გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


7 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topic Start new topic
 რომელი წიგნი წაიკითხე ბოლოს?, თემის ევოლუცია
 
Rhaegar
პოსტი Sep 18 2011, 22:36
პოსტი #1


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 502
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი №: 10,624
კურსი:--


ყურადღება!

თემაში შეტანილია ცვლილებები! ვინაიდან წინა თემა და საერთოდ ასეთი - მხოლოდ წიგნის სათაურის დასაწერი თემები ყველა ფორუმზეა და თან, როგორც ატყობთ, არაფრის მომცემია, ამიერიდან ამ თემაში ყველა მპოსტავმა უნდა დაწეროს მის მიერ ბოლოს წაკითხული წიგნის სახელის გარდა ამ წიგნის ზოგადი აღწერა-დახასიათება, ან აღნიშნოს ის რაიმე შტრიხი, ხარვეზი თუ მოსაწონი მხარე, რომელიც მისი აზრით ამ წიგნს ახასიათებს. გაფრთხილდით! - აქ ცხადია, არ იგულისხმება შინაარსისა და საკვანძო მომენტების გამხელა. ცვლილებაში უკეთ გასარკვევად გთხოვთ წაიკითხოთ თემა მასში მოყვანილი მაგალითებითურთ.
მით უმეტეს რომ, საკმაოდ კარგი წიგნები მაქვს მაგალითებად არჩეული.
"იტალიკში" მოყვანილია პოსტის სახე, ზოგადად როგორის დაპოსტვასაც თქვენგან მოველი. ნახსენები მაქვს, რა პერიოდში ვითარდება სიუჟეტი, რას ეხება შინაარსი (და არა თავად წიგნის შინაარსი), რა მომეწონა ამ წიგნში ყველაზე მეტად, რა არ მომეწონა, რა ვნახე შედარებით ახალი და საინტერესო და რამდენად გირჩევთ ამ წიგნის წაკითხვას.

მაქს ფრიშის "ჰომო ფეიბერ", მხატვრული ნაწარმოები.
წიგნში მიმდინარე მოვლენები მეოცე საუკუნის 60-იან წლებში ვითარდება. მისი შინაარსი, ტექნოლოგიურ სამყაროში მცხოვრები ადამიანის მიერ სულიერების უკანა პლანზე გადატანასა და უგულვებელყოფას ეხება. წიგნი მიმართულია ამ მოვლენის გმობისაკენ, თუმცა ამ ძირითად საკითხს ირიბად, პირდაპირ დაფიქსირების გარეშე ეხება.
თხრობა უმეტესად იმ ადამიანის გადმოსახედიდან მიმდინარეობს, რომელიც საკუთარ საქციელს ისეთი მათემატიკური კუთხით უყურებს, რომ დაკვირვებაა საჭირო, რათა მკითხველმა დაინახოს, რომ ყოველი ეს საქციელი, მიუხედავად მისი მათემატიკურად თუ პრაქტიკულად გამართლებულობისა, სხვებს უზარმაზარ მორალურ, სულიერ ტკივილს აყენებს და გულს წყვეტს.
წიგნში ასევე დაყენებულია ასეთი, გრძნობაჩახშული, ტექნიკასთან შერწყმული და მანქანურად აღქმული ცხოვრების აზრიანობის პრობლემა და შედარებულია სულიერ, ბუნებასთან უფრო ახლოს მდგომ, გრძნობით ურთიერთობებთან. რა თქმა უნდა, ესეც, როგორც ყველაფერი სხვა ამ წიგნში, შეფარვით, ირიბადაა გადმოცემული.
ნაწარმოებში განსხვავებული სტილითაა აღწერილი თუ რას ამბობენ სხვები, რამაც ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. პროტაგონისტის აზრების დაფიქსირებით, რომ თვითონ სულაც არ ფიქრობს ასე, გადმოიცემა მის გარშემო მყოფთა ლაპარაკი, მოქმედებები, ემოციები, მაგალითად: "... მერე, ისიც ვიცი, რომ მე (...) პირველი და უკანასკნელი ადამიანი არა ვარ დედამიწაზე და მხოლოდ იმის წარმოდგენა, თითქოს დედამიწაზე უკანასკნელი ადამიანი მე ვიყო, ვერ შემაძრწუნებს იმიტომ, რომ სინამდვილეში ასე არ არის. რა საჭიროა ეს ისტერიულობა? მთები მთებია, თუნდაც ისინი, სხვანაირი განათების წყალობით, სულ სხვა რაღაცას დაემსგავსონ. მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ეს სიერა მადრე ორიენტალია და ჩვენც მიცვალებულთა საუფლოში კი არ ვიმყოფებით, არამედ მექსიკაში..."
წიგნში ინტეგრირებულია საინტერესო საექსკურსიო, შესაძლოა ყოველდღიურიც, თამაში, რომელსაც იდეალურად შეუძლია ყველა ჩვენგანისთვის კარგად ცნობილი "ვირობანას" ფუნქციის შესრულება და უკეთესი მაგივრობის გაწევა, რადგან იმის გარდა, რომ ძალიან სასიამოვნო და ლამაზ თამაშად მეჩვენა, წარმოსახვის უნარისა და ენაწყლიანობის განვითარებაც შეუძლია. წიგნში ნახსენებია იმ დროისთვის სხვადასხვა ქალაქისა თუ რასის წარმომადგენელთა ცხოვრების წესი და ამ კუთხით პირადად მე ბევრი ახალიც გავიგე.
უარყოფით მხარეებს რაც შეეხება, ნაწარმოებში უხვადაა სექსუალური სცენები, ამასთან, ბევრია კავკასიური მორალურობისთვის მიუღებელი ურთიერთობა; ქორწინების გარეშე კავშირები; დროებით საერთო ცხოვრება; აბორტი; მეუღლის ღალატი, რომლის ჩამდენიც პროტაგონისტის მიერ "კარგ გოგოდ" არის შეფასებული და ვინაიდან წიგნში ეს ყველაფერი მთავარი პერსონაჟის გადმოსახედიდანაა დანახული და თან "ჩვეულებრივად", შეიძლება დადებითადაც კია მიჩნეული, წიგნს არ ვურჩევ არასრულწლოვნებს, რადგან ამან შესაძლოა ღირებულებათა დადებითობა–უარყოფითობის მისეულ, სრულად ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ შეფასებაში არასასურველი ცვლილებები ან გულგრილობა გამოიწვიოს.
თავად ნაწარმოები 200 გვერდამდეა (ფურცლების პატარა ფორმატით), აზრის ყოველგვარი დატანების გარეშეც ადვილად და საინტერესოდ იკითხება და ერთ–ორ დღეში თავისუფლად შეიძლება დამთავრება. მთლიან ჯამში, საკმაოდ დადებით შეფასებას ვაძლევ მისი კომპაქტურობის, უხვად გატარებული აზრების, განსხვავებული, ირიბი თხრობის სტილისა და სასიამოვნოდ წასაკითხობის გამო.


როგორც ხედავთ, არაფერი დამიწერია წიგნის საკვანძო მომენტებზე, მის შინაარსზე, არც რამე ასეთი მითქვამს: "ბოლოს როგორ დამწყდა გულიი : (" ან "როგორ გამიხარდა!", ასეთი შეძახილები მაშინვე ახვედრებს ადამიანს როგორ დამთავრდება წიგნი და ხალისით ვეღარ წაიკითხავს. მაშინ, როცა თქვენ მოუთმენლად ელოდით რა მოხდებოდა და ბოლოს შვებით ამოისუნთქეთ ან გული დაგწყდათ, თქვენს მიერ "დასპოილერებულ" ადამიანს უკვე ეცოდინება, რომ ვინაიდან წიგნმა ესა და ეს ემოციები გამოიწვია, ესე იგი ყველაფერი ასე დამთავრდება. ანუ თქვენმა წინდაუხედაობამ შესაძლოა ძალიან ცუდი შედეგი გამოიწვიოს და ამიტომ გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდით, თუ რას წერთ.
მოვიტან კიდევ ერთ მაგალითს და იმ ადამიანებს, ვისაც წიგნის ასეთი ზოგადი განხილვა საშინლად ძნელი გონია, ვეტყვი: მე ეკონომისტი ვარ და თუ მე ვინდომებ და შემიძლია წიგნის ანალიზი, ეს რაოდენ ცუდადაც არ უნდა გამომდიოდეს, მით უმეტეს უნდა შეძლოთ ჰუმანიტარებმა, რომლებიც მათემატიკური კუთხით ნაკლებად უდგებით საკითხებს და რიცხვებზე მეტად, კავშირი სიტყვებთან გაქვთ. მე არ ვარ ძალიან ჭკვიანი, არც ზედმეტად სიტყვამრავალი და ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებ, მით უმეტეს – გრამატიკულს. მაგრამ სტუდენტობა იმისაა, რომ შეცდომებიც უნდა დავუშვათ და ეს თემაც გარკვეულწილად ამ შეცდომათა აღმოფხვრასა და შესაძლებლობათა გაუჯობესებაში შეგვიწყობს ხელს.

ემილ ზოლას "ქალთა ბედნიერება", რომანი.
წიგნის მთავარი ხაზი მისდევს ინდუსტრიალიზაციის პერიოდში ძველებურ, ტრადიციულ, წვრილ სავაჭრო დაწესებულებებსა და მსხვილ, ახალი იდეებით მომუშავე ფირმებს შორის მიმდინარე კონკურენციულ ბრძოლას. სიუჟეტი ინოვაციათა შემომტანი ერთ–ერთი მაღაზიის – "ქალთა ბედნიერების" გარშემო ტრიალებს. წიგნი პირველად 1882 წელს გამოიცა და ხსენებული მაღაზიის ინოვაციურ–რევოლუციურ მაგალითზე ზოლა მთელ იმდროინდელ შეხედულებებს უყრის თავს და მათ მხატვრულად გადმოსცემს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ წიგნში უბრალო ენით შემოტანილია ყველაფერი ის, რასაც ჩვენს სტუდენტებს "ბიზნესის ადმინისტრირების" საგანში "ასწავლიან", განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ამ უკანასკნელში, წიგნისთვის "მეცნიერული" სახის მისაცემად უამრავი, აფერისტი ავტორისთვის უცნობი, ნათარგმნი თუ ყურმოკრული სიტყვაა ჩაკვეხებული, გრამატიკულად გაუმართავია და შესაბამისად, მეცნიერულობისა და მრავლისმომცველობის შთაბეჭდილებას ტოვებს უპასუხისმგებლო ადმინისტრაციაში. როგორც ჩანს, ჩვენმა "ავტორმა" ლექტორმა, რუსული სანაგვიდან თარგმნისას, სახელმძღვანელო წყაროს ძალიან რომ არ დამსგავსებოდა და ავტორად საკუთარი გვარის მიწერა შეძლებოდა, ბიზნესიდეების შექმნის ქრონოლოგია – თარიღები განგებ აურია და ის მოვლენები და აზრები, რომელიც ზოლას უკვე მე–19 საუკუნეში ჰქონდა აღწერილი, მე–20 საუკუნეს მიაწერა და არაფრის დამატების გარეშე "თავის" წიგნში შეიტანა. ყველაფერი, რაც ამ საგანში გვასწავლეს, პრაქტიკული სახითაა მოცემული ემილ ზოლას ამ ნაწარმოებში. მაგალითად ის, რომ საჭიროა მომხმარებლის ფსიქოლოგიის შესწავლა, ადამიანის "ქვენა გრძნობებზე", ქვეცნობიერზე ზემოქმედებით მისგან მომხმარებლის შექმნა. მყიდველებისა და გამყიდველების დაჯერება, რომ პროდუქციის ყიდვა და გაყიდვა თვითონ მათთვისვეა კარგი. მაგალითად, თითოეულ გაყიდულ პროდუქტზე გამყიდველისთვის პროცენტის მიცემა, ბუღალტერთა და სხვათა საქმეებში შეცდომების პოვნისათვის სპეციალური ჯგუფების დაჯილდოება. ფასებით კონკურენცია, – თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად, ზარალად პროდუქციის გაყიდვით კონკურენტების მოსპობა.
"ქალთა ბედნიერებაში" მომხმარებელთა მოზიდვის, მათი დაკმაყოფილებისა და რეკლამირების ისეთ გზებზეა ლაპარაკი, რომლებიც დღესაც მოქმედებაშია და საკმაოდ წარმატებულადაც. მაგალითად, დიდი ასოებით ფირმის სახელმიწერილი ბუშტები, რომლებსაც მაკდონალდსი უფასოდ არიგებდა რამდენიმე წლის წინ და ამით მთელ ქალაქში კარგ რეკლამას აკეთებდა, ემილ ზოლასაც აქვს ნახსენები; "ქარვასლას" სავაჭრო ცენტრის ინტერიერის ნაწილი, რომელმაც პირველად ნახვისას ჩემი დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა, თურმე ზუსტად ასევე არის გამოყენებული "ქალთა ბედნიერების" ერთ–ერთ აღწერაში. მყიდველ ქალთათვის ყვავილების ჩუქება; მათი კომფორტისთვის, რომელიც საბოლოოდ ფირმის პოპულარობასა და გაყიდული პროდუქციის რაოდენობას გაზრდის, სხვადასხვა დამატებით მომსახურებათა შეთავაზება (რასაც აქ არ ჩამოვთვლი); გამართული ლოჯისტიკა; მარკეტინგული საშუალებები; სტრატეგიული სვლები, რომელთა გამოყენებაც საქართველოში 2009 წლამდე ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დაწყებული, ყველაფერი ეს, ამ წიგნში მხატვრულ აღწერათა ნაწილია.
ინოვაციური აზრები ძირითადად ერთ–ერთი მთავარი პერსონაჟის – ახალგაზრდა დირექტორ ოქტავ მურეს პოზიციიდანაა დანახული, მაგალითად: "მურე იყენებდა ყოველგვარ რეკლამას და დასცინოდა თავშეკავებულ კოლეგებს, რომელთა აზრით, რეკლამა კი არა, თვით საქონელი უნდა იტაცებდეს კლიენტის თვალსო." აღსანიშნავია ამ ვაჭრის ეროვნება – ებრაელი, ზოლას ეს არჩევანი ადასტურებს, რომ მე–19 საუკუნის შუა წლების საფრანგეთშიც ითვლებოდნენ ებრაელები (რატომღაც) ვაჭრობის ძირითად წარმომადგენელთა შორის. ზოლა ლიბერალურ აზრებსაც რთავს ნაწარმოებში. ცნობილია, რომ მეცხრამეტე საუკუნეში აბსოლუტურად არ ხდებოდა დაქირავებულ მუშებზე ზრუნვა, წიგნში ინტეგრირებულია იდეები, რომლებიც მართალია სოციალიზმს არ ქადაგებენ, მაგრამ კაპიტალიზმში ლიბერალური, უფრო ადამიანური მიდგომების შემოტანის მომხრეა.
მეცხრამეტე საუკუნის ფრანგთა სხვადასხვა კლასის წარმომადგენელთა აღწერით, ავტორი მათი გარყვნილი ცხოვრების წესსაც უსვამს ხაზს, როგორც მათ შორის საერთოს. განსაკუთრებულად ნათლად ხატავს გამყიდველთა ბუნებასაც, მათ პაექრობას, განსაკუთრებულ დამოკიდებულებებს სხვადასხვა კატეგორიის მყიდველებთან, რაც ახლაც ძალაშია და ალბათ თქვენს უმრავლესობასაც შემჩნეული აქვს.
ეს ყველაფერი ზოგადი მონახაზია იმ გვერდითი საკითხებისა, რომლებმაც ჩემი ყურადღება მიიქცია და სადაც მთავარი სიუჟეტი მიმდინარეობს. წიგნში აღწერილია ბოდიუების ოჯახისა და რამდენიმე სხვა პერსონაჟის გარშემო მიმდინარე მოვლენები, მათი ბედ–იღბალი და ურთიერთობები, სიყვარულის ამბები, ეკონომიკური პრობლემები და სხვა ტიპიური საკითხები, რომლებიც ზოგადად რომანებისთვისაა დამახასიათებელი. მთავარი პერსონაჟის თავს გადამხდარი მოვლენები, მთელი სიუჟეტი საკმაოდ საინტერესოა და რაც მთავარია რეალურობის შთაბეჭდილებას ახდენს. რეალისტურადაა გადმოცემული საფრანგეთის ტექნოლოგიური ინდუსტრიალიზაციის პერიოდში ადამიანთა ცხოვრება, მათი მწუხარება და სიხარული.
რაც შეეხება წიგნის უარყოფით მხარეებს, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი მინუსი ინტერიერის, ტანსაცმლებისა და ქსოვილების საშინლად გაწელილი აღწერებია. პიკეს, ნანსუკის, თეთრი ქიშმირის, თეთრი მუსლინის კაბები და კიდევ უამრავი ქსოვილის სახელი, რომელთა არც მნიშვნელობა ვიცი და ალბათ არც არასოდეს გავიგებ. მე არა, მაგრამ მანდილოსნებს შეიძლება დააინტერესოთ. საშუალო ფორმატის 400 გვერდიანი წიგნიდან სადღაც 150 ამ აღწერებს ეთმობა, რაც ჩემთვის ძალიან არასასიამოვნო იყო, თუმცა ვინაიდან ასეთ შემთხვევებში ყურადღების დაძაბვა და ყველაფრის გააზრება არ არის საჭირო, მაინც ადვილად იკითხება ეს ადგილები. წიგნში თითქოს ბევრი შედარებაა, მათ შორის ზოგი – ძალიან საინტერესო და ორიგინალურიც, მაგალითად: "მათი სიყვარული აქ, პარიზის ძველი სახლის ქვემო სართულზე ჩაისახა. იგი წააგავდა სარდაფში გაზრდილ ყვავილს." მაგრამ ვინაიდან გაჭიმულ აღწერებს უგულისყუროდ ვკითხულობდი, ალბათ ბევრი საინტერესო შედარება გამომრჩა...
მთლიან ჯამში, ნაწარმოები საინტერესოდ იკითხება, კარგად აღწერს მოცემული ეპოქის სულს – ადამიანების მიერ ცვლილებებთან ფეხის აწყობის მცდელობებს, ინოვაციურ შეხედულებებს. იმ დროს, როცა დაიწერა, ათწლეულების შემდეგაც, ეს წიგნი პროგრესული, ახალი სიტყვის მთქმელი იქნებოდა და მის თანამედროვე ლიტერატურაში ემილ ზოლასაც როგორც ჩანს დამსახურებულად ეჭირა გამორჩეული ადგილი. დღეს, თითქმის საუკუნენახევრის გასვლის შემდეგაც, შემიძლია ძალიან კარგის არა, მაგრამ კარგის შეფასება ნამდვილად მივცე.


მე რომ ემილ ზოლას "ქალთა ბედნიერების" კითხვას ვიწყებდი, ვფიქრობდი, სრულიად სხვა თემებზე და სხვა სტილში იქნებოდა ეს წიგნი დაწერილი. მთლიანად ფილოსოფიურ–ფსიქოლოგიურ ანალიზს მოველოდი და არა მხატვრულ ლიტერატურასა და რომანს. თქვენ კი ასეთი შეცდომა აღარ მოგივათ და კარგად იცით ეს წიგნი რას ეხება, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ იმ სამყაროზე ვილაპარაკე, სადაც წიგნია ჩასმული და არაფერი მითქვამს მთავარ სიუჟეტსა და პერსონაჟთა ურთიერთობებზე...

დავუბრუნდეთ თემის საკითხს. რაშია საჭირო ეს ცვლილებები? საჭირო არ არის, ასევე, არც არაფერია ცხოვრებაში საჭირო ზოგიერთი ადამიანის შეხედულებით. მაგრამ ეს საჭირო ხდება იმ შემთხვევაში, თუ მოგვინდება თემის უფრო საინტერესოდ და გამოსადეგად გადაქცევა. ძალიან ბევრ ფორუმზეა ასეთი თემა გახსნილი. შევა დამიანი, დაპოსტავს ბოლოს წაკითხული წიგნის ავტორსა და სათაურს და გამოვა. ვის რა ემატება ამით? ან ვის რაში აინტერესებს ვინ რა წაიკითხა? მე მინდა, რომ ზოგადად მაინც გავიგო ამ პოსტებიდან, თუ რას ეხება წიგნი, რა იდეებზეა ლაპარაკი, საერთოდ ღირს თუ არა წაკითხვა. ეს ცვლილებები სწორედ ამ ფუნქციებს შემატებს თემას. იმის მაგივრად, რომ ცარიელი და ხშირად არაფრისმთქმელი სახელებით იყოს სავსე, თემა პირველ რიგში შეგვიქმნის იმ ზოგად წარმოდგენებს წიგნებზე, რისი დახმარებითაც ადვილად ავარჩევთ, თუ რის წაკითხვას ვაპირებთ, აგრეთვე, – და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, – ვივარჯიშებთ წიგნების ანალიზში. წესისამებრ მხოლოდ გასართობად კი არ ავიღებთ წიგნებს და დამთავრებისთანავე დავივიწყებთ, არამედ მის გააზრებაში ვივარჯიშებთ, მისი ძირითადი ნაწილების იმდაგვარად ჩამოყალიბებაში, რომ შინაარსი არ გავამხილოთ. ამასთან, გარდა ჩვენივე პოსტებისა, სხვის პოსტებში აზრთა წყობები და მათი ანალიზის მეთოდები მოგვცემს საშუალებას შევავსოთ და გავავითაროთ ჩვენივე შესაძლებლობები წიგნების გააზრებაში.
ერთი სიტყვით, ეს ცვლილებები იქნება ვარჯიში და ამასთან საშუალება, – წასაკითხად ავირჩიოთ სასურველ თემასთან დაკავშირებული წიგნები.
ვინაიდან ადამიანთა უმრავლესობის ერთ–ერთი უმთავრესი მიზანი თუ საშუალება საკუთარი თავის განვითარებაა, ეს ცვლილებები ხელს შეგვიწყობს ამ კუთხით და თემაც უფრო აზრიანი გახდება.
ის პოსტები, რომლებიც მხოლოდ ერთ სიტყვას შეიცავენ, ჩაითვლება "flood"-ად და წაიშლება ან "დაივორნება". იმედია არც რეაქციულ პოსტებს შევხვდები თემასთან დაკავშირებით, როგორც ეს ქართველთა უმრავლესობას სჩვევია - ყველანაირ ცვლილებასა და სიახლესთან დაპირისპირება. თემა პროგრესულია და გაამართლებს.


ცხადია, არ არის აუცილებელი უშველებელი პოსტები დაწეროთ, ეს მხოლოდ მაგალითისთვის მოვიყვანე, რომ სურვილის შემთხვევაში ასეც შესაძლებელია. ერთადერთი რაც თქვენგან გვინდა ისაა, რომ "მაგარიააა" - სა და წიგნის სათაურის გარდა კიდევ რამე ისეთი დაამატოთ რამდენიმე სიტყვით, რომ უზოგადესი წარმოდგენა მაინც შეგვექმნას მასზე.


--------------------
True Blood. BLOOD OF THE HEROES!
Go to the top of the page
 
+Quote Post
aniiiiii
პოსტი Sep 18 2011, 23:18
პოსტი #2


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 561
რეგისტრ.: 29-January 11
მდებარეობა: mantua
წევრი №: 10,747
კურსი:1


ავტორის ჩაქსოვილი სულისკვეთებიდან გამომდინარე, რომელიც ზედმიწევნით მეტ გონიერებასა და წაკითხულის ერთგვარი ანალიზის გამომჟღავნებას მოითხოვს, (განსხვავებით წინა თემისგან)დიდი ალბათობაა, რომ პოსტების სიმცირე შეიგრძნოს აღნიშნულმა თემამ...
წინა და ნაკლებად მსგავსი თემიდან გამომდინარე შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მხოლოდ ვმანიპულირებდით კონკრეტული ავტორისა და წიგნის სათაურის დასახელებით...რაც ასე ზერელე და ფაქტობრივად არაფრისმომცემ შთაბეჭდილებას იძლეოდა წიგნებზე, რაც არ გვაძლევდა საშუალებას, თითოეულ წიგნზე გვემსჯელა სხვადასხვა კუთხით, სხვადასხვა ასპექტში განგვეხილა, სწორედ ისე როგორც აღვიქვით ინდივიდუალურად...
საინტერესოა, მეტად საინტერესო, როცა ერთი ნაწარმოების ორი პიროვნების მიერ უტრირება მოხდება, ერთგვარად დივერსიფიცირებულ სახეს მიიღებს კონკრეტული წიგნი ორი ადამიანის აღქმაში...


პ.ს. უკაცრავად, თუ ჩემი პოსტი მთლად არ ეხებოდა თემის დანიშნულებას, მაგრამ გარკვეული რეკომენდაციათა ნაწილი, მცირე რეცენზიულ ჭრილში მეც შევიტანე...: )

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია aniiiiii: Sep 18 2011, 23:20
Go to the top of the page
 
+Quote Post
mariami24
პოსტი Sep 18 2011, 23:45
პოსტი #3


მენდე, გამომყევი, მომეცი ხელი...
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,526
რეგისტრ.: 13-March 09
მდებარეობა: ჭაობში ჩაგდებული ცალფეხდასადგმელი მოდრეიფე ხის მყარი კუბიკები

წევრი №: 6,434
კურსი:2


ბოლო იყო კნუტ ჰამსუნის შიმშილი...
საერთოდ ამ ნორვეგიელისადმი თბილად ვარ განწყობილი = )
"შელოცვა რადიოთი" რომ არის, იქ ელიზე ამბობენ რაღაც ამგვარს, მოყვარულებს ის ნახატები უფრო მოსწონთ, რომლებშიც უფრო მეტად აღმოაჩენენო საკუთარ თავს...
იქ მხატვრობაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ საერთოდ არის ეგრე, ის მოგვწანოს და გვიყვარს, რაც უფრო ახლობელი და ჩვენეულია...
ხოდა ჰამსუნისც უფრო ჩემიანია, უფრო მეტად, ვიდრე სხვები.
შიმშილის გმირიც დავიმეგობრე მაშინვე = )
რატომ, ამას დავწერ მოკლედ... პატიოსანი ადამიანი, არა ნაგელოზი, ადამიანი = ) უბრალოდ სუფთა გულით, შემოქმედებითი აღმაფრენით, სათუთი დამოკიდებულებებით ადამიანურის, გრძნობისმიერის მიმართ და ასე ვთქვათ აგდებული - მატერიალურის მიმართ... მისი შეშლილი საქციელი = ) ოჰ როგორ სჯობს ხორციელი შიმშილი სულიერისას, მისი არჩევანი = ) არ იყო ანგელოზი -მეთქი, სულაც არ ვარ ვალდებული ვინმეზე პატიოსნად ვცხოვრობდეო და ამას რომ ამბობს, ის რომ ამბობს, სირცხვილნარევი ღიმილი გიპყრობს = )
ტანსაცმლის გაყიდვა, საბნის დაგირავების სურვილი, ღილების გაყიდვისაც კი თქვენ თვითონ ნახეთ, ვისაც არ წაგიკითხავთ...
და კიდევ მისი ილაიალი...
კაცის "სრულყოფილი" ცხოვრება რომ გადმოეცა, ქალიც ხომ უნდა ყოფილიყო ნაჩვენები, მაგრამ მისთვის მხოლოდ ამ დოზით და ამ სახით = ) საკმარისი იყო...

მალე დავამთავრებ "ტრიუმფალურ თაღს"
რამარკთან კრიტიკული ვიქნები biggrin.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია mariami24: Sep 18 2011, 23:36


--------------------
ჩამო! თვალებში ჩაგხედო ჩემო ბავშვობავ თავხედო...

" " "
მომწონს, თქვენ ჩემით (რომ ჩემს გამო) არა ხართ ავად,
მომწონს, რომ არც მე დავსნეულდი - თქვენი შემყურე...

" " "
უხერხულია _ შენ გერქვას ცოლი _
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე...

" " "
"ჩვენ გვჭირს ეროვნული გამოთაყვანება"
Go to the top of the page
 
+Quote Post
aniiiiii
პოსტი Sep 20 2011, 12:51
პოსტი #4


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 561
რეგისტრ.: 29-January 11
მდებარეობა: mantua
წევრი №: 10,747
კურსი:1



უახლოესი წარსული დღეების მსვლელობისას, ჩემ მიერ ათვისებულ იქნა დიდებული და სხვა არაერთი ეპითეტის ჭეშმარიტი მატარებლის, თვით უილიამ შექსპირის ეპიკური ჟანრის პოემა "ვენერა და ადონისი"...
გაგიკვირდებათ და ჟანრის პირობითობის მიუხედავად "ვენერასა და ადონისის" ხატება ჩემივე აღქმითა და წარმოსახვით ხორცშესხმულ ადამიანურ არსებებს განასახიერებენ-მთელი რიგი ადამიანისთვის დამახასიათებელი უკიდეგანო განცდებით, ემოციებითა და კიდევ სხვა...
უილიამ შექსპირი "განუზომლად მშვენიერი სიტყვათა ხმოვანებით, თავისებური(შექსპირისეული) ანაქრონიზმებითა და მჭერმეტყველების უმაღლესი ხელოვნებით" აგრძნობინებს მკითხველს, თუ როგორ (ს)ძლია და იბატონა ვნებათა სამყარომ გონებისაზე.
...ძალზე უმოკლესი და ჩემეული დახასიათებით: პოემა აღწერს, ქალღმერთ ვენერას არსებაში გამეფებულ ვნების ძალმომრეობას ჭაბუკი ადნონისის მიმართ...
დაა: ))) თუ როგორი დასასრული აქვს და როგორ აგვირგვინებს "უმთავრეს გრძნობას" ვნებათა ძალა-თავად "განსჭვრიტეთ" წაკითხვის შემდეგ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ნიმფა
პოსტი Sep 20 2011, 21:17
პოსტი #5


Life or Fantasy?!
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,430
რეგისტრ.: 4-January 09
მდებარეობა: დაკარგული

წევრი №: 5,717
კურსი:4




კამილო ხოსე სელას "პასკუალე დუარტეს ოჯახი".

პასკუალე ჩემი საყვარელი მკვლელია.. თუმცა პერსონაჟების მიმართ გაჩენილ დამოკიდებულებაზე ოდნავ მოგვიანებით..

ყველაზე მეტად რითაც მომხიბლა ნაწარმოებმა არის, ავტორის დამოკიდებულება ცხოვრებაში მომხდარი ნებისმიერი უბედურება და ბედნიერება აღიქვას უბრალოდ ჩვეულებრივად, ყოველგვარი გაზვიადებების, ზედმეტი ზე ფრაზების გარეშე, ყოველგვარი თAვსმოხვეული პათეტიკური გრძნობების გარეშე..

კამილო ხოსე სელა ისე გვიყვება ამბავს, თითქოს არანაირი დამოკიდებულება არ ჰქონდეს გმირების მიმართ, ისინი არც კარგები არიან და არც ცუდები, (მერე რა რომ პასკუალემ ერთ-ერთი უსაშინლესი დანაშAული ჩაიდინა,რაც შეიზლება არსებობდეს). პასკუალე მკვლელია, მაგრამ ადამიანია, ისეთივე ჩვეულებრივი როგორიც მე და შენ ვართ.. და იქნებ შენც ჩაგედინა იგივე დანაშაული პასკუალე რომ ყოფილიყავი... მწერალი ისე წერს, თითქოს თავად ცხოვრება იყოს, მიუკერზოებელი.. მისთვის(ცხოვრებისთვის) ხომ სულ ერთია პასკუალეც და მრავალი მსგავსიც.

ყველაზე მეტად დასასრული მომეწონა.. არანაირი Fრიიდამ-ის ყვირილი და გმირობანას თამაში, დიახ ასეთები ვართ ჩვენ ადამიანები, ლაჩრები ვართ და ყველას გვეშინია სიკვდილის, რაც უნდა მომზადებულნი ვიყოთ სულიერად...

გმირებს რაც შეეხება, ხშირად წარმომიდგება ხოლმე თვალწინ, მსVენიერი ლოლა, ფაშფაშა თEძოებით, მზით დამწვარი დიდი ძუძუებით, ფუმფულა ყელით თეთრი ნაკეცები რომ აქვს, ოფლით დაცვარული ზედა ტუჩით..

ესპანელი პასკუალე, მტვრიანი შიშველი ფეხებით, დიდი ვნებიანი შAვი თვალებით, გრუზა შAვი ძალიან ხუჭუჭა თმით, პატარა ცხვირითა და ამობურცული ტუჩებით..


--------------------
განა ყოველი კაცი ხელის მოცარვა და შეცდომა არ არის? განა ის დაბადებისთანავე სულთამხდელ ტყვეობაში არ ვარდება? საპყრობილე! საპყრობილე! ყველგან ბორკილები, მარწუხები! საკუთარი ინდივიდუალურობის ცხაურიანი სარკმლიდან იმედწარხოცილი შესცქერის კაცი გარეგან გარემოებათა წრედ შეკრულ კედლებს, სანამ სიკვდილი არ მოვა და მას შინისაკენ, თავისუფლებისკენ არ მოუხმობს!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Rhaegar
პოსტი Sep 23 2011, 16:34
პოსტი #6


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 502
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი №: 10,624
კურსი:--


მომწონს, მომწონს! ახლა უკვე რაღაცის გაგება შეიძლება პოსტებიდან : )

ჯეინ ოსტინის "სიამაყე და წინარწმენა" (შეიძლება Prejudice წინაზრახვად ან ცრურწმენად ითარგმნებოდეს, მე ინგლისურად წავიკითხე), რომანი.

ჯეინზე სამწუხაროდ დიდ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ, ერთს ვიტყვი, რომ 1775 წელს დაიბადა და 42 წლის გარდაიცვალა. ინგლისელები განსაკუთრებულ ადგილს აკუთვნებენ, ალბათ ისტორიული მნიშვნელობის გამო, მაგრამ ეს თქვენი გასარკვევია.

წიგნი ინგლისის მიწათმფლობელი კლასის წარმომადგენელთა ერთმანეთთან ურთიერთობებზეა. შეჩვეულები ვართ, რომ ნაწარმოებმა რაღაც განსაკუთრებული უნდა მოგვცეს, რაიმე მნიშვნელოვან პრობლემებს ეხებოდეს და ა. შ. ეს წიგნი ამ კლასის (Landed Gentry) წარმომადგენლების ტიპიურ ცხოვრებას აღწერს, რაიმე ამაღლებული გრძნობების ან იდეების სრულიად ჩაურთველად.
არ შემიძლია უარყოფითი მხარეებით არ დავიწყო. არ არის ჩართული არანაირი ზოგადი, საყოველთაო პრობლემა... მაგალითად, კლასობრივ ბრძოლაზე ერთი სიტყვაც არ არის დაცდენილი, ყველაფერი მიწათმფლობელთა ინტერესებს ეხება, თუ როგორ უნდა საშუალო შემოსავლის პატრონს თავისზე მდიდარზე გათხოვება, რადგან 5000 გირვანქა წელიწადში არ ჰყოფნის. აქ უნდა აღვნიშნო, რომ იმ დროს მუშათა და გლეხთა კლასისთვის წელიწადში საშუალოდ 50 გირვანქა სიმდიდრე იყო. მაგრამ ყველაფერი ხომ შეფარდებითია და შეჩვევაზეა. პირველყოფილს როცა 2 წამოსასხამი ქონდა და ისეთი მიწური, სადაც ქარი არ ატანდა, სხვებისგან მდიდრად ითვლებოდა, რადგან უკეთეს ცხოვრებას არ იცნობდნენ, თავად კი ამას შეჩვეული იყო და სიმდიდრეს ვერ გრძნობდა.

ამიტომ თავს დავანებებ ამ კუთხით შეხედვას და დადებით მხარეებზე ვიტყვი, რომ წიგნი ამ კლასის ახალგაზრდა წარმომადგენელთა სიყვარულის ამბებზეა (ან უფრო, დაოჯახების ამბებზე). პერსონაჟები ადვილად იქცევიან მკითხველისთვის ახლობლებად და წიგნი ძალიან ადვილად, თავისუფლად იკითხება (დიდი სიამოვნებითაც). გაჯერებულია მსუბუქი იუმორით. ოსტინი მშვენივრად აღწერს სხვადასხვა პერსონაჟებს და ერთი შეხედვით დამრიგებლურ იერსაც კი აძლევს წიგნს - მაგალითად, ზედმეტად ემოციურ და ქარაფშუტა მისის ბენეტს ყოველთვის სასაცილო სიტუაციებში აგდებს ხოლმე... ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რაც ამ წიგნს აქვს, იმ დროინდელი "მაღალი" საზოგადოების წეს-ჩვეულებების გადმოცემაა.

ერთი სიტყვით, ვერ ვიტყვი რომ განსაკუთრებული წიგნია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სასიამოვნოდ იკითხება და პერსონაჟებთან ფამილიარობა ადვილად მყარდება. მაგრამ ამ უკანასკნელი მიზეზით, მგონი მაინც ღირს წაკითხვა და მისი პერსონაჟების საკუთარ ნაწილად ქცევა, რასაც სხვა ავტორთა წიგნები ამ ძალით ვერ ახერხებენ ხოლმე.

აჰ, და გამომრჩა! წიგნში ძალიან თბილი ატმოსფეროა, ნამდვილად ქმნის ძველებურ, მშვიდ, ინგლისურ გარემოს და ამით თავისებური ეშხი ემატება, წაკითხვის შემდეგ ნოსტალგიურ განცდას ტოვებს...


--------------------
True Blood. BLOOD OF THE HEROES!
Go to the top of the page
 
+Quote Post
mariami24
პოსტი Sep 25 2011, 2:27
პოსტი #7


მენდე, გამომყევი, მომეცი ხელი...
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,526
რეგისტრ.: 13-March 09
მდებარეობა: ჭაობში ჩაგდებული ცალფეხდასადგმელი მოდრეიფე ხის მყარი კუბიკები

წევრი №: 6,434
კურსი:2


ეს იყო ”ტიუმფალური თაღი”
ცალკე ავტორზე ცნობები ზედმეტი იქნება, მგონი ისედაც იცის ყველა ერიხ მარია რემარკი, ასე ვთქვათ, მოდური მწერალი = )
მაგრამ ეს ”მოდური” ჯერ კიდევ არ აფასებს მას დადებითად ან უარყოფითად...
მოკლედ ჩემთვის ეს მესამე წიგნი იყო მისი შემოქმედებიდან. ჯერ იყო ”სამი მეგობარი”, მერე ”ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა”, ახლა კი ეს...
პირველ წიგნს რომ კითხულობ, მოგწონს კიდეც, მერე კი სცნობ მწერალს, თემას, პრობლემას, სატკივარს, სამივეში ომის სიმწავეა ძირითადი და მის ფონზე ადამიანური ცხოვრება (შესაბამისად).
გასაგებია, ომი იმხელა სტრესია, რომ ადამიანს შეუძლია უსასრულოდ წეროს ამ თემაზე, სხვადასხვა ასექტებში.
ამ სისასტიკით შეპყრობილმა ვერსად ვერ დატიოს მოზღვავებული ემოციები და ფურცლებზე გადმოანთხიოს უსასრულოდ.
მაგარამ ომებისა და სერთოდ ტკივილების შესახებ, როცა უკვე ბევრი რამ არის ცნობილი, როცა შენს ქვეყანაშიც, შენს ახლობლებშიც არანაკლები ხდება, უნებურად გიელვებს ”ვინ არ ყოფილა ომში”...
უშუალოდ წიგნზე გადავალ
თითქოს რა არის დასაწუნი? ან მოსაწონი?
საერთოდ იშვიათად ვმაბობ წიგნზე მომეწონა-მეთქი, ეს შემთხვევა კი ამ იშვიათობების რიცხვს არ ეკუთვნის.
ეგერმანელი ქიმი რავიკი, ნაომარი, ნაწამები, ლოტოლვოლი, უსამშობლო, 40 წელს გადაცილებული...
წარმოშობით იტალიელი ქალბატონი ჟოანი (ქალბატონი რაღაც ასაკოვნად ჟღერს, მაგრამ არა).
ალბათ გასაგებია ამ ორის რომანტიკა და სიყვარული :დ მაგრამ ვის რაში სწირდება რომანტიკა გამძვინვარებულ ბრძოლაში, ოღონდ ბრძოლაა სიცოცხლისთვის, არსებობისთვის...
რომ მარტოობამ არ გატანჯოს ჟოანი, რომ ნაკლებად ეტკინოს, მეტი გამოსძალოს ცხოვრებას, მოუსვენარი, დაუდგრომელი...
წიგნში რომ სსრულიად შემთხვევით გადაეყარა რავიკს ღამე, პარიზში და იმის მერე აეკვიატა სიყვარულად.
ამათი სიყვარულის ამბავი ცალკე გასარჩევი თემაა :დ მაგრამ ეს ნაწარმოებიც გვიშველის - ”სიყვარული! რა აღარ აფარებს თავს ამ სახელს!..”

ჯერ გგონია რომ ყველაფერი იდიოტობაა, ეს უბრალოდ ინსტინქტია, შემთხვევაა ამ დროს და ამგვარად...
1. გულაცრუებული ექიმი, რომელმაც ბევრი სიკვდილი ნახა, ბევრი მოკლა ომში და შემოაკვდა საოპერაციო მაგიდაზე, თუმცა გადასარევი ოსტატი იყო. მოკლედ გასაკვირი არ არის, რომ ამგვარ ცხოვრებამ გახადა ისეთი, როგორიც იყო... უარესებიც დამდგარან და უკეთესებიც, ეს ხომ არაფერია .
სიყვარულის აღარ სჯეროდა, მაგრამ შინაგანი დაღლა თან სდევდა, ყველაზე მეტად კი მარტოობით დაღლა... ოდესღაც მოკლული საკუთარი თავის ტარებით დაღლა...
2. ქალი, რომლის ოთახშიც (სასტუმროს) ახალად გარდაცვლილი მამაკაცი წევს, რომელთანაც 2 წელი ცხოვრობდა.
შიში, გაურკვევლობა... და ერთადერთი გზა ან არც გზა, მაგრამ მოქმედება - გაქცევა...
ხოდა ასეთ დროს ამ ორის ერთად შეხვედრა ეტაპობრივად განვითარდა :დ
ჩემთვის არაფერი იყო ამაღელვებელი = ) ჟოანის თავდავიწყებამდე ერთგულება, რომელიც ღალატამდე გრძელდებოდა :დ უბრალოდ მეღიმებოდა = )
რავიკის სიძლიერე და შეუვალობა, რმელიც ქალის ერთი ზარით იფანტებოდა, ისევ = )
განსაკუთრებული არაფერი, ადამიანები და მათი სისუსტეები = )

იგივენაირად შეიძლებოდა დაწაერილიყო ჟოანისა და მისი სხვა არაერთი მამაკაცის ისტორია, ან რავიკისა და მისი ძველი სიყვარულის ამბავი, რომელიც უკანასკნელად ”დაკითხვის” დროს ნახა და დაამახსოვრდა მხოლოდ შიშჩმადგარი თვალები. შემდეგ შეარტყობინეს, თავი ჩამოიხრჩოო...
თუმცა ყველას თავისებურად უყვარს...

გადავიდეთ შემდეგზე :დ
აქ, როგორც ჩვეულებრივი ამბავი, აქა-იქ აღწერილია პარიზის საროსკიპოების ცხოვრება, გვხვდებიან მეშჩანებიც და სხვა...

ერთი მომენტი დამრჩა კიდევ, როცა ახალგაზრდა გოგონა, რმელილც აბორტის გასაკეთებლად ჯერ ”ბებია ქალთან” (ასე ვთქვათ :დ ) მივიდა და შემდეგ მომაკვდავი მიიყვანეს საავადმყოფოში, რავიკის ერთ-ერთი კომენტარი იყო არსებულ კანონებზე, რომ ამ უაზრო კანონების წყალობით (ჩანს, აბორტის გაკეთება არ შეიძებოდა) არაერთი ახალგაზრდა იღუპავდა საკუთარ ჯანმრთელობას ... სასაცილოა, ერთი სიტყვაც რომ არ არის ნათქვამი მოკლულ და ჯერვერდაბადებულ ბავშვებზე.
ჰუმანურობა გამოზოგვით...

კიდევ ერთი პატარა ფეხმოჭრილი ბიჭი ტოვებს თბილ დამოკიდებულებას, პატარა, ჭკვიანი და მიზანსწრაფული = ) როგორ ეხმარება დედიკოს და ამით საკუთარ თავსაც = )

იკვეთება შურისძიების მომენტიც. მოკლედ რავიკი პარიზში დალანდავს მის ყოფილ მწამებელს და გადაწყეტს მოკლას...
მაგრამ ეს უფრო გაუჭირდება, ეს ერთი, ”არაკანონიერი” მკვლელობა”... როცა ომში ვიყავი და ხალხს ვხოცავდი, უდანაშაულო ხალს, ამის გამო მედლებს მკიდებდნენო და ახლა ეს მტარვალი რომ მოვკლა, დანაშაულიაო, დაახლოებით ასეთი ფიქრები ჰქონდა... იქ იყო რაღაც ორჭოფობის მომენტი, მაგრამ მთლად ყველაფერსაც ხომ არ ვიტყვი :დ

ბოლო რაღაც ცრემლიანივითაა
ჟოანი კვდება, ჰკლავს მისი მორიგი საყვარელი, თუმცა მას ხომ მხოლოდ რავიკი უყვარს და მარად მისი იყო :დ შენ სულ სხვა ხარო, აი სხვებს ვივიწყებ და შენ ვერაო, რავიკს ეუბნევა.
თითქოს მათ შორის რაღაც სხვანაირი დამოკიდებულებაა, მაგრამ არა უცნაური და მითუმეტეს იშვიათი, მათ უბრალოდ ესმოდათ ერთმანეთის და სჭირდებოდათ...
ბოლოსთვის მეორე მსოფლიო ომიც იწყება.
რავიკისთვის სულერთია, სიყვარული დაკარგა, შურისძიება გაანელა... უკვე აღარ ანაღვლებს ლტოლვილობა და პოლიცია.

ბევრი ვწერე და არც არაფერი, საერთოდ წიგნებზე პოსტვა მოუხერხებელია, გაცილებით გასაგებია საუბარი = )

მართლა, შეუძლებელია არ გაგახსენდეს პასტერნაკი = ) აქ გერმენელი ექიმია და საკუთარი სამშობლოს ტირანია, იქ კი ექიმი
ჟივაგო და რუსეთის ასევე ტირანია = )
”ექიმი ჟივაგო” - მგონი ეს მერჩივნა = )

ახლა რატომ არ მომწონს, არ აღვფრთოვანდი...
სიტყვები ხომ უბრალოდ სიტყვებია, რასაც გინდა დაწეერ, გაალამაზებ, ტრაგიზმს ჩაუმატებ, უბრალოებაც არ აწყენდა, აქ-იქ ფილოსოფია :დ
ან საერთოდ რატომ არის უბრალოდ სიტყვები და არა რეალობის აღწერა?
ასეც არის, მაგრამ აი, პირდაპირ ყრია მსგავსი ისტორიები რა, რავიკისა და ჟოანისნაირი პერსონაჟ-ადამიანებიც...
ესეც არაფერია, ყველაფერს და ყველას აქვს +/-

უბრალოდ მე ვარ წუნია :დ თორემ, დარწმუნებული ვარ, ბევრს მოეწონება და მოსწონს კიდეც = )

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია mariami24: Sep 25 2011, 2:32


--------------------
ჩამო! თვალებში ჩაგხედო ჩემო ბავშვობავ თავხედო...

" " "
მომწონს, თქვენ ჩემით (რომ ჩემს გამო) არა ხართ ავად,
მომწონს, რომ არც მე დავსნეულდი - თქვენი შემყურე...

" " "
უხერხულია _ შენ გერქვას ცოლი _
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე...

" " "
"ჩვენ გვჭირს ეროვნული გამოთაყვანება"
Go to the top of the page
 
+Quote Post
natia1991
პოსტი Sep 27 2011, 15:40
პოსტი #8


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 325
რეგისტრ.: 7-April 10
მდებარეობა: კანუდოსი
წევრი №: 9,030
კურსი:4


ახალი თემა გაჩენილა ჩემს საყვარელ განყოფილებაში smile.gif მომწონს.

ჩემი ბოლო ლიტერატურული მოგზაურობა XVII საუკუნის თურქეთში შედგა. მეგზურობა ორჰან ფამუქმა გამიწია. თავად ამ ნობელიანტ მწერალზე აღარ შევჩერდები. მას შემდეგ, რაც ქართულ ენაზე თარგმნეს, საკმაოდ ბევრი მკითხველი ჰყავს. რაც შეეხება ნაწარმოებს:

ეს არის ისტორია ორი ერთნაირი გარეგნობის ადამიანისა. მათ შორის ერთადერთი განსხვავებაა – ერთი აღმოსავლეთს წარმოადგენს, მეორე – დასავლეთს. იტალიელი ცდილობს სტამბულთან შეგუებას, თურქი კი დასავლურ მეცნიერებებს ეუფლება. საბოლოოდ კი ვეღარ ვიგებთ რომელი მათგანია ევროპელი და რომელი აზიელი. ყველაფერი ერთ გრძელ სიზმრად იქცევა: “ამ სიზმარში თქვენ გარბიხართ მიხვეულმოხვეულ გზებზე ბნელ ტყეში, რათა სწრაფად მიაღწიოთ მთაზე აღმართულ ბრწყინვალე ქათქათა საოცრებამდე, სადაც მეფობს მხიარულება, რომელშიც გსურთ მონაწილეობის მიღება, და ბედნიერება, რომლის ხელიდან გაშვებაც არ გსურთ. მაგრამ გზა, რომელიც თითქოს სულ მალე უნდა დამთავრდეს, რატომღაც გრძელდება.” როგორც თავად ფამუქი ამბობს ბოლოსიტყვაობაში: “თეთრი ციხესიმაგრის” იდეა, რა თქმა უნდა, იმაში არ მდგომარეობს, რომ გავიგოთ, რამდენად მოსახერხებელია და შეესაბამება რეალობას აღმოსავლეთიდა და დასავლეთის დაყოფა. ნაწარმოები გვიჩვენებს კულტურათა და ხალხთა განმასხვავებელ მახასიათებლებს. ეს განსხვავებები ილუზიაა, მაგრამ ეს ილუზია ასეთი ენთუზიაზმით რომ არ შეექმნათ საუკუნეების მანძილზე, მაშინ ეს ისტორიაც არ იქნებოდა ასეთი ნათელი.” თუ გაინტერესებთ კულტურათა დაპირისპირების თემა, აუცილებლად გაეცანით ამ მწერალს და თუ “თეთრი ციხესიმაგრე” გაამართლებს თქვენს მოლოდინს, მაშინ ფამუქის პიროვნების უფრო ახლოს გასაცნობად თვალი გადაავლეთ ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიალზე წარმოთქმულ სიტყვას “მამაჩემის ჩემოდანი” (თუ დოსტოევსკის შემოქმედებასაც აფასებთ, შეგიძლიათ ისიც შეიტყოთ, თუ რას ფიქრობს მის ნაწარმოებებზე “რიგითი” მკიტხველი ორჰანი). default.gif



პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია natia1991: Sep 27 2011, 15:41


--------------------
დედამიწას სიყვარული ატრიალებს.. ასე რომ არა დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას, ზოგ-ზოგებისადმი სიყვარული რომ არა.

Други мои, просите у бога веселья. Будьте веселы как дети. как птички небесные.

Sometimes the only way to stay sane is to go a little crazy
Go to the top of the page
 
+Quote Post
ninex
პოსტი Sep 27 2011, 16:09
პოსტი #9


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,772
რეგისტრ.: 23-September 10
წევრი №: 9,962
კურსი:--


...........არადა..........ძან.........სუსტია..იმენა ეგ ნაწარმოები................:|


--------------------
,,...იმ დღეს ძაან სოლიდურ ხალხს შევხვდი. აი, ისეთებს, ცუდ სიტყვებს მარტო ისეთ დღეებში რო ამბობენ, როცა მარხვა არ არი..."
ჰარე ჰარე ყველას....
Go to the top of the page
 
+Quote Post
dziki
პოსტი Sep 27 2011, 16:17
პოსტი #10


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 94
რეგისტრ.: 27-September 11
წევრი №: 11,938
კურსი:--


კლასიკოს თEოდორ დოსტოევსკის ვერავინ შეედრება კონკრეტულად "იდიოტი"და "დანაშაული და სასჯელი" მაგარია ყველამ წაიკითხეთ."იდიოტი" არის მსოფლიო შედევრი. მისი მთავარი გმირი არის ადამიანი რომელსაც ყველასთვის კარგი უნდა ყველა ებრალება საუბედუროდ ასეთადამიანს საზოგადოება ვერ ეგუება და რიყავს.მე მას ხშირად დონ-კიხოტს ვადარებ რადგან მათ ბევრი საერთო აქვთ.ვისაც დონ-კიხოთი წაკითხული აქვს მიხვდება რაც არის.
ვინმემ თუ იცით ძმები კარამაზოვები ითარგმნა თუ არა ?

ციტატა(mariami24 @ 25th September 2011 - 2:27) *
ეს იყო ”ტიუმფალური თაღი”



დიდი ვერაპფერი


ციტატა(ninex @ 27th September 2011 - 16:09) *
...........არადა..........ძან.........სუსტია..იმენა ეგ ნაწარმოები................:|

გეთანხმები rolleyes.gif rolleyes.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
mariami24
პოსტი Sep 27 2011, 20:02
პოსტი #11


მენდე, გამომყევი, მომეცი ხელი...
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,526
რეგისტრ.: 13-March 09
მდებარეობა: ჭაობში ჩაგდებული ცალფეხდასადგმელი მოდრეიფე ხის მყარი კუბიკები

წევრი №: 6,434
კურსი:2


dziki
კარამაზოვები ნათარგმნია
ტიუმფალურ თაღზე რომ წაგეკითხა, მიხვდევოდი, რომ იგივე აზრი მაქვს
თუმცა, მესმის, რა წაიკითხავს მაგას :დ


--------------------
ჩამო! თვალებში ჩაგხედო ჩემო ბავშვობავ თავხედო...

" " "
მომწონს, თქვენ ჩემით (რომ ჩემს გამო) არა ხართ ავად,
მომწონს, რომ არც მე დავსნეულდი - თქვენი შემყურე...

" " "
უხერხულია _ შენ გერქვას ცოლი _
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე...

" " "
"ჩვენ გვჭირს ეროვნული გამოთაყვანება"
Go to the top of the page
 
+Quote Post
Rhaegar
პოსტი Sep 27 2011, 20:14
პოსტი #12


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 502
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი №: 10,624
კურსი:--


მიხეილ კვესელავას "ას ერგასის დღის" სამტომეულის პირველი ტომი.

(არ შემიძლია ეს პოსტი პირველ გვერდზე არ მოვახვედრო!)

წიგნში აღწერილი და განხილულია ნიურნბერგის პროცესი და გერმანელების მოქმედებები მეორე მსოფლიო ომში. წიგნი გამოიცა 1967 წელს და დაიწერა დაახლოებით ამავე პერიოდში. ავტორი, მიხეილ კვესელავა მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა, ჯერ საზენიტო არტილერიაში, შემდეგ კი უცხო ენების განყოფილებაში (იცოდა გერმანული, ინგლისური და ფრანგული). ის ერთადერთი ქართველია, ვინც შვიდი თვის მანძილზე ესწრებოდა ნიურნბერგის პროცესს და ამიტომ შეგვიძლია გერმანელთა დანაშაულებრივი საქმეების საუკეთესო მცოდნედ მივიჩნიოთ. მას, ერთადერთ ქართველს ჰქონდა შესაძლებლობა დაესვა კითხვები გერინგისთვის, როზენბერგისა და სხვა დამნაშავეთათვის. მისთვის, როგორც ნიურნბერგის პროცესზე თვეობით მომუშავე ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოცენტისთვის, ხელმისაწვდომი იყო გერმანელთა ყველა დოკუმენტი, რომელიც განადგურებას გადაურჩა და ვინაიდან გერმანელებს ყველაფრის დეტალურად ჩაწერა უყვართ, მოკავშირეებს ხელში უამრავი ასეთი დოკუმენტი ჩაუვარდათ.

აქ მომყავს planeta.ge - დან მისი ბიოგრაფიის ნაწილი: "...1946 წლიდან კვესელავა ლექციებს კითხულობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს ის იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორი, საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის საზოგადოების პრეზიდიუმის თავმჯდომარე. უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორი და სხვა. მიხეილ კვესელავა ავტორია მრავალი მონოგრაფიისა. დასავლეთ ევროპული ლიტერატურული აზროვნების ფართო პანორამის შემცველი გამოკვლევაა მისი ორტომიანი ნაშრომი "ფაუსტური პარადიგმები". ასევე, მეორე მსოფლიო ომის თემაზე დაწერილი ტრილოგია "ას ერგასი დღე", მონოგრაფია "პოეტური ინტეგრალები", რომელშიც განხილულია გალაკტიონის პოეზიის ძირითადი ტენდენციები და სხვა. დაჯილდოებულია მეორე სამამულო ომის მეორე ხარისხის ორდენით, წითელი ვარსკვლავისა და "საპატიო ნიშნის" ორდენებით."
ასე რომ, რამდენადაც ჩანს, კვესელავა საკმაოდ კომპეტენტური პიროვნებაა.

წიგნში ზოგადად არის აღწერილი გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის ომის ტენდენციები, უფრო დაწვრილებით - ყირიმსა და ქერჩის ნახევარკუნძულზე მიმდინარე ბრძოლები, სადაც ავტორი თავადვე იღებდა მონაწილეობას, ასევე ბრძოლები კავკასიის მისადგომებთან. აღწერილია პროპაგანდის ის საშუალებები, რომლებსაც ჰიტლერელები მიმართავდნენ გერმანიის გასამხედროებისთვის; გზები, რითიც ცდილობდნენ დასაპყრობ ქვეყანათა მოსახლეობის გადმობირებას, ზოგადად: პირველი ეტაპი - გერმანია მოდის ქვეყნის გასათავისუფლებლად; შემოსვლის შემდეგ მეორე ეტაპი - ინტელიგენციისა და საშიში პოლიტიკური მოღვაწეების განადგურება; მესამე ეტაპი - პროცენტული შეფარდების დამყარება (მასობრივი მოსპობა მოსახლეობის საჭირო რაოდენობის მიღწევამდე და დამონება). კვესელავა, როგორც ქართველი, ცხადია, განსაკუთრებულ ყურადღებასა და ინტერესს იჩენდა გერმანიის გეგმებში საქართველოს ადგილთან დაკავშირებით. წიგნში ამ საკითხზე ძალიან გარკვევით წერს და უარყოფს ქართველებში გავრცელებულ მცდარ აზრს, თითქოს ჰიტლერელები ქართველების განსაკუთრებულად კარგ მოპყრობას აპირებდნენ. დასაბუთებულადაა გადმოცემული, თუ რა მიზნით იქმნებოდა ქართული ლეგიონები "თამარ I", "თამარ II", სხვა ეროვნებათა გერმანული ლეგიონები და ა. შ. რამდენიმე გვერდი დათმობილი აქვს საბჭოთა კავშირის პროპაგანდასაც: "მფრინავი ფილარმონია"; "ფრიცების უნივერსიტეტი"; ტყვედ აყვანილ გენერალთა მიმართვების წერილობითი გავრცელებები... რადგან პროპაგანდას შევეხე, ვიტყვი, რომ წიგნში ვერსად ვერ ვნახე საბჭოთა კავშირის ან მისი რომელიმე ბელადის ქება-დიდება, არც გერმანელებს გმობს ავტორი, პირიქით, როგორც გერმანული ლიტერატურისა და კულტურის კარგი მცოდნე, ძალიან დიდ პატივს სცემს მათ, დამნაშავეებს კი ჰიტლერელებს უწოდებს. ცდილობს, არ მოხდეს გერმანელისა და ჰიტლერელის გაიგივება. ბოლოს და ბოლოს, ნაციონალ - სოციალისტურ მუშათა პარტიას ხომ ყავდა ოპოზიციონერები, რომელთა წინააღმდეგაც საშინელი რეპრესიები ტარდებოდა...
ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია წიგნის იმ ნაწილმა, რომელიც ჰიტლერელთა მაგიურ - მისტიკურ წარმოდგენებს ეხება. როგორც ჩანს, კვესელავას კარგად ესმის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მასების სულიერ ეგზალტაციასა და მესიანური სულისკვეთების გაღვიძებას. ყველასთვის ცნობილია, რომ ნაცისტები თავიანთ რასიულ წინაპრებს ტიბეტში და ისეთ ადგილებში ეძებდნენ, სადაც სვასტიკა აღმოჩნდებოდა. ავტორს უფრო დაწვრილებით აქვს ეს თემა განხილული, ახსენებს იმ ტიბეტურ თუ ახლადშექმნილ მითებს (Agharth; Schampulah; ღრუ დედამიწის თეორია, ა. შ.), რომლებისაც ჰიტლერს სჯეროდა. ნაციონალ - სოციალისტური მოძრაობის თითქმის ყველა მეთაური მისტიკურ - მაგიური საზოგადოება ტულეს (Thule) წევრი იყო. ჰიტლერი ითვლებოდა განგების მიერ მოვლენილ "დიად მოგვად", რომელსაც გერმანული რასა განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადაეყვანა. ეს ეტაპები ლემურიისა და ატლანტიდის შესახებ მითებიდან ჰქონდათ აღებული. თავად ჰიტლერი ჰოროსკოპებში ცდილობდა სწორი გადაწყვეტილებებისა და მომავლის დანახვას... ვინაიდან ამ საკითხებზე ინფორმაცია ძალიან მწირია, ამ წიგნს შეუძლია ჰიტლერელთა მაგიურ შეხედულებებზე ზოგადი წარმოდგენის შექმნა.
წიგნში მოკლედ მოთხრობილია ჰიტლერის ცხოვრება, ნაციონალ - სოციალისტურ პარტიაში მიღებამდე და ამის შემდეგ საკმაო დრო ეთმობა ამ პარტიის გზას, ჯერ ხელისუფლების სათავეში მოსვლამდე, შემდეგ კი მეორე მსოფლიო ომამდე. განხილულია მოიერიშეთა რაზმების, ესესისა და გესტაპოს შექმნის მიზეზები, მათი ფუნქციები და ლიდერები. აღწერილია დაპირისპირებები პარტიის შიგნით: გერინგის - "ფეხმოღრეცილ" გებელსთან; რემის (მოიერიშეთა წინამძღოლი) - გერინგთან. განხილულია ნაცისტური პარტიის მიერ მოწყობილი პუტჩები; მათ სახელმწიფო სათავეში მოსვლამდე არსებულ კანცლერთა მონაცვლეობა; მსხვილი ვაჭრებისა და გენერლების მიერ არჩეული მხარეები; ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ - 27 თებერვალს გერინგისა და ჰიმლერის მიერ რაიჰსტაგის პროვოკაციული გადაწვა, რის გამოც კომუნისტური პარტიის წევრები დააპატიმრეს და ერთ-ორ თვეში კი მთელი ოპოზიცია მოსპეს. აღწერილია 30 ივნისის "მეორე რევოლუცია" - გრძელი დანების ღამე, რომლის დროსაც მოკლეს რემი და ზედმეტად გაძლიერებულ მოიერიშეთა სხვა ლიდერები, გააქრეს კანცლერი ჰიტლერამდე - გენერალი შლაიხერი და სხვა სამხედრო მოწინააღმდეგეები, ასევე ყველა, წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით და სიის გარეშეც - პირადი შეურაცხმყოფლები. გადმოცემულია უმაღლესი განათლების არმქონე ჰიტლერის სიძულვილი თანამედროვე მეცნიერებისადმი, წიგნების მასობრივი წვა ოპერის მოედანზე. მოტანილია ჰიტლერის გეგმებში არსებული ევროპის სურათი, რაიჰსკომისარიატების საზღვრები, წოდებათა და უფლებამოსილებათა განსაზღვრებები. განსახალხებელი ტერიტორიები.
ამ პირველ ტომში განხილულია ნიურნბერგის პროცესზე რამდენიმე განსასჯელის საქმე, მათ შორის: გერინგის; ჰანს ფრანკის (პოლონეთის გენერალ - გუბერნატორი); ნოირატის (ჩეხო - სლოვაკიის პროტექტორი); ერიხ კოხის (უკრაინის საიმპერიო კომისარი); კაიტელის (ჰიტლერის მთავარი სამხედრო მრჩეველი, გენერალური სარდლობის თავმჯდომარე, ფელდმარშალი) და ნაწილობრივ რამდენიმე სხვის. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა გერინგის მიერ თავის დასაცავად წარმოდგენილი ინგლისისა და საფრანგეთის საიდუმლო მასალები - გეგმები, რის მიხედვითაც ისინი ამიერკავკასიაში შემოჭრას აპირებდნენ. საფრანგეთის ერთ-ერთი გენერალი თურქეთის დახმარებით აპირებდა თავდასხმას, როცა საფრანგეთში გერმანია შეიჭრა და ამავე გენერალს კაპიტულაციაზე ხელის მოწერა მოუხდა.
წიგნში დიდი ადგილი აქვს დათმობილი საკონცენტრაციო ბანაკებში მიმდინარე მოვლენების აღწერებს - როგორ ათხრევინებდნენ ტყვეებს ორმოებს და შიგნით თავამდე აფლობდნენ, რომ მერე წინიდან ბულდოზერს გადაეარა; როგორ ართობდა საკონცენტრაციო ბანაკის უფროსი ცოლ-შვილს, - გამოიყვანდა პატარა ბავშვს და მცირე დისტანციიდან ესროდა, შვილი კი - 10-11 წლის გოგონა შემდეგის გამოყვანას ითხოვდა. რა თქმა უნდა, გაზკამერებსა და კრემატორიუმებზეც უხვად წერია, როგორ ხოცავდნენ ასაკისა და სქესის განურჩევლად პროცენტული შეფარდების დაცვის მიზნით ყოველი ერის წარმომადგენელს. ჰიტლერიც ხომ ამას ამბობდა: "ებრაელები რომ არ ყოფილიყვნენ, ჩვენ მათი გამოგონება დაგვჭირდებოდაო". წიგნში ასევე ნახსენებია "მემკვიდრეობის საკითხების შემსწავლელი სამეცნიერო ინსტიტუტები" - "Ahnenerbe", რომელიც ექსპერიმენტებს ცოცხალ ადამიანებზე ატარებდა და ავტორის თქმით, თავადვე ჰყავს ნანახი 70 წლამდე შეხედულების წელში მოხრილი, დანაოჭებული, ჭაღარა უკრაინელი ქალი, რომელიც სინამდვილეში 17 წლის გოგონა იყო...
როგორც წესი, ისტორიის წიგნები თავიანთი სიმშრალით გამოირჩევიან, ცარიელი ციფრების მოყვანა არ იძლევა საშუალებას ბოლომდე გავიაზროთ თუ რა ხდებოდა. ავტორი ამ წიგნში სხვადასხვა მწერლებთან ავლებს პარალელებს, ძირითადად ვაჟასთან, გოეთესა და ილიასთან, ასევე ბიბლიასა და მითოლოგიურ პერსონაჟებთან. ამით უფრო ადვილი ხდება მოვლენების აღქმა და წიგნიც ადვილად იკითხება. თუმცა, ამის გამო ეს წიგნი ნაკლებად გამოადგებათ იმათ, ვინც ეძებს მეორე მსოფლიო ომში გერმანელთა მოქმედებებზე მოკლე და კომპაქტურ, თანმიმდევრულად შეკრებილ ინფორმაციას, რომელსაც რამდენიმე წუთში გადაიკითხავს და სადმე გამოიყენებს. ასე რომ, ეს წიგნი მიუხედავად იმისა, რომ მთლიან ჯამში საკმაო წარმოდგენას უქმნის მკითხველს ჰიტლერელთა მოქმედებებზე, ციტირებისათვის, ინფორმაციის გაფანტულობის გამო, ნაკლებად გამოდგება. მე კი ნაციონალ - სოციალისტური მუშათა პარტიის წევრებითა და გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის ურთიერთობით დაინტერესებულ ყველა თქვენგანს ვურჩევ ამ წიგნის წაკითხვას, მისი მრავლისმომცველობისა და პირველად წყაროებთან სიახლოვის გამო.


--------------------
True Blood. BLOOD OF THE HEROES!
Go to the top of the page
 
+Quote Post
dziki
პოსტი Sep 27 2011, 20:55
პოსტი #13


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 94
რეგისტრ.: 27-September 11
წევრი №: 11,938
კურსი:--


ციტატა(mariami24 @ 27th September 2011 - 20:02) *
mariami24

ტრიუმფალური თაღი წაკიტხული მაქვს და ეგ უფრო სიტუაციური წიგნია.კლასიკას არაფერი ჯობია.
ძმები კარამაზოვების ელ ვერსია თუ იცი მომწერე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
7 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th July 2019 - 1:30
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank