გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


70 გვერდი V  « < 31 32 33 34 35 > »   
Reply to this topic Start new topic
 საკუთარი შემოქმედება
 
leo-dzia
პოსტი Apr 21 2009, 23:53
პოსტი #417


სახალხო მთქმელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,471
რეგისტრ.: 13-March 08
მდებარეობა: bobnevi-gori-tbilisi
წევრი №: 2,556
კურსი:4


ეს ვარ რაცა ვარ...

მე ვინ ვარ ნეტავ,
ან თუკი ვარ ვარსებობ რისთვის?
რადგანაც ვხედავ,
ამიხედავს ოდესმე ღვთისთვის?


იქნებ არცა ვარ,
ილუზიებს მივყვები ქარში...
თუმცა რაცა ვარ
არ მოგხვდებით არასდროს თვალში.

ცეცხლი ვარ ალბათ
და გიზგიზებს კოცონი გულში,
ამბობდნენ ამბად-
ცეცხლს ანთებდა კაცი ყინულში.

უფრო წყალი ვარ,
უფსკრულებში ჩავჩქეფ ჩანჩქერად.
ბედზე მწყრალი ვარ,
ეს ჩანჩქერი არ ღირს საცქერლად.

სულაც მიწა ვარ,
შავი გულით,სიბნელი სავსე.
მიწას ვფიცავარ,
ხშირად ფიქრებს ფერებით ვავსებ.

ან ჰაერი ვარ
და ქარიშხლად ვატყდები ტატნობს,
ვეღარ ვმღერივარ,
დავიღალე სიმშვიდეს ვნატრობ.

არა,არა ვარ
არც ჰაერი,მიწა თუ წყალი.
მეტიჩარა ვარ,
არც ცეცხლი ვარ-ფიქრებით მთვრალი.

აღარც კაცი ვარ,
აღარც ლანდი ან ტარტაროზი,
არც ეშმაკი ვარ,
მითუმეტეს არც ანგელოზი.

ცოცხალი არ ვარ,
წ..არც მკვდარი ვარ აღარც სული ვარ,
არც დასაწყისი,
არც არაფერის დასასრული ვარ...

იქნებ ვარ კიდეც
და ამასთან იქნებ არცა ვარ,
უფალმა იცის,
შენც შემხედე,ეს ვარ რაცა ვარ...




2009წ... 30 მარტი..

თბილისი ღამე...






ეს ერთ-ერთი ცემი გაუშალაშინებელი ლექსია,მაგრამ მგონი აზრი გასაგებია...


აბა ტქვენ იცით არ დამიზაროთ კრიტიკული კომენტარები...




--------------------
მეც სიგიჟემდე მიყვარხარ თააკ....


გაკოცე...
Go to the top of the page
 
+Quote Post
tiko-tikuna
პოსტი Apr 22 2009, 10:37
პოსტი #418


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 198
რეგისტრ.: 19-December 08
მდებარეობა: galaqtika
წევრი №: 5,504
კურსი:1


leo-dzia
მართლა კაი ლექსია, აზრიც გასაგებია მაგრამ ჩემი აზრით გრძნობა აკლია victory.gif


--------------------
"ყველაფერი კარგია , რაც კარგად მთავრდებაა!.."


Go to the top of the page
 
+Quote Post
abashidze08
პოსტი Apr 23 2009, 1:20
პოსტი #419


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 524
რეგისტრ.: 21-January 08
მდებარეობა: II korpusi
წევრი №: 1,787
კურსი:2


დღეს ისევ ცოდვით დაცემაა მოდაში...გავიხედე გვერდზე და დავინახე....აღქმა ორგანზომილებიანი, უბრალოდ აღქმა და ის ჩემი ემოცია, რასაც ეხლა განვიცდი...ოთხი შუბლი, ხომ საინტერესოა, მაგრამ უფრო საინტერესო სხვა რამ ყოფილა...აბა წარმოიდგინე ჰუმანისტი ხარ...საკრაში გიწერია მეჩვიდმეტე, და შენ ოთხი შუბლი გაქვს....ემოციები გადააგორე და დაინახე რაღაც სხვა...ნუთუ არ მიხვდი რა იყო?თუ ვერ მიხვდი?... მდინარეში დაიხრჩო უპატრონო ძაღლი, ესეც ჩემი ემოცია...ნაპირზე ნახევრადშიშველი მებადური დგას და მის მსგავს თევზს ეძებს, ყველა მებადური ხომ სულის სიღრმეში მეოცნებე და დიდი რომატიკოსია, ყველას უნდა დაიჭიროს საკუთარი ოქროს თევზი, მაგრამ ეგოისტობით სხვა რაღაც მოდის.... ის კი არ იცის, რომ მარტო მისი არაა და მიზეზი რატომაც ვერ პოულობს მას მისი საკუთარი თავია... აი დამხრჩვალი ძაღლი, კი ისევ მოაქვს ამ მდინარეს...რა ვიცი ალბათ რაღაც დააშავა...როგორც მე...ნუთუ ყველამ დავაშავეთ?...განა ასე ცუდი იქნებოდა აგვეგო სახლი სადაც მე შენ და ძაღლი ერთად ვიცხოვრებდით, მერე კი ერთად გვებადურა და გვეპოვნა ჩევნი ოქროს თევზი...ვის?მეკითხები შენ, მე კი გპასუხობ მე შენ და ჩვენ, ჰო კიდევ იმ ძაღლს მდინარეს რომ მოჰქონდა...ესეც ასე, დამთავრდა ის რაც მე ასე მიყვარდა...მაგრამ განა იცის "მემ", რომ ის "მე" მიყვრადა?მაგრამ, არა, ამოვიგლიჯე გულიდან და იმ ძაღლს გავატანე...აღარ მინდა მეთქი ასე ცხოვრება და ერთიანად ამოვისუთქე...მზემ სახე დამბანა, მთვარემ კი სინანულით გადმომხედა... იყო ეს ერთი ცხოვრების დასასრული, ან სულაც ერთი ცხოვრების ერთი ჩვეულებრივი დღე....რა ვიცი იქნებ იყო კიდეც...

.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია abashidze08: Apr 23 2009, 1:20


--------------------
http://tsulegal.blogspot.com
Go to the top of the page
 
+Quote Post
mako@mako@mako
პოსტი Apr 26 2009, 14:39
პოსტი #420


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 78
რეგისტრ.: 26-April 09
წევრი №: 6,692
კურსი:2


ფოთოლივით სევდიანი დავიბადე,
ობლად დავრჩი,აღარავინ აღარ დამრჩა
თითქოს ძლიერ ამოვარდა ქარიშხალი,
მომისროლა და მიწაზედ დამაქნა.
ვიცი მალე მოვა ჩემთან მეეზოვე,
გულუბრყვილო ფოთოლს არცკი შემიცოდებს,
გადამაგდებს, ისე როგორც ეს ქნა ქარმა
მეხომ ქვეყნად უბედური დავიბადე,
ვის რად უნდა მოწყენილი,გულუბრყვილო
თავისთავში ჩაკეტილი,უიმედო??
აი ასე ობლადა ვარ დარჩენილი
ქარისაგან განწირული უიმედოდ
მაკო

დედას
გულში სევდა შემეპარა ფარული,
ცრემლი წამსკდა ნაკადულის ღვარად,
ისე უხმოდ ძლიერ მენატრები
მიყვარხარ და თქმაც ვერ გამიბედავს,
ნეტა ახლა შენ რას ფიქრობ ჩემზე,
ან რას ნატრობ ჩემო ტკბილო დედა,
როგორ მინდა შენს კალთაში ვიჯდე,
ისევ სე როგორც ძველად დედა,
მომეფერო შენი სითბო ვიგრძნო,
შენს კალთაშიც ჩამეძინოს მინდა,
ნეტა ისევ მოვესწრები ვნახო??
შენი თბილი გამოხედვა დედა

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია mako@mako@mako: Apr 26 2009, 14:48
Go to the top of the page
 
+Quote Post
fisherman
პოსტი Apr 26 2009, 14:44
პოსტი #421


ფ"lost"ებით მოარული ვირ ტუოზი. ◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,596
რეგისტრ.: 3-December 07
მდებარეობა: სადაც დამიღამდება
წევრი №: 736
კურსი:--


mako@mako@mako
კარგი ლექსებია smile.gif


--------------------
ვემსახურები საქართველოს
Go to the top of the page
 
+Quote Post
mako@mako@mako
პოსტი Apr 26 2009, 15:00
პოსტი #422


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 78
რეგისტრ.: 26-April 09
წევრი №: 6,692
კურსი:2


ხავსები,თაობებში გადასვლა,შიშველთესლიანები და გვიმნაირები თემა არის ეს
dance3.gif ბოტანიკის კოლოქვიუმზე
ამ ხავსებში როგორ უცებ გავიხლართე,
თაობებში გადასვლაც რომ არ მეღირსა,
შიშველ თესლებს ვიღა ჩივის ჩემო შამილ,
გული გასკდა თქვენი შიშით აღარა ვარ.
მაგ თეთრ ქოჩორს და ჭრელ თვალებს ვენაცვალე,
დამიწერეთ ერთი კაი ათი ქულა,
შენც მოიგე მადლი, წახვალ სამოთხეში,
მეც გადავალ კურსზე ისე როგორც ძველად
მაპატიე თუ რამე მაქვს მიქარული,
გვიმნაირებს რად ვერ ვსწავლობ?გულიც ღელავს
თვალზე ისევ მარგალიტად დამდის ცრემლი
ისე როგორც მწვანე პალმას გაშლილს ველად,
დამიწერეთ ნუხართ კარგო ასე მკაცრი,
დამიწერეთ ასე გულიც გაგითბებათ,
გაიღიმეთ ნუხართ ასე მოღუშული,
გაიღიმეთ თქვენ ღიმილი მოგიხდებათ
10 მშვლიპა cheer.gif


Dj. Parikmaxer გაიხარეთ მადლობთ thank_you.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
fisherman
პოსტი Apr 26 2009, 15:03
პოსტი #423


ფ"lost"ებით მოარული ვირ ტუოზი. ◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,596
რეგისტრ.: 3-December 07
მდებარეობა: სადაც დამიღამდება
წევრი №: 736
კურსი:--


ციტატა(mako@mako@mako @ Apr 26 2009, 15:18) *
ხავსები,თაობებში გადასვლა,შიშველთესლიანები და გვიმნაირები თემა არის ეს
dance3.gif ბოტანიკის კოლოქვიუმზე
ამ ხავსებში როგორ უცებ გავიხლართე,
თაობებში გადასვლაც რომ არ მეღირსა,
შიშველ თესლებს ვიღა ჩივის ჩემო შამილ,
გული გასკდა თქვენი შიშით აღარა ვარ.
მაგ თეთრ ქოჩორს და ჭრელ თვალებს ვენაცვალე,
დამიწერეთ ერთი კაი ათი ქულა,
შენც მოიგე მადლი, წახვალ სამოთხეში,
მეც გადავალ კურსზე ისე როგორც ძველად
მაპატიე თუ რამე მაქვს მიქარული,
გვიმნაირებს რად ვერ ვსწავლობ?გულიც ღელავს
თვალზე ისევ მარგალიტად დამდის ცრემლი
ისე როგორც მწვანე პალმას გაშლილს ველად,
დამიწერეთ ნუხართ კარგო ასე მკაცრი,
დამიწერეთ ასე გულიც გაგითბებათ,
გაიღიმეთ ნუხართ ასე მოღუშული,
გაიღიმეთ თქვენ ღიმილი მოგიხდებათ
10 მშვლიპა cheer.gif
Dj. Parikmaxer გაიხარეთ მადლობთ thank_you.gif

ბიოლოგი ხარ? biggrin.gif
ვირთხა დაკლეს შარშან ჩემი ჯგუფელები იყვნენ მანდ მაინორზე და.... biggrin.gif


--------------------
ვემსახურები საქართველოს
Go to the top of the page
 
+Quote Post
mako@mako@mako
პოსტი Apr 26 2009, 15:16
პოსტი #424


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 78
რეგისტრ.: 26-April 09
წევრი №: 6,692
კურსი:2


მინდა დავწერო შენზე,
მინდა რომ რამე ვთქვა,
რავქნა რომ ვეღარ ვივიწყებ
მაგ ულამაზეს ხმას?
შენი სიცილი მაგიჯებს
და მონატრება მკლავს,
ნუ დამივიწყებ ძვირფასო,
სიკვდილი მადგას კარს
მაშ რაღად მინდა სიცოცხლე,
ან რაღად მინდა სხვა?
ცხოვრების ნაწილი დავკარგე,
უცებ რომ მომადგა კარს,
ქარმა მოგიყვანა და მგონი
ისევ ქარს მიყავხარ საად??
მასწავლე ადგილი სადაც იბუდებ
მეც წამიყვანე თააან
girl_in_love.gif

Dj. Parikmaxer
კი ბიოლოგი ვარ,ოღონდ მე ბაყაყების კვეთა და ჰერბარიუმების კეთება მიყვარს mosking.gif

ქუქადალეს,ბენეთალეს,
რუბიალეს,რებუალეს,
ოხ მე ამათ რა ვუთხარი
მგონი გამოცდაშიც ჩამჭრეს
girl_smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
mariami24
პოსტი Apr 26 2009, 15:19
პოსტი #425


მენდე, გამომყევი, მომეცი ხელი...
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,526
რეგისტრ.: 13-March 09
მდებარეობა: ჭაობში ჩაგდებული ცალფეხდასადგმელი მოდრეიფე ხის მყარი კუბიკები

წევრი №: 6,434
კურსი:2


ციტატა
ამ ხავსებში როგორ უცებ გავიხლართე,
თაობებში გადასვლაც რომ არ მეღირსა,
შიშველ თესლებს ვიღა ჩივის ჩემო შამილ,
გული გასკდა თქვენი შიშით აღარა ვარ.
მაგ თეთრ ქოჩორს და ჭრელ თვალებს ვენაცვალე,
დამიწერეთ ერთი კაი ათი ქულა,
შენც მოიგე მადლი, წახვალ სამოთხეში,
მეც გადავალ კურსზე ისე როგორც ძველად
მაპატიე თუ რამე მაქვს მიქარული,
გვიმნაირებს რად ვერ ვსწავლობ?გულიც ღელავს
თვალზე ისევ მარგალიტად დამდის ცრემლი
ისე როგორც მწვანე პალმას გაშლილს ველად,
დამიწერეთ ნუხართ კარგო ასე მკაცრი,
დამიწერეთ ასე გულიც გაგითბებათ,
გაიღიმეთ ნუხართ ასე მოღუშული,
გაიღიმეთ თქვენ ღიმილი მოგიხდებათ
10 მშვლიპა cheer.gif

biggrin.gif 7.gif









--------------------
ჩამო! თვალებში ჩაგხედო ჩემო ბავშვობავ თავხედო...

" " "
მომწონს, თქვენ ჩემით (რომ ჩემს გამო) არა ხართ ავად,
მომწონს, რომ არც მე დავსნეულდი - თქვენი შემყურე...

" " "
უხერხულია _ შენ გერქვას ცოლი _
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე...

" " "
"ჩვენ გვჭირს ეროვნული გამოთაყვანება"
Go to the top of the page
 
+Quote Post
mako@mako@mako
პოსტი Apr 26 2009, 15:23
პოსტი #426


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 78
რეგისტრ.: 26-April 09
წევრი №: 6,692
კურსი:2


გალიაში ვარ დამწყვდეული
პატარა ჩიტი
არვინ მაღირსა თავისუფლად
რომ მენავარდა.
ჩამკეტეს სადღაც მარტოდმარტო
მებნელ საკანში
ოქროს გალია,ციხის კარად
რად მეჩვენება??
ალბათ იმიტომ რომ არ ვფრინავ
ცაში სხვასავით,
რითი მჯობია თეთრი მტრედი
ნაზი ბულბული??
და მეკი ერთი გულყვითელა
პაწია ჩიტი,
ოქროს გალიას მიჯაჭული
სულ მარტოდ დავრჩი girl_aaa.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
mariami24
პოსტი Apr 26 2009, 15:27
პოსტი #427


მენდე, გამომყევი, მომეცი ხელი...
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,526
რეგისტრ.: 13-March 09
მდებარეობა: ჭაობში ჩაგდებული ცალფეხდასადგმელი მოდრეიფე ხის მყარი კუბიკები

წევრი №: 6,434
კურსი:2


***
ჩუმად ბინდი გადაეკრა მძინარს,
სევდის თრთვილი დაეთრთვილა მიწას.
არავინ ჩანს, რომ ჩავთვალო ღირსად
და მივანდო ბედი ქვეYნის, ხსნისა.
მე აქ, გულში საქართველო მტკივა,
ჩემი ცრემლი წამოსულა წვიმად,
დავეხმარო და ვუშველო მინდა
შევავედრებ მის თავს ნინო წმინდას!

***
მე ვეძებ რაღაც წმინდას და ლამაზს,
კეთილშობილს და სინაზის მფრქვეველს,
სათნოს, ფაქიზს და ოდნავ ამაყს,
რომ მის ღირსებას ფეხქვეშ არ თელდნენ.
მინდა ვიხილო გაბრწყინებული
უწმინდეს სხივით უმანკო სახე
და ანგელოზად გადაქცეული
გზას მიკვალავდეს მიწიდან ცამდე.

***
სიტყვების ანარქია თავში,
გაურკვეველი წყობა,
პირთან მომდგარი სიტყვა
მისი გამოთქმის ნდომა.

ლამაზი სურვილი გულში,
ბავშვური თვალით ხედვა,
წმინდა ხაზები სულში
და ზეცისაკენ ლტოლვა.

მწარე სინამდვილე ქვეყნად
ყველგან შური და ბოღმა.
მათგან გასვრილი ხალხი,
აღზევებული ცოდვა.

ეს შემბოჭავი ზოლი,
მისი ეკლები ბასრი,
გაწითლებული მოლი
კვნესად აჭრილი ცაში...


--------------------
ჩამო! თვალებში ჩაგხედო ჩემო ბავშვობავ თავხედო...

" " "
მომწონს, თქვენ ჩემით (რომ ჩემს გამო) არა ხართ ავად,
მომწონს, რომ არც მე დავსნეულდი - თქვენი შემყურე...

" " "
უხერხულია _ შენ გერქვას ცოლი _
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე...

" " "
"ჩვენ გვჭირს ეროვნული გამოთაყვანება"
Go to the top of the page
 
+Quote Post
mako@mako@mako
პოსტი Apr 26 2009, 15:29
პოსტი #428


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 78
რეგისტრ.: 26-April 09
წევრი №: 6,692
კურსი:2


რატომ არ მომდის აზრი,
რატომ ვეღარ ვწერ ლექსს??
რითი მჯობია ბარათაშვილი?
მეც დავწერ ლამაზ ლექსს,
მაგრამ არ მომდის აზრი
და ჩემთვის ვჩმახავ ბევრს,
თუ არ დავწერე ლექსი,
ალბათ გავაფრენ დღეს
და აილექსიც გამომდის,
აზრებიც მომდის თან,
ჩემო მუზავ და კალამო
ეგებ სათქმელიც თქვა

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია mako@mako@mako: Apr 26 2009, 15:30
Go to the top of the page
 
+Quote Post
fisherman
პოსტი Apr 26 2009, 15:33
პოსტი #429


ფ"lost"ებით მოარული ვირ ტუოზი. ◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,596
რეგისტრ.: 3-December 07
მდებარეობა: სადაც დამიღამდება
წევრი №: 736
კურსი:--


mariami24
რამოდენიმე კვირის წინ ავტობუსში ავედი და დავჯექი, გვერდით ერთი იჯდა გოგო, სკოლის მოსწავლე, რვეულს კითხულობდა და სულ ასეთი ლექსები ეწერა
ციტატა
"მწარე სინამდვილე ქვეყნად
ყველგან შური და ბოღმა."

შენ ხომ არ იყავი? biggrin.gif

ციტატა(mako@mako@mako @ Apr 26 2009, 15:47) *
რატომ არ მომდის აზრი,
რატომ ვეღარ ვწერ ლექსს??
რითი მჯობია ბარათაშვილი?
მეც დავწერ ლამაზ ლექსს,
მაგრამ არ მომდის აზრი

არც არაფრით biggrin.gif


--------------------
ვემსახურები საქართველოს
Go to the top of the page
 
+Quote Post
70 გვერდი V  « < 31 32 33 34 35 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th November 2019 - 3:10
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank