გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Reply to this topic Start new topic
 ღეროვანი უჯრედები, მოპოვება და გამოყენება
 
Bellatrix
პოსტი Dec 21 2009, 14:15
პოსტი #1


Rossonera...
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,109
რეგისტრ.: 15-June 09
მდებარეობა: Stadio Giuseppe Meazza
წევრი №: 6,897
კურსი:--


ღეროვანი უჯრედი არის უჯრედი, რომელსაც აქვს როგორც თვითგანახლების, ასევე მომწიფებული სპეციალიზებული უჯრედების წარმოქმნის უნარი. მისი დანიშნულებაა საჭიროებისას ორგანიზმის რეგენერაცია.
ღეროვან უჯრედებს თვითგანახლების უნარი აქვთ და შეუძლიათ, წარმოქმნან ყველა ტიპის უჯრედი და ქსოვილი, რომლებისგანაც სხეული შედგება. მაგალითად, დაზიანებულ ღვიძლში გადანერგვისას ღეროვანი უჯრედები ღვიძლის ფუნქციას ითავსებენ. ამის გამო, მათი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა დაავადების მართვისა და განკურნებისათვისაც კი. დაავადებების ჩამონათვალი კი საკმაოდ ვრცელია. სიაში შედის: გულის დაავადებები, სისხლის დაავადებები, პარკინსონი, დიაბეტი და ზურგის ტვინის დაზიანებებიც კი.
არსებობს ემბრიონული, ფეტალური და მოზრდილ ადამიანთა ღეროვანი უჯრედები. ემბრიონული ღეროვანი უჯრედები ხელოვნური განაყოფიერების გზით შექმნილი ემბრიონისაგან მიიღება. ფეტალური ღეროვანი უჯრედები - აბორტის შემდგომი ნარჩენებისა და ახალშობილის ჭიპლარის სისხლიდან, ხოლო ზრდასრული ადამიანების ღეროვან უჯრედებს ძვლის ტვინიდან, პერიფერიული სისხლიდან და ცხიმოვანი ქსოვილიდან იღებენ.
მეცნიერები ყველაზე ეფექტურად ემბრიონულ უჯრედებს მიიჩნევენ, რადგან მათ თვითგანახლების ყველაზე დიდი უნარი აქვთ. თუმცა, კვლევებისთვის ემბრიონის გამოყენება მეცნიერებს ეთიკური დილემის წინაშე აყენებს. კვლევის მოწინააღმდეგენი ამტკიცებენ, რომ ემბრიონი ცოცხალი ორგანიზმია და მის ხარჯზე სხვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა არ შეიძლება; მომხრეები კი მიიჩნევენ, რომ 8-უჯრედიანი ემბრიონი არ შეიძლება ადამიანად ჩაითვალოს. ოპონენტების აზრით, ემბრიონული უჯრედების კვლევის მნიშვნელობა გადაჭარბებულია და მოზრდილთა იმ ღეროვანი უჯრედების გამოყენებას ამჯობინებენ, რომლებსაც ძვლის ტვინიდან და პერიფერიული სისხლიდან მოიპოვებენ.
მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია ასეთია:. ჩანასახი ცოცხალი არსებაა, როდესაც გარდაცვლილი ადამიანის ორგანოს ტრანსპლანტაციისათვის იყენებენ, თანხმობას ავადმყოფისგან ამის შესახებ წინასწარ იღებენ, ჩანასახს კი ასეთი თანხმობის მიცემა არ შეუძლია; ასევე, ამ მეთოდის დანერგვით შეიძლება გაჩნდეს აბორტის გაკეთებაზე ქალების უნებლიეთ წახალისების საფრთხე. "გარდა ამისა, ცნობილია, რომ ხშირად ქალები ხელოვნური განაყოფიერებით რამდენიმე შვილს აჩენენ და შემდეგ მათ კომერციული მიზნით იყენებენ _ ბავშვებს ასხვისებენ. იგივე შეიძლება მომხდარიყო ამ შემთხვევაშიც...თუმცა,მართლმადიდებლური ეკლესია ღეროვანი უჯრედების მისაღებად ჭიპლარის სისხლის გამოყენებას მიესალმება, რადგან ეს მართლმადიდებლურ ღირებულებებს არ ეწინააღმდეგება.

მაინტერესებს მომავალი ექიმების აზრი ამ საკითხზე...

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია GEORGIAN GIRL: Dec 21 2009, 14:15


--------------------
ULTRASI CURVA SUD MILANISTI!!!
MILAN,siempre con te...
FORZA MILAN!!!
Grazie Ragazzi!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
sin165
პოსტი Dec 21 2009, 18:21
პოსტი #2


.
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 11,308
რეგისტრ.: 27-October 07
მდებარეობა: Yellow Submarine
წევრი №: 114
კურსი:--


ციტატა(GEORGIAN GIRL @ 21st December 2009 - 14:29) *
მართლმადიდებლური ეკლესია ღეროვანი უჯრედების მისაღებად ჭიპლარის სისხლის გამოყენებას მიესალმება

ვეთანხმები მართლმადიდებლურ ეკლესიას u.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
wendy
პოსტი Feb 19 2010, 17:55
პოსტი #3


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 142
რეგისტრ.: 19-February 10
წევრი №: 8,639
კურსი:--


ძალიან დიდი მომავალი აქვს ამ მიმართულებით კვლევას. მომავლის მედიცინაა ნამდვილად.

ძმები კოკაიები თუ გაგიგიათ ამ მიმართულებით მუშაობენ საზღვარგარეთ (კონკრეტუალდ არ მახსოსვ სად) ისინი ჩამოდან ხოლმე და ლექციებს კითხულობენ ღეოროვან უჯრედებზე.


--------------------
There are two kinds of people in the world: Those who love chocolate, and communists.
Go to the top of the page
 
+Quote Post
saspensi
პოსტი Mar 13 2010, 4:04
პოსტი #4


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 17-October 09
წევრი №: 7,798
კურსი:3


გამიგია........ და ერთი მესამე კურსელიც გამიგია, რომელსაცძალიან უკვარს ღეროვანი უჯრედები და დიანა ძიძიგური angel.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bellatrix
პოსტი Mar 13 2010, 18:32
პოსტი #5


Rossonera...
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,109
რეგისტრ.: 15-June 09
მდებარეობა: Stadio Giuseppe Meazza
წევრი №: 6,897
კურსი:--


ციტატა(saspensi @ Mar 13 2010, 4:18) *
გამიგია........ და ერთი მესამე კურსელიც გამიგია, რომელსაცძალიან უკვარს ღეროვანი უჯრედები და დიანა ძიძიგური angel.gif

დიანა მეც მიყვარდა ციტოლოგია ჩავაბარე მაგას და ისე კარგად,რომ როცა გაიგო იურიდიულზე გადავდიოდი,არ გადახვიდე შვილო რა გინდა იქო,აქ კაი მომავალი გაქვსო... blush2.gif
ეჰ...როგორ მომენატრა ბიოლოგების კორპუსი,თეთრი ხალათი და ჩემი ჯგუფელებიიიიი friends.gif


--------------------
ULTRASI CURVA SUD MILANISTI!!!
MILAN,siempre con te...
FORZA MILAN!!!
Grazie Ragazzi!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
wendy
პოსტი Mar 13 2010, 20:15
პოსტი #6


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 142
რეგისტრ.: 19-February 10
წევრი №: 8,639
კურსი:--


ციტატა(saspensi @ Mar 13 2010, 5:18) *
გამიგია........ და ერთი მესამე კურსელიც გამიგია, რომელსაცძალიან უკვარს ღეროვანი უჯრედები და დიანა ძიძიგური angel.gif

ჰაჰააა biggrin.gif მეც biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
There are two kinds of people in the world: Those who love chocolate, and communists.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Kai
პოსტი Mar 14 2010, 5:12
პოსტი #7


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 19-January 10
წევრი №: 8,400
კურსი:9


[quote name='GEORGIAN GIRL' date='Dec 21 2009, 11:29' post='879377']
ღეროვანი უჯრედი



"მოკლედ" ღეროვანი უჯრედების შესახებ

ემბრიონული ღეროვანი უჯრედები განსხვავდებიან ზრდასრული ღეროვანი უჯრედებისაგან თავიანთი უფრო ფართოდ გამოხატული პლურიპონტეტობით და მეტი გენომური სტაბილურობით. ამასთანავე ზრდასრული ღეროვანი უჯრედების ნაკლი ისაა, რომ ისინი დღეს ტუმორ-პროგენიტორებად დისკუტირდებიან, რადან მათი მარკერი სიმსივნის უჯრედებში იქნა ნაპოვნი. ღეროვანი უჯრედების დღეისთვის ცნობილი, მნიშვნელოვანი ტრანსკრიფციის ფაქტორები არიან oct4, Nanog და STAT-P. ეს უჯრედები მათ მიკროგარემოზე ე.წ. ღეროვანი უჯრედების ნიშაზე არიან დამოკიდებული. იქ არსებული ე.წ. ზრდის ფაქტორები, რომლებიც უმთავრესად ექსტრაცელულარულ მატრიქსთან არიან დაკავშირებული და სხვა ქიმიური სიგნალპროტეინები, რომლებიც ამ უჯრედების პლურიპოტენციის შენარჩუნებას და თვითგანახლებას განაპირობებენ ახდენენ მათი ფუნქციების და მორფოლოგიის რეგულაციას . ემბრ. ღერ. უჯრედების დიფერენცირება მიმდინარეობს მხოლოდ საფეხურებრივად ყველა ადრეემბრიონული ფაზების გავლით. მაგ. სანამ ისინი კუნთის უჯრედებად დიფერენცირდებიან მეზოდერმული ხასიათის საფეხური უნდა გაიარონ. ბლასტომერები ტოტიპოტენტურნი მხოლოდ 2 - 8-უჯრედის სტადიაში არიან და ამის გამო მათი იზოლირებით სრული ორგანიზმის განვითარებაა შესაძლებელი. საბედნიეროდ დღეს ეს ლეგალურად მხოლოდ მოდელორგანიზმებზე ხდება. პლურიპოტენტობა ნიშნავს, რომ ასეთი უჯრედებიდან ყველა ქსოვილის განვითარებაა შესაძლებელი, მაგრამ არა მთელი ორგანიზმის. მულტიპოტენტი უჯრედები აიან ისინი, რომელთაც სხვადასხვა უჯრედებად დიფერენცირება შეუძლიათ, ძირითადად ერთერთი ემბრიონული ჩანასახოვანი ქსოვილის დერივატების, თუმცა ყველა სახეობის უჯრედებად ვერ დიფერენცირდებიან. ღეროვანი უჯრედებისათვის დამახასიათებელია იშვიათად და ასიმეტრიულად გაყოფა. ეს უკანასკნელი ორი პრინციპის; მიკროგარემოს გავლენის ან შვილობილ უჯრედებში გრადიენტების არათანაბარი გადანაწილებითაა განპირობებული. შვილობილი უჯრედებიდან მხოლოდ ერთი აგრძელებს დიფერენცირების გზას, მეორე კი პლურიპოტენციას, ანუ ღეროვან ხასიათს ინარჩუნებს (თვითგანახლება). ემბრიონალურ ღეროვან უჯრედებს ახასიათებთ თითქმის შეუზღუდავი თვითგანახლების უნარი და დიფერენცირების პოტენციალი, რაც მათი ბირთვების სიდიდის, ტელომერაზების მაღალი აქტივობის, სტაბილური გენომის და უჯრედის ციკლში მოკლე G1-ფაზის არსებობით აიხსნება. ღეროვანი უჯრედების თერაპიული გამოყენება ხდება გულის ქსოვილის აღსადგენად (Stamm et al., Lancet 2003,Tse et al., Lancet 2003), ნეიროდეგენერატიული პათოლოგიების, როგორებიცაა პარკინსონის და ალცჰეიმერის დაავადებები (Drucker-Colin, Cell Mol Neurobiol. 2004 Sugaya Cell Mol Life 2003), "დიაბეტის მელი-ტუსის" დროს ლანგერჰანსის უჯრედების (Robertson, N Eng J Med 2004,Hussain, Lancet 2004) და ძვლის ქსო-ვილების არსადგენად ( Oakes, Med J Aust. 2004,Vats et al. J Bone Joint Surg Br. 2004). თერაპიული მიზნებისა-თვის პაციენტის სომატური უჯრედის ბირთვი ფუზიონირდება ბირთვგამოცლილ სუროგატ კვერცხ-უჯრედში საიდანც ბლასტოციტები წარმოიქმნება და მათი რეპროგრამირებით ხდება ემბრიონული ღეროვანი უჯრედების ეტაბლირება, რომელთა შემდგომში in vivo- დიფერენცირებაა შესაძლებელი. ამ მეთოდით მზადდება იმუნოლოგიურად შეთავსებადი ანუ აუტოლოგი ქსოვილები. ამ მეთოდს თერა-პიულ კლონირებასაც უწოდებენ, რომლის ერთად-ერთი შემზღუდავი პრობლემა კვერცხუჯრედის ფაქტორებია.
ღეროვანი უჯრედების სხვა გამოყენება ხდება ე.წ. სტანდარტ-SCNT(somatic cell nuklear transfer) ფუზიონირების საფუძველზეც. ამ დროს სომატური უჯრედის ბირთვი ინერგება ბირთვგამოცლილ ოოციტში, მისგან განვითარებული ბლასტოცისტისაგან აიღება ემბრიონული ღეროვანი უჯრედები და ხდება მათი ეტაბლირება. მათი გენეტიკური მანიპულირება (ფუქციის მოპოვება ან მისი ნოკაუტი) იძლევა საშუალებას შეიქმნას ამ უჯრედების შტამები, რომლებიც გამოიყენება მედიკამენტების წარმოების, უჯრედების განახლების ( cell replacement) ან კვლევების მიმართულებებით. ალტერნატიული გზაა ღეროვანი უჯრედების იზოლირება თმის ფოლიკულისა და ძვლის ტვინის ე.წ. (Bonemarrow) ნიშებიდან.
ჰემატოპოეტური ანუ Bonemarrow ღეროვანი უჯრედების თვითგანახლების თვისება ძირითადად დამოკიდებულია N-cadherin, Wnt-5A, BMP-ების გავლენაზე. Wnt და Notch სიგნალები განაპირობებენ მათ პროლიფერაციას და პლურიპოტენციას. c-Myc-ის N-cadherin-ზე რეპრიმირებადი გავლენით ეს უჯრედები ნიშას ტოვებენ და დიფერენცირდებიან. Wnt- ლიგანდი თავის რეცეპტორ-კომპლექსთან (Krm1/2,LRP5/6,Freezled) დაკავშირებით იწვევს GSK3-beta, Axin, APC, Dsvl-ის კომპლექსიდან Axin-ის Freezled-თან დაკავშირებას. მის გარეშე Dsvl ხელს უშლის beta-catenin-ის GSK3-beta ის მიერ მისი ფოსფორილირებით გამოწვეულ უბიქვიტარულ დეგრადაციას , რომელიც შემდეგაც beta-catenin უჯრედის ბირთვში გადაინაცვლებს და იქ LEF/TCF ტრანსკრიფციის ფაქტორებს ებმის და მათთან ერთად Wnt-ტარგეტ გენების ტრანსკრიფციას ააქტივებს. მისი პროდუქტ-პროტეინები კი ინდუცირებენ უჯრედების პროლიფერაციას. ეს კი თავის მხრივ c-Myc-ის ექსპრესიას სტიმულირებს რომელიც N-cadherin-ის ინჰიბიტორია. Notch ამ დროს თრგუნავს c-Myc-ის გააქტივებას თუმცა მეორე მხრივ უჯრედების პროლიფერაციას სტიმულირებს. მისი ლიგანდი Delta კი მის ინჰიბირებას იწვევს. ამასთან ერთად Osteopontin (Opn), Angiopoetin (Ang) და Tie2-რეცეპტორი თრგუნავენ, Parathormon related protein-ს რაც ასევე ჰემატოპოეტური ღეროვანი უჯრედების პროლიფერაციას აფერხებს.
შედარებით განსხვავებულია ნაწლავის ნიშაში არსებული ე.წ. ინტესტინალური ღეროვანი უჯრედების(ISC) რეგულაციის მექანიზმი. აქ BMP-სიგნალპროტეინი ებმის BMPr1a რომელიც თავის მხრივ Pten-ს სტიმულირებს და ის კი P13K/Akt-კომპლექსს რეპრიმირებს. ამ უკანასკნელის აქტივაცია კი Wnt-beta-catenin კანონიკურ სიგნალკასკადის ააქტივებს რომელიც პროლიფერაციისთვისა და პლურიპოტენტობისთვისაა აუცილებელი. Noggin ინჰიბირებს BMP-ს და ამ უკანასკნელის Wnt-ზე ნეგატივ მარეგუ-ლირებელი გავლენა დეაქტივირდება. განსხვავებით ჰემატოპოეტური ღეროვანი უჯრედებისა აქ c-Myc ინტესტინალური ღეროვანი უჯრედების პროლიფერაციას უწყობს ხელს, რაც ისევ BMP-ს გააქტივებას იწვევს და Smad-კასკადების გზით Wnt-ს თრგუნავს. არსანიშნავია რომ ამ ნიშაში ღეროვანი უჯრედები განსხვავებით ჰემატოპოეტურისაგენ (ქმნიან უჯრედების კლუსტერს) გაცალცალკევებულნი არიან ეპითელური უჯრედების შრეებით.
თმის ფოლიკულარულ ღეროვან უჯრედებში (ბულგეს უჯრედები) განირჩევა ორი პოპულაცია; ერთი, რომელიც ზემოდან ქვემოთ დერმალური პაპილისაკენ მიგრირებს სადაც თმას ქარმოქმნის და მეორე, რომელიც ზემოთ მიემართება და ბაზალურ უჯრედებს და კერატინოციტებს წარმოქმნის. ამ შემთხვე-ვაშიც რეგულაციის მექანიზმი ინტესტინული ვარიანტის მსგავსია და BMP-ს, Wnt-ის, და c-Myc-ის აქტივაციის ბალანსზეა დამოკიდებული. ამ სიგნალკასკადების გარდა ამ პროცესების რეგულაციაში მონაწილეობს ასევე TGFβ , JAK/STAT, MAPK და Nfk-b სიგნალკასკადებში მონაწილე პროტეინებიც. ზემოხსენებული გენები დღევანდელი შეხედულებით ტუმორასოცირებულ გენებად ითვლებიან და მათი ექსპრესიის რეგულაციის დარღვევა როგორც ადამიანში ისე მოდელ-ორგანიზმებში იქნა შემჩნეული. ამ ბოლო დროს აღმოჩენილი იქნა სიმსივნის ღეროვანი უჯრედები რომელთა კვლევაც ამჟამად ძალიან ინტენსიურად ხდება.
თუ დაწვრილებით გსურთ რაიმე შეკითხვაზე გიპასუხოთ უჯრედის და მოლეკულური ბიოლოგიის დარგიდან, რასაც ჩემი პროფესიული და უჯრედის ბიოლოგიის თანამედროვე ცოდნა გაწვდება დიდი სიამოვნებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Kai
პოსტი Mar 14 2010, 7:46
პოსტი #8


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 19-January 10
წევრი №: 8,400
კურსი:9


"8-უჯრედიანი ემბრიონი არ შეიძლება ადამიანად ჩაითვალოს"

8-უჯრედა კი არა ზოგი სიკვდილამდე არ უნდა ჩაითვალოს ადამიანად smile.gif

მაგ.გერმანიაში ადამიანის ემბრიონზე მანიპულაცია მხოლოდ 4 ბლასტომერის სტადიამდე შეიძლება, რაც კვლევისათვის დიდი შემაფერხებელი ფაქტორია, მაგრამ პოლიტ-და სასულიერო საზოგადოება დღემდე კანონის დონეზე ზღუდავს უფრო გვიან სტადიებში კვლევით ჩარევას, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა არა აქვთ რას ამტკიცებენ. გარდა ამისა გერმანული ცხოველთა დაცვის კანონი აესვე ზღუდავს მრავალ სახეობაზე სხვადასხვა-გვარი კვლევითი მანიპულაციის ჩატარებას რასაც პრინციპში ახსნა მოეძებნება, ზოგიერთ ასპექტში გადაჭარბებული რომ არ იყოს.

თუ ანათემას არ გადამცემენ მინდა მოვიყვანო თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერის, ბრუს ალბერტსის ციტატა: "არც დაბადება, არც ქორწილი და არც სიკვდილი, არამედ ჩვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია - გასტრულაცია!"

ჩემი აზრით მიუხედავად იმისა რომ არათუ უჯრედი, არამედ გენომის პატარა ნაწილიც კი საკმარისია იმისათვის, რომ ამოვიცნოთ არის თუ არა ის ადამიანის. ადრეულ განვითარების სტადიებზე განაყოფიერებული კვერცხუჯრე-დების 100 შემთვევიდან იმპლანტაციამდე და გასტრულაციამდე მათი 1/4-ის და ოთხ კვირამდე (კიდურების განვი-თარებამდე) ემბრიონების ნახევარის სპონტანური აბორტი ხდება. ორგანიზმის (ფეტუს) საბოლოო ტერმინაცია 8-დან 9-კვირამდე სრულდება. ამ დროს ნაყოფს უკვე ყველა ორგანოთა სისტემა გააჩნია. ამ დროს არის ჩანასახი ადამიანი.

"მოზრდილთა ღეროვანი უჯრედების გამოყენებას ამჯობინებენ"

მაგათ რომ იცოდნენ, რომ ზრდასრული ღეროვანი უჯრედებში რიგ შემთხვევებში პოტენციური სიმსივნური ღეროვანი უჯრედების თვისებები აღმოაჩინეს, ამას არ იტყოდნენ.

"მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია ასეთია: ჩანასახი ცოცხალი არსებაა"

ზოგადად ყველა უჯრედი ცოცხალია, ერთუჯრედიანებისაც და მრავალუჯრედიანებისაც, მაგარამ რა სხვაობას ხედავენ ზიგოტასა და ჭიპლარიდან აღებულ ემბრიონალურ ღეროვან უჯრედებს შორის? თუ გულისხმობენ, რომ სული სისხლშია, მაშინ მეზოდერმის წარმოქმნამდე სად იმყოფება და თუ უკვე ზიგოტაშია მაშინ რატომ არ არის ჭიპლარის ემბრიონალურ უჯრედში?smile.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Kai: Mar 14 2010, 7:50
Go to the top of the page
 
+Quote Post
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th November 2019 - 17:24
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank