გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


4 გვერდი V  < 1 2 3 4 >  
Reply to this topic Start new topic
 "აგენტები" ქართულ პოლიტიკაში, დავიჭიროთ!!!
 
დაჩი
პოსტი Dec 10 2009, 5:49
პოსტი #14


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


ამონარიდი წიგნიდან
"ქართველთა დედა ენა და დიალექტები"


ვინც ჩვენს დროშიც ცდილობს ქართველთა ერთი
ნაწილის არაქართველებად გამოცხადებას, ქართველთა
კილოების მიხედვით "ანბანების", დედაენებისა და "ახალი
სალიტერატურო ენების" შექმნას, კამათი არ
სჭირდებათ და ამიტომ დიდი ვაჟას ლექსით დავემშვიდობები:

ვაჟა ფშაველა

ვინ არის კაცი?

კაცი ის არის, ცხოვრება
ვინც გაატარა ჭამაში
და კაცის დანიშნულება
მხოლოდა ჰპოვა ამაში.
კაცი ის არის, ვინაცა
ქუჩაში სალამს არ გაძლევს,
თუ დაჰპატიჟე სადილად,
დიდ ჯიუტობას არ გასწევს.

კაცი ის არის, ვინაცა
საქმით სხვის, სიტყვით ჩვენია,
და თავის ოინბაზობას
ჰმალავს, არ დაუჩენია.
კაცი ის არის, ვინაცა
შეჰსტრფის, შეჰხარის ღვინოსა
და ჰსახავს იდეალადა
სალხინო სამიკიტნოსა.
კაცი ის არის, ვინაცა
არა კითხულობს გაზეთსა,
წიგნისთვის შაურსა ზოგავს,
მეარღნეს აძლევს მანეთსა.

გადაამტერებს ერთმანეთს
ქართლსა, იმერეთს, კახეთსა,
საკუთარს ანბანს შეუდგენს
სამეგრელოს და სვანეთსა.


კაცი ის არის, სიცოცხლე
ვინაც ატარა ტკბილადა, -
სიკვდილის შემდეგ იწოდა
დიდყურიანის შვილადა.


--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
დაჩი
პოსტი Dec 10 2009, 7:04
პოსტი #15


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


საჭიროა ამ საგნის დანიშნულების გააზრება და შემდეგ შეიძლება მსჯელობა. მოცემულ შემთხვევაში როგორც სჩანს ბევრს ავიწყდება ენის დანიშნულება და მნიშვნელობა, უპასუხისმგებლო მსჯელობას კი არ ერიდება.
ენა პირველ რიგში სახელმწიფოს საფუძველია, ანუ ის დუღაბია რაც ხალხს ერთ ერად ჰკრავს სახელმწიფოს შიგნით და ადამიანებს შორის ცნობების გაცვლის აუცილებელი საშუალებაა. ზოგიერთი მოფიხვნე კი ისე მსჯელობს ამ საკითხზე, როგორც განყენებულ საგანზე. თუ სახელმწიფოში ორი ან მეტი თანასწორუფლებიანი ენა გაჩნდება, მაში ადრე თუ მალე ეს სახელმწიფო იმდენ ნაწილად დაიშლება რამდენი ენაც იარსებებს სახელმწიფოში (და იარსებებს მანამდე, სანამ რომელიმე მტაცებელი სახელმწიფო არ ჩაყლაპავს დაქუცმაცებულ-დასუსტებულ სახელმწიფოს).
***
ის ადამიანები რომლებიც საქართველოში ქართული ენის რამოდინე ენად დაქუცმაცებას ცდილობენ უცილობლად მტრის საქმეს აკეთებენ ნებსით, თუ უნებლიედ.
ასეთი ვაიმოყვარენი კი უდა ვამხილოთ და კუთვნილი ადგილი მვუჩინოთ მათ.


--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
დაჩი
პოსტი Dec 10 2009, 17:53
პოსტი #16


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


დიდი ქართველი სამეგრელოს კუთხიდან
კონსტანტინე გამსახურდია:
"უნდა ხდებოდეს ქართული ენის შევსება ადგილობრივი ენაკავების საშუალებით. უნდა შემოუშვათ
ქართულ (სამწიგნობრო) ენაში როგორც მეგრულ-სვანური
კუთხური სიტყვები, ისე ფშავ-ხევსურული...
ვაჟა-ფშაველამ ამ მხრივ დიდი სამსახური გაუწია ქართულ ენას..."


თავად კონსტანტინე გამსახურდიამ დიდი წვლილი შეიტანა ქართული ენის შევსება აღდგენის საქმეში, თავისი სამწერლო მოღვაწეობით.
***
ეს გახლავთ მამულიშვილური საქმე, რომელშიც ყველა ქართველმა უნდა შეიტანოს თავისი წვლილი.



--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
leo-dzia
პოსტი Dec 11 2009, 16:46
პოსტი #17


სახალხო მთქმელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,471
რეგისტრ.: 13-March 08
მდებარეობა: bobnevi-gori-tbilisi
წევრი №: 2,556
კურსი:4


ციტატა(დაჩი @ Dec 10 2009, 6:03) *
ამონარიდი წიგნიდან
"ქართველთა დედა ენა და დიალექტები"


ვინც ჩვენს დროშიც ცდილობს ქართველთა ერთი
ნაწილის არაქართველებად გამოცხადებას, ქართველთა
კილოების მიხედვით "ანბანების", დედაენებისა და "ახალი
სალიტერატურო ენების" შექმნას, კამათი არ
სჭირდებათ და ამიტომ დიდი ვაჟას ლექსით დავემშვიდობები:

ვაჟა ფშაველა

ვინ არის კაცი?

კაცი ის არის, ცხოვრება
ვინც გაატარა ჭამაში
და კაცის დანიშნულება
მხოლოდა ჰპოვა ამაში.
კაცი ის არის, ვინაცა
ქუჩაში სალამს არ გაძლევს,
თუ დაჰპატიჟე სადილად,
დიდ ჯიუტობას არ გასწევს.

კაცი ის არის, ვინაცა
საქმით სხვის, სიტყვით ჩვენია,
და თავის ოინბაზობას
ჰმალავს, არ დაუჩენია.
კაცი ის არის, ვინაცა
შეჰსტრფის, შეჰხარის ღვინოსა
და ჰსახავს იდეალადა
სალხინო სამიკიტნოსა.
კაცი ის არის, ვინაცა
არა კითხულობს გაზეთსა,
წიგნისთვის შაურსა ზოგავს,
მეარღნეს აძლევს მანეთსა.

გადაამტერებს ერთმანეთს
ქართლსა, იმერეთს, კახეთსა,
საკუთარს ანბანს შეუდგენს
სამეგრელოს და სვანეთსა.


კაცი ის არის, სიცოცხლე
ვინაც ატარა ტკბილადა, -
სიკვდილის შემდეგ იწოდა
დიდყურიანის შვილადა.



ციტატა(დაჩი @ Dec 10 2009, 18:07) *
დიდი ქართველი სამეგრელოს კუთხიდან
კონსტანტინე გამსახურდია:
"უნდა ხდებოდეს ქართული ენის შევსება ადგილობრივი ენაკავების საშუალებით. უნდა შემოუშვათ
ქართულ (სამწიგნობრო) ენაში როგორც მეგრულ-სვანური
კუთხური სიტყვები, ისე ფშავ-ხევსურული...
ვაჟა-ფშაველამ ამ მხრივ დიდი სამსახური გაუწია ქართულ ენას..."


თავად კონსტანტინე გამსახურდიამ დიდი წვლილი შეიტანა ქართული ენის შევსება აღდგენის საქმეში, თავისი სამწერლო მოღვაწეობით.
***
ეს გახლავთ მამულიშვილური საქმე, რომელშიც ყველა ქართველმა უნდა შეიტანოს თავისი წვლილი.



ციტატა(დაჩი @ Dec 10 2009, 7:18) *
საჭიროა ამ საგნის დანიშნულების გააზრება და შემდეგ შეიძლება მსჯელობა. მოცემულ შემთხვევაში როგორც სჩანს ბევრს ავიწყდება ენის დანიშნულება და მნიშვნელობა, უპასუხისმგებლო მსჯელობას კი არ ერიდება.
ენა პირველ რიგში სახელმწიფოს საფუძველია, ანუ ის დუღაბია რაც ხალხს ერთ ერად ჰკრავს სახელმწიფოს შიგნით და ადამიანებს შორის ცნობების გაცვლის აუცილებელი საშუალებაა. ზოგიერთი მოფიხვნე კი ისე მსჯელობს ამ საკითხზე, როგორც განყენებულ საგანზე. თუ სახელმწიფოში ორი ან მეტი თანასწორუფლებიანი ენა გაჩნდება, მაში ადრე თუ მალე ეს სახელმწიფო იმდენ ნაწილად დაიშლება რამდენი ენაც იარსებებს სახელმწიფოში (და იარსებებს მანამდე, სანამ რომელიმე მტაცებელი სახელმწიფო არ ჩაყლაპავს დაქუცმაცებულ-დასუსტებულ სახელმწიფოს).
***
ის ადამიანები რომლებიც საქართველოში ქართული ენის რამოდინე ენად დაქუცმაცებას ცდილობენ უცილობლად მტრის საქმეს აკეთებენ ნებსით, თუ უნებლიედ.
ასეთი ვაიმოყვარენი კი უდა ვამხილოთ და კუთვნილი ადგილი მვუჩინოთ მათ.



ძალიან კარგი, მაგრამ ამ თემაში რა შუაშია?


--------------------
მეც სიგიჟემდე მიყვარხარ თააკ....


გაკოცე...
Go to the top of the page
 
+Quote Post
დაჩი
პოსტი Dec 15 2009, 1:04
პოსტი #18


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


საქართველოს დანაწევრება-დაშლის მცდელობები

თვალი რომ გადავავლოთ საქართველოს წარსულს, ვნახავთ, რომ ბერძენი, სპარსელი, არაბი, მონღოლი, თურქი თუ ამერიკელი დამპყრობლები, ცდილობდნენ, საქართველოს დაქუცმაცება-დნაწევრებას, რომ მოეშალათ ქართველთა ენობრივი ერთიანობაც.
ჯერ კიდევ 1770 წლის 16 ივლისს, რუსეთის იმპერიის კანცლერის, გრაფ ნიკიტა პანინის მიერ გენერალ ტოტლებენისათვის გაგზავნილ საიდუმლო წერილში ვკითხულობთ:
"საქართველოში საქმე ისე უნდა წარმართოთ, რომ იქ მცხოვრებთა სული აქაური, რუსული იყოს, ხოლო სხეული ქართული"
XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან რუსეთის იმპერია ცდილობს, საქართველოში დაამკვიდროს რუსული ენა,
პარალელურად, ესწრაფვის რა შეზღუდოს ქართული ენის
გამოყენების სივრცე, სახელმწიფო საბუთებს გამოსცემს
მეგრული კილოს ("ენის") მიხედვითაც. ამ თვალსაზრისით "სანიმუშოა"
კავკასიაში რუსეთის მეფის წარმომადგენლის - "ნამესტნიკ"
ღენერალ-ფელდცეიხმეისტერის, მიხაილის 1867 წლის 27
იანვრის "კანონნი" "უფლებისათვის, რომელთაცა მოიპოვებენ
გლეხნი ყმობიდან გამოსულნი სამეგრელოში (ზუგდიდისა,
სენაკის და ლეჩხუმის მაზრასა შინა)...
ხელი მოწერილია:
ნაჩალნიკი გლავნის უპრავლენიისა კავკასიის მეფისნაცვალი, სენატორი, სტატსსეკრეტარი ბარონი ა.
ნიკოლაი".
შდრ., მეგრულად დაწერილი:
"თი უფლება შენი, ნამუსოთი სამარგალოს მახორუუ (მაზრეფი:
ზუგიდი, სენაკი, ლეჩხუმა) პატრონჭყორალიშე გშუულირი
ყაზახეფი...
ხე მოჭარილი რენ:
ნაჩალნიკი კავკასიასი ნამესტნიკიში
დუდი მართველობაში, სენატორი, სტატსსეკრეტარი
ბარონი ა. ნიკოლაი"30.
1899 წელს გამოცემული მეგრული საანბანო სახელმძღვანელოს შემქმნელი ალ. გრენი ამ წიგნის წინასიტყვაობაში აცხადებს:
"ამ ანბანის შედგენისას მე მიზნად მქონდა, როგორმე, თუნდაც არაპირდაპირ, გამომეწვია შიდა ბრძოლისათვის მეგრელები, რომელნიც ითელებიან უფრო ძლიერი ქართველი ხალხისაგან. ასეთი ბრძოლა, ჭეშმარიტად, სრულიად შეუძლებელია საკუთარი ეროვნული ანბანის უქონლად, [იმ ანბანისა], რომლითაც მეგრელი თავის აზრებს ისევე გამოხატავდა, როგორც მისი მტერი, ამ შემთხვევაში - ქართველი" (ს. ხუნდაძე, 1940, გვ. 104) .

იდეოლოგიური თვალსაზრისით საინტერესოა, აგრეთვე,
ქუთაისის გუბერნიის სამხედრო გუბერნატორის, გენერალმაიორ
გერშელმანის 1900 წლის საიდუმლო წერილი, სადაც
მითითებულია, რომ:
"...указом грузинско-имеретинской
синодальной конторы от 17-го марта 1898 г. за №2771,
преподавание грузынского языка в школах Абхазии и
Самурзакани совсем воспрещено..." ;
ამ საბუთებით რუსები სამუზაყანოელ (გალელ!) მეგრელებს სხვა ეროვნებად, ხოლო მათ მეტყველებას სხვა "ენად" წარმოაჩენდნენ და უპირისპირებდნენ დანარჩენ ქართველებს.


--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
დაჩი
პოსტი Dec 15 2009, 7:39
პოსტი #19


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


ქართველური ენა-კილოების განსაზღვრება სახელმწიფოებრივ ჭრილში

ერის ჩამოყალიბება მხოლოდ ერთიანი ენის მეშვეობით არის შესაძლებელი, რადგან მხოლოდ ენით აღვიქვამთ სამყაროს, _ ენით ვხედავთ, ენით გვესმის, ენით ვგრძნობთ და, რაც მთავარია, ენით ვაზროვნებთ. ქართველი ერის მშობელი ქართველური ენობრივი სივრცეა, რომლის შემადგენელი ნაწილებია სამწიგნრო ენა და მრავალრიცხოვანი ქართველური ენაკავები. ერთი ერის ენობრივ ერთობას შეუძლებელია ერთზე მეტი სააზროვნო ენობრივი სივრცე გააჩნდეს. ეს იგივე იქნებოდა (შესაძლებელი რომ იყოს), ერთ ადამიანს ერთზე მეტი თავი ჰქონდეს.
ქართველური ენობრივი სივრცე ქართველი ხალხის შექმნილია,
ქართველი ერი - ქართველური ენისა. ქართველური
მწერლობა, ხალხური მელექსეობა, სულიერი წარსული მიგვითითებს ამაზე. ცხადია, რომ ქართველთა (საქართველოს
სხვადასხვა კუთხეების მკვიდრთა) სულიერი წარსული
და ენობრივი განვითარების გზა ერთმანეთს არასოდეს
დაცილებია: ქართველი ერის ყოფიერება და დედაენა ("მსოფლხედვა") ერთ კალაპოში მდინარებდა ყოველთვის. ამას ადასტურებს, ერთი მხრივ, ქართველური და უცხოური წყაროები,
არქეოლოგიური მასალა, წარსულის ძეგლები, მეორე მხრივ,
ქართველური სამწიგნობრო ენის ხილული წარსული, _ მასში
ძირეული ცვლილებების განვითარება, რაც თვალნათლივაა ასახული ქართველური ენობრივი სხეულის შემადგენელ ნაწილებშიც - ქართველურ ენაკავებშიც.
***
ასეთია ქართველი მეცნიერების მოსაზრება, რომელსაც არ შეიძლება რომ არ დაეთანხმო, თუ რაიმე გამორჩენა ან ქვენა გრძნობა არ გამოძრავებს.


--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
leo-dzia
პოსტი Dec 15 2009, 12:46
პოსტი #20


სახალხო მთქმელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,471
რეგისტრ.: 13-March 08
მდებარეობა: bobnevi-gori-tbilisi
წევრი №: 2,556
კურსი:4


დაჩი

ოე დაჩიიი!!! თემას შეხედე...

მოდერ გძინავს?


--------------------
მეც სიგიჟემდე მიყვარხარ თააკ....


გაკოცე...
Go to the top of the page
 
+Quote Post
lak
პოსტი Dec 15 2009, 15:09
პოსტი #21


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 18-November 09
წევრი №: 8,019
კურსი:--


ციტატა(დაჩი @ Dec 15 2009, 1:18) *
საქართველოს დანაწევრება-დაშლის მცდელობები

თვალი რომ გადავავლოთ საქართველოს წარსულს, ვნახავთ, რომ ბერძენი, სპარსელი, არაბი, მონღოლი, თურქი თუ ამერიკელი დამპყრობლები, ცდილობდნენ, საქართველოს დაქუცმაცება-დნაწევრებას, რომ მოეშალათ ქართველთა ენობრივი ერთიანობაც.
ჯერ კიდევ 1770 წლის 16 ივლისს, რუსეთის იმპერიის კანცლერის, გრაფ ნიკიტა პანინის მიერ გენერალ ტოტლებენისათვის გაგზავნილ საიდუმლო წერილში ვკითხულობთ:
"საქართველოში საქმე ისე უნდა წარმართოთ, რომ იქ მცხოვრებთა სული აქაური, რუსული იყოს, ხოლო სხეული ქართული"
XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან რუსეთის იმპერია ცდილობს, საქართველოში დაამკვიდროს რუსული ენა,
პარალელურად, ესწრაფვის რა შეზღუდოს ქართული ენის
გამოყენების სივრცე, სახელმწიფო საბუთებს გამოსცემს
მეგრული კილოს ("ენის") მიხედვითაც. ამ თვალსაზრისით "სანიმუშოა"
კავკასიაში რუსეთის მეფის წარმომადგენლის - "ნამესტნიკ"
ღენერალ-ფელდცეიხმეისტერის, მიხაილის 1867 წლის 27
იანვრის "კანონნი" "უფლებისათვის, რომელთაცა მოიპოვებენ
გლეხნი ყმობიდან გამოსულნი სამეგრელოში (ზუგდიდისა,
სენაკის და ლეჩხუმის მაზრასა შინა)...
ხელი მოწერილია:
ნაჩალნიკი გლავნის უპრავლენიისა კავკასიის მეფისნაცვალი, სენატორი, სტატსსეკრეტარი ბარონი ა.
ნიკოლაი".
შდრ., მეგრულად დაწერილი:
"თი უფლება შენი, ნამუსოთი სამარგალოს მახორუუ (მაზრეფი:
ზუგიდი, სენაკი, ლეჩხუმა) პატრონჭყორალიშე გშუულირი
ყაზახეფი...
ხე მოჭარილი რენ:
ნაჩალნიკი კავკასიასი ნამესტნიკიში
დუდი მართველობაში, სენატორი, სტატსსეკრეტარი
ბარონი ა. ნიკოლაი"30.
1899 წელს გამოცემული მეგრული საანბანო სახელმძღვანელოს შემქმნელი ალ. გრენი ამ წიგნის წინასიტყვაობაში აცხადებს:
"ამ ანბანის შედგენისას მე მიზნად მქონდა, როგორმე, თუნდაც არაპირდაპირ, გამომეწვია შიდა ბრძოლისათვის მეგრელები, რომელნიც ითელებიან უფრო ძლიერი ქართველი ხალხისაგან. ასეთი ბრძოლა, ჭეშმარიტად, სრულიად შეუძლებელია საკუთარი ეროვნული ანბანის უქონლად, [იმ ანბანისა], რომლითაც მეგრელი თავის აზრებს ისევე გამოხატავდა, როგორც მისი მტერი, ამ შემთხვევაში - ქართველი" (ს. ხუნდაძე, 1940, გვ. 104) .

იდეოლოგიური თვალსაზრისით საინტერესოა, აგრეთვე,
ქუთაისის გუბერნიის სამხედრო გუბერნატორის, გენერალმაიორ
გერშელმანის 1900 წლის საიდუმლო წერილი, სადაც
მითითებულია, რომ:
"...указом грузинско-имеретинской
синодальной конторы от 17-го марта 1898 г. за №2771,
преподавание грузынского языка в школах Абхазии и
Самурзакани совсем воспрещено..." ;
ამ საბუთებით რუსები სამუზაყანოელ (გალელ!) მეგრელებს სხვა ეროვნებად, ხოლო მათ მეტყველებას სხვა "ენად" წარმოაჩენდნენ და უპირისპირებდნენ დანარჩენ ქართველებს.

ვინც დღეს დიალექტებისგან ენების და შემდეგ ეთნოსებს აყალიბებს ანუ სვანებს,მეგრელებს,აჭარლებს...სხვადასხვა ეთნოსად ასახელებს ის ღალატობს ქვეყანას!
Go to the top of the page
 
+Quote Post
დაჩი
პოსტი Dec 16 2009, 0:36
პოსტი #22


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


ირინა სარიშვილი მახეში გაება,
საქართველოს ღალატი აღიარა

15-12-2009

გაბრიყვებული ირინე სარიშვილი
ირინა სარიშვილი დაგებულ ანკესსზე წამოეგო, რომელმაც ამ გადაცემაში "სიმართლის დრო" მონაწილეობა თავად ისურვა.
12-ე კითხვამ:
"თვლით თუ არა, რომ იგორ გიორგაძესთან კავშირი, სამშობლოს ღალატია?",
ირინა 400 ლარის ამარა დატოვა. გაბაიბრუებულმა ირინე სარიშვილმა ამ თანხაზეც უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ შეკითხვის პასუხი გაუყალბეს.
რუსეთის საიდუმლო სამსახურის - "კაგებეს" ჯაშუშობა-მოღალატეობა აღიარა.
მოტყუებულმა სარიშვილმა საცნობარო შეკრება მოიწვია და საზოგადოებას დარღვევის შესახებ ამცნო. თავის მხრივ გადაცემა "იმედიც" არ დარჩა ვალში. როგორც აღმოჩნდა, ქალბატონმა ირინამ გადაცემის ეთერში გასვლამდე შეკითხვების გახმაურებით შეთანხმების ერთ-ერთი მუხლი დაარღვია და ამისთვის 50 ათასი ლარი ჯარიმა უნდა გადაიხადოს.
ირინე სარიშვილი აცხადებს, რომ კარგად ვიცი, რომ 100 ათასი ლარის წამოღება შემეძლო იქიდან.
- ვერავინ ვერ გადამახდევინებს მაგ თანხას. უსინდისოდ გატყუებენ. არანაირ 400 ლარად არ უნდა გაყიდო თავი, რაც უნდა გიჭირდეს. ჩემთვის 400 ლარსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, დამიჯერეთ. ეს ყველაფერი მათ მშვენივრად იცოდნენ. თუ მაინც ამ შეკითხვით უნდოდათ ჩემი "ჩაგდება".
***
ასეთია ყველა მოღალატის ბედი, ყველასაგან მიტოვებული და დაგმობილი.


--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
fisherman
პოსტი Dec 16 2009, 1:22
პოსტი #23


ფ"lost"ებით მოარული ვირ ტუოზი. ◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,596
რეგისტრ.: 3-December 07
მდებარეობა: სადაც დამიღამდება
წევრი №: 736
კურსი:--


დაჩი
>>>ეს უნდა ნახო, ესეც აგენტია, სახელისუფლებო ტერორის კიდევ ერთი სახე<<<


--------------------
ვემსახურები საქართველოს
Go to the top of the page
 
+Quote Post
დაჩი
პოსტი Dec 16 2009, 1:33
პოსტი #24


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


რას ფიქრობდნენ საქართველოს ღირსული მამულიშვილები.
იაკობ გოგებაშვილმა კილოს/კილოკავის მიმართების საკითხს საგანგებო წერილი მიუძღვნა:
"ენა და კილო"
იაკობ გოგებაშვილი
" ყოველ ერს აქვს მთავარი ენა, რომელიც საერთო საუნჯეს შეადგენს ამ ერის ყველა ნაწილისათვის და იწოდება მის დედა ენად და თემური კილოკავები, რომელნიც იხმარებიან ადგილობრივ. ხალხის განათლებაში ამ სიტყვიერების ფაქტორებს კაცობრიობის კეთილგონიერებამ ასეთი
დანიშნულება მისცა:
ყველა სასწავლებლებში სწავლა მოწყობილია დედა ენაზედ და ადგილობრივის კილოკავებს ხმარობენ ასახსნელად და განსამარტავად იმ საერთო სიტყვებისა, რომელნიც ადგილობრივ
ბავშვებს კარგად არ ესმით. ამ სახით ეფინება მთელს ხალხში დედა ენის სრული ცოდნა და მასთან ერთად ვრცელდება განათლება.
IV საუკუნიდგან დაწყებული დღეინდელ დღემდე ყველა ჩვენებურს სასწავლებელში, შავი ზღვიდგან მოკიდებული დაღისტნის საზღვრამდე, იხმარებოდა მხოლოდ წიგნები, საერთო სამწიგნობრო დედა-ენაზე დაწერილნი. განსამარტავად ადგილობრივ გაუგებარ სიტყვებისა და წინადადებებისა, მასწავლებლები ხმარობდნენ სიტყვიერად ადგილობრივს სიტყვებსა და წინადადებებსა, მაგ., სამეგრელოში და სვანეთში, და სწავლასთან ერთად ავრცელებდნენ დედა-ენის სრულს ცოდნასა.
ვინ მოიფიქრებდა, თუ ამ გონივრულს წესს, ღვთისაგან დალოცვილს და კაცთაგან მოწონებულს, მოწინააღმდეგენი გამოუჩნდებოდნენ ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში,
მაგრამ მოულოდნელი ახდა, შეუძლებელი აცხადდა, და აცხადდა მხოლოდ ჩვენში და სხვაგან არსად, არც სომეხთა შორის, არც თათართა შორის და არც სხვა კავკასიელებში არ აღმოჩენილია იმისთანა ჭკუამოკლე და უკუღმართი ადამიანი, რომელსაც ეთქვას, სასწავლებელში სწავლება თემურს კილოებზე უნდა იყოს და არა დედა ენაზეო.
ჩვენში კი აღმოჩნდნენ იმისთანა ჭკუით გლახაკნი, რომელთაც გაჰბედეს და წარმოთქვეს, რომ სამეგრელოსა და სვანეთის სკოლებიდგან დედა-ენა უნდა იქნას გამორიცხული, რადგან აქ ხალხი ადგილობრივს კილო-კავებსა ხმარობსო. რას გვიქადის ამ უკუღმართის აზრის სისრულეში მოყვანა, გახორციელება? რასაკვირველია, მეტად ცუდს მომავალსა...

.განცალკევება ჰღუპავს ეროვნულ ხესაც და მისგან მოშორებულს ტოტებსაც... ხოლო ღმერთს იმისთანა დიდებული
არსება, როგორც არის მთელი ერი, შეუქმნია არა გადაშენებისა და დაქვეითებისათვის, არამედ წარმატებისა და ბედნიერებისათვის. ამიტომ ჩვენ ყველამ წმინდა მოვალეობად უნდა დავსახოთ მტკიცედ დაცვა და აღორძინება ქართულის დედა-ენისა სამეგრელოსა და სვანეთის ეკლესიაში და სასწავლებელში, ისეთივე მტკიცე დაცვა, როგორც მტკიცედ იცავდნენ ამერნი, იმერნი _ მეგრელნი და სვანნი _ ამ ეროვნულს საუნჯეს მრავალ საუკუნის განმავლობაში, ნებითა და შეწევნითა ღვთისათა..."


--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
დაჩი
პოსტი Dec 16 2009, 8:42
პოსტი #25


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


რას ფიქრობდნენ საქართველოს ღირსეული მამულიშვილები

ნიკო მარი
საყურადღებოა ნ. მარის მსჯელობა (ქართველთა ეროვნება
- წერილი პროფესსორის ნ. მარრისა იმ სიტყვის გამო, რომელიც
დეკანოზს ი. ვოსტორგოვს წარმოუთქვამს საქართველოს ერზედ
უწმინდესის სინოდის წევრთა და სხვა წარჩინებულ პირთა კრების
წინაშე; ქუთაისი, 1905):
"ვოსტორგოვი შეუცდენია ვისიმე შინაურს კავკასიელ ენათმცოდნეს, რომელსაც ქართული ენის კილოთა განსხვავება, სხვა და სხვა ადგილობრივ გამოთქმითა და კილოთი საუბარი და ენა, რომელზედაც წერაკითხვა არ არსებობს, თუმცა ესენი, რასაკვირველია, განუყრელად ერთ მონათესავე ენას წარმოადგენენ, მიუღია იმისთანა ნიშნებად, რომლი-
თაც თითქო ირღვეოდეს ერთობა საქართველოისა...
"ვოსტორგოვს არა აქვს ნამდვილი წარმოდგენა იმისა, რომ საუკუნეების მანძილზე ერთიანი ქართული ეროვნული კულტურა შეიქმნა ყველა ქართველი ტომის მიერ; ამიტომაა, რომ "საღვთო წერილის ტექსტში ჩვენ ვპოულობთ წმინდა ჭანურს, ანუ მეგრულს და სხვა სიტყვებს. ამ სინამდვილის
კულტურულ-ისტორიულის შეხედულებით ქართული სამწიგნობრო ენა იმდენათვე სვანურია და მეგრული, იმდენათვე გურულია და იმერული, რამდენათაც ქართული. ის არის ღვიძლი სამწერლო ენა ყველა საქართველოს ტომებისათვის" (გვ. 7-10)... "

ეხლა მაინც გაიგონ რუსებმა, ნამდვილად თვალი გამოახილონ და დარწმუნდენ,
რომ კავკასია ის ქვეყანა არის, სადაც რუსები თვით რუსეთის წესების
დარღვევას სწავლობენ, ვითომც სახელმწიფო მიზნების გულისათვის..."
(გვ. 60).


--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
დაჩი
პოსტი Dec 16 2009, 19:37
პოსტი #26


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


იმპერიათა შეუცვლელი გეგმა
"გათიშე და იბატონე"


იმპერიები
ყველა მოძალადე დამპყრობი იმპერია ცდილობდა საქართველოს არა მარტო პირდაპირ დანაწევრებას, არამედ ქართველთა ცალკეული ტომების ერთმანეთთან ენობრივად და სულიერად გაუცხოებას. დამპყრობლებმა კარგად იცოდნენ, რომ ერის დასანაწევრებლად პირველ რიგის ამოცანაა "ენათმეცნიერული თავდასხმებით" ერის შემქნელი დედაენის დანაწევრება რამდენიმე ენად. ამჟამინდელი მოძალადე იმპერიები (რუსეთი, ამერიკა, თურქეთი) ახლა უფრო დახვეწილი ხერხებით ცდილობს დამპყრობლური მიზნის მიღწევას -
ქართველი ერის დანაწევრების გზით კავკასიაში სამუდამო გაბატონებას.
"ენათმეცნიერული თავდასხმები" განსაკუთრებული სიძლიერით განხორციელდა გასული საუკუნის 30-იანი წლების საქართველოში. რუსეთის მიერ 1921 წელს, საქართველოს ხელმეორედ დაპყრობის შემდეგ ძალმომრეობა მძვინვარებდა. თუ მეფის რუსეთი თავისი გენერლების, სასულიერო პირებისა ( იანოვსკებს, ვოსტორგოვებს, გერშელმანებს...) და თითო-ოროლა ადგილობრივი მოღალატის (აშორდიების) საშუალებით ცდილობდა ქართველთა დანაწევრებას, ხაზარულ-მასონური ბოლშევიკების რუსეთი თავისი არსითა და ყოვლისმომცველობით იგი ბევრად აღემატებოდა XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის გამრუსებელ-გადამგვარებელ ქმედებებს, რომლებიც მთლიანად მიმართული იყო ქართველური ენის, როგორც ქართველი ერის საარსებო საშუალების გასაქრობად.
გეგმა უფრო ვერაგული გახლდათ:
ე.წ. "დემოკრატიისა" და "თანასწორების" მოწოდებით მოსული დამპყრობელი თავის მიზნის აღსრულებას შეეცადა ადგილობრივი მასონ-ბოშლშევიკ-კომუნისტების გამოყენებით.
ძირითადი გეგმა იგივე იყო:
გრძელდებოდა საქართველოში მოსახლე არამარტო აფხაზების, ოსების, სომხების, აზერბაიჯანელებისა და სხვათა ამხედრება ქართველი ერის წინააღმდეგ, არამედ გეგმაზომიერად ხორციელდებოდა ქართველთა ენობრივ-ტომობრივი დანაწევრებაც. მეფის რუსსეთის მოხელეების მსგავსად, მასონ-ბოლშევიკებმაც გამოაცხადეს, რომ მეგრელები, აჭარლები, სვანები, ლაზები, იმერლები ქართველები არ არიან და
ქართველებისგან იჩაგრებიანო.

აქვე უნდა აღინიშნოს:
აფხაზს ჩააგონებდნენ, რომ ქართველები მათი მტრებია, რომ თითქოს, ქართველები იტაცებენ აფხაზთა მიწებს, ჩუმ-ჩუმად სახლდებიან იქ, ხელს უშლიან აფხაზური თვითმყოფადობის განვითარებას და სურთ მოსპონ აფხაზი ერი...
მარღანიას გვარით გამოქვეყნდა ასეთი სულისკვეთებს წერილი:
"აფხაზ ძმებს", რომელშიც არ ჩანს რუსების მიერ აფხაზთა გაწყვეტის საშინელება, არც ის, თუ როგორც მეფის რუსეთი,
ისე მასონ-ბოლშევიკთა რუსეთი როგორ ცდილობდა მიეტაცებინა საქართველოს ეს მხარე (იხ., გერშელმანის დოკუმენტში
აფხაზეთში რუსების ჩამოსახლების გეგმა; "საარქიოვო მოამბე, VI, 2009, გვ.119-125).
აფხაზეთი მხარის მსგავსად, სამეგრელოს მიმართ
იმ განსხვავებით, რომ აქ წინ სხვა "გარემოებები" წამოიწია;
კერძოდ, რუსები მეგრელ მასონ-ბოლშევიკებს იმავეს ვერ ათქმევინებდნენ,
რასაც აფხაზებს, ამიტომ სხვა მიმართულება მონახეს;
სანიმუშოდ წარმოვადგენთ მასონ-ბოლშევიკ ი. ჟვანიას მსჯელობას:
მენშევიკებს შემოეცალნენ მუშები და გლეხები, რომელთა ნაცვლად ხელში შერჩათ მღვდლები, თავადაზნაურობა
და ეროვნული მოაზროვნეები და საქმოსანი ხალხი...
რუსეთის დამპყრობლური 21-ე ლაშქრის შემოსვლის შემდეგ საქართველოში ყველაფერი სწორი გზით წარიმართა. ერთ-ერთი "მონაპოვარი" იყო 1929 წელს ბოლშევიკურ მთავრობის მიერ გამოცემული დადგენილება, რომლის მიხედვით ზუგდიდის მაზრის იმ ადგილებში, სადაც მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა ქართული ენა არ იცოდა (!), საქმის წარმოება და სასამართლოს წარმოება მეგრულ ენაზე უნდა შესრულებულიყო... (ი. ჟვანია, 1931, გვ. 147)32.
ამ დადგენილების I და II ნაწილებში ერთმანეთს უპირისპირდება ქართული და მეგრული; IV ნაწილში კი მითითებულია,
რომ დადგენილებები, განკარგულებები უნდა გამოქვეყნდეს როგორც სახელმწიფო ენაზე, ისე მეგრულ ენაზეც.
ამგვარი ენობრივი დაგეგმვა შეუძლებელი იყო რუსეთის მთავრობის, კერძოდ კი სტალინის ნებართვის (ან მითითების) გარეშე. რუსული იმპერია XVIII საუკუნეში დაწყებულ სვლას განაგრძობდა. "მავრის" როლის შემსრულებელი სხვა იყო: ბოლშევიკი ფილიპე მახარაძისა და ისაკ ჟვანიას ("მაფალუისტების") ჯგუფი.
1929 წლის იმ ავბედითი დადგენილების მერე ი. ჟვანიას და მის თანამზრახველებს ხელ-ფეხი გაეხსნათ. დაიწყო მეგრული სტყვებით ჟურნალ-გაზეთების ბეჭდვა. 1931 წ. იბეჭდება ი. ჟვანიას წიგნი "როგორ იბრძოდა სამეგრელოს მშრომელი გლეხობა საბჭოების ხელისუფლებისათვის". ამ წიგნს რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, ჩანს მისი 30-ათასიანი საცალო გამოცემითაც. მთავარი კი ის იყო, რომ სამეგრელოს მოსახლეობას არწმუნებდა დამოუკიდებელი საქართველოს მენშევიკური მთავრობის არამარტო სისასტიკესა და მეკობრულ შეხედულებებში.
სამეგრელოში ეს "ენობრივი დივერსია" აქტიურად ხორციელდებოდა 6 წლის მანძილზე (1929-1934). რამდენადაც
არის ცნობილი, 1934 წლის მერე მსგავსი გამოცემები შეწყდა, არსად ჩანს ი. ჟვანიაც.


--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
4 გვერდი V  < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th November 2019 - 6:33
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank