გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topic Start new topic
 ჩარლზ რობერტ დარვინი, ჩარლზ დარვინი და მისი შეხედულებები სამყაროზე
 
Gillan
პოსტი Sep 17 2010, 19:59
პოსტი #1


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 7-September 10
მდებარეობა: Rustavi
წევრი №: 9,780
კურსი:--



Visit My Website





ჩარლზ რობერტ დარვინი (ინგლ. Charles Robert Darwin); (დ. 12 თებერვალი, 1809, შრუზბერი – გ. 19 აპრილი, 1882, დაუნი, ლონდონის მახლობლად)— ინგლისელი ბუნებისმეტყველი და მოგზაური, რომელმაც შექმნა მოძღვრება ბუნებრივი გადარჩევის გზით ორგანიზმთა წარმოშობისა და განვითარების შესახებ.

დარვინიზმი, ორგანული სამყაროს ევოლუციის (ისტორიული განვითარების) მატერიალისტური თეორია, რომელიც დაფუძნებულია ჩარლზ დარვინის მოძღვრებაზე. შეისწავლის ორგანული სამყაროს ევოლუციის მოვლენებს, მიზეზებს, გზებს, კანონზომიერებებს და მართვის ხერხებს. საკუთარი დაკვირვებების, თავისი დროის მეცნიერული ცოდნისა და სელექციის მიღწევათა განზოგადების საფუძველზე ჩარლ დარვინმა 1837-1858 წლებში ჩამოაყალიბა მოძღვრება ბუნებრივი გადარჩევის გზით მცენარეთა და ცხოველთა ახალი ფორმების წარმოშობის შესახებ. დარვინის თორია გადმოცემულია მის უმთავრეს თხზულებაში „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში“ (1859). თავისი შეხედულებები დარვინმა სხვა თხზულებებშიც განავითარა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, დარვინიზმი საკმაოდ სწრაფად დამკვიდრდა მეცნიერებაში და საფუძვლად დაედო თანამედროვე ბიოლოგიას. დარვინიზმის გავრცელებასა და განმტკიცებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით ა. უოლესს, ტ. ჰაქსლის, ე. ჰეკელს, კ. ტიმირიაზევს, ვ. კოვალევსკის, ა. კოვალევსკის და სხვებს.


კემბრიჯის უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დარვინმა გემ „ბიგლით“ იმოგზაურა დედამიწის ირგვლივ (1831-1836). მოგზაურობის დროს ჩატარებული ბოტანიკური, ზოოლოგიური, პალეონტოლგიური, ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიული, გეოლოგიური დაკვირვებების შედეგები მან გამოაქვეყნა წიგნში „ძიებათა დღიური“ (1839, 1845). საკუთარი დაკვირვებებისა და დიდძალი ლიტერატურული მასალის შესწავლის საფუძველზე დარვინმა ჩამოაყალიბა ევოლუციური თეორია, რომელიც სრული სახით არის გადმოცემული 1859 გამოქვეყნებულ წიგნში „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში“ (თეორიის პირველი მონახაზი — 1842, პირველი მოკლე პუბლიკაცია — 1858). დარვინმა ახსნა ისტორიული განვითარების პროცესში მცენარეთა და ცხოველთა სახეობების წარმოშობისა და გარდაქმნის მიზეზები და კანონზომიერებანი. მისი მოძღვრების თანახმად, ორგანიზმთა ახალი ფორმების წარმოქმნა ხდება გაურკვეველი მემკვიდრული ცვლილებების ბუნებრივი გადარჩევის გზით, რაც ბუნებაში განაპირობებს მიზანშეწონილებას (დარვინისგან დამოუკიდებლად, მსგავსი შეხედულებანი ჩამოაყალიბა ა. უოლესმა, მაგრამ თვითონვე სცნო დარვინის პრიორიტეტი). თავისი იდეები დარვინმა განავითარა უფრო გვიან გამოქვეყნებულ თხზულებებში. წიგნში „შინაური ცხოველებისა და კულტურული მცენარეების შეცვლა“ (1868) მოცემულია როგორც ადამიანისათვის სასარგებლო მცენარეებისა და ცხოველების ხელოვნური გადარჩევით გამოყვანის კანონზომიერებები, ისე ევოლუციიის დამადასტურებელი დიდძალი მასალა ადამიანის მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკული საქმიანობიდან. ადამიანის წაემოშობის მატერიალისტური იდეა გატარებულია დარვინის წიგნში „ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა“ (1871). აგრეთვე ნაშრომში „ემოციების გამოხატვა ადამიანსა და ცხოველებში“ ( 1872). დარვინს ეკუთვნის სხვა გამოკვლევებიც ზოოლოგიის, ბოტანიკის, გეოლოგიის და ნიადაგთმცოდნეობის საკითხებზე. დარვინის იდეები მის სიცოცხლეშივე დამკვიდრდა მეცნიერაბაში და საფუძვლად დაედო მთელ თანამედროვე ბიოლოგიას.


ბავშვობის წლები: ჩარლზ რობერტ დარვინი დაიბადა 1809 წ. 12 თებერვალს, შრუსბერში, ინგლისი, მდიდარი ექიმისა და ფინანსისტის ოჯახში.

განათლება: სკოლოს დამთავრების შემდეგ ედინბურგის უნივერსიტეტში დაიწყო მედიცინის სწავლა, მაგრამ გადაიფიქრა და ტაქსიდემიის შესწავლა დაიწყო ჯონ ედმონსტოუნთან. ედინბურგის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ატარებდა კვლევებს, ესწრებოდა სხვადასხვა ლექციებს, იკვლევდა მცენარეთა კლასიფიკაციას.
1828 –1831 წწ. დარვინი კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლობდა; აქ გაეცნო ენტომოლოგიას.

მოგზაურობა: 1831–1836 წწ. დარვინმა გემით „ბიგლი“ იმოგზაურა დედამიწის ირგვლივ და ჩაატარა ბოტანიკური, ზოოლოგიური, პალეონტოლგიური, ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიული, გეოლოგიური დაკვირვებები, რომელთა შედეგებიც გამოაქვეყნა წიგნში „ძიებათა დღიური“.

ევოლუციური თეორია: საკუთარი დაკვირვებების და სხვადასხვა ლიტერატურის შესწავლის საფუძველზე, დარვინმა ჩამოაყალიბა ევოლუციური თეორია, რომელიც სრული სახით გამოაქვეყნა 1859 წ. წიგნში „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში“. დარვინმა ახსნა ისტორიული განვითარების პროცესში მცენარეთა და ცხოველთა სახეობების წარმოშობისა და გარდაქმნის მიზეზები და კანონზომიერებები.

სხვა ნაშრომები: 1868 წ. წიგნში „შინაური ცხოველებისა და კულტურული მცენარეების შეცვლა“, დარვინმა აღწერა ადამიანისთვის სასარგებლო მცენარეებისა და ცხოველების ხელოვნური გადარჩევით გამოყვანის კანონზომიერებები, ასევე გამოაქვეყნა ევოლუციიის დამადასტურებელი მასალა ადამიანის მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკული საქმიანობიდან.

1871 წ. გამოიცა დარვინის წიგნი „ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა“, სადაც ადამიანის წარმოშობის მატერიალისტური იდეაა გატარებულია.

1872 წ. გამოქვეყნდა დარვინის კიდევ ერთი ნაშრომი „ემოციების გამოხატვა ადამიანსა და ცხოველებში“.
დარვინს ეკუთვნის სხვა გამოკვლევებიც ზოოლოგიის, ბოტანიკის, გეოლოგიის და ნიადაგთმცოდნეობის საკითხებზე.

მან მთელი ცხოვრება მეცნიერულ მოღვაწეობასა და მწერლობას მიუძღვნა.

ის აღიარეს: ჩარლზ დარვინს მიღებული აქვს არა ერთი ჯილდო დიდი ბრიტანეთის და სხვა ევროპული ქვეყნების მეცნიერთა საზოგადოებებიდან. მათ შორისაა, ლონდონის გეოლოგთა საზოგადოების ჯილდო 1859 წ. და დიდი ბრიტანეთის უმაღლესი ჯილდო 1864 წ.

2008 წ. გადაიღეს ბიოგრაფიული ფილმი ჩარლზ დარვინის შესახებ.

დარვინის იდეები მის სიცოცხლეშივე დამკვიდრდა მეცნიერაბაში და საფუძვლად დაედო მთელ თანამედროვე ბიოლოგიას. „დარვინიზმს“ იყენებენ მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებებში.

პირადი ცხოვრება: 1839 წ. დარვინი დაქორწინდა თავის ბიძაშვილზე, ემმა ვედვუდზე. წყვილი საცხოვრბლად გადავიდა დაუნში, კენტის საგრაფოში. მათ ჰყავდათ ათი შვილი, რომელთაგან სამი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა.

გარდაცვალება: დარვინი გარდაიცვალა 1882 წ. 19 აპრილს, 73 წლის ასაკში, ლონდონთან ახლოს, დაუნში, ინგლისი. დაკრძალულია ვესტმინსტრის სააბატოში, ლონდონში, ისააკ ნიუტონის და ჯონ ჰერშელის გვერდით.

ტრივია: დარვინმა თავისი სიცოცხლის მანძილზე 14 500 წერილი გააგზავნა.

1834 წ. 12 თებერვალს, დარვინის 25 წლის იუბილეზე, კაპიტანმა ფრიცროიმ მისი სახელი დაარქვა მთას, რომელიც არის ცეცხლოვანი მიწის უმაღლესი მწვერვალი.




ჩარლზ რობერტ დარვინი იყო ინგლისელი ბუნებისმეტყველი და მოგზაური, რომელმაც შექმნა მოძღვრება ბუნებრივი გადარჩევის გზით ორგანიზმთა წარმოშობისა და განვითარების შესახებ. კემბრიჯის უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დარვინმა გემ „ბიგლით“ იმოგზაურა დედამიწის ირგვლივ (1831-1836). მოგზაურობის დროს ჩატარებული მეცნიერული დაკვირვებების შედეგები მან გამოაქვეყნა წიგნში „ძიებათა დღიური“ (1839, 1845). საკუთარი დაკვირვებებისა და დიდძალი ლიტერატურული მასალის შესწავლის საფუძველზე დარვინმა ჩამოაყალიბა ევოლუციური თეორია, რომელიც სრული სახით არის გადმოცემული 1859 გამოქვეყნებულ წიგნში „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში“. დარვინმა ახსნა ისტორიული განვითარების პროცესში მცენარეთა და ცხოველთა სახეობების წარმოშობისა და გარდაქმნის მიზეზები და კანონზომიერებანი. დამიანის წაემოშობის მატერიალისტური იდეა გატარებულია დარვინის წიგნში „ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა“ (1871). აგრეთვე ნაშრომში „ემოციების გამოხატვა ადამიანსა და ცხოველებში“ ( 1872).

ევოლუციური თეორია ანუ დარვინიზმი – მეცნიერული თეორია, რომელიც ცოცხალი ბუნების განვითარებას, სიცოცხლისა და ორგანიზმების ახალი ფორმების წარმოშობას ხსნის უკვე არსებული ფორმების ცვლებადობისა და გარდაქმნის გზით.
მოსაზრება, რომ ცოცხალი სამყარო და მასში შემავალი ყველა სახეობა განვითარდა ერთმანეთისგან გამომდინარე გარდაქმნის ანუ ტრანსმუტაციის გზით, წარმოიშვა ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ. VI საუკუნეში ანუ 2600 წლის წინათ. ეს აზრი პირველად გამოთქვა ბერძენმა ფილოსოფოსმა ანაქსიმანდრემ. ცხადია უძველეს დროში არ არსებობდა ბიოლოგიის, გენეტიკის ან თუნდაც ფიზიკის ცოდნა და მისგან გამომდინარე დათარიღების მეთოდები, მაგრამ ამგვარი მოსაზრება გაჩნდა ელემენტარული ლოგიკის შედეგად: ყველა ცოცხალი ორგანიზმი მეტ-ნაკლებად, ფიზიკურად წააგავს ერთმანეთს, მათ შორის ადამიანიც. ადამიანი განსაკუთრებით კი გავს მაიმუნს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ის პრინციპულად გავს ყველა ძუძუმწოვარს, რადგან გააჩნია პრაქტიკულად იგივე ორგანოები (ორი თვალი, ორი ყური, ერთი ცხვირი, ოთხი კიდური და ასევე იდენტური შინაგანი ორგანოები, სტრუქტურულად 90% იდენტურია).

”თანამედროვე ორანგუტანი (მაიმუნი), თავი ქალა”

შემდეგ დროთა განმავლობაში ამ იდეამ საფუძველი გაიმყარა და მისი საკმაოდ სერიოზული მიმდევრები იყვნენ ჩარლზ დარვინი და ჟან-ბატისტ ლამარკი. კვლევები ამ მიმართულებით ახალ ფაზაში მხოლოდ XX საუკუნეში შევიდა, როდესაც ოსვალდ ეივრიმ დაამტკიცა, რომ დნმ (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) არის გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი და შესაბამისად დაკვირვებადია. ამის შემდეგ წინა პლანზე გადმოვიდა მოლეკულური ბიოლოგია. საბოლოოდ კი ჩამოყალიბდა ევოლუციური ბიოლოგია, რომელიც მიიჩნევს, რომ ყველა ცოცხალ არებას/სახეობას საერთო წინაპარი - პირველი სიცოცხლე ჰყავდა.
დედამიწა შეიქმნა 4.54 მილიარდი წლის წინათ. ამას ამტკიცებს გაცილებით ზუსტი მეცნიერებები ვიდრე ბიოლოგიაა. დედამიწაზე სიცოცხლე შეიქმნა 3.8 მილიარდი წლის წინ. ვისთვისაც ეს რიცხვები მარტო სახელები არ არის და რეალურად გააჩნია იმის შეგრძნება რას ნიშნავს "სამი ათას რვაასჯერ მილიონი" (ანუ 3.8 მლრდ) წელიწადი, მაშინ როდესაც უძველესი ეგვიპტე მხოლოდ "ახლახანს", ოთხი ათასი წლის წინ არსებობდა, ის თავისთავად და ლოგიკურად მივა იმ დასკვნამდე რომ მართლაც მოხდა ევოლუცია. უბრალოდ სხვაგვარად წარმოუდგენელია, რომ დედამიწაზე რამოდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში, უცვლელი და სტატიკური სიცოცხლე იყო და სრულიად უცვლელად დაიბადა, ბუდე აიშენა, იცოცხლა და დაიღუპა ცოცხალი ორგანიზმების ტრილიონობით თაობა... და რომ ღმერთი, ევოლუციის გვერდის ავლით, ყოველგვარი ბიოლოგიური ცვლილებების გარეშე, შიგადაშიგ (პირობითად ვთქვათ ყოველ 300 მილიონ წელიწადში ერთხელ), ამ 3.8 მილიარდი წლის განმავლობაში, დედამიწაზე მოავლენდა/გააჩენდა რაღაც ახალ-ახალ ცხოველთა, ფრინველთა თუ მცენარეთა სახეობებს მზა მდგომარეობაში, რომლისგანაც არაფერი სხვა აღარ წარმოიშობდა და შესაბამისად ისინი იცხოვრებდნენ და გადაშენდებოდნენ, რაღაც უზარმაზარი დროის შუალედების, ასეულობით მილიონი წლის შემდეგ და ასევე პერიოდულად დედამიწაზე გაჩდებოდნენ მზა, ახალი სახეობები, რაღაც "პირდაპირი" გზებით.
ამიტომ არის, რომ "კრეაციონისტები" ებღაუჭებიან სამყაროს და დედამიწის სულ რაღაც ვითომ 7 ათას წლიან ასაკს. მიუხედავად იმისა, რომ კოსმოლოგიას არანაირი პირდაპირი კავშირი არა აქვს ბიოლოგიასთან და ევოლუციასთან, მისი მოშველიებით კიდევ უფრო უმყარდება საფუძველი ევოლუციის თეორიას, რადგან თავი რომ დავანებოთ ბიოლოგიურ კვლევებს და მის შედეგებს, პირდაპირ, ლოგიკურად და ეფექტურად არის მორგებული, დედამიწის რამოდენიმე მილიარდწლიანი ასაკი ევოლუციის უზარმაზარ და წარმოუდგენლად ხანგრძლივ პროცესთან.
ამის და მიუხედავად მაინც არ ტყდება ადამიანთა გარკვეული კატეგორია და ვინაიდან სხვა გზას აღარ უტოვებს კოსმოლოგიის და ფიზიკის სიზუსტე, აცხადებს, რომ მართალია რომ სამყარო 13,7 მილიარდი წლისაა, მართალია რომ დედამიწა 4,54 მილიარდი წლისაა, შესაბამისად მოხდა ევოლუციაც, ცოცხალი სახეობები ერთმანეთის გარდაქმნის გზით ფორმირდნენ და სიცოცხლე ამ გზით განვითარდა და მოვიდა დღემდე, მაგრამ ადამიანი არ წარმოშობილა მაიმუნისგანო და ადამიანი არის 7 ათასი წლისო.

ჩარლზ დარვინის გამონათქვამები

It is not the strongest of the species that survives, nor the most intelligent that survives. It is the one that is the most adaptable to change.
ყველაზე ძლიერი სახეობავერ გადარჩება, ვერც ყველაზე გოიერი, მხოლოდ ის გადარჩება, რომელსაც შეუძლია შეეგუოს ცვლილებას.

An American monkey, after getting drunk on brandy, would never touch it again, and thus is much wiser than most men.
ამერიკელი მაიმუნი, კონიაკის დალევის და დათრობის შემდეგ, აღარასდროს შეეხებოდა მას, ამგვარად ი უფრო ბრძეია ვიდრე უმეტესობა მამაკაცებისა.

Animals, whom we have made our slaves, we do not like to consider our equal.
ცხოველები, რომლებიც გავხადეთ ჩვენი მიონები, არ გვინდა განვიხილოთ ჩვენი თანაწორობა მათთან.

A scientific man ought to have no wishes, no affections, - a mere heart of stone.
მეცნიერს არ უნდა ჰქონდეს სურვილები, სიყვარული, - მხოლოდ ჭეშმარიტი გაყინული გული.

A man who dares to waste one hour of time has not discovered the value of life.
კაცი, რომელიც ბედავს გაფლანგოს ერთი საათი, მას არაფერი არ აღმოუჩენია მის ცხოვრებაში.

Ignorance more frequently begets confidence than does knowledge: it is those who know little, and not those who know much, who so positively assert that this or that problem will never be solved by science.

I cannot persuade myself that a beneficent and omnipotent God would have designedly created parasitic wasps with the express intention of their feeding within the living bodies of Caterpillars.

ჩარლზ დარვინი (1803-1882 წწ.) - დარვინის სახელის ირგვლივ მიმდინარეობს ბრძოლა. ცდილობენ, დარვინიზმი რელიგიას დაუპირისპირონ. ჩვენის აზრით, ყოველი მოაზროვნე ადამიანისათვის ნათელი უნდა იყოს, რომ სახეობათა წარმოქმნის არანაირი თეორია, თუკი იგი ჯანსაღ აზრს არ ეწინააღმდეგება, არ შეიძლება ბიბლიას ეწინააღმდეგებოდეს, რადგან ბიბლიაში ადამაინის წარმოშობის მხოლოდ პრინციპული მხარეა გადმოცემული, სახელდობრ - ღმრთის მიერ სამყაროს შესაქმის დასრულება ადამიანის შექმნით. ბიბლია აცხადებს, რომ ადამიანი ქმნილებათა გვირგვინია, თვით ღმერთის ხატება და მსგავსებაა. ბიბლია ამტკიცებს, რომ ადამიანი თავისი სხეულებრივი აგებულებითა და შემადგებლობით მიწისგანაა, ადამიანის სული კი - „ღმრთაების სუნთქვაა“. შესახებ იმისა, თუ დედამიწაზე როგორ გაჩნდა ყველა სახეობა და რამდენად ხანგრძლივად მიმდინარეობდა მათი განვითარების პროცესი, ასევე - თვით ადამიანის შექმნის პროცესის შესახებ, ბიბლია არაფერს ამბობს იმიტომ, რომ ეს უკვე მეცნიერების სფეროა და არა - რელიგიისა. ამიტომ დარვინიზმი, სრულიად დამოუკიდებლა დიმისგან, ჭეშმარიტია იგი თუ არაჭეშმარიტი, როგორც საბუნებისმეტყველო თეორია, არ შეიძლება, რელიგიას დაუპირისპიროთ.

Go to the top of the page
 
+Quote Post
Gillan
პოსტი Sep 17 2010, 23:53
პოსტი #2


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 7-September 10
მდებარეობა: Rustavi
წევრი №: 9,780
კურსი:--


თქვენ რას ფიქრობთ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Socipath
პოსტი Apr 28 2011, 20:07
პოსტი #3


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 28-April 11
წევრი №: 11,279
კურსი:--


დარვინის შეხედულება არათუ ეწინააგმდეგება არამედ ანადგურებს კრეაციონისტულ წარმოდგენას smile.gifევოლუცია ფაქტია და დასაბუთებული, და ყველაფერში უპირისპირდება რელიგიას smile.gif გთხოვტ რეალურად შევხედოთ ყველაფერს
Go to the top of the page
 
+Quote Post
demo_49
პოსტი Apr 28 2011, 20:12
პოსტი #4


ჩამოსახრჩობი....
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,480
რეგისტრ.: 11-June 09
მდებარეობა: ანგელოზთა ქალაქი
წევრი №: 6,880
კურსი:4


ციტატა(Socipath @ Apr 28 2011, 20:07) *
დარვინის შეხედულება არათუ ეწინააგმდეგება არამედ ანადგურებს კრეაციონისტულ წარმოდგენას smile.gifევოლუცია ფაქტია და დასაბუთებული, და ყველაფერში უპირისპირდება რელიგიას smile.gif გთხოვტ რეალურად შევხედოთ ყველაფერს

აბა რომელი ფაქტები
არგუმენტები თუ შეიძლება


--------------------
Свобода не в том, чтоб не сдерживать себя, а в том, чтоб владеть собой

მომეცით მე ბურთი და შევცვლი სამყაროს....

გიჟი-პირველ რიგში ეს არის ადამიანი,რომლისაც არ ესმით

Нет ничего более полезного для души, как памятование о том, что мы ничтожная и по времени и по пространству козявка и что сила твоя только в понимании своего ничтожества
Go to the top of the page
 
+Quote Post
demetre8
პოსტი Nov 9 2011, 0:10
პოსტი #5


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 8-November 11
მდებარეობა: ozurgeti
წევრი №: 12,275
კურსი:1


ციტატა(demo_49 @ Apr 28 2011, 20:12) *
აბა რომელი ფაქტები
არგუმენტები თუ შეიძლება

თქვენი პასუხიდან გამომდიმარე შთაბეჭდილება დამრჩა რომ მეტაფიზიკურ შეხედულებას ემხრობით. ფაქტი: ოდესღაც ადამიანმა ცხოველების გარკვეული ჯიშები მოიშინაურა. ქათამი ან ძროხა რომ ახლა ტყეში გაუშვათ მერწმუნეთ უმალ გახდებიან მტაცებლების მსხვერპლნი. ვიმეორებ უმალ ისე რომ ვერ მოასწრებენ გამრავლებას. მაშინ ჩნდება კითხვა: როგორ არსებობდნენ ეს ცხოველები მანამდე სანამ ადამიანი მოიშინაურებდა? ლოგიკურად მას შემდეგ მათ განიცადეს რაგაც სახის ცვალებადობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giga Lobjanidze
პოსტი Nov 9 2011, 0:21
პოსტი #6


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 317
რეგისტრ.: 25-September 11
წევრი №: 11,909
კურსი:--


კაი ეხლა ნუ გამართავთ მაგაზე კამათს,ადამიანი მაიმუნია თუ ადამიანი biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
demetre8
პოსტი Nov 9 2011, 10:11
პოსტი #7


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 8-November 11
მდებარეობა: ozurgeti
წევრი №: 12,275
კურსი:1


ციტატა(Giga Lobjanidze @ Nov 9 2011, 0:21) *
კაი ეხლა ნუ გამართავთ მაგაზე კამათს,ადამიანი მაიმუნია თუ ადამიანი biggrin.gif

ადამიანი ადამიანია და მაიმუნი მაიმუნი/ერტადერთი რაც სადაოა ჰყავთ თუ არა მათ ერთი წინაპარი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giga Lobjanidze
პოსტი Nov 9 2011, 17:14
პოსტი #8


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 317
რეგისტრ.: 25-September 11
წევრი №: 11,909
კურსი:--


ციტატა(demetre8 @ 9th November 2011 - 10:11) *
ადამიანი ადამიანია და მაიმუნი მაიმუნი/ერტადერთი რაც სადაოა ჰყავთ თუ არა მათ ერთი წინაპარი

დემეტრე,მეც მაგ აზრის ვარ რომ იცოდე : )
უაზრო კამათი მოზდევს ასეთ თემებს...
Go to the top of the page
 
+Quote Post
demetre8
პოსტი Nov 9 2011, 17:54
პოსტი #9


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 8-November 11
მდებარეობა: ozurgeti
წევრი №: 12,275
კურსი:1


ციტატა(Giga Lobjanidze @ Nov 9 2011, 17:14) *
დემეტრე,მეც მაგ აზრის ვარ რომ იცოდე : )
უაზრო კამათი მოზდევს ასეთ თემებს...

კამათში იბადება ჭეშმარიტება. კარგია მაგ აზრის თუ ხართ
Go to the top of the page
 
+Quote Post
demo_49
პოსტი Nov 14 2011, 1:25
პოსტი #10


ჩამოსახრჩობი....
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,480
რეგისტრ.: 11-June 09
მდებარეობა: ანგელოზთა ქალაქი
წევრი №: 6,880
კურსი:4


ციტატა(demetre8 @ Nov 9 2011, 17:54) *
კამათში იბადება ჭეშმარიტება. კარგია მაგ აზრის თუ ხართ

პირიქით

ციტატა(demetre8 @ Nov 9 2011, 0:10) *
თქვენი პასუხიდან გამომდიმარე შთაბეჭდილება დამრჩა რომ მეტაფიზიკურ შეხედულებას ემხრობით. ფაქტი: ოდესღაც ადამიანმა ცხოველების გარკვეული ჯიშები მოიშინაურა. ქათამი ან ძროხა რომ ახლა ტყეში გაუშვათ მერწმუნეთ უმალ გახდებიან მტაცებლების მსხვერპლნი. ვიმეორებ უმალ ისე რომ ვერ მოასწრებენ გამრავლებას. მაშინ ჩნდება კითხვა: როგორ არსებობდნენ ეს ცხოველები მანამდე სანამ ადამიანი მოიშინაურებდა? ლოგიკურად მას შემდეგ მათ განიცადეს რაგაც სახის ცვალებადობა.

ტახი არ გამხდარა მამალი


--------------------
Свобода не в том, чтоб не сдерживать себя, а в том, чтоб владеть собой

მომეცით მე ბურთი და შევცვლი სამყაროს....

გიჟი-პირველ რიგში ეს არის ადამიანი,რომლისაც არ ესმით

Нет ничего более полезного для души, как памятование о том, что мы ничтожная и по времени и по пространству козявка и что сила твоя только в понимании своего ничтожества
Go to the top of the page
 
+Quote Post
demetre8
პოსტი Nov 14 2011, 23:12
პოსტი #11


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 8-November 11
მდებარეობა: ozurgeti
წევრი №: 12,275
კურსი:1


ციტატა(demo_49 @ Nov 14 2011, 1:25) *
პირიქით


ტახი არ გამხდარა მამალი

ისე სიმართლე რომ გითხრათ ვერ მივხვდი თქვენი რეპლიკა. ტახი რა შუაშია???

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია demetre8: Nov 14 2011, 23:12
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giga Lobjanidze
პოსტი Nov 14 2011, 23:25
პოსტი #12


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 317
რეგისტრ.: 25-September 11
წევრი №: 11,909
კურსი:--


ციტატა(demo_49 @ 14th November 2011 - 2:25) *
პირიქით

ანუ ჭეშმარიტებაში იბადება კამათი ? george.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
demetre8
პოსტი Nov 14 2011, 23:56
პოსტი #13


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 8-November 11
მდებარეობა: ozurgeti
წევრი №: 12,275
კურსი:1


ციტატა(Giga Lobjanidze @ Nov 14 2011, 23:25) *
ანუ ჭეშმარიტებაში იბადება კამათი ? george.gif

ხო ეგ საინტერესოა
Go to the top of the page
 
+Quote Post
2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th July 2019 - 10:00
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank