გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


3 გვერდი V   1 2 3 >  
Reply to this topic Start new topic
 ახალი სასწავლო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობებზე, ეს არის სუ-ს მიმართულების ახალი კურიკულუმი... გვკითხეთ და გიპასუხებთ
 
TSUIRDEPT
პოსტი Aug 4 2008, 16:47
პოსტი #1


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 4-August 08
წევრი №: 3,964
კურსი:--


ამ ვებ გვერდზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ საერთაშორისო ურთიერთობების ახალი საბაკალავრო პროგრამა - http://www.social.tsu.ge/bachinter.asp
ყურადღება მიაქციეთ, რომ მესამე და მეოთხე დონეზე (კურსზე) მყოფ სტუდენტებისა და პირველ და მეორე დონეზე მყოფი სტუდენტებისთვის განსხვავებული პროგრამებია. თუ რამე კითხვები გექნებათ, გთხოვთ, აქვე დაპოსტოთ, რომ გიპასუხოთ... ასევე, ურჩიეთ თქვენს მეგობრებს, რომ შემოვიდნენ ფორუმზე და იაქტიურონ...
აბა დროებით და ველი თქვენს პასუხებს...
Go to the top of the page
 
+Quote Post
plutsi
პოსტი Aug 5 2008, 13:38
პოსტი #2


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 216
რეგისტრ.: 30-March 08
მდებარეობა: meeqvse korpusi da midamoebi

წევრი №: 2,737
კურსი:--


ისა და.. ხომ ვერ გვეტყვით, მაინორი გაუქმდა (ან არჩევითი გახდა ) ჩვენს ფაკულტეტზე, თუ ისევ სავალდებულოა???
Go to the top of the page
 
+Quote Post
TSUIRDEPT
პოსტი Aug 6 2008, 11:53
პოსტი #3


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 4-August 08
წევრი №: 3,964
კურსი:--


ციტატა(plutsi @ Aug 5 2008, 13:56) *
ისა და.. ხომ ვერ გვეტყვით, მაინორი გაუქმდა (ან არჩევითი გახდა ) ჩვენს ფაკულტეტზე, თუ ისევ სავალდებულოა???

ფაკულტეტზე მაინორი ისევე დარჩა როგორც იყო, თუმცა გაუქმდა მაინორი საერთაშორისო ურთიერთობებში. ის სტუდენტები, ვინც ახლა აბარებენ ფაკულტეტზე და ის სტუდენტები, ვინც შარშან ჩააბარეს სუ-ზე მაინორს ვერ აიღებენ. თუმცა, იქნება გარკვეული გამონაკლისები, რაც უნდა გაარკვიოთ სუ-ის დეპარტამენტში მეოთხე კორპუსში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
nat_nata
პოსტი Aug 11 2008, 18:03
პოსტი #4


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 31
რეგისტრ.: 18-December 07
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 1,134
კურსი:--


მაგისტრატურა არ აქვს?
Go to the top of the page
 
+Quote Post
qiromanti
პოსტი Aug 12 2008, 19:16
პოსტი #5


თეთრბილეთიანი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 10,334
რეგისტრ.: 5-February 08
მდებარეობა: ლ ე თ ე
წევრი №: 2,091
კურსი:--


შეგიძლიათ მითხრათ პირველ კურსზე რა საგნები ისწავლება?


--------------------
კაცები აღარ არიან, კა-ცე-ბი !!!

................



Кошке не важно,что о ней думают мыши!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Sep 1 2008, 7:48
პოსტი #6


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 59
რეგისტრ.: 19-December 07
წევრი №: 1,164
კურსი:1


giromanti
აჰა, ციტატა საიტიდან, მშვენივრადაა აღწერილი პირველკურსელების უფლება/მოვალეობები smile.gif

ციტატა
მთავარი პრინციპი, რომელიც თქვენ უნდა გაითავისოთ პირველივე წლიდან არის კონკურენცია. თქვენგან მხოლოდ 80 საუკეთესო გააგრძელებს სწავლას საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე ერთი წლის შემდეგ, შესაბამისად, თქვენ უნდა დაამტკიცოთ, რომ სხვებზე უკეთესი ხართ. მხოლოდ ამ 80 საუკეთესოს ექნება საშუალება ისწავლოს ისეთი საგნები, როგორიცაა ევროკავშირის პოლიტიკა, აშშ_ის საგარეო პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები და ასე შემდეგ.

როგორ ხდება ამ 80 საუკეთესოს გადარჩევა? 2008-2009 აკადემიური წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, საერთაშორისო ურთიერთობების მეიჯორზე სწავლის დამწყების მსურველი იქნება 400 სტუდენტი. ამ სტუდენტების განაწილება მოხდება თანაბრად სემესტრების მიხედვით, ანუ 200 სტუდენტი აირჩევს სუ-ს შესავალ საგნებს 2008 წლის შემოდგომის სემესტრში, დანარჩენი 200 სტუდენტი გაივლის ამ საგნებს 2009 წლის გაზაფხულის სემესტრის განმვლობაში. თითოული სემესტრის მიხედვით 200 სტუდენტიდან მოხდება 40 საუკეთესო სტუდენტის შერჩევა შესავალ საგნებში დაგროვებული ქულების მიხედვით (ორივე სემესტრში მოხდება ჯამში 80 სტუდენტის შერჩევა). სუ-ს სავალდებულო საგნები I დონეზე იქნება შესავალი სუ-ში (5 კრედიტი) და სუ-ის იდეოლოგიები (10 კრედიტი). ის სტუდენტი, რომელიც იღებს სუ-ის შესავალს, იმავე სემესტრში ავტომატურად ეწერება სუ-ის იდეოლოგიებზე. შერჩევის პრინციპი შემდეგია: სტუდენტმა უნდა დააგროვოს 71 ქულაზე მეტი სუ-ის შესავალში და 51 ქულაზე მეტი სუ-ის იდეოლოგიებში. იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებენ, მოხდება საშუალო არითმეტიკული ქულის დაანგარიშება. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით მეორე დონეზე სწავლას გააგრძელებს მხოლოდ ის 80 სტუდენტი (40 სტუდენტი სემესტრში), რომელსაც ექნება ყველაზე მაღალი საშუალო არითმეტიკული ქულა. ეს ნიშნავს, რომ სტუდენტს შეიძლება დაგროვებული ჰქონდეს მინიმალური მოთხოვნები (71 ქულა სუ-ის შესავალში და 51 ქულა სუ-ის იდეოლოგიებში), მაგრამ ვერ გააგრძელოს სწავლა სუ-ის სპეციალობით, თუ მასზე მაღალი ქულები მოგროვებული აქვს 80 სხვა სტუდენტს (40 სტუდენტს სემესტრში).

აქვე აღსანიშნავია, რომ სავსებით შესაძლებელია სემესტრში 40-სტუდენტიანი “ვაკანსია” არ შეივსოს. მაგალითად: 71-ქულიანი მინიმალური ზღვარი სუ-ის შესავალში გადალახოს მხოლოდ 30-მა სტუდენტმა. ასეთ შემთხვევაში შემდეგ წელს მეორე დონეზე სწავლას სუ-ის მეიჯორზე გააგრძელებს მხოლოდ ეს 30 სტუდენტი. ასევე შესაძლებელია, რომ შემოდგომის სემესტრში იყოს უფრო მაღალი გამსვლელი ქულა, ვიდრე გაზაფხულის სემესტრში, ან - პირიქით. მაგალითად, შემოდგომის სემესტრში 85 ქულა, ხოლო გაზაფხულის სემესტრში – 73 ქულა. იმ შემთხვევაში, თუ სემესტრის ბოლოს რამოდენინე სტუდენტი დააგროვებს ერთნაირ გამსვლელ ქულას, მაგალითად 39 სტუდენტს ექნებათ 72 და ზემოთ ქულა, ხოლო 10 სტუდენტს ექნებათ 71, ერთი ვაკანტური ადგილით შემდეგ ეტაპზე გადის 10 სტუდენტი, ანუ, 40-ის ნაცვლად, ჩვენ ვიღებთ 49 სტუდენტს შემდეგ ეტაპზე.


--------------------
I do it from behind...

CompInfo.ge
Go to the top of the page
 
+Quote Post
qiromanti
პოსტი Sep 2 2008, 12:02
პოსტი #7


თეთრბილეთიანი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 10,334
რეგისტრ.: 5-February 08
მდებარეობა: ლ ე თ ე
წევრი №: 2,091
კურსი:--


ციტატა(Power_VANO @ Sep 1 2008, 8:06) *
giromanti
აჰა, ციტატა საიტიდან, მშვენივრადაა აღწერილი პირველკურსელების უფლება/მოვალეობები smile.gif



მადლობა ინფორმაციისთვის მაგრამ თუ შეიძლება ჩემი ნიკი სწორად დაწერეთ smile.gif

მშვენიერი პირობებია ისე default.gif


--------------------
კაცები აღარ არიან, კა-ცე-ბი !!!

................



Кошке не важно,что о ней думают мыши!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
TSUIRDEPT
პოსტი Sep 3 2008, 11:40
პოსტი #8


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 4-August 08
წევრი №: 3,964
კურსი:--


უკაცრავად, რომ ამდენი ხანი ვერ გიპასუხეთ
თსუ-ს ვებ გვერდზე, სიახლეების განყოფილებაში ნახავთ შემდეგ განცხადებას -

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფალულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენთა საყურადღებოდ, საინფორმაციო შეხვედრა ახალ სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებით გაიმართება ხუთშაბათს, 4 სექტემბერს II კორპუსში, ნულოვან სართულზე 21-ე აუდიტორიაში 10-საათზე პირველკურსელებთან, 11-ზე მეორე კურსელებთან, 12-ზე მესამე და მეოთხე კურსელებთან. აკადემიური რეგისტრაცია საერთაშორისო ურთიერთობების მეიჯორის საგნებზე ჩატარდება IV კორპუსში 202-ოთახში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის ტუტორებთან, 8-დან 26 სექტემბრის ჩათვლით-2, 3 და 4 კურსელებბისთვის,15-დან 26 სექტემბრის ჩათვლით პირველი კურსელებისათვის.

გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ მას. აუცილებლად მიდით შესაბამის დროს უნივერსიტეტში, რომ დაესწროთ საინფორმაციო შეხვედრას.
როგორც მოგეხსენებათ, სუ-ის კურიკულუმი თითქმის მთლიანად შეიცვალა, დაემატა ახალი საგნები, ახალი ლექტორები, შემცირდა ჯგუფებში სტუდენტების რაოდენობა, დაწესდა მინიმუმი ზღვარები შემდეგ დონეებზე გადასასვლელად, რაც მთავარია, დაემატა ახალი მოდულები, მაგ. ევროპათმცოდნეობის. მოკლედ, პროგრამა საკმაოდ შეიცვალა. სიახლეებში გასარკვევად შეგიძლიათ გაეცნოთ პროგრამას, რომელიც თსუ-ს ვებ გვერდზე დევს მისამართზე - http://www.social.tsu.ge/bachinter.asp დეტალებში უკეთ გასარკვევად აუცილებლად დაგეხმარებათ საინფორმაციო შეხვედრა.

რაც შეეხება რეგისტრაციას, დეტალების შესახებ საინფორმაციო შეხვედრაზე გაცნობებენ, მაგრამ წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ წელს რეგისტრაცია განხორციელდება დეპარტამეტში და არა კომპიუტერის მეშვეობით. ამას ვაკეთებთ თქვენივე გულისათვის, რადგან კომპიტერის პროგრამული უზრუნველყოფა ამ წუთში არ იძლევა საშუალებას, რომ გათვალისწინებული იქნას შეზღუდვები, წინაპირობები და ა.შ. შესაბამისად, ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება, რომ გაითვალისწინოთ ის რეკომენდაცია, რომელსაც მოგცემენ საინფორმაციო შეხვედრის დროს დარეგისტრირებასთან დაკავშირებით.

სხვა კითხვების შემთხვევაში, მზად ვარ დაგეხმაროთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
charicxula
პოსტი Sep 10 2008, 23:17
პოსტი #9


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 152
რეგისტრ.: 10-September 08
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 4,241
კურსი:2


DIDI MADLOBAAA ძLIVს Aრ GAVIGEE
Go to the top of the page
 
+Quote Post
fisherman
პოსტი Oct 5 2008, 4:58
პოსტი #10


ფ"lost"ებით მოარული ვირ ტუოზი. ◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,596
რეგისტრ.: 3-December 07
მდებარეობა: სადაც დამიღამდება
წევრი №: 736
კურსი:--


საერთაშორისოს არცერთი საგანი არაა სისტემასი და რატო?
დეპარტამენტში ჩაეწერეთო


--------------------
ვემსახურები საქართველოს
Go to the top of the page
 
+Quote Post
charicxula
პოსტი Nov 24 2008, 23:43
პოსტი #11


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 152
რეგისტრ.: 10-September 08
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 4,241
კურსი:2


ლკ
Go to the top of the page
 
+Quote Post
kitxva
პოსტი Dec 18 2008, 19:34
პოსტი #12


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 17-December 08
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 5,477
კურსი:3


შეგიძლიათ დამეხმაროთ და მითხრათ საერთაშორისო ურთიერთობებში ა. რონდელის წიგნის მომზადებაში რომელ ლექტორს შეუძლია დახმარება?გადმოსვლა მინდაააააააააააააა.კიდევ მაინტერესებს როდისაა გამოცდები მეორე სემესტრში გადმოსვლისთვის


ხომ შეიძლება მითხრათ ვინმემ რომელი ლექტორი ამზადებს საერთაშორისო ურთიერთობებში სტუდენტებს? გთხოოოოოოვთ
Go to the top of the page
 
+Quote Post
TaMTaSS
პოსტი May 16 2009, 20:07
პოსტი #13


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 16-May 09
მდებარეობა: paris
წევრი №: 6,763
კურსი:1


გამარჯობა ......მინდა ჩავაბარო საერთაშორისო ურთიერთობებზე.......ჯერ სკოლაში ვსწავლობ.....მინდა მივიგო ზოგადი ინფორმაცია საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ.......ხომ ვერ დამეხმარებით?
Go to the top of the page
 
+Quote Post
3 გვერდი V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th July 2019 - 20:42
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank