გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Reply to this topic Start new topic
 წინ ევროკავშირისკენ
 
d.sadzaglishvili
პოსტი Mar 8 2011, 15:31
პოსტი #1


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 8-March 11
წევრი №: 11,011
კურსი:--




http://europeansforum.com

ჩვენი მთავარი მიზანი

ჩვენი მთავარი მიზანია ხელი შევუწყოთ ყველა ევროპული ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, რომელიც მომავალში თავიდან აგვარიდებს ევროპულ ქვეყნებს შორის დაძაბულობას და კონფლიქტს. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მშვიდობიანი მომავლის შექმნას. ჩვენ ვცდილოთ რომ ხალხს დავანახოთ ომის შედეგი, რათა თავიდან ავიცილოთ პრობლემები და შეცდომები. ჩვენც ვცდილობთ შევქმნათ მაქსიმალურად კომფორტული და მშვიდობიანი გარემო ფორუმზე, რომელიც უკეთესად დაანახებს ვიზიტორებს ჩვენი მიზნის შესახებ. ჩვენ ვაცნობიერებთ რომ ვემსახურებით ძალიან რთულ მისიას, უამრავი დაბრკოლება იქნება მომავალში, უამრავი ადამიანი შეეცდება ჩვენს შეჩერებას, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ნათელი მომავლისთვის.
კარგი იქნება თუ თქვენც დადგებით ჩვენს გვერდით და დაგვეხმარებით დიდი მიზნის შესრულებაში. თითოეული თქვენგანის დახმარება წინ და წინ წაწევს ჩვენს მიზანს. ჩვენ მივმართავთ ყველა იმ ევროპული ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა ქვეყნებიც ევროკავშირის გარეთ იმყოფებიან, გთხოვთ დარეგისტრირდით და დააფიქსირეთ თქვენი აზრი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.


ჩვენი სამოქმედო გეგმა

სამოქმედო გეგმის მთავარი ამოცანა არის ევროპელი საზოგადოების ინფორმირება ჩვენი მიზნის შესახებ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათი ქვეყნების გაწევრიანება ევროკავშირში. შედეგი მიიღწევა თუ ჩვენ ერთად ვიმოქმედებთ, თუ ჩვენ ყველანი დავაფიქსირებთ ევროკავშირში შესვლის სურვილს. ევროკავშირის წარმომადგენლობა დაინახავს რომ ევროპელი საზოგადოება ფსიქოლოგიურად მზადაა კავშირში გაწევრიანებისთვის რაც რეალურ შანსებს მოგვცემს. თუმცა მიზანი ერთ დღეში არ მიიღწევა, მაგრამ ჩვენ უნდა გვჯეროდეს რომ დადგება დღე როდესაც ჩვენი მიზანი სისრულეში მოვა, რომელიც ამჟამად მშვიდობის ფრთაშესხმული ოცნებაა. ზოგიერთ თქვენთაგანს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, კი მაგრამ ჩვენ ხომ გვაქვს მშიდობა? ევროპული ქვეყნების უმეტესობას აქვს მშვიდობა, მაგრამ არ უნდა ვიყოთ ეგოისტები, ჩვენს ქვეყანაში შეიძლება მშვიდობა იყოს, მაგრამ სხვა ევროპული ქვეყანა იყოს ოკუპაციის, ტერორის და აგრესიის მსხვერპლი. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ყველაფერი ამ ცხოვრებაში არის წარმოსახვითი და რომ შეიძლება ერთ დღესაც მშვიდობა ომმა შეცვალოს.
მნიშვნელოვანია ამ დიად მიზანს ვემსახუროთ ხალისით და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ შედეგს, ნათქვამია „არ არსებობს მოხალისის სულზე დიდი ძალა“. თუ არ იქნება მშვიდობა მაშინ არ იქნება ჰარმონია.
სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლობებში არიან როგორ კეთილი ასევე ბოროტი ადამიანები. ბოროტი ადამიანები თესავენ სიბოროტეს, ახშობენ ადამიანის თვითშეგნებას და კლავენ პატრიოტიზმს. ისინი საკუთარ ერს მოუწოდებენ რასიზმისკენ. ჩვენ ვგმობთ მათ ქმედებებს, რომელთა საქციელიც ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესებს. ჩვენ უნდა დავამარცხოთ ძალადობა, ნათქვამია „სამართლიანობა ძალის გარეშე სიცარიელეა ხოლო ძალა სამართლიანობის გარეშე კი ძალადობა, იყავი ძლიერი რათა დაიცვა როგორც საკუთარი თავი ასევე სხვები“. ჩვენ შეგვწევს ძალა დავიცვათ როგორც საკუთარი თავი ასევე სხვები, მაგრამ მთავარია თანადგომა.
ჩვენ უნდა დავაკავშიროთ თითოეული ევროპული ქვეყანა ერთმანეთს, ხოლო მომავალში კი მთელი მსოფლიო.


და მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანი ღინისძიებების ჩამონათვალი:

1) ჩვენ მიზანის ევროპელი საზოგადოების ინფორმირება, საერთო მიზნის შესახებ;
2) საზოგადოებამ უნდა შეიცვალოს ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ევროკავშირთან მიმართებაში;
3) საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათი ქვეყნის გაწევრიანება ევროკავშირში;
4) საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია ევროკავშირს მათი ქვეყნისთვის;
5) საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს რომ თუ მათი ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი, მაშინ მათ შეეძლებათ უვიზო რეჟიმით მოგზაურობა ევროკავშირის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში;
6) საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს რომ ევროკავშირი არის ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური სტაბილურობის გარანტი;
7) საზოგადოების გაერთიანება ერთ მუშტად;
8) გლობალური ღონისძიებების გამართვა;
9) დანარჩენი მსოფლიოს იმფორმირება საერთო მიზნის შესახებ;

შემოგვიერთდი:

გვჭირდება ისეთი ხალხი ვინც იცის ინგლისური ენა, ერკვევა მოდერატორის ოპციებში, აქვს გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტოლოგიაში (თუნდაც სტუდენტი) და რაც მთავარია აქვს თავისუფალი დრო რომელსაც უსასყიდლოდ დაუთმობს ჩვენს საერთო მიზანს, საწყის ეტაპზე ვერ შევძლებთ ხელფასის გადახდას, მაგრამ გარწმუნებთ რომ ეს მხოლოდ დროებითია, როგორც კი სპონსორს ვიშოვით, ყველას ვისაც რაიმე წვლილი ექნება შეტანილი ფორუმის განვითარებაში მიიღებს გასამრჯელოს და გახდება ჩვენი ჯგუფის წევრი.


მიმდინარე ენები:

ამ დროისთვის ფორუმს აქვს 14 ენა

English (ძირითადი ენა)
Русский
ქართული
Türk
Español
Български
Сръбски
Босненски
Danish
Portuguese
Polska
Română
Française
Duitse

ახლო მომავალში სხვა ენებიც დაემატება..

ერთად დიდი მიზნისკენ
პატივისცემით, ადმინისტრაცია.

Go to the top of the page
 
+Quote Post
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd July 2019 - 13:32
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank