გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Reply to this topic Start new topic
 ერთი ბიჭის ამბავი
 
Gargi
პოსტი Jun 14 2012, 17:18
პოსტი #1


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 14-June 12
წევრი №: 13,086
კურსი:--


ჩვენი ამბავი ერთ უბრალო ქართველ ბიჭს ნოდარ საქუაშვილს ეხება. ეს ამბავი კი ასე იწყება.
საბჭოთა ჯარის მოხდის შემდეგ ნოდარ საქუაშვილი 90– იანი წლების დასაწყისში ყაზახეთის რესპუბლიკაში იწყებს სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობას. გარკვეული დროის შემდეგ იგი უკავშირდება ადგილობრივ დამნაშავეთა ჯგუფს და სულ მალე, პირადი თვისებებიდან გამომდინარე ხდება ამ ჯგუფის ერთ–ერთი ლიდერი. მოაგროვა რა გარკვეული კაპიტალი იგი დაბრუნდა თავის სამშობლოში, თელავის რაიონ – სოფელ სანიორეში, სადაც შეუდგა კარ–მიდამოს მოწყობას და ააშენა ლამაზი აგურის ორსართულიანი სახლი. იმ გაჭირვების ჟამს ნოდარ საქუაშვილის ხელგაშლილობამ თანასოფლელთა ყურადღება მიიპყრო და არა მარტო მათი. მისი პერსონით დაინტერესდნენ ადგილობრივი მხედრიონის ორგანიზაციის მესვეურები და ერთ მშვენიერ ღამეს სამი შეიარაღებული მხედრიონელი მიადგა ნოდარ საქუაშვილს იმ აგურის სახლში დაყაჩაღების მიზნით. სახლში მოხდა შეხლა და ჩხუბი, უთანასწორო ბრძოლაში ნოდარ საქუაშვილმა მოტყუების გზით სამალავიდან მოახერხა იარაღის ამოღება, ორი ღაჩაღი ადგილზევე მოჰკლა, მესამეს დაჭრილს დაეწია ეზოში, სიკვდილის წინ გამოსძალა შემკვეთის ვინაობა და ისინიც გამოასალმა სიცოცხლეს.
სამართალ დამცავებმა არ გაამწვავეს ისედაც რთული კრიმინოგენული ვითარება რეგიონში და თანაც გარკვეული ანაზღაურების საფასურად ეს საქმე გაფორმეს როგორც დანაშაული თავდაცვის, მიზნით და დახურეს საქმე.
ამ ამბების შემდეგ ნოდარ საქუაშვილის ავტორიტეტმა მთელს რეგიონში აიმაღლა, იგი შეუდგა კომერციულ საქმიანობას, აგრეთვე დაიწყო პოლიტიკური პატრონების ძებნაც. ის აქტიურად ებმევა მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კომპანიაში და მისი გაპრეზიდენტების შემდეგ ხდება პრეზიდენტის მთავარი დასაღრდენი ძალა კახეთის რეგიონში. ნოდარ საქუაშვილის წარმატება განმტკიცდა იმითაც, რომ მისი მეუღლე აღმოჩნდა ვანო მერაბიშვილის ნათესავი და სულ მალე მისი საქმეები წავიდა მაღლა. ის ყიდულობს ბევრ უძრავ ქონებას კახეთში და ხდება ყველაზე წარმატებული მეწარმე რეგიონში. ყიდულობს ღვინის ქარხნებს, აგზავნის პროდუქციას რუსეთში, ბელორუსიაში, უკრაინაში და ყაზახეთშიც. აგურის სახლი უკვე პატარაა, იგი იწყებს დიდი ფაზენდის მშენებლობას, ეზოში რგავს პალმებს, სადსც მედიდურად დაგოგმანობენ ფარშევანგები, ხოლო VIP სტუმრებისთვის აშენებს საბანკეტოს, სადაც ერტხელაც ვანო მერაბიშვილს მოჰყავს სტუმრად მიხეილ სააკაშვილი თავის ამალასთან ერთად. პრეზიდენტს მოეწონა მასპინძელი და ამიტომაც ყოველთვის სუფრაზე ისინი ერთად იჯდნენ. ასე იყო იმ 2005 წლის თებერვლის დღეს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ჟვანიასთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად ესტუმრა ნოდარ საქუაშვილს. საუბედუროდ ეს დღე ზურაბ ჟვანიასთვის აღმოჩნდა საბედისწერო.
გაუწონასწორებული მიხეილ სააკაშვილი ცოფებს ჰყრიდა, როდესაც ვინმე ეწინააღმდეგებოდა. ზურაბ ჟვანიამ კი მეტი გაუბედა, ის შეეკამათა კიდევაც, სწორედ ეს აღმოჩნდა საბედისწერო მისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერმინისტრს აფექტში ხელთ მოგდებული პირველივე საგანი, მძიმე საფერფლე, თავში ჩასცხო და ადგილზევე მოჰკლა. ყვეაფერი ამის მოწმე საქართველოს მთავარ პოლიცმეისტერთან და გენერალურ პროკურორთან ერთად აღმოჩნდა ნოდარ საქუაშვილიც.
ერთ ღამეში დაიდგა ის ცნობილი სპეკტაკლი ზურაბ ჟვანიასა და მისი მეგობრის რაულ იუსუფოვის კონსპირაციულ ბინაში უგარის გაზით გაგუდვის შესახებ. რომელიც გამოწვეული იყო გაუმართავი გამათბობელი - ნიკალას მიერ.
რა თქმა უნდა ზურაბ ჟვანიას მეუღლე ყველაფერს მიხვდა, მაგრამ შანტაჟის გზით დააშინეს და გააჩუმეს.
მხოლოდ ერთხელ ვერ შეიკავა თავი ქალბატონმა, როდესაც პრეზიდენტი პრემიერმინისრის პანაშვიდზე მოვიდა. პრემიერის მეუღლემ, სახლი დემონსტრაციულად დატოვა და საკუთარი მეუღლის პანაშვიდიდან წავიდა. ამაზე მთელი ქალაქი ლაპარაკობდა.
ზურაბ ჟვანიას მკვლელობაზე ბევრი საუბრობდა, მათშორის ედუარდ შევარდნაძეც, ექს მინისტრი ოქრუაშვილიც, ასევე ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერიც.
კამათის მიზეზად, რომლის შედეგი სიკვდილი გახდა ასახელებენ ამიერკავკასიის გეოპოლიტიკურ და ბიზნეს ინტერესებს, რომლითაც ასევეა დაინტერესებული დასავლეთიც.
სრული სურათი იცის მხოლოდ ძალიან ვიწრო ჯგუფმა, რომელსაც სხვადასხვა მიზეზების გამო პირში წყალი აქვს ჩაგუბებული.
სახელმწიფო მანქანა პოლიტიკური სტატუსით დაბლა მდგომ მოწმეებს არ მორიდებია. ზურაბ ჟვანიას აპარატის თანამშრომელმა, გიორგი ხელაშვილმა მეზობლის სანადირო თოფით რატომღაც თავი მოიკლა. მთავარმა სასამართლო მედექსპერტი ქისტაური, რომელმაც ოფიციალური სიკვდილის ვერსია დაადასტურა მოკლულ იყო მეგობრის ხელით, რომელმაც შემდეგ თვითონაც მოიკლა თავი.
არ დარჩენილა უყურადყებოდ ჩვენი ნოდარიც. ერთი თვის თავზე მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუარესდა, მთელს სხეულზე ეტყობოდა ტოქსიკური მოწამვლის კვალი. ვერცერთმა ექიმმა ვერ უშველა. ოფიციალური ვერსიით მას ღვიძლის ცეროზის დიაგნოზი დაუსვეს. სიკვდილის წინ ის ღა მოახერხა რომ ეს ამბავი დატოვა გადმოსაცემად, იმ იმედით რომ როდესმე ეს საშინელი ტრაგედია საზოგადოების ფართო წრეებისთვის გახდებოდა ცნობილი, რათა ქართველმა ერმა და ყველამ ერთად ხმა ავიმაღლოთ პოლიტიკური ტირანიის, სახელმწიფო რეკეტისა და ეროვნული, და მართლმადიდებლური ფასეულობების ნგრევის წინააღმდეგ და ავაშენოთ ისეთი სამართლებრივი სახელმწიფო სადაც არამც თუ პრემიერმინისტრის, არამედ რიგითი მოქალაქის სიცოცხლეც კი იქნება დაცული.
დათა თუთაშხია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ninex
პოსტი Jun 14 2012, 17:33
პოსტი #2


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,772
რეგისტრ.: 23-September 10
წევრი №: 9,962
კურსი:--


კარგი მოტხრობაა..........:ყეს:..
ცოტა დეტონაციებია...მაგრამ არაუშავს...ხელი გაიწაფებადა..........
წვამერე...:უ
:სპყ:..........


--------------------
,,...იმ დღეს ძაან სოლიდურ ხალხს შევხვდი. აი, ისეთებს, ცუდ სიტყვებს მარტო ისეთ დღეებში რო ამბობენ, როცა მარხვა არ არი..."
ჰარე ჰარე ყველას....
Go to the top of the page
 
+Quote Post
knuti
პოსტი Jun 14 2012, 17:49
პოსტი #3


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 698
რეგისტრ.: 11-December 07
წევრი №: 955
კურსი:3


მე წაკითხვა დამეზარა. აბზაცები გამოყავი რა :ს


--------------------
ძილში დავდივარ და ამიტომ კეტებით მძინავს =))

http://knuti.wordpress.com/ <<კნუტის ბლოგი ^_^
Go to the top of the page
 
+Quote Post
PseudoGodKiller
პოსტი Jun 15 2012, 10:43
პოსტი #4


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,435
რეგისტრ.: 16-July 08
მდებარეობა: ბათუმი
წევრი №: 3,915
კურსი:--


u.gif


--------------------


რა ქვეყანა დაანგრიეს :mad:





I Døden finnes all makt







..მოწოდებით იურისტი..
Go to the top of the page
 
+Quote Post
kaxakaxa
პოსტი Jun 17 2012, 4:22
პოსტი #5


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 622
რეგისტრ.: 26-May 09
მდებარეობა: სკამი
წევრი №: 6,806
კურსი:--


Gargi
რას ემსახურება ეს თემა?
პოლიტიკურ მიზნებს?
პირად მოსაზრებებს თუ უბრალოდ შეთითხნილი ზღაპარია გადმოცემული?


ამაღამ აღარ დამეძინოს


--------------------
[font="Verdana"]Pacunia non olet[/font]
[video]http://www.youtube.com/watch?v=z4ReZlJy3Uk&feature=my_liked_videos&list=LLZljw1Ihdax-eVE16VfxahA[/video]
Go to the top of the page
 
+Quote Post
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th August 2019 - 6:33
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank