გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


6 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topic Start new topic
 შტეფან ცვაიგი
 
2kija
პოსტი Jan 27 2009, 9:15
პოსტი #1


How Dare You
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,877
რეგისტრ.: 28-October 07
მდებარეობა: Jungles
წევრი №: 116
კურსი:2


გამიკვირდა ეს თემა რო არ იყო. რას ერჩით?



drinks.gif კაცი ლეგენდა, კაცი ფსიქოლოგია (განსაკუთრებით ქალის biggrin.gif ) შტეფან ცვაიგს აქვს უგენიალურესი უნარი მარტივი რაღაცეების ჩაკვრით გადმოგვცეს სიტუაცია ისე რო პონტი მთლიანად შევიგრზნოთ :პუნკ: აქვს ძალიან მაგარი უნარი აღწეროს ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ტიპაჟები ერთნაირად კარგად - თითქოს ავტოპორტრეტს წერდესო და ეს ყველაფერი ისე მოკლედ და სადად...განსაკუთრებით ეს შეიგრძნობა იმჰო მის ისტორიულ მინიატურებში და პოლიტიკის მოყვარულთა სამაგიდო წიგნში crazy.gif : "ჟოზეფ ფუშე"
მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე დაწერილ ნოველებში სხვადასხვა პრობლემატიკა დგას წინა პლანზე. გაოირჩევა (თან იმ დროისთვის თუ ვიმსჯელებთ) განსაკუთრებული გახსნილობით, გულწრფელობით და ტოლერანტულობით (ეს ყველაზე კარგად იგრძნობა "მწველ საიდუმლოში" "ზაფხულის ნოველაში" "შიშშიც")


დიდებული კაცი drinks.gif biggrin.gif


ვის გევასებათ?


--------------------
www.psy.ge - ქართველი ფსიხოდელიკებისა და ჰიპების ფორუმი

I'm free! Free from the spell of those diabolical Teletubbies! Thank you. When the world is mine, your death shall be quick and painless.

- women is not an object
- your mother is right son, listen to what it says

ჯობია მოკლა და იცოდე რატო კლავ ვიდრე არ მოკლა და არ იცოდე რატო არ კლავ
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sasha
პოსტი Jan 27 2009, 11:55
პოსტი #2


Fair-haired
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,368
რეგისტრ.: 6-March 08
მდებარეობა: Vanity Fair
წევრი №: 2,466
კურსი:4


ციტატა(2kija @ Jan 27 2009, 10:33) *
ვის გევასებათ?



მე


მომწონს მაგის წერის მანერა რავი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ELECTRA
პოსტი Jan 27 2009, 12:17
პოსტი #3


თეთრბილეთიანი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,748
რეგისტრ.: 25-April 08
მდებარეობა: ******
წევრი №: 3,091
კურსი:--


ციტატა(2kija @ 27th January 2009 - 10:33) *
დიდებული კაცი

ნამდვილად biggrin.gif

ციტატა(2kija @ 27th January 2009 - 10:33) *
ვის გევასებათ?

მე biggrin.gif

განსაკუთრებით მაგისი ნოველები მომწონს


--------------------
" There No Sense Is Being Anything But Practical Thought"


Go to the top of the page
 
+Quote Post
tako_kakabadze
პოსტი Jan 27 2009, 14:24
პოსტი #4


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,854
რეგისტრ.: 29-April 08
მდებარეობა: sivrce
წევრი №: 3,116
კურსი:2


შიში სასჯელზე უარესია, რადგან ის, რაც გაურკვეველია, მძიმეა იგი თუ მსუბუქი, ყოველთვის ჯობია საშინელ გაურკვევლობას. დამნაშავენი ყველაზე მეტად მაშინ იტანჯებიან, როცა, სიმართლეს მალავენ.

" შიში"



ადამიანთა უმრავლესობას მდიდარი ფანტაზია აე ახასიათებს. ის, რაც შორს ხდება, მათზე თითქმის არანაირ გავლენას არ ახდენს, მათ გრძნობაზე არ მოქმედებს. მხოლოდ ოდნავ თუ სეაშფოთებს. მაგრამ საკმარისია თვალწინ სულ უმნიშვნელო შემთხვევაც კი მოუხდეთ, უშუალოდ მათ შეეხოს, რომ ამ ხალხის განუზომელი გძნება გამოიწვიოს.
ადამიანები თავიანთ გულგრილობას თითქოს თავშეუკავებელი და გადაჭარბებული სიფიცხით ანაზღაურებენ.


"ქალის ცხოვრების 24 საათი"

რევოლუციაზეცაა)))))))))))


მერე გერმანულადაც დავდებ-უფრო მაგარია. smile.gif smile.gif smile.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია tako_kakabadze: Jan 27 2009, 14:31


--------------------
რატომ?! - ყველაზე აგრესიული კითხვა :)
Go to the top of the page
 
+Quote Post
wintermoon
პოსტი Jan 27 2009, 15:57
პოსტი #5


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 352
რეგისტრ.: 11-March 08
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 2,514
კურსი:2


ჟოზეფ ფუშე უძლიერესია
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_salomeaa_*
პოსტი Jan 27 2009, 20:12
პოსტი #6





Guests






მე მიყვარს ,,უცნობი ქალის წერილი" ძალიან მაგრად აქვს აღწერილი ქალის გრძნობები და განცდები
Go to the top of the page
 
+Quote Post
sting
პოსტი Jan 28 2009, 0:31
პოსტი #7


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,166
რეგისტრ.: 14-November 07
მდებარეობა: no information
წევრი №: 339
კურსი:--



”გველის პერანგის” წინასიტყვაობა

____________________________________________
ჩვენი ევროპული და საერთოდ მთელი ცივილიზებული სამყარო შეუფერხებლად ემორჩილება
უნიფიკაციისა და გათანაბრების კანონს. ზნე – ჩვეულებანი და ეროვნული სამოსელი, ადათ – წესები და
ხალხური ცეკვები თანდათანობით ქრებიან ან, სამუზეუმო ნიმუშის მსგავსად, ხელოვნურად არსებობენ,
როგორც ისტორიული კურიოზები. ევროპა ერთ ნაციონალურ იერს იღებს და თანამედროვე ქუჩაზე
იქნებ ვეღარც კი ვიგრძნოთ, თუ რომელ განედზეა იგი. ასე ძლიერ იქნა უნიფორმიზებული საგნობრივი
ფორმები და მასთან ერთად, ფარულად, სულიერიც, ოდესღაც ძლიერად რომ გამოსახავდნენ ეროვნულ
ხასიათს.
ცვლილებებისა და მრავალგვაროვნებისადმი ცნობისმოყვარეობით გამსჭვალული გონიერი
ადამიანის წადილი მსოფლიოს ამ გარეგანი ერთფეროვნების წინააღმდეგ ილაშქ2რებს, და რაც უფრო
ფეხს იკიდებს ერთიანი ცივილიზაცია, მით უფრო ფართოდ შლის ფრთებს ეს წადილი. მას იზიდავს არა
მეზობელი ქვეყნების კულტურა, რომელიც ვეღარ აკმაყოფილებს, არამედ ეგზოტიკური. ჩვენს წინაშე
იბადება ლიტერატურა, რომლის გმირები და სიუჟეტები უცხო მხარეებიდან, ტროპიკული და
ანტარქტიკული ქვეყნებიდანაა ნასესხები. ეს სამყაროები, ცხადია, უმთავრესად დანახულია მსოფლიოს
ქვეყნებში მოგზაურობისას: გემთსადგომიდან, ანდა სწრაფი მატარებლის ფანჯრებიდან. აქ მარტოოდენ
შეფერადებული, გარეგნული სახე მოჩანს ამ ქვეყნებისა. ასეთ ლიტერატურულ რეპორტაჟებს იშვიათად
შემოაქვთ უცხო ერების ჭეშმარიტი ესენცია, მათი პირვანდელი სურნელება. კიდევ უფრო იშვიათად კი –
მათი სულიერი განწყობილება. ამის შესაგრძნობად და გამოსახატავად საჭიროა ღრმა კავშირი, სისხლით
მონათესაობა და შეუკავებელი აღფრთოვანება, რომელიც სამშობლოს სიყვარულის ელემენტარული
გრძნობითაა გამოწვეული. მხატვრულ ლიტერატურაში ჭეშმარიტი ეგზოტიკის გადმოცემა მხოლოდ
იქაურ, თავის ხალხთან სულიერად შეზრდილ მწერალს ძალუძს.
ამ ბოლო დროს, ერების ერთმანეთისადმი დაუცხრომელი ცნობისმოყვარეობის გაზრდის
წყალობით, რასაც პირველმა მსოფლიო ომმა უფრო ხელი შეუწყო, ვიდრე დააბრკოლა. ამ მხრივ ბევრი
რამ შეგვემატა. ესკიმოსები, იაპონელები და ჩინელები თავიანთ კულტურაზე გვიამბობენ. თაგორისა და
განდის მეშვეობით თანამედროვე, ძალზე ცოცხალი ინდოეთი დავინახეთ. ახლა კი გრიგოლ რობაქიძის
ამ რომანით, ვფიქრობ, პირველად, ჩვენს წინაშე წარმოდგა უცნობი ერი – ქართველები. ეს ძველისძველი
ერია, რომელსაც ჯერ კიდევ ალექსანდრე შეხვედრია თავის ლაშქრობებში. თავისდა საბედნიეროდ არ
მოქცეულა თურქული თუ სპარსული გავლენის ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ხალხი
ნაყოფიერად შერეულა მასში. ეს ერი დედამიწის ერთ – ერთ ყველაზე შესანიშნავ გარემოშია ჩარგული,
სახელი გაუთქვამს თავისი სიმღერებითა თუ ლეგენდებით, და მაინც ასე სამარცხვინოდ უცნობია
ჩვენთვის, ევროპელებისთვის. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ამ წიგნიდან შევიტყვე, თუ რაოდენ მდიდარია
ეს ერი მისტიკური ძალებით, რა სავსეა ჰეროიზმით, და ამავე დროს რაოდენ გატაცებულია თანამედროვე
იდეებით. ამ წიგნით ახალგაზრდა ავტორმა ჩვენცა და თავის სამშობლოსაც დიდი სარგებლობა მოუტანა.
ახლა, მისი აღწერის მეშვეობით, ჩვენი ცნობისმოყვარეობისსულიერ სფეროში სრულიად ახალი და
საოცრად მიმზიდველი სამყარო წარმოსდგა, რამეთუ მსოფლიოს რომელიმე ქვეყანა, რომელიმე ერი
მხოლოდ მაშინ არსებობს ნამდვილად, როდესაც თავის აღწერას და თავისი თავის შესახებ მოყოლას
იწყებს.
ამ წიგნის შესავალშიც, ისევე, როგორც ყველა იმ ნაწარმოებში, სადაც ლიტერატურა ახალ სახეს
ღებულობს, არის რაღაც ქაოტური. ძველისძველი ბალადებიდან და დაკარგული ლეგენდებიდან
ამოკრეფილი ცეცხლოვანი ზოლები ორნამენტულად არის ჩაქსოვილი მოთხრობილი ამბების ხალიჩაში.
ისინი ხანდახან გვაფრთხილებენ, რომ სპარსული საგმირო სიმღერები და აღმოსავლეთის აღვირახსნილი
რომანტიკა გაზვიადებულია. შემდეგ ისევ თანამედროვეობის შუქი გამოანათებს. ჩვენ ხან ალექსანდრეს
ქუჩაზე სწრაფად მიმავალ საბჭოების მანქანებს ვხედავთ, ხანაც ბოდლერის ციტატებს ვხვდებით. ძველი
და ახალი სამყარო, მაგიური და რეალური სფეროები, უჩვეულოდ, ჩვენთვის არაბუნებრივად ირევიან
ერთმანეთში. და მხოლოდ მათ ასეთ შერწყმას ძალუძს ამ ეპიკური ხელოვნებისთვის დამახასიათებელი,
ხშირად არაბუნებრივი პოეტურობის გამართლება. მაგრამ რაოდენ მხურვალე ცეცხლი იფრქვევა ამ
აღწერებიდან! ხანდახან გწადია რომელიმე გვერდი ამოჭრა და ლექსად დაწერო, თუმცა ისინი უკვე
ლექსებია. ზოგიერთი თავი კი გინდა იმ მეზღაპრემ წაგიკითხოს, უკვე ცივილიზებული აღმოსავლეთის
ბაზარზე (თუმცა ახლა იშვიათად) მაინც კიდევ რომ გვხვდება. ყოველ ფურცელზე სრულიად უცხო
მშვენიერებით აღწერილ ცეცხლოვან, ბალადურ მომენტებს ვხვდებით. და მართალია, გრძნობა ზუსტად
ვერ ასხვავებს. თუ ვის უნდა უმადლოდეს ამ ეგზოტიკურ, ვარდის ზეთივით და ჰაშიშივით
დამათრობელ სურნელებას, – მწერალ რობაქიძესა თუ თვით ქართველებს, – ის მაინც სიამოვნებით
ექცევა ამ ახლებური სტილის გავლენის ქვეშ. მე ამ წიგნმა მსოფლმხედველობა გამიფართოვა, ბედნიერად
გამინათა ჰორიზონტი ეგზოტიკისაკენ და შემაგრძნობინა კიდევ ერთი უცხო სახეობა ეპიკური პოეზიისა.
მას შემდეგ, რაც ეს არაჩვეულებრივი, ყოველგვარ კატეგორიას დაუქვემდებარებელი წიგნი წავიკითხე,
ფანტაზიას უფრო და უფრო მეტად იზიდავს აღმოსავლეთის მეწამული რიჟრაჟით გაშუქებულიტაშკენტი
და თბილისი, – ქარავნებისა და ბაზრების სამყარო. ეს არის წიგნი, რომელიც ძლევამოსილად ამტკიცებს,
რომ ჩვენს მატერიალიზებულ, სულ უფრო და უფრო განსწავლულ და მეცნიერულ სამყაროში მითოსის
შემოქმედებითი არსებობა ისევ და ისევ გრძელდება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
2kija
პოსტი Jan 28 2009, 6:01
პოსტი #8


How Dare You
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,877
რეგისტრ.: 28-October 07
მდებარეობა: Jungles
წევრი №: 116
კურსი:2


ვა ეს არ ვიცოდი

ისე შტეფან ცვაიგს დავაკირდი. თუ რამეს დიდი ხანი აღწერს ცხოვრების ეტაპებსაც მოაყოლებს და აბსოლუტურად განსხვავებულ ადამიანებს ხატავს (ნუ ზოგჯერ ზოგადად რთიდაიგივე ძირითადი თვიებების მატარებელს) მაგრამ მიმაჩნია რო მაგრად აღწერს გარემო პირობების, ცვლილებების, წარუმატებლობის ზეგავლენას ადამიანის აზრებსა და საერთოდ პიროვნებაზე


--------------------
www.psy.ge - ქართველი ფსიხოდელიკებისა და ჰიპების ფორუმი

I'm free! Free from the spell of those diabolical Teletubbies! Thank you. When the world is mine, your death shall be quick and painless.

- women is not an object
- your mother is right son, listen to what it says

ჯობია მოკლა და იცოდე რატო კლავ ვიდრე არ მოკლა და არ იცოდე რატო არ კლავ
Go to the top of the page
 
+Quote Post
tako_kakabadze
პოსტი Jan 29 2009, 21:51
პოსტი #9


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,854
რეგისტრ.: 29-April 08
მდებარეობა: sivrce
წევრი №: 3,116
კურსი:2


wintermoon


ციტატა
ჟოზეფ ფუშე
friends.gif drinks.gif


--------------------
რატომ?! - ყველაზე აგრესიული კითხვა :)
Go to the top of the page
 
+Quote Post
g v a n c a
პოსტი Jan 29 2009, 22:20
პოსტი #10


აბგდ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 909
რეგისტრ.: 21-December 07
წევრი №: 1,261
კურსი:--


თუ სწორად მახსოვს, ფროიდის მოსწავლე იყოო... 7.gif

მისი "მოუთმენლობა გულისა" მიყვარს, კარგად ხანი ემოციების ქვეშ ვიყავი


--------------------
ადამიანობა მოთმინება ყოფილა...
Go to the top of the page
 
+Quote Post
giorgitab
პოსტი Jan 30 2009, 13:03
პოსტი #11


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 272
რეგისტრ.: 23-April 08
მდებარეობა: ხან სად და ხან სად
წევრი №: 3,057
კურსი:--


good.gif

უხილავი კოლექცია

საჭადრაკო ნოველა

მერე დანარჩენები


--------------------
http://www.answers.ge/
Go to the top of the page
 
+Quote Post
Shabdub
პოსტი Feb 7 2009, 21:20
პოსტი #12


?!
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,702
რეგისტრ.: 26-November 07
წევრი №: 532
კურსი:--


" რა ყველანი მე მაცივდებით. ტელეფონის ხაზით კი არა ვარ უფალ ღმერთთან
დაკავშირებული".. wub.gif


--------------------
Sunshine through my window.
Go to the top of the page
 
+Quote Post
m-a-r-i
პოსტი Feb 10 2009, 18:22
პოსტი #13


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 62
რეგისტრ.: 16-October 08
წევრი №: 4,745
კურსი:6


ძალიან მომეწონა ,,ამოკი'', მგონი ფილმიცაა მის მიხედვით გადაღებული


--------------------
ქარს მიაწერენ რაც ქაში ითქვა, რაც თოვლში მოხდა-თოვლს დაბრალდება.......
Go to the top of the page
 
+Quote Post
6 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th July 2019 - 1:22
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank