ფეხის თითებიდან თმის ღერებამდე..კაცმა მოგრძო, ყავიფერი თმა თითებით გადაივარცხნა და მაცდური ღიმილით ანიშნა ქალებს- გამომყევითო..ქალებმა ერთმანეთს გადახედეს დაბნეულებმა, თითქოს ადგილზე გაშეშდნენ..პირველი ნაბიჯი წინ მორცხვმა გადადგა. ისევ ისეთი აწითლებული ლოყებით და გოგოებს თვალი ჩაუკრა..ყველანი გრძელ დერეფანს გაუყვნენ.წინ მიდიოდა ისეთივე მაცდური ღიმილით კაცი და უკან მიყვებოდა ოთხი წინასწარ აღგზნებული ქალი, ნეტარების მოლოდინში..დერეფანში მინის კარებიანი კიდევ რამოდენიმე ოთახი იყო. დაორთქლილ მინაში, ბუნდოვნად ჩანდა მკერდით კარებზე აკრული ქალის სხეულის ნელი მოძრაობა..დაუორთქლავი მინის კარები შეაღო მამრმა. ოთხივემ ფეხი შედგა ისეთივე ინტერიერის ოთახში,როგორშიც ილოდებოდნენ, ოღონდაც აქ ინტერიერს რბილ ბალიშებიანი , ფუმფულა საწოლი ემატებოდა. შესვლისთანავე უცნაური და მათთვის უჩვეულო გრძნობა დაეუფლათ ქალებს. ვნებისგან ტუჩები უთრთოდა იმას, ყველაზე მორცხვი რომ ჩანდა. ქერამ თვალები შეანათა კაცს და გაუღიმა. სათვალიანს ერთი სული ჰქონდა ვინმეს პირველი ნაბიჯი გადაედგა, თუმცა ყველა აგვიანებდა. კაცი იქვე დადგმულ სკამზე ჩამოჯდა .. და აი, ვიღაცამ ვეღარ გაუძლო ვნების შემოტევას და წინასწარ ჟრუანტელს მთელ სხეულში. შავგვრემანმა მარტივი მოძრაობით გაიძრო ფეხიდან ფეხსაცმელი . მიუახლოვდა სკამს, თვითონ ტანით მაგიდას დაეყრდნო და შარვლის ტოტის ქვეშ ტერფი შეაცურა. ქერამ ფეხი საწოლის თავზე შემოდო და ნაზად,ნელი და სექსუალური მოძრაობით კოლგოტის გახდა დაიწყო. სათვალიანი ნელ-ნელა ხსნიდა ღილებს პერანგზე. დიდტუჩებიანი კი უკვე კაცისგან ზურგით , მის კალთაში იჯდა და ნეტარებით ლულავდა თვალებს..მისი მკერდიდან ქვემოთ მიცურავდა კაცის თითები..ქერა გახდილ ტანსაცმელზე იდგა, იატაკზე ოთხი ლიფი და ოთხი ტრუსი ეგდო..მამრი წამოიმართა სკამიდან, ზედ შემოხვეული დიდტუჩებიანიანად და ფუმფულა ბალიშებში ჩაიმალა.. ცოტა ხანში ცხელი ორთქლით დაიბურა მთელი ოთახი. დაორთქლილი კარის მიღმა , ბუნდოვნად ჩანდა საწოლზე ორი ქალი. ქერას ნესვის ფორმის მკერდზე ჩამოყრილი თმა და დიდტუჩებიანის ატმისფერ კანზე მიფარებული ზეწარი. მაგიდიდან სათვალიანის გრძელი თმები იყო გადმოფენილი, ღონემიხდილი იყო მისვენებული..მის ფეხებში მოქცეულ ,კვნესისგან ხმა ჩაწყვეტილი შავთმიანის და კაცის ოფლში გაწურილი სხეულების სწრაფი მოძრაობის რიტმს აყოლილი იყო სათვალინის სხეული.. ”


... კოპირაითები

© http://tindatin.wordpress.com/2009/01/29/n...-club/#more-599

© http://www.artidea.ge/?p=550


--------------------

______________
tiny.ge - რაღაცნაირი ბლოგი
Go to the top of the page
 
+Quote Post
tako_kakabadze
პოსტი Feb 1 2009, 10:35
პოსტი #323


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,854
რეგისტრ.: 29-April 08
მდებარეობა: sivrce
წევრი №: 3,116
კურსი:2


*T I N I*


ოღონდ, დასასრული რატომ არის ალტერნატიული. ვერ გავიგე. smile.gif


--------------------
რატომ?! - ყველაზე აგრესიული კითხვა :)
Go to the top of the page
 
+Quote Post
2kija
პოსტი Feb 1 2009, 10:38
პოსტი #324


How Dare You
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,877
რეგისტრ.: 28-October 07
მდებარეობა: Jungles
წევრი №: 116
კურსი:2


ჩემი აზრით დასასრული ვაფშე არაა blum.gif rofl.gif


--------------------
www.psy.ge - ქართველი ფსიხოდელიკებისა და ჰიპების ფორუმი

I'm free! Free from the spell of those diabolical Teletubbies! Thank you. When the world is mine, your death shall be quick and painless.

- women is not an object
- your mother is right son, listen to what it says

ჯობია მოკლა და იცოდე რატო კლავ ვიდრე არ მოკლა და არ იცოდე რატო არ კლავ
Go to the top of the page
 
+Quote Post
tako_kakabadze
პოსტი Feb 1 2009, 10:41
პოსტი #325


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,854
რეგისტრ.: 29-April 08
მდებარეობა: sivrce
წევრი №: 3,116
კურსი:2


2kija

შესთავაზე შენი ვარიანტი. 7.gif


--------------------
რატომ?! - ყველაზე აგრესიული კითხვა :)
Go to the top of the page
 
+Quote Post
70 გვერდი V  « < 23 24 25 26 27 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th September 2019 - 22:36
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank