გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Reply to this topic Start new topic
 ანტუან ლავუაზიე
 
LEON
პოსტი May 29 2010, 23:30
პოსტი #1


ამ ფორუმის მესაფლავე
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,177
რეგისტრ.: 6-March 08
მდებარეობა: 日本国
წევრი №: 2,460
კურსი:--


ანტუან ლორან ლავუაზიე, (Lavoisier) (დ. 26 აგვისტო,1743, პარიზი - გ. 8 მაისი, 1794, იქვე), ფრანგი ქიმიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1772, ადიუნქტი 1768-დან)






დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; ამავე დროს სწავლობდა საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგებს, განსაკუთრებით ფიზიკასა და ქიმიას. საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში (1789-1794) კონსტიტუციური მონარქიის მომხრე იყო. 1794 ლავუაზიეს თავი მოკვეთეს. ლავუაზიეს შრომებმა ქიმია აქცია ზუსტ გაზომვებზე დაფუძნებულ მეცნიერებად. მასის შენახვის კანონზე დაყრდნობით ლავუაზიემ უარყო ფლოგისტონის მცდარი ჰიპოთეზა. მან მთელი რიგი ცდების საფუძველზე დაასაბუთა, რომ წვა და გამოწვა ნივთიერების ჟანგბადთან შეერთების პროცესია. ლავუაზიემ ფრანგი სამხედრო ინჟინერ ჟ. მენიესთან ერთად დაადგინა, რომ წყალი ჟანგბადისა და წყალბადის ნაერთია (1783). მათვე მიიღეს წყალი წყალბადისა და ჟანგბადისაგან (1785). ფრანგ ქიმიკოსებთან ( კ. ბერთოლე, ლ. გიტონ დე მორვო, ა. ფურკრუა) ერთად 1786-1787 დაამუშავა რაციონალური ქიმიური ნომენკლატურის პროექტი, რომლის ძირითადი პრინციპები დღემდეა შემონახული. ლავუაზიემ სხვა ფრანგ მეცნიერებთან ერთად დააარსა ქიმიური ჟურნალი „Annales de chimie″ (1789), გამოაქვეყნა „ქიმიის საწყისი კურსი″, რომელშიც ქიმია განსაზღვრა, როგორც მეცნიერებათა შედგენილობისა და ანალიზის შესახებ. ლავუაზიემ თავისი შრომებით მყარი საფუძველი მოუმზადა ქიმიაში ატომიზმის შემოტანას. XIX საუკუნის დამდეგს მისმა შეხედულებებმა საყოველთაო აღიარება პოვა. ლავუაზიე თერმოქიმ. ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. 1783 ლავუაზიემ და ლაპლასმა პირველად განსაზღვრეს მთელი რიგი ნაერთების დაშლის სითბო მისი წარმოქმნის სითბოს ტოლია. 1777 ლავუაზიემ დაამტკიცა, რომ სუნთქვის დროს შთაინთქმება ჟანგბადი და გამოიყოფა ნახშირორჟანგი.




--------------------
მე ჩემი ცა მაქვს და მასზე ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენის დათვლაც შემიძლია
Go to the top of the page
 
+Quote Post
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th July 2019 - 13:13
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank